განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2019
საქმის ნომერი
330210018002415379
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002415379

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი 2019 წელი თბილისი

საქმე №2ბ/6792-18

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - ი-----–----ე

წარმომადგენლები - თ------------ე, ა-----------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა----------- ნ-----–---- ყ---–--ის ს----–----- ც--------–----ი ს------------------ კ-–----ა“

წარმომადგენელი - გ---–---------ა

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. შპს „ა----------- ნ-----–---- ყ---–--ის ს----–----- ც--------–---- ს------------------ კ-–----ას“ და ი-----–----ეს შორის 2007 წლიდან 2015 წლის 1 აპრილამდე პერიოდში არსებობდა შრომითი ურთიერთობა, მოპასუხეს ეკავა უ---------------ის თანამდებობა და დასაქმებულის სამუშაო აღწერილობა განისაზღვრა ხელშეკრულების N- დანართით.

 

2. მოპასუხეს როგორც კრიტიკული მედიცინის დ-------------ის უ---------------ის, უშუალო ფუნქციას წარმოადგენდა დ-------------ისთვის თვის განმავლობაში გადაცემული სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების ხარჯვის ყოველდღიურ რეჟიმში დეტალური აღრიცხვა და მონაცემების ბუღალტერიისთვის გადაცემა.

 

3. შპს „ა----------- ნ-----–---- ყ---–--ის ს----–----- ც--------–---- ს------------------ კ-–----აში“ 2017 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს გამოვლინდა სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების დანაკლისი. ინვენტარიზაცია შეეხო 2007 წლიდან 2017 წლების პერიოდს და დანაკლისი შეადგენდა 7995,57 ლარს.

 

4. შრომითი ურთიერთობის პერიოდში ი-----–----ის მიერ კ-–----ის დირექტორის სახელზე შედგენილი მოხსენებითი ბარათების საშუალებით, პერიოდულად ხდებოდა ჩამოწერილი, კ-–----ის სხვა დ-------------ისთვის გადაწერილი, გახარჯული ან ვადაგასული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება. ინფორმაცია ეხებოდა ასევე მედიკამენტების ჟურნალში გატარებული მედიკამენტების რაოდენობასა და ელექტრონულ ხართჯაღრიცხვას (კალკულაციას) შორის სხვაობას.

 

5. შპს „ა----------- ნ-----–---- ყ---–--ის ს----–----- ც--------–---- ს------------------ კ-–----ამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ი-----–----ის მიმართ და ითხოვა მოპასუხე ი-----–----ეს შპს „ა----------- ნ-----–---- ყ---–--ის ს----–----- ც--------–----ი ს------------------ კ-–----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების მიზნით 7995,57 ლარის გადახდა.

 

5.1. მოსარჩელის პოზიცია

 

მოსარჩელის განმარტებით, ი-----–----ე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა შპს „ა----------- ნ-----–---- ყ---–--ის ს----–----- ც--------–---- ს------------------ კ-–----ასთან“, მას ეკავა უფროსი ექთნის პოზიცია კრიტიკული და ინტერვენციული თერაპიის დ-------------ში და წარმოადგენდა ამავე დ-------------ში არსებული სახარჯი მასალებისა და მედიკამენტებზე პასუხისმგებელ პირს. მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა 2015 წლის პირველი აპრილიდან შეწყდა, რის შემდეგაც მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა არსებული სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების მისი შემცვლელისთვის გადაბარება. 2017 წელს კ-–----აში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, რომ ი-----–----ის მუშაობის პერიოდში სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების დანაკლისი 7995,57 ლარს შეადგენს. დანაკლისი მოპასუხის პერიოდიდან რომ მომდინარეობს, ამავე პოზიციაზე მოპასუხის უფლებამონაცვლის მოხსენებითი ბარათიდანაც დგინდება, სადაც აღნიშნულია, რომ გადაბარების პერიოდში არსებული ნაშთი არ დაემთხვა პროგრამულ ნაშთს, ეს პრობლემა ი-----–----ესთან გადაბარების დროსაც არსებობდა. თავად ინვენტარიზაცია მხოლოდ 2017 წელს იმიტომ ჩატარდა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომ გადაბარების პროცესი მოპასუხის მიზეზით დროულად ვერ განხორციელდა. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის უშუალო ვალდებულებაში შედიოდა სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების აღრიცხვა, დანაკლისის ან შეუსაბამობის შემთხვევაში მასზე პასუხისმგებლობა მოპასუხეს ეკისრებოდა. დანაკლისის ანაზღაურების მოთხოვნით კ-–----ამ მიმართა ი-----–----ეს, თუმცა ვალდებულება მას ამ დრომდე არ შეუსრულებია.

 

6. მოპასუხის პოზიცია

 

6.1. მოპასუხემ წერილობითი წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ კ-–----აში ამ კუთხით არსებობდა პროგრამული ხარვეზები. მის მიერ ხდებოდა რეაგირება, რაიმე სახის დანაკლისის ან ზედმეტობის შესახებ მიუთითებდა მოხსენებით ბარათებში, თუმცა ამას რეაგირება არასდროს მოჰყოლია, ხოლო პროგრამული ხარვეზების გამოსწორება მის კომპეტენციაში არ შედიოდა. ინვენტარიზაციის შემდგომ მიღებული ინფორმაციით არ დგინდება, რა პერიოდს მოიცავს დანაკლისი და რომელ წლებში მიიღო კ-–----ამ დანაკლისი, შესაძლოა იგი მოიცავდეს ასევე 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდსაც, როდესაც შრომითი ურთიერთობა მხარეებს შორის უკვე შეწყვეტილი იყო. გარდა ამისა, თავად ინვენტარიზაციაც კ-–----ას უნდა განეხორციელებინა არა 3 წელიწადში ერთხელ, არამედ ყოველწლიურად, როგორც ეს ევალებოდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 23.07.2010 წლის N--- ბრძანებით.

 

გარდა ამისა, მოსარჩელის მოთხოვნა იყო ხანდაზმული, ვინაიდან შრომითი ურთიერთობა 2015 წლის აპრილის თვეში შეწყდა. ინვენტარიზაცია მოსარჩელეს ყოველწლიურად არ ჰქონდა ნაწარმოები, ხოლო 2017 წელს განხორციელებული ინვენტარიზაციით არ დგინდებოდა, რომ დანაკლისი მოპასუხის მუშაობის პერიოდში იყო წარმოქმნილი. ასეც რომ ყოფილიყო, ხანდაზმულობის ვადაში მხოლოდ 2015 წელის იმ პერიოდის დანაკლისი შეეძლო მოსარჩელეს მოეთხოვა, სანამ მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა არსებობდა.

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ა----------- ნ-----–---- ყ---–--ის ს----–----- ც--------–----ი ს------------------ კ-–----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ი-----–----ეს შპს ,,ა----------- ნ-----–---- ყ---–--ის ს----–----- ც--------–----ი ს------------------ კ-–----ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 7995.57 ლარი. ი-----–----ეს შპს ,,ა----------- ნ-----–---- ყ---–--ის ს----–----- ც--------–----ი ს------------------ კ-–----"-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 240 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. (იხ. გადაწყვეტილება. ტომი 1. ს.ფ.119-128)

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ი-----–----ემ და ითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

8.1. აპელანტის განმარტებით,სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად ის, რომ 2007-2017 წლებში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი 7995,57 ლარს შეადგენდა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იყო გაურკვეველი ცხრილის შემცველობის ფურცელი, რომელიც მიუთითებდა დაკლებულ სახარჯ მასალებზე, ამ მტკიცებულების რელევანტურობა არაერთხელ იქნა დაყენებული ეჭვქვეშ, რადგან ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ცხრილი და არსაიდან არ დგინდებოდა თუ რის საფუძველზე შედგა ან როგორ ჩატარდა ინვენტარიზაცია და რა მეთოდით იქნა მიღებული, ან რა პირველადი მტკიცებულებების გათვალისწინებით იქნა გამოვლენილი დანაკლისი.

 

8.2. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილ სადავო გარემოებად ის, რომ 2007-2017 წლების მდგომარეობით გამოვლენილი სადავო დანაკლისი წარმოიშვა ი-----–----ის შრომითი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების საფუძველზე. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ 2015 წლის 1 აპრილიდან ი-----–----ეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ხოლო 2017 წლამდე დასახელებული თანამდებობა დაიკავეს ჯერ დ-------- გ---------მა და შემდგომ ქ------- კ-----ემ. სასამართლოს მიერ მითითებულ მტკიცებულებებში კი საუბარია ზოგადად იმაზე, რომ ამ გადაბარებების დროს არსებობდა ხარვეზები, რასაც თავად აპელანტიც ეთანხმება. თუმცა რაოდენობრივად რა ხარვეზებზე და რა მოცულობის უსწორობაზე იყო საუბარი ამას არავინ არ ამბობს. შრომით ხელშეკრულებიდან გამომდინარე ი-----–----ის მოვალეობაში შედიოდა აფთიაქიდან მედიკამენტებისა და სახარჯი მასალის შეტანა განყოფილებაში იმ დოკუმენტის საფუძველზე რომელსაც ხელს აწერდნენ განყოფილების გამგე და უფროსი სპეციალისტი. ყოველი დღის ბოლოს ი-----–----ე ე.წ ოპერატორს აწვდიდა ინფორმაციას გახარჯული მასალისა და ნაშთის შესახებ, ოპერატორი თავის მხრივ ამ ინფორმაციას აწვდიდა ბუღალტერს. ამასთან, აფთიაქი თავის მხრივ ოპერატორს აწვდიდა ინფორმაციას ი-----–----ის მიერ გამოტანილ მედიკამენტებსა და ინვენტარზე, შესაბამისად ოპერატორი და ბუღალტერი ფლობდნენ სრულ ინფორმაციას ი-----–----ის მხრიდან განხორციელებულ ყველა ქმედებასთან დაკავშირებით. მან არაერთხელ გააფრთხილა ადმინისტრაცია, რომ მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და ბუღალტრულ ბალანს შორის არსებობდა უზუსტობა, რასაც ბუღალტერია პასუხობდა, რომ არსებობდა პროგრამული ხარვეზი, ამას ადასტურებს ი-----–----ის 2015 წლის 06 და 12 მარტის მოხსენებითი ბარათები, რასაც აგრეთვე ხელს აწერენ განყოფილების გამგე და უფროსი სპეციალისტი. შესაბამისად, ყოვლად უსაფუძვლოა სასამართლოს მხრიდან 2007-2017 წლებში შესაძლო გამოვლენილი დანაკლისის მიკუთვნება მხოლოდ 2007-2015 წლებზე, ანუ იმ პერიოდზე, როდესაც ი-----–----ე იყო დასაქმებული საწარმოში. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია იმისა, თუ დროის კონკრეტულად რომელ მონაკვეთშია დაფიქსირებული სავარაუდო დანაკლისი და რის საფუძველზე დგინდება ეს.

 

8.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ ინვენტარიზაციის ჩატარების გადადება 2017 წლამდე გამოწვეული იყო იმით, რომ მოპასუხე ი-----–----ე ჯეროვნად არ თანამშრომლობდა მოსარჩელესთან. აღნიშნული უსაფუძვლოა რადგან მოსარჩელე იყო საბიუჯეტო ორგანიზაცია, მას შესაბამისი ბრძანების თანახმად ყოველწლიურად ევალებოდა ინვენტარიზაციის ჩატარება. ამგვარი კანონისმიერი ვალდებულების პირობებში კი სრულიად აბსურდულია იმის მტკიცება, რომ ინვენტარიზაციის ჩაუტარებლობა გარკვეული ინფორმაციის ნაკლებობის გამო ვერ მოხერხდა, რადგან აღნიშნული ეხება 2007-2017 წლებში დაგროვილი სრული მონაცემების ალბათ მიზერულ პროცენტულ რაოდენობაზე.

 

8.4. სასამართლომ არასწორად მიიჩნია გამოკვლეულად და არასწორად დაადგინა გარემოება იმის შესახებ, რომ 2007-2017 წლებში არ მომხდარა სხვა ინვენტარიზაცია. იმ პირობებში, როდესაც კანონი პირდაპირ ავალდებულებს საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომ ჩაატაროს ინვენტარიზაცია, სწორედ ამ ორგანიზაციის მტკიცების ტვირთი უნდა იყოს ის, რომ მას ეს ინვენტარიზაცია არ ჩაუტარებია, ხოლო მოსარჩელის განმარტება, რომ მათ არ იციან ჩატარდა თუ არა ინვენტარიზაცია, არ უნდა გამხდარიყო სასამართლოსთვის საკმარისი იმისთვის, რომ დაედგინა, რომ ასეთ მოქმედებას ადგილი არ ჰქონია.

 

8.5. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი რადგან მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი იყო მხოლოდ გაურკვეველი ფურცელი, რომლითაც აცხადებდა, რომ 2007-2017 წლებში გამოვლინდა დანაკლისი. ამის პარალელურად, უდავოა ის, რომ მოპასუხე მხოლოდ 2015 წლის 1 აპრილამდე მუშაობდა ორგანიზაციაში. სწორედ მოსარჩელის მტკიცების ტვირთი უნდა ყოფილიყო ის, რომ 2007-2015 წლებში არსებობდა დასახელებული დანაკლისი და არა თუნდაც 2015-2017 წლებში, ანუ მაშინ, როცა უკვე მოპასუხე აღარ იყო კომპანიაში დასაქმებული. მსგავს მტკიცებულებებზე დაყრდნობა სასამართლოს მხრიდან გაუმართლებელია, რადგან არც ერთი დასაქმებული არ არის დაზღვეული იმისგან, რომ დამსაქმებლები შექმნიან მსგავს ფარატინა ორ ფურცელს და მხოლოდ ამის საფუძველზე მოსთხოვენ ყოფილ დასაქმებულებს გაურკვეველი თანხების ანაზღაურებას. მითუმეტეს, რომ მოსარჩელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი არავითარი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ და როდის ჩაატარა ინვენტარიზაცია. არ არის წარმოდგენილი რაიმე ოქმი ან გადაწყვეტილება ამ ინვენტარიზაციის ჩატარების ან მისი წესის და მეთოდების შესახებ.

 

8.6. აპელანტის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის #----ე ბრძანების თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციებს ევალებათ ინვენტარიზაციის ჩატარება სულ მცირე წელიწადში ერთხელ მაინც. მოსარჩელე არის საბიუჯეტო ორგანიზაცია, შესაბამისად, ზემოაღნიშნული მინისტრის ბრძანების თანახმად მას ევალებოდა ყოველწლიურად ჩაეტარებინა ინვენტარიზაცია. შესაბამისად, დანაკლისთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ვადა უნდა დაიწყოს სულ მცირე შესაბამისი კალენდარული წლის ბოლოს განხორციელებული ან/და განსახორციელებელი ინვენტარიზაციის თარიღიდან, რადგან ორგანიზაციას უნდა შეეტყო სავარაუდო დანაკლისის შესახებ თითოეული კალენდარული წლის ბოლოს და აქედან უნდა დაიწყოს იმ დანაკლისის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადის დენა, რომელიც წარმოიშვა შესაბამისი კალენდარული წლის მდგომარეობით. სასამართლომ სათანადოდ არ გამოკვლია საკითხი, ჩატარდა თუ არა საერთოდ ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია 2017 წლამდე. იმ პირობებში, როდესაც ორგანიზაციას კანონის თანახმად ყოველწლიურად უნდა ჩაეტარებინა ინვენტარიზაცია, სწორედ ორგანიზაციას უნდა ემტკიცებინა, რომ რეალურად ინვენტარიზაცია არ ყოფილა ჩატარებული. საქმეში არავითარი მტკიცებულება არ არის იმის შესახებ, ჩატარდა თუ არა მანამდე ინვენტარიზაცია. სასამართლომ კი ამ გარემოებას არავითარი მნიშვნელობა არ მიანიჭა, მაშინ, როდესაც ინვენტარიზაციის ფაქტობრივად ჩატარების შემთხვევაში უკვე სადავოც კი აღარ არის ის, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა ამ მომენტიდან უნდა დაიწყოს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

9. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი-----–----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, შპს ,,ა----------- ნ-----–---- ყ---–--ის ს----–----- ც--------–----ი ს------------------ კ-–----ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

10. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ს 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე №ას-973-1208-04). მოსარჩელე შესაძლებელია, ცდებოდეს კიდეც სადავო ურთიერთობის სამართლებრივ შეფასებაში, რაც არამცთუ არ ზღუდავს სასამართლოს, არამედ, პირიქით, სწორედ სასამართლოა ვალდებული, სამართლებრივად სწორად შეაფასოს სადავო ურთიერთობა და მოძებნოს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან. (სუსგ ას 1242-2018)

 

11. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ზიანის ანაზღაურება, რომლის დამფუძნებელ ნორმებს წარმოადგენს: საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლი /შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით./ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი /მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება/ და სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი /იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება/.

 

12. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

12.1. ი-----–----ე 2007 წლის 6 ივნისიდან 2015 წლის 1 აპრილამდე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა შპს „ა----------- ნ-----–---- ყ---–--ის ს----–----- ც--------–---- ს------------------ კ-–----ასთან“. აპელანტს ეკავა უ---------------ის პოზიცია კ----------–----------------–----–---------იის დ-------------ში, სადაც წარმოადგენდა პასუხისმგებელ პირს დ-------------ში არსებულ სახარჯ მასალებსა და მედიკამენტებზე.

 

12.2. შპს „ა----------- ნ-----–---- ყ---–--ის ს----–----- ც--------–---- ს------------------ კ-–----აში“ 2017 წელს ჩატარდა ინვეტარიზაცია სახარჯ მასალებსა და მედიკამენტებზე, რის შედეგადაც გამოვლინდა 2007 – 2017 წლებში არსებული სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების დანაკლისი 7995.57 ლარის ოდენობით. 2017 წლამდე კ-–----აში ინვეტარიზაცია არ ჩატარებულა. (იხ. ახსნა განმარტება სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

13. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64). (სუსგ ას-1242-2018)

 

14. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შპს „ა----------- ნ-----–---- ყ---–--ის ს----–----- ც--------–---- ს------------------ კ-–----ა“ ი-----–----ეზე მოითხოვს სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების დანაკლისის შედეგად მიყენებულ ზიანს 7995.57 ლარის ოდენობით, თუმცა მის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ 2017 წელს ჩატარებული ინვეტარიზაცია შეეხება სწორედ ი-----–----ის კ-–----აში მუშაობის პერიოდს, კერძოდ 2007 – 2015 წლებში (სანამ მოპასუხე სამსახურიდან გათავისუფლდებოდა) არსებული დანაკლისს.

 

პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა სათანადო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ 2017 წელს ჩატარებული ინვეტარიზაცის თანახმად არსებული დანაკლისი შეეხება სწორედ მოსარჩელის მიერ კონკრეტული პოზიციაზე მუშაობის (2007 – 2015 წლები) პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ, მიუხედავად კ-–----ის არაერთგზის მოთხოვნებისა ი-----–----ე 2015 წლიდან არ ცხადდებოდა კ-–----აში რათა მონაწილეობა მიეღო ინვეტარიზაცის პროცესში; პალატა განმარტავს რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენი ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. როგორც საქმის მასალებით დგინდება ი-----–----ემ თავად მიმართავდა შპს „ა----------- ნ-----–---- ყ---–--ის ს----–----- ც--------–---- ს------------------ კ-–----ას“ ხარვეზების თობაზე 2014-2015 წლებში. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დაადასტურა, რომ კ-–----აში 2007 წლიდან 2017 წლამდე ინვეტარიზაცია არ განხორცილებულა. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (ცხრილი ტომი 1, ს.ფ. 20-22) „დაკლებული ერთჯერადი სახარჯი მასალის თაობაზე“ არარელევანტურია, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება ზიანზე ვალდებული პირის შესახებ. შესაბამისად პალატა თვლის, რომ ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმარისად არ გამოიკვლია და არასწორად შეაფასა საქმეზე არსებული ერთადერთი მტკიცებულება.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ დაადასტურა, რომ სახარჯი მასალების დანაკლისი არსებობდა 2007-2015 წლებში და ზიანი გამოწვეული იყო ი-----–----ის მიერ შრომის ხელშეკრულების დარღვევით და მართალსაწინააღმდეგო ქმედებით. ამდენად, ზიანის დაკისრების თაობაზე სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.

 

15. გარდა აღნიშნულისა აპელანტი ი-----–----ე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ მოტივით, რომ შპს „ა----------- ნ-----–---- ყ---–--ის ს----–----- ც--------–---- ს------------------ კ-–----ის“ სარჩელი ხანდაზმულია. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა სარჩელი, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს მოთხოვნა, შესაბამისად, მის განხორციელებადობაზე (ხანდაზმულობაზე) მსჯელობაც საფუძველმოკლებულია.

 

16. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების შეფასების შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რის გამოც ი-----–----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება: შპს ,,ა----------- ნ-----–---- ყ---–--ის ს----–----- ც--------–----ი ს------------------ კ-–----ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

17. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩლი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორიცულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დაკმაყოფილდა ი-----–----ის სააპელაციო საჩივარი და სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად შპს ,,ა----------- ნ-----–---- ყ---–--ის ს----–----- ც--------–----ი ს------------------ კ-–----ას“ უნდა დაეკისროს ი-----–----ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 320 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ი-----–----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

3. შპს ,,ა----------- ნ-----–---- ყ---–--ის ს----–----- ც--------–----ი ს------------------ კ-–----ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს ,,ა----------- ნ-----–---- ყ---–--ის ს----–----- ც--------–----ი ს------------------ კ-–----ას“ დაეკისროს ი-----–----ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 320 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა ბერეკაშვილი