განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002612258
საქმე №1ბ/1598-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის და ნანა უნდილაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნა---------–ის
მსჯავრდებულ: გ----------–-–---–ის
ადვოკატის: ზ----------–---ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ გ----------–-–---–ის ინტერსების დაცველი ადვოკატის ზ----------–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №008260718001) გ---------–---------–-–---–ის მიმართ. გ----------–-–---–ი დაბადებულია 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–--------------–---–-------------–---------------------–------------------–---------–--–---–-----------------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ----------–-–---–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ; საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
გ----------–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 25 ივლისს, საღამოს საათებში ქ.თ---–--–-------–--–---–---------------------- ში გ----------–-–---–მა ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების - 11 წლის ნ-------–-–---–ისა და 9 წლის ან-----–-–---–ის თანდასწრებით, სიდედრს ე---------------------ეს მოქაჩა თმები, ფინჯანი ჩაარტყა თავში, გატეხილი ფინჯანის ნამსხვრევით კი ჭრილობა მიაყენა ხელის არეში, ასევე ჭრილობები მიაყენა ბარძაყისა და თითის არეში მეუღლეს ლ---------------ეს. გ----------–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებებით ლ---------------ემ და ე---------------------ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, გ----------–-–---–მა უკანონოდ შეიძინა 8 (რვა) ცალი 7,62 მმ კალიბრის (308 win) ვაზნა და 104 (ას ოთხი) ცალი ქარხნული წესით დამზადებული 5,56 მმ კალიბრის ვაზნა, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა 2018 წლის 26 ივლისს ქ.თ---–--–-------–--–---–-----------------------ში. აღნიშნული 112 ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის განაჩენით:
გ----------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
გ----------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ----------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 ივლისიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ----------–-–---–ის ინტერსების დაცველმა ადვოკატმა ზ----------–---მა.
დაცის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გ----------–-–---–ი მიმართ გამოტანილი გამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, რადგან მტკიცებულებათა ზეპირი და უშუალო გამოკვლევის შედეგად აშკარად გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება საკმარისი, ერთმანეთან შეთანხმებული უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა გ----------–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტები.
ბრალდების მხარემ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ----------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით პალატა დაცვის მხარის არგუმენტებს მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ ვერ გაზიარებს, რადგან:
პირველი ინტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--–-------------მ განაცხადა, რომ 2004 წლიდან მუშაობს ს----–-–----------------------------------ში. 2008 წელს მონაწილეობას იღებდა საომარ მოქმედებებში. 2008 წლის 6-7 აგვისტოს მისი სამსახურის მთელი შემადგენლობა, მათ შორის, გ----------–-–---–ი, წავიდა ც------–ში, სადაც იმყოფებოდნენ დაახლოებით ათი დღე. აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნისას, საჭიროების მიხედვით, მათ მიიღეს საბრძოლო მასალა, თუმცა, აღნიშნულის შესახებ რაიმე აქტის წერილობით დაფიქსირება არ ხდებოდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ კვლავ იყო რ------------------------------ს საფრთხე, იარაღი და საბრძოლო მასალა არ ჩაუბარებიათ და ზეპირი ბრძანების საუძველზე წაიღეს სახლში. აღნიშნული ბრძანება ეხებოდა მთელ სამსახურს, მათ შორის - გ----------–-–---–საც. საბრძოლო მასალა, საფრთხიდან გამომდინარე, უნდა დაებრუნებინათ ეტაპობრივად, მაგრამ კონკრეტული თარიღი, ვადა მათთვის არ მიუთითებიათ. გ--–------------- საბრძოლო მასალას სახლში ინახავდა დაახლოებით 6-7 თვის მანძილზე, შემდგომ კი ეტაპობრივად დააბრუნა სამსახურის ბაზაზე ისე, როგორც სხვა თანამშრომლებმა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–--------------–-–--ლმა განაცხადა, რომ 2000 წლიდან დღემდე მუშაობს ს----–-–----------------------------------ში. მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს ომის საბრძოლო მოქმედებებში თანამშრომლებთან, მათ შორის, გ----------–-–---–თან ერთად. აღნიშნულ პერიოდში ხელმძღვანელობის ზეპირი ბრძანებით მათ მიიღეს საჭირო იარაღი და რამდენიმე სახის საბრძოლო მასალა. დაბრუნების შემდეგ ჯერ თბილისში, ბაზაზე ჩაიტანეს ტყვია-წამალი, ხოლო შემდგომ მოსალოდნელი საშიშროების გამო დაცალეს ბაზა და მიიღეს ბრძანება, რომ ტყვია-წამალი და იარაღი უნდა შეენახათ მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას. შესაძლებელი იყო მათი სახლში შენახვაც. საშიშროების გავლის შემდგომ, ეტაპობრივად, დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში აბრუნებდნენ მიღებულ საბრძოლო მასალას. ტყვია-წამალის მიღება-ჩაბარება ხდებოდა ზეპირი ბრძანების საფუძველზე. ყველა იყო ოფიცერი - ნდობით აღჭურვილი პირი და მათ მიერ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი არ ხორციელდებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გარდა მოწმეების გ--–---------------------–--------------–-–---–ის ჩვენებებისა, მხარებს სადავო მტკიცებულებებად არ გაუხდიათ, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ისინი გამოკვლევის გარეშე იქნენ მიღებული, რაც მიუთითებს მასზედ, რომ მტკიცებულებებში ასახული ინფორმაციის სისწორეს ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით მხარეები ეთანხმებიან. მიუხედავად ამისა, პალატა საქმეზე წარმოდგენილ (მათ შორის უდავო) მტკიცებულებების უერთიერთშეჯერების შედეგად ობიექტური პირისთვის დამაჯერებლობის თვალსაზრისით არკვევს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების არსებობა - არარსებობის საკითხს, რა დროსაც მტკიცებულებების გაანალიზებით ადგენს, სახეზეა თუ არა კონკრეტული გარემოების უტყუარად მიჩნევის საფუძვლები, რის შემდეგაც ახორციელებს უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივ შეფასებას.
ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებების, მოწმეების - გ--------------–---ის, გ-------–-–---–---ის, ლ---------------ის, ირ---–-----–----ის, ქე---------------ას, ე---------------------ის, ნ-------–-–---–ის, ან-----–-–---–ის, მ-------–---–--ასა და ნი-----------ას გამოკითხვის ოქმების, 2018 წლის 25 ივლისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის, 2018 წლის 26 ივლისის ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმის, 2018 წლის 26 ივლისის ბინის ჩხრეკის ოქმის, 2018 წლის 26 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, 2018 წლის 26 ივლისის დათვალიერების ოქმის, 2018 წლის 23 აგვისტოს დათვალიერების ოქმის, 2018 წლის 26 ივლისის ამოღების ოქმის, 2018 წლის 27 ივლისის შსს სსიპ ოპერატიული მართვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერის დათვალიერების შესახებ ოქმის და გამოთხოვილი ინფორმაციის, 2018 წლის 27 აგვისტოს ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმების, 2018 წლის 29 აგვისტოს ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმების, 2018 წლის 15 აგვისტოს ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის, 2018 წლის 22 აგვისტოს სისხლის ნიმუშის აღების ოქმების, 2018 წლის 27 ივლისის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსერტიზის N1----- დასკვნის, 2018 წლის 20 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის, 2018 წლის 10 სექტემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის, 2018 წლის 10 სექტემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ----------–-–---–მა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები.
დაცვის მხარის არგუმეტებით დაზარალებულების და მოწმეების - ნი---------------–-–---–-ბის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებით გამოირიცხება მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, რადგან აღნიშნული პირები გამოძიებას არ აწვდიან ისეთი სახის ინფორმაციას, რომლითაც დადგინდებოდა მსჯავრდებულის მონაწილეობა ოჯახურ ძალადობაში. პალატა განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების თანახმად საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლო არ შეიძლება დუმდეს, ხშირად დამოკიდებულია მხარეთა მოქმედებებზე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეების მიერ წარდგენილ ყველა არგუმენტს შეეხოს (განსაკუთრებით თუ საქმე ეხება მხარის მიერ წარდგენილ გრძელ სამართლებრივ არგუმენტაციას), ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, რომ სასამართლომ საქმის განხილვის პროცესში წარდგენილი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო არგუმენტები მიმოიხილოს და გამოთქვას თავისი მოსაზრება.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) 43-ე მუხლის მიხედვით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ამ კონვენციის შესაბამისად განსაზღვრული დანაშაულისთვის დგება მსხვერპლსა და შესაბამისი ძალადობის აქტების ჩამდენ პირს შორის არსებული ურთიერთკავშირის ხასიათის მიუხედავად. ამავე კონვენციის 55-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
პალატა აღნიშნავს, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული აღნიშნული დანაშაულის დამდგენი მტკიცებულებების მოპოვების პირობები და დანაშაულის თავისებურებები, რადგან დანაშაულის მსხვერპლი ან მისი ოჯახის სხვა წევრი შესაძლოა, ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მათი ჩვენებ(ებ)ის უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში პალატის მიერ დეტალურად მოხდა სააპელაციო საჩივარში დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებების გაანალიზება და აღნიშნავს: სსიპ ოპერატიული მართვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი აუდიო ვიდეო ჩანაწერით დგინდება, რომ 2018 წლის 25 ივლისს, ,,112“-ის ოპერატიული მართვის დეპარტამენტში განხორციელებული იქნა სატელეფონო ზარი, ხოლო სატელეფონო დიალოგის ანალიზი მკაფიო ფორმით მიუთითებს, რომ ლ---------------ე ითხოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, რადგან მისმა მეუღლემ ცემა ე---------------------ე, რომელიც, ზარის ინიციატორის ინფორმაციით, იცლება სისხლისგან. ელ-სმენის შეტყობინებაში მითითებულია, რომ გ----------–-–---–მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური დაზიანება მიაყენა მეუღლეს - ლ-----------–--------–-----------ეს და სიდედრს - ე-------------------------–-----------ეს. უდავოდ ცნობილი გ--------------–---ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ იგი გ-------–-–---–---ესთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც რადიოსადგურ ,,ც-------ს“ მეშვეობით მიიღეს შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დაახლოებით 3-4 წუთში გამოცხადნენ შემთხვევის ადგილზე. ადგილზე მისვლისას ჩართეს სამხრე კამერები, ხოლო საცხოვრებელი სახლის კორპუსთან ნახეს ე---------------------ე, რომელსაც სასწრაფო დახმარების ექიმები სამედიცინო დახმარებას უწევდნენ. აღნიშნულმა ქალბატონმა მათთან საუბარში განაცხადა, რომ სიძემ - გ----------–-–---–მა თავში ჩაარტყა რაღაც საგანი. ე---------------------ესთან გასაუბრების შემდეგ კიბეებზე ასვლისას შეხვდათ ლ---------------ე, რომელიც იყო აღელვებული და მთლიანად დასვრილი სისხლით. მან მიუთითა ბარძაყის არეში არსებულ ჭრილობაზე და განაცხადა, რომ დაზიანება მიაყენა მეუღლემ - გ----------–-–---–მა. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა გამოძიებას გ--------– ც---–----მ.
მოცემული ფაქტობრივი გარემოებების შეფასება ცხადყოფს, რომ ოჯახური კონფლიქტის თაობაზე ინფორმაცია დასახელებულმა მოწმეებმა მიიღეს უშუალოდ დაზარალებულებისგან, რაც ასევე დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებიდან, რომლებშიც დაზარალებულები დეატალურ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან პოლიციის თანამშრომლებს. საგულისხმოა ასევე სამედიცინო დახამარების თანამშრომლების გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაციის შინაარსობრივი მხარე. ოქმებში დაფიქსირებულია, რომ პაციენტებმა - დაზარალებულებმა მათთან საუბრისას განმარტეს, რომ ფიზიკური დაზაიანებები მიაყენა გ----------–-–---–მა. ფიზიკური დაზიანებების დაზარალებულების სხეულზე არსებობის ფაქტი უტყუარად დადასტურებულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითაც.
ზემოაღნიშნული და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერება ცხადყოფს, რომ მომხდარი ფაქტიდან უახლოეს პერიოდში დაზარალებულთან შემხებლობაში მყოფი პირები გადმოსცემენ დაზარალებულების ფიზიკური და ემოციური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, რომელთა საქმეში არსებულ პირდაპირი ხასიათის მქონე მტკიცებულებებთან (ექსპერტიზის დასკვნებთან, ვიდეოჩანაწერებთან, აუდიოჩანაწერებთან) ურთიერთშეჯერებით ნათელი ხდება ოჯახურ დანაშაულად პირის ქმედების კვალიფიკაციისათვის საჭირო ობიექტური და სუბიექტური გარემოებები. რაც შეეხება დაზარალებულების მიერ გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებულ ინფორმაციას, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ დაზარალებულები, ისევე როგორც ნი---------------–-–---–-ბი, არიან მსჯავრდებულის ოჯახის წევრები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქმის შედეგით. გარდა ამისა, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებში მითითებულის, რომ მსჯავრდებულს რაიმე შემხებლობა არ ჰქონია დაზარალებულებთან. აღნიშნულის საპირისპიროდ ბრალდებულის დაკავების ოქმით და მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ გ----------–-–---–ს დაკავებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და სისხლის ლაქები, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ დაზარალებულები მოცემული გამოკითხვის ოქმებში გამოძიებას აწვდიან უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებთან წინააღმდეგობაში მყოფ ინფორმაციას. საგულისხმოა ლ---------------ის ჩვენების ის ნაწილიც, სადაც ის უთითებს, რომ ე---------------------ემ მიუთითა გარემოებებზე (რაზედაც მან განუცხადა პოლიციის თანამშრომლებს) იმიტომ, რომ იგი არის მოხუცი და მთლიანად დამოკიდებულია ქალიშვილზე, ამიტომ ჩათვალა, რომ რასაც იგი ეუბნებოდა პოლიციის თანამშრომლებს, მასაც იგივე უნდა ეთქვა.
ამ ინფორმაციის გაანალიზებით დგინდება, რომ დაზრალებულებიდან ერთი - ე---------------------ე დამოკიდებულია ლ---------------ეზე, რომელიც ასევე მკაფიო ფორმით უთითებს, რომ დედამისი გამოძიებას აწვდიდა არა რეალურად არსებულ და აღქმულ ინფორმაციას, არამედ მის მიერ მიცემულ ჩვენებას იმეორებდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ მსჯავრდებულის შვილები არიან არასრულწლოვნები, რომლებიც მატერიალურად დამოკიდებულები არიან მშობლებზე და ცხოვრობენ მათთან ერთად. საქმეში წარმოდგენილი ზეპირი/წერილობითი მტკიცებულებები საეჭვოს ხდის და ეწინააღმდეგება დაზარალებულების და ნი---------------–-–---–-ბის გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებულ ინფორმაციას დაზარალებულების სხეულებზე მრავლობითი დაზიანების წარმოშობასთან დაკავშირებით, რის გამოც, მათი გამოკითხვის ოქმების შინაარსი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით ვერ ჩაითვლება/მიიჩნევა უტყუარად. პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულების და მსჯავრდებულის არასრულწლოვანი შვილების გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული ინფორმაცია მიმართულია ოჯახის წევრის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისაკენ, რის გამოც პალატა მათ ვერ გაიზიარებს.
ამდენად, ნათელია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის არგუმენტები მსჯავრდებულის უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, აღნიშნოს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება არ არის დაფუძნებული მხოლოდდამხოლოდ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებზე, არამედ იგი ასევე ეყრდნობა სამედიცინო დახმარების თანამშრომლების გამოკითხვის ოქმებს, ვიდეოჩანაწერებში და შესაბამის წერილობით მტკიცებულებებში დაფიქსირებულ ინფორმაციას, რომლებიც იდენტური გარემოებების არსებობაზე მიუთითებენ შემთხვევის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვნაია ასევე საქმეში არსებული წერილობით მტკიცებულებებში, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებში ასახული ინფორმაციის შინაარსობრივი მხარე. ისინი მოწმეთა ჩვენებებთან ურთიერთკავშირში (ერთობლიობაში) იძლევიან ერთ საერთო, ნათელ სურათს შემთხვევის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლითაც ნათლად დგინდება მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი.
რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით გ----------–-–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გ----------–-–---–მა საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა მართლზომიერად განახორციელა სამხედრო მეთაურის ბრძანების საფუძველზე, ვინაიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა საქართველოზე თავდასხმის განხორციელების საფრთხე. ჯერ ერთი, ასეთი ბრძანების არსებობის შესახებ რაიმე წერილობით მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა და მეორე: ასეც რომ ყოფილიყო, მსგავსი მობილიზების საჭიროება უკვე კარგა ხანია აღარ არსებობს, რაც დაადასტურეს კიდეც მსჯავრდებულის თანამშრომლებმა, რომლებმაც მიუთითეს, რომ მათ უკვე ბაზაზე დააბრუნეს საბრძოლო მასალა. მსჯავრდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ნივთმტკიცებები, რომლებიც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენს საბრძოლო მასალას. საგულისხმოა, აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნული საბრძოლო მასალის მსჯავრდებულისთვის კუთვნილების ფაქტს არც დაცვის მხარე უარყოფს. დადგენილია ისიც, რომ საბრძოლო მასალას მსჯავრდებული ინახავდა უკანონოდ. შესაბამისად, სახეზეა მსჯავრდებულის მიმართ მითითებული მუხლით წარდგენილი ბრალდების სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობის ფაქტი.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე, რა დროსაც სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და გ----------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ----------–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რომელთა დისპოზიციები დასჯად ქმედებად მიიჩნევენ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას და შენახვას.
პალატა განმარტავს, რომ გ----------–-–---–ის ქმედებები შეიცავს მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტები წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც მათ პალატა ვერ გაიზიარებს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ----------–-–---–ისთვის დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულების მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება და განუსაზღვრა შესაბამისი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. პალატა თვლის, რომ მოცემული სასჯელის სახე და ზომა ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია და წარმოადგენს ოპტიმალურ ღონისძიებას სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ----------–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ----------–-–---–ის ინტერსების დაცველი ადვოკატის ზ----------–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ----------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
გ----------–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
გ----------–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ----------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ გ----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 ივლისიდან.
ნივთმტკიცება:
G----19-ის მოდელის D------ პისტოლეტი ერთი მჭიდით და თოთხმეტი ვაზნით, 5,56 მმ. კალიბრის ასი ცალი ვაზნა, 7,62 კალიბრის ხუთი ცალი ვაზნა, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული საგნები: მინის ნატეხი, იატაკის საწმენდი ჯოხი და ანაწმენდები; გ----------–-–---–ი ნერწყვის ნიმუში; ე---------------------ის სისხლის ნიმუში; ლ---------------ის სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ლ---------------ისაგან ამოღებული ერთი ცალი ჭრელი ფერის კაბა და ე---------------------ის კუთვნილი ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
სსიპ ,,112’’-დან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ DVD დისკზე; შსს ერთობლივი ოპერაციების ც-------ს ტექნიკური მხარდაჭერისა და ტექნოლოგიური განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ DVD დისკზე, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს ნივთიერ მტკიცებულებათა საცავში, შენახული იქნას სს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე