განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2019
საქმის ნომერი
330100118002647247
ინსტანცია
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN330100118002647247

საქმე №1ბ/135-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ან---–----–---–-ს

ადვოკატის: გო------------------ს

მსჯავრდებულის: ქი–---------------–---–-ს

მონაწილეობით,ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის ან---–----–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ქი–---------------–---–-ს მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------–--------------–----------–--------------------------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ვ----------------------–-----------------------------–------------------–-----–-------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტებით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით ქი–---------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 04:45 საათზე, ქ-------–--–-------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ქი–---------------–---–- და გამოძიებით დაუდგენელი პირი შეეცადნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ შპს „თი ბი სი ფეის“ კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ღირებულს 6200 ლარად და მასში არსებულ ფულად თანხას - 2 627 ლარს, რითიც დაზარალებულ კომპანიას შესაძლოა მისდგომოდა 8 827 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით, ქი–---------------–---–ს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება და ამ ნაწილში გამართლდა.

ქი–---------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4(ოთხი)წელი.

მსჯავრდებული ქი–---------------–---–- გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან და მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 25 აგვისტოდან - 2018 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით;

ქი–---------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 04:45 საათზე, ქ-------–--–-------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ქი–---------------–---–- შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა შპს „თი ბი სი ფეის“ კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ღირებულს 6 200 ლარად და მასში არსებულ ფულად თანხას - 2 627 ლარს, რითიც დაზარალებულ კომპანიას შესაძლოა მისდგომოდა 8 827 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ან---–----–---–მა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა. კერძოდ, ქი–---------------–---–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაურკვეველია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა რა საფუძვლით იზიარებს ქი–---------------–---–-ს ჩვენების ერთ ნაწილს, ხოლო მეორე ნაწილს არ ეთანხმება. კერძოდ, როდესაც ქი–---------------–---–- განმარტავს, რომ მეორე პიროვნება მას მხოლოდ აპარატის გადაადგილებაში დაეხმარა, სასამართლო ამას სარწმუნოდ მიიჩნევს. ასევე განაჩენში მითითებულია ქი–---------------–---–-ს ის განმარტება, რომ მეორე პირმა ტერიტორია დატოვა აპარატის გადაადგილების შემდეგ. თუმცა, ამის საპირისპიროდ სასამართლო იზიარებს პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს, რომლებიც განმარტავენ, რომ მათ დაინახეს შემთხვევის ადგილზე მეორე პიროვნებაც, რომელიც გაიქცა. ამდენად, ქი–---------------–---–-ს ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის სამართალდამცავების ჩვენებებთან. ასევე ურთიერთსაწინააღმდეგოა ქი–---------------–---–-ს ჩვენება და მისი დაავების ოქმში ასახული ინფორმაცია, რომელსაც ბრალდებულმა მოაწერა ხელი და სასამართლო სხდომაზე მიიჩნია უდავო მტკიცებულებად. ბრალდების მხარის განმარტებით ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რომ ქი–---------------–---–თან მყოფ მეორე პირს „თი ბი სი ფეის“ აპარატი ეგონა ბრალდებულის საკუთრება, ხოლო თავად ბრალდებულს აპარატის დაუფლების მიზანი არ ჰქონია და მხოლოდ მისი გადაადგილება უნდოდა, რის შემდეგაც ქვით გატეხავდა. აპელანტი აფასებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს N-------- გადაწყვეტილებაზე მსჯელობის ფაქტსაც და აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში მსჯელობა მიმართული იყო არასაკმარის მტკიცებულებებზე, მოცემულ შემთხვევაში კი საქმეში გვაქვს პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, რომლებმაც ნათლად დაინახეს, თუ როგორ გადაჰქონდათ ქი–---------------–---–ს და მის თანმხლებ პირს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. ასევე წარმოდგენილია დაკავების ოქმი, სადაც აღნიშნულის თაობაზეა მითითებული. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ, რომ მეორე პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ცდილობდა ქი–---------------–---–- სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაუფლებას.

პალატა იზიარებს ბრალდების მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან იგი სრულ შესაბამისობაშია და გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები: მოწმეების - ა-------------------------------------------------------------–---- გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ქი–---------------–---–-ს ბრალდებულის სახით დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, 2018 წლის 25 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 25 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულმა ქი–---------------–---–მა აღიარა, რომ სურდა გაექურდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, თუმცა ამ დროს იმყოფებოდა მარტო და დანაშაულის ჩასადენად შეთანხმება არავისთან ჰქონია. მის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, 2018 წლის 25 აგვისტოს, ღამის საათებში გამოვიდა საცხოვრებელი სახლიდან და გაემართა ქ. თბილისში, ი------------------- რის შემდეგაც მივიდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან და სცადა მისი გადაადგილება, რაც ვერ შეძლო. ამის შემდეგ მან ქუჩაში გამვლელ უცხო პიროვნებას სთხოვა დახმარება, რომელმაც დაახლოებით ათი მეტრის დაშორებით გადაატანინა აპარატი და შემდეგ წავიდა თავის გზაზე. ვიდრე ბრალდებული გატეხავდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატს და დაეუფლებოდა მასში არსებულ ფულად თანხას, იგი პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ქი–---------------–---–-ს განმარტებით, დანაშაულის ჩადენის მცდელობის დროს იყო მარტო. პიროვნება, რომელიც მას დაეხმარა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატანაში, არ იცნობს.

პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდებულის ზემოაღნიშნულ განმარტებას, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ემსახურება როგორც მისთვის მძიმე დანაშაულისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან, ასევე დანაშაულის ჩადენაში მისი თანამზრახველის მხილებისაგან თავის არიდების მცდელობას.

პალატა აღნიშნავს, რომ ჯგუფური დანაშაულის დეფინიციას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი და ერთმანეთისგან მიჯნავს წინასწარ შეუთანხმებლად, წინასწარი შეთანხმებითა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ცნებებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერააა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამასთან, წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს. მტკიცებულებები უნდა ადასტურებდეს, რომ თანამზრახველები ერთად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, იცნობდნენ ერთმანეთს, ან როლები ჰქონდათ განაწილებული, რომელთა ერთობლიობაც სასამართლოს შეუქმნის რწმენას, რომ ისინი წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდნენ.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს, რომელთა წარმოდგენაც კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად უზრუნველყო ბრალდების მხარემ.

ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- რაიონული სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლების რ---------------------------------------–---- გამოკითხვის ოქმებით, რომლიც დაცვის მხარის მიერ უდაო მტკიცებულაებად იქნა მიჩნეული დგინდება, რომ შემთხვევის დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 04:45 საათზე ი-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც ხელი მოჰკიდეს იქვე განთავსებულ „თიბისი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს და დაიწყეს მისი გადაადგილება. ისინი მიუახლოვდნენ ხსენებულ პიროვნებებს და მოუწოდეს შეჩერებულიყვნენ. აღნიშნულმა პირებმა დადეს აპარატი ტროტუარზე და დააპირეს გაქცევა. პოლიციის თანამშრომლებმა მოახერხეს ქი–---------------–---–-ს დაკავება, ხოლო მისმა თანმხლებმა მეორე პირმა გაქცევა მოახერხა. მოწმეებმა ნათლად დაადასტურეს, რომ ქი–---------------–---–- და მისი თანმხლები პირი ერთად შენიშნეს ი-----------------ის მიმდებარე ტერირტორიაზე, მათ ერთობლივად მოჰკიდეს ხელი სწრაფი ჩარიცხვის აპარატს და ცდილობდნენ გადაადგილებას. ბრალდებულის თანმხლები პირი მხოლოდ მას შემდეგ გაიქცა, რაც პოლიციის თანამშრომლებმა მოუწოდეს შეჩერებულიყვნენ. პალატას მიაჩნია, რომ რ---------------------------------------–---- ჩვენებები არის სარწმუნო და დამაჯერებელი; მათში ეჭვის შეტანის საფუძვლები საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა.

2018 წლის 25 აგვისტოს ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ ქი–---------------–---–ს თანმხლებ პირთან ერთად მიჰქონდა „თი-ბი-სი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. მისმა თანმხლებმა პიროვნებამ მოახერხა მიმალვა, ხოლო ქი–---------------–---–- დაკავებული იქნა მიმალვის მცდელობისას. ოქმი ხელმოწერილია ბრალდებულის მიერ და მასზე რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამს.

აღნიშნული ოქმი დაცვის მხარის მიერ ასევე უდაო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული.

რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის N-------- განჩინებას, რომ ხსენებულ გადაწყვეტილებებში აქცენტი იყო გაკეთებული მტკიცებულებათა არასაკმარისობის საკითხზე, ვინაიდან ბრალდებულის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი მტკციებულება - ვიდეოფირი, რამაც საკასაციო პალატას არ მისცა საშუალება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ემტკიცებინა პირებს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა.

მოცემულ შემთხვევაში კი სახეზეა პირდაპირი სახის, მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებები, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რითაც უტყუარად დასტურდება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს უფრო კრიტიკულად უნდა შეეფასებინა ქი–---------------–---–-ს ჩვენება, ვინაიდან არადამაჯერებელია, რომ ღამის 5 საათზე მსჯავრდებულმა მისთვის უცხო პირს სთხოვა დახმარებოდა პირადი „თი-ბი-სი ფეის“ აპარატის გადაადგილებაში და ამ უკანასკნელმა დამაჯერებლად აღიქვა, რომ აღნიშნული აპარატი ნამდვილად მის საკუთრებას წარმოადგენდა და მიუხედავად ამისა მაინც გაიქცა შემთხვევის ადგილიდან.

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქი–---------------–---–-ს ბრალდებიდან საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ამორიცხვასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები პირდაპირ ადასტურებენ, რომ ქი–---------------–---–მა დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და შესაბამისად, მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის ან---–----–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენში მსჯავრდებულ ქი–---------------–---–-ს საუარესოდ უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის ან---–----–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. ქი–---------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

4.მსჯავრდებული ქი–---------------–---–- დაკავებული იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 13 თებერვლიდან, მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 25 აგვისტოდან 2018 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით;

5. ნივთმტკიცებები:

-შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები ცხრა ცალ დაქტილოფირზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;

·შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი წყვილი ხელთათმანი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული შპს ,,თი ბი სი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და ფულადი თანხა 2 627 ლარის ოდენობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

·2 (ორი) ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი