განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-----------------
საქმე #1ბ/1429-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მურმან ისაევმა
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის: ო----- ხ--------–---–ის
გამართლებულის: ვ--–---- ლ-----ის
ადვოკატის: ტ---- რ------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----– ბ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების #1----------------- ):- ვ--–---- ა-–---–----- ლ-----ის, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 5---------3, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონეს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები გ----------------- სოფელ ს-------ში მიმართ, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით;
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედ-ვით, ვ--–---- ლ-----ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
მასვე ბრალი დაედო, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ;
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ--–---- ლ-----ის ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
2018 წლის 06 თებერვალს, დაახლოებით 23:30 საათზე, გ---------------- სოფელ ს-------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში ვ--–---- ლ------- განახორციელა ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით ორსული შვილის - მ------ ლ-----ის მიმართ, მ------ ლ-----ის არასრულწლოვანი შვილების - ნ--- ლ-----ისა და ა----- ვ-------–---–ის თანდასწრებით. კერძოდ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ვ--–---- ლ-------, შელაპარაკების ნიადაგზე, ორსულად მყოფ მ------ ლ-----ს ჯერ ორივე ხელი მოკიდა ფეხებში და ცდილობდა მის გათრევას, ასევე ორივე ხელი მოუჭირა ყელში და მარჯვენა ხელი ორჯერ დაარტყა მარცხენა ხელის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად მ------ ლ------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედების სავარაუდო ჩადენის გამო ვ--–---- ლ-----ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებით;
2018 წლის 06 თებერვალს, დაახლოებით 23:30 საათზე, გ---------------- სოფელ ს-------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში ვ--–---- ლ-----ი წინასწარი შეცნობით ორსულად მყოფ შვილს - მ------ ლ-----ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად მ------ ლ-----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით:
ვ--–---- ა-–---–---ძე ლ-----ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და “ბ“ ქვე-პუნქტებით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალ-დებაში;
ვ--–---- ლ-----ისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დაუბრუნდა გირაოს სახით შეტანილი თანხა;
ვ--–---- ლ-----ს განემარტა, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-----– ბ-----–---–მა;
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს გამართლებულ ვ--–---- ლ-----ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სანქციით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრას: საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ უტყუარი მტკიცებულებები და დაადგინა დაუსაბუთებელი და უკანონო განაჩენი;
პალატის სხდომაზე აპელანტმა - ბრალდების მხარემ, პროკურორმა ო----- ხ--------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება
დაცვის მხარემ, ადვოკატმა ტ---- რ------ემ და გამართლებულმა ვ--–---- ლ------- მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გამართლებულ ვ--–---- ლ-----ის მიმართ დადგენილი განაჩენი არის დასაბუთებული და კანონიერი, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. ვ--–---- ლ-----ი სავსებით დასაბუთებულად და კანონიერად იქნა გამართლებული მასზე წარდგენილ ბრალდების ყველა ეპიზოდში;
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად - „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელ----ტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
პალატა თვლის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში.
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახის წევრი ამ კანონის მიზნებისათვის არის, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე.
პალატა თვლის, რომ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები რომლითაც დადასტურდებოდა ვ--–---- ლ-----ის მიერ დანაშაულის ჩადენა. კერძოდ:
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, წინასწარი გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში საქმის განხილვისას ვ--–---- ლ------- წარდგენილი ბრალდების არც ერთ ნაწილში ცნო თავი დამნაშავედ. მან ასევე უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შეაფასა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები, ასევე - მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული წერილობითი მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ ერთობლიობაში ეს მტკიცებულებები არასაკმარისია ვ--–---- ლ-----ის დამნაშავედ ცნობისთვის, რის გამოც იგი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა;
პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას პალატაც ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ვ--–---- ლ-----ი სავსებით სამართლიანად იქნა გამართლებული მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
ვ--–---- ლ-----ის ბრალდების საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ოჯახში კონფლიქტისა და ძალადობის შესახებ შეტყობინებები, რა დროსაც შეტყობინების ინიციატორი იყო დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი - ნ--- ლ-----ი;
სასამართლოში მოწმედ დაკითხვის მიზნით გამოცხადებულმა ნ--- ლ------- უარი განაცხადა ბრალდებულის, როგორც ახლო ნათესავის, დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
დაზარალებულმა მ------ ლ------- და მოწმე ც-–---- ლ------- აგრეთვე უარი განაცხადეს ბრალდებულის, როგორც ახლო ნათესავის, მიმართ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე;
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა არასრულწლოვანი მოწმის, ა----- ვ-------–---–ის კანონიერი წარმომადგენლის - მ------ ლ-----ის განცხადება, რომლის მიხედვით, მ------ ლ-----ი მისი მცირეწლოვანი შვილის სასამართლოში დაკითხვის წინააღმდეგია;
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას, შ---------------------------------------------------------–--------------–--------–-–-----------------–--ის დ-----------------–--–--გამომძიებელმა ს-------–------–---–-- აჩვენა შემდეგი: 2018 წლის 06 თებერვალს, ში------------------------------------------------–-------------–--–ი მიღებულ იქნა შეტყობინება იმის შესახებ, რომ გ---------------- სოფელ ს-------ში ნ--- ლ-----ი ითხოვდა დახმარებას ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ მისი განყოფილების თანამშრომლები, რომლებმაც მ------ ლ-----თან და ც-–---- ლ-----თან გასაუბრების შედეგად შეიტყვეს, რომ ვ--–---- ლ------- სიტყვიერი და ფიზიკუროი შეურაცხყოფა მიაყენა შვილს - მ------ ლ-----ს. ამ ფაქტზე მან დაიწყო გამოძიება და ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - გამოკითხა დაზარალებული მ------ ლ-----ი და მისი დედა - ც-–---- ლ-----ი, რომლებმაც გამოკითხვისას დაადასტურეს, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ვ--–---- ლ------- მ------ ლ-----ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მისი არასრულწლოვანი შვილების - ნ--- ლ-----ისა და ა----- ვ-------–---–ის თანდასწრებით, აგრეთვე დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით. ვ--–---- ლ-----ი დაკავებულ იქნა მისი თანამშრომლების მიერ. მოწმე ს-------–------–---–-ს განმარტებით, მან აგრეთვე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი ც-–---- ლ-----ის თანხმობითა და მონაწილეობით, მოიძია სამედიცინო დოკუმენტები დაზარალებულ მ------ ლ-----ის ორსულობის ფაქტთან დაკავშირებით და ჩაატარა სხვა საგამოძიებო და საპრო-ცესო მოქმედებები;
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას, ში--------------------------------------------------------–--------------–---------–-–------------–-------------–----------ის ინსპექტორ - გამომძიებელმა თ--------------მ აგრეთვე დაადასტურა, რომ 2018 წლის 07 თებერვალს, შ---------------------–-------------–--ში დაწყებულ იქნა გამოძიება ვ--–---- ლ-----ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტზე. მან გამოკითხა არასრულწლოვანი მოწმე ნ--- ლ-----ი, ხოლო მცირეწლოვან ა----- ვ-------–---–ის გამოკითხვა ვერ მოხერხდა, ვინაიდან მასთან ვერ დამყარდა კომუნ---ცია, გამოკითხვის პროცესში ფსიქოლოგისა და საპროცესო წარმომადგენლის მონაწილეობის მიუხედავად, რაზეც მის მიერ შედგა ოქმი;
შ------------–------–---–---------------------------------–------------–---–----მა მ--–---ა - მ-----------------–---–მა და ამავე ს---------------------–--გმა - თ-----------------ა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას დაადასტურეს, რომ 2018 წლის მარტში, შ-------------------------------------------------–--------------–-----------------–----–-–-----აში მონაწილეობდნენ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ოთხი წლის ასაკის მოწმის - ა----- ვ-------–---–ის გამოკითხვაში. კერძოდ, მათ აჩვენეს, რომ გამოკითხვის პროცესში შექმნეს ბავშვისათვის შესაბამისი პირობები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მცირეწლოვანთან კომუნ---ციის დამყარება და მისგან ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა, რასთან დაკავშირებით გამომძიებლის მიერ შედგა შესაბამისი ოქმი.
გამომძიებელ თ--------------ს მიერ 2018 წლის 09 მარტის თარიღით შედგენილი ოქმით დასტურდება, რომ 2013 წლის 20 მაისს დაბადებულმა ა----- ლ----ის ასულმა ვ-------–---–მა გამოკითხვისას უარი განაცხადა ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებაზე;
შ-------------------------------------------------–--------------–--------–-–------ განყო- ფილების დ-----------------–--–--გამომძიებლის - ან-------------–---ს და პოლიციის ამავე გ---------–--------------------------------------------------–-ს - გ------------–------ის მიერ მოწმის სახით გამოკითხვისას გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციით დასტურდება მხარეთა შეთანხმების შედეგად პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტები და გარემოებები: 2018 წლის 06 თებერვალს, ა--------------–-ძე და გ------------–------ი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, პოლიციის სამორიგეოში მიღებულ იქნა შეტყობინება იმის შესახებ, რომ გ---------------- სოფელ ს-------ში მცხოვრებ ნ--- ლ-----ის ოჯახში ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. სავარაუდო შემთხვევის ადგილზე მისვლისას, ან-------------–--ს და გ------------–------ს დახვდათ არასრულწლოვანი ნ--- ლ-----ი, მისი დედა - მ------ ლ-----ი და ბებია - ც-–---- ლ-----ი. გასაუბრებისას, მ------ ლ------- მათ განუ-ცხადა, რომ იგი იყო ორსული და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამამ - ვ--–---- ლ-------, მისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. აღნიშნული ფაქტისა და გარემოებების შესახებ გ------------–------მა, მობილური ტელეფონის საშუალებით, შეტყობინა შ------------------------–--------------–--------–-–-----------–------------–---- სამორიგეო ნაწილს. ამავე დროს, მათ მიერ ბრალდებულად დაკავებულ იქნა საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში მყოფი ვ--–---- ლ-----ი, ვინაიდან მის ქმედებაში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები;
დაზარალებულის მეუღლის - ლ---- ვ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით
დასტურდება, რომ იგი არის სამხედრო მოსამსახურე და 2018 წლის 07 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში - დ------------–----------------------------------–------ში, ხოლო მ------ ლ-----ი ამ დროს იმყოფებოდა სოფელ ს-------ში, თავის მშობლებთან.
2018 წლის 12 თებერვალს იგი სტუმრად ჩავიდა აღნიშნულ სოფელში, სადაც მ------ ლ------- განუცხადა, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ--–---- ლ-------, რის გამოც იგი დააკავეს ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც გამოიძახა ნ--- ლ-------;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წლის 07 თებერვალს, 05:25 საათიდან 06:10 საათამდე, გამომძიებელ ს-------–------–---–-ს მიერ, ექსპერტ ნ---------------–---–ის მონაწილეობით, აგრეთვე - ც-–---- ლ-----ის თანხმობითა და მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც ც-–---- ლ------- მიუთითა ერთ-ერთ საძინებელ ოთახზე და განმარტა, რომ ამ ოთახში „ეძინა ნ--- ლ-----ს, მაშინ, როდესაც ვ--–---- ლ------- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის შვილს მ------ ლ-----ს;
დაზარალებულის ხელწერილითა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულის ტანსაცმელს - მოწითალო ფერის ნაქსოვ სვიტერსა და ლურჯი ფერის სპორტულ შარვალს დათვალიერების დროს - 2018 წლის 07 თებერვალს, 03:45 საათზე, ფიზი-კური დაზიანების ან რაიმე ლაქის კვალი არ აღენიშნებოდა;
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, “..მ------ ლ-----ს პირადი გასინჯვისას, სხეულზე ფიზიკური დაზიანებების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება... როგორც ირკვევა დადგენილებიდან და შესამოწმებლის გადმოცემით -
2018 წლის 06 თებერვალს, დაახლოებით 23:30 საათზე, გ---------------- სოფელ ს-------ში მცხოვრებმა ვ--–---- ლ-------, მის შვილს მ------ ლ-----ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ჯერ ფეხებით გადმოათრია საწოლიდან, შემდეგ კი დაარტყა მუშტი მარცხენა მტევნის არეში და წაუჭირა ხელი კისერში...“
ამდენად დადგენილია, რომ როგორც სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებები, ასევე მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეულ გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულის შესახებ ეფუძნება მხოლოდ იმ პირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლებმაც სასამართლოში თვითონ უარი განაცხადეს ახლო ნათესავის დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენებები და გამოკითხვის ოქმები წარმოადგენს მოწმეთა ირიბ ჩვენებებს ან/და არაპირ-დაპირ მტკიცებულებებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ ”...გამამ-ტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებუ-ლის სასარგებლოდ”;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის (მეორე წინადადება) შესაბამისად, ”გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის
№1/1/548 გადაწყვე-ტილებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებაში არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მითითებული ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას;
საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების (სამოტივაციო ნაწილი) მიხედვით, სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისსამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო;
დამნაშავედ პირის ცნობისათვის აუცილებელია შინაარსობრივად ერთმანეთთან შეთან-ხმებულ და უთიერთთავსებად მტკიცებულებათა ერთობლიობის არსებობა, რომლებიც არ იწვევს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ. მოცემულ შემ-თხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებები წარმოადგენს არაპირდაპირ მტკიცებულებებს, მათ შორის - მოწმეთა ირიბ ჩვენებებს იმ პირის (ან პირების) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე მითითებით, რომელმაც თვითონ სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა.
ამასთანავე, საგულისხმოა, რომ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში ერთი და იგივე წყაროზე მითითებით ასახული ინფორმაციაც, ზოგიერთ შემთხვევაში, არ არის იდენტური და ურთიერთთავსებადი. კერძოდ, ლ---- ვ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ, მ------ ლ-----ის განცხადებით, ვ--–---- ლ------- მას მიაყენა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ამ მტკიცებულებებით დადგენილია ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები და გარემოებები და არც ერთი წარმოადგენს ისეთ პირდაპირ მტკიცებულებას, რითაც უტყუარად დასტურდება ვ--–---- ლ-----ის ბრალეულობა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეჯერებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა ვ--–---- ლ-----ის ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“, “ბ“ ქვეპუნქტებითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინე-ბული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რის გამოც ვ--–---- ლ-----ი უნდა გამართლდეს.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----– ბ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი ვ--–---- ლ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 298-ე მუხლით პირველი ნაწილის „ დ „ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----– ბ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, არ დაკმაყოფილდეს;
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი ვ--–---- ლ-----ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
ვ--–---- ა-–---–----- ლ-----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ვ--–---- ლ-----ისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა;
ვ--–---- ლ-----ს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მურმან ისაევი