განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2019
საქმის ნომერი
330100115001195784
ინსტანცია
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115001195784

საქმე №1ბ/174-19

PP

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლევეფხია ლომიძემ

 

სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ-----–------–ის

მსჯავრდებულების: ლ--–---–---–----ის და ლ-------ას

ადვოკატების: გი-----------იას და მ------------ას

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ლ-------ას და მსჯავრდებულ ლ--–---–---–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე ლ--–---–---–----ის და ლ-------ას მიმართ.

 

ლ--–----–----------------–---–---–----ე დაბადებულია 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------- განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ-------–-------–---------------–---------------------–-------------------–----------------------------------------------–-----------------------------–--

 

ლ-------------------–-------ა დაბადებულია 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------- განქორწინებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–------------------------–-------------–--

 

აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:

 

ლ--–---–---–----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ლ--–---–---–----ეს ბრალი წარედგინა დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

ლ-------ას ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გატაცება, მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ორგანიზება გამოყენების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

ლ-------ას ბრალი წარედგინა დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 24,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

ლ--–---–---–----ის მიმართ:

 

2015 წლის 20 მარტს ქ. თბილისში, ხ----–--–-------------–---დებარე სანოტარო ბიუროში ლ--–---–---–----ემ დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი ლ-------ას მიერ მისი შემდგომი გამოყენების მიზნით. კერძოდ: ნოტარიუსს წარუდგინა ნ------------–---–ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და წარუდგა ამ უკანასკნელის სახელით, რის შემდეგაც ნ------------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ვა------------------------------------------------ ღირებული 67 060 ლარად, სანოტარო აქტით მინდობილობის საფუძველზე განკარგვის უფლებით გადასცა ლ-------ას. ლ--–---–---–----ემ აღნიშნულ სანოტარო აქტზე ნ------------–---–ის სახელით მოაწერა ხელი.

 

ლ-------ას მიმართ:

 

2015 წლის 19 მარტს ქ. თბილისში ვ-------------------------------------------------ში ლ-------ა ფარულად დაეუფლა ნ------------–---–ის კუთვნილ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების მიზნით.

 

2015 წლის 20 მარტს ქ. თბილისში, ხ----–--–-------------–---დებარე სანოტარო ბიუროში ლ-------ამ მიიყვანა ლ--–---–---–----ე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების მიზნით. ლ--–---–---–----ემ ნოტარიუსს წარუდგინა ნ------------–---–ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და წარუდგა ამ უკანასკნელის სახელით, რის შემდეგაც ნ------------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ვა------------------------------------------------ ღირებული 67 060 ლარად, სანოტარო აქტით მინდობილობის საფუძველზე განკარგვის უფლებით გადასცა ლ-------ას, რითიც ლ-------ამ მოტყუებით მიიღო ქონებრივი უფლება ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე. აღნიშნული ყალბი მინდობილობის საფუძველზე ლ-------ამ იპოთეკით დატირთა ზემოთხსენებული ბინა, რის სანაცვლოდაც იპოთეკარების ნ--–--------–-–---–ის და ი--------------–იძისგან საერთო ჯამში სესხის სახით აიღო 19000 აშშ დოლარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენით:

 

ლ--–---–---–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

ლ--–---–---–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

ლ--–---–---–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 17 დეკემბრიდან.

 

ლ-------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

ლ-------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24,362-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

ლ-------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ლ-------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

ლ-------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

ლ-------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 17 დეკემბრიდან.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ-------ამ და მსჯავრდებულ ლ--–---–---–----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-------------–---–მა. მსჯავრდებულ ლ-------ას მოთხოვნაა, გაუქმდეს მის მიმართ გამოტანილი გამამატყუნებელი განაჩენი და მის ნაცვლად გამოტანილი იქნას გამამართლებელი განაჩენი.

მსკავრდებულ ლ--–---–---–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-------------–---–ის მოთხოვნაა, გაუქმდეს ლ--–---–---–----ის მიმართ გამოტანილი გამამატყუნებელი განაჩენი და მის ნაცვლად გამოტანილი იქნას გამამართლებელი განაჩენი.

 

2019 წლის 26 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებლის - ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-----–------–ის მიერ წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულების ლ-------ას და ლ--–---–---–----ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ-----–------–მა ითხოვა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა და მსჯავრდებულების ლ-------ას და ლ--–---–---–----ის მიმართ წერილობით წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

 

შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულებმა ლ-------ამ და ლ--–---–---–----ემ ადვოკატებთან მ------------ასთან და გი-----------იასთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ ნებაყოფლობით მიმართეს პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვეს, მათთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.

 

საპროცესო შეთანხმების ოქმებს ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით ეთანხმებიან დაზარალებულები ნ--–--------–-–---–ი, დ--------------------ე და ი--------------–იძე.

 

სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულებთან ლ-------ასთან და ლ--–---–---–----ესთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას შემდეგი პირობებით:

 

ლ--–---–---–----ე ცნობილი იქნება დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე ლ--–---–---–----ეს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრება ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ლ-------ა ცნობილი იქნება დამნაშავედ საქართვლოს სსკ 24,362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახით განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვლება პირობით;

 

ლ-------ა ცნობილი იქნება დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვლება პირობით.

 

საქართვლოს სსკ 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახით განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვლება პირობით;

 

მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრება ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ლ-------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წელი, რაც სსკ 63-64ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვლება პირობით 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით და საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრება ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულებთან ლ-------ასთან და ლ--–---–---–----ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და პალატა უფლებამოსილია, იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულების მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულების ადვოკატებთან შესაბამისი იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, მსჯავრდებულები სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ, მათ შორის ნასამართლობის, შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებულები ლ-------ა და ლ--–---–---–----ე სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულების ხასიათს, რომელთა ჩადენაშიც მათ ედება ბრალი და ამ დანაშაულებისათვის გათვალისწინებულ სასჯელებს. მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებულები აცნობიერებენ, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მათთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებს განემარტა, რომ მათ მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლით კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ლ-------ას და ლ--–---–---–----ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულების ნ--–--------–-–---–ის, დ--------------------ის, ნ------------–---–ის, მოწმეების ი----------------–ის, ნ-----–--------–---–ის, ქ-----------------–---–ის, მ--------------–---–ის, ბ---- ნ-----–---–ის, ლ--–---–---–----ის ჩვენებებით, 2015 წლის 20 მარტის სანოტარო აქტით, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით, 2015 წლის 21 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, 2015 წლის 21 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, 2014 წლის 20 ივნისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც ეთანხმებიან მსჯავრდებულები, უტყუარად დასტურდება ლ-------ას და ლ--–---–---–----ის მიერ მითითებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების ქმედებათა სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ლ--–---–---–----ის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 24,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ლ-------ას მიმართ) კანონიერია. შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულები აღიარებენ დანაშაულს, სადავოდ არ ხდიან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობენ სასამართლოს მიერ მათი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დამტკიცდეს ზემდგომი პროკურორის ი----------–-ას თანხმობით 2019 წლის 26 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----–------–ს, მსჯავრდებულებს ლ-------ას, ლ--–---–---–----ეს და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებს გი-----------იას და მ------------ას შორის;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენში ლ-------ას და ლ--–---–---–----ის მიმართ შეტანილი იქნას ცვლილება;

 

ლ--–---–---–----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს თავისუფლების აღკვეთის სახით მოხდილი 2 თვე და 9 დღე 2018 წლის 17 დეკემბრიდან 2019 წლის 26 თებერვლის ჩათვლით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის და 21 (ოცდაერთი) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ერთი წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე ლ--–---–---–----ეს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ--–---–---–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია.

 

ლ--–---–---–----ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.

 

ლ-------ა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

ლ-------ა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართვლოს სსკ 24,362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

ლ-------ა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართვლოს სსკ 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისროს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს თავისუფლების აღკვეთის სახით მოხდილი სასჯელი 2 თვის და 9 დღის ვადით 2018 წლის 17 დეკემბრიდან 2019 წლის 26 თებერვლის ჩათვლით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის, 9 (ცხრა) თვის და 21 (ოცდაერთი) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-64ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ-------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია;

 

ლ-------ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარაბზიდან.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პირობით მსჯავრდებულების ლ-------ას და ლ--–---–---–----ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილების მიხედვით;

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

2015 წლის 20 მარტის სანოტარო აქტი №1---------ის მინდობილობის დედანი, 2015 წლის 21 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დედანი თანდართული დოკუმენტებით 12(თორმეტ) ფურცლად, 2015 წლის 21 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დედანი თანდართუილი დოკუმენტებით 8 (რვა) ფურცლად, ნ------------–---–ის ხელწერის ნიმუშები, ნ------------–---–ის ხელმოწერის ნიმუშები, 2015 წლის სანოტარო აქტი №1---------ის მინდობილობის გაუქმების თაობაზე დედანი, რაც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განემარტოს მსჯავრდებულებს, რომ განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვთ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; ბ) მსჯავრდებულებს შეეზღუდა დაცვის უფლება: გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა: დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

თუ მსჯავრდებულებმა დაარღვიეს საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთ თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე