განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115001148615
საქმე №1ბ/1108-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - მა------------–-–---–ის
მსჯავრდებულ - მი--------–-----ის
მონაწილეობით,ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მი--------–-----ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 22 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №1----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: ვ----------–----–----------------–-------------, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–--------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენით მი--------–-----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლზე.
მი--------–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
მი--------–-----ეს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 25 მაისს ქ. თ---–--–------------------ ქუჩაზე მდებარე სასადილოში ზვ--------------ეს და მი--------–-----ეს მოუხდათ უთანხმოება. მათმა დაპირისპირებამ გადაინაცვლა ქუჩაში, სადაც მი--------–-----ემ ზვ--------------ეს მუშტი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც იგი წაიქცა და დაკარგა გონება. ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ზვ--------------ის ჯანმრთელობის დაზიანება მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
მი--------–-----ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2015 წლის 25 მაისს ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე მი--------–-----ემ ზვ--------------ეს ერთჯერადად დაარტყა მუშტი სახის არეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი წაიქცა და დაკარგა გონება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ზვ--------------ეს დაუდგინდა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მა------------–-–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განაჩენის გაუქმება და მი--------–-----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან მი--------–-----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ ზვ--------------ის და მოწმე ჯა------------ის ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის და ამოცნობის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0------- დასკვნით და ექსპერტ ელ------------ას ჩვენებით. ამასთან, აპელანტის აზრით, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებული ჯერ კიდევ ვერ გამოჯანმრთელდა და დღემდე იტარებს მკურნალობის კურსს, იღებს არაერთ წამალს. ხოლო, მსჯავრდებულის მხრიდან არანაირ ყურადღებას დაზარალებულის მიმართ ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
მსჯავრდებულს სააპელაციო წესით განაჩენი არ გაუსაჩივრებია. მან მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ამასთან, განმარტა, რომ მას დაზარალებულისათვის ხელი საერთოდ არ დაურტყამს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მი--------–-----ის მიერ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მი--------–-----ემ დაზარალებულ ზვ--------------ეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება განზრახ მიაყენა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად საქმეს იხილავს სააპელაციო საჩივრის და მისი შესაგებელის ფარგლებში. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა. ბრალდების მხარე სადავოდ ხდის ქმედების კვალიფიკაციას. მსჯავრდებულის განმარტებას, რომ მას დაზარალებულისათვის საერთოდ არ დაურტყამს პალატა არ იზიარებს, ვინაიდან მსჯავრდებულ მი--------–-----ის მიერ ზვ--------------ისათვის სახის არეში მუშტის ერთჯერადად დარტყმის ფაქტი პალატას დადგენილად მიაჩნია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ზვ--------------ემ განმარტა, რომ 2015 წლის 25 მაისს იგი, მისი ძმა ჯა------------ე, მი--------–-----ე და ზ-----, რომლის გვარი არ ახსოვს იმყოფებოდნენ დიდუბეში მდებარე სასადილოში, სადაც მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მას შელაპარაკება მოუხდა მი--------–-----ესთან. საკითხის გარკვევის მიზნით ისინი სასაუბროდ გავიდნენ ქუჩაში, გადავიდნენ გზის მეორე მხარეს, შემობრუნდა, რა დროსაც მი--------–-----ემ მას დაარტყა ხელი, იგი წაიქცა და დაკარგა გონება. მას არ ახსოვს რამდენჯერ დაარტყა მი--------–-----ემ, ერთი დარტყმა ახსოვს, რა დროსაც დაკარგა გონება.
პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ზვ--------------ემ წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო მარცხნიდან მარჯვნივ პირველი პირი - მი--------–-----ე, რომელმაც 2015 წლის 25 მაისს ქ. თ---–--–------------------------თან ჩხუბის შედეგად მას მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. ზვ--------------ემ მი--------–-----ე ამოიცნო, სიმაღლით, აღნაგობით, კანის ფერით და სახის მთლიანი მოყვანილობით, მი--------–-----ეს შემთხვევის დღეს ეცვა ლურჯი თეთრ ფერებში გაწყობილი სპორტული სვიტერი და შავი ფერის ნაჭრის შარვალი.
მოწმე ჯა------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის ძმას ზვ--------------ესა და მი--------–-----ეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა სასადილოში. შემდეგ დაპირისპირება გადაიზარდა ჩხუბში, ისინი ჩხუბობდნენ ვულკანიზაციის მიმდებარე ტერიტორიაზე. ურტყამდნენ ერთმანეთს, მისი ძმა უფრო თავს იცავდა. შემდეგ, როდესაც ის გადადიოდა საავტომობილო გზაზე, დაახლოებით შუა გზაში იმყოფებოდა, როცა დაინახა როგორ დაარტყა მი--------–-----ემ მის ძმას სახის არეში მარჯვენა ხელი, რის შემდეგაც მისი ძმა დაეცა. მი--------–-----ე კიდევ იწევდა დასარტყმელად, თუმცა იქ მყოფი ხალხი არ აძლევდა ამის საშუალებას. როდესაც მივიდა ადგილზე, მისი ძმა უგონო მდგომარეობაში იწვა ძირს.
პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ჯა------------ემ წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო მარცხნიდან-მარჯვნივ პირველი პირი, რომელმაც 2015 წლის 25 მაისს ქ. თ---–--–-----------------------თან მის ძმას ზვ--------------ეს ჩხუბის დროს დარტყმის შედეგად მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. ჯა------------ემ მი--------–-----ე ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: სიმაღლით, აღნაგობით, კანის ფერით და სახის მთლიანი მოყვანილობით, რომელსაც ეცვა შავი ფერის ნაჭრის გრძელსახელოებიანი სპორტული სვიტერი და ამავე ფერის შავი ნაჭრის სპორტული შარვალი.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მოწმე ჯა------------ემ მიუთითა შემთხვევის ადგილი - ქ. თ---–--–-------–-------–---------------------ში მდებარე ,,ზეთების“ მაღაზიისა და მის გვერდით ,,ც------“ ეზოში შესასვლელი გზის მოპირდაპირედ ტროტუარზე, სადაც 2015 წლის 25 მაისს, მის ძმას ზვ--------------ეს მი--------–-----ემ დარტყმის შედეგად მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რომელიც ეგდო უგონოდ ტროტუარზე.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ მი--------–-----ემ ზვ--------------ეს ერთჯერადად დაარტყა მუშტი სახის არეში. ზვ--------------ეს, რომ მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტის ჩვენებით, კერძოდ:
სამედიცინო ექსპერტიზის N00------- დასკვნის თანახმად, ზვ--------------ეს დაუდგინდა: ქალა-ტვინის მძიმე დახურული ტრავმა, თავის ტვინის კონტუზია, ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა. მარცხნივ ნათხემის მიდამოს ეპიდურული ჰემატომის თხელი ფენა. მარჯვნივ ყვრიმალ-ზედაყბის, თვალბუდის ლატერალური კედლის, ჰაიმორის ლატერალური და მედიალური კედლის მოტეხილობა. ცხვირის ძვლის ფრაგმენტული მოტეხილობა. მარცხენა სკლერაში ჰემატომა, კეფის მიდამოში ჰემატომა. OS ბადურის კომოციო. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ელ------------ამ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ვინაიდან დაზიანება მოიცავს ერთ მიდამოს და ეს არის თავის მიდამო, ცალ-ცალკე იზოლირებულად რომელიმე დაზიანების გამოყოფა ექსპერტიზას არ შეუძლია. იმიტომ, რომ გაურკვეველია კონკრეტულად რომელმა დაზიანებამ გამოიწვია შედეგი. ერთობლიობაში ისინი ქმნიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე მდგომარეობას. ზვ--------------ეს გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები კეფის არეში, ეს იყო ჰემატომა, ხოლო თვალბუდის მიდამო არის წინა მხარე. მანვე განმარტა, რომ ზვ--------------ემ თუ რა მდგომარეობაში მიიღო დაზიანება, დაცემით თუ დარტყმით, ამისათვის საჭიროა კომისიური ექსპერტიზის ჩატარება.
რაც შეეხება აპელანტის პოზიციას, რომ მი--------–-----ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, პალატა არ იზიარებს, კერძოდ:
პალატა ითვალისწინებს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განზრახ, ძალადობრივ დანაშაულს წარმოადგენს, რომლისგანაც სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და სავალდებულოდ უნდა დადგინდეს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომლის გარეშეც ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირება გამოირიცხება. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც ითვალისწინებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით, შეიძლება გამოვლინდეს თავისი ორივე სახით, როგორც თვითიმედოვნებით, ასევე - დაუდევრობით.
პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13). მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ ბრალდების ფორმულირების თანახმად მი--------–-----ემ მუშტი ერთხელ დაარტყა სახის არეში ზვ--------------ეს, რის შედეგადაც უკანასკნელი წაიქცა და დაკარგა გონება. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაზარალებულმა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ელ------------ამ, რომელმაც განმარტა, რომ დაზიანებები მხოლოდ ერთობლიობაში ქმნიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ხოლო, იმის თქმა თუ რით არის გამოწვეული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება - დაცემით თუ ხელის დარტყმით, შეუძლებელია. შესაბამისად პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას, რომ არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი ქმედებას - ხელის ერთჯერად დარტყმასა და დამდგარ შედეგს - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას შორის, შეუძლებელია მი--------–-----ეს განზრახული ჰქონოდა ხელის ერთი დარტყმით დაზარალებულისათვის მძიმე დაზიანების მიყენება, მით უფრო როცა დაზარალებული მი--------–-----ეს ფიზიკურად აღემატებოდა. ამდენად, პალატის აზრით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა განზრახვის ნიშნები და შესაბამისად მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მი--------–-----ის მიერ დაზარალებულ ზვ--------------ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლომ სწორი შეფასება მისცა მსჯავრდებულის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და დანიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
მი--------–-----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლზე.
მი--------–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ მი--------–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
მსჯავრდებულ მი--------–-----ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე