განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2019
საქმის ნომერი
190100117002211611
ინსტანცია
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100117002211611

საქმე №1ბ/792-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, ნანა გიგიტაშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ხ-----------ის, დ------------–---–ის

მსჯავრდებულის: ა-–---------–---ის

ადვოკატების: ლ----------–--ის, ბ-----------–--ის

თარჯიმნის: ზ---------------ას

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ა-–---------–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ა-–---------–---ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), დაოჯახებულის, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ს-----------------------------–--–-----–--–----------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–---------–---მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, გ----------------------------–-----–--------ში, სოფლის მცხოვრებლებსა და მწყემსებს შორის მომხდარი შელაპარაკებისას, ა-–---------–---ი უკნიდან მიეპარა ზ---------------ეს, რომელსაც თავში ჩაარტყა სამწყემსოდ განკუთვნილი სპეციალური ჯოხი, რითაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენით:

 

ა-–---------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

ა-–---------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდა.

 

ა-–---------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 6 ნოემბრიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა-–---------–---მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებლის, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------------–---–ის მიერ, ზემდგომი პროკურორის ზ------------–------–---–ის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ა-–---------–---თან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

 

შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულ ა-–---------–---ს სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტების, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელის სასჯელის სიმძიმის, დანაშაულის ხასიათის, ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის პოზიციის, მსჯავრდებულის საზოგადოებრივი საშიშროების, პიროვნული მახასიათებლების, ნასამართლობისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით შეეთავაზა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რაზეც მან ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, განაცხადა თანხმობა და სურვილი გამოთქვა, გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგებით.

 

სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ ა-–---------–---თან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, კერძოდ, პროკურორმა მოითხოვა შემდეგი:

 

ა-–---------–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 63-64-ე მუხლების პირველი ნაწილების საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისფულების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დაენიშნოს ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულ ა-–---------–---თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, მსჯავრდებული ა-–---------–---ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ა-–---------–---ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ა-–---------–---ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ზ---------------ის, თ--------------ის, ვ--–------------ის, ზ---------------ის, დ----------–---–ის, ა-–------------ის, რ---------–---ისა და ა-–-------------ას გამოკითხვის ოქმებით, მსჯავრდებულ ა-–---------–---ის გამოკითხვის ოქმებით და მის მიერ დანაშაულის აღიარებით, დაზარალებულ ზ---------------ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით), ამოღების ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ განსახილველი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ ა-–---------–---ის ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონიერია. პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის, მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 209-215-ე მუხლებით, პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დამტკიცდეს პროკურორის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ ა-–---------–---ს შორის;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენში ა-–---------–---ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

ა-–---------–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადოს სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წელი, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

მსჯავრდებულ ა-–---------–---ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 6 ნოემბრიდან;

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პირობით მსჯავრდებულ ა-–---------–---ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ა-–---------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ა-–---------–---ის სისხლის ნიმუში, ზ---------------ის სისხლის ნიმუში, ქვა, სამწყემსი ჯოხი, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ა-–---------–---ის ტანსაცმელი, ზ---------------ის ტანსაცმელი, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს კანონით დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე