განაჩენი

სისხლის სამართლის 28.02.2019
საქმის ნომერი
190100115794009
ინსტანცია
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100115794009

საქმე №1აგ/20-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პ-ლატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მაია თეთრაული

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ--------–--------------–---------ის (დაბადებული: 1--- წლის 2-----------ს) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ზ-----------ს რაიონული სასამართლოს 1993 წლის 24 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ზ-----------ს რაიონის სასამართლოს 1993 წლის 24 მარტის განაჩენით:

 

პ--------–--------------–---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

- საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლი მე-3 ნაწილით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 40-ე მუხლის (ძველი რედაცია) საფუძველზე უდიდესმა სასჯელმა შთანთქა უმცირესი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, პ----ა კ--–---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

პ----ა კ--–---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 1992 წლის 2 დეკემბრიდან;

 

1994 წლის 26 ოქტომბერს პ----ა კ--–---------ემ რუსთავის უი #123/3 დაწესებულებიდან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად მოახდინა გაქცევა;

 

ზ-----------ს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით: პ----ა კ--–---------ეს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით - 1 წლით და 9 თვით შეუმცირდა ზ-----------ს რაიონული სასამართლოს 1993 წლის 24 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განაჩენით პ----ა კ--–---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

პ----ა კ--–---------ეს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუცირდა სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა ზ-----------ს რაიონის სასამართლოს 1993 წლის 24 მარტის განაჩენით და ამავე სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით დანიშნული სასჯელიდან - 5 (ხუთი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთიდან მოუხდელი ნაწილი 3 (სამი) წელი, 4 (ოთხი) თვე და 6 (ექვსი) დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით პ----ა კ--–---------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით, 10 (ათი) თვით და 6 (ექვსი) დღით თავისუფლების აღკვეთა.

 

პ----ა კ--–---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 6 ოქტომბრიდან.

 

2019 წლის 28 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მომართა მსჯავრდებულმა პ----ა კ--–---------ემ, რომელმაც მოითხოვა ზ-----------ს რაიონის სასამართლოს 1993 წლის 24 მარტის განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პ-ლატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ პ----ა კ--–---------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამარათლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. ამავე კანონის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში.

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პ-სუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისათვის პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

დადგენილი იქნა, რომ ზ-----------ს რაიონის სასამართლოს 1993 წლის 24 მარტის განაჩენით პ----ა კ--–---------ემ ჩაიდინა: 1) ქურდობა, ე.ი. სახელმწიფო ქონების ფარული გატაცება განმეორებით, პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, საცავში შეღწევით; 2) მანვე ჩაიდინა მოქალაქეთა ქონების ფარული გატაცება განმეორებით, პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს; 3) მანვე ჩაიდინა სატრანსპორტო საშუალებათა გატაცება განმეორებით, პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. კერძოდ:

 

1992 წლის 25 აგვისტოს, ღამით პ----ა კ--–---------ე რ-------------–---–თან, ბ-–-------------სთან და ბ--------------------სთან ერთად მივიდა სოფელ ქ-------------ში მცოვრებ ბ----------------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში. ავტოფარეხიდან გამოაგორეს გაზ 2106 მარკის ა/მანქანა ნომრით ლ-------, რომელიც დააყენეს ჯერ რ---------–---–ის სახლშის ეზოში, შემდეგ დაშალეს, მოახდინეს ნაწილების რეალიზაცია და თანხა გაიყვეს.

 

1992 წლის 24-25 სექტემბერს პ----ა კ--–---------ემ და რ-------------–---–მა ზ-----------ს რაიონის სოფელ ა--------ში მდებარე ,,საქსოფმომარაგების“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის #3 საწყობიდან ფარულად გაიტანეს ავტომანქანის სხვადასხვა დასახელების ნაწილები, რომელთა ღირებულებამ შეადგინა 19129 მანეთი, ნაწილი გაყიდეს და თანხა გაინაწილეს, ხოლო ნაწილი ამოღებული იქნა რ---------–---–ის სახლიდან.

 

1992 წლის 16 ოქტომბერს პ----ა კ--–---------ემ რ-------------–---–თან და გამოძიებით დაუდგენელ კიდევ სამ პირთან ერთად სოფელ მ------------ში მცხოვრები ე-–---------------–--ის სახლის ეზოდან გამოაგორეს მისი კუთვნილი ა/მანქანა ,,ნივა“ სახ. ნომრით ე-------, რომელიც პ----ა კ--–---------ემ გასაყიდად წაიყვანა ა---––---ში. გზაში მანქანა გაუფუჭდა და სოფელ ვ------ში მცხოვრებ გ-----------–---–---–ის ეზოში გააჩერა. 1992 წლის 6 დეკემბერს ა/მანქანა ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

1992 წლის 4 ნოემბერს პ----ა კ--–---------ემ რ-------------–---–თან და ნ----–-----სთან ერთად ზ-----------ს რაიონის სოფელ ბ----–--ში მცხოვრები ტ------–-------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე ავტოფარეხიდან გამოაგორა ამ უკანასკნელის კუთვნილი ა/მანქანა ვაზ 2106 სახ. ნომრით გ------, რომელიც იმავე დღეს წაიყვანეს ა---––---ში, 50000 მანეთად მოურიგდნენ ე-–--------------–---–ს და აიღეს ,,ბე“ 10 000 მანეთი, ხოლო დანარჩენი უნდა აეღოთ მანქანის გადაფორმების შემდეგ. 1992 წლის 6 დეკემბერს ზ-----------ს რაიონის პოლიციის მუშაკების მიერ ამოღებული იქნა მითითებული ა/მაქნანა, რომელიც დაუბრუნდა მეპ-ტრონეს.

 

ზ-----------ს რაიონის სასამართლოს 1993 წლის 24 მარტის განაჩენით პ----ა კ--–---------ეს საცავში შეღწევით სახელმწიფო ქონების ქურდობისათვის იმ დროს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. მითითებული ქმედება გვაძლევს დღეისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას, რომლისთვისაც თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელი უფრო მსუბუქია და მისი ფარგლებია სამიდან ხუთ წლამდე, რის გამოც საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მითითებული ქმედებებისათვის ზ-----------ს რაიონის სასმართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს დღეს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებში.

რაც შეეხება იმავე განაჩენით პ----ა კ--–---------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისინებულ ქმედებებს, აღნიშნული ქმედებები უნდა დაკვალიფიცირდეს დღეისათვის მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, თუმცა ეს არ გამოიწვევს ამ ქმედებებისთვის დანიშნული სასჯელის შემცირებას, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელად სანქციის სახით განსაზღვრულია ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რომელშიც ექცევა 1993 წელს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელები - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 7 წლით. ამიტომ უცვლელი უნდა დარჩეს პ----ა კ--–---------ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით შთანთქმის პრინციპით საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთის სახით 7 (შვიდი) წლის ვადით დანიშნული სასჯელი.

 

ამასთან უცვლელი უნდა დარჩეს ზ-----------ს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება პ----ა კ--–---------ის მიმართ, რომლითაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით - 1 წლით და 9 თვით შეუმცირდა სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით. შესაბამისად ასევე უცვლელი უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განაჩენით განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის, 10 (ათი) თვის და 6 (ექვსი) დღის ვადით.

 

პ----ა კ--–---------ეს სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს საპ-ტიმრო დაწესებულებაში ყოფნის დრო 1992 წლის 2 დეკემრიდან 1994 წლის 26 ოქტომბრამდე პერიოდი და დარჩენილი მოუხდელი სასჯელის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 6 ოქტომბრიდან.

 

ამდენად, ვინაიდან დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონით განხორცილებული ცვლილება გავლენას ახდენს და აუმჯობესებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, პ----ა კ--–---------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს - ცვლილება უნდა შევიდეს ზ-----------ს რაიონის სასამართლოს 1993 წლის 24 მარტის განაჩენში.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართვლოს სსკ-ის მე-3, საქართველოს სსსკ-ის 310-ე, 414-ე მუხლის მე-8 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ პ----ა კ--–---------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

ზ-----------ს რაიონის სასამართლოს 1993 წლის 24 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

 

პ----ა კ--–---------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ემუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (1993 წელს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

პ----ა კ--–---------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (1993 წელს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილი) გთვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

პ----ა კ--–---------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (1993 წელს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილი) გთვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქარველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით პ----ა კ--–---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვრული და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შემცირებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი საჯელის სახედ და ზომად პ----ა კ--–---------ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის, 10 (ათი) თვის და 6 (ექვსი) დღის ვადით.

 

პ----ა კ--–---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 6 ოქტომბრიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პ-ლატაში გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე

 

მ. თეთრაული