განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002382009 საქმე
#1ბ/-----18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მურმან ისაევმა
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის: გ------- ა---–---–---–ის
მსჯავრდებულის: გ------- გ--------–---–-ს
ადვოკატის: ო----- გ------–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ გ------- გ--------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატ ო----- გ------–--ის და ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- ა---–---–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): გ------- გ--------–---–-ს, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი: 1----------, მცხოვრები: ქ--------------------------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ პუნქტი (გ------- ფ-------ის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მ------ ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით (გ------- ფ-------ის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ პუნქტი (თ-------- ფ-------ის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით (თ-------- ფ-------ის ეპიზოდი), საქართველოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქ------- კ-------ის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქ------- კ-------ის ეპიზოდი);
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გ------- გ--------–---–ს ბრალი დაედო: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (გ------- ფ-------ის ეპიზოდი); ბ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (გ------- ფ-------ის ეპიზოდი); გ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (თ-------- ფ-------ის ეპიზოდი); დ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (თ-------- ფ-------ის ეპიზოდი); ე) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ქ------- კ-------ის ეპიზოდი) და ვ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ქ------- კ-------ის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 თებერვალს ქ-----------–-----------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ასევე სისტემატიურად გ------- გ--------–---–- დანის გამოყენებით, ემუქრება წინასწარი შეცნობით ა---------––-–----ნ შვილს (გ----) - გ------- ფ-------ეს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, რასაც გ------- ფ-------ე აღიქვამს რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 16 თებერვალს ქ-----------–-----------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ------- გ--------–---–მა, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, ა---------––-–----ნი თ-------- ფ-------ის თანდასწრებით მის ძმას, წინასწარი შეცნობით ა---------––-–----ნ შვილს (გ----) - გ------- ფ-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხში, ასევე ხელი დაარტყა სახის არეში და დანა მოარტყა მარცხენა მხრის არეში, რის შედეგადაც გ------- ფ-------ეს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, გ------- გ--------–---–- სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა წინასწარი შეცნობით ა---------––-–----ნ შვილს(გ----) გ------- ფ-------ეს, რის გამოც გ------- ფ-------ე განიცდიდა ტანჯვას.
2018 წლის 16 თებერვალს ქ-----------–-----------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ასევე სისტემატიურად გ------- გ--------–---–- დანის გამოყენებით, ემუქრება წინასწარი შეცნობით ა---------––-–----ნ შვილს (გ----) თ-------- ფ-------ეს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, რასაც თ-------- ფ-------ე აღიქვამს რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 16 თებერვალს ქ-----------–-----------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ------- გ--------–---–მა, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, წინასწარი შეცნობით ა---------––-–----ნ შვილს (გ----) თ-------- ფ-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ რამდენჯერმე დაარტყა ხელი მარჯვენა და მარცხენა ფერდის არეში, რის შედეგადაც თ-------- ფ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 18 თებერვალს ქ-----------–-----------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ------- გ--------–---–მა, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ქ------- კ-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ თავი ჩაარტყა თავის არეში და ასევე ხელი დაარტყა მარცხენა მხრის არეში, რის შედეგადაც ქ------- კ-------ეს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 18 თებერვალს ქ-----------–-----------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ასევე სისტემატიურად გ------- გ--------–---–- დანის გამოყენებით, ხშირად ემუქრება არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ქ------- კ-------ეს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, რასაც ქ------- კ-------ე აღიქვამს რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით გ------- გ--------–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (გ------- ფ-------ის ეპიზოდში).
გ------- გ--------–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თ-------- ფ-------ის ეპიზოდში).
გ------- გ--------–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თ-------- ფ-------ის ეპიზოდში).
გ------- გ--------–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ქ------- კ-------ის ეპიზოდი).
გ------- გ--------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (გ------- ფ-------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
გ------- გ--------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ქ------- კ-------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა 2010 წლის 28 აპრილის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ, გ------- გ--------–---–ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
გ------- გ--------–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა, ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 18 თებერვლიდან.
პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ------- გ-------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო----- გ------–--ემ და ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------- ა---–---–---–მა.
აპელანტის - ბრალდების მხარის არგუმენტებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგინდეს სრულად გამამტყუნებელი განაჩენი, რადგან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დამტკიცდა გ------- გ--------–---–-ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებებში. გ------- გ--------–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია სასამართლო გამოძიების დროს გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით, შესაბამისად იცი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავეს მისთვის ბრალად წარდგენის ყველა ეპიზოდში.
აპელანტმა - დაცვის მხარემ მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გ------- გ--------–---–-ს მიმართ 2018 წლის 31 ოქტომბერს გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, რადგან გ------- გ--------–---–-ს მიმართ დანიშნულია მკაცრი სასჯელი, რაც უკანონოა, ვინაიდან სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს თავი სრულად ცნო დამნაშავედ, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, შერიგებულია დაზარალებულ მეუღლესთან და შვილებთან. ასევე, მსჯავრდების შემდეგ შეეძინა შვილი, რომელსაც მზრუნველობა და აღზრდა სჭირდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ------- გ--------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატ ო----- გ------–--ის და ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- ა---–---–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს.
პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მ------ მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
მოცემული შემთხვევაში ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული და აპელანტის მიერ სასამართლო სხდომებზე გაჟღერებული პოზიციებით ნათელია, რომ პროკურორის მიერ გასაჩივრებული იქნა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეეხება გ------- გ--------–---–-ს გამართლებას მისთვის წარდგენილ ბრალდების ეპიზოდებთან მიმართებით, ხოლო მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობისთვის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
პირველის ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა თ-------- ფ-------ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო განხილვისას არ მისცა ჩვენება მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გ------- ფ-------ემ განაცხადა, რომ გ------- გ--------–---–ს იცნობს 5 წელია, 3 თვე თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მერე სმა დაიწყო და გახდა აგრესიული. დედა სულ ეკამათებოდა იმაზე თუ რატომ სვამდა. სულ გადაბმულად სვამდა ჩხუბობდნენ და ხელის აწევაც ყოფილა. ბევრჯერ შესწრებია როცა ცემდა დედამისს, რამოდენიმეჯერ მათთვისაც მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. 2018 წლის 16 თებერვალს იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით 3 საათი იქნებოდა როდესაც მოვიდა გ------- გ--------–---–-ს ძმა - ლ---- ქ-----–---–ი. ერთად თამაშობდნენ. თამაშისას ისეთი არაფერი არ უთქვამს, მაგრამ გ------- გ--------–---–- გაბრაზდა ჯერ ფეხი ჩაარტყა ფეხში და ხელი სახეში შემოარტყა. გაბრაზებულმა ბრალდებულმა უთხრა, რომ არაკაცური საქციელი იყო და პურის საჭრელი დანა აიღო და მისი მიმართულებით გაისროლა. არ უნდოდა, რომ ვინმეს მოხვედროდა, მაგრამ კედელთან ისე იდგა, რომ მხარში მოხვდა, სისხლი წამოუვიდა და ეტკინა. სახლში მისულ დედას უთხრა, რომ მეგობრებთან თამაშის დროს დაშავდა, ამ ფაქტს ასევე მისი ძმა თ-------- ფ-------ე და ლ---- ქ-----–---–იც შეესწრნენ. იმ დღეს მისთვის ხელი აღარ დაურტყამს. ასევე აღნიშნა, რომ . შესწრებია თავის ძმას, რომ სცემდა ხოლმე გ------- გ-------–---–ი. დედამ რამოდენიმეჯერ განაცხადა გ--------–---–-ს მიერ მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, რადგან როდესაც მთვრალი იყო გ--------–---–- ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეუბნებოდა, რომ მისთვის სიგარეტი და საჭმელი უნდა მიეტანათ. ასევე აკონტროლებდა მას და მის ძმას, რომ სკოლაში ევლოთ და კარგად ესწავლათ. ამასთან, დედის მონაყოლით იცის, რომ 2018 წლის 18 თებერვალს მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რადგან დედა ეუბნებოდა, რომ აღარ დაელია. გ------- გ--------–---–ს ჰქონდა გაზის პისტოლეტები, ამის გამო გ------- ფ-------ეს არ ეშინოდა. რადგან იცოდა, რომ ამით ადამიანს ზიანს ვერ მიაყენებდა. მოკვლით არასოდეს დამუქრებია, მხოლოდ იმას ეუბნებოდა თუ ისინი ცუდად მოიქცეოდნენ სცემდა მათ, თუმცა ამის გამო მას არ ეშინოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ქ------- კ-------ემ განაცხადა, რომ 4 წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაშია გ------- გ--------–---–თან და ცხოვრობს მასთან და თავის შვილებთან ერთად. ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ როცა სვამდა აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფას, თუმცა შვილები არ შესწრებიან მათ კონფლიქტს. ასევე, უკანასკნელ ფაქტამდე არ მიუმართავს პოლიციისათვის, კერძოდ, 2018 წლის 16 თებერვალს გ------- ფ-------ე დახვდა სახლში, მას მარჯვენა მკლავი ჰქონდა დაზიანებული. მოგვიანებით მისი შვილებისაგან გაიგო, რომ შელაპარაკება მოსვლია გ------- გ--------–---–თან და მას დანა უსვრია. ბავშვს სხვა დაზიანებები არ ჰქონდა მარტო ფეხი აწუხებდა. გ------- გ--------–---–- ხშირად აყენებდა შვილებს შეურაცხყოფას, რაც იცის ბავშვებისგან, ხოლო თვითონ აღნიშნულ ფაქტს არ შესწრებია. 2018 წლის 18 თებერვალს იმყოფებოდა სახლში და სტუმრად ჰყავდათ ქმრის მეგობრები. ისინი ქეიფობდნენ და სვამდნენ, რა დროსაც მას მეუღლესთან მოუვიდათ შელაპარაკება, რაზეც გ------- გ--------–---–მა დანა გაიქნია მის მხარეს, რომელიც კედელს მოხვდა, დანის სროლის დროს მსჯავრდებულს მისთვის არაფერი უთქვამს. ამავე დროს თავი ჩაარტყა სახეში რა დროსაც განიცადა ტკივილი, აღნიშნული ფაქტის შესახებ თავად შეატყობინა 112-ს. გ--------–---–ს გაბრაზებულზე დაუმსხვრევია ხოლმე ჭურჭელი, მაგრამ მისთვის არ უსვრია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- ქ-----–---–მა განაცხადა, რომ გ------- და თ-------- ფ-------ეებთან მეგობრობდა, რომლებთანაც იშვიათად მიდიოდა სახლში. გ------- გ--------–---–- მხოლოდ იმას ეუბნებოდა, რომ კარგად მოქცეულიყვნენ და აღარ მოეპარათ, ხოლო მისი თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია არც მათთვის და არც ცოლისთვის. ერთ დღეს, როდესაც ძმასთან იყო მისული, გ------- გ--------–---–- საჭმელს ამზადებდა, რა დროსაც გ------- ფ-------ემ თ--------ს საჯდომზე ხელი დაარტყა, რაზეც გაბრაზებულმა გ------- გ--------–---–მა დანა გაისროლა და მოხვდა გ------- ფ-------ეს მხარში, ამის შემდეგ ხელი შეუხვია და დაუმუშავა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ა---------– ნ-----–---მა და თ----- მ-----–-–---–მა განაცხადეს, რომ 2018 წლის 18 თებერვალს სტუმრად იმყოფებოდნენ გ------- გ--------–---–-ს ოჯახში, რა დროსაც დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია; კერძოდ ბრალდებულს არ უცემია თავისი მეუღლე, არც უგინებია. სუფრასთან ისხდნენ და ქეიფობდნენ, ცოტა ნასვამები იყვნენ, ცოტა ხნით მ------ ოთახში გავიდნენ გ--------–---–- და მისი მეუღლე. მაგრამ, იქიდან არანაირი ჩხუბის ხმა არ გამოსულა. მალე გამოვიდნენ, მერე ქ-------ი გავიდა და ცოტა ხანში პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ, როგორც გაიგეს ქ-------ს დაურეკავს პოლიციაში, რომ ქმარმა სცემა, მაგრამ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გ--- წ------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 18 თებერვალს იმყოფებოდა გ------- გ--------–---–თან სტუმრად. იქ ასევე იყვნენ მისი ნაცნობები თ-----ი და გ-------, გ--------–---–-ს მეუღლე ქ-------ი, რომლებიც ისხდნენ და ქეიფობდნენ, რა დროსაც იქ გ--------–---–-ს მხრიდან მეუღლის მიმართ სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას არ ჰქონია ადგილი. დიდი ხანია იცნობს ბრალდებულს და არც კი გაუგია, რომ მას როდესმე მეულისათვის შეურაცხყოფა მიეყენებინოს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ე-–--- ა------–-–---–მა განაცხადა, რომ მონაწილეობას იღებდა გ------- ფ-------ის გამოკითხვაში. ადასტურებს გ------- ფ-------ის გამოკითხვის ოქმის სისწორეს. გ------- ფ-------ე განმარტავდა მამობილის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რომ დაარტყა ფეხი ფეხში, გააწნა სილა და დანა ესროლა მხარში, ასეთ ფაქტებს ხშირად ჰქონია ადგილი, მუქარას ჰქონია ადგილი მის და დედის და უმცროსი ძმის მიმართაც.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ი---- ებ----–---მ განაცხადა, რომ ესწრებოდა გ-------, თ-------- ფ-------ეების და ლ---- ქ-----–---–ის გამოკითხვას, საგამოძიებო ექსპერიმენტს. გ------- ფ-------ის გამოკითხვის შესახებ განმარტა, რომ როდესაც თავის ძმას ეხუმრებოდა მამობილი გაუბრაზდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ფეხი ჩაარტყა ფეხში, სილა გააწნა, მაგრამ როდესაც უთხრა, რომ უბრალოდ ხუმრობდნენ, ამაზე გაბრაზებულმა გ--------–---–მა სამზარეულოს დანა გაისროლა მისი მიმართულებით, რომელიც მარცხენა მხარში მოხვდა. თ-------- მიეხმარა და შეუხვია ჭრილობა, საავადმყოფოში არ წავიდა ვინაიდან დაემუქრა, რომ უარესი ძალადობა განხორციელდებოდა მათ მიმართ, სხვა დროსაც ემუქრებოდა და ძალადობაც ყოფილა მათი დედის მიმართაც, მისი შიში ჰქონდათ სიცოცხლის ხელყოფის, რომ ყელს გამოჭრიდა, ისეთი არაფერი გაეკეთებინათ რაც გ--------–---–ს გააბრაზებდა. რეალური განხორციელების შიში ჰქონდათ. გამოკითხვისას დაძალებას, კარნახს არ ჰქონია ადგილი, გამოკითხვაში მონაწილებდა თვითონ, ბავშვი და გამომძიებელი, რაც ბავშვმა ისაუბრა მხოლოდ ის ჩაიწერა გამოკითხვის ოქმში. რაც შეეხება თ-------- ფ-------ეს მის თვალწინ მოხდა როგორ იძალადა გ--------–---–მა ძმაზე, სხვა დროსაც ჰქონია მუქარას და ძალადობას ადგილი მის მიმართაც და მისი ოჯახის წევრების მიმართაც, რის გამოც ის შეშინებული და დათრგუნული იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გ------- გ--------–---–მა განაცხადა, რომ მეუღლესთან ქ------- კ-------ესთან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში 5 წელია. თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ბოლო პერიოდში სვამდა, რაზეც ცოლი საყვედურობდა და ხშირად კამათობდნენ, მაგრამ მალევე რიგდებოდნენ, ახსოვს, რომ ერთხელ გაარტყა ხელი სახის არეში და ხელით შეაჯანჯღარა. სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ ქ------- კ-------ეს სახის არეში ჩაარტყა თავი. მეუღლე სტუმრებთან ერთად ეუბნებოდა, რომ არ დაელია, რაზეც ძალიან ბრაზდებოდა. მაგრამ სიმთვრალეში კარგად აკონტროლებდა თავს, იმდენად რომ სასიკვდილოდ არ გაემეტებინა არავინ და და ისე არ სცემდა, რომ რამე დაზიანების კვალი დატყობოდა მ------ დღეს. რაც შეეხება, ცოლის მიმართ მუქარას, ასეთ შემთხევას ადგილი არ ჰქონია. შემთხვევის საღამოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ ქ------- კ-------ემ მის სტუმრად მყოფი მეგობრების თანდასწრებით უთხრა, რომ აღარ დაელია და მისმა ლოთობამ დაღალა, რაზეც გაბრაზებულმა ხელში მოჰკიდა ხელში და შეაჯანჯღარა. რაც შეეხება, ბავშვებს (გერებს) მათთან კარგი დამოკიდებულება აქვს, მის ხელში გაიზარდნენ, განსაკუთრებით გ------- ფ-------ე და როგორც მამას, უნდოდა კარგად ესწავლათ ბავშვებს. გ------- სპორტზე მიიყვანა და იქიდანაც გამოიპარა, სკოლიდანაც იპარებოდა. გ------- ფ-------ეს ნერვულ შეტევები ჰქონდა, ხშირად ეძებდა ხოლმე მას, თ-------- ფ-------ესა და ლ---- ქ-----–---–ს ხან სად და ხან სად. 2018 წლის 16 თებერვალს ქ------- კ-------ე სამსახურში იყო. ის კი თ-------- და გ------- ფ-------ეებთან და ლ---- ქ-----–---–თან ერთად იყო სახლში. ბავშვებს საჭმელს უკეთებდა, გ------- სკოლიდან, რომ მოვიდა ფეხს იტკივებდა, სკოლაში მომივიდა კონფლიქტიო. მერე თ--------ს დაუწყო უწმაწური სიტყვებით ლაპარაკი, ის ხშირად ხმარობდა ამ სიტყვებს, რაზეც ბრალდებული გაბრაზდა და დანა რომლითაც რაღაცას ჭრიდა ესროლა გ-------ს. მან მხარზე მოიკიდა ხელი და თქვა დანა მომხვდაო, გ------- დაახლოებთ 2 მეტრში იდგა მისგან მარცხნივ. დანა როცა ესროლა არ გამორიცხავდა, რომ გ-------ს მოხვედროდა. ბრალდებული განმარტავს, რომ არასდროს არ დამუქრებია არც შვილებს და არც ცოლს ისე, რომ მათ მუქარის განხორციელების რეალური შიში შექმნოდათ.
2018 წლის 18 თებერვლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ქ-----------–-------------------ში მდებარე გ------- გ--------–---–-ს დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი იქნა 2 ცალი პისტოლეტის მსგავსი საგანი და ყავისფერი ტყავის ე. წ. ქარქაშში მოთავსებული შავ სახელურიანი დაახლოებით 20 სმ სიგრძის ლითონის პირიანი, ცალმხარეს ალესილი ბოლოში წამახვილებული დანა.
2018 წლის 19 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე შემოწმდა ქ------- კ-------ის ჩვენება, რომელმაც მიუთითა ქ. ბო-------–------------------ში მდებარე მრავალსაცხოვრებლიანი ბინის მ------ სართულზე არსებულ ბინაზე, ქ------- კ-------ემ მიუთითა ბინაში არსებული სამზარეულოსაკენ, სამზარეულო ოთახში მოწმემ მიუთითა ადგილზე, სადაც 2018 წლის 18 თებერვალს მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, თავი ჩაარტყა სახის არეში, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 22 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე შემოწმდა გ------- ფ-------ის ჩვენება, რომელმაც მიუთითა ქ. ბო-------–------------------ში მდებარე მრავალსაცხოვრებლიანი ბინის მ------ სართულზე არსებულ ბინაზე, გ------- ფ-------ემ მიუთითა ბინაში არსებულ საწოლთან, სადაც 2018 წლის 16 თებერვალს გ------- გ--------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხში და ხელი გაარტყა სახის არეში, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ასევე დანა ესროლა რომელიც მოხვდა მარცხენა მხრის არეში, რა დროსაც მიიღო დაზიანება და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 22 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ადგილზე შემოწმდა თ-------- ფ-------ის ჩვენება, რომელმაც მიუთითა ქ. ბო-------–------------------ში მდებარე მრავალსაცხოვრებლიანი ბინის მ------ სართულზე არსებულ ბინაზე, გ------- ფ-------ემ მიუთითა ბინაში არსებულ სამზარეულოზე, სადაც გ------- გ--------–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე ხელი დაარტყა ფერდის არეში, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, თ-------- ფ-------ემ ასევე მიუთითა ბინაში არსებულ საწოლთან, სადაც 2018 წლის 16 თებერვალს გ------- გ--------–---–მა მის ძმას გ------- ფ-------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N1--------- დასკვნით დადგენილია, რომ გ------- ფ-------ის მარცხენა მხრის არეში არსებული სწორკიდეებიანი ჭრილობა მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს (2018 წლის 16 თებერვალს).
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N1-------------სკვნით დადგენილია, რომ ქ------- კ-------ეს აღენიშნებოდა ხაზოვანი ნაჭდევი მარცხენა წინა მხრის არეში, აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს (2018 წლის 18 თებერვალს). პირადი გასინჯვის მონაცემებით ქ------- კ-------ე უჩივის თავის ტკივილს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 02 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ გ------- ფ-------ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ------- ფ-------ეს შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და გადმოსცეს ფაქტები და მისცეს ჩვენება. გ------- ფ-------ეს შეუძლია საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობა. გ------- ფ-------ის გონებრივი შესაძლებლობები შეესაბამება მის ასაკს. ბრალდებული გ------- გ--------–---–-ს ქმედებით განიცდიდა დამცირებას და შეურაცხყოფას, რაც მიაღწევდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 02 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N00------- დასკვნით დადგენილია, რომ თ-------- ფ-------ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით თ-------- ფ-------ეს შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და გადმოსცეს ფაქტები და მისცეს ჩვენება. თ-------- ფ-------ეს შეუძლია საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობა. თ-------- ფ-------ის გონებრივი შესაძლებლობები შეესაბამება მის ასაკს. გ------- გ--------–---–-ს ქმედებით მისი ა---------––-–----ნი შვილი (გ----) თ-------- ფ-------ე არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
2018 წლის 20 თებერვლის ტრასოლოგიური (ცივი იარაღის) ექსპერტიზის N0--ც დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ობიექტი - 1 ცალი მასიური ტიპის დანა დამზადებულია ქარხნული წესით, ახასიათებს აშკარად გამოხატული მჩხვლეტავი-ბასრი-მჭრელი ნიშანი და აღნიშნულიდან გამომდინარე მიეკუთვნება ტიპს-ცივ იარაღთა კატეგორიას.
2018 წლის 19 თებერვლის N 1--ბ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, გ------- გ--------–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული პისტოლეტები არ მიეკუთვნებიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ამასთან, V-------ის კონსტრუქციის პისტოლეტი, თავისივე საშტატო მჭიდით, უვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად, ხოლო M-------ის მოდელის პნევმატური პისტოლეტი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
პალატა მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს გამართლებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების შინაარსობრივ მხარეზე, რომლითაც დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) სუბიექტთა წრე (დამნაშავე უნდა იყოს დაზარალებულის ოჯახის წევრი), 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართა განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება) და 3) აღნიშნული ქმედებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა). ზემოაღნიშნული გარემოებები ასევე ცხადყოს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებულის დანაშაულების კვალიფიკაციისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულის ჩვენებას.
რაც შეეხება მუქარას, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მუქარად ითვლება: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან, დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რა ცალსახად მიუთითებს მასზედ, რომ აღნიშნული გარემოების დასადგენად მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენება.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილში არსებულ ჩანაწერზე, სადაც მითითებულია, რომ ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
მტკიცებულებათა შეფასება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს:
„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მსგავსი ძალადობრივ დანაშაულებში მინიმუმ ერთი პირდაპირი მტკიცებულების (ცალკეული კატეგორიების დანაშაულებში კი აღნიშნული სტანდარტი გაცილებით მაღალია და საჭიროა მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება) არსებობას უნდა გულისხმობდეს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე, რაც დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტი უთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დადგენილია გ------- გ--------–---–-ს მიერ ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის განხორციელების სამი ეპიზოდის ჩადენის ფაქტები, რაც პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდების მხარე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს ედავება სამი სუბიექტის - დაზარალებულის მიმართ, რომელთაგან დაზარალებულად ცნობილმა თ-------- ფ-------ემ გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება არ მიეცა ჩვენება მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ, ხოლო დაზარალებული გ------- ფ-------ე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენების მიცემისას მკაფიო ფორმით უთითებს, რომ მას მსჯავრდებული არასოდეს დამუქრებია მოკვლის განზრახვით, ასევე გ------- გ-------–---–ის არ ეშინოდა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელს ჰქონდა გაზის პისტოლეტი. მან იცოდა, რომ ამით ადამიანს ზიანი ვერ მიადგებოდა. დაზარალებულ ქ------- კ-------ის ჩვენების შეფასება კი ცხადყოფს, რომ იგი გადმოსცემს სხვადასხვა დროს მასზე და მის შვილებზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედების მსჯავრდებულის მიერ განხორციელების ფაქტს, თუმცა თავის ჩვენებაში პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მას არ აღუნიშნავს ის გარემოება, რომ გ------- გ--------–---–მა მისი ან მისი შვილების მისამართით განახორციელა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა.
მოცემული გარემოებების გაანალიზებით ნათელია, რომ დაზარალებულის მხრიდან (რომელთა მიერ მოცემულ ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ ინფორმაციის მიწოდება უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია) პალატისთვის არ მომხდარა მუქარის ბრალდებით პირის ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელ ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ, არ არის დადგენილი (გ------- ფ-------ის შემთხვევაში კი არათუ მუქარის ჩადენის ფაქტი არ დგინდება, არამედ აღნიშნული დაზარალებული გამორიცხავს მსჯავრდებულის მიერ მის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს) ასეთის არსებობის შემთხვევაში მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულების მისამართით ჰქონდა თუ არა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, რა დროს, სად და რა ვითარებაში განხორციელდა მუქარა. ასევე, არ არის დადგენილი მუქარის შინაარსი და რაც მთავარია არ არის დადგენილი იმას ვისაც ემუქრებოდა მსჯავრდებული გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გ------- გ--------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების კუთხით მუქარის განხორციელების დადასტურების თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ გარდა იმისა, რომ აღნიშნული ბრალდება არ დასტურდება დაზარალებულების ინფორმაციებით, საქმეზე არ არის წარმოდგენილი არცერთი სხვა მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა, რომ მსჯავრდებულმა განახორციელა მითითებული მუხლით წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, რომელიმე დაზარალებულის მიმართ. ბრალდების მხარის აღნიშნული ეპიზოდების დასადასტურებლად იშველიებს გამოძიების ეტაპზე დაზარალებულების მიერ მიცემულ ინფორმაციებს, რაც პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად მოწმის (საგულისხმოა აღინიშნოს ის გარემოება, რომ დაზარალებული ჩვენების მიცემისას სარგებლობს მოწმის სტატუსით) ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებებთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებით პალატა თვლის, რომ გ------- გ--------–---–-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებთან მიმართებით არ არის დადასტურებული პირდაპირი ხასიათის მქონე სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით დაარწმუნებდა ობიექტურ პირს მითითებული ეპიზოდებში მის ბრალეულობას, შესაბამისად აღნიშნულ ეპიზოდებთან მიმართებით წარდგენილ ბრალდებებში გ------- გ--------–---–-ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
გარდა აღნიშნულისა, პალატა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს ბრალდების მხარის არგუმენტებს იმასთან მიმართებით თითქოსდა წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევით დადასტურებულია მსჯავრდებულის მიერ თ-------- ფ-------ის მიმართ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი. როგორც ზემოთ აღინიშნა გ------- ფ-------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მისცა ჩვენება მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირები რომლებიც დაკითხულ იქნენ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ უთითებენ იმ გარემოებაზე, რომ თ-------- ფ-------ის მიმართ მსჯავრდებული ახორციელებდა ძალადობს, შესაბამისად იმ შემთხვევაში, როდესაც მოცემულ ეპიზოდდთან მიმართები არ არის წარმოდგენილი ერთი პირდაპირი ხასიათის მქონე მტკიცებულება (როგორიც შეიძლება ყოფილიყო დაზარალებული ან მოწმის ჩვენება, ვიდეოჩანაწერი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ.) პალატა მოკლებული შესაძლებლობას მითითებულ ეპიზოდთან მიმართებით გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი.
ამდენად, სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად.
გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით და ანალიზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვის გამომრიცხავად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის თვალსაზრისით, ურთიერთშეთანხმებულად დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ გ------- გ--------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ პუნქტით (გ------- ფ-------ის ეპიზოდში), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ პუნქტით (თ-------- ფ-------ის ეპიზოდში), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ პუნქტებით (თ-------- ფ-------ის ეპიზოდში) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ქ------- კ-------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული, შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან იგი არ არის დადასტურებული უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამასთანავე, გ------- გ--------–---–-ს მიმართ ბრალდების სხვა ეპიზოდებთან მიმართებით წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რა დროსაც მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. დაზარალებულების და მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები დანარჩენ ეპიზოდებთან მიმართებით თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული დაზარალებულის და მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. პალატა უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესუალური გარანტიები) და მტკიცებულებების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
დაცვის მხარის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულის მიმართ მოხდეს დანიშნული სასჯელის შემსუბუქება პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას.
პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის ქცევას მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდეგ და ასევე იმას, რომ მსჯავრდებულის მიერ განხორცილებულია რამდენიმე დანაშაულებრივი ქმედება, არის განზრახი დანაშაულებრივი ქმედებისთვის ნასამართლეობის მქონე პირი, რომელთა გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მ------ მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, შესაბამისად, პალატა თვლის, რომ გ------- გ--------–---–-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელად - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არის თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესებს.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ------- გ--------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ო----- გ------–--ის და ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- ა---–---–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი გ------- გ--------–---–-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ------- გ--------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ო----- გ------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- ა---–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი გ------- გ--------–---–-ს მიმართ დარჩეს უცვლელად;
გ------- გ--------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (გ------- ფ-------ის ეპიზოდში).
გ------- გ--------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თ-------- ფ-------ის ეპიზოდში).
გ------- გ--------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თ-------- ფ-------ის ეპიზოდში).
გ------- გ--------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ქ------- კ-------ის ეპიზოდი).
გ------- გ--------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,, და ,,ბ,, პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (გ------- ფ-------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
გ------- გ--------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ქ------- კ-------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს 2010 წლის 28 აპრილის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1000 ლარი, საბოლოოდ, გ------- გ--------–---–ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
გ------- გ--------–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 18 თებერვლიდან.
ნივთმტკიცება:
V-------ის კონსტრუქციის პისტოლეტი, თავისივე საშტატო მჭიდით (რომელიც უვარგისია გამოსაყენებლად, ინახება ბ----------------------–-------------–--ში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო M-------ის მოდელის პნევმატური პისტოლეტი და მასიური ტიპის დანა თავისი ჩიხოლით, (რომელიც ასევე ინახება ბ----------------------–-------------–--ში) გადაეცეს შსს შეიარაღების სამსახურს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მურმან ისაევი