განაჩენი

სისხლის სამართლის 04.03.2019
საქმის ნომერი
330100114494414
ინსტანცია
თარიღი
04.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3--------------

საქმე №1ბ/1051-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ნინო სოლომნიშვილის, ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - მ-------–----ის,ადვოკატების - პ------------ს, ე-------------ის,მსჯავრდებულ - მ-----–--–------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ მ-----–--–------ის ადვოკატ პ------------ს, მსჯავრდებულების მ--–--------------------------–----------ის ადვოკატ ე-------------ის და საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ მ-------–----ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მ-----–----–-------–-------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–----------ს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------–----–---–-------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

მ--–---------------------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------ს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-----------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------------------------------–----; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;

 

გ------–--–------------–-----------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------ი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. ბათუმი, კ----------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------------------------------–----; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

გ------–--------------------–------------ს ბრალი დაედოთ მასში, რომ ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

მ-----–--–------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობაში დახმარება, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. მანვე, ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

მ-----–--–------ი იყო ბათუმის საკრებულოს წევრი, იმავე საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 29 მარტის განკარგულებით, დანიშნულ იქნა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარედ და ითვლებოდა საჯარო მოხელედ.

 

2013 წლის ივნისში გ------–-----------მ და მისმა შვილმა - მ--–------------მ შემოღობეს სახელმწიფოს კუთვნილი 863 მ2 მიწა (ბათუმი, ა-–--------------------------ე ტერიტორია) და განცხადებით მიმართეს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმხორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიას, თითქოსდა გ------–----------- 20 წლის განმავლობაში ფლობდა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთს და ითხოვეს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება.

 

მ-----–--–------მა, მოქმედებდა რა გ------–---------------------–------------- დახმარების განზრახვით, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ბოროტად გამოიყენა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და შეცდომაში შეიყვანა კომისიის წევრები: ი----------------------------------------------------------–--ე და დაარწმუნა ისინი, რომ გ------–----------------ის მიწის გადაცემა აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს.

 

კომისიის წევრები ენდნენ მ-----–--–------ს და 2013 წლის 11 ივლისს დადებითად გადაწყვიტეს გ------–----------ის მიწის საკუთრებაში გადაცემის საკითხი. აღნიშნული გზით გ------–----------- და მ--–------------, მ-----–--–------ის დახმარებით, თაღლითურად დაეუფლნენ 863 მ2 მიწას, რითაც სახელმწიფოს მიადგა 143 149 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის განაჩენით:

 

მ--–------------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გ------–----------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მ-----–--–------ი საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდა.

 

მ-----–--–------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

მ-----–---–------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ:

 

მ-----–--–------ი იყო ბათუმის საკრებულოს წევრი. იმავე საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 29 მარტის განკარგულებით, დანიშნულ იქნა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარედ და ითვლებოდა საჯარო მოხელედ.

 

2013 წლის ივნისში გ------–-----------მ და მისმა შვილმა - მ--–------------მ, წინასწარი შეთანხმებით, შემოღობეს სახელმწიფოს კუთვნილი 863 მ2 მიწა (ბათუმი, ა-–--------------------------ე ტერიტორია) და განცხადებით მიმართეს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმხორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიას, თითქოსდა გ------–----------- 20 წლის განმავლობაში ფლობდა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთს და ითხოვეს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება.

 

მ-----–--–------მა, სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი ვალდებულებები, არასათანადოდ შეაფასა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი და სავალდებულო კრიტერიუმები და კანონის მოთხოვნები და ჩათვალა, რომ გ------–----------------ის მიწის გადაცემა აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს. შედეგად კომისიამ 2013 წლის 11 ივლისს დადებითად გადაწყვიტა გ------–----------------ის მიწის საკუთრებაში გადაცემის საკითხი. აღნიშნული გზით გ------–----------- და მ--–------------ თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 863 მ2 მიწას, რითაც სახელმწიფოს მიადგა 143149 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ-----–--–------ის ადვოკატმა პ------------მ, მსჯავრდებულების მ--–--------------------------–----------ის ადვოკატმა ე-------------ემ და საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა მ-------–----ემ.

 

მსჯავრდებულ მ-----–--–------ის ადვოკატმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის განაჩენის გაუქმება მ-----–--–------ის მიმართ და მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ პირის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ პირობებს, კომისია იღებს გადაწყვეტილებას უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, დამცველის განმარტებით, საკითხს წყვეტს კომისია და მასთან არანაირი კავშირი არ აქვს მ-----–--–------ის გულგრილ ან არაგულგრილ დამოკიდებულებას. მ-----–--–------ის დამოკიდებულება ვერაფერს შეცვლიდა, ვინაიდან საკითხი კომისიურად იყო გადასაწყვეტი. კომისიის გადაწყვეტილებაზე კი გავლენა იქონია მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლების მიერ საკითხის გადამოწმებამ, რის შემდგომაც იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება საკითხს - იყო თუ არა მ-----–--–------ი საჯარო მოხელე, დაცვის მხარე განმარტავს, რომ მ-----–--–------ი არც კომისიის თავმჯდომარეობისა და არც საკრებულოს წევრობისათვის არ იღებდა ხელფასს და არ ფინანსდებოდა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, ამდენად, მ-----–--–------ი არ წარმოადგენდა საჯარო მოხელეს (მოსამსახურეს). ამასთან, დამცველი განმარტავს, რომ იგი არ მიეკუთვნება არც საჯარო მოხელესთან გათანაბრებულ პირთას წრეს. ყოველივე აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დამცველი ითხოვს მსჯავრდებულ მ-----–--–------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

მსჯავრდებულების მ--–-----------ის და გ------–----------ის ადვოკატმა ე-------------ემ ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის განაჩენის გაუქმება და მ--–-----------ის და გ------–----------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

აპელანტის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გ------–----------- მის მიერ დარეგისტრირებულ უძრავ მიწის ნაკვეთს არ ფლობდა და არ განკარგავდა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების წარმოება ბრალდების მხარის ვალდებულებაა. მოცემულ შემთხვევაში კი იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს წარმოდგენილი, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს და არ ადასტურებს გ------–----------ის და მ--–-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო გამოწვეული ეჭვი კი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მ-----–--–------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში; ხოლო მ--–--------------------------–----------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრა.

 

პროკურორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეების: ი-----–--------------------------–--------------------------–----------------------------------------–---–-----–------------------------------------------------------------------------------------------–---------------–----------–-–------------------–----–-----------------–------------------------------------------–--------------------------–--------------------------------------------------------–-------------------------–---–---------------------------–----------------------ას ჩვენებებით, ასევე საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ - მ-----–--–------მა, მოქმედებდა რა გ------–---------------------–------------- დახმარების განზრახვით, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, ბოროტად გამოიყენა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, შეცდომაში შეიყვანა კომისიის წევრები და დაარწმუნა ისინი, რომ გ------–----------------ის მიწის გადაცემა აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს. ბრალდების მხარე უთითებს იმ გარემოებაზეც, რომ მ-----–--–------ი პირადად იყო გასული ადგილის დასათვალიერებლად და ნახა, რომ მიწა არ აკმაყოფილებდა საკუთრებაში გადაცემის პირობებს. ამასთან, პროკურორის განმარტებით, დადგენილია, რომ 2013 წლის 11 ივლისის სხდომის ოქმზე კომისიის წევრებმა ხელი მოაწერეს 2013 წლის 16 ივლისის შემდგომ და მანამდე არ ჰქონდათ გადაწყვეტილი საკუთრებაში გადაცემის საკითხი, მ-----–--–------მა კი 2013 წლის 15 ივლისს თავისივე ხელმოწერით გასცა საკუთრების მოწმობა, რის საფუძველზეც მ.გაბაიძემ და გ.დუმბაძემ დაარეგისტრირეს მიწის ნაკვეთი.

 

მ--–--------------------------–----------ის მიმართ სასჯელის გამკაცრების თავლსაზრისით კი პროკურორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც არ არის ანაზღაურებული მსჯავრდებულების მხრიდან. ასევე ყურადსაღებია, რომ მათ მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული არის საზოგადოებრივი სარგებლობის ტერიტორია.

 

სასამართლო სხდომაზე როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარემ მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა პირველ რიგში წარმოაჩენს იმ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევაც მოხდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ხოლო შემდეგ, სათანადო ანალიზის საფუძველზე, მხარეთა მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენელმა მ--------------ამ განმარტა, რომ მუშაობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტად. როგორც მისთვის ცნობილია, აღიარების კომისიამ უზრუნველყო ჩ-----ს ქუჩა N--–--------------- მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარება, თუმცა საკადასტრო მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არის გზის ნაწილი და წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს. შესაბამისად, ქალაქის თვითმმართველობა ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, კერძოდ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ თანხას - 143 149 ლარს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენელმა მ-----------მ განმარტა, რომ მერია ვერ მიიღებს ბრალდებულების - გ------–----------ის და მ-----–--–------ის მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენებაზე თანხმობის გაცემის გადაწყვეტილებას, ვინაიდან ზიანის ანაზღაურება არ მომხდარა. სადავო მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობით გადაყიდულია, ზიანი კი შეადგენს 100 000 აშშ დოლარზე მეტს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--------------მ განმარტა, რომ მ--–------------ მისი მეზობელია. ამ უკანასკნელს თითქმის 20 წელია ჩ-----ს ქუჩაზე შემოღობილი აქვს დაახლოებით 150 მ2 მიწის ნაკვეთი. მასზე განთავსებული ჰქონდა მცირე ფარეხი, რომელიც 2010 წელს მერიის თანამშრომლებმა დაშალეს, ვინაიდან, იქ გზა უნდა გასულიყო. ამის შემდეგ მ--–------------მ კვლავ შემოღობა აღნიშნული ადგილი და ვაგონი ჩადგა. მ--–-----------ის თხოვნით, რ-------------------თან ერთად იმყოფებოდა ნოტარიუსთან, მიწის საბუთების გასაფორმებლად. მისთვის უცნობია, განცხადების მიხედვით თუ რა ფართობის მიწის ნაკვეთის გაფორმებაზე იყო საუბარი. ამ თემაზე არც მ--–------------ს უხსენებია რაიმე. მან (გ--------------მ) მხოლოდ პასპორტი წარადგინა და განცხადებაზე დააფიქსირა ხელმოწერა.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე რ-------------------მა, იმ განსხვავებით, რომ როგორც მისთვის ცნობილია, მ--–------------ და გ------–----------- 19 წელია ჩ-----ს ქუჩაზე ფლობენ 70 მ2-ზე მეტ მიწის ფართობს, ხოლო ნოტარიუსთან მისვლისას საუბარი იყო, რომ მ--–------------ს უნდოდა დაახლოებით 150 მ2 მიწის დაკანონება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე თ---------–-------მ განმარტა, რომ მ--–------------ და გ------–----------- არიან მისი მეზობლები. იგი ა-–-----------------ს ქუჩაზე საცხოვრებლად გადავიდა 1996 წელს, სადაც ბრალდებულები უკვე ცხოვრობდნენ. მათ ქონდათ პატარა, დაახლოებით 20-30 მ2 ფიცრული და ყავდათ საქონელი. მოგვიანებით მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა დაიწყო ქუჩების მოწყობა და მოქალაქეებს დაავალა სათავსოების აღება, რათა გზა გასუფთავებულიყო. თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, მ--–------------ს ფართი თავის სახელზე ჰქონდა დარეგისტრირებული და ყიდდა. მათ მ-----–--–------თან ჰქონდათ საუბარი, რომელმაც განუმარტათ, რომ მიწა უკვე რეესტრში იყო დარეგისტრირებული და ყავდა მფლობელი. მოწმემ დაადასტურა, რომ გ------–-----------ს და მალხას გაბაიძეს ჰქონდათ მხოლოდ 50 მ2-მდე ფართი და არა 865 მ2.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე მ----------------ამ განმარტა, რომ მ--–------------ და გ------–----------- არიან მისი მეზობლები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფლობდნენ დაახლოებით 20-30მ2 მიწის ფართს, შემოღობილი ჰქონდათ უფრო დიდი ტერიტორია, მაგრამ არა 800 მ2. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული ტერიტორია არის ქუჩის ნაწილი, თუმცა განათების ბოძები ჩაფლულია ჭაობში. ამ ადგიალზე 90-იან წლებში მოსახლეობას გაშენებული ქონდა ბოსტნები და ავტოფარეხი, რომლებიც მერიამ აიღო; ხოლო მოგვიანებით, როდესაც დაიწყო ეზოების კეთილმოწყობა, ავტოფარეხი ისევ ა-–----------------ის ქუჩაზე გადაიტანეს. მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ მ--–------------მ მთლიანად დაირეგისტრირა სახლის მიმდებარე ტერიტორია და ყიდდა, ამის შესახებ აცნობეს მ-----–--–------ს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე დ--–----–---ამ განმარტა, რომ მ--–------------ და გ------–----------- არიან მისი მეზობლები, რომლებიც ა-–-----------------ს ქუჩაზე საცხოვრებლად გადავიდნენ დაახლოებით 20 წლის წინ. თავდაპირველად პატარა ტერიტორია ქონდათ შემოფარგლული, შემდეგ ნელ-ნელა ფართოვდებოდნენ. სადავო მიწა იყო სახელმწიფოს საკუთრება, სადაც ყველამ ავტოფარეხი და ბოსტანი გააშენა. შემდეგ სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მოითხოვეს ავტოფარეხების აღება, რადგან გზა უნდა გაეკეთებინათ. აღნიშნულ მოთხოვნას ყველა დაემორჩილა. დაახლებით 2 წლის წინ, როდესაც მათთან მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, გუგულის და მალხაზს ქონდათ პატარა ტერიტორია და არაფერი ედგათ, შარშან გაზაფხულზე კი უკვე დიდი ტერიტორია შემოღობეს და დააწერეს - „იყიდება“. ასევე მითითებული იყო დაახლოებით 800 მ2, მაშინ როცა ასეთი ზომის ფართს არასდროს ფლობდნენ. მათ მიერ ნაკვეთის გაფართოვებას არავინ შეწინააღმდეგებია, სანამ გაყიდვა არ გადაწყვიტეს.

 

მოწმე ც-–----------ას მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ დაახლოებით 40 წელია ცხოვრობს ა-–----------------------------ში ოჯახთან ერთად. მის გვერდით კორპუსში დაახლოებით 20 წელია ცხოვრობენ გ------–----------- და მ--–------------. დაახლოებით 20 წლის წინ სახლის მიმდებარედ „ციტრუსკომბინატის“ გვერდით, სადაც იყო ტროტუარი, მეზობლებმა დაიწყეს მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავება და განათავსეს ბოსტნები, ჯიხურები, სათავსოები და ავტოფარეხები. დაახლოებით 20 მ2 მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა გ------–-----------მ და ჩადგა ჯიხური. 3 წლის წინ ქ.ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა მეზობლებს ააღებინეს სათავსოები, რადგან ტერიტორია იყო სახელმწიფოს საკუთრება, ქუჩის ნაწილი და უნდა გასულიყო საავტომობილო გზა. 2013 წლის ზაფხულში მეზობლებმა აღმოაჩინეს, რომ მ--–------------მ ალ. ჩ-----ს ქუჩა N--ის მიმდებარედ შემოღობა დაახლოებით 400 მ2 მიწის ნაკვეთი. იმ პერიოდისათვის სამეზობლოს დიდი პროტესტი არ გამოუთქვამს, მაგრამ 2013 წლის ბოლოს გაიგეს, რომ გ------–-----------მ დაახლოებით 800 მ2 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს სარგებლობდა. ის სარგებლობდა მხოლოდ 20 მ2 მიწის ნაკვეთით. გ------–-----------ს მიწის ნაკვეთში ჩადგმული აქვს პატარა ფიცარნაგი, სადაც არავის უცხოვრია.

 

მოწმე მ---------–--ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 18 წელია ცხოვრობს ა-–-----------------------------ში მეუღლესთან და შვილებთან ერთად. საცხოვრებლად გადასვლისას ქუჩაზე გზა და ტროტუარები უკვე დაზიანებული იყო ჭაობისგან. სამეზობლომ დაიწყო ტერიტორიის თვითნებურად დაკავება და სარგებლობა. დაახლოებით 20 მ2 მიწის ნაკვეთი დაკავებული ჰქონდა მეზობელ კორპუსში მცხოვრებ გ------–-----------ს, სადაც ჩადგმული ჰქონდა ჯიხური. დაახლოებით 3 წლის წინ ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა მოითხოვეს ტერიტორიის სათავსოებისგან გათავისუფლება, რადგან ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრება იყო და მასზე უნდა გაეტარებინათ გზა. ტერიტორია მოსუფთავდა, თუმცა მალევე გ------–-----------მ ისევ შემოღობა მის სარგებლობაში არსებული 20 მ2 მიწის ნაკვეთი და პერიოდულად ნელ-ნელა ზრდიდა ფართობს, 2013 წლის ზაფხულში კი ერთ ღამეში შემოღობა დაახლოებით 400 მ2 მიწის ნაკვეთი, სადაც იმავე ღამეს ჩადგეს პატარა შენობა ფიცარნაგის სახით, თუმცა იქ არ უცხოვრიათ. მის ნაკვეთში მოქცეული ჰქონდა მეზობლის ნაკვეთებიც, რომლებითაც წლების განმავლობაში სარგებლობდნენ სხვა მეზობლები. 2013 წლის ბოლოს კი მიწის ნაკვეთთან გააკრა აბრა, რომ ყიდდა. მეზობლებმა საჯარო რეესტრის ელექტრონული გვერდის მეშვეობით გაარკვიეს, რომ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული ქონდა გ------–-----------ს. საკითხის გასარკვევად 2014 წლის 16 იანვარს, მ---------–--ე, თ---------–------- და მ----------------ა მივიდნენ ქ. ბათუმის მერიაში და ქალაქის საკრებულოში, სადაც შეხვდნენ საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარეს მ-----–--–------ს, უთხრეს მომხდარის შესახებ, თუმცა მან უთხრა, რომ გ------–-----------მ კანონის დაცვით გაიფორმა მიწის ნაკვეთი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ნ----------–---–-----------–-----------------ამ დაადასტურეს, რომ არიან მ--–-----------ის და გ------–----------ის მეზობლები. სადავო მიწის ნაკვეთზე ადრე იყო ნაგავსაყრელი, რომელიც მ--–------------მ დაალაგა და დღემდე უვლიან ის და გ------–-----------.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ლ-–--------–---მ განმარტა, რომ 2013 წლის მაისში მასთან ოფისში მივიდა მ--–------------ და სთხოვა მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის შედგენა. შესაბამისი ხელსაწყოთი წავიდა მალხაზის მიერ მითითებულ ადგილას და გააკეთა ნახაზი. ეს იყო ნახევრად შემოღობილი 863 მ2 ტერიტორია, რომელზეც იდგა ფიცრული. ამ შენობის ზომები თავად მ--–------ მიუტანა და შესაბამისად, გადაიტანა ნახაზზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ე-----–------- განმარტა, რომ აქვს შპს, რომლის საქმიანობის სფეროსაც წარმოადგენს ბინების ყიდვა-გაყიდვა. 2013 წლის ივნისში ნ------------–---–მა გააცნო მ--–------------ და უთხრა, რომ მას ჭირდებოდა სესხი, რის უზრუნველსაყოფადაც ქონდა დაახლოებით 800 მ2 მიწის ნაკვეთი. მოწმეს მიწა არ უნახავს, ისე დაუკავშირდა კლიენტებს და გააგზავნა ისინი მისამართზე. ვინაიდან კლიენტები დაინტერესდნენ მიწის ნაკვეთით, მისი მესაკუთრე გ------–----------- მიიყვანეს საჯარო რეესტრში და გაფორმდა ხელშეკრულება ყიდვა-გამოსყიდვის უფლებით. თანხა იყო 180 00 აშშ დოლარი, საიდანაც 10 000 აშშ დოლარი ეკუთვნოდა მ----------------------–--ეს, 3000 აშშ დოლარი - პ-------------ს, ხოლო 5000 აშშ დოლარი - მ------------ს. თავდაპირველი შეთანხმების თანახმად,თანხა 3 თვეში უნდა გადაეხადათ, თუმცა შემდეგ ვადა გაგრძელდა. ყოველთვიური პროცენტი - 900 აშშ დოლარი მიქონდა მ--–------------ს, თუმცა ბოლოს ვერც პროცენტის და ვეღარც ძირი თანხის გადახდა შეძლეს და ეს პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----------–---–მა დაადასტურა ე-----–-------ის ჩვენება, ამ უკანასკნელთან მ--–-----------ის დაკავშირებისა და სადავო მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ----------------------–--ემ განმარტა, რომ ჰქონდა 10 000 აშშ დოლარი და სურდა გასესხება. 2013 წლის 14 ივნისს ე-----–------- პ------------- და ვინმე მ----- შეახვედრა მ--–------------ს და გ------–-----------ს, რომელბსაც სურდათ მათგან აეღოთ სესხი - 18 000 აშშ დოლარის ოდენობით. თავის მხრივ პ-------------ს ჰქონდა 3000 აშშ დოლარი, ხოლო მ-----ს - 5000 აშშ დოლარი. 865 მ2 ფართობის უძრავ ქონება მდებარეობდა ბათუმში, ჩ-----ს N--ში და რეგისტრირებული იყო გ------–----------ის სახელზე. მიწის ნაკვეთი ადგილზე მისმა ვ-–-- ნახა და გადაწყვიტეს თანხის გასასხების სანაცვლოდ მისი იპოთეკით დატვირთვა. მისთვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადათ 5%, 3 თვეში კი თანხა სრულად უნდა დაებრუნებინათ. შემდგომ სიტყვიერად შეთანხმდნენ და ვადა კიდევ 3 თვით გაგრძელდა. თუმცა მას შემდეგ, რაც პროცენტის გადახდა შეწყვიტეს, გაფორმდა მეორე ხელშეკრულება.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ-------–---მ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე პ-------------მ განმარტა, რომ ჰქონდა 3000 აშშ დოლარი და სურდა მისი გასესხება. 2013 წლის ზაფხულში დაურეკა ე-----–------- და უთხრა, რომ კონკრეტულ პიროვნებას ჭირდებოდა თანხა და შეეძლო გარანტად მიწის ნაკვეთის ჩადება. ნახა მიწის ნაკვეთი, რომლის მხოლოდ ნაწილი იყო შემოღობილი, ხოლო მ--–------------მ უთხრა, რომ დანარჩენი ნაწილიც მისი იყო და შეღობავდა. სულ მიწა იყო - 865 მ2. აღნიშნული ფართის იპოთეკით დატვირთვის სანაცვლოდ გაასესხა 3000 აშშ დოლარი და ე-----–------ იყო გარანტი, ყოველთვიურად მას მიუტანდნენ პროცენტს - 150 აშშ დოლარს. თავდაპირველად ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 3 თვე, თუმცა შემდეგ ზეპირი შეთანხმებით ვადა გააგრძელეს კიდევ 3 თვით. მას სემდეგ რაც თანხის დაგახდა აღარ ხდებოდა, მიწა გაფორმდა მოწმისა და კიდევ ორი იპოთეკარის მ----------------------–--ის და მ----- კ-----ს სახელზე, რომლებსაც საერთო ჯამში ჩადებული ჰქონდათ 18 000 აშშ დოლარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ-----------------მ განმარტა, რომ არის მ----- კ-----ს შვილი. დედამისმა 5000 აშშ დოლარი ასესხა მ--–------------ს. ამ უკანასკნელმა ვინაიდან ვერ შეძლო თანხის უკან დაბრუნება, შესთავაზათ მიწის ნაკვეთი. ამ პერიოდში მ------------ იმყოფებოდა სტამბულში, რის გამოც მოწმემ მოაწერა ხელი მიწის ნაკვეთის გაფორმებაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ-----------–----ემ განმარტა, რომ 2012 წლიდან მუშაობს ქ. ბათუმის საკრებულოს მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, მთავარ სპეციალისტად. კომისიის უფლება-მოვალეობაში შედის მოქალაქეთა მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება. მის უშუალო მოვალეობაში კი შედის კომისიისათვის ტექნიკური დახმარება, რაც გულისხმობს შემოსული დოკუმენტაციების დამუშავებას, კომისიისათვის წარდგენას, საკუთრების უფლების მოწმობების მომზადებას, მოქალაქეებისათვის კონსულტაციის გაწევას. 2013 წლის ივნისის დასაწყისში კომისიაში შევიდა გ------–----------ის განცხადება, პირადობის მოწმობა, მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი, შენობის აზომვითი ნახაზი და მოწმეთა თანხმობა, რომლის თანახმადაც განმცხადებელი გარკვეული წლების განმავლობაში ფლობდა და სარგებლობდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით, რომელიც მდებარეობდა ჩ-----ს ქუჩაზე №--ში და იყო დაახლოებით 800 მ2 მოცულობის. როგორც ყველა სხვა განცხადების შემთხვვეაში, კომისიის წევრების მიერ მოდხა ტერიტორიის დათვალიერება. კერძოდ, ადგილზე გასულები იყვნენ თავად, მ-----–--–------ი და ბ--------------–-ძე. ნაკვეთი იყო მართკუთხა ფორმის, ემიჯნებოდა გზას და კვეთდა მას. დათვალიერების შემდეგ საკითხი განიხილეს კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ თავმჯდომარე - მ-----–--–------ი; ასევე ბ-----------–----ე, ბ--------------–-ძე, გარემოს დაცვის წარმომადგენელი - ა--------------–---, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი - ი---------------ე და ბათუმის საკრებულოს წარმომადგენელი - გ------------ე. საკითხის განხილვისას მოწმემ აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა გზის ნაწილთან დაკავშირებით საკითხის გადამოწმება, თუმცა მ-----–--–------ისა და ბ--------------–-ძის განმარტებით, დოკუმენტაცია სრულყოფილი იყო და მოწმეებიც ადასტურებდნენ, რომ განმცხადებელი აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ფლობდა 1992 წლიდან. ა--------------–---მ ჩათვალა, რომ რადგან ბათუმის მერიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, საკითხის განხილვა შეჩერებულიყო, მას ასევე სურდა პირადად დაეთვალიერებინა მიწის ნაკვეთი. ი---------------ემ კი განაცხადა, რომ გადაამოწმებდა - სამინისტროს ხომ არ ჰქონდა რაიმე ინტერესი ნაკვეთის მიმართ. გ-------------ის განმარტებით, თუ უმრავლესობა დაუჭერდა მხარს, ისიც თანახმა იქნებოდა, მხარი დაეჭირა საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის. მოგვიანებთ ი---------------ემ განაცხადა, რომ არ არსებობდა არანაირი პრობლემა და შესაბამისად, საკითხი გადაწყდა დადებითად. სხდომის წევრებმა ოქმზე ხელი მოაწერეს და გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე დღეში გაიცა საკუთრების მოწმობა, რომელსაც ხელი მოაწერა მ-----–--–------მა და დამოწმდა კომისიის ბეჭდით. მოწმემ მიუთითა, რომ ოქმს და საკუთებრის მოწმობას ამზადებდა პირადად, მის სამუშაო კომპიუტერში, რომელსაც შემდეგ ეცნობოდნენ კომისიის წევრები და საბილოოდ თავმჯდომარე აწერდა ხელს. დოკუმენტების შედგენასთან და მათზე თარიღის მითითებასთან მ-----–--–------ს არანაირი შეხება არ ჰქონია. კონკრეტულ შემთხვევაში ოქმი შეიკრა რამდენიმე დღეში და მოეწერა ხელი, შესაბამისად, შეიქმნა მოწმობაც და მოეწერა ხელი. რამდენიმე თვის შემდგომ, ბ--------------–-ძემ თქვა, რომ უნდა მომხდარიყო ზემოდხსენებული საკითხის გადახედვა და კანონიერების შესწავლა. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სადავო მიწის ფართობზე გაუქმებულიყო საკუთრების უფლება, რასაც მ-----–--–------მა არ დაუჭირა მხარი და არც ოქმს მოაწერა ხელი. ეს უკანასკნელი არ იყო თანახმა საკუთრების უფლების გაუქმებაზე, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, არამედ არ სურდა არცერთი საკითხის ხელმეორედ განიხილვა. მოწმის განმარტებით, საკუთრების უფლების გაუქმების აქტში ჩაიწერა, რომ მოწმობის ბათილად ცნობა მოხდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც აღიარებას არ ექვემდებარება მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენს სავალ ნაწილს, გზას, ტროტუარს და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში საკუთრების უფლების ბათილად ცნობის ორი საფუძველი არსებობდა, ერთი, რომ დარეგისტრირებული ფართობი გზის სავალ ნაწილს ფარავდა და მეორე - ის, რომ კანონში მითითებულ შენობა-ნაგებობის განმარტებას არ აკმაყოფილებდა იქ არსებული ფიცრული, მიუხედავად იმისა, რომ იქ საწოლი და მაგიდა იყო და ცხოვრობდა გ------–-----------, ვინაიდან შენობას არ ჰქონდა საძირკველი და არ იყო მყარად ნაშენები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ-------------------–---მ განმარტა, რომ 2013 წელს იყო ქალაქ ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრი. კომისიაში შედიოდა მოქალაქის განაცხადება მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, რის შემდეგაც კომისიის წევრები სრული ან არასრული შემადგენლობით გადიოდნენ და ეცნობოდნენ ადგილს. გ------–----------ის მიწა დაათვალიერეს უშუალოდ მან, მ-----–--–------მა და ბ-----------–----ემ. ეს იყო შემოღობილი ტერიტორია, საცხოვრებლად უვარგისი ხის შენობით. გ------–----------ის მიერ კომისიის წინაშე წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა მეზობლების დასტური, რომ კონკრეტული პირები 20 წელი სარგებლობდნენ მიწით, შესაბამისად ჩათვალეს, რომ მოთხოვნა არ იყო კანონთან წინააღმდეგობაში და მოხდა მასზე საკუტრების უფლების გაცემა. ამის შემდეგ მთავრობის აპარატში მივიდა იურიდიული სამსახურის უფროსი ჯ--–-------ა, რომელმაც უთხრა აღნიშნული და კიდევ სხვა რამდენიმე მიწის ნაკეთთან დაკავშირებით არსებული პრობლემის შესახებ. კერძოდ, პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო განათების ბოძები, რასაც დათვალიერებისას არ დააკვირდა, ასევე მიწას ქუჩასთან ჰქონდა კავშირი. მოიწვიეს კრება და გადაწყვიტეს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, რასაც მ-----–--–------ი არ დაეთანხმა და არც ახლადმიღებულ გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. იგი თვლიდა, რომ პირველი რეგისტრაცია იყო სწორი. მოწმემ განმარტა, რომ მას როგორც - კომისიის წევრს, უნდა სცოდნოდა კანონები, თუმცა დეტალურად, იურიდიულ დონეზე არ იცოდა, რადგან იურიდიულ საკითხებს ამზადებდა იურისტი. ამასთან, ვიანიდან მ-----–--–------ი იყო პროფესიონალი, თვითონაც იფიქრა, რომ სწორი იყო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა--------------–---მ განმარტა, რომ მუშაობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიწის მართვის სამსახურში მთავარ სპეციალისტად და 2012 წლიდან პარალელურად იყო საკუთრების აღიარების კომისიის წევრი. იგი 2013 წლის 11 ივლისს ესწრებოდა გ------–----------ის განცხადების განხილვის კომისიის სხდომას. განმცხადებელ წარმოდგენილი ჰქონდა მიწის ნაკვეთის აზომვითი საკადასტრო ნახაზი, მოწმეების ჩვენებები, ასევე გადაფარვის ცნობა საჯარო რეესრტიდან, სადაც აღნიშნული იყო, რომ ნაკვეთი გადაფარული არ იყო. ნაკვეთზე დასათვალიერებლად გასულები იყვნენ - მ-----–--–------ი და ბ--------------–-ძე და თქვეს, რომ ნაკვეთი აკმაყოფილებდა აღიარების კრიტერიუმებს. კომისიის წევრები იყვნენ: კომისიის მაშინდელი თავჯდომარე - მ-----–--–------ი, მოადგილე - ბ-------------------–---, გ-------------ე, ი---------------ე და თავად მოწმე. ბაკური ბოლქვაძემ, რომელიც ტექნიკურ დახმარებას უწევდა კომისიას, აღნიშნა, რომ შესაძლოა ნაკვეთი კვეთდა საზოგადოებრივ სივრცეს. ა--------------–---საც გაუჩნდა ეჭვი და დააყენა საკითხი, გადამოწმებულიყო არქიტექტურული, ურბანული და სივრცითი მოწყობის სამსახურში, რაზეც კომისიის სხვა წევრები დაეთანხმნენ. შესაბამისად, გადაიდო სხდომა. ამის შემდეგ ბაკური ბოლქვაძემ უთხრა, რომ ხელი ჰქონდა მოსაწერი ოქმზე. მის კითხვაზე, გადამოწმდა თუ არა ზემოთ ხსენებული საკითხი, ბაკურმა უპასუხა, რომ სივრცითი მოწყობის ცენტრში არ გადამოწმებულა, შესაბამისად, ა--------------–---მ არ მოაწერა ხელი. მოწმემ დაადასტურა, რომ 2013 წლის 11 ივლისის ოქმი №8 არის სწორედ ის ოქმი, რომელი წარუდგინა ბაკურმა და რომელზეც არ მოაწერა ხელი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------------ემ განმარტა, რომ 2013 წელს იყო ქალაქ ბათუმის საკრებულოს წევრი, იურიდიული, საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე და ამასთანავე საკუთრების აღიარების კომისიის წევრი. საკუთრების აღიარებასთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე კომისიის წევრები ადგილზე ათვალიერებენ ტერიტორიას, იხილავდნენ დოკუმენტაციას და წყვეტენ საკითხს - მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებისათვის ძირითადი კრიტერიუმები, რითიც ხელმძღვანელობდნე იყო ის, რომ მიწის ფართზე არსებობდა კაპიტალური შენობა, რომელიც აშენებულია 2007 წლის შემდეგ და განკარგავს კონკრეტული პირი, მიწის ფართი არ იყო ქალაქის თვითმმართველობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში და არ ეწინააღმდეგებოდა გარემოს დაცვის მოთხოვნებს. 2013 წელს გ------–----------ის განცხადების განხილვისას, უნდა გადაწყვეტილიყო ჩ-----ს ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის აღიარების საკითხი, თუმცა სხვადასხვა არგუმენტების გამო კომისიამ გადაწყვიტა საკითხი გადაეცათ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის, რათა დადგენილიყო, სახელმწიფოს ხომ არ ჰქონდა პრეტენზია კონკრეტულ მიწის ფართზე. შესაბამისად, სხდომა გადაიდო. მოგვიანებით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ გასცა მიწის ნაკვეთის აღიარების ცნობა. მოწმემ ამ გადაწყვეტილებას მოიწერა ხელი იმის გამო, რომ სამინისტროდან იყო თანხმობა. მოგვიანებით, როგორც ბ-------------------–---მ მოახსენათ, მთავრობის აპარატიდან მივიდა შეტყობინება, რომ რამდენიმე მიწის ფართზე იყო უზუსტობები. საჭირო იყო კომისიის წევრების ხელახლა შეკრება და საკითხების უკეთ შესწავლა. მას შემდეგ რაც კომისიამ ხელახლა შეისწავლა საკითხი, აღმოჩნდა, რომ ფართი გ------–----------------ის მიკუთვნებული ფართი კვეთდა ქუჩის ნაწილს და იყო გარე განათების ბოძთან ახლოს, შესაბამისად, კომისიამ გააუქმა ფართის აღიარების გადაწყვეტილება. მოწმემ დაადასტურა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მ-----–--–------ს ჰქონდა თავისი მოსაზრება, რომლის შინაარსიც არ ახსოვს. მისი განმარტებით, კომისიის წევრებს შორის არის სხვადასხვა მოსაზრებები, თუმცა მ-----–--–------ს არც უთხოვია და არც წინააღმდეგობა გაუწევია აღნიშნული მიწის დაკანონებასთან დაკავშირებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი---------------ემ განმარტა, რომ 2013 წლის ივლისში მუშაობდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზირების დეპარტამენტის, პრივატიზირების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. ამასთანავე, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარდგინებით იყო ბათუმის აღიარების კომისიის წევრი. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებისათვის ძირითადი კრიტერიუმები, რითიც ხელმძღვანელობდნენ, იყო ის, რომ პირი 2008 წლამდე ფლობდა და სარგებლობდა მიწის ნაკვეთით, ნაკვეთზე იყო კაპიტალური შენობა და სახელწიფო საკუთრებასთან არ იყო თანხვედრაში. გ------–----------ის განცხადება განიხილეს ივლისის თვის კომისიის სხდომაზე, შესაბამისი პირების - მ-----–--–------ის, ბ--------------–-ძის და ბაკური ბოლქვაძის მიერ დათვალიერების დროს არ გამოვლინდა რაიმე სახის ხარვეზი და კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მიწის ნაკვეთზე გ------–----------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ამასთან, მოწმის მიერ გადამოწმებული იქნა - ხომ არ იყო ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაში და დადგინდა, რომ ქონება გაყიდული იყო 2006 წელს. ამიტომ ჩათვალა, რომ პრობლემა არ უნდა ყოფილიყო და ის სახელმწიფო ტერიტორიას არ კვეთდა. თუმცა 2 თვის შემდეგ კომისიის სხდომაზე ბ--------------–-ძემ წარმოადგინა სახელმწიფოს რეკომენდაცია, რომ იყო ხარვეზები, რაც აღიარებული ნაკვეთის გაუქმებას გამოიწვევდა. კერძოდ, გ------–----------ის ნაკვეთზე განთავსებული იყო გარე განათების ბოძები, საკანალიზაციო ჭა და კვეთდა ქუჩის ნაწილს, კანონით კი ასეთი ნაკვეთის აღიარება არ ხდება. შესაბამისად, კომისიამ გააუქმა საკუთრების უფლების აღიარება. ი---------------ემ დაადასტურა, რომ კომისიას, რომელმაც გამოსცა აქტი, შეუძლია აქტის გაუქმება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ-----------------ამ განმარტა, რომ 2013 წელს იყო ქალაქ ბათუმის ვიცე-მერის მოვალეობის შემსრულებელი და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრი. გ------–----------ის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს ის არ იყო კომისიის წევრი, თუმცა შემდგომში ცნობილი გახდა, რომ გ------–----------ის საკითხზე ხარვეზი იყო, რასთან დაკავშირებითაც შეიკრიბნენ კომისიის წერები და იმსჯელეს აღნიშნულ საკითხის ბათილობის შესახებ. აღნიშულ სხდომას ესწრებოდა დაახლოებით 6-7 კაცი, მათ შორის - მ-----–--–------ი, ბ--------------–-ძე, ასევე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი. მოწმემ მხარი დაუჭირა საკუთრების უფლების ბათილად ცნობას, ვინაიდან მიწის ნაკვეთი ფარავდა საზოგადოებრივ სივრცეს. 2013 წლის 9 ოქტომბრის №13 ოქმზე, რომლითაც გაუქმებულია დუმბაძის საკუთრების უფლება, მოწმე ადასტურებს, რომ არის მისი ხელმოწერა. მ-----–--–------ის ხელმოწერა არაა აღნიშნულ ოქმზე, ვინაიდან ის არ უჭერდა მხარს საკუთრების უფლების გაუქმებას.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ-----------მ და დამატებით განმარტა, რომ მ-----–--–------ს რაიმე ზეწოლა არ განუხორციელებია, არც რაიმე უთხოვნია, როდესაც აუქმებდნენ საკუთრების აღიარების გადაწყვეტილებას. კომისიის ყველა წევრი ინდივიდუალურადაა პასუხისმგებელია თავის გადაწყვეტილებაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–------------ემ განმარტა, რომ 2011 წლის მარტიდან, 2014 წლის აგვისტომდე მუშაობდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2014 წლის იანვარში რეზოლუციით დაეწერა მომართვა, რომლითაც მოთხოვნილი იყო ინფორმაცია კონკრეტულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. წერილი თავის მხრივ განსახილველად დააწერა ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ურბანული განვითარების განყოფილებას, რომლის ხელმძღვანელიც იყო მ------------–---–ი. არსებული მონაცემების საფუძველზე მომზადდა შესაბამისი საპასუხო წერილი. კერძოდ, მ------------–---–მა აჩვენა 2008 წელს ბათუმის მერიის დაკვეთით შედგენილი ქუჩების შესაბამისი სქემატური რუქა, მიწის ნაკვეთი, რომელიც მითითებული იყო ანტიკორუფციული სამსახურის წერილში. რუქაზე შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ გ------–----------ის მიწა ფარავდა ქუჩის ნაწილს, ხეებს, განათების ბოძებს და საკანალიზაციო ჭას. საპასუხო წერილის მომზადებისას იხელმძღვანელეს იმ დროისთვის მათ ხელთ არსებული მონაცემებით, რომელიც მოცემული იყო 2008 წელს შედგენილ დოკუმენტში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე------------–---მ განმარტა, რომ მუშაობს ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში საქალაქო ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2014 წლის იანვარში სამსახურის უფროსის რეზოლუციით დაეწერა კორესპონდენცია, რათა დაედგინა ამჟამად ალ. ჩ-----ს ქუჩაზე არსებული გ------–----------ის ნაკვეთისა და ქუჩის კვეთის ფაქტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ჯერ განახორციელა არქიტექტურის სამსახურში დაცულ პროგრამაში ელექტრონული შედარება, შემდეგ კი მ------------–---–თან ერთად დაათვალიერა კონკრეტული ადგილი, როგორც თავლით, ასევე ხელსაწყოს გამოყენებით. აზომვისას აღმოჩნდა, რომ 865 მ2 მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ კვეთდა ქუჩას, ასევე, ორი ელექტრო ბოძი ნაწილობრივ კვეთდა საკანალიზაციო-სანიაღვრე ქსელს, ნანახი იქნა ასევე საკანალიზაციო ჭაც. ღობის შიგნით ტერიტორიაზე ხეების გარდა იყო შენობა-ნაგებობის ნანგრევები. ქუჩა იყო ცალმხრივად გადაკეტილი, ამორტიზირებულ მდგომარეობაში, თუმცა საფეხმავალო გადაადგილებისათვის საკმარისი. მოწმის განმარტებით, ტროტუარი არის სახელმწიფო საკუთრება და კანონის თანახმად მისი დაკანონება დაუშვებელია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქუჩის კვეთა დაფიქსირდა და მისი საკუთრებაში გადაცემა დაუშვებელი იყო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ქ. ბათუმის მერიის დაგეგმარებისა და ურბანული განვითარების განყოფილების უფროსმა მ------------–---–მა, ქ. ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ა---------–----------მ და ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე თ---------------ემ დაადასტურეს მოწმეების ი-----–------------ის და ედნარ აბულაძის ჩვენებები და ანალოგიური ხასიათის ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---------------- განმარტა, რომ 2014 წელს ეკავა ქ.ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსის პოზიცია. საკრებულოს აპარატმა აღიარების კომისიას შიდა ბრძანებით დაუნიშნა იურისტი, რომელიც კომისიის საქმის წარმოების საკითხებს არეგულირებდა, როდესაც შედიოდა მოქალაქის განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თხოვნით. განცხადება ჯერ ტარდებოდა საკრებულოს აპარატის კანცელარიაში, რომელიც გადაეცემოდა აღიარების კომისიის თავჯდომარეს და შემდეგ უკვე აპარატის იურისტის მეშვეობით მოწმდებოდა, რამდენად სრულყოფილად ქონდა მოქალაქეს წარმოდგენილი დოკუმენტაცია. აღიარების კომისიასთან შემხებლობა ჰქონდა მხოლოდ აპარატის იურისტს - ბ-----------–----ეს. როდესაც საგამოძიებო ორგანომ ითხოვა საკრებულოში არსებული გ------–-----------სთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, საკრებულოს თავჯდომარემ შესრულება დაავალა მას. მან კი თავის მხრივ, საქმის შესრულება დაავალა ბ-----------–----ეს. ამ უკანასკნელმა ამოიღო გ------–----------ის განცხადება, მიწის საკადასტრო ნახაზი და ყველა სხვა დოკუმენტაცია, რომლებიც გადაეცა საგამოძიებო ორგანოს. მოგვიანებით გამოძიებას გადასცეს ასევე ოქმი №13.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა გ----------------–---–-------–---------–-----------------------–----ამ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიები და საპროცესო მოქმედებათა სისწორე და კანონიერება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------------მ განმარტა, რომ 2006 წლიდან მუშაობს მიწისა და აზომვითი ნახაზების მომზადებაში. 2014 წელს მას გამომძიებელმა მიმართა აზომვითი ნახაზის შესადგენად და აჩვენა ტერიტორია. ხელსაწყოებით აზომა შემოღობილი ნაკვეთი, რომლის ფართობიც მისი ნახაზით იყო 477 მ2, ხოლო საჯარო რეესტრის ამონაწერით 805 მ2. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო 17 მ2 ფიცრული შენობა, რომელიც საცხოვრებლად და სავაჭროდ არ გამოდგებოდა. მოწმის მითითებით, მიწის ნახევარი რკინის ბადით იყო შემოღობილი, ნახევარი კი ფიცრებით და ძაფებით. ტერიტორიის გარეთ იყო ძველი დანგრეული გზა.

 

2013 წლის 29 მარტის თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ი-----–------–--–---–ის განკარგულების თანახმად, მ-----–--–------ი იყო ბათუმის საკრებულოს წევრი - კომისიის თავმჯდომარე.

 

2013 წლის 3 ივნისის სანოტარო აქტით დადგენილია, რომ გ-------------- და რ-------------------ი თანხმობას აცხადებენ გ------–-----------მ დაირეგისტრიროს ინდივიდუალურ საკუთრებაში და სამართლებრივ რეგისტრაციაში გაატაროს აზომვითი ნახაზის მიხედვით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 863 მ2 და შენობა ნაგებობის ფართი 12 მ2, მდებარე ბათუმი, ჩ-----ს ქ. N--ის მიმდებარედ, რომელსაც ფლობს და სარგებლობს 1993 წლიდან.

 

2013 წლის 11 ივლისის ოქმი N--ის თანახმად, თუ გ------–----------ის მიერ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N5-- ბრძანებულებით განსაზღვრულ პირობებს, ის ითვლება ბათუმში, ალ. ჩ-----ს ქ. N--ის მიმდებარედ მდებარე 863 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებლად, რომელზეც განთავსებულია 17,6 კვ.მ. შენობა. მისი მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას. ოქმი ხელმოწერილია მ-----–--–------ის, ბესარიონ ჭოხონელიძის, გ-------------ის და ი----- ზ-------ს მიერ.

 

2013 წლის 15 ივლისის საკუთრების უფლების მოწმობა N2----ის თანახმად, გ------–-----------ს ეძლევა საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ფართობით 863 მ2, შენობა-ნაგებობა ფართობით - 17,60 მ2.

 

2013 წლის 16 ივლისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ბათუმში, ალ. ჩ-----ს ქ. N--ის მიმდებარედ გ------–----------- არის 865 მ2 ნაკვეთის მესაკუთრე.

 

2013 წლის 24 ივლისის უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით, გ------–----------- ყიდის, ხოლო მ------------, მ----------------------–--ე და პ------------- ყიდულობს გ------–----------ის საკუთრებაში არსებულ ბათუმში, ალ. ჩ-----ს ქ. N--ის მიმდებარედ არსებულ 865,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებული 17,60 კვ.მ. შენობა-ნაგებობით.

 

2013 წლის 24 ივლისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, მ------------, მზევინარ თავარქთილაძე და პ------------- არიან მესაკუთრეები ალ. ჩ-----ს ქ. N--ის მიმდებარედ არსებულ 865 მ2 ნაკვეთისა, შენობა-ნაგებობა 17,60 მ2.

 

2013 წლის 9 ოქტომბრის ოქმი N13-ის თანახმად, კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა: მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი კომისიის მიერ გ------–-----------ზე 2013 წლის 15 ივლისს გაცემული N2--- საკუთრების უფლების მოწმობა. ოქმი ხელმოწერილია: ბ-------------------–------------------------ას, გ-------------ის, ი----- ზ-------ს, რ-----------ს მიერ, ხოლო მ-----–--–------ის ხელმოწერის ადგილი არის ცარიელი.

 

2014 წლის 9 იანვრის საქართველოს შსს ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის ა/რ რეგიონალური მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამშრომელ ზ. სიხარულიძის პატაკის თანახმად, გ------–----------ის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის მიზნით, საკუთრების აღიარების კომისიასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა კომისიასთან გარიგებაში მყოფი ბათუმის საკრებულოს ზოგიერთი წევრი და სხვა თანამდებობის პირები. საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ ადგილზე გასვლის შედეგად დააკმაყოფილა გ------–----------ის მოთხოვნა, ისე, რომ არ გაითვალისწინა საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“. კერძოდ ის, რომ მიწის ნაკვეთი მოქცეულია ქუჩის საზღვრებში, მასზე ფიქსირდება ხეები, განათების ბოძები, საკანალიზაციო-წყალმიმღები ჭა და ნაწილობრივ იკვეთება სანიაღვრე-საკანალიზაციო ქსელი, რის გამოც აკრძალულია მიწის ფართის გასხვისება. პატაკის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე ზ----------------–---მ

 

2014 წლის 10 იანვრის ბათუმის მერის ჯ----–--------ს წერილის თანახმად, ბათუმში, ალ. ჩ-----ს ქუჩაზე ამჟამად კერძო საკუთრებაში არსებული 865 მ2 მიწის ნაკვეთი მოქცეულია ქუჩის საზღვრებში. დღეის მდგომარეობით ამავე მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ბოძები, ხეები, საკანალიზაციო-წყალმიმღები ჭა და ნაწილობრივ იკვეთება საკანალიზაციო-სანიაღვრე ქსელი.

 

2014 წლის 10 იანვრის ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის ი-----–------------ის წერილის თანახმად, ბათუმში, ალ. ჩ-----ს ქუჩაზე ამჟამად გ------–----------ის საკუთრებაში არსებული 865 მ2 მიწის ნაკვეთი მოქცეულია ქუჩის საზღვრებში და მასზე ფიქსირდება ხეები და განათების ბოძები.

 

2014 წლის 10 იანვრის ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ა---------–---------ის წერილის თანახმად, ბათუმში, ალ. ჩ-----ს ქუჩაზე არსებული 865 მ2 მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ მოქცეულია ქუჩის საზღვრებში და მასზე განლაგებულია ხეები, გარე განათების ორი ბოძი, საკანალიზაციო-წყალმიმღები ჭა, ასევე ნაწილობრივ იკვეთება სანიაღვრე-საკანალიზაციო ქსელი.

 

2014 წლის 20 იანვრის ადგილმდებარეობის დათვალიერების ომის თანახმად, დათვალიერდა ალ. ჩ-----ს ქ. N--ის მიმდებარე ტერიტორია, ქუჩა არის ამორტიზებული. გ------–----------ის მიწის ნაკვეთი არის ნაწილობრივ შეღობილი. მიწის ნაკვეთის შეღობილი ნაწილი იჭრება ქუჩის სავალ ნაწილზე ქუჩის საზღვრებში. შემოღობილი მიწის ნაკვეთის შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს შიგნით განთავსებულია ერთი განათების ბოძი, მარცხენა მხარეს მიწის ნაკვეთის შემოუღობავ ნაწილში განთავსებულია მე-2 განათების ბოძი. ნაკვეთზე მიწიდან რამდენიმე ადგილას ჩანს ძველი ტროტუარის და ბორდიულის ნარჩენები, ასევე შემოღობილ ნაწილში მიწაში გადის სანიაღვრე-საკანალიზაციო ქსელი.

 

2014 წლის 5 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ყადაღა დაედო მ----- კ-----ს, მ----------------------–--ის და პ-------------ს საკუთრებაში არსებულ 865,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებული 17,60 კვ.მ. ნაგებობით, მდებარე ბათუმში, ალ. ჩ-----ს ქ. N--ის მიმდებარედ.

 

2014 წლის 11 მარტის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დასკვნის თანახმად, 2013 წლის 15 ივლისით დათარიღებულ საკუთრების უფლების N2--- მოწმობაზე გრაფაში „კომისიის თავმჯდომარე“ და თვითმმართველი ქალაქის ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2013 წლის 11 ივლისის N- ოქმის ბოლო გვერდზე გრაფაში „ქ. ბათუმის საკრებულოს წარმომადგენელი (კომისიის თავმჯდომარე)“ მ-----–--–------ის სახელის გასწვრივ შესრულებული ხელმოწერები შესრულებულია მ-----–--–------ის მიერ.

 

2014 წლის 18 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ქალაქ ბათუმში, ალ. ჩ-----ს ქუჩა N--ის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N0-----------) 1 კვ. მეტრის საბაზრო ღირებულება 2013 წლის ივლისის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 100 აშშ დოლარს. შესაბამისად, რეგისტრირებული 865,00კვ. მეტრის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 86500,00 აშშ დოლარს, რაც ეროვნული ბანკის ვალუტის გაცვლითი კურსის (www.nbg.gov.ge 1 აშშ დოლარი = 1,6549 ლარი/საშუალოდ 2013 წლის ივლისი/) შესაბამისად შეადგენდა 143149,00 (ასორმოცდასამიათასასორმოცდაცხრა) ლარს. დასკვენის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნ---------------–---მ და დამატებით განმარტა, რომ კვლევა ჩატარდა შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით შედარების მეთოდით. ინსპექტირების პერიოდში აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე იყო შენობა-ნაგებობა, მაგრამ როდესაც გამომძიებელმა დადგენილება გადაგზავნა, შეფასების ობიექტს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთი, როგორც ვაკანტური ტერიტორია. მას ევალებოდა 865 მ2 ღირებულების შეფასება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლეული იქნა ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული კრებსები. ასევე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დისკი, რომელზეც ასახულია სადავო ნაკვეთის დათვალიერების პროცესი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მ-----–--–------მა განმარტა, რომ 2013 წლიდან მუშაობდა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე. კომისიის წევრებს შორის იყვნენ ეკონომიკის სამინისტროს და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც. კომისიის წინაშე განსახილველ საკითხს თავმჯდომარე დამოუკიდებლად არ წყვეტს, ყოველი წევრი გამოთქვამდა თავის აზრს და გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღებოდა. მათ წინაშე გ------–-----------მ წარადგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია და ითხოვა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთი მასთან ერთად დაათვალიერეს ადგილზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ბ-------------------–---მ და ბ-----------–----ემ. დაახლოებით 800 მ2 ნაკვეთს ეტყობოდა, რომ ადამიანი ცხოვრობდა, იყო 30 ძირამდე დიდი ხე, ასევე ნაგებობა, რომელიც ქმნიდა დახურულ სივრცეს და აკმაყოფილებდა კანონში მითითებულ ნაგებობის განმარტებას. მ-----–--–------მა განმარტა, რომ ნაკვეთზე საკანალიზაციო ჭები არ უნახავს, მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ოთხი ჭა, ნაკვეთზე იყო 2 ძველი - უფუნქციო განათების ბოძი, რომლებიც მიიჩნია, რომ იყო ციტრუს-კომბინატის დროს დაყენებული განათების ბოძები. მიწის ნაკვეთის დასათვალიერებლად ადგილზე არავინ დახვედრიათ და გ------–----------ის განმარტება, რომ ის კომისიის წევრებს დახვდა ნაკვეთზე, სავარაუდოდ ეხება ნაკვეთზე კომისიის წევრების მეორედ მისვლის ფაქტს, რა დროსაც თავად არ იმყოფებოდა. მან (მ-----–--–------მა) და ბ--------------–-ძემ მხარი დაუჭირეს საკითხის დადებითად გადაწყვეტას, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა - ი---------------ემ და ბათუმის საკრებულოს წარმომადგენელმა - გ-------------ემ განაცხადეს, რომ არ ყოფილან ობიექტზე. კომისიაზე გადაწყდა, რომ ი----- ეკონომიკის სამინისტროში გადაამოწმებდა - ხომ არ იყო რაიმე პრობლემა ნაკვეთთან დაკავშირებით, გ-------------ემ კი თქვა, რომ თუ არ იქნებოდა პრობლემა, ისიც მისცემდა ხმას საკითხის დადებითად გადაწყვეტაზე. შემდეგ ბ-----------–----ემ უთხრა, რომ ი-----მ გადაამოწმა სამინისტროში ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია. მანვე მიუტანა კომისიის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი, გამზადებული ოქმი და სთხოვა ბეჭდის დარტყმა. კომისიამ გასცა აღნიშნულ პიროვნებაზე საკუთრების უფლების მოწმობა. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გ------–----------ის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემაზე იყო კანონიერი, კომისიის დადებით გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა მხოლოდ ანზორი. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მასთან მივიდა ბ-------------------–--- და უთხრა, რომ მთავრობისაგან მიღებული დავალების თანახმად, 6 თუ 7 საქმეზე საკუთრების უფლების ბათილად ცნობა უნდა მომხდარიყო. საკუთრების უფლების ბათილად ცნობის კონკრეტული საფუძვლები მას არ განუმარტავს. მოიწვიეს კომისიის სხდომა, რომელზე დამსწრე კომისიის წევრებსაც საერთოდ არ მიუღიათ საკუთრების უფლების აღიარებაში მონაწილეობა, არც მიწის ნაკვეთის დასათვალიერებლად ყოფილან. სხდომა მის გარეშე ჩატარდა. როდესაც ბ-----------–----ემ მიუტანა საკუთრების უფლების გაუქმების სხდომის ოქმი, მას არც კი წაუკითხავს, ავიდა საკრებულოს თავმჯდომარესთან და მოახსენა მომხდარი, მან კი უთხრა, რომ მართალი იყო და უსაფუძვლოდ არ უნდა მოეწერა ხელი. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ გ------–----------- და მ--–------------ გაიცნო 12 მაისს სასამართლო სხდომაზე, მანამდე მათთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გ------–-----------მ განმარტა, რომ 23 წელია ცხოვრობს ბათუმში, მ-------------------- მდებარე ახლობლის სახლში. როგორც მაიაკოვსკის ქუჩის მაცხოვრებლებს, ასევე მასაც განაწილებული აქვთ ა-–-----------------ს ქუჩაზე მდებარე ნაკვეთები. გ------–----------ის განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთიდან მეზობლის დახმარებით გაიტანა რვა მანქანა ნაგავი, დარგო ნერგები და უვლიდა. ჯერ კიდევ 22 წლის წინ ააშენა ფიცრული და ღამესაც იქ ათევდა. მიწის ნაკვეთი თავიდან 400 მ2 იყო, შემდეგ გააფართოვა და ახალ ათვისებულ ტერიტორიაზე დარგო თხილი. მეზობლებს პროტესტი არ გამოუთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ მიწის ნაკვეთით სარგებლობდა. მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ შეეძლო დაერეგისტრირებინა ის მიწის ნაკვეთი, რომლსაც ფაქტობრივად ფლობდა, მერიაში შეიტანა განცხადება. მიწის ნაკვეთის დასათვალიერებლად მერიის წარმომადგენლებს დახვდა ადგილზე მეზობელთან ერთად. როდესაც მოხდა ზემოაღნიშნული ფართობის მის სახელზე დარეგისტრირება, გადაწყვიტა იპოთეკით დაეტვირთა და აეღო სესხი 3 წლის ვადით. დაახლოებით 7 თვე იხდიდა პროცენტს. ხოლო როდესაც ვეღარ შეძლო თანხის გადახდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობისამებრ მიწის ნაკვეთი გადაუფორმა მევახშეს. მას და მის შვილ - მ--–------------ეს არ ჰქონია არანაირი ნაცნობობა მ-----–--–------თან და ის პირველად ნახა სასამართლოში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მ--–------------მ განმარტა, რომ 1993 წლიდან ცხოვრობს ნათესავის ბ---–-------------------ში. სახლის უკან ჩ-----ს ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე იყო ნაგავსაყრელი, რომელიც გ------–----------ისა და მეგობრების დახმარებით გაასუფთავა, მძიმე ტექნიკით მოასწორა და გააკეთა პატარა ფიცრული. შემდეგ გააკეთა შენობა და გახსნა ლუდის ბარი. თავიდან მიწის ნაკვეთი პატარა იყო, შემდეგ რ-------------------თან და სხვა მეზობლებთან ერთად საერთო სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის დათმობა სთხოვა თანამფლობელებს, რომლებიც დათანხმდნენ. ამის შემდეგ მერიაში გაარკვია, რა დოკუმენტები იყო საჭირო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის. გააკეთა გადაფარვის ცნობა, მეზობლების რობერტი ტუმასიანის და გ-------------ის ნოტარიული თანხმობა და აზომვითი ნახაზი, რომლებიც მიიტანა მერიაში. დარეგისტრირების შემდეგ კი გადაწყვიტა, იპოთეკით დაეტვირთა მიწის ნაკვეთი. ამ მიწის უზრუნველყოფით სესხად მიიღო 18 000 აშშ დოლარი და ვინაიდან ვეღარ მოახერხა ვალის უკან დაბრუნება, მიწის ნაკვეთი გადავიდა მევახშის საკუთრებაში. მ--–-----------ის განმარტებით, ამ ტერიტორიაზე არასოდეს ყოფილა გზა ან ტროტუარი და არც კანალიზაციის მილები გადის. მიწის ნაკვეთზე ჰქონდა კრამიტით გადახურული კაპიტალური შენობა, სადაც წყალი და კანალიზაცია თვითონ გაიყვანა.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები გახლავთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელთა შეფასების საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულების - მ--–-----------ის, გ------–----------ის და მ-----–--–------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით. განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

რაც შეეხება მტკიცებულებების შეფასებას, აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია შემდეგი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი კი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი და ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულების მ--–-----------ის და გ------–----------ის მიერ ბრალად წარდგენილ ქმედებების ჩადენას. რაც შეეხება მ-----–--–------ს, პალატა მიიჩნევს, რომ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთანალიზიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას მ-----–--–------ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ მ-----–--–------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა; სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულს და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის.

 

პალატა პირველ რიგში განმარტავს, თუ რა გარემოებების გამო მივიდა დასკვნემდე, რომ არსებობს მ--–--------------------------–----------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტების გაზიარებისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით თაღლითობა განმარტებულია როგორც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. კერძოდ, ქონების დაუფლების ან მასზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რისი მეშვეობითაც ახორციელებს დამნაშავე ძირითად მოქმედებას. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება, რაც განსახილველ შემთხვევაში გამოვლენილი იქნა მტკიცებლებათა შეფასების შედეგად.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ზემოაღნიშნული ნორმა ამოქმედდა 2007 წლის ივლისის თვეში.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი, ასევე თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები.

 

სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 10 იანვრის ბათუმის მერის ჯ----–--------ს, ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის ი-----–------------ის და 2014 წლის 10 იანვრის ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ა---------–---------ის წერილების თანახმად, ბათუმში, ალ. ჩ-----ს ქუჩაზე მდებარე გ------–----------ის საკუთრებაში არსებული 865 მ2 მიწის ნაკვეთი მოქცეულია ქუჩის საზღვრებში და მასზე ფიქსირდება ხეები და განათების ბოძები. დღეის მდგომარეობით, ამავე მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ბოძები, ხეები, საკანალიზაციო-წყალმიმღები ჭა და ნაწილობრივ იკვეთება საკანალიზაციო-სანიაღვრე ქსელი. აღნიშნული წერილებით დადგენილი ინფორმაცია დასტურდება 2014 წლის 20 იანვრის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით და ასევე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრების ჩვენებებით.

 

საქმის არსებითი განხილვისას გამოკვეული მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადასტურებულია, რომ მ--–------------ს დაუფლებულ ფართობზე არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა. მიუხედავად იმისა, რომ იგი საცხოვრებლად იყენებდა სადავო ფართობზე არსებულ ნაგებობას, იგი ვერ ჩაითვლება მყარი კონსტრუქციის მქონე შენობად, ვინაიდან იყო ფიცრებისაგან შეკრეული და არ გააჩნდა შესაბამისი საძირკველი. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნებს.

 

ამდენად, ზემოდხსენებული სამართლებრივი აქტისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დგინდება, რომ გ------–----------ის მფლობელობაში არსებული 865 მ2 მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობიდან და მასზე არსებული ნაგებეობის ხასიათიდან გამომდინარე, იგი არ იყო უფლებამოსილი საკუთრების აღიარების მოთხოვნით მიემართა შესაბამისი კომისიისათვის.

 

გარდა ამისა, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საკითხს, გ------–--------------------–------------ს დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი 2007 წლამდე ჰქონდათ თუ არა თვითნებურად დაკავებული და იყო თუ არა ეს იმ კვადრატულობის, რისი დარეგისტრირებაც განახორციელეს.

 

ამ მხრივ პალატა ყურადღებას მიაქცევს მოწმეების თამარ კალანდაძის, მ----------------ას, დ--–----–---ას, ც-–----------ას და მ---------–--ის ჩვენებებს, საიდანაც დგინდება, რომ გ------–----------- და მ--–------------ დაახლოებით 20 წელია ცხოვრობენ მათ მეზობლად და სხვა მოსახლეებთან ერთად ისინიც სარგებლობდნენ ალ.ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე მიწის ფართობით. თუმცა, მოწმეები უთითებენ, რომ მ--–------------ და გ------–----------- ფლობდნენ მხოლოდ და მხოლოდ მცირე ზომის, დაახლოებით 20-30 მ2 მიწის ნაკვეთს, რომელსაც ნელ-ნელა აფართოვებდნენ. ასევე, დაუფლებულ მიწის ნაკვეთზე განათავსეს პატარა ფიცრული ნაგებობა, რომელიც არ იყო კაპიტალური შენობა. ბრალდებულების მეზობლები უტყუარად ადასტურებენ, რომ მ--–------------ს და გ------–-----------ს 800 მ2 მიწის ნაკვეთით არასოდეს უსარგებლით. იმის შესახებ, რომ მათ დაკანონებული ჰქონდათ ამ კვადრატულობის მიწის ფართობი, შეიტყვეს იმ წარწერიდან, რომელიც გ------–--------------------–------------ს გაკეთებული ქონდათ მიწის ნაკვეთზე და სადაც მითითებული იყო, რომ იყიდებოდა დაახლოებით 800 მ2 მიწის ფართობი.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოწმეების - გ-------------ის და რ-------------------ის ჩვენებებზეც, რომლებმაც, როგორც მ--–-----------ის და გ------–----------ის მეზობლებმა, ნოტარიუსის წინაშე თანხმობა განაცხადეს, რომ გ------–-----------ს დაერეგისტრირებინა ინდივიდუალურ საკუთრებაში და სამართლებრივ რეგისტრაციაში გაეტარებინა ბათუმში, ჩ-----ს ქ. N--ის მიმდებარედ არსებული 863 მ2 მიწის ნაკვეთი და 12 მ2 ფართობის შენობა-ნაგებობა, რომელსაც ფლობს და სარგებლობს 1993 წლიდან. აღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ მათ განცხადების შინაარსი არ წაუკითხავთ და არ იციან მასში რა ფართობის მიწის ნაკვეთის დაკანონებაზე იყო საუბარი. რ-------------------მა ასევე განაცხადა, რომ გ------–----------- და მ--–------------ ფლობდნენ დაახლოებით 70 მ2 მიწის ფართობს, თუმცა მალხაზს სურდა 150 მ2-ის დაკანონება.

 

ამასთან, ა-–--------ს ქუჩის მიმდებარედ მცხოვრები პირების ჩვენებებით დადგენილია, რომ მეზობლებმა თვითნებურად დაიკავეს მიწის ნაკვეთები და განათავსეს ბოსტნები, ჯიხურები, სათავსოები და ავტოფარეხები. ხოლო დაახლოებით 2011-2012 წლებში მათთან მისულმა ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა განუცხადეს აეღოთ ზემოაღნიშნული სათავსოები, რადგან ტერიტორია იყო სახელმწიფოს საკუთრება, ქუჩის ნაწილი და უნდა გასულიყო საავტომობილო გზა. მეზობლები ადასტურებენ, რომ მიუხედავად ამისა მ--–------------მ მაინც შემოღობა აღნიშნული ტერიტორია და გააგრძელა მისით სარგებლობა.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გ------–-----------მ და მ--–------------მ განიზრახეს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქ.ბათუმში ა-–--------ს ქ. N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 863 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელიც კანონის შესაბამისად, 2007 წლამდე არ ჰქონიათ თვითნებურად დაკავებული და არც შესაბამისი სტანდარტების შენობა ჰქონდათ მასზე განთავსებული. ამ მიზნით მ--–------------მ შეცდომაში შეიყვანა ლ-–--------–--- და შეადგენინა აზომვითი ნახაზი 863 მ2 ტერიტორიაზე. ასევე, ორი მეზობლის - გ-------------ის და რ-------------------ისაგან მოიპოვა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენით არასწორი ინფორმაცია მიაწოდა „თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმხორციელებელ კომისიას“, თითქოსდა გ------–----------- ბათუმში, ა-–--------------------------ე ტერიტორიაზე 20 წლის განმავლობაში ფლობდა 863 მ2 მიწის ნაკვეთს. აღნიშნული არასწორი ინფორმაციის საფუძველზე მათ მოახერხეს კომისიის წევრების შეცდომაში შეყვანა, რომლებმაც 2013 წლის ივლისის თვეში დადებითად გადაწყვიტეს გ------–----------ის მიწის საკუთრების აღიარების საკითხი.

 

რაც შეეხბა გ------–----------ის და მ--–-----------ის მიერ ჩადენილი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ისინი ერთობლივად ფლობდნენ და სარგებლობდნენ სადავო მიწის ნაკვეთით. ასევე, კომისიის წინაშე წარსადგენი დოკუმენტების მოპოვების, დაკანონებული მიწის ნაკვეთის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის პროცედურებში ისინი ერთობლივად იყვნენ ჩართულები. ამდენად, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ--–------------ და გ------–----------- წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითურად დაეუფლნენ 863 მ2 მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს მიაყენეს 143 149 (ასორმოცდასამი ათას ასორმოცდაცხრა) ლარის - დიდი ოდენობით ზიანი.

 

ამდენად, პალატამ მიმოიხილა და გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეაფასა სააპელაციო საჩივრებში მოყვანილი არგუმენტების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების მ--–-----------ის და გ------–----------ის მიმართ სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება მ-----–--–------ის მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის გათავლისწინებულ ქმედებაში, პალატა ამ ნაწილშიც სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებები უტყუარობის კრიტერიუმს აკმაყოფილებენ მხოლოდ ქმედების სამსახურებრივი გულგრილობით კვალიფიკაციისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენს და მისი საშიშროება განპირობებულია იმით, რომ მოხელე, ან მასთან გათანაბრებული პირი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას და იწვევს ფიზიკური და იურიდული პირის უფლების ან სხვა კანონიერი ინტერესების არსებით დარღვევას. ობიექტური მხრივ სამსახურებრივი გულგრილობა გამოიხატება როგორც აქტიური მოქმედებით, ასევე უმოქმედობით. ამასთან, ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა, რაც გამოიხატება ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევაში. საკუთრივ, არსებითი დარღვევა შეფასებით ნიშანთა კატეგორიას მიეკუთვნება და ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად მიყენებული ზიანის ზომას, საქმის კონკრეტულ გარემოებებს, დაზარალებულთა რაოდენობას და ა.შ. საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებელია მოხელე, ან მასთან გათანაბრებული პირი.

 

დაცვის მხარის პოზიცია მ-----–--–------ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით იმთავითვე ბათილდება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საერთო ანალიზის საფუძველზე, კერძოდ:

 

დადგენილი ფაქტია, რომ 2013 წლის 29 მარტის თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ი-----–------–--–---–ის განკარგულების თანახმად, მ-----–--–------ი იყო ბათუმის საკრებულოს წევრი და კომისიის თავმჯდომარე. დაცვის მხარე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მ-----–--–------ი არ წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. აღნიშნულთან დაკაშირებით საკმაოდ არგუმენტირებული მსჯელობა იქონია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და განარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის (2013 წლის 22 მარტის რედაქცია) თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებიდან: საკრებულო, გამგეობა, მერია და მუნიციპალიტეტი წარმოადგენენ საჯარო სამსახურებს. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად კი საჯარო მოსამსახურე, ამ კანონით დადგენილი წესით ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში. განსახილველ შემთხვევაში შესაძლოა მ-----–--–------ი არ იღებდა თანამდებობრივ სარგოს, როგორც თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, მაგრამ იგი წარმოადგენდა საკრებულოს წევს, აღნიშნულ კომისიაშიც შედიოდა სწორედ იმიტომ, რომ იყო საკრებულოს წარმომადგენელი. ქალაქის საკრებულო კი, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოადგენს საჯარო სამსახურს და ფინანსდება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მ-----–--–------ი იყო მოხელე, რაც ზოგადად აუცილებელი ნიშანია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტისათვის და ევალებოდა ზემოდსახელებული კანონით, საქართველოს კონსტიტუციით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების განუხრელი დაცვა. დაცვის მხარის მოსაზრება კი, თითქოს მ-----–--–------ი საკრებულოს წევრობისათვის არ იღებდა ხელფასს, არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო.

 

უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია ისიც, რომ 2013 წლის 11 ივლისის N- ოქმის თანახმად, გ------–----------ის მიერ წარმოდგენილი განცხადება და მისი მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას. ოქმი ხელმოწერილია მ-----–--–------ის, ბესარიონ ჭოხონელიძის, გ-------------ის და ი----- ზ-------ს მიერ. ამავე წლის 15 ივლისს კი გ------–-----------ზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა N2--- და გ------–-----------ს საკუთრებაში მიეცა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ფართობით 863 მ2, შენობა-ნაგებობა ფართობით - 17,60 მ2. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2013 წლის 15 ივლისით დათარიღებულ საკუთრების უფლების N2--- მოწმობაზე გრაფაში - „კომისიის თავმჯდომარე“ და 2013 წლის 11 ივლისის N- ოქმის ბოლო გვერდზე გრაფაში - „ქ. ბათუმის საკრებულოს წარმომადგენელი (კომისიის თავმჯდომარე)“ მ-----–--–------ის სახელის გასწვრივ შესრულებული ხელმოწერები ეკუთვნის მ-----–--–------ს.

 

პალატა ერთის მხრივ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ განმცხადებლისათვის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილება გააჩნდა მუდმივმოქმედ კომისიას და მ-----–--–------ი გადაწყვეტილებას არ იღებდა დამოუკიდებლად; თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული კომისიის წევრების: ბესარიონ ჭ--------–---------------------–--ის, ი---------------ის, გ-------------ის, ზ---------------იას და რ-----------ს, ასევე კომისიის იურისტის ბ-----------–----ის ჩვენებებით დადგენილია, რომ კომისიის წინაშე განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლა ევალებოდა თითოეულ კომისიის წევრს. ამასთან, გარდა იმისა, რომ სწავლობდნენ წარდგენილ დოკუმენტაციას, კომისიის შემადგენლობა ან მათი ნაწილი გადიოდა და ადგილზე ათვალიერებდა იმ ტერიტორიას რომლის საკუთრების უფლების აღიარებაზეც უნდა ემსჯელათ. მოცემულ შემთხვევაში ადგილზე დასათვალირებელად გასულები იყვნენ კომისიის თავმჯდომარე მ-----–--–------ი, მისი მოადგილე ბ-------------------–--- და ბ-----------–----ე. აღნიშნული პირების მოვალეობაში შედიოდა საფუძვლიანად მოეხდინათ ადგილის დათვალიერება, შეესწავლათ მისი მდებარეობა განლაგება და სტატუსი. ასევე დაედგინათ - რამდენად აკმაყოფილებდა აღნიშნული ფართობი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

მიუხედავად იმის, რომ მ-----–--–------ი გასული იყო განმცხადებლის მიერ მითითებული ადგილის დასათვალიერებლად, მან არ შეამოწმა, რომ საკუთრების უფლების აღიარებას გ------–----------- ითხოვდა იმ მიწის ფართობზე, რომლის შეღობილი ნაწილი იჭრებოდა ქუჩის სავალ ნაწილზე - ქუჩის საზღვრებში. შემოღობილი მიწის ნაკვეთის შიგნით განთავსებული იყო 1 განათების ბოძი, მარცხენა მხარეს მიწის ნაკვეთის შემოუღობავ ნაწილში კი ასევე - მე-2 განათების ბოძი. ნაკვეთზე რამდენიმე ადგილას ჩანდა ძველი ტროტუარის და ბორდიულის ნარჩენები და გარდა ამისა, შემოღობილ ნაწილში მიწაში გადიოდა სანიაღვრე-საკანალიზაციო ქსელი. ასევე, მ-----–--–------მა ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მიწის ნაკვეთზე არ იყო აშენებული იმ სტანდარტების შენობა-ნაგებობა, რასაც ითვალისწინებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი. ამდენად, ის გარემოება, რომ საკითხი საბოლოდ გადაწყვეტილი უნდა იქნას კომისიის მიერ, არ ათავისუფლებს კომისიის თითოეულ წევს ვალდებულებისგან, სრულყოფილად შეისწავლოს მასთან დაკავშირებით არსებული ყველა გარემოება, მის მიერ ჩამოყალიბებული პოზიციის კანონთან შესაბამისობა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვას საკუთარი მოსაზრება კომისიის წევრების წინაშე. მით უფრო იმ პიროებებში, როდესაც მ-----–--–------ი იყო კომისიის თავმჯდომარე და სწორედ მას უნდა მოეწერა ხელი საკუთრების უფლების მოწმობისათვის.

 

პალატა ასევე მიუთითებს, რომ სახეზეა ქმედების სამსახურებრივ გულგრილობად დაკვალიფიცირებისათვის სავალდებულო ნიშანიც, რაც მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევაში გამოიხატება. კერძოდ, მ-----–--–------ის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებით მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, გ------–----------- და მ--–------------ თაღლითურად დაეუფლნენ 863 მ2 ფართობის მიწას, რითაც სახელმწიფოს მიადგა 143 149 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ბრალდებულმა მ-----–--–------მა ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მ-----–--–------ის საქართევლოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილი „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, ამ ნაწილში პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას და სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის დასაბუთებულ მსჯელობას.

 

პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს დანაშაულში თანამონაწილეობის და ზოგადად, დანაშაულის ჩადენაში დახმარების საკითხის სამართლებრივ შეფასებაზე და განმარტავს, რომ დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზრახი დანაშაულის ჩადენაში. არსებობს დანაშაულში თანამონაწილეობის ე.წ. რთული ფორმა, ე.ი. თანამონაწილეობა როლების განაწილებით. ამ შემთხვევაში დანაშაულში თანამონაწილეებად ითვლებიან ორგანიზატორი, წამქეზებელი და დამხმარე. დანაშულში თანამონაწილეობა, როგორც წესი, ხორციელდება თანამონაწილეთა აქტიური მოქმედებით. დანაშაულში თანამონაწილენი, თავიანთი როლების მიხედვით, ახორციელებენ ორგანიზატორის, წამქეზებლის, ან დამხმარის ფუნქციებს სწორედ აქტიური მოქმედების გზით. აქტიურია მოქმედება ჯგუფურ დანაშაულშიც.

 

თავისებურია დანაშაულში თანამონაწილეობისას ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის საკითხიც. ამ მხრივ განსაკუთრებულია თანამონაწილეობა როლების განაწილებით. კერძოდ, ორგანიზატორისა და დამხმარის მოქმედება დანაშაულებრივ შედეგთან დაკავშირებულია მხოლოდ ამსრულებლის მოქმედების მეშვეობით, რადგან დანაშაულებრივი შედეგი უშუალოდ ამსრულებლის ნახელავია. ბუნებრივია, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის ამ შემთხვევაში განსხვავებულია თანამონაწილეებისა და ამსრულებლის განსხვავებული როლების შესაბამისად. დანაშაულში თანამონაწილეობის ობიექტურ მხარეს შეადგენს ერთიანი უმართლობა, რომელიც ქმედების შემადგენლობისა და მართლწინააღმდეგობის ერთიანობას წარმოადგენს. ამდენად, დანაშაულში თანამონაწილეობისას ხორციელდება ერთიანი სისხლისსამართლებრივი უმართლობა, რომელიც თანამონაწილეთა პასუხისმგებლობის ობიექტურ საფუძველს წარმოადგენს.

 

სუბიექტური მხრივ, დანაშაულში თანამონაწილეებს ამოძრავებთ მიზნის ერთიანობა. ამ პირობებში გამორიცხული არ არის თანამონაწილეთა (მათ შორის ამსრულებლის) ქცევაში მოტივთა სხვაობა, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პერსონალურად (ბრალის პრინციპის შესაბამისად) უნდა შეფასდეს. წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს დანაშაულის ჩადენაში დამხმარისათვის დამახასიათებელი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმები. ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო უტყუარი, დამაჯერებელი და აშკარა მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა, რომ მ-----–--–------ს რაიმე სახის ნაცნობობა აკავშირებს გ------–-----------სა და მ--–------------სთან; მათ შორის არსებობდა ერთიანი მიზანი, განზრახვა ან შეთანხმება, რომ მ-----–--–------ი გაუწევდათ დახმარებას სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებაში.

 

საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში პირი ბრალეულად რომ იქნეს ცნობილი, მნიშვნელოვანია დადგინდეს მისი მოტივი და მიზანი. კერძოდ, პირს უნდა ამოძრავებდეს ანგარების მოტივი, რომ სხვის ხარჯზე, სხვისთვის მატერიალური ზიანის მიყებებით მიიღოს ან მიაღებინოს სარგებელი იმ პირს, ვისაც უწევს დახმარებას. აღნიშნული მოტივისა და მიზნის გარეშე უსაფუძვლოა პირის მიერ თაღლითობის ჩადენაში დახმარების განზრახვის არსებობა. როგორც აღნიშნული, ასევე საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისიწნებული დანაშაული, პირდაპირი განზრახვით ხასითდება. ამასთან, სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს მიზობრივ დანაშაულს და მნიშვენლოანია, რომ თავისი ან სხვა პირის მიმართ გამორჩენის ან უპირატესობის მინიჭების მიზნით იყოს ჩადენილი. შესაბამისად, პირის განხრახვის, მოტივისა და მიზნის დადასტურების გარეშე, მხოლოდ ზიანის მიყებების და კანონიერი ინტერესების დარღვევის ფაქტი ვერ გახდება პირის ხსენებული მუხლებით დამნაშავედ ცნობის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში საქმის მალებით დადგენილია, რომ მ-----–--–------ს საკუთარი თავისათვის არანაირი უპირატესობა და სარგებელი არ მიუნიჭებია; ასევე ვერ იქნა დადასტურებული, თუ რა დაინტერესება ჰქონდა მას - სარგებელი ენახათ გ------–-----------სა და მ--–------------ს, იმ პირობებში, როდესაც როგორც დაცვის მხარემ, ასევე აღნიშნულმა პირებმა გამორიცხეს მ-----–--–------თან ნაცნობობა, მათდამი რაიმე დაინტერესების და მათთვის სარგებლის მინიჭების მიზნის არსებობა. მ-----–--–------ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულების სუბიექტური მხარის დასადასტურებლად საჭირო იყო დამატებით უტყუარი და დამაჯრებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მოცმულ შემთხვევაში ბრლდების მხარის მიერ არ მომხდარა.

 

პროკურორი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მ-----–--–------მა შეცდომაში შეიყვანა კომისიის წევრები და დაარწმუნა ისინი, რომ გ------–----------------ის მიწის გადაცემა აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს. პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის არგუმენტაციას და მიუთითებს კომისიის წევრთა ჩვენებებზე. კერძოდ, აღსანიშნავია, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილება გააჩნდა მხოლოდდამხოლოდ კომისიას და არა მის რომელიმე წევრს, ან თუნდაც თავმჯდომარეს. სასამართლოს წინაშე დაკითხული იქნენ როგორც კომისიის ის წევრები, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება გ------–----------------ის საკუთრების აღიარების შესახებ, ასევე ისინი, ვინც 2013 წლის ოქტომბრის თვეში ბათილად ცნეს აღნიშნული გადაწყვეტილება. კომისიის წევრებიდან არცერთ მათგანს არ განუცხადებია სასამართლოს წინაშე, რომ მათზე მ-----–--–------მა მოახდინა რაიმე სახის გავლენა, სთხოვა ან მოსთხოვა დათანხმებულიყვნენ და გადაწყვეტილება მიეღოთ გ------–----------ის სასარგებლოდ. კომისიის წევრებმა განმარტეს, რომ სხდომაზე ყველა აფიქსირებდა საკუთარ მოსაზრებას და თავის პოზიციაზე იყო პასუხისმგებელი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2013 წლის 11 ივლისის სხდომაზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ვიანიდან კომისიის ცალკეულმა წევრებმა ითხოვეს საკითხის უკეთესად შესწავლა. ასევე იურისტმა ბ-----------–----ემაც გამოთქვა მოსაზრება, რომ კარგი იქნებოდა გზის ნაწილთან დაკავშირებით არსებული საკითხის გადამოწმება. ამიტომ, სხდომის ოქმს მხოლოდ მას შემდეგ მოეწერა ხელი, რაც წევრთა უმრავლესობა იყო თანახმა მომხდარიყო გ------–----------ის განცხადებაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება. რაც შეეხება საკითხს, რომ მ-----–--–------ი პირადად იყო გასული ადგილის დასათვალიერებლად და ნახა, რომ მიწა არ აკმაყოფილებდა საკუთრებაში გადაცემის პირობებს, პალატა განმარტავს, რომ სწორედ კომისიის თავმჯდომარის (საკრებულოს წარმომადგენლის) მიერ საკითხის არაჯეროვნად შესწავლა გახდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მისი მსჯავრდების საფუძველი.

 

ბრალდების მხარე ასევე საეჭვოდ ხდის იმ გარემოებას, რომ 2013 წლის 11 ივლისის სხდომის ოქმზე კომისიის წევრებმა ხელი მოაწერეს 2013 წლის 16 ივლისის შემდგომ და მანამდე არ ჰქონდათ გადაწყვეტილი საკუთრებაში გადაცემის საკითხი, მ-----–--–------მა კი 2013 წლის 15 ივლისს მისი ხელმოწერით გასცა საკუთრების მოწმობა გ------–-----------ზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ ამომწურავად ისაუბრა კომისიის მთავარმა სპეციალისტმა ბ-----------–----ემ და განმარტა, რომ სხდომის ოქმს და საკუთებრის მოწმობას ამზადებდა პირადად, მის სამუშაო კომპიუტერში, რომელსაც შემდეგ ეცნობოდნენ კომისიის წევრები და საბოლოოდ თავმჯდომარე აწერდა ხელს. დოკუმენტების შედგენასთან და მათზე თარიღის მითითებასთან მ-----–--–------ს არანაირი შეხება არ ჰქონია.

 

ამდენად, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე მ-----–--–------ს, როგორც კომისიაში ერთი ხმით მოსარგებლე პირს, ევალებოდა სათანადოდ გამოეკვლია კომისიის წინაშე წარდგენილი განცხადებით მოთხოვნილი უფლების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა, შეესწავლა და გაეთვალისწინებინა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. ამ უკანასკნელმა კი გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა და არაჯეროვნად შესარულა საჯარო მოხელის მოვალეობები, რითაც არსებითად ხელყო სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პროკურორი ცდილობს დაასაბუთოს მ-----–--–------ის მიერ ბრალად წარდგენილ დანაშაულთა ჩადენის ფაქტი და ითხოვს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას, თუმცა საქმეზე წარმოდენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ პასუხობენ კითხვას - მ-----–--–------ს ქონდა თუ არა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში დახმარებისა და საკუთარი ან სხვა პირებისათვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების განზრახვა. ამდენად, მ-----–--–------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილსი „ა“ და მე-3 ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე საქართევლოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ნაწილში აღნიშნული მტკიცებულებები ვერ პასუხობენ უტყუარობის მაღალ სტანდარტს და სახეზეა მხოლოდ ვარაუდი, რასაც გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეფუძნება.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება მ-----–--–------ის ბრალეულობა მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და იგი მსჯავრდებული უნდა იქნეს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზეც, რომელიც, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, განაჩენში ცვლილების შეტანას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი განხილვის უფლება) საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ევროპული სასამართლოს აზრით, იმის შეფასებისას სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა არ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, თუკი საქმის ზემდგომი ინსტანციაში განხილვისას მას მიეცემა თავის დაცვის საკმარისი საშუალებები. პირველ რიგში, ამისათვის მას უნდა მიეცეს საქმის გასაჩივრების უფლება და ახალი კვალიფიკაციის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა დანაშაულის მაფუძნებელი ნიშნები.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკამრისია მხოლოდ იმ ფაქტის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად, რომ მ--–------------მ და გ------–-----------მ ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. რაც შეეხება მ-----–--–------ს, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც იძლევიან დასკვნის საფუძველს, რომ მ-----–--–------მა ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არც ამ ნაწილში არსებობს ცვლილების შეტანის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და შეაფასა მსჯავრდებულების - მ-----–--–------ის, მ--–--------------------------–----------ისის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მოცემულ საქმეში თითოეული ბრალდებულის როლი და ფუნქცია, მიყენებული ზიანის ოდენობა, ქმედების სიმძიმე, ბრალდებულთა პიროვენებები, მათი ასაკი და განუსაზღვრა მათ სამართლიანი სასჯელი. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულის მხრიდან მიყენებული ზიანის ანაზღურება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, ხოლო იმ ფაქტის არ არსებობა, რაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს მსჯავრდებულს, დაუშვებელია შეფასდეს უარყოფითად და განხილული იქნეს სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე პალატას მიაჩნია, რომ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული ჯარიმა მ--–-----------ისათვის - 10 000 ლარის ოდენობით, გ------–----------------ის - 5000 ლარის ოდენობთ, ხოლო მ-----–--–------ისათვის - 5000 ლარის ოდენობით, არის მსჯავრდებულთა პიროვნებისა და მათ მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის განაჩენი მ-----–--–------ის, მ--–-----------ის და გ------–----------ის მიმართ, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორის მ-------–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ მ-----–--–------ის ადვოკატ პ------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულების მ--–--------------------------–----------ის ადვოკატ ე-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის განაჩენი;

 

მ--–------------ ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით.

 

მ--–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია.

 

გ------–----------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

 

გ------–----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია;

 

ასევე, გაუქმედეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აპრილის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: მ--–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის - 10 000 (ათიათასი) ლარის და გ------–----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის - 5 000 (ხუთიათასი) ლარის სანაცვლოდ მოქალაქეების: თ--------------------------------------–-------–------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–------------------------------------------------------–-----------–--------------------------------------------------–-------------------------------------------------------------------------–---------------------------------------------------- ექვივალენტურ წილს.

 

მ-----–--–------ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებაში.

 

მ-----–--–------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

მ-----–---–------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

 

მ-----–--–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია; ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აპრილის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: მ-----–--–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის - 15 000 (თხუთმეტიათასი) ლარის სანაცვლოდ მ-----–--–------ის (პN6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე - ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი განთიადი, საკადასტრო კოდი 2----------- ექვივალენტურ წილს.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 05 თებერვლის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: მ----- კ-----ს (პN-1-------------------------------------------------------------------------------------------) საკუთრებაში არსებულ 865.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებული 17,60 კვ.მ. ნაგებობით - მისამართი ქ. ბათუმი, ა. ჩ-----ს ქუჩა N--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი 0-----------.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- 05 ცალი დისკი და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დისკები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

- კომპიუტერი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე