განაჩენი

სისხლის სამართლის 04.03.2019
საქმის ნომერი
330100118002732714
ინსტანცია
თარიღი
04.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002732714

საქმე №1ბ/186-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

1 მარტი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ--------------–ის,მსჯავრდებულ: თ--------------–-–---–ის,ადვოკატ: ზ----------------–--ის

 

მონაწილეობით,ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ--------------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პ--------------------, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და მცხოვრების: ქ. თ---–------------–----–----------------------------–ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის ოქტომბრის თვის, 2018 წლის 31 ივლისის და 2018 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდები).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით თ--------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის ოქტომბრის თვის, 2018 წლის 31 ივლისის და 2018 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის ოქტომბრის თვის და 2018 წლის 31 ივლისის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ--------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

თ--------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი და მეტი პირის მიმართ (2016 წლის ოქტომბრის თვის, 2018 წლის 31 ივლისის და 2018 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდები).

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის ოქტომბრის თვეში, ქ. თბილის, ხ--------------------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ--------------–-–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი არასრულწლოვანი შვილების: მ--------------------------–-–---–--ის მიმართ, კერძოდ, ერთმანეთის თანდასწრებით სახეში რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელის მტევანი მათ, რა დროსაც მ--------------------------–-–---–--მა განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 31 ივლისს, ქ. თბილისი, ხ--------------------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ--------------–-–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი 11 წლის შვილის მ----------------–-–---–ის მიმართ, კერძოდ, ვინაიდან მაცივარში მისთვის განკუთვნილი ცივი წყალი არ იყო განთავსებული, არასრულწლოვანი დის თ-------------–-–---–ის თანდასწრებით აგინა და უცენზურო სიტყვებით მიმართა მ---------------–-–---–ს და რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელის მტევანი მას, რა დროსაც მ--------------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის შემდგომაც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ხელის უხეში ბიძგებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე, მეუღლეს - ნ---------–--------–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 05 სექტემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. თბილისი, ხ--------------------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ--------------–-–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის ნ---------–--------–---–ისა და არასრულწლოვანი შვილების: მ--------------------------–-–---–--ის მიმართ, კერძოდ, არასრულწლოვანი დების: თ--------------------------------–-–---–ების თანდასწრებით აგინა და უცენზურო სიტყვებით მიმართა მ--------------–-–---–ს და სამჯერ დაარტყა გაშლილი ხელის მტევანი მას, რის შემდგომაც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით გაშლილი ხელები რამდენჯერმე დაარტყა თავის მეუღლეს - ნ---------–--------–---–ს, ხოლო მას შემდგომ, რაც თ--------------–-–---–ისთვის ცნობილი გახდა, რომ თ-------------–-–---–მა დასახმარებლად სამართალდამცავ ორგანოს მიმართა, არასრულწლოვანი დების თანდასწრებით მასაც გაშლილი ხელის მტევანი დაარტყა სახეში. მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ნ---------–--------–---–მა, თ----- და მ--------------–-–---–ებმა განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა, რომელმაც მოითხოვა ცვლილების შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენში და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის, რაც თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული, განსაზღვრა.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათთან. არ იქნა გათვალისწინებული ქმედების განხორციელების მოტივი, ოჯახში ძალადობის გავრცელების მაშტაბი და მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის მომეტებული საფრთხე.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თ--------------–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. თ--------------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმე ბ-----------------–ის და დაზარალებულების: თ-------------–-–---–ის, მ--------------–-–---–ის და ნ----------–--------–---–ის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციით, აუდიოჩანაწერით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ თ--------------–-–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აგრეთვე გათვალისწინებული იქნა, რომ მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის ნასამართლევი, დაზარალებული შეურიგდა მას და სასამართლო სხდომაზე სსსკ-ის 57-ე მუხლის შესაბამისად პოზიციის დაფიქსირებისას, დაზარალებულმა ნ---------–--------–---–მა ითხოვა მისი მეუღლის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სურს ოჯახის შენარჩუნება, მათი არასრულწლოვანი შვილები განიცდიან მამის არყოფნას, ასევე თ--------------–-–---–ი არის ოჯახისა და ავადმყოფი, ხანდაზმული დედის ერთადერთი მარჩენალი და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ თ--------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ თ--------------–-–---–ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, აგრეთვე მისი განცხადებით, დანაშაულებრივი ქმედებების გამომწვევი მიზეზი გახლდათ ეკონომიკური სიდუხჭირე და მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების, კერძოდ, პირობითი მსჯავრის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს, რომ თ--------------–-–---–ი თითქმის ოთხი თვე იმყოფებოდა პატიმრობაში პენიტენციურ დაწესებულებაში და კმაყოფაზე ჰყავს 4 მცირეწლოვანი შვილი.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

თ--------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის ოქტომბრის თვის, 2018 წლის 31 ივლისის და 2018 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის ოქტომბრის თვის და 2018 წლის 31 ივლისის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ--------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ თ--------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 05 სექტემბრიდან - 2018 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ თ--------------–-–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

ელექტრონული დისკები, დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი