განაჩენი

სისხლის სამართლის 01.03.2019
საქმის ნომერი
330100118002633089
ინსტანცია
თარიღი
01.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002633089

საქმე №1ბ/1476-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

1 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: მ-------------–-–---–ის

მსჯავრდებულის: ლ--------------ის

ადვოკატის: ვ----–-------–-–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ლ--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ----–-------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ლ--------------ის, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ №0----------), დასაოჯახებელის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის მქონის, მცხოვრების: ქ.------–--–------------------------------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ--------------ემ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის დადგენილებით ლ--------------ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით და დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი.

 

2018 წლის 6 ივნისს, ყოფილი მეუღლის - ლ-------------–--ის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, ლ--------------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი №0-----, რომლის მიხედვითაც ლ--------------ეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის საცხოვრებელ და სამსახურის ადგილებთან მიახლოება და მასთან ყველანაირი კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე.

 

2018 წლის 9 ივნისს, დღის საათებში, ქ-------–--–--------------------------------ის’’ მიმდებარედ განთავსებულ ,,რ----------------’’ ფილიალთან, ადმინისტრაციულსახდელდადებული ლ--------------ე შეგნებულად მიუახლოვდა ყოფილი მეუღლის, ლ-------------–--ის სამსახურს და შეხვდა ლ-------------–--ეს, რითაც დაარღვია 2018 წლის 6 ივნისის შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით:

 

ლ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დანიშნული 6 (ექვსი) თვით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ლ--------------ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ლ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 8 ოქტომბრიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ--------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ----–-------–-–---–მა. სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები გახადა უდავოდ) მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელმაც შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული და პირობითად ჩათვლილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ლ--------------ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. რეპლიკის ეტაპზე დაცვის მხარემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა, ჩადენილი დანაშაულისთვის, ნაცვლად თავისუფლების აღკვეთისა, მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ალტერნატივის სახით კვლავ მოითხოვა განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის დაზუსტებულ და ალტერნატიულ მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ლ--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ----–-------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი ლ--------------ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლ--------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეში არსებული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციად იქნა მიჩნეული, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების – ლ-------------–--ის, გ---–--------ის, კ-------------–--ის, ნ----------–--–---–ის, ე-----–-----------ის გამოკითხვის ოქმების, ლ--------------ის მიერ დანაშაულის აღიარების, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის დადგენილების, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების, შემაკავებელი ორდერის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ლ--------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ლ--------------ისთვის სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმის - 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის ან სასჯელის სახედ, ნაცვლად თავისუფლების აღკვეთისა, ჯარიმის განსაზღვრის შესახებ, აღნიშნულს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება. პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მსჯელობას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ. ლ--------------ე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. ლ--------------ეს აღნიშნული განაჩენით მსჯავრი დაედო მასში, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის დადგენილებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულსახდელდადებულმა ლ--------------ემ არ შეასრულა 2017 წლის 24 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნა და სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარა (მისწერა შეურაცხმყოფელი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება) ყოფილ მეუღლესთან ლ-------------–--ესთან.

 

მიუხედავად იმისა, რომ ლ--------------ე გასამართლებული იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, მისთვის დანიშნული და პირობით ჩათვლილი სასჯელი არ აღმოჩნდა ეფექტური და შემაკავებელი ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და მან პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ყოფილი მეუღლის მიმართ კვლავ ჩაიდინა ახალი, განზრახი ანალოგიური დანაშაული. ამდენად, მსჯავრდებულ ლ--------------ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სსკ–ის მე–17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი, ანუ წინათ განზრახი დანაშაულისათვის (საქართველოს სსკ–ის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით) ნასამართლევმა ლ--------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ–ის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აცხადებს, რომ მსჯავრდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ–ის 58–ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით (სასჯელის დანიშვნა დანაშაულის რეციდივის დროს), კერძოდ, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, ხოლო საქართველოს სსკ–ის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით, რაშიც მსჯავრი დაედო ლ--------------ეს, თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადა ექვსი თვეა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, აგრეთვე აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ლ--------------ისთვის დანიშნული სასჯელის სახე სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას. კერძო პრევენციის კუთხით, როგორც ზემოთ აღინიშნა, პალატას საყურადღებოდ მიაჩნია ის გარემოება, რომ ლ--------------ე ნასამართლევია განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც დანიშნული სასჯელი ვერ აღმოჩნდა ეფექტური და შემაკავებელი ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და მან ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ლ--------------ისთვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ლ--------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ლ--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ----–-------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ლ--------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ლ--------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით სასჯელად დანიშნული და პირობით ჩათვლილი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ლ--------------ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

მსჯავრდებულ ლ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 8 ოქტომბრიდან;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე