განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/1009-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2- თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
მარინე თათრიაშვილის, სოფიკო კაპანაძის,ნინო სოლომნიშვილის, ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორების - თ------------–---–ის, ა--------ას,ადვოკატების - დ---------------–-–---–ის, ნ---------–---–----ს,მსჯავრდებულ - ხ------------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ხ------------–---–ის ადვოკატ დ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ხ------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1-----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ყ-----–--------------------–--–--–--ა, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------–------------–-----------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენით:
ხ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ხ------------–---–ის მიმართ 2017 წლის 31 მაისს განაჩენით დანიშნული და მოუხდელი დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საბოლოოდ, ხ------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ხ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 6 ოქტომბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2017 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული და მოხდილი სასჯელი - 2017 წლის 28 მარტიდან - 2017 წლის 6 ოქტომბრამდე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ხ------------–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ჯგუფურად.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 0-----------------------–--–-------------–--------------------------------------- 2--ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს „ს----“ სუპერმარკეტ „მ---------–ი“ ხ------------–---–ი, გ------–----------ან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა მაღაზიის კონსულტანტ მ--------------–--ლს, თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღის და დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ჯგუფურად გაიტაცეს სალაროში არსებული შპს „ს----“ კუთვნილი ფულადი თანხა 1075 ლარის ოდენობით. მიმალვის მცდელობისას გ------–------ე დაკავებულ იქნა პოლიციის თანამშრომელთა მიერ, ხოლო ხ------------–---–მა მიმალვა მოახერხა. მათი დანაშაულებრივი ქმედებით შპს „ს----“ მიადგა 1075 ლარის მატერიალური ზიანი, ხოლო კონსულტანტ მ--------------–--ლს მორალური ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ხ------------–---–ის ადვოკატმა დ----------------–-–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენის გაუქმება და ხ------------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ სტანდარტს. ხ------------–---–ის შემხებლობას მომხდარ დანაშაულთან სასამართლო ადასტურებს გ------–------ის ოთხი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებით და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ადასტურებენ მხოლოდ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტს, თუმცა ისინი არც პირდაპირ და არც ირიბად არ მიუთითებენ ხ------------–---–ის მონაწილეობაზე ბრალად წარდგენილ ქმედებაში. დამცველის განმარტებით, არასრულად ჩატარებული გამოძიების, თუ მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად, დღემდე გაურკვეველია საქმის უმთავრესი მოწმის - გ------–------ის მიერ მიცემული ჩვენების რომელი ნაწილია სარწმუნო და რომელი მოგონილი. ურთიერთსაწინააღმდეგოა მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული სამივე ჩვენება და ამასთან ისინი წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციასთან. გ------–------ემ გამოძიების ეტაპზე ერთ შემთხვევაში აღნიშნა, რომ საკუთარ ავტომობილში გაიცნო ხ------------–---–ი, როგორც მგზავრი, მეორე შემთხვევაში კი მიუთითა, რომ იგი ი-----–----------–---–ის ოჯახში გაიცნო. უშუალოდ ყაჩაღობის ადგილას მისვლსათან დაკავშირებით პირველ ჯერზე განმარტებული აქვს, რომ მარტო მივიდა მაღაზიასთან, იქ შეხვდა ხ------------–---–ი, შემდეგ ჯერზე კი უთითებს, რომ ისინი ერთად მივიდნენ მანქანით მაღაზიამდე და შევიდნენ დასაყაჩაღებლად. მოწმემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მომხდარ ყაჩაღობასთან ხ------------–---–ს კავშირი არ აქვს, იგი იდგა მაღაზიის კართან; მანვე განმარტა, რომ მანქანაში სიგარეტი ერთად მოწიეს; ასევე, მანქანაში ათხოვა ხ------------–---–ს იარაღი და თავადვე შესთავაზა ყაჩაღობის გეგმა; იგი სახელით და გვარით არ გაუცვნია და ასევე, არ შეუძლია სახეზე მისი ამოცნობა, ახლა მის წინაშე სულ სხვა ადამიანია. მიუხედავად ამისა, ბოლოს მან დაადასტურა, რომ ყაჩაღობა ჩაიდინა იმ პირთან ერთად, რომელიც გაიცნო ი-----–----------–---–ის სახლში. აპელანტის განმარტებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებაც, რომ ყაჩაღობის დაგეგმვის, განხორციელების და შეთავაზების ფაქტთან დაკავშრებით მოწმე გ------–------ემ სასამართლოში მისცა სრულიად განსხვავებული ჩვენება; ასევე, დანაშაულის იარაღის კუთვნილების და განაწილების საკითხზე მან მისცა გამოძიებაში მიცემული სამივე ჩვენებისგან განსხვავებული ჩვენება; მანვე სასამართლო სხდომაზე კატეგორიულად უარყოგამოძიებაში მიცემულ ჩვენებებში ხ------------–---–ის ასაკზე, მამის სახელზე და საცხოვრებელ მისამართზე მითითება და განაცხადა, რომ ეს გამომძიებლის ინიციატივით მოხდა.
დაცვის მხარის განმარტებით, გ------–------ის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერთან და მოწმეების - მ--------------–--ლის და რ-----------–-------–---–ის ჩვენებებთანაც, რომელთა მიხედვით, მაღაზია „მ---------–ი“ ყაჩაღობა განახორციელა ორმა პირმა, ორივე თავდამსხმელი შევიდა მაღაზიაში და ორივე მათგანი დაეუფლა ფულს სალაროდან. რაც შეეხება ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს, როგორც გ------–------ის, ასევე თავად ბრალდებულის ჩვენებითაც დგინდება, რომ ყაჩაღობამდე ხ------------–---–ი ნამდვილად იჯდა გ------–------ის ავტომობილში, სადაც მოწია სიგარეტი და ასევე, გ------–------ემ მას ხელში დააკავებინა იარაღი და ვაზნები. აპელანტი ასევე უთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე იყო მიკერძოებული, მიანიშნებდა ბრალდების მხარეს, თუ რა კითხვები დაესვა მოწმისათვის და მხარეთა დაუკითხავად, საკუთარი ინიციატივით სვამდა კითხვებს, რაც არათუ ეწინააღმდეგება და არღვევს საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, არამედ აზრს უკარგავს სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობას.
აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საქმეში არ არსებობს გამატყუენებილი განაჩენის გამოტანისათვის აუციელებელი დამაჯერებელი, უტყუარი და შეთანხმებული მტკიცებულების ერთობლიობა და ითხოვს ხ------------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ხ------------–---–მა და მისმა ადვოკატემბა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
პროკურორმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ხ------------–---–ის მიმართ გამამრთლებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები აშკარად შეუსაბამოა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც ცალსახად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ხ------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენას. ამასთან, განაჩენის სამოტივაციო ნაწილში პალატა ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და განსაზღვრავს, თუ რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ასევე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე და იმსჯელებს მხარეთა მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ:
დაზარალებულმა მ--------------–--ლმა განაცხადა, რომ შემთხვევის დროს იმყოფებოდა სუპერმარკეტ „მ---------–ი“, სადაც მუშაობდა კონსულტანტად. მოლარე-ოპერატორი რ-----------–-------–---–ი საკანცელარიოს ალაგებდა, ხოლო თავად იჯდა დამხმარე სალაროსთან. მარკეტში შევიდა ორი ბიჭი, ორივეს ნიღაბი და ხელთათმანები ეკეთა. ერთს იარაღი ჰქონდა, რომელიც შუბლზე მიადო და უთხრა - ჩუმად ყოფილი და ეთქვა სად იყო ფული. ამ დროს მეორე პირმა, რომელსაც, როგორც ახსოვს, ხელში დანა ეჭირა, დაინახა, რომ სალარო იყო ღია და თვითონ აიღო თანხა. მოწმის განმარტებით, თავდამსხმელებიდან ორივე იყო მაღალი, ისინი დაახლოებით 2-3 წუთი იმყოფებოდნენ მაღაზიაში. თავდასხმას უშუალოდ ახორციელებდა ის, რომელსაც იარაღი ეჭირა, მეორე გვერდით ედგა. რ-----------–-------–---–ი მათ დანახვაზე გარეთ გავარდა და პოლიციას დაუძახა. როგორც კი თავდამსხმელი სალაროსკენ წავიდა, იგი (მ--------------–--ლი) გაიქცა და საპირფარეშოში ჩაიკეტა. ერთ-ერთი თავდამსხმელი მაღაზიიდან გასვლისას დააკავეს, ხოლო მეორე გაიქცა. მ--------------–--ლის განმარტებით, მომხდარის გამო ძალიან შეეშინდა და მიიღო სტრესი. როდესაც დანაშაული მოხდა, იყო არასრულწლოვანი და დაიკითხა მამის თანდასწრებით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ-----------–-------–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 8 თებერვალს მუშაობდა სუპერმარკეტ „მ---------–ი“, ღამის ცვლაში. ალაგებდა კანცელარიას, როდესაც მაღაზიაში შევიდა ორი ნიღბიანი პირი, ერთს შავი ხელთათმანი ეკეთა და ჰქონდა იარაღი, მეორე იყო თეთრ ხელთათმანებში. ისინი პირდაპირ სალაროსთან მივიდნენ, სადაც იმყოფებოდა კონსულტანტი მ--------------–--ლი. მიხვდა, რომ ხსენებული პირები ყაჩაღობის მიზნით იყვნენ შესულები, გაიქცა გარეთ და დაუძახა პოლიციის თანამშრომლებს. პოლიციელებმა მოახერხეს ერთი მათგანის დაკავება და ჩხრეკის შედეგად ამოუღეს იარაღი. მეორე თავდამსხმელი არ დაუკავებიათ. მაღაზიიდან პირველი თეთრხელთათმანიანი გავიდა, მის ხელში არ დაუნახავს იარაღი ან სხვა რაიმე საგანი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებული იურდიული პირის - შპს „ს----“ წარმომადგენელმა მ-----–---–--–---–-ა განაცხადა, რომ არის სუპერმარკეტ „მ----------ს“ მენეჯერი. 2017 წლის 9 თებერვალს, დილით, სამსახურში მისულმა შეიტყო, რომ მომხდარი ყაჩაღობის შედეგად სალაროდან 1075 ლარის ოდენობით თანხა იყო წაღებული. გამომძიებელს თავისი ინიციატივით წარუდგინა ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც ჩანდა, თუ როგორ შევიდა ორი შავებში ჩაცმული ნიღბიანი პიროვნება, როგორ მივიდნენ სალაროსთან და ამოიღეს თანხა. ასევე, ჩანაწერში ჩანდა, რომ თავდამსხმელმა იარაღი დაადო მ--------------–--ლს. მ-----–---–--–---–-ა დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილობა. მისი განმარტებით, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მაღაზიას მიადგა 1075 ლარის ზარალი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–----------–---–მა განაცხადა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. თ---–--–---------–---–-------------------------------------------–-–---------------–ს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მის მოსანახულებლად მივიდა მისი მეუღლის მეგობრის შვილი ხ------------–---–ი. ხოლო ცოტა მოგვიანებით ასევე ესტუმრა გ------–------ე, რომელსაც დაახლოებით 10-12 წელია იცნობს. გ---- არის ტაქსის მძღოლი და როდესაც ოჯახს ჭირდებოდა, მიდიოდა მათთან. მოწმის განმარტებით, ხ------------–---–ი და გ------–------ე სავარაუდოდ ერთმანეთს იცნობდნენ. მათი მოსვლის შემდეგ მან (ი-----–----------–---–მა) დაიძინა, ვინაიდან იყო ნასვამი. გამთენიისას გაიღვიძა და არცერთი მათგანი სახლში აღარ დახვდა. გ------–------ეს და ხ------------–---–ს მისი თანდასწრებით რაიმე საკითხზე არ უსაუბრიათ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------–------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 8 თებერვალს იმყოფებოდა თავის მეგობართან - ი-----–----------–---–თან, სადაც ხ------------–---–ი გაეცნო, როგორც მ-----ა. ბერძენიშვილის სახლიდან წამოსვლის შემდეგ ხ------------–---–ს მოუყვა თავის შესახებ, უთხრა, რომ ეკონომიურად უჭირდა და სთხოვა დახმარება. იგი ხ------------–---–ს შეუთანხმდა, რომ ღამის ოთხ საათზე მაღაზიის დაყაჩაღების მიზნით შეხვდებოდნენ ერთმანეთს. შემთხვევის ადგილას მივიდა მარტო თავისი მანქანით. ყაჩაღობის ჩადენამდე მან და ხარებაშვილმა მანქანაში მოსწიეს სიგარეტი „დავიდოვი“ და ნამწვები საფერფლეში ჩააგდეს. ასევე, მანქანაში ხვიჩას ათხოვა ვაზნები, რომლებსაც ეს უკანასკნელი ხელში ათამაშებდა. ამის შემდეგ ხ------------–---–ს გამოართვა იარაღი და შევიდა მაღაზიაში, სადაც დააყაჩაღა მოლარე. ხ------------–---–ს არაფერი არ გაუკეთებია, უბრალოდ იდგა კართან. ხელზე ორივეს ხელთათმანები ეკეთა. ხვიჩას ხელში ეჭირა შუშის საჭრელი დანა, რომელიც მან (გ------–------ემ) მისცა. ფულის ამოღების მომენტში ესმოდა ყვირილის ხმა და დააპირა მაღაზიიდან გამოსვლა, მაგრამ გარეთ პოლიცია დახვდა და დაიჭირეს. ხ------------–---–ი იქ აღარ იყო, ალბათ გაიქცა. მომხდარის შესახებ გამოძიებას მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია და მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. ხ------------–---–ის მიმართ არანაირი პირადი ინტერესი არ გააჩნია. მოწმემ დაადასტურა, რომ ყაჩაღობა ჩაიდინა იმ პირთან ერთად, რომელიც გაიცნო ი-----–----------–---–ის სახლში და შემდგომ შეხვდა ღამის ოთხ საათზე. ხარებაშვილის გვარი გამომძიებელმა უთხრა, სახელი კი არ იცოდა. გ------–------ემ ასევე განაცხადა, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ ხ------------–---–ს ვერ ცნობს, რადგან მომხდარიდან წელიწადი და ოთხი თვეა გასული.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----–--------–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 9 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ბ------------------ან ერთად, ვ---------–------------------------------------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც იქვე მდებარე სუპერმარკეტიდან გამოვარდა გოგონა და ითხოვა შველა. გოგონა ამბობდა, რომ ორი ნიღბიანი, შეიარაღებული პიროვნება ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. როდესაც თანამშრომელთან ერთად მაღაზიას უახლოვდებოდა, მაღაზიიდან გამოვარდა ნიღბიანი პიროვნება და გაიქცა. მას მარჯვენა ხელში ეჭირა დანა. ისინი აპირებდნენ დადევნებას, მაგრამ ამ დროს მაღაზიიდან გამოვარდა მეორე ნიღბიანი პიროვნება, რომელსაც ეკეთა ხელთათმანები და მარჯვენა ხელში ეჭირა იარაღი. ეს უკანასკნელი, როგორც შემდეგ გაირკვა - გ------–------ე, მათ დააკავეს მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლისგანაც ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა პისტოლეტი, მჭიდი, ნიღაბი, ვაზნები და ორი ცალი ხელთათმანი. მოწმის განმარტებით, მეორე პიროვნების დანახვა ვერ მოახერხეს, რადგან ნიღაბი ეკეთა. იგი იყო ახალგაზრდა, მაღალი აღნაგობის პირი. მომწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონიერება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ---------------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 9 თებერვალს მეწყვილესთან - მ-----–--------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სუპერმარკეტ „მ------------ან“ გამოვიდა გოგონა ყვირილით. იგი ითხოვდა შველას და ამბობდა, რომ მაღაზიაში იყო ორი ნიღბიანი, შეიარაღებული პიროვნება, რომლებიც ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. მოწმე და მისი მეწყვილე მიემართებოდნენ მაღაზიისაკენ, საიდანაც გამოვარდა ერთი ნიღბიანი პიროვნება, ხელში დანით და გაიქცა. ისინი დაედევნენ თავდამსხმელს, მაგრამ ამ დროს მაღაზიიდან გამოვარდა მეორე ნიღბიანი პირი, როგორც შემდეგომ გაირკვა - გ------–------ე, ცეცხლსასროლი იარაღით ხელში. იგი ცდილობდა პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა მ-----–--------–---–თან ერთად შეძლო მისი დაკავება. პირადი ჩხრეკისას გ------–------ისგან ამოღებული იქნა ნიღაბი, ხელთათმანები და მაკაროვის ტიპის იარაღი, რომელიც იყო დამუხტულ მდგომარეობაში და ვაზნები მჭიდში. მოწმემ დაადასტურა, რომ მეორე, გაქცეულ თავდამსხმელს ეცვა მუქი ფერის ნაჭრის შარვალი და ქურთუკი, ეკეთა ნიღაბი, იყო გამხდარი და მაღალი, დაახლოებით 180 სანტიმეტრი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა: ა-----------–-----–---–---------------------–---–----------–--------–--------------–--------–-------------------------------------------------------------–---–-----------–--------------------–----------------------–-–---–----------------------------------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება და ავთენტურობა.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 9 თებერვალს დაკავებულ იქნა გ------–------ე სუპერმარკეტ „მ------------ან“ გამოსვლის დროს კარის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მას სახეზე ეკეთა ნიღაბი, ხელებზე ეკეთა ხელთათმანები და მარჯვენა ხელში ეჭირა პისტოლეტი. გ------–------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა მის თავზე გაკეთებული შავი ფერის ნაქსოვი ნიღაბი, თვალებთან ამოჭრილი და მის ორივე ხელზე ჩაცმული ტყავის ხელთათმანები. მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა გაურკვეველი მოდელის რკინის პისტოლეტი დამუხტულ მდგომარეობაში. ამოღების შემდეგ მოხდა მისი განმუხტვა, რა დროსაც ლულიდან ამოვარდა ერთი ცალი ვაზნა, ხოლო მჭიდში მოთავსებული იყო ორი ცალი ვაზნა. ასევე, მისი ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა, ხუთი ცალი „საქართველოს ბანკის“ ტერმინალის ქვითრები, ქვითარზე ფიქსირდება მისამართი - ვ---------–--------------------ნი, ზემო პლატო, კორპუსი N2- მიმდებარე და ხუთი ცალი „თიბისი ბანკის“ ტერმინალის ქვითარი, ერთობლიობაში გ------–------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ფულადი თანხა 925 ლარის ოდენობით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ------–--–-------------–--------–------------------------------------1-ის მ/ტერიტორიაზე არსებულ სასურსათო მაღაზია „მ---------–ი“. აღნიშნულ მაღაზიაში შედიან ორფრთიანი ლითონის შუშაში გაწყობილი კარით, რომლის მარცხენა ფრთა იღება გარედან შიგნით, მარჯვნიდან მარცხნივ. მაღაზიაში შესასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ, მეტლახის ზედაპირზე დგას მაცივარი, რომლის უკანა მხარეს განლაგებულია მოლარისათვის გამოყოფილი ადგილი. კერძოდ: განთავსებულია ხის ვარდისფერი მაგიდა, რომლის გაგრძელებაზეც დგას ხის მოყავისფრო ფერის მაგიდა. ორივე მაგიდას გააჩნია თითო უჯრა, ვარდისფერი მაგიდის უჯრა გამოიყენება ძირითად სალაროდ, რომელიც დაინომრა პირობითად N-, ხოლო მოყავისფრო მაგიდის უჯრა გამოიყენება დამხმარე სალაროდ, რომელიც დაინომრა პირობითად N-. აღნიშნულ მაგიდებზე მოთავსებულია სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, ასევე ორივე მაგიდაზე მოთავსებულია კომპიუტერის ორი მონიტორი. მაღაზია აღჭურვილია სამეთვალყურეო ვიდეო-კამერებით. შემთხვევის ადგილიდან კინოლოგიური სამსახურის ექსპერტების მიერ აღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუში ორ ქილად, კერძოდ: 1) მაღაზიაში ვარდისფერი მაგიდის ზედაპირიდან, 2) მაღაზიაში ვარდისფერი მაგიდის უკანა მახარეს მეტლახის ზედაპირიდან. 2017 წლის 09 თებერვალს 09:35 საათზე შემთხვევის ადგილიდან ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა ხელის კვლები ორ ცალ დ/ფირზე მაღაზიაში შესასვლელი კარის, მოძრავი ფრთის მინის გარე ზედაპირიდან, ასევე ამოღებულ იქნა ბიოლოგიური ნიმუშები დნმ-ისთვის.
ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2009 წლის 9 თებერვალს გ------–------ის მონაწილეობით და თანხმობით დათვალიერდა მისი კუთვნილი ავტომანქანა. ავტომანქანა მდებარეობს თბილისში, ვარკეთილის მასივი, მე-2 მ/რაიონის, 24-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანა არის ლურჯი ფერის, „მერსედესის“ ფირმის, სანომრე ნიშანი - Z--------, ოთხკარიანი. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ ა/მანქანიდან ამოღებულ იქნა ოთხი ცალი სუნის კვალის ნიმუში; ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა ანაწმენდის ნიმუშები; მიკრონაწილაკები 08 (რვა) დაქტილოფირზე; ასევე, ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა 4 (ოთხი) ცალი სიგარეტის ნამწვის ნიმუში. კერძოდ, ერთი ცალი ა/მანქანის ე.წ. ტორპედოს ბარში არსებული საფერფლიდან, ერთი ცალი წინა სავარძლებს შორის მდებარე უკანა განყოფილების საფერფლიდან და ორი ცალი სიგარეტის ნამწვის ნიმუში წინა სავარძლებს შორის არსებული სათავსოზე მდებარე სიგარეტის კოლოფიდან. ასევე ამოღებულ იქნა შავი ფერის ქურთუკი, შავი ფერის „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით 3-------------- და 3--------------. ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, პირადობის მოწმობა და მართვის მოწმობა. დამქოქის გასაღების ბუდიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი გასაღები. დათვალიერების შემდგომ ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა ლურჯი ფერის „მერსედესის“ ფირმის ავტომანქანა, სახ. ნომრით Z--------.
დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 10 თებერვალს დათვალიერებულ იქნა დაზარალებულის წარმომადგენლის მ-----–---–--–---–ის მიერ წარმოდგენილი „დვდ“ დისკზე ჩაწერილი ვიდეო ჩანაწერები, სამ ფაილად. პირველი ვიდეოჩანაწერის, წარწერით - „შემოსვლა-გასვლა 1“, გახსნისას ვიდეოჩანაწერში ჩანს შემინული კარი და მაღაზიის დარბაზი. დახლები და დახლებზე განთავსებული პროდუქცია, აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, 09 თებერვალი 2017 წელი, 04:42:49 საათზე, მაღაზიის კარში შემოდის ორი მამაკაცი, რომელთაგან პირველად შემოსულს ხელებზე აცვია თეთრი ფერის ხელთათმანები, სახეზე უკეთია შავი ფერის ნიღაბი, მას შემდეგ ფეხდაფეხ მოყვება მამაკაცი, რომელსაც სახეზე უკეთია შავი ფერის ნიღაბი, ხელებზე აცვია შავი ფერის ხელთათმანები, მათი შესვლიდან მაშინვე კარის უკან სექციიდან გამოდის გოგონა, რომელიც აღებს კარს 04:42:52 საათზე გადის გარეთ, ამის შემდეგ თეთრხელთათმანიანი მამაკაცი გადის გასასვლელ კართან, აღებს კარს, მაგრამ ისევ ბრუნდება სალაროსთან. ამ დროს სალაროსთან შიდა მხარეს იმყოფება ის მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი ფერის ხელთათმანები, რის შემდეგაც გოგონა, რომელიც იმყოფებოდა სალაროსთან გამოდის და დგება სალაროს წინ. ამის შემდეგ 04:43:17 საათზე მაღაზიიდან გადის ჯერ თეთრხელთათმანიანი მამაკაცი, რის შემდეგაც ფეხდაფეხ მიყვება ის მამაკაცი, რომელსაც უკეთია შავი ფერის ხელთათმანები. დისკზე არსებული მეორე ჩანაწერზე ასახულია სალაროს დახლი, სადაც ჩანს 04:43:00 საათზე მუქი ფერის სილუეტი აღებს სალაროს უჯრას, საიდანაც შავი ფერის ხელთათმანიანი ხელით იღებს ფულად თანხას. ამავე ჩანაწერში 04:43:07საათზე სალაროს დახლზე გადმოეყუდება მამაკაცი, რომელსაც ხელთ აცვია თეთრი ფერის ხელთათმანი და გახსნილი სალაროს უჯრიდან იღებს ფულს. მესამე ვიდეოჩანაწერის გახსნისას კადრში ჩანს 04:42:49 საათზე ორი ნიღბიანი მამაკაცის შემოსვლა მაღაზიაში მათი მოქმედება და 04:43:17 საათზე მათი ერთმანეთის მიყოლებით გასვლა მაღაზიიდან.
ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ნებაყოფლობით აღებულ იქნა სისხლის ნიმუში მ--------------–---–ისაგან (ხ------------–---–ის მამა).
სისხლის ნიმუშების აღების ოქმების თანახმად, ბრალდებულ ხ------------–---–ისგან მისივე თანხმობით აღებულ იქნა სისხლის ნიმუშები.
ბალისტიკური ექსპერტიზის N-0---- დასკვნის თანახმად: სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე წარმოდგენილი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ. კალიბრის პისტოლეტის საშტატო ნიმუში „GV“. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. აღნიშნულ პისტოლეტზე რაიმე კონსტრუქციულად გადაკეთების კვალი არ აღინიშნება. ერთი ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 8 (რვა) ცალი 9მმ კალიბრის ვაზნის ტევადობის მჭიდი განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის. 3(სამი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის „GV“ სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის „FGC“ და სხვა, ასევე გამოკვლევაზე წარმოდგენილი პისტოლეტებისთვისაც. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა პ----------------.
ბიოლოგიური გენეტიკური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: გენეტიკური კვლევით დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით - „1 (ერთი) ცალი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი მჭიდთან და 2 (ორი) ცალ ვაზნასთან ერთად“ მოთავსებულ ვაზნებზე არსებული ბიომასალის (ობN3) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და ჰაპლოტიპით ემსგავსება მ--------------–---–ს (ობ.4 პაკეტი წარწერით „მ--------------–---–ის სისხლი“) გენეტიკურ პროფილს. ობ.N3-ის გენეტიკური პროფილი და ექსპერტის N0-------- დასკვნაში წარმოდგენილი ობ.N-8----ის (კონვერტი. წარწერით: 2(ორი) ც. სიგარეტის ნამწვის ნიმუში ამოღებული ა/მ წინა სავარძლებს შორის არსებული სათავსოზე მდებარე სიგარეტის კოლოფიდან) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ერთსა და იმავე პირს და არ არის გამორიცხული, ეკუთვნოდეს მ--------------–---–ის (ობ. N4) ბიოლოგიურ ნათესავს. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ქ-----------------–-–---–-ა.
ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: ,,1 (ერთი) ცალი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი მჭიდთან და 2 (ორი) ცალ ვაზნასთან ერთად“, მოთავსებულ ვაზნებზე არსებული ბიომასალის (ობ. N3, ექსპერტის N0-------- დასკვნა) გენეტიკური პროფილი და პაკეტში, წარწერით: „... 4(ოთხი) ც. სიგარეტის ნამწვის ნიმუში ამოღებული ა/ მერსედესის Z-------- სალონიდან“.. მოთავსებულ სიგარეტის ორ ნამწვზე (კონვერტი, წარწერით: „2(ორი) ც. სიგარეტის ნამწვის ნიმუში ამოღებული ა/მ-ის წინა სავარძლებს შორის არსებულ სათავსოზე მდებარე სიგარეტის კოლოფიდან“) არსებული ბიომასალის (ობ. N-8---. ექსპერტიზის N0-------- დასკვნა) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ხ------------–---–ს (პაკეტი წარწერით: „ხ------------–---–ის სისხლის ნიმუში“). ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ქ-----------------–-–---–-ა.
ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: - პაკეტში წარწერით „... 4 (ოთხი) ც. სიგარეტის ნამწვის ნიმუში ამოღებული ა/მ მერსედესის Z-------- სალონიდან...“ მოთავსებულ სიგარეტის ერთ-ერთ ნამწვზე (ობ.N-0; ამოღებული ა/მანქანის ე.წ. ტორპედოს ბარში არსებული საფერფლიდან) არსებულ ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------–------ეს (ობ. N-7). ამავე პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ, სიგარეტის სამ ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ.N-7 და ობN-8---) გენეტიკური პროფილები ეკუთვნის მამრობითი სქესის ორ სხვადასხვა პირს და განსხვავდება გ------–------ის (ობ. N-7) გენეტიკური პროფილისაგან. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ქ-----------------–-–---–-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განაჩენით, გ------–------ე სუპერმარკეტ „მ----------ს“ დაყაჩაღების ფაქტზე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ხ------------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ გ------–------ე 2016 წლის ზაფხულში გაიცნო ი-----–----------–---–თან. 2017 წლის 8 თებერვალს იგი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა კვლავ ბერძენიშვილის სახლში, სადაც სტუმრად მივიდა გ------–------ე. ისინი საუბრობდნენ ერთმანეთში, რის შემდეგაც გ----ს, მისივე თხოვნით სალაპარაკოდ გაყვა მანქანაში. გ------–------ემ ავტომობილში ჩასხდომის შემდეგ შესთავაზა სიგარეტი და დაიწყო საუბარი. კერძოდ უთხრა, რომ ქონდა ოჯახური პრობლემები და ცხოვრობდა ლიფტის შახტაში. ამასთან, არწმუნებდა, რომ ქონდა სერიოზული საქმე, რომლითაც შეეძლოთ დიდი ფული ეშოვათ. მას (ხ------------–---–ს) ეჭვი შეეპარა გ------–------ის გულახდილობაში, ვინაიდან გაუკვირდა, თუ როგორ სთავაზობდა მსგავს რამეს მეორედ ნანახ ადამიანს და აუხსნა, რომ არასერიოზულად აღიქვავდა მის ნათქვამს. ამის საპასუხოდ გ------–------ემ საქამრიდან ამოიღო იარაღი და აჩვენა. ასევე აუხსნა, თუ როგორ იხსნებოდა მჭიდი და ტყვია როგორ უნდა ამოეღო. ამიტომ რამდენიმე ტყვია აღმოჩნდა მის (ხ------------–---–ის) ხელში. გ------–------ეს მისთვის დანა არ მიუცია. ამის შემდეგ გ------–------ეს უთხრა, რომ მისთვის მიუღებელი იყო მსგავსი რამ და სთხოვა, გაეყვანა ჯავახეთის ქუჩაზე მეგობართან, რაზეც მჟავანაძემ უარი უთხრა, რის გამოც გადმოვიდა მანქანიდან და ფეხით წავიდა. ამ დროს იქნებოდა დაახლოებით ღამის 12 საათი. ხ------------–---–ის განმარტებით, გ------–------ე ი-----–----------–---–თან არ შებრუნებულა და აღარც თვითონ უნახავს. მთელი ღამე გაატარა ჯავახეთის ქუჩაზე მეგობარ მირიან ბუძიაშვილთან. მეორე დილას კი წავიდა პაპის სანახავად. იგი 2017 წლის 28 მარტს დააკავეს ბორჯომში, რა დროსაც შეიტყო, რომ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლით იძებნებოდა. პოლიციის განყოფილებაში მას აჩვენეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანდა როგორ შედიოდა თეთრ ხელთათმანიანი ბიჭი მაღაზიაში. ეუბნებობდნენ, რომ ეღარებინა ამ ყაჩახობაში მონაწილეობა, ვინაიდან ქონდათ გ------–------ის ჩვენება, რომელიც ამხელდა მას.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის აღნიშნულ განმარტებებს, ვინაიდან ისინი აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხოს მის ქმედებაში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. მისი განმარტებები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ხ------------–---–ის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა მ--------------–--ლმა და რ-----------–-------–---–მა მისცეს საკამოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენება. თითოეულმა მათგანმა თანმიმდევრულად და ურთიერთშესაბამისად მოახსენეს სასამართლოს, თუ როგორ შევიდა ორი თავდამსხმელი სუპერმარკეტ „მ---------–ი“ 2017 წლის 08 თებერვალს ღამეს, რომლებიც პირდაპირ გაემართნენ სალაროს მხარეს. მოწმეთა განმარტებით, ორივეს ეკეთათ ნიღბები და ხელთათმანები, ხოლო ერთ-ერთ მათგანს (შავხელთათმანიანს) ხელში ეჭირა იარაღი. ამასთან, მ--------------–--ლს ახსოვს, რომ მეორეს დანა ეჭირა ხელში. მან ასევე განმარტა, რომ სალაროდან ფული ორივე თავდამსხმელმა აიღო, თუმცა უშუალოდ თავდასხმას ახორციელებდა შავხელთათმანიანი პირი, რომელმაც მას იარაღი მიადო შუბლზე. ასევე, ორივე მათგანმა მოახსენა სასამართლოს, რომ დახმარების სათხოვნელად რ-----------–-------–---–ი გაიქცა გარეთ. სუპერმარკეტ „მ----------ს“ თანამშორმლებმა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები ასახეს სრულყოფილად და ზედმიწევნით; მათ ჩვენებებში მომხდარი ფაქტის თაობაზე არცერთ დეტალთან დაკავშირებით არ გამოვლენილა წინააღმდეგობები.
ამასთან, მათი ჩვენებები სრულ თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეჩანაწერთან. კადრში ნათლად ჩანს, რომ მაღაზიის კარში შემოდის ორი მამაკაცი, რომელთაგან პირველად შემოსულს ხელებზე აცვია თეთრი ფერის ხელთათმანები და სახეზე უკეთია შავი ფერის ნიღაბი; ხოლო მეორე მამაკაცს სახეზე უკეთია შავი ფერის ნიღაბი და ხელებზე აცვია შავი ფერის ხელთათმანები. მათი შესვლისთანავე კარის უკან სექციიდან გამოდის გოგონა და გადის გარეთ. უშულოდ სალაროსთან მყოფ პირზე თავდასხმას ახორციელებს მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი ხლეთათმანები, ხოლო თეთრხელთათმანიანი მამაკაცი გადის გასასვლელ კართან, აღებს კარს, მაგრამ ისევ ბრუნდება სალაროსთან. ამის შემდეგ სალაროდან პირი შავი ფერის ხელთათმანიანი ხელით იღებს ფულად თანხას. ამავე სალაროს დახლისაკენ იწევა მამაკაცი, თეთრი ფერის ხელთათმანით და უკვე გახსნილი სალაროს უჯრიდან იღებს ფულს. მაღაზიიდან გადის ჯერ თეთრხელთათმანიანი მამაკაცი, რომელსაც უკან მიყვება მამაკაცი, შავი ფერის ხელთათმანებით.
ის გარემოება, რომ სუპერმარკეტზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა ორმა თანამონაწილემ, დადასტურებულია ასევე პოლიციის თანამშრომლების მ-----–--------–---–ის და ბესიკ ტაბატაძის ჩვენებებით, რომლებმაც განმარტეს, რომ მაღაზიიდან გამოვიდა ერთი ნიღბიანი პიროვნება, მარჯვენა ხელში დანით და გაიქცა. მას უკან მოჰყვებოდა მეორე ნიღბიანი პიროვნება, ხელთათმანებით და მარჯვენა ხელში ცეცხლსასროლი იარაღით. ამდენად, უდავოდ დადასტურებული ფაქტია, რომ სუპერმარკეტ „მ-----------ე“ ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა ორმა შეიარაღებულმა პირმა და ორივე მათგანი ახორციელებდა აქტიურ დანაშაულებრივ ქმედებებს.
რაც შეეხება უშუალოდ ხ------------–---–ის მონაწილეობას სუპერმარკეტ „მ-----------ე“ განხორციელებულ ყაჩაღობაში, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მოწმე გ------–------ის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თანაბრალდებულების მიერ მიცემული ჩვენებები უფრო სიღრმისეულად უნდა იქნეს შესწავლილი და შეფასებული, რადგანაც ის მდგომარეობა, რომელშიც თანამზრახველები (თანაბრალდებულები) აღმოჩნდებიან ჩვენების მიცემისას, განსხვავდება ჩვეულებრივი მოწმეების მდგომარეობისგან (Romanov v. Russia, § 102). მსგავს შემთხვევებში სასამართლოს მიერ გათვალისწინებული უნდა იქნას მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც რელევანტური იყო ჩვენებების სანდოობის შეფასებისას. მათ შორის სასამართლომ ყურადრება უნდა გაამახვილოს თანაბრალდებულის მოტივზე, რის გამოც იგი აძლევს მამხილებელ ჩვენებას, ამასთან, გასათვალისწინებელია მისი დაკითხვის დრო, ვითარება, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის სპონტანური ხასიათი და მის მიმართ ჩვენების მიცემის მიზნით რაიმე იძულების არარსებობა.
დაცვის მხარე საკმაოდ ვრცელ მოსაზრებას წარმოადგენს გ------–------ის ჩვენების შეფასების თვალსაზრისით და ცდილობს, რომ წარმოაჩინოს მასში არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები, რასაც სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება. პალატა უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აფასებს რა მოწმე გ------–------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, განმარტავს, რომ მან საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად გადმოსცა ხ------------–---–თან ერთად დანაშაულებრივი ქმედების დაგეგმვის და განხორციელების დეტალები. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ხ------------–---–ს მოუყვა თავისი ეკონომიკური პრობლემების შესახებ, ისინი ერთობლივად შეთანხმდნენ, რომ ღამე დააყაჩაღებდნენ მაღაზიას. ამის შემდეგ იგი დაშორდა ხ------------–---–ს და მოგვიანებით შემთხვევის ადგილას მარტო მივიდა თავისი მანქანით. გ------–------ემ დაადასტურა, რომ მან იარაღი გამოართვა ხ------------–---–ს, ხოლო თვითონ თავის მხრივ, მას მისცა მინის საჭრელი დანა და შევიდა მაღაზიაში. ამასთან, მიუთითა, რომ ხ------------–---–ს არაფერი არ გაუკეთებია, უბრალოდ იდგა კართან. გ------–------ის განმარტებით, იგი სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ ხ------------–---–ს ვერ ცნობს, ასევე არ იცოდა მისი გვარი ქმედების ჩადენის დროს, თუმცა მან დაადასტურა, რომ ყაჩაღობა ჩაიდინა იმ პირთან ერთად, რომელიც გაიცნო ი-----–----------–---–ის სახლში და შემდგომ შევხვდა ღამის ოთხ საათზე. მიუხედავად იმისა, რომ გ------–------ის ჩვენება არ არის სრულყოფილად თანმიმდევრული, სასამართლოს მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან ერთობლიობაში განვითარებულ მოვლენებს იგი ასახავს ურთიერთთანხვედრილად და დამაჯერებლად.
რაც შეეხება გ------–------ის განმარტებას, რომ ხ------------–---–ს სუპერმარკეტში არაფერი გაუკეთებია და იგი მხოლოდ კართან იდგა, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის შეფასებას, თითქოს ამით გ------–------ემ გამორიცხა დანაშაულში ხ------------–---–ის მონაწილეობა. სუპერმარკეტ „მ----------ს“ სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მაღაზიაში ორი თავდამსხმელის შესვლის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც აცვია თეთრი ხელთათმანები, გადის გასასვლელ კართან, აღებს კარს, თუმცა არ გადის მარკეტიდან და ისევ უკან ბრუნდება, ამ მომენტში კი მამაკაცი შავი ხელთათმანებით სალაროდან იღებს ფულს. დაზარალებულმა მ--------------–--ლმაც განმარტა, რომ უშუალოდ თავდასხმას ახორციელებდა შავხელთათმანიანი თავდამსხმელი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ თანამონაწილეთა შორის როლები იყო განაწილებული და ერთ-ერთის მხრიდან ადგილი ჰქონდა შედარებით აქტიურ მოქმედებას დანაშაულის შემადგენლობის განხორციელებისას, ვერ გახდება მეორის უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი.
სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს გ------–------ის ჩვენების არასანდოობაზე, იმ საფუძვლით, რომ მან გამოძიებას და სასამართლოს მისცა „ურთიერთსაწინააღმდეგო“ ჩვენებები. დამცველის განმარტებით, გ------–------ემ 2017 წლის 9 თებერვალს, გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ტაქსაობის დროს მანქანაში ჩაუჯდა უცნობი მამაკაცი, რომელიც იყო აღელვებული, წაგებული ქონდა თანხა და ვერ ისტუმრებდა. აღნიშნულის გამო დათანხმდა მის წინადადებას და დაგეგმეს ყაჩაღობა, რაც განახორციელეს კიდეც, თუმცა ყაჩაღობის დროს დააკავეს, უცნობმა მამაკაცმა კი მოახერხა გაქცევა. 2017 წლის 6 მარტის ჩვენებაში კი გ------–------ემ არსებითად შეცვალა ფაქტობრივი გარემოებები და განაცხადა, რომ სუპერმარკეტ „მ---------–ი“ ყაჩაღობა დაგეგმა და განახორციელა ი-----–----------–---–ის სახლში გაცნობილ ხ------------–---–თან ერთად. ანალოგიური ჩვენება მისცა გამოძიებას გ------–------ემ 2017 წლის 13 ივლისს და დაადასტურა, რომ ყაჩაღობის იდეა, გეგმა და განხორციელების სურვილი მიაწოდა ხ------------–---–მა. დამცველის განმარტებით, გამოძიებამ სათანადოდ არ შეისწავლა გ------–------ის ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობები, არ დაუსვა მას ის აუცილებელი კითხვები, რაც მეტ დამაჯერებლობას შეიტანდა მის მიერ გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებების რეალობაში. 2018 წლის 8 ივნისს სასამართლოში დაკითხვისას კი გ------–------ემ მისცა სრულიად განსხვავებული ჩვენება ყაჩაღობის შეთავაზების, დაგეგმვის და განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით. დამცველი აანალიზებს რა გ------–------ის ჩვენებაში ასახულ გარემოებებს, მიიჩნევს, რომ დამაჯერებლობის კუთხით იგი ვერ უძლებს კრიტიკას და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას, შემდეგ გარემოებათა გამო:
იმისათვის, რომ წარმოჩინდეს - მართლაც არსებითი და მნიშვნელოვანია თუ არა დაცვის მხარის მიერ მითითებული წინააღმდეგობები და საფუძვლიანია თუ არა მისი ეჭვები და ვარაუდები ბრალდების მხარის მოწმის არასანდოობის თაობაზე, ობიექტურად უნდა გაანალიზდეს და შეფასდეს სადავო მომენტები. ამასთან, ბუნებრივია, რომ მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება განაჩენი, უნდა იყოს ურთიერთშესაბამისი, ისინი ძირითად და არსებით გარემოებებთან დაკავშირებით, უნდა ემთხვეოდნენ ერთმანეთს.
პალატას არ გააჩნია საფუძველი, არადამაჯერებლად მიიჩნიოს გ------–------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, იმ მიზეზით, რომ მან გამოძიებაში მიცემული ჩვენებებისგან განსხვავებულად აღწერა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ აღნიშნა, რომ ყაჩაღობის დროს ხ------------–---–ი მაღაზიაში არ შესულა და იდგა კართან. აღნიშნული გარემოების შეფასებისას პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქმე №626აპ-17), სადაც მითითებულია შემდეგი: „შეუძლებელია მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში ვიგულისხმოთ აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, მაგალითად ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების სახით“. მოცემულ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ გ------–------ემ როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებში ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ ყაჩაღობის დროს მასთან ერთად იყო ხ------------–---–ი, თუმცა აღნიშნა, რომ იგი მაღაზიაში არ შესულა და იდგა კართან. პალატა გ------–------ის ჩვენებასთან ერთობლიობაში აანალიზებს რა საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებს და ვიდეოჩანაწერებს, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ყაჩაღური თავდასხმის დროს გ---- მჯავანაძესთან ერთად სუპერმარკეტში იმყოფებოდა ხ------------–---–იც და ახორციელებდა აქტიურ დანაშაულებრივ ქმედებებს.
საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გ------–------ეს რაიმე სახის ინტერესი გააჩნდა მსჯავრდებულის მიმართ, რის გამოც მან იცრუა სასამართლოს წინაშე და ამოძრავებდა ხ------------–---–ის უმიზეზოდ დასჯის სურვილი. პალატა მოწმის ჩვენების შეფასებისას ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ და ასევე ეროვნული კანონმდებლობით მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რის საფუძველზეც განმარტავს, რომ გ------–------ის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას გ------–------ეს ხელს არაფერი უშლიდა, ნათლად და გარკვევით ჩამოეყალიბებინა მისთვის ცნობილი მოვლენები, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ დანაშაული ჩაიდინა ი-----–----------–---–თან გაცნობილ პირთან ერთად. გ------–------ე და ხ------------–---–ი რომ ერთმანეთს ბერძენიშვილის სახლში შეხვდნენ და იქიდან ერთად წამოვიდნენ, ეს ფაქტი დაადასტურა თავად ხ------------–---–მაც. ი-----–----------–---–ის სახლში ხ------------–---–თან შეხვედრის შესახებ გ------–------ის ჩვენება გამყარებულია ი-----–----------–---–ის ჩვენებითაც. ამასთან, დაზარალებული მ--------------–--ლი და პოლციის თანამშრომლები იდენტურად აღწერენ მეორე თავდამსხმელს (თეთრი ხელთათმანებით), რაც სრულად ემთხვევა სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ ხ------------–---–ის აღნაგობას.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ ექსპერტიზის დაკსვნებზეც და მიუთითებს, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის N0--------, N0-------- და N0-------- დასკვნებით გამყარებულია გ------–------ის ჩვენება - ყაჩაღობის განხორციელებამდე მის ავტომობილში ხ------------–---–ის მიერ სიგარეტის მოწევისა და საუბარის დეტალებთან დაკავშირებით. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ------–------ის ავტომანქანიდან ამოღებულ სიგარეტის ორ ნამწვზე ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ხ------------–---–ს. ასევე, გ------–------ისგან ამოღებულ პისტოლეტის ვაზნებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ხ------------–---–ს. გ------–------ის ავტომანქანაში სიგარეტის მოწევისა და ვაზნებითან შემხებლობის ფაქტი არ უარყო თავად მსჯავრდბეულმა ხ------------–---–მაც, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მის მიერ განვითარებული ვერსია არის უსაფუძვლო და წინააღმდეგობაში მოდის სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტებთან.
დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ------–------ის ავტომობილის სალონიდან ამოღებულ ოთხ ცალ სიგარეტის ნამწვავზე, გარდა გ------–------ისა და ხ------------–---–ისა, ამოვიდა დაუდგენელი პიროვნების დნმ-ის კვალი. გამოძიებამ არ დაადგინა - ხომ არ ეკუთვნოდა აღნიშნული დნმ-ი იმ პირს, ვინც რეალურად მონაწილეობდა ყაჩაღობაში. დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოა, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად დასტურდება ხ------------–---–ის მონაწილეობა დანაშაულში. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ გ------–------ის ავტომობილიდან ამოღებულ ერთ-ერთ სიგარეტის ნამწვზე აღმოჩნდა სხვა, დაუდგენელი პირის დნმ-ის კვალი, პალატა აღნიშნავს, რომ გ------–------ე ავტომობილით (ტაქსით) ემსახურებოდა მოქალაქეებს და ბუნებრივია, სრულიად უცნობ მოქალაქეს შესაძლოა მოეწია სიგარეტი და დაეტოვებინა მის ავტომობილში სიგარეტის ნამწვი. აღნიშნული გარემოება ვერ გახდება ეჭვის საფუძველი, რომ დანაშაული შესაძლოა ჩადენილი იყოს სხვა პირის მიერ, მაშინ, როცა სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ხ------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება საქმეზე გამოძების არასრულად და არაობიექტურად ჩატარებასათნ დაკავშირებით. საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ანუ გამოძიებამ უნდა მოიპოვოს საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო მტკიცებულება და წარადგინოს სასამართლოში. ბუნებრივია, თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლიდა სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას და მათ შედეგებს მტკიცებულების სახით წარადგენდა, მათ მიეცემოდათ სათანადო შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა სულაც არ აკნინებს იმ მტკიცებულებების სანდოობას და რელევანტურობას, რაც გამოკვლეული იქნა სასამართლოში და რის საფუძველზეც უტყუარად დადასტურდა მსჯავრდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ხ------------–---–ის მიერ, ჯგუფურად, სუპერმარკეტ „მ----------ს“ ყაჩაღობის ფაქტს.
ასევე, ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის განმარტება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაირღვა მათი უფლებები, სასამართლო იყო მიკერძებული და არ მიეცათ საშუალება, სრულყოფილად, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოეკვლიათ წარმოდეგნილი მტკიცებულებები. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა თამნასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რა დროსაც ადგილი არ ჰქონია მოსამართლის ბრალდების მხარისადმი მიკერძოებას ან სხვა ფორმით საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას. სასამართლოს მითითებები ემსახურებოდა მტკიცებულებათა გამოკვლევის სათანადოდ წარმართვის პროცედურების დაცვას. სასამართლოს დასკვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების კანონიერების, რელევანტურობისა და საკმარისობის კუთხით, საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ხ------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. სახეზეა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რომ ხ------------–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ხ------------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი (ნასამართლობა) გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ბრადებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება და რეციდივის მხედველობაში მიღებით, განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.
შესაბამისად, პალატა ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ხ------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი.
ხ------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს ხ------------–---–ის მიმართ 2017 წლის 31 მაისს განაჩენით დანიშნული და მოუხდელი დამატებითი სასჯელი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.
საბოლოოდ, ხ------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ხ------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ხ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 6 ოქტომბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული და მოხდილი სასჯელი - 2017 წლის 28 მარტიდან - 2017 წლის 6 ოქტომბრამდე.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- მსჯავრდებულ გ------–------ის პირადი ჩხრეკით ამოღებული ერთი ცალი მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, ერთი ცალი მჭიდი და ორი ცალი ვაზნა, რომლებიც დალუქული სახით ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამომძიებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს შსს-ს შესაბამის სამსახურს.
- მსჯავრდებულ გ------–------ის პირადი ჩხრეკით ამოღებული ფულადი თანხა 925 ლარი ქვითრებთან ერთად, რომელიც დალუქული სახით ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამომძიებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
- მსჯავრდებულ გ------–------ის პირადი ჩხრეკით ამოღებული შავი ფერის ტყავის ხელთათმანები და შავი ფერის ნიღაბი, რომელიც დალუქული სახით ისანი-სამგორის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამომძიებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვლები ერთ ცალ ლაზერულ დისკთან ერთად დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამომძიებელთან, ხელის კვლები განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორი ცალი სუნის კვლების ნიმუშები დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამომძიებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდები დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამომძიებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- მსჯავრდებულ გ------–------ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები სამ პაკეტად, რომლებიც დალუქული ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამომძიებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- მსჯავრდებულ გ------–------ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მიკრონაწილაკები დალუქული ერთ პაკეტად, ინახება გამომძიებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- მსჯავრდებულ გ------–------ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული სიგარეტის ნამწვავების ნიმუშები, დალუქული ერთ პაკეტად, ინახება გამომძიებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- მსჯავრდებულ გ------–------ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ოთხი ცალი სუნის კვალის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამომძიებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- მსჯავრდებულ გ------–------ის ერთი ცალი სუნის კვალის ნიმუში, რომელიც დალუქული სახით ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამომძიებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- 1 ცალი ლაზერული დისკი, რომელზეც ჩაწერილია სუპერმარკეტ „მ----------ს“ სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი, დალუქული სახით; 1 ცალი ლაზერული დისკი, რომელზეც ჩაწერილია ავტომანქანის დათვალიერების ფოტოსურათები, დალუქული სახით; 1 ცალი ლაზერული დისკი, რომელზეც ჩაწერილია შპს „ჯ------–---ან“ მიღებული სატელეფონო ამონაწერი; 1 ცალი ლაზერული დისკი, რომელზეც ჩაწერილია შპს „ბ--–-------ნ“ მიღებული სატელეფონო ამონაწერი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები ჩაწერილი 1ცალ ლაზერულ დისკზე, დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
- მ--------------–---–ის სისხლის ნიმუში, რომელიც დალუქული სახით ინახება გამომძიებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- გ------–------ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც დალუქული სახით ინახება გამომძიებელთან, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- ხ------------–---–ის სისხლის ნიმუში, რომელიც დალუქული სახით ინახება გამომძიებელთან, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე