განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002618416
საქმე #1ბ/1663-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ-–----------–--ის
მსჯავრდებულის: დ----------------------ის
ადვოკატის: ნ----------–---–ის
თარჯიმნის: ი----------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ დ----------------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), დ----------------------ის, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ბო-–-----------------------–--------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–--–-------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----------------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ დ----------------------მა ჩაიდინა მუქარა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დ----------------------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 ივნისს, საღამოს საათებში, ქ-------–--–-------------–---------------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, დ----------------------მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვან ქ----------------–-----ს თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ვ-----------------–-----ს, კერძოდ, შეაგინა, სამჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ვ-----------------–-----მ განიცადა ფიზიკური ტანჯვა.
2018 წლის 1 ივლისს, საღამოს საათებში, ქ-------–--–-------------–---------------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, დ----------------------მა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ვ-----------------–-----ს, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვან ქ----------------–-----ს თანდასწრებით, გენდერული ნიშნით, რომ იგი იყო კაცი და ვ-----------------–-----ს მისთვის უნდა შეესრულებინა ყველაფერი, თორემ დაისჯებოდა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ-----------------–-----ს, კერძოდ, შეაგინა, ერთხელ დაარტყა სახის არეში გაშლილი ხელი, რის შედეგადაც ვ-----------------–-----მ განიცადა ფიზიკური ტანჯვა.
2018 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ-------–--–-------------–---------------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, დ----------------------მა არასრულწლოვან ქ----------------–-----ს თანდასწრებით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ვ-----------------–-----ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, შეაგინა, ერთხელ ჩაარტყა მუჭი სახის მარცხენა არეში, რის შედეგადაც ვ-----------------–-----მ განიცადა ფიზიკური ტანჯვა.
2018 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ-------–--–-------------–---------------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, დ----------------------ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ვ-----------------–-----ს, კერძოდ, თუ იგი როდესმე გაბედავდა პოლიციაში მიმართვას, დ----------------------ი მოკლავდა მას, რის შედეგადაც ვ-----------------–-----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენით:
დ----------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის 6 (ექვსი) თვის ვადით.
დ----------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ----------------------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
დ----------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 22 ივლისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ----------------------მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ----------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს მსჯავრდებულ დ----------------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებების შეტანა კვალიფიკაციისა და შესაბამისად, სასჯელის ნაწილში. კერძოდ, დ----------------------ის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე. დაცვის მხარემ კვალიფიკაციის შეცვლა ბრალდების ამ ნაწილში მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებულმა დ----------------------მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ვ-----------------–-----ს მიმართ ძალადობრივი ქმედებები განახორციელა სამჯერ, არამედ დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ დ----------------------ის მხრიდან ვ-----------------–-----ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ადგილი ჰქონდა მხოლოდ ერთხელ - 2018 წლის 22 ივლისს, რასაც არ შესწრებია არასრულწლოვანი ქ----------------–-----. დაცვის მხარე ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა შეთანხმებით ყველა მტკიცებულება უდავოდ იქნა ცნობილი, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად გაიზიარა გამოძიების ეტაპზე გამოკითხულ მოწმეთა ჩვენებები და ამის გამო არასწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით დ----------------------ის ქმედება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ----------------------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ დ----------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ----------------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
საქმეზე შეკრებილი, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ----------------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. კერძოდ, არასრულწლოვანი მოწმე ქ----------------–-----ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ დ----------------------ს მისი თანდასწრებით არაერთხელ, ზუსტი თარიღები არ ახსოვს, უცემია მისი (მოწმის) დედა ვ-----------------–-----. დ--------ი განსაკუთრებით აგრესიული იყო ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას. ასევე აღნიშნავს, რომ დ----------------------ი ვ-----------------–-----ს ხან ხელს ურტყამდა ხან ფეხს და ამ უკანასკნელს მუდმივად ეტყობოდა სახეზე ცემის კვალი. დ----------------------ს ვ-----------------–-----სთვის ცემის შედეგად ბევრი დაზიანება აქვს მიყენებული. ძალადობის დროს იგი (ქ----------------–-----) შეშინებული და ატირებული ცდილობდა ვ-----------------–-----სა და დ----------------------ს შორის ჩადგომას, რათა დედა დაეცვა ძალადობისგან. ცემის მიზეზი იყო ვ-----------------–-----ს სამსახური. 2018 წლის 22 ივლისს, დ----------------------მა მისი (მოწმის) თანდასწრებით, ვ-----------------–-----ს კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, იმავდროულად, დაემუქრა მოკვლით, თუ ვ---------- პოლიციაში დარეკავდა და უჩივლებდა.
მოწმე ა-----------------------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ვ-----------------–-----ს მეზობლად. ეს უკანასკნელი ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან ქ----------------–-----სთან და არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან - დ----------------------თან ერთად. 2018 წლის 22 ივლისს, ღამის დაახლოებით 01:00 საათზე, მას (მოწმეს) ვ---------- კ-----–-----ს ოთახიდან შემოესმა დ----------------------ის ყვირილისა და გინების ხმა, რომელიც რუსულ ენაზე აგინებდა ვ----------ს, ეუბნებოდა, რომ არის ბოზი და მუშაობს ბორდელში, ამასთან, ემუქრებოდა მოკვლით. საპასუხოდ, ვ-----------------–----- უყვიროდა, რომ პოლიციაში განაცხადებდა. ამ დროს მას (ა-----------------ს) შემოესმა ქ--------ას კივილი, რის შემდეგაც იგი (მოწმე) შევიდა კ-----–-----ების ოთახში. მის დანახვაზე მოჩხუბრები დაწყნარდნენ და ისიც (მოწმე) გამოვიდა ოთახიდან. ამ დროს ვ-----------------–-----ს სახეზე არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა, თუმცა ეს უკანასკნელი დილით რომ ნახა, ვ----------ს გასიებული ჰქონდა მარცხენა ლოყა და ჩალურჯებული ჰქონდა თვალი. მისთვის (მოწმისთვის) ნათელი გახდა, რომ დ--------მა ხელი დაარტყა ვ----------ს, რაც ასევე დაუდასტურა ვ-----------------–-----მ, რომ დ--------მა იმ ღამით იგი ცემა.
მოწმე ქ-----------–------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ მუშაობს დაზარალებულ ვ-----------------–-----სთან ერთად საშაურმეში. 2018 წლის ივნისის თვის მესამე ნახევარში, ვ-----------------–----- სამსახურში მივიდა სახე დასიებული და თანამშრომლებს (ქ-----------–------–-–---–სა და ი-----–--------------ს) უთხრა, რომ 2018 წლის 23 ივნისს იგი ცემა დ----------------------მა. 2018 წლის ივლისის დასაწყისში ვ-----------------–----- ავადმყოფობის მიზეზით რამდენიმე დღე არ გამოცხადდა სამსახურში, რის გამოც ქ-----------–------–-–---–მა და ი-----–--------------მა მიაკითხეს სახლში. მათ ვ-----------------–----- დახვდათ ნაცემი, დალურჯებული ჰქონდა თვალი, რასაც სახის საცხით იფარავდა. ვ-----------------–-----მ თანამშრომლებს უთხრა, რომ 2018 წლის 1 ივლისს დ----------------------მა ხელი დაარტყა სახეში, ამასთან, იტირა და შეეხვეწა თანამშრომლებს, არ დაერეკათ პოლიციაში, ვინაიდან დ--------ი დაემუქრა მოკვლით, თუკი მისი ცემის შესახებ პოლიციას შეატყობინებდა. ვ----------ს განმარტებით, დ--------ი მისგან ითხოვდა სამსახურისთვის თავის დანებებას. აგრეთვე, 2018 წლის 22 ივლისს ვ-----------------–-----მ დაურეკა მას (მოწმეს) და უთხრა, რომ იგი სამსახურში ვერ გამოცხადდებოდა, რის გამოც მიაკითხა საცხოვრებელ სახლში და ვ---------- კვლავ ნაცემი დახვდა, გასიებული ჰქონდა მარცხენა ლოყა და ჩალურჯებული ჰქონდა თვალი. ამ უკანასკნელმა უთხრა (ქ-----------–------–-–---–ს), რომ 2018 წლის 22 ივლისს დ----------------------მა მუშტი დაარტყა სახეში. მიუხედავად ვ----------ს თხოვნისა, მან (ქ-----------–------–-–---–მა) მაინც დარეკა 112-ზე და შეატყობინა მომხდარის შესახებ. აგრეთვე, მოწმე ქ-----------–------–-–---–მა გამოკითხვისას აღნიშნა, რომ არასრულწლოვანი ქ----------------–----- შეესწრო ძალადობის სამივე ეპიზოდს, რაც იცის ვ-----------------–-----სგან. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხულმა ი-----–--------–----------------მა.
მოწმის სახით გამოკითხულმა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა - თ--------–---მ და ს--–---------–---მ აღნიშნეს, რომ 2018 წლის 22 ივლისს მიიღეს გამოძახება და მივიდნენ ქ------–--–-------------------------ში, სადაც დახვდათ დაზარალებული ვ-----------------–-----, რომელიც უჩიოდა თავბრუსხვევას, ტკივილს თავის არეში, მასვე აღენიშნებოდა მარცხენა თვალბუდის არეში მოლურჯო ფერის სისხლჩაქცევა. დაზარალებულმა ვ-----------------–-----მ სასწრაფო დახმარების ექიმებს განუცხადა, რომ მეგობარმა მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე მასზე იძალადა ფიზიკურად. პაციენტს ადგილზე გაუწიეს სათანადო სამედიცინო დახმარება.
გარდა ზემოხსენებული მტკიცებულებებისა, დ----------------------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა დადგენილი და დადასტურებულია 2018 წლის 22 ივლისს „112“-ში შესული შეტყობინებით ოჯახში ძალადობის ფაქტზე (შეტყობინების ინიციატორია ქ-----------–------–-–---–ი), პაციენტ ვ-----------------–-----ს სამედიცინო ბარათით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა დ----------------------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს დ----------------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დ----------------------ის ქმედება არ იყო სისტემატური ხასიათის და ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე. სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, გამეორება, ე.ი. მომდევნო ქმედება, მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა მოხდეს, ანუ მინიმუმ ჯამში სამჯერ მაინც, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი, ანუ მისი გამეორების ალბათობა გარკვეულ „სისტემას“ (განპირობებულია რაიმე ნიშნით, გარემოებით ან ზოგადად, უმიზეზოდ ხდება) უკავშირდება და მუდმივად მოსალოდნელია. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ანდა ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ განიცდის დაზარალებული, სწორედ ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ინდიკატორი სისტემატურობის შესაფასებლად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებებით, რომელიც დაცვის მხარემ პრეიუდიციულად ცნო, ნამდვილად დასტურდება, რომ დ----------------------ის მხრიდან მოკლე პერიოდულობით (პირველი ძალადობა განხორციელდა 2018 წლის 23 ივნისს, მეორე - 2018 წლის 1 ივლისს, ხოლო მესამე - იმავე წლის 22 ივლისს) ხორციელდებოდა მეუღლეზე ფიზიკური ძალადობა, რაც ქმნის მის სისტემატურ ხასიათს და რასაც ესწრებოდა არასრულწლოვანი ქ----------------–-----.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. დ----------------------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული. სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
რაც შეეხება სასჯელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ დ----------------------ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ დ----------------------ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ----------------------ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ----------------------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ----------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ----------------------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენი დ----------------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
დ----------------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
დ----------------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ----------------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
მსჯავრდებულ დ----------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 22 ივლისიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ დ----------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე