განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3--------------
საქმე №1ბ/782-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ნინო სოლომნიშვილის, ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ზ--------------–---–ის,ადვოკატ - ე-------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ბ-------–--–----ის და საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორის ზ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ბ-------–--–----ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-------------------------------------------დ მცხოვრები: ხ--–----------------------------–---------ი; დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენით:
ბ-------–--–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმამ 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით და ბ-------–--–----ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ბ-------–--–----ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, ქონებრივი უფლების მიღება და სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით;
მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფო საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ფარული ფორმით ხელყოფს წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხების და ტბორების წყლები; მე-6 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ. ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა გამოიყენება იმ ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ სასმელი, საყოფაცხოვრებო, სამკურნალო, საკურორტო და წყალზე სხვა საჭირო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, თევზის მეურნეობის, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სხვა საჭიროებას. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად; მე-2 პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს; ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით: 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 10 მეტრი, 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 20 მეტრი, 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 30 მეტრი, 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისათვის – 50 მეტრი. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით, მდინარე ჭ--------ს სიგრძე 438 კილომეტრია, ხოლო მდინარე, აჭარისწყლის - 90 კილომეტრი. შესაბამისად, ორივე მდინარისთვის წყალდაცვითი ზოლის სიგანე წარმოადგენს მდინარის კალაპოტიდან ორივე მხარეს - 50 მეტრს.
2011 წლის 1 ივლისს, საქართველოს მთავრობასა და შპს „ა-------------------ს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე აღნიშნული კომპანია აჭარის რეგიონში, კერძოდ: მდინარეების ჭ--------სა და აჭარისწყლის ხეობებში ახორციელებს სამი ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობას. ხსენებული მემორანდუმის თანახმად, მითითებულმა კომპანიამ იკისრა პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული ყველა მიწის ნაკვეთის შესყიდვის ვალდებულება და, შესაბამისად, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით ერთ კვადრატულ მეტრში მოქალაქეებს უხდიდა 20 ლარს. ხ--–----------------------------–---------ში მცხოვრებ ბ-------–--–----ეს საარქივო მონაცემებით სოფელ ნაკირნათევში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 1500 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ბ-------–--–----ემ თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ--------ს კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა-------------------ზე“ რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას. ამ მიზნით ბ-------–--–----ემ დახმარებისათვის მიმართა შპს „დ------------------ის“ დირექტორს გ--------–----ეს და სთხოვა მის სახელზე აეზომა სოფელ ნაკირნათევში, მდინარე ჭ--------ს კალაპოტში არსებული 1100 კვ/მ ფართი. აღნიშნულზე გ--------–----ემ 2012 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, ბ-------–--–----ის სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელშიც აღნიშნული ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფართის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად, ბ-------–--–----ემ მიმართა ხ--–----------------------------–-------- ორგანიზატორს (რწმუნებულს) რ-----–--–-----ს და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და ამავე ფართის მის პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტის დადასტურება. აღნიშნულზე რ-----–--–-----მ თანხმობა განუცხადა და 2012 წლის 15 ოქტომბერს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა რ-----–--–----ის პირად სარგებლობაში ზემოაღნიშნული 1100 კვ/მ ფართის არსებობის შესახებ. 2012 წლის 15 ოქტომბერს, ბ-------–--–----ემ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილის რ-------------ს მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2012 წლის 19 ოქტომბერს, ბ-------–--–----ის სახელზე დარეგისტრირდა სოფელ ნაკირნათევში, რეალურად მდინარე ჭ--------ს კალაპოტში, კერძოდ: მდინარის მიმდებარე ციცაბო მთის ფერდობზე, მდინარის წყალდაცვით ზოლში არსებული 1101 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით 2-----------. ამ გზით ბ-------–--–----ემ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა შპს „ა------------------“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა-------------------ის“ კუთვნილ 22020 ლარს. აღნიშნული ქმედებით ბ-------–--–----ემ სახელმწიფოს და შპს „ა-------------------ს“ მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი. 2014 წლის 03 აპრილს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული, ზემოაღნიშნული 1101 კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბ-------–--–----ემ და საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ზ--------------–---–მა.
დაცვის მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
ადვოკატის განმარტებით, საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეთა ჩვენებები არ არის რელევანტური ბ-------–--–----ის მიერ თაღლითურად, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების ფაქტის შესაფასებლად. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ნაწილი საერთოდ არ არის შემხებლობაში განსახილველ დანაშაულთან, ხოლო მათი ნაწილი არასწორადაა დართული სისხლის სამართლის საქმეზე და ამასთან არ არიან დაკითხულები ის პირები, ვინც ხელს აწერენ საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებს. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა დადგენილი, რომ ბ-------–--–----ის მიერ დარეგისტრირებული უძრავი მიწის ნაკვეთი არ შეესაბამება საარქივო მონაცემებში მითითებულ მიწის ნაკვეთს. ასევე, საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკციებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბ-------–--–----ე არ ფლობდა მიწის ნაკვეთს; მის მიერ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და მისი მითითებით შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი იყო თუ არა ყალბი.
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის გამკაცრების კუთხით და ბ-------–--–----ის მიმართ სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. პროკურორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენით ბ-------–--–----ის მიმართ გამოყენებული სასჯელი არის დაუსაბუთებელი, ლმობიერი და უსამართლო. იგი არ შეესაბამება ჩადენილ დანაშაულს, მსჯავრდებულის პიროვნებას და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ამ შედეგისადმი მსჯავრდებულის დამოკიდებულება. პროკურორის განმარტებით, მართალია დანაშაულის აღიარებაზე და დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმა არ ითვლება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები გამოკვლეული იქნა სრული მოცულობით და სასამართლოს მხრიდან დაიხარჯა საკმაოდ დიდი რესურსი. ამასთან, დაცვის მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულებები მისი პირადი და ეკონომიკური პირობების, ასევე ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. იმ გარემოების გათვლისწინებით, რომ ბ-------–--–----ის მიერ ჩადენილი მძიმე კატეგორიის, განზრახი დანაშაული თავისი ხასითით და სპეციფიკით წარმოადგენს საზოგადოებრივად საშიშ ქმედებას, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება წამახალისებელიც კი შეიძლება აღმოჩნდეს ახალი ანალოგიური, ან სხვა დანაშაულის ჩასადენად.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე-------------ემ და პროკურორმა ზ--------------–---–მა მხარი დაუჭირეს თავიანთ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ბ-------–--–----ის და საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ზ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებებში ბ-------–--–----ის ბრალეულობა; ამასთან, მის მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და ადეკვატური, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ--------------------მ განმარტა, რომ იგი არის კომპანია „ა-------------------ის“ წარმომადგენელი. 2011 წლის 1 ივლისს კომპანიამ საქართველოს მთავრობასთან გააფორმა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, აჭარის რეგიონში, ხელვაჩაურში უნდა განეხორციელებინა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. პროექტის განსახორციელების მიზნით კომპანიამ 2012-2013 წლებში დაიწყო მიწის ნაკვეთების შესყიდვა, რომლის ნაწილი იყო კერძო პირების, ხოლო ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაში. 2013 წლის დეკემბრიდან დაიწყო დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების მასიური რეგისტრაცია, რა დროსაც კომპანიის ტოპოგრაფიულმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ 98 მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული იყო მდინარის კალაპოტში, მდინარეში, ციცაბო კლდის ფერდობზე და მიუვალ ადგილებში. კომპანიამ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მსგავსი სახის საკუთრების რეგისტრაციის გაუქმება; თუმცა მოპასუხე მხარემ - საჯარო რეესტრმა თავადვე გააუქმა რეგისტრაცია დაახლოებით 32 მიწის ნაკვეთზე, ვინაიდან შესწავლის შედეგად დაადგინეს, რომ შეუძლებელი იყო მდინარეს ასე არსებითად შეეცვალა კალაპოტი. გაუქმებულ რეგისტრაციებში მოხვდა ისეთი მიწის ნაკვეთებიც, რომლებიც კომპანიას უკვე შეძენილი ჰქონდა. მათ შორის ბ-------–--–----ისათვის მიწის სანაცვლოდ ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი ჰქონდათ 22 000 ლარი. მოწმემ განმარტა, რომ კომპანიამ მიწის ნაკვეთების შეძენისას იხელმძღვანელა საჯარო რეესტრის მონაცემებით, ენდო რეესტრის ამონაწერში ასახულ ინფორმაციას და შესაბამისად არის კეთილსინდისიერი შემძენი. კომპანიას რომ სცოდნოდა, რომ ბ-------–--–----ის საკუთრების უფლება დარეგისტრირებული იყო ისეთ ადგილას, სადაც რეგისტრაცია კანონით იყო აკრძალული, ამ მიწის ნაკვეთს არ შეიძენდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ჯ-----------–----ს 2014 წლის 19 მარტის დაკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, 2012 წლის ოქტომბრიდან იგი მუშაობდა „ა-------------------ში“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად. მის მოვალეობაში შედიოდა კონკრეტულ მოქალაქეებთან მიწის ნაკვეთების შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება. 2011 წლის 1 ივლისს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან გაფორმდა მემორანდუმი, ხელვაჩაურის ტერიტორიაზე სამი ჰესის მშენებლობის თაობაზე. 2012 წლის 6 თებერვალს „ა-------------------მა“ მიიღო ნებართვა კირნათი ჰესის და ხელვაჩაური 1 ჰესის მშენებლობის თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც კომპანიამ 2012 წლის პერიოდში ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე შეიძინა სახელმწიფო მიწის ნაკვეთები, საერთო ჯამში - 26 მიწის ნაკვეთი, 307335 მ2. 1 მ2 - 3 ლარად და ასევე გადაწყვიტეს მიწის ნაკვეთების შეძენა კერძო პირებისგან. 2011 წელს კომპანიის დაკვეთით საამზომველო ფირმა ტერაუნივერსალმა შეადგინა ელექტრონული რუკა, რომელშიც შეიტანა ყველა მონაცემი, მათ შორის დატბორვის ზონაში არსებულ ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთები. მოსახლეობისგან კომპანიას სულ შეძენილი აქვს 150 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 2---------------- ლარად. 2013 წლის დასაწყისში, ტოპოგრაფიულმა ჯგუფმა დაადგინა, რომ კომპანიის მიერ შეძენილი 2-3 მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილი წარმოადგენდა რიყეს, ასევე რანდენიმე ნაკვეთი, რომელიც რეგისტრირებული ჰქონდათ მოქალაქეებს, ხვდებოდა მდინარე ჭ--------ს კალაპოტში, თუმცა რეგისტრირებული იყო როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთები. ასეთი ნაკვეთების რაოდენობამ შეადგინა 98, რასთან დაკავშირებითაც მიმართეს ენერგეტიკის მინისტრს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. ამ 98 მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით „ა-------------------მა“ მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების გაუქმება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ--------–---–-----მა განმარტა, რომ მუშაობს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტში. მისთვის ცნობილია, რომ „ა-------------------სა“ და სახელმწიფოს შორის გაფორმდა მემორანდუმი. კერძოდ, კომპანიამ აიღო ვალდებულება აჭარის რეგიონში აეშენებინა სამი ჰესი და ამ პროექტის ფარგლებში მოსახლეობისგან უნდა გამოესყიდათ მიწები. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობას მიწის ნაკვეთები დარეგისტრირებული ჰქონდა მდინარის კალაპოტში ან სპეციალურ ზონაში. მოწმის განმარტებით, ამ ტერიტორიების განკარგვის უფლება ჰქონდა მხოლოდ სახელმწიფოს და იქ მიწების დარეგისტრირება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებად, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე არ შეიძლებოდა. მას შემდეგ, რაც გადაამოწმეს დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, დადგინდა, რომ ისინი, მათ შორის ბ-------–--–----ის სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთიც, მოქცეული იყო მდინარის კალაპოტში. შესაბამისმა სამსახურმა გააუქმა მსგავსი სახის რეგისტრაციები და ეს მიწები გადავიდა ისევ სახელმწიფოს საკუთრებაში. ამდენად, ბ-------–--–----ის დანაშაულებრივი ქმედებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--------–----ემ განმარტა, რომ არის შპს „დ------------------ის“ დირექტორი. 2011-2012 წლებში მასთან მივიდა ბრალდებულის ბ-------–--–----ე და სთხოვა მიწის ნაკვეთის აზომვა. ნახა მიწის ნაკვეთი, რომელიც იყო საკოლმეურნეო და მდებარეობდა მდინარე ჭ--------დან დაახლოებით 10 მეტრში. მან შეადგინა ნახაზი და გადასცა ბ-------–--–----ეს საჯარო რეესტრში წარსადგენად. მისი განმარტებით, მიწის ნაკვეთი შემოღობილი არ ყოფილა, იყო ფერდობზე და სახნავ-სათესად არ გამოდგებოდა, თუმცა მასზე იყო სხვადასხვა ნარგავები, ამიტომ დანიშნულებაში მიუთითა სასოფლო-სამეურნეო. აზომვითი სამუშაოების შესრულებისას ზამთრის პერიოდი იყო, ამიტომ ხეებს ფოთლები არ ჰქონდა, მიწის ნაკვეთს კი დამუშავების კვალი არ ეტყობოდა. მოგვიანებით იგი მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმის გამო, რომ ბ-------–--–----ის დაკვეთით აზომილ მიწის ნაკვეთის დანიშნულებაში მიუთითა სასოფლო-სამეურნეო. მოწმემ დაადასტურა, რომ ბ-------–--–----ემ მას აჩვენა საარქივო ცნობა, სადაც მითითებული იყო, რომ ბ-------–--–----ე იყო მიწის მფლობელი, თუმცა ეს ზუსტად ის მიწის ნაკვეთი იყო თუ არა, რომელიც მან აზომა, იგი არ დაინტერესებულა. ასევე, არ მიიჩნია პრობლემად ის საკითხი, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მდინარესთან ახლოს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-------–--–-----მ განმარტა, რომ ბ-------–--–----ე არის მისი ბიძაშვილი. 2012 წელს მან ნოტარიულად დაამოწმა განცხადება, რომლის თანახმადაც ბ-------–--–----ე 1981 წლიდან სარგებლობის წესით ფლობდა 1100 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ნაკირნათევში. მას მიწის ნაკვეთის ნახაზი არ უნახავს. როგორც იცის, სოფლის კომისიამ ბ-------–--–----ეს გადასცა სულ 1500 მ2 მიწის ნაკვეთი (1100 კვ.მ. და 400 კვ.მ. ცალ-ცალკე), რომელსაც ჯერ კიდევ ბ-------–--–----ის დედა ამუშავებდა. მოწმემ განმარტა, რომ თითქმის ყოველდღე ნახულობდა ამ მიწის ნაკვეთს, რომელიც მდინარიდან 20-30 მეტრის დაშორებით მდებარეობდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მდინარე კალაპოტს იცვლის, შესაძლებელია 10 მეტრის მანძილშიც ყოფილიყო. ნაკვეთი იყო გზის ზემოთ. მას ბ-------–--–----ე არ ამუშავებდა, მაგრამ ხეხილის ბაღი იყო გაშენებული, კერძოდ, ლიმონი, ხილი და ნიგვზები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ------–-----–--ემ განმარტა, რომ ბ-------–--–----ე არის მისი მეზობელი. 2012 წელს ბ------- უთხრა, რომ სურდა მის (ბ-------–--–----ის) მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება. როგორც ახსოვს, 1975 წლიდან, 1990-იან წლებამდე ბ-------–--–----ის მშობლები ამუშავებდნენ ამ მიწის ნაკვეთს, რომელსაც ღობეც ჰქონდა და ნარგავებიც იყო გაშენებული, თუმცა ზუსტად რა ფართობზე იყო ეს ნაკვეთი, მისთვის უცნობია. მოგვიანებით იგი ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ახსოვს, რომ 1988-1989 წლებში გზა გადაიტანეს მიწის ნაკვეთის ზემოთ და ბ-------–--–----ის მშობლების მიწის ნაკვეთი „გაფუჭდა“. მდინარიდან დაახლოებით 10-15 მეტრით იყო დაშორებული გზა და გზის გადაღმა იწყებოდა მიწის ნაკვეთი. ბ-------–--–----ეს მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების დროს მისთვის არანაირი ნახაზი არ უჩვენებია, ასევე რამდენიმე წელი არ ჰქონდა ნანახი ბადრი ეს ნაკვეთი. ვინაიდან ახსოვდა, რომ შ--–-----ს მშობლები ნამდვიდალ ფლობდნენ მიწის ნაკვეთს, ამიტომ მოუწერა განცხადებაზე ხელი. მისთვის ასევე უცნობია ბ-------–--–----ე 1981 წლიდან ფლობდა თუ არა მიწის ნაკვეთს და მისი ფართი ნამდვილად იყო თუ არა 1100 მ2 მოწმე ენდო ნოტარიუსს, რომელიც ალბათ ნახაზით იხელმძღვანელებდა. მას ეჭვი არ შეპარვია, რომ ბ-------–--–----ეს შესაძლოა სხვისი მიწის ნაკვეთი დაერეგისტრირებინა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ-----–--–-----მ განმარტა, რომ 2012-2013 წლებში იგი მუშაობდა სოფელ გვარას თემის ორგანიზატორად. 2012 წელს, მისი ნათესავის ბ-------–--–----ის მიერ წარდგენილი ნახაზის, საარქივო ცნობისა და მოწმეების განცხადების საფუძველზე, ნოტარიულად დაუმოწმა ბ-------–--–----ეს ის ფაქტი, რომ ეს უკანასკნელი ე.წ. „მიღმა ყანაში“ ფლობდა ათასზე მეტ მ2 მიწის ნაკვეთს. მან გადმოცემით იცოდა, თუ სად იყო მიწის ნაკვეთი. კერძოდ, ბ-------–--–----ის ნაკვეთი მდებარეობდა სოფლის შესასვლელში, გზასთან, ასევე, მდინარის მარჯვენა მხარეს მდებარეობდა, თითქმის მდინარეს იყო მიბმული და მერე მოსდევდა ფერდობი. როგორც მისთვის არის ცნობილი, მის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე ბ-------–--–----ემ მოახდინა ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. იგი ცნობის გაცემისას ძირითადად მოწმეთა განცხადებას დაეყრდნო. მან არ იცის, ქონდა თუ არა ასეთი ცნობის გაცემის უფლებამოსილება, თუმცა ამ ქმედების გამო იგი პასუხისგებაში იქნა მიცემული და სასამართლომ მსჯავრი დასდო. მოწმის განმარტებით, ბ-------–--–----ის მიწის ნაკვეთი მდინარის კალაპოტში რომ ყოფილიყო, იგი ასეთ ცნობას არ გასცემდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------------------ემ განმარტა, რომ 2013 წლიდან მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის გამგებლად. მისთვის ცნობილი გახდა, რომ სოფლის რწმუნებულები გასცემდნენ ისეთ ცნობებს, რომლის საფუძველზეც მოხდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, მდინარეების ჭ--------ს და აჭარისწყალის კალაპოტში მდებარე მიწების კერძო პირებზე რეგისტრაცია. მოწმემ სასტიკად გააფრთხილა რწმუნებულები, რომ ასეთი ცნობები არ გაეცათ, რადგან ამის უფლება არ ჰქონდათ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--–-----–------მ განმარტა, რომ 2012 წელს მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპატეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მისი ერთ-ერთი მოვალეობა იყო მუნიციპალიტეტის და მასში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა. ბ-------–--–----ისთვის რწმუნებულის მიერ გაცემულ ცნობასთან დაკავშირებით, მისგან კონსულტაციის მისაღებად, არავის მიუმართავს. მისთვის ცნობილია, რომ რწმუნებულები საარქივო დაწესებულების ცნობების საფუძველზე ადასტურებდნენ მიწის ნაკვეთის მდებარეობის და მისი ფლობის ფაქტს, რა დროსაც ქონების მართლზომიერი მფლობელობის გადამოწმების შესაძლებლობა ფაქტობრივად არ ქონდათ და ამდენად, სწორად ვერ განსაზღვრავდნენ, ზუსტად რომელი ან რამდენი კვ.მ. მიწის ნაკვეთი გამოეყო ამა თუ იმ პირს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გ--------------ემ განმარტა, რომ 2013-2014 წლებში იგი მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული სამსახურის სასამართლოსთან და სხვა ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად. მისთვის ცნობილია, რომ ამ პერიოდში, რწმუნებულები, წარდგენილი აზომვითი ნახაზების და საარქივო ცნობაში ასახული მონაცემების საფუძველზე, ნოტარიულად ამოწმებდნენ მიწის ნაკვეთის იდენტურობას, რისი უფლებამოსილებაც არც მოქმედი კანონმდბელობით და არც დებულებით მათ არ ჰქონდათ. რწმუნებულები ასევე არ იყვნენ აღჭურვილი სათანადო ცოდნით და ხელსაწყოებით, რათა დაედგინათ მიწის ნაკვეთების იდენტურობა საარქივო ჩანაწერებთან. ამგვარი ცნობების გაცემასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურისთვის არავის მიუმართავს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ა-------------–--–---ს 2014 წლის 14 მარტის დაკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, 2012 წლის 3 დეკემბრიდან ეს უკანასკნელი მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ და მის მოვალეობაში შედიოდა ტერიტორიულ ორგანოებზე, კერძოდ, სოფლისა და თემის რწმუნებულებზე ზედამხედველობა. დაახლოებით 2012 წელს „ა-------------------მა“ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობისგან და სახელწიფოსგან შეიძინა სხვადასხვა მიწის ნაკვეთები. ამავე პერიოდში რწმუნებულებთან მოსახლეობამ დაიწყო მისვლა, რათა მათთვის მიეცათ ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა და საარქივო ცნობების საფუძველზე მომხდარიყო მათთვის გამოყოფილი მიწების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. არც კანონმდებლობით და არც ხელმძღვანელობის მითითებით, რწმუნებულებს ასეთი ცნობების გაცემა არ ევალებოდათ. როდესაც მისთვის ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ რწმუნებულები გასცემდნენ ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობებს, რითაც ადასტურებდნენ მოქალაქეების მხრიდან მიწის ფლობის ფაქტს, დაახლოებით 2013 წლის აპრილის დასაწყისში დაიბარა ყველა რწმუნებული, მათ შორის კირნათის, აჭარისწყლის და თხილნარის რწმუნებულები და გააფრთხილა კატეგორიულად - დასახელებული სახის ცნობები გაეცათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული იყვნენ, რომ საარქივო ცნობებში მითითებულ ტერიტორიაზე ნამდვილად ეკუთვნოდა მოქალაქეს მიწის ნაკვეთი. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, ამ შეხვედრის შემდეგ, კონკრეტულ რწმუნებულებს მაინც გაუციათ თანხმობები საჯარო რეესტრში წარსადგენად, რის საფუძველზე ადასტურებდნენ უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის და აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას. ასეთი თანხმობების გაცემის უფლება რწმუნებულებს არ ჰქონდათ, რადგან არ იყვნენ აღჭურვილი სათანადო ცოდნით და არ გააჩნდათ სპეციალური აპარატურა, რითაც დაადგენდნენ მიწის ნაკვეთების იდენტურობას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–---–--ემ განმარტა, რომ მუშაობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის უფროსად. მის დაქვემდებარებაში არსებულმა დეპარტამენტმა ელექტრონულად მიიღო ბ-------–--–----ის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განაცხადი, რომელსაც თან ერთვოდა აზომვითი ნახაზი. მოხდა ინფორმაციის კადასტრულად დამუშავება, ნახაზი შედარდა ელექტრონულ ბაზას, რისი გათვალისწინებით შედგა სიტუაციური და KFS ნახაზები. აღნიშნული მასალები გადაეცა სარეგისტრაციო სამსახურს. მოგვიანებით, კირნათის საკრებულოს ტერიტორიაზე აუცილებელი გახდა ათეულობით რეგისტრაციის გადამოწმება, რის გამოც გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის თანამშრომლებმა შ--–-----------მ და ე-–-----------------ემ ადგილზე ჩაატარეს აზომვითი სამუშაოები. დადგინდა, რომ ბ-------–--–----ის საკუთრება რეგისტრირებული იყო ისეთ ნაკვეთზე, რომელიც მოქცეული იყო მდინარის კალაპოტში ან მის დაცვით ზოლში. შედგა შესაბამისი დასკვნა, რაც რეაგირებისთვის გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ------------მა განმარტა, რომ მუშაობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის კადასტრული უზრუნველყოფის სამსახურში. 2012-2013 წლებში მუშაობდა აჭარის რეგიონში, კერძოდ, ხელვაჩაურის, ხულოს და შუახევის სარეგისტრაციო ზონებზე და მის მოვალეობაში შედიოდა ამ რეგიონებიდან შემოსული ინფორმაციის კადასტრულად დამუშავება. ბ-------–--–----ის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, მოწმემ პროგრამულად მიიღო დაინტერესებული პირის - ბ-------–--–----ის განცხადება, რის შემდეგ, მითითებული მიწის ნაკვეთი ჩასვა გეომონაცემთა ბაზაში. მის მიერ მოხდა გადამოწმება ხომ არ ხდებოდა განმცხადებლის მიერ მითითებული ფართობის ზედდება ტყის მასივთან ან რომელიმე რეგისტრირებულ მონაცემთან (ნაკვეთთან), რასაც ადგილი არ ჰქონია. ნ------------მა გაამზადა სიტუაციური და KFS ნახაზები, სადაც მიეთითა, რომ ნაკვეთის ადგილმდებარეობა იყო - სახელმწიფო, მდინარე, რიყე, შეადგინა გეგმა და მიანიჭა უნიკალური კოდი. განაცხადის შემდგომი მსვლელობით იგი არ დაინტერესებულა, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ მოგვიანებით საკუთრების რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ-------------მ განმარტა, რომ 2012-2013 წლებში მუშაობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მოადგილედ. მან მოახდინა ბ-------–--–----ის ქონების რეგისტრაცია, რადგან რეგისტრატორის არყოფნის შემთხვევაში თვითონ ახორციელებდა მის საქმიანობას. ბ-------–--–----ემ ქონების რეგისტრაციისთვის წარადგინა საარქივო ცნობა, ნახაზი და რწმუნებულის განცხადება ნაკვეთის იდენტურობასთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე, თბილისის საკადასტრო სამსახურის მიერ გადამოწმდა საკადასტრო მონაცემები და ვინაიდან სხვა მიწის ნაკვეთის გადაფარვას ადგილი არ ჰქონდა, განხორციელდა რეგისტრაცია. საკადასტრო სამსახურიდან მან ასევე მიიღო სიტუაციური და KFS მონაცემები იმის თაობაზე, თუ რა ესაზღვრებოდა დასარეგისტრირებელ ტერიტორიას, რაც გადაწყვეტილების მიღებისას არ გაუთვალისწინებია. მოგვიანებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გააუქმა აღნიშნული რეგისტრაცია, თვითონ კი პასუხისგებაში იქნა მიცემული და მის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ტ------–-–--------მ განმარტა, რომ 2013-2014 წლებში მუშაობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსად. დაახლოებით 2013 წლის სექტემბრის თვეში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროდან მიიღეს წერილი, სადაც მითითებული იყო უძრავი ქონების საკადასტრო კოდები (ორასამდე მიწის ნაკვეთზე) და ითხოვდნენ მითითებული ქონების რეგისტრაციის გადამოწმებას. შემთხვევის ადგილზე გავიდა საჯარო რეესტრის გეოდეზიისა და საკადასტრო სამსახურის ჯგუფი, აწარმოეს საველე სამუშაოები, გადაამოწმეს მდინარე ჭ--------ს მიმდებარედ არსებული ტერიტორიები აჭარისწყლის შესართავამდე (ხელვაჩაურის რაიონის სოფელი კირნათი, მარადიდი, მაჭახელა და სხვა), რა დროსაც დადგინდა, რომ კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები მდებარეობდა მდინარის კალაპოტში, ასევე, თურქეთის საზღვართან 500 მეტრში, რისი რეგისტრაციაც კანონმდებლობით აკრძალულია. მათ რამდენჯერმე მოუწიათ შემთხვევის ადგილზე გასვლა, რა დროსაც დადგინდა, რომ კერძო საკუთრებაში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ნაწილი მდებარეობდა 90 გრადუსიანი დახრის ციცაბო კლდეებზე. დადგინდა მდინარის კალაპოტის ელექტრონული ნახაზი და ამ ნახაზზე დაიტანეს მოსახლეობის მიერ რეგისტრირებული უძრავი ქონებების ელექტრონული ვერსიები. გეოდეზიის სამსახურის მიერ გაიცა დასკვნა, რომელიც გადაეგზავნა გენერალურ ინსპექციას დანაშაულის შესაძლო ნიშნების არსებობის გადასამოწმებლად. მოგვიანებით ესწრებოდა ადმინისტრაცულ სამართალწარმოებებს, რითაც ბათილად იქნა ცნობილი ამ მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია. მოსახლეობის განმარტება, რომ თითქოს ისინი მდინარის კალაპოტოში არსებულ მიწის ნაკვეთებს იყენებდნენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, რაც მოგვიანებით წყალმა წაიღო, არის აბსურდი, რადგან მდინარის კალაპოტში იყო უზარმაზარი ლოდები, ბუნებრივად წარმოქმნილი სალი კლდეები და ამ მიწის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყო შეუძლებელი. მათ მიერ შესწავლილ მიწის ნაკვეთებს შორის იყო მდინარის კალაპოტში დარეგისტრირებული ბ-------–--–----ის მიწის ნაკვეთიც, რომლის რეგისტრაცია ასევე ბათილად იქნა ცნობილი. მოწმემ განმარტა, რომ იგი უშუალოდ იღებდა მონაწილეობას სავალე სამუშაოებში და მასთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ გეოდეზიის სამსახურის თანამშრომლები შ--–----------- და ე-–-----------------ე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-–-----------------ემ განმარტა, რომ მუშაობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტის გეოდეზია-კარტოგრაფიის სამსახურში. 2013 წლის ოქტომბერში შ--–--------------ან ერთად მივლინებით იმყოფებოდა აჭარაში, კერძოდ, ხელვჩაურის რაიონში. პირველ ეტაპზე მათ განახორციელეს გეოდეზიური სამუშაოების ჩატარება, მდინარე ჭ--------ს იმჟამინდელი ნაპირების დასადგენად, რაც 5 სმ-ის სიზუსტით შესრულდა გეოდეზიური ხელსაწყო - ჯიპიესის მეშვეობით. მეორე ეტაპზე, საკადასტრო კოდების მითითებით დადგინდა ის მიწის ნაკვეთები, რომლის ნაწილი მოქცეული იყო წყალში, ნაწილი რიყეზე და ნაწილი მდინარის კუნძულზე ან მთის ციცაბო ფერდობზე, რომელიც ხვდებოდა მდინარის კალაპოტში. მოწმემ დაადასტურა, რომ ბ-------–--–----ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 2--------, ციცაბო ფერდობზე მდებარეობდა, მდინარესა და საავტომობილო გზას შორის და შეუძლებელია იგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთად მიჩნეულიყო, რადგან ხვდებოდა მდინარის კალაპოტში. მისთვის უცნობია, შეიცვალა თუ არა მდინარე ჭოროხმა კალაპოტი, რადგან ეს მის კომპეტენციას არ განეკუთვნება, თუმცა ამის დადგენა შესაძლებელია რუქების მიხედვით, სადაც ყოველი წყალდიდობის შემდეგ ხდება იმის აღრიცხვა, თუ როგორ შეიცვალა მდინარემ კალაპოტი. შესრულებული სამუშაოების შედეგად დაზუსტებული იქნა მდინარისა და ნაკვეთების ადგილმდებარეობა და დასკვნა გადაეგზავნა მათ ხელმძღვალეობას.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შ--–-----------მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ბ-------–--–----ის სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთი მან პირადად ნახა, სადაც არც ხე იდგა და არც მიწის ნაკვეთი იყო დამუშავებული.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------------–---ამ განმარტა, რომ 2013-2014 წლებში ასრულებდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიულ დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას. ამ პერიოდში ენერგეტიკის სამინისტროს წერილის საფუძველზე დაიწყო მდინარე ჭ--------ს მიმდებარედ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული მოკვლევა. ადგილზე მივლინებული იქნა გეოდეზიის ჯგუფი, რომლებმაც დაადგინეს, რომ მიწის ნაკვეთების ნაწილი უშუალოდ მოქცეული იყო წყალდაცვით ზოლში, რაც საჯარო საკუთრებაა და მასზე კერძო საკუთრების უფლების რეგისტრაციას „წყლის შესახებ“ კანონი კრძალავდა. დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მოხდა კონკრეტულად საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დათვალიერება, დასურათება, ადგილობრივებთან გასაუბრება, რის საფუძველზე დადგინდა, რომ ამ მიწის ნაკვეთებს არაფერი ეტყობოდათ, რომ გამოიყენებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, კანონმდებლობით მაინც აკრძალული იყო მათი საკუთრებაში გადაცემა. ამიტომ, ასეთ მიწის ნაკვეთებზე გაუქმდა საკუთრების რეგისტრაციები. მათ შორის ბ-------–--–----ის მიწის ნაკვეთზეც.
2011 წლის 1 ივლისის, საქართველოს მთავრობასა და შპს „ა------------------“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, აღნიშნული კომპანია აჭარის რეგიონში, კერძოდ: მდინარეების ჭ--------სა და აჭარისწყლის ხეობებში ახორციელებს სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ხსენებული მემორანდუმის თანახმად, მითითებულმა კომპანიამ იკისრა პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული ყველა მიწის ნაკვეთის შესყიდვის ვალდებულება და შესაბამისად, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სანაცლოდ, კომპენსაციის სახით ერთ კვადრატულ მეტრში მოქალაქეებს უხდიდა 20 ლარს.
2012 წლის 15 ოქტომბრის N7------ განაცხადის თანახმად, ბ-------–--–----ემ თხოვნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონის სარეგისტრაციო სამსახურს, რათა წარდგენილი დოკუმენტაციის (დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; თანასაკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი) საფუძველზე მოეხდინათ საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელი ნაკირნათევი. 2012 წლის 15 ოქტომბრის განცხადებით ბ-------–--–----ე, საარქივო მონაცემებით, რომლის თანახმად ნაკირნათევში საკუთრებაში ერიცხებოდა 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ელ. ვერსიის მიხედვით ფართობმა შეადგინა 1100 კვ.მ. ითხოვდა არსებული მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში გატარებას.
ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის 2012 წლის 15 ოქტომბრის წერილით N--შ ირკვევა, რომ ბ---------–-------–--–-----ს მიწა მიეცა 0,15 ჰა ოდენობით კირნათის თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის სხდომის 2----–-–------------------------ის საფუძველზე.
კირნათის თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის სხდომის 2----–-–------------------------ით ირკვევა, რომ კირნათის თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის სხდომა გაიმართა 2001 წლის 1 მარტს, რომლის დღის წესრიგში იყო უმიწო და მცირემიწიან კომლებზე საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გამოყოფა და შევსების შესახებ. შ--–------------ი ილიას ძეს (მე-3 კატეგორიის კომლს) გამოეყო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი N- ბრიგადაში. ნაკირნათევი, ცენტრალური გზის ზემოთ ბლესინი 0,04 ჰა; მიღმა ყანა გზის ზემოთ 0,11 ჰა სახნავი; საერთო ფართობი 0,15 ჰა სახნავი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სანოტარო აქტით ირკვევა, რომ 2012 წლის 15 ოქტომბერს, ნოტარიუს თ-----------ს მიმართა რ-----–--–-----მ, რომელმაც განაცხადა, რომ იგი იყო კირნათის თემის სოფელ გვარას ორგანიზატორი და მოითხოვა შემდეგ განცხადებაზე მისი ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება: „მე, რ-----–--–-----, როგორც ხ--–----------------------------–-------- ორგანიზატორი, ვაცხადებ, რომ ბ-------------------------–- მაცხოვრებელს, ბ-------–--–----ეს ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის მიერ 1--------- წელს გაცემული საარქივო ცნობის N---შ განმარტებითი ბარათის და შპს „დ------------------ის“ მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზის თანახმად, პირად სარგებლობაში (მართლზომიერი მფლობელობა) გააჩნია 1100 (ათასასი) მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ნაკირნათევი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სანოტარო აქტით ირკვევა, რომ 2012 წლის 15 ოქტომბერს ნოტარიუს თ-----------ს მიმართეს ქ------–-----–--ემ და მ-------–--–-----მ, რომელთაც მოითხოვეს შემდეგ განცხადებაზე მათი ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება: „ჩვენ, მეზობლები: ქ------–-----–--ე და მ-------–--–----- ვაცხადებთ, რომ ჩვენი მეზობელი, ბატონი ბ-------–--–----ე 1981 წლიდან სარგებლობის წესით ფლობს 1100 (ათასასი)მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მდებარე ხელვაჩაური, სოფელი ნაკირნათევი.“
2012 წლის 17 ოქტომბერს შპს „დ------------------ის“ მიერ შესრულებული იქნა მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 2-----------) აზომვითი ნახაზი. მიწის ნაკვეთის ფართობში მიეთითა 1101 კვ.მ. ხოლო დანიშნულებაში - სასოფლო-სამეურნეო. ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთი არის წაგრძელებული ფორმის ხუთკუთხედი.
2012 წლის 19 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ 2012 წლის 19 ოქტომბერს, დარეგისტრირდა ბ-------–--–----ის საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელი ნაკირნათევი, 1101 მ2, რომლის საკადასტრო კოდია 2----------- (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა N---შ).
2012 წლის 2 ნოემბერს ერთი მხრივ შპს „ა-------------------“-სა (კომპანია) და მეორე მხრივ ბ-------–--–----ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და იმის გათვალისწინებით, რომ 2011 წლის 1 ივლისს, კომპანიამ და საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმად კომპანია ახორციელებდა რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკუთრებისა და ოპერირების პროექტს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ბ-------–--–----ის ქონება - 1101 მ2 მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 3----------- მდებარეობდა პროექტის ფარგლებში და იმისათვის, რათა კომპანიას შეძლებოდა პროექტის განხორციელება, შეიძინა საკუთრება ზემოაღნიშნულ ქონებაზე 22020 ლარად. ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ ბ-------–--–----ე უნდა ყოფილიყო ქონების აბსოლუტური და კანონიერი მესაკუთრე.
2012 წლის 8 ნოემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ 2012 წლის 8 ნოემბერს, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 2012 წლის 2 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, დარეგისტრირდა შპს „ა-------------------ის“ საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელი ნაკირნათევი, 1101 მ2, რომლის საკადასტრო კოდია 2-----------.
საჯარო რეესტრის ეროვნლი სააგენტოს კარტოგრაფიისა და გეოდეზიის სამსახურის მთავარი სპეციალისტის შ--–----------ის 2013 წლის 21 დეკემბრის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ 2013 წლის 8-12 ოქტომბერს, ეს უკანასკნელი, შ--–--------------ან და ე-–-----------------ესთან ერთად მივლინებული იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე: ჭ--------სა (ს------–-----------------------–---------- ნაკვეთი) და აჭარისწყალის (ს------–---------–--–ის მონაკვეთი) კალაპოტზე აზომვითი სამუშაოების ჩასატარებლად. ჩატარებული სამუშაოებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში დაცული საკადასტრო მონაცემების ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ზედდება მათ შორის რიყეზე ან ციცაბო მთის ფერდობზე განთავსებულ, მათ შორის 2-----------. საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ (ბ-------–--–----ის სახელზე რეგისტრირებული ქონება) მიწის ნაკვეთთან.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით, გაუქმდა რეგისტრაციის შესახებ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო N---------------------------) გადაწყვეტილება ბ-------–--–----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, N--------------- (08.11.2012) გადაწყვეტილება „ა-------------------ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, N----------------------------) გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის დანიშნულების ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: 2-----------, მისამართი: ხელვაჩაურის რაიონის სოფელი ნაკირნათევი.
2014 წლის 3 აპრილს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული, ზემოაღნიშნული 1101 კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 აგვისტოს განაჩენით, რ-----–--–-----ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. სასამართლომ დაადგინა, რომ ხ--–----------------------------–---------ში მცხოვრებ ბ-------–--–----ეს საარქივო მონაცემებით სოფელ ნაკირნათევში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 1500 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ბ-------–--–----ემ თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ--------ს კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა------------------“-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას. ამ მიზნით ბ-------–--–----ემ დახმარებისათვის მიმართა შპს „დ------------------ის“ დირექტორს გ--------–----ეს და სთხოვა მის სახელზე აეზომა სოფელ ნაკირნათევში, მდინარე ჭ--------ს კალაპოტში არსებული 1101 კვ/მ ფართი. აღნიშნულზე გ--------–----ე დათანხმდა და 2012 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, ბ-------–--–----ის სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელშიც აღნიშნული ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფართის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად, ბ-------–--–----ემ მიმართა ხ--–----------------------------–-------- ორგანიზატორს (რწმუნებულს) რ-----–--–-----ს და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და ამავე ფართის მის პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტის დადასტურება. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს ხსენებული ცნობის გაცემის უფლება არ ჰქონდა, მითუმეტეს იმავე კანონის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არ შედიოდა სახელმწიფო ტყის ფონდის და წყლის ფონდის მიწები, რ-----–--–-----მ განიზრახა გადაემეტებინა სამსახურებრივი უფლებამოსილებისათვის და ბ-------–--–----ეს თანხმობა განუცხადა მითითებული ცნობის გაცემაზე. ამ მიზნით რ-----–--–-----მ 2012 წლის 15 ოქტომბერს გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა, რომლითაც დაადასტურა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზებზე ასახული ფართების ურთიერთშესაბამისობა და ზემოაღნიშნული, რეალურად მდინარე ჭ--------ს კალაპოტში არსებული, 1101 კვ/მ ფართის ბ-------–--–----ის პირად სარგებლობაში არსებობა, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. 2012 წლის 15 ოქტომბერს, ბ-------–--–----ემ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილის რ-------------ს მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2012 წლის 19 ოქტომბერს, ბ-------–--–----ის სახელზე დარეგისტრირდა სოფელ ნაკირნათევში, რეალურად მდინარე ჭ--------ს კალაპოტში, კერძოდ: მდინარის მიმდებარე ციცაბო მთის ფერდობზე, მდინარის წყალდაცვით ზოლში არსებული 1101 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით 2-----------. ამ გზით ბ-------–--–----ემ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა შპს „ა------------------“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა------------------“-ის კუთვნილ 22020 ლარს. აღნიშნული ქმედებით ბ-------–--–----ემ სახელმწიფოს და შპს „ა------------------“-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 აგვისტოს განაჩენით, რ-------------ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩდენისთვის. სასამართლომ დაადგინა, რომ ხ--–----------------------------–---------ში მცხოვრებ ბ-------–--–----ეს საარქივო მონაცემებით სოფელ ნაკირნათევში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 1500 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ბ-------–--–----ემ თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ--------ს კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა------------------“-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას. ამ მიზნით ბ-------–--–----ემ დახმარებისათვის მიმართა შპს „დ------------------ის“ დირექტორს გ--------–----ეს და სთხოვა მის სახელზე აეზომა სოფელ ნაკირნათევში, მდინარე ჭ--------ს კალაპოტში არსებული 1100 კვ/მ ფართი. აღნიშნულზე გ--------–----ე დათანხმდა და 2012 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, ბ-------–--–----ის სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელშიც აღნიშნული ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფართის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად, ბ-------–--–----ემ მიმართა ხ--–----------------------------–-------- ორგანიზატორს (რწმუნებულს) რ-----–--–-----ს და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და ამავე ფართის მის პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტის დადასტურება. აღნიშნულზე რ-----–--–-----მ თანხმობა განუცხადა და 2012 წლის 15 ოქტომბერს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა რ-----–--–----ის პირად სარგებლობაში ზემოაღნიშნული 1100 კვ/მ ფართის არსებობის შესახებ.
2012 წლის 15 ოქტომბერს, ბ-------–--–----ემ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში, რომლებიც შესასრულებლად დაეწერა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს - რ-------------ს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რ-------------ს სარეგისტრაციო წარმოების პროცესში ეკისრებოდა გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და სწორი სამართალშეფარდება, რაც კანონიერი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას წარმოადგენდა. გარდა ამისა, რ-------------ს ევალებოდა, შეეფასებინა და დაედგინა, სარეგისტრაციო ობიექტი იყო თუ არა რეგისტრაციაუნარიანი ნივთი და გაერკვია, ხომ არ იყო სახეზე სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული - საჯარო ნივთი: გზა, სახელმწიფო წყლის ფონდის მიწა, ტყის ფონდი ან სხვა საჯარო სარგებლობის ნივთი, რომლის ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრაცია სახელმწიფო ინტერესთან ერთად, ხელყოფდა საზოგადოებრივ ინტერესსაც. ამასთან, რ-------------ს ეკისრებოდა კონკრეტული სარეგისტრაციო დოკუმენტების და რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების გამოკვლევაც, რაც აუცილებელი იყო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
აღნიშნულის მიუხედავად, რ-------------მ კანონით დაკისრებული მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების შედეგად, მან ბ-------–--–----ის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შეფასებისა და შემდგომ ზემოხსნებული ფართის რეგისტრაციისას სათანადოდ არ შეისწავლა და არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, მანვე უგულვებელყო მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და არ გაითვალისწინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მიწოდებული მონაცემები, რომელთა გათვალისწინება შეეძლო და ევალებოდა კიდეც რეგისტრაციის სწორად განხორციელების მიზნით. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილის რ-------------ს მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2012 წლის 19 ოქტომბერს, ბ-------–--–----ის სახელზე დარეგისტრირდა სოფელ ნაკირნათევში, რეალურად მდინარე ჭ--------ს კალაპოტში, კერძოდ: მდინარის მიმდებარე ციცაბო მთის ფერდობზე, მდინარის წყალდაცვით ზოლში არსებული არსებული 1101 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით 2-----------. ამ გზით ბ-------–--–----ემ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა შპს „ა------------------“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა------------------“-ის კუთვნილ 22020 ლარს. აღნიშნული ქმედებით ბ-------–--–----ემ სახელმწიფოს და შპს „ა------------------“-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.
ბრალდებულმა ბ-------–--–----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდოამზე განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთით ჯერ კიდევ მისი ბებია-ბაბუა, მოგვიანებით კი მისი მამა სარგებლობდნენ. ამ მიწის ნაკვეთით სარგებლობის დოკუმენტი ჰქონდათ თუ არა მის წინაპრებს, მისთვის უცნობია. არქივის ცნობით დადასტურებულია, რომ 2000-2001 წელს კომისიის ოქმის საფუძველზე მას გადაეცა ორი ფართი, სულ 1500 მ2. 2012 წელს, როცა გამოუჩნდა შესაბამისი თანხები, დაირეგისტრირა ეს მიწის ნაკვეთი 6-7 თეთრად კვადრატული მეტრი. მიწის რეგისტრაციისას მან რეესტრში წარადგინა თემის ორგანიზატორის რ-----–--–----ის და ორი მოწმის მიერ ხელმოწერილი განცხადება, არქივის ამონაწერი და აზომვითი ნახაზი. მოწმეები ადასტურებდნენ, რომ იგი 1981 წლიდან სარგებლობდა ამ მიწის ნაკვეთით, თუმცა არ ახსოვს ეს თარიღი მან მიუთითათ, თუ თავად ჩაწერეს. 1100 კვ.მ. ფართობის მისი ნაკვეთი მდებარეობს ახალ და ძველ გზებს შორის, მდინარის პირზე არ ყოფილა, რადგან მისი ნაკვეთის ქვეშ იყო გზა, მერე ჯებირი და მერე მდინარემდე იყო ყანა, თუმცა თურქეთის მხარეს აშენებული ჰესის გაშვების მერე, ჯებირიც წაიღო წყალმა და მისი ყანაც. მდინარე ჭ-------- მის ნაკვეთთან საერთოდ არ მიდიოდა, 50-60 მეტრში იყო მისი ნაკვეთიდან და ბოლო პერიოდში მიუახლოვდა დაბლა გზას, თუმცა რა არის ნახაზზე დატანილი, მისთვის უცნობია. მისი ნაკვეთი მდინარისგან ერთ მხარეს არის დაშორებული დაახლოებით 10 მეტრით, მეორე მხარეს - 7 მეტრით. მიწის ნაკვეთში ხეხილი ქონდა დარგული, თუმცა მას შემდეგ, რაც გზა გაიყვანეს, გამოუსადეგარი გახდა, გაასუფთავა და არქივს ცნობის საფუძველზე დაირეგისტრირა. მამუდ შ--–-----ს, ქ------–-----–--ისა და რ-----–--–----ისთვის ცნობილი იყო, რომ ამ მიწის ნაკვეთით იგი სარგებლობდა, რადგან მისი მეზობლები იყვნენ. სოფელში ყველამ იცოდა ვინ რომელი მიწის ნაკვეთით სარგებლობდა. მისი საკუთრების რეგისტრაცია ადმინისტრაციული აქტით ბათილად იქნა ცნობილი, თუმცა გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, რადგან ეს დოკუმენტი არ ჩაბარებია. 2012 წელს, როცა აზომვითი სამუშაოები ჩატარდა, მისი მიწის ნაკვეთი ქვა-ღორღით დაფარული არ ყოფილა. ქვა-ღორღი 2015 წელს დაყარეს, მას შემდეგ, რაც ,,ა------------------“-მა შეისყიდა მიწის ნაკვეთი.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ უნდა შეაფასოს მსჯავრდებულ ბ-------–--–----ის ქმედებებში ქონდა თუ არა ადგილი დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, ჩაიდინა თუ არა მან ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედებები.
პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. აღნიშნული ინკრიმინირებული ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ იგი მოტუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა - მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიდან თაღლითობა გამოირჩევა მისი ჩადენის ხერხით, რადგან ამ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქონების დაუფლება ხდება არა ფარულად ან ძალადობის გამოყენებით, არამედ დაზარალებულის მოტყუებით, ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის გზით, რის შედეგადაც ქონების გადაცემა დაზარალებულის მხრიდან ხდება ნებაყოფლობით. მოტყუების მიზნით ხშირია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტებიც. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში. შესაბამისად, თაღლითობა მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, სსკ-ის 177-ე-1891-ე მუხლები), დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გულისხმობს მაღალი დამაჯერებლობის ხარისხის მქონე მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია სწორედ ის დანაშაულებრივი ქმედებები, რისთვისაც იგი ბრალდებულად იქნა ცნობილი და რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას მსჯავრდებულ ბ-------–--–----ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, უსაფუძვლობის გამო. დაცვის მხარე განმარტავს, რომ ბრალდების მხარე ვალდებული იყო დაედგინა, თუ სად მდებარეობდა საარქივო მონაცემებში მითითებული ბ-------–--–----ეზე გაცემული მიწის ნაკვეთი; ასევე, საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკციებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მის მიერ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და მისი მითითებით შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი იყო ყალბი.
წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით უტყუარად დადგენილი გარემოებაა, რომ 2001 წლის 1 მარტის კირნათის თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის სხდომის ოქმი N14 საფუძველზე, ბ---------–-------–--–-----ს მიწა მიეცა 0,15 ჰა ოდენობით მიწის ფართობი. თუმცა განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს არა ის ფაქტი, სად ჰქონდა მითითებული ოდენობის მიწის ნაკვეთი ბ-------–--–----ეს, არამედ ის გარემოება, თუ მის მიერ მდინარის კალაპოტში დარეგისტრირებული კონკრეტული ფართობის მიწის ნაკვეთი რამდენად იმყოფებოდა მისი წინაპრების და მის მფლობელობაში და რამდენად იყო ეს უკანანსკნელი უფლებამოსილი, დაერესგისტრირებინა სწორედ ამ ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი.
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფო საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კი წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულების წარმომადგენლების და საჯარო რეესტრის თანამშრომლების, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კარტოგრაფიისა და გეოდეზიის სამსახურის მთავარი სპეციალისტის შ--–----------ის 2013 წლის 21 დეკემბრის მოხსენებითი ბარათით უტყუარადაა დადგენილი, რომ ბ-------–--–----ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით 2-----------) მოქცეულია მდინარე ჭ--------ს წყალდამცავ ზოლში.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელმა ზ--------–---–-----მა განმარტა, რომ აჭარის რეგიონში „ა-------------------ის“ მოსახლეობისგან მიწების გამოსყიდვის პროცესში აღმოჩნდა, რომ მოსახლეობას მიწის ნაკვეთები დარეგისტრირებული ჰქონდა მდინარის კალაპოტში ან სპეციალურ ზონაში. მოწმის განმარტებით, ამ ტერიტორიების განკარგვის უფლება ჰქონდა მხოლოდ სახელმწიფოს და იქ მიწების დარეგისტრირება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებად, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, არ შეიძლებოდა. ასევე, მოწმე რ--------------------მ განაცხადა, რომ მათი კომპანიის მიერ მიწების რეგისტრაციის დაწყებისას აღმოაჩინეს, რომ ნაკვეთების გარკევული ნაწილი დარეგისტრირებული იყო მდინარის კალაპოტში, მდინარეში, ციცაბო კლდის ფერდობზე და მიუვალ ადგილებში. მათ შორის იყო ბ-------–--–----ს მიწის ნაკვეთიც. მოწმის განმარტებით, საჯარო რეესტრმა თავადვე გააუქმა დაახლოებით 32 რეგისტრაცია, ვინაიდან შესწავლის შედეგად დაადგინეს, რომ შეუძლებელი იყო მდინარეს ასე არსებითად შეეცვალა კალაპოტი. მოწმემ დაადასტურა, რომ კომპანიას თუ ექმებოდა ინფორმაცია ბ-------–--–----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ისეთ ადგილას მდებარეობის შესახებ, სადაც რეგისტრაცია კანონით იყო აკრძალული, ამ მიწის ნაკვეთს არ შეიძენდა.
ის გარემოება, რომ არ იყო კანონიერი მდინარე ჭ--------ს მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიულ დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თ------------–-----აც. მისი განმარტებით, მიწის ნაკვეთების ნაწილი მოქცეული იყო წყალდაცვით ზოლში, რაც საჯარო საკუთრებაა და მასზე კერძო საკუთრების უფლების რეგისტრაციას „წყლის შესახებ“ კანონი კრძალავდა. ამ მიწის ნაკვეთებს არაფერი ეტყობოდათ, რომ გამოიყენებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, კანონმდებლობით მაინც აკრძალული იყო მათი საკუთრებაში გადაცემა.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის ტარიელ შარაბიძის და გეოდეზია-კარტოგრაფიის სამსახურის თანამშრომლების შ--–----------ის და ე-–-----------------ის ჩვენებებზე, რომლებმაც ნათლად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე, რომ აჭარაში, ხელვჩაურის რაიონში მდინარე ჭ--------ს მიმდებარედ შესაბამისი სამუშაობის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ ბ-------–--–----ის მიერ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო მდინარის კალაპოტში; ამასთან, მდებარეობდა ციცაბო ფერდობზე და შეუძლებელია იგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთად მიჩნეულიყო. ამასთან, შ--–----------ის განმარტბეით, შ--–-----ს სახელზე რეგისტრირებულ ნაკვეთში არც ხე იდგა და არც მიწის ნაკვეთი იყო დამუშავებული. ის გარემოება, რომ ბ-------–--–----ე დარეგისტირირებული მიწის ნაკვეთით სარგებლობდა და იყენებდა როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, ვერ იქნა დადასტურებული მოწმე გ--------–----ს ჩვენებითაც, რომელმაც ადგილზე ნახა ხსენებული მიწის ნაკვეთი და შეადგინა აზომვითი ნახაზი. მისი განმარტებით, ნაკვეთი შემოღობილი არ ყოფილა, იყო ფერდობზე და სახნავ-სათესად არ გამოდგებოდა. მართალია მან ნარგავები ნახა ადგილზე, თუმცა აზომვითი სამუშაოების შესრულებისას ზამთრის პერიოდი იყო და ხეებს ფოთლები არ ქონდა, ხოლო მიწის ნაკვეთს დამუშავების კვალი არ ეტყობოდა.
რაც შეეხება მოწმეების - მ------- შ--–-----ს, ქ------–-----–--ის და რ-----–--–----ის ჩვენებებს, მათ დაადასტურეს, რომ ბ-------–--–----ე და ასევე მისი მშობლები, სოფელ ნაკირნათებში ფლობდნენ მიწის ნაკვეთს და ამუშავებდნენ კიდეც, თუმცა მათთვის მიწის ნაკვეთის კონკრეტული მდებარეობა არ არის ცნობილი. ასევე, არ ჩაუხედავთ აზომვით ნახაზში, ისე მოაწერეს ხელი ნოტარიუსთან, ვინაიდან მ------- შუშანიძე და ქ------–-----–--ე ენდნენ ნოტარიუსს; ხოლო რ-----–--–----- - თავის მხრივ, მ------- შ--–-----ს და ქ------–-----–--ის განმარტებებს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების - ნ-------------------ის, გელა მალაყმაძის, გ--------------ის და ა-------------–--–---ს ჩვენებებით, ასევე, რ-----–--–----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 აგვისტოს განაჩენით კი დადასტურებულია, რომ რ-----–--–----- არ იყო უფლებამოსილი 2012 წლის 15 ოქტომბერს გაეცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა, რომლითაც დაადასტურა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზებზე ასახული ფართების ურთიერთშესაბამისობა და ზემოაღნიშნული, რეალურად მდინარე ჭ--------ს კალაპოტში არსებული, 1101 მ2 ფართის ბ-------–--–----ის პირად სარგებლობაში არსებობა.
ამდენად, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების, საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტაციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სანოტარო აქტების, საარქივი ცნობის, 2012 წლის 2 ნოემბრის შპს ,,ა-------------------“-სა და ბ-------–--–----ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, საკადასტორ აზომვითი ნახაზით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დაუშვებელი იყო ბ-------–--–----ეს დაერეგისტრირებინა სოფელ ნაკირნათევში, მდინარე ჭ--------ს კალაპოტში, კერძოდ: მდინარის მიმდებარე ციცაბო მთის ფერდობზე, მდინარის წყალდაცვით ზოლში არსებული 1101 მ2 ფართი, საკადასტრო კოდით 2-----------.
მიუხედავად, ამისა ბ-------–--–----ემ თაღლითურად, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, მდინარე ჭ--------ს კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა-------------------ზე“ რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას. აღნიშნული მიზნის მისაღწევათ მის მიერ განხორციელებული იქნა შემდეგი დანაშაულებრივი ქმედებები:
ბ-------–--–----ემ დახმარებისათვის მიმართა შპს „დ------------------ის“ დირექტორს გ--------–----ეს და სთხოვა მის სახელზე აეზომა სოფელ ნაკირნათევში, მდინარე ჭ--------ს კალაპოტში არსებული 1100 კვ/მ ფართი. გ--------–----ემ 2012 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, ბ-------–--–----ის სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელშიც აღნიშნული ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა. ამის შემდგომ ზემოაღნიშნული ფართის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად, ბ-------–--–----ემ მიმართა ხ--–----------------------------–-------- ორგანიზატორს (რწმუნებულს) რ-----–--–-----ს და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და ამავე ფართის მის პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტის დადასტურება, რაც განახორციელა რ-----–--–-----მ.
2012 წლის 15 ოქტომბერს, ბ-------–--–----ემ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები, სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში და დაირეგისტრირა მდინარის მიმდებარე ციცაბო მთის ფერდობზე, მდინარის წყალდაცვით ზოლში არსებული 1101 მ2 ფართი, რომლის რეალიზაციაც მოახდინა შპს „ა-------------------ზე“ და თაღლითურად დაეუფლა შპს „ა-------------------ის“ კუთვნილ 22020 ლარს.
ამდენად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას და დასკვნას იმის თაობაზე, რომ ბ-------–--–----ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, ქონებრივი უფლების მიღება და სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება.
პალატა ასევე უთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით სახეზეა თაღლითობის მაკვალიფიცირებელი გარემოება - დიდი ოდენობა, რაც დადასტურებულია დაზარალებულის წარმომადგენლის ჩვენებითა და 2012 წლის 2 ნოემბრის შპს „ა-------------------“-სა (კომპანია) და ბ-------–--–----ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ-------–--–----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ არც აღნიშნულ ნაწილში არსებობს ბრალდების მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განაჩენის შეცვლის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება აანაზრაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ბ-------–--–----ის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), მისი პირადი და ეკონომიკური პირობები, ბ-------–--–----ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დაზარალებულების პოზიცია და ჩათვალა, რომ გამოყენებული სასჯელი თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. ბარლდების მხარე თავადვე განმარტავს სააპელაციო საჩივარში, რომ დანაშაულის აღიარებაზე და დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზრაურებაზე უარის თქმა არ ითვლება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად; ამდენად, ის ფაქტი, რომ ბ-------–--–----ე არ აღიარებს ბრალად წადრგენილ ქმედებას, არ გამოთქვამს მზადყოფნას აანაზღაუროს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა სრული მოცულობით, ვერ გახდება მის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების საფუძველი. რაც შეეხება პროკურორის განმარტებას, რომ ბ-------–--–----ის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის, განზრახი დანაშაული და მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას არ ექნება პრევენციული ხასიათი, პალატა განმარტვას, რომ ბარდი შ--–-----სათვის ბრალად წარდეგნილი ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სასჯელის სახით ითვალისწინებს, როგორც თავისუფლების აღკვეთას, ასევე ჯარიმას.
ამდენად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ბ-------–--–----ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, არის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
ამდენად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენი ბ-------–--–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ ზ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ბ-------–--–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
ბ-------–--–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმამ 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ბ-------–--–----ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.
ნივთიერი მტკიცებულება - 1 CD დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე