განაჩენი

სისხლის სამართლის 07.03.2019
საქმის ნომერი
330100118002547305
ინსტანცია
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002547305

საქმე №1ბ/1335-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ

მოსამართლეები: მაია თეთრაულის

ნათია ბარბაქაძის

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ-----------–---ის

მსჯავრდებულ: ს-----------------ას

ადვოკატის: ი--------------–---–ის

თანრჯიმან: ი----------------ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ს-----------------ის ინტერსების დაცველი ადვოკატის ი--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0----------7) ს-----------------ას მიმართ. ს-----------------ა დაბადებულია 19---–-–-------------რს, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: უ-------------------–---------–------------------------------------–---------------------–------------------–-------–----–----–-----------------–---------------------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს-----------------ამ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა.

 

სე----------------ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

ს-----------------ამ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ“, რასაც უკანონოდ ინახავდა. 2018 წლის 31 მაისს ს-----------------ა იმყოფებოდა ქ.თბილისში, პო-–------------ს ქუჩაზე არსებული სასაფლაოების ასასვლელ გზაზე, სადაც პოლიციის თანამშრომლების მიერ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარებული იქნა მისი პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად მისგან ამოღებული იქნა რვა შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ“ საერთო წონით 4,7261 გრამი.

 

ს-----------------ამ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ“, რასაც უკანონოდ ინახავდა. 2018 წლის 30 მაისს, ს-----------------ამ განიზრახა, უკანონოდ გაესაღებინა 6,5438 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ“, რის გამოც ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ნარკოტიკული საშუალებები დაუდგენელ პირებზე გასაღების მიზნით დატოვა ქ.თბილისში, ბ-------------–----–---ის ქ.№4--–---------------------ის მე-2 სადარბაზოს მარჯვნივ არსებულ სკვერში სკამის წინ მიწაში, ასევე ქ.თბილისი, ან-----------------------ში მდებარე სა-------------------–------ის წინ მდებარე სკვერში არსებულ ბალახებში, ზ.ან-----------ს ქ.№5-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში სკამის უკან გაზონზე, ვა–----–----–-----------------–-----------------ის წინ არსებულ სკვერში სკამების უკან მიწაში, თუმცა ის დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ და მის მიერ სარეალიზაციოდ დატოვებული ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით:

 

ს-----------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით კი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ს-----------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

 

ს-----------------ას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

ს-----------------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 მაისიდან;

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს-----------------ას ინტერსების დაცველმა ადვოკატმა ი--------------–---–მა.

 

დაცის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ს-----------------ას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ მსჯავრდებული ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით ნაცვალად 3 წლით თავისუფლების აღკვეთისა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ს-----------------ა ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და ამ ნაწილში მის მიმართ დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი. აპელანტის განმარტებით ს-----------------ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი არის მკაცრი, რადგან სასჯელის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოებები, რომ მსჯავრდებული ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტს აღიარებს და ინანიებს. გარდა ამისა, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების უზრუნველყოფას. რაც შეეხება, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში ს-----------------ას დანაშაულებრივი ქმედების დასადასტურებლად არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისი/საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობა.

 

ბრალდების მხარემ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენის ძალაში დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.

 

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ს-----------------ას დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

პალატა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით დაცვის მხარის არგუმენტებს მსჯავრდებულის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობის შესახებ ვერ გაზიარებს, რადგან:

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეორე განყოფილების გამომძიებელმა კ------------–მა განაცხადა, რომ აღნიშნულ სს საქმეში იყო დამხმარე გამომძიებელი და მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმეტში, რომელშიც მის გარდა მონაწილებდა ბრალდებული, ადვოკატი, თარჯიმანი, ექსპერტები და პოლიციის თანამშრომლები. ექსპერიმენტის დროს ბრალდებულმა დ---------მ მიუთითა ის ლოკაციები და მიიყვანა იმ ადგილას, სადაც დამალული იყო ნარკოტიკი. ნარკოტიკების სამალავი ადგილი იყო ან-----------ს ქუჩაზე მდებარე სკვერი. სკვერში, დასაჯდომების უკან, მიწის ზედაპირზე ნარკოტიკული საშუალება შავ პარკში მოთავსებული და ჩამარხული იყო ისე, რომ გამვლელი ვერ დაინახავდა. შემდგომ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, ამოღებული ნარკოტიკი დაილუქა ექსპერტების მიერ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ------------–--–---–მა განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად ა-------–------------ს ქუჩაზე სასაფლაოების მიმდებარედ უნდა ყოფილიყო უკრაინის მოქალაქე ს-----------------ა, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ინფორმაციის მიღების შემდეგ ადგილზე გავიდა ოპერატიული ჯგუფი, სადაც პიროვნებას ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული პიროვნება იქნა გამოკითხული, რის შემდეგაც მისი მითითებით გაემართნენ ოთხ ადგილას, ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის განმავლობაშიც ჩატარდა ოთხი ამოღება. მის მიერ ჩატარადა მხოლოდ სამი ამოღება. მოწმის თქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება საჭირო იმიტომ გახდა, რომ ბრალდებულმა განაცხადა სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალების თბილისის მასშტაბით ოთხ ადგილას შენახვის შესახებ. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვა–----–----–-------ში მდებარე ვაკე-საბურთალოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან ს-----------------ას მითითებით გაემართნენ ბ-------------–----–---ის ქუჩისკენ. სუპერმარკეტ „ფრესკოს“ მიმდებარედ, კორპუსის წინ ბრალდებულის მითითებით ერთი ადგილიდან ამოიღეს საიზოლაციო ლენტში შეხვეული ნარკოტიკული საშუალება. ამის შემდეგ ბრალდებულის მითითებით გაემართნენ ქ. თბილისში, ზ-----ბ ან-----------ს ქუჩაზე მდებარე სკვერში. ბრალდებულმა სკვერში მიუთითა სამ ადგილზე, სადაც, მისი განმარტებით, ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა მოთავსებული. ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები მოთავსებული იყო ბუჩქებში, სკამის ქვეშ, მინდორში. ისინი ისე იყო ჩამალული, რომ ყველა ვერ დაინახავდა. მოწმემ განმარტა, რომ უშუალოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დ---------მ განაცხადა თუ არა, რომ ნარკოტიკული საშუალება სარეალიზაციოდ ჰქონდა გამზადებული, ზუსტად არ ახსოვს. თუმცა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მიზანი დასტურდებოდა ს-----------------ას ჩვენებით და მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონით, რომელზეც ჩატარდა ექსპერტიზა. ექსპერტისგან გამოთხოვილი იქნა ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია სურათების სახით. სურათებში დაფიქსირებული იყო კონკრეტულად ზ-----ბ ან-----------ს ქუჩა და მარკერით მონიშნული იყო მიმართულება. ასევე იყო რუკები, სადაც მითითებული იყო წერტილი ან-----------ს ქუჩაზე, კონკრეტულად სკვერზე. აღნიშნული გარდა კიდევ იყო დაფიქსირებული სხვა ადგილები და რუკები, სადაც მითითებული იყო, თუ სად უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება. ფოტოები დათარიღებული იყო 30 მაისით. სურათები გადაღებული იყო უშუალოდ ნარკოტიკულ საშუალებებზე. ისინი შეხვეული იყო საიზოლაციო ლენტში, იმის მსგავსში, როგორიც ს-----------------ისაგან იქნა ამოღებული. მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა, რასაც ესწრებოდა თარჯიმანი. ქვ--–--–---–-ს მიერ მობილურ ტელეფონში გახსნილი იქნა აპლიკაცია სახელწოდებით „wire”, რომელშიც, ბრალდებულს ვინმე „კ---ზე“ გაგზავნილი ჰქონდა დაახლოებით 20 ლოკაცია. რუსული ტექსტით იყო ადგილის აღწერილობა, შემდეგ იყო ლინკი, რომელიც გადადიოდა სხვა ვებ-გვერდზე, სადაც იდო 3-4 სურათი: შორიდან გადაღებული კონკრეტული ადგილის სურათი, მისამართის აბრა, რუკაზე მითითებული მისამართი, ასევე წერტილით იყო მონიშნული ის ადგილი, სადაც შენახული იყო ნარკოტიკული საშუალება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ს-----------------ამ თავი დამნაშავედ არ ცნო ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ნაწილში და განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოვიდა 2018 წლის 23 მაისს ტურისტული მიზნით. საქართველოში ცხოვრობდა ვა–----–----–-----------ზე. ნარკოტიკული საშუალება უნდოდა პირადი მოხმარებისთვის. სატელეფონო შეტყობინებით დაუკავშირდა პირს, რომლისგანაც უკრაინაში მოიპოვებდა ნარკოტიკულ საშუალებას და ჰკითხა, ხომ არ შეიძლებოდა იგი თბილისშიც ეშოვა. პიროვნებამ უთხრა, რომ შეეძლო თბილისში ნარკოტიკის შოვნა და უგზავნიდა მისამართებს მოკლე ტექსტური შეტყობინებებით. შემდეგ დ--------- მიდიოდა მისამართებზე და უკან უგზავნიდა ფოტოებს „ტელეგრამით“. პოლიციას მიუთითა იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლებიც ამოღებულ იქნა ვა–----–----–--------ზე, ზ-----ბ ან-----------ს ქუჩაზე 3 ადგილზე სკვერში და ბ-------------–----–---ის ქუჩაზე ერთ ადგილზე. ამ ადგილებზე ნარკოტიკულ საშუალებებს ტოვებდა იმიტომ, რომ თან არ ეტარებინა ქალაქში ჯიბით. მიდიოდა პარკში, ჯდებოდა სკამზე და მოიხმარდა ნარკოტიკს. სკვერში სამ ადგილას იმიტომ დატოვა ნარკოტიკი, რომ შეიძლება სკამი დაკავებული ყოფილიყო და ერთ კონკრეტულ სკამზე ვერ დამჯდარიყო. იმ ადგილებს, სადაც ნარკოტიკი ჰქონდა დატოვებული, სურათი იმიტომ გადაუღო და მარკერით მიუთითა, რომ არ დავიწყებოდა და ადვილად ეპოვა, რადგან როცა ნარკოტიკს მოიხმარს, მახსოვრობა ერღვევა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი მხარებს სადავო მტკიცებულებებად არ გაუხდიათ, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ისინი გამოკვლევის გარეშე იქნენ მიღებული, რაც მიუთითებს მასზედ, რომ მტკიცებულებებში ასახული ინფორმაციის სისწორეს ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით მხარეები ეთანხმებიან. მიუხედავად ამისა, პალატა საქმეზე წარმოდგენილ (მათ შორის უდავო) მტკიცებულებების უერთიერთშეჯერების შედეგად ობიექტური პირისთვის დამაჯერებლობის თვალსაზრისით ადგენს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების არსებობა - არარსებობის საკითხს, რა დროსაც მტკიცებულებების გაანალიზებით ახდენს კონკრეტული გარემოების უტყუარად მიჩნევის საფუძვლებს, რის შემდეგაც ახორციელებს უტყუარ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივ შეფასებს.

 

ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებების, კერძოდ, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების, 2018 წლის 30 მაისის პატაკის, მოწმეების - ჯ----------–---–------------------–---–------------------–----------------------–---–--------------------–---–ის გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის, დაკავების ოქმის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების, ამოღების ოქმების, ბინის ჩხრეკის ოქმის, ნარკოლოგიური გამოკვლევის №7----- დასკვნის, ქიმიური ექსპერტიზის №13-------------- და №13-------------- დასკვნების, კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის №2------- დასკვნის, 2018 წლის 6 და 16 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმების, 2018 წლის 14 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების შესახებ ოქმის და სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ს-----------------ამ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების როგორც უკანონო შეძენა და შენახვა, ასევე უკანონო გასაღების მცდელობა.

 

პალატა მოახდენს წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა მიმოხილვას. პატაკით და გამომძიებლის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ გამომძიებელმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ უკრაინის მოქალაქეს ს-----------------ას, რომელიც იმყოფებოდა ა-------–--------------ს ბოლოში, თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. პირადი ჩხრეკის ოქმით და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირების ინფორმაციით დგინდება, რომ ს-----------------ას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან სხვადასხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას. ბრალდებულის დაკავების და გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ ჩხრეკის ჩატარების შემდეგ მოხდა ს-----------------ას დაკავება და დაკითხვა, რა დროსაც მან საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს განუცხადა, რომ სხვადასხვა ობიექტზე/ადგილზე განთავსებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები, რომლის რეალიზება უნდა მოეხდინა სხვადასხვა პირებზე.

 

მოცემულ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას საფუძვლად დაედო იფორმაციული პატაკი, რა დროსაც საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებისთვის ცნობილი იყო მხოლოდ ის გარემოება, რომ მსჯავრდებული იმყოფებოდა კონკრეტულ ადგილას და მას თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალებები, თუმცა გამოძიების საწყის ეტაპზე ცნობილი არ იყო, რომ მსჯავრდებული სარეალიზაციოდ ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა სხვა ადგილებშიც, რაც გამომძიებლისთვის ცნობილი გახდა უშუალოდ მისი გამოკითხვის ოქმით, რის შემდეგაც ს-----------------ის მონაწილეობით ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტები. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირებს უჩვენებს კონკრეტულ ადგილებს, სადაც მან შეინახა ნარკოტიკული საშუალებები შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ეს კი ნათლად მიუთითებს, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე მსჯავრდებულისგან ნებაყოფლობით (მსჯავრდებულს არ განუცხადებია ის გარემოება, რომ ჩვენების მიცემისას ან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს ინფორმაციის მიწოდებისას მის მიმართ ხორციელდებოდა რაიმე სახის ზეწოლა ან უკანონო ქმედება) გახდა ცნობილი, რომ იგი სხვადასხვა ადგილას ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზებაც უნდა მოეხდინა მას.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გაანალიზებით მითითებულ გარემოებათა შეფასება ცხადყოფს, რომ სახეზეა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობისთვის კანონმდებლის მიერ დადგენილი მოთხოვნა/პირობა. უფრო მეტიც, ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა მითითებული დანაშაულებრივი ქმედებები, ასევე დადასტურებულია სასამართლოს განჩინების საფძველზე მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, კერძოდ, ინფორმაცია მოიცავს 280 ცალ ფოტოსურათს და 2 ცალ ექსელის ფაილს. სურათების გახსნისას ჩანს, რომ ფოტოები გადაღებულია სხვადასხვა ფერების საიზოლაციო ლენტებში გახვეული ნივთიერებები. სურათებში გადაღებულია ასევე რუკის მონაკვეთი და მასზე მითითებული კონკრეტული ადგილი. სურათები გადაღებულია ადგილებზეც, რომლებზედაც მითითებულია ისარი.

 

ამდენად, პალატა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულს არ ჩაუდენია ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა. მსჯავრდებული აცხადებს, რომ მან ნარკოტიკული საშუალებები იმიტომ შეინახა სხვადასხვა ადგილებზე არსებულ სკამებთან, რომ შესაძლოა, რომელიმე პიროვნებას საზოგადოებრივ ადგილებში არსებული სკამებით ესარგებლა და თვითონ ამ დროს ვერ მისულიყო ნარკოტიკულ საშუალებასთან. ტელეფონში არსებულ სურათებთან მიმართებით კი აღნიშნავს, რომ მას უგზავნიდა ვინმე ,,კ---ი“, რათა დაედგინა პირადი მოხმარებისთვის შესაძენი ნარკოტიკული საშუალების ადგილმდებარეობა. ეს ეწინააღმდეგება მის მიერ მიცემული ჩვენების იმ ნაწილს, სადაც აღნიშნავს, რომ მან იმიტომ გადაუღო კონკრეტულ ადგილებს სურათები, რომ არ დავიწყებოდა, სად შეინახა ნარკოტიკული საშუალებები.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიჩნევს, რომ კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით მსჯავრდებულის ჩვენება ატარებს ურთიერთწინააღმდეგობრივ ხასიათს. გარდა ამისა, ისმის რამდენიმე ლოგიკური კითხვა, 1) თუ მსჯავრდებული პირადი მოხმარების მიზნით ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რატომ ახდენდა მის შენახვას ისეთ ადგილებში, სადაც საზოგადოების წევრები იმყოფებოდნენ და რატომ არ ინახავდა, მაგალითად, სახლში ან სახლის სიახლოვეს. 2) გამომძიებელს დაკითხვისას რატომ არ განუცხადა, რომ მას ნარკოტიკული საშუალებები პირადი მოხმარების მიზნით ჰქონდა შენახული (საგულისხმოა აღინიშნოს ისიც, რომ მის გამოკითხვას ესწრებოდა თარჯიმანი და ადვოკატიც) და არა რეალიზაციისთვის (რაც განაცახადა მან გამოკითხვისას) და ა.შ.

 

პალატა განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა. მისი ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების თანახმად საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლო არ შეიძლება დუმდეს, ხშირად დამოკიდებულია მხარეთა მოქმედებებზე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეების მიერ წარდგენილ ყველა არგუმენტს შეეხოს (განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება მხარის მიერ წარდგენილ ვრცელ სამართლებრივ არგუმენტაციას), ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ სასამართლომ საქმის განხილვის პროცესში წარდგენილი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო არგუმენტები მიმოიხილოს და გამოთქვას თავისი მოსაზრება.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატის მიერ დეტალურად მოხდა სააპელაციო საჩივარში გაცხადებული არგუმენტების შეფასება, პოლიციის თანამშრომლების და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერება, განისაზღვრა ჩვენებში გადმოცემული ინფორმაციის სანდოობა და დამაჯერებლობა წერილობით მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. შეფასება ცხადყოფს, რომ ბრალდების მხარის მოწმეები ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობასთან დაკავშირებით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული ყველა სუბიექტური და ობიექტური გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით სასამართლოს აწვდიან კონკრეტული/კატეგორიული ხასიათის მქონე ინფორმაციას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრალდების მოწმეების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან, მათ შორის საგამოძებო ექსპერიმენტის ოქმებში და ექსპერტიზის დასკვნებში არსებულ ინფორმაციასთან, რომლებიც ურთიერთშეთანხმებულობის და დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით ადასტურებენ მსჯავრდებულისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულისათვის დამახასიათებელი თითოეული ნიშნის არსებობას. შესაბამისად, ნათელია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

მითითებული გარემოებების შეფასების შემდეგ პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე, რა დროსაც სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).

 

პალატამ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ს-----------------ას დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ს-----------------ას მიერ ბრალად შერაცხული - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

პალატა განმარტავს, რომ ს-----------------ას ქმედება შეიცავს მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც მათ პალატა ვერ გაიზიარებს.

 

რაც შეეხება, მსჯავრდებულ ს-----------------ასთვის დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულების მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება და განუსაზღვრა შესაბამისი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. პალატა თვლის, რომ მოცემული სასჯელის სახე და ზომა ჩადენილი დანაშაულების პროპორციულია და წარმოადგენს ოპტიმალურ ღონისძიებას სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

დაცვის მხარე სასჯელის შემცირების საფუძვლად მიუთითებს მსჯავრდებულის გულწრფელ აღიარებასა და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ ჩადენილი ქმედების მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების ფონზე სწორედ დასახელებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ განსაზღვრა პროპორციული სასჯელი. შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული პოზიცია სასჯელის შემცირების თაობაზე დაუსაბუთებელია, რის გამოც პალატა მას ვერ გაიზიარებს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ს-----------------ას მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ს-----------------ას ინტერსების დაცველი ადვოკატის ი--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ს-----------------ას მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ს-----------------ა ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ს-----------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ს-----------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

ს-----------------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 მაისიდან;

 

ს-----------------ას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

ნივთმტკიცება:

 

10 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

პირადი ჩხრეკისას და საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდეგ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ინახება შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე- საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, პასპორტი, პლასტიკური ბარათი, მაგთიკომის პლასტიკური ბარათი, ჩანთა, ბლოკნოტი, გასაღები, რომელიც ინახება შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ.ბარბაქაძე

 

მ.თეთრაული