განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № 080210018002282662 31 იანვარი, 2019 წელი № 2/ბ-1049-2018 წ. ქ. ქუთაისი ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი ბექა გიორგაძე
აპელანტები: ვ------- კ-----ე, გ------ი კ-----ე, კ------- გ-----ე, მ--- თ------ე
მოწინააღმდეგე მხარე: შპს პ------–------------------------ია
დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტთა მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
სააპელაციო პალატამ გამოარკვია:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------ს“ წარმომადგენელმა მოპასუხეებად ვ------- კ-----ე, მ--- თ------ე, გ------ი კ-----ე და კ------- გ-----ე მიუთითა და ითხოვა მოპასუხეებისათვის ვ------- კ-----ის, მ--- თ------ის, გ------ კ-----ისა და კ------- გ-----ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 7069,85 აშშ დოლარის დაკისრება. დავალიანების გადახდევინების მიზნით მოსარჩელემ ითხოვა ვ------- კ-----ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისში, ი-----–-----–---- გამზირი #--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------ იძულებით სარეალიზაციოდ გადაცემა; მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად სსიპ აღსრულებოს ეროვნულ ბიუროში გადახდილი გამარტივებული წარმოების საფასური 100 ლარის და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 529,58 ლარის გადახდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა.
2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 25 დეკემბერს შპს „მისო ბ--------.-ს და ვ------- კ-----ეს შორის გაფორმდა საფინანსო რესურსების შესახებ ხელშეკრულება (#----), ხოლო მის ფარგლებში 2015 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #----------, რომლის საფუძველზე მსესხებელმა სესხად მიიღო 7000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, წლიური 33% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო დავალიანების ძირი თანხის 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე. სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით.
3. 2015 წლის 25 დეკემბერს საფინანსო რესურსების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება შპს „მისო ბ--------„-ს და ვ------- კ-----ეს შორის, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ი-----–-----–---- გამზირი #--, ს/კ 0------------------. 2015 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მ--- თ------ემ, გ------ კ-----ემ და კ------- გ-----ემ იკისრეს ვალდებულება მოსარჩელის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება. 2015 წლის 25 დეკემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეებმა მ--- თ------ემ, გ------ კ-----ემ და კ------- გ-----ემ იკისრეს ვალდებულება მოსარჩელის წინაშე, სოლიდარულად ძირითადი მოვალის დავალიანების დაფარვის თაობაზე. ვ------- კ-----ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულება. მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 7069,85 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 6218,49 აშშ დოლარი, პროცენტი 789,3 აშშ დოლარი, ხოლო 62,03 აშშ დოლარი არის პირგასამტეხლო.
4. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.
მოპასუხის განმარტება:
5. ვ------- კ-----ის მიერ შესაგებელი იქნა წარდგენილი (ს.ფ.70), რომლითაც მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ის მართლაც იმყოფება მოსარჩელესთან სასესხო სამართლებრი ურთიერთობაში, სახელშეკრულების პერიოდის პირველი 14 თვის მანძილზე ის კეთილსინდისიერად უხდიდა თანხას მოსარჩლე მხარეს. ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელის წინაშე გადახდილი აქვს 2107 აშშ დოლარი. მოპასუხის მითითებით, 2017 წელს მის ოჯახს შეექმნა მატერიალური პრობლემები, კერძოდ მსესხებლის ვ------- კ-----ის მშობლებს დასჭირდათ სამედიცინო დახმარებები, ქირურგიული ჩარევები (ოპერავიები), რის გამოც, უკანასკნელი 8 თვის მანძილზე მოპასუხემ ვერ შეძლო საფინანსო ორგანიზაციაში ყოველთვიურად შესატანი თანხის გადახდა. აღნიშნულის შესახებ ოპერატიულად აცნობა კრედიტ ოფიცერს, რომელსაც სესხის რესტრუქტურიზაცია და ყოველთვიურად შესატანი თანხის შემცირება მოსთხოვა, მოსარჩელე ორგანიზაციამ კი მხარის ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა. მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ 14 თვის მანძილზე მის მიერ გადახდილი თანხა, 2107 აშშ დოლარი არსად არ არის ასახული, მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი თანხა არარეალურია, მითითებულ თანხას არ აქვს გამოკლებული მოვალე მხარის მიერ გადახდილი 2107 აშშ დოლარი, პირიქით თანხის მაჩვენებელი მომატებულია, რაც არასწორია და ამ სახით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
6. 2015 წლის 25 დეკემბერს, ვ------- კ-----ეს და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------ს.„ შორის გაფორმდა საფინანსო რესურსების შესახებ ხელშეკრულება #----. საფინანსო რესურსების ვადად განისაზღვრა 2025 წლის 25 დეკემბერი. სარგებლის მაქსიმალური ოდენობა შეადგენდა წლიური 72%, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა დავალიანების ძირითადი თანხის 0,3%-ის ოდენობით.
7. 2015 წლის 25 დეკემბერს ვ------- კ-----ეს და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------ს„ შორის გაფორმდა ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N6---------, რომლის საფუძველზეც ვ------- კ-----ეზე გაცემული იქნა სესხი 7000 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, სარგებლის ოდენობად განისაზღვრა წლიური 33%, სესხის გაცემის საკომისიო შეადგენდა სესხის თანხის 2%. სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა, დავალიანების ძირი თანხის 0.3% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.
8. დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს, ვ------- კ-----ეს და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------ს„ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #----, კომპანიას და ვ------- კ-----ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა ვ------- კ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ს/კ:0------------------
9. 2015 წლის 25 დეკემბერს, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------ს„ და მ--- თ------ეს, გ------ კ-----ეს და კ------- გ-----ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად თავდები პასუხს აგებს კომპანიას და კლიენტს შორის დადებული ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტის, ჯარიმისა და საურავის სრული მოცულობით დაბრუნებაზე. თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 7700 აშშ დოლარის ოდენობით.
10. მსესხებელს ვ------- კ-----ეს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. სესხით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა.
11. საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, 2015 წლის 25 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. ქუთაისში, ი-------–---------- N-- ბინა N61. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------ რეგისტრირებულია „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------„-ს იპოთეკა. უძრავი ქონება წარმოადგენს ვ------- კ-----ის საკუთრებას.
12. 2017 წლის 30 ნოემბერს, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------ს„ და შპს „პ------–------------------------იას„ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება N--------, რომლის თანახმად, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------მ„ პრობლემურ დავალიანებათა მართვის მიზნით - საკუთარი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს „პ------–------------------------იას„.
13. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ------- კ-----ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
14. დადგენილი იქნა, რომ 2018 წლის 31 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანება კრედიტორის მიმართ შეადგენდა 7069,85 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 6218,49 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი 789,33 აშშ დოლარი, ხოლო 62,03 აშშ დოლარი -პირგასამტეხლო.
15. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა სესხის დაფარვის გრაფიკი და ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, რაც კრედიტორს ანიჭებს სესხის ძირი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
16. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლად სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 417-418-ე, 891-892-ე მუხლებით.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
17. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, იქნა გასაჩივრებული მოპასუხეების მიერ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვეს.
18. აპელანტთა განმარტებით: სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. სასამართლო არასწორად მიუთითებს, თითქოს მოპასუხე მხარემ ძირითადი თანხის ნაწილში სრულად ცნო სარჩელი. სასამართლომ არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა მოვალე მხარის მიერ თანხის გადახდის ფაქტები, კერძოდ მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა 2107 აშშ დოლარი, რასაც სასამართლომ არ მისცა სათვანადო შეფასება, მაშინ როდესაც მითითებული თანხა უნდა დაკლებოდა სესხის ძიირთად თანხას. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი სარგებელი და პირგასამტეხლო. სასამართლომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზების გამოკვლევის გარეშე ჩათვალა რომ მოპასუხე მხარემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები. ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დააკმაყოფილა ასევე მხარის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილშიც.
19. აპელანტმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარემ ისარგებლა საკუთარი საბაზრო ძალაუფლებით მოპასუხის გულუბრყვილობით, გამოუცდელობით, და მასთან გააფორმა კაბალური ხელშეკრულება, სადაც გათვალსიწინებული იქნა შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, რომელიც თვეში 7%-ს შეადგენს, ამასთან შეუსაბამოდ მაღალია პირგასამტეხლოც, რაც ასევე ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის დადგენილ ნორმებსა და უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას.
20. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ თუ როდის შეწყდა მხარეთა შორის სახელშკრულებო ურთიერთობა; მოვალე მხარეებს შეტყობინება დავალიანების არსებობის შესახებ გაეგზავნათ და ჩაბარდათ 2017 წლის თებერვლის თვეში, შესაბამისად აღნიშნული თარიღისთვის შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა.
21. ამგვარ გარემოებებზე მითითებით აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა;
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
22. პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა წარმომადგენლებს და თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
23. დადგენილია, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს, ვ------- კ-----ეს და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------ს.„ შორის გაფორმდა საფინანსო რესურსების შესახებ ხელშეკრულება #----. საფინანსო რესურსების ვადად განისაზღვრა 2025 წლის 25 დეკემბერი. სარგებლის მაქსიმალური ოდენობა შეადგენდა წლიური 72%, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა დავალიანების ძირითადი თანხის 0,3%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის - ვალდებულების შესრულებამდე (ს.ფ.19-21).
24. 2015 წლის 25 დეკემბერს ვ------- კ-----ეს და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------ს„ შორის გაფორმდა ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N6---------, რომლის საფუძველზეც ვ------- კ-----ეზე გაცემული იქნა სესხი 7000 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, სარგებლის ოდენობად განისაზღვრა წლიური 33%, სესხის გაცემის საკომისიო შეადგენდა სესხის თანხის 2%. სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა, დავალიანების ძირი თანხის 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეებმა პირგასამტეხლო ასევე გაითვალისწინეს ვალდებულების ვადაზე ადრე დაფარვაზე, რომლის ოდენობა განისაზღვრა 2%-ით. (ს.ფ.22).
25. დადგენილია, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს, ვ------- კ-----ეს და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------ს„ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #----, კომპანიას და ვ------- კ-----ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა ვ------- კ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ს/კ:0-----------------, მდებარედ ქ. ქუთაისი, ი-------–----------. N-- ბინა 61 (ს.ფ. 25-28).
26. 2015 წლის 25 დეკემბერს, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------ს„ და მ--- თ------ეს, გ------ კ-----ეს და კ------- გ-----ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად თავდები პასუხს აგებს კომპანიას და კლიენტს შორის დადებული ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტის, ჯარიმისა და საურავის სრული მოცულობით დაბრუნებაზე. თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 7700 აშშ დოლარის ოდენობით. (ს.ფ. 31-39)
27. მსესხებელს ვ------- კ-----ეს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. ერთი და იმავე შინაარსის თანხის გადახდის გრაფიკი წარუდგინა სასამართლოს როგორც მოსარჩელე მხარემ (ს.ფ.29-30), ისე მოპასუხე მხარემ (ს.ფ.81-82). მითითებულ გრაფიკს ხელს აწერს მსესხებელი ვ------- კ-----ე (ს.ფ.29). შესაბამისად სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოვალე მხარემ წარდგენილი განრიგის გათვალისწინებით იკისრა კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულება; თანხის გადახდის გრაფიკი კი შეიცავდა კონკრეტულ მითთითებას იმის შესახებ, თუ როდის და რა ოდენობით უნდა მომხდარიყო პერიოდულად გადასახდელი თანხის გადახდა, გადახდილი თანხის რა ნაწილი მოიცავდა პროცენტს, რას შეადგენდა ძირითადი თანხა და ა.შ.
28. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვის ვადაში მოპასუხე მხარე იხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამ პერიოდის მანძილზე მოვალე მხარის მიერ გადახდილი იქნა 2107 აშშ დოლარი.
29. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმის შესახებ, რომ გადახდილი თანხა არსად არ ასახულა, და რომ ის არ დააკლდა ბანკის წინაშე შესასრულებელ ვადებულებებს.
30. საქმეში, ( ს.ფ. 81-82-ზე)წარმოდგენილია ე.წ. სესხის ამონაწერი (ეს მტკიცებულება სააპელაციო სასამართლომ მხარეებთან ერთად გამოიკვლია). მითითებულ დოკუმენტში ნათლად ფიქსირდება, რომ 2018 წლის 21 სექტემბრისათვის სულ მოვალის მიერ დაფარულია 2107 აშშ დოლარი. ამდენად, პალატა არ იზიარებს მოსარჩელის იმ პოზიციას, რომ მევალის მიერ განსაზღვრულ გადახდებში არ აისახა აპელანტის მიერ გადახდილი 2107 აშშ დოლარი, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლოში აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს შეკითხვაზე განმარტა, რომ აღნიშნული 2107 დოლარი უნდა დაკლებოდა მხოლოდ გადასახდელი თანხის თავნს.
31. ცხადია, აღნიშნული მოსაზრება დაუსაბუთებელია და არაგონივრულია, რადგან უდავოა, რომ მოვალის მიერ გადახდილი თანხა ნაწილდება, როგორც თავნზე, ისე პროცენტზე და პირგასამტეხლოზე. კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მითითებული გადახდებით სესხის ძირითად თანხას დააკლდა 476.48 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტის სახით გადახდილი იქნა 1450.42 აშშ დოლარი. (ს.ფ.81-82).
32. დადგენილია, რომ 2016 წლის 21 სექტემბრის შემდგომ მოვალე მხარეს კრედიტორის წინაშე გადახდა აღარ უწარმოებია.
33. საქმეში, ს.ფ. 40-50-ზე განთავსებულია შეტყობინებების ასლები, რომელსაც, ვალდებულების დარღვევის შემდგომ, კრედიტორი მხარე უგზავნიდა მოვალეებს, ატყობინებდა დავალიანების ოდენობას, ამასთან თხოვდა აღნიშნული დავალიანების დაფარვას მიმართვის მიღებიდან 3 დღის ვადაში. შეტყობინებები კრედიტორმა გაუგზავნა, როგორც მოვალე მხარეს, ისე თავდებ პირებსაც. კერძოდ შეტყობინება ვ------- კ-----ეს ჩაბარდა 2017 წლის 30 მაისს (ს.ფ.40). თავდებ - კ------- გ-----ეს შეტყობინება გაეგზავნა და ჩაბარდა 2017წლის 2 თებერვალს, ასევე ამავე წლის 21 აპრილს (ს.ფ.43-44). მ--- თ------ეს 2017 წლის 23 ივნისს (ს.ფ.47), გ------ კ-----ეს კი 2017 წლის 23 ივნისს (ს.ფ.48-49). უდავოა, რომ შეტყობინებების ჩაბარებას შედეგი არ მოჰყოლია და მევალის წინაშე არსებული დავალიანება არ შესრულებულა.
34. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტი მხარის პოზიციას და მითითებულ შეტყობინებებზე დაყრდნობით დადგენილად ვერ მიიჩევს, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა გზავნილის (შეტყობინების) მოვალე მხარის მიერ ჩაბარების მომენტიდან. რადგან აღნიშნული წერილებით კრედიტორი მხარე ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატივით არ მიმართავდა მოვალე მხარეს, არამედ ვადის დარღვევის გამო მოითხოვდა დავალიანების დროულად დაფარვას;
35. ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად სააპელაციო პალატა სარჩელის წარდგენის დღეს მიიჩნევს, რომელიც არის 2018 წლის 31 იანვარი; (ს.ფ. 2).
36. საქმეში განთავსებული დავალიანების ცნობის (ს.ფ.51). ასევე გადახდის გრაფიკის (ს.ფ.81) გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ვ------- კ-----ის დავალიანება შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------ს“ წინააღმდეგ შეადგენდა - 7069.85 აშშ დოლარს, აქედან სესხის ძირითადი თანხაა 6218.49 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი 789.33 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 62.03 აშშ დოლარი;
37. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ;
38. უდავოა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორები ძირითად მსესხებელთან ერთად არიან სოლიდარულად თავდები პირები მ--- თ------ე, გ------ კ-----ე და მ--- გ-----ე.
39. საქმეში წარმოდგენილია თავდებობის ხელშეკრულებები მ--- თ------ესთან (ს.ფ.32), გ------ კ-----ესთან (ს.ფ.35) და კ------- გ-----ესთან (ს.ფ. 38). აღნიშნული ხელშეკრულებებით მათ აიღეს ვალდებულება სოლიდარულად აგონ პასუხი კომპანიის წინაშე კლიენტის ვალდებულებებისათვის ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტებისა და პირგასამტეხლოსსახით - არაუმეტეს 7 000 აშშ დოლარისა (იხ. ამ ხელშეკრულებათა 2.2.; 3.2. პუნქტები);
40. საქმეში ასევე წარმოდგენილია სამივე თავდები პირის ე.წ. თავდების განცხადებები, სადაც ისინი კისრულობენ სოლიდარულ პასუხისმგებლობას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ--------ს“ წინაშე ვ------- კ-----ის ვალდებულებებისათვის. ამ განცხადებების თანახმად თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა 7 700 აშშ დოლარით განისაზღვრა (იხ.სფ.37.34.31).
სამართლებრივი დასაბუთება:
41. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
42. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე მუხლებით: სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
43. სამოქალაქო კოდექსის 867-868-ე მუხლების თანახმად: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
44. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილი, 2007 წლის 29 ივნისის ცვლილების შედეგად ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნის უფლება არ გააჩნია. კანონმდებელმა აღნიშნული ცვლილებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის საფუძველზე პროცენტის ანაზღაურება იმავდროულად დაუკავშირა მხარეთა შეთანხმების არსებობას, რის გამოც პროცენტის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არსებობს მხოლოდ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობამდე (სარჩელის შეტანამდე, რომლითაც შეწყდა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა).
45. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის 2012 წლის 22 ოქტომბრის Nას -1701 – 1685-2011 საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სარგებლის, პროცენტის გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.“
46. ამავე გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილი და აღნიშნა, რომ „მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია ვადაგადაცილებული პერიოდისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
47. ამ განმარტებიდან გამომდინარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, სახელშეკრულებო პროცენტის დარიცხვა არ დაიშვება.
48. განსახილველ სემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღია სასამართლოში სარჩელის წარდგენის დღე, რომელიც არის 2018 წლის 31 იანვარი; ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ვ------- კ-----ის დავალიანება შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------ს“ წინააღმდეგ შეადგენდა - 7069.85 აშშ დოლარს, აქედან სესხის ძირითადი თანხაა 6218.49 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი 789.33 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 62.03 აშშ დოლარი; რის გამოც პალატა თვლის, რომ სწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება;
49. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის 1 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
50. სასამართლოს მითითებით სახეზეა მოპასუხის მიერ, იპოთეკით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება. აღნიშნული გარემოება კი კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას ითხოვოს უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით ითხოვოს ვ------- კ-----ის საკუთრებაში რიცხული და ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიიჩნია, რომ არ არსებობს სადავო უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილშიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი;
51. სრულიად მართებულად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლზე რომლის პირველი ნაწილის თანახმად „თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებებს თავდებად დაუდგეს კრედიტორების წინაშე მესამე პირს, ამ უკანასკნელის ვალდებულებების შესასრულებლად იმავე კოდექსის 892-ე მუხლით (1 ნაწილი). თავდებობის ნამდვილობისთვის საჭიროა თავდების წერილობით განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება;
52. როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, კანონმდებლის აღნიშნული დანაწესი კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში სრულიად დაცულია, რის გამოც ცხადია ისინი (თავდებობის ხელშეკრულებები) ნამდვილ გარიგებებს წარმოადგენენ. (თუმცა ეს არც გამხდარა სადავო თავდებ პირთა მხრიდან).
53. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
საპროცესო ხარჯები:
54. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
55. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება განსაზღვრულია დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით.
56. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯი და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები დაკარგული ხელფასი, მტკიცებულებათა უზურუნველყოფისთვის გაწეული ხარჯები ასევე მხარეთა აუცილებელი სხვა ხარჯები.
57. დადგენილია, რომ სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტთა მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ბაჟი 282.80 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით;
58. დადგენილია, რომ აპელანტთა მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 300 ლარI (სფ 219;229);
59. დადგენილია, რომ სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდა აპელანტებს გადაუვადდათ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ს.ფ. 246-248); სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი შეადგენს 449.42 ლარს (282.8$ *2.65ლ =749.42 ლარს; 749.42ლ. – 300ლარი (უკვე გადახდილი) = 449.42 ლარს;
60. აპელანტებს ვ------- კ-----ეს, გ------ კ-----ეს, კ------- გ-----ესა და მ--- თ------ეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ 449.42 ლარის გადახდა;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ------- კ-----ის, გ------ი კ-----ის, კ------- გ-----ის, მ--- თ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში განჩინების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე