განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
დამატებითი განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე N 2/ბ-1049-2018წ. 21 თებერვალი 2019 წელი
№ 080210018002282662 ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე: თამარ სვანიძე
განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტები: ვ------- კ-----ე, გ------ი კ-----ე, კ------- გ-----ე, მ--- თ------ე
მოწინააღმდეგე მხარე: შპს პ------–------------------------ია
სააპელაციო პალატამ განიხილა: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საკითხი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------ს“ წარმომადგენელმა მოპასუხეებად ვ------- კ-----ე, მ--- თ------ე, გ------ი კ-----ე, კ------- გ-----ე მიუთითა და ითხოვა მოპასუხეებისათვის ვ------- კ-----ის, მ--- თ------ის, გ------ კ-----ისა და კ------- გ-----ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 7069,85 აშშ დოლარის დაკისრება. დავალიანების გადახდევინების მიზნით მოსარჩელემ ითხოვა ვ------- კ-----ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისში, ი-----–- ა--–--ის გამზირი #29, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------ იძულებით სარეალიზაციოდ გადაცემა; მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად სსიპ აღსრულებოს ეროვნულ ბიუროში გადახდილი გამარტივებული წარმოების საფასური 100 ლარის და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 529,58 ლარის გადახდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით: შპს „პ------–------------------------იის„ სარჩელი დაკმაყოფილდა; ვ------- კ-----ეს, მ--- თ------ეს, გ------ კ-----ეს და კ------- გ-----ეს - შპს „პ------–------------------------იის„ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 7069,85 აშშ დოლარის გადახდა; ვ------- კ-----ეს, მ--- თ------ეს, გ------ კ-----ეს და კ------- გ-----ეს - შპს „პ------–------------------------იის„ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი გამარტივებული წარმოების საფასურის 100 ლარის გადახდა; ვ------- კ-----ეს, მ--- თ------ეს, გ------ კ-----ეს და კ------- გ-----ეს - შპს „პ------–------------------------იის„ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის თანხა 63,78 ლარის ოდენობით. მოპასუხეებზე დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა ვ------- კ-----ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება (მის:ქ. ქუთაისი, ი-------–--ის გამზ #29 ბინა #61; ს/კ 0------------------). შპს „პ------–------------------------იას„ (ს/კ 4--------) დაუბრუნდა 2018 წლის 31 იანვარს სს 'თიბისი ბანკში' სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 465,80 ლარი (საგადასახადო დავალება №1---------), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე №2/289-18) მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, იქნა გასაჩივრებული მოპასუხეების მიერ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვეს.
სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტთა მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ბაჟი 282.80 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით; აპელანტთა მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 300 ლარი. ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდა აპელანტებს გადაუვადდათ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით, ვ------- კ-----ის, გ------ი კ-----ის, კ------- გ-----ის, მ--- თ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დარჩა უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება;
დასახელებული განჩინებით არ გადაწყვეტილა წაგებულ მხარეთათვის, აპელანტთათვის გადავადებული სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი.
დადგენილია, რომ სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტთა მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ბაჟი 282.80 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით;
დადგენილია, რომ აპელანტთა მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 300 ლარი (სფ 219;229);
დადგენილია, რომ სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდა აპელანტებს გადაუვადდათ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ს.ფ. 246-248); სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი შეადგენს 449.42 ლარს (282.8$ *2.65ლ =749.42 ლარს; 749.42ლ. – 300ლარი (უკვე გადახდილი) = 449.42 ლარს;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება განსაზღვრულია დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯი და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები დაკარგული ხელფასი, მტკიცებულებათა უზურუნველყოფისთვის გაწეული ხარჯები ასევე მხარეთა აუცილებელი სხვა ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად: გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
სააპელაციო პალატა თვლის, რომ აპელანტებს: ვ------- კ-----ეს, გ------ კ-----ეს, კ------- გ-----ესა და მ--- თ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 449.42 ლარის გადახდა;
სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 261-ე, 53-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებაზე გამოტანილი იქნას დამატებითი განჩინება;
2. აპელანტებს: ვ------- კ-----ეს, გ------ კ-----ეს, კ------- გ-----ესა და მ--- თ------ეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ 449.42 ლარის გადახდა; აღნიშნული თანხის გადახდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახაზინო კოდი 300 183 150;
3. დამატებითი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დამატებითი განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /თამარ სვანიძე/