განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210018002564957
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/7613-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - შ-- ,,მ-----------------------------–-- M--’’
წარმომადგენელი - კ---- ს--------–---
მოწინააღმდეგე მხარე - ნ-------- ჭ--------–---
წარმომადგენელი - ვ----– ძ-------–-–---–-, ლ------- ძ-------–-–---–-
მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე - მ--–---- ჭ--------–---
დავის საგანი - პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკლება, გადახდილი თანხის ძირ თანხაში გადახდილად ჩათვლა. 2018 წლის 03 აპრილის სააღსრულებო ფურცლის N1---------ის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ-------- ჭ--------–--ის სარჩელი მოპასუხე შ-- ,,მ-----------------------------–-- M--’’-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ნაწილობრივ გაუქმდა 2017 წლის 03 აპრილს გაცემული (ნოტარიუსი მ--- მ---------–-) სააღსრულებო ფურცელი და ნ-------- ჭ--------–--ის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის გადახდის ნაწილში ჩაითვალა სრულად შესრულებულად, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვრა 100 აშშ დოლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2013 წლის 04 ოქტომბერს ნ-------- ჭ--------–---სა და მოპასუხე შ-- ,,მ-----------------------------–-- M--’’ შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N1--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 04 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N1-------- (ტ.1.ს.ფ.19-21).
2.2. ხელშეკრულებით შ-- ,,მ-----------------------------–-- M--’’-იმ მოსარჩელეს გადასცა 8 500 აშშ ამერიკული დოლარი ყოველთვიური სარგებლის 3%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 6 თვე, არაუგვიანეს 2014 წლის 04 აპრილს უნდა დაებრუნებინა ნ-------- ჭ--------–---ს ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 04 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N1-------- (ტ.1.ს.ფ.19-21).
2.3. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ--–---- ჭ--------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ----------------------–---–-----------, ს/კ 0------------------. მოთხოვნის მინიმალურ მოცულობად განისაზღვრა 10 030 აშშ დოლარის ოდენობით, რაც იმ დროისთვის შეადგენდა 16 650 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.ს.ფ.29).
- 2013 წლის 04 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკისხელშეკრულება N1-------- (ტ.1.ს.ფ.19-21).
2.4. ნ-------- ჭ--------–--ის მიერ ხდებოდა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, პირნათლად, მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 20 იანვრამდე გადახდილი აქვს ჯამში სარგებლის სახით 4627,90 აშშ დოლარი, ხოლო ძირი თანხა 6 500 აშშ დოლარი, ჯამში 11 127.90 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის გადახდის დამადასტურებელი ამონაწერი. (ტ.1.ს.ფ.23-24).
2.5. მოპასუხე მხარემ 2017 წლის 03 აპრილს მიმართა ნოტარიუს მ--- მ---------–ს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიზნით, რის საფუძველზეც გაიცა N1-------- სააღსრულებო ფურცელი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ ( ტ.1.ს.ფ.25, 55-57).
2.6. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობამ შეადგინა 3 000 აშშ დოლარი და 124,36 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ, წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. ნოტარიუს მ--- მ---------–-ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი ( ტ.1.ს.ფ. 26-28, 55-57).
2.7. 2018 წლის 10 ივნისს მოპასუხემ მიმართა კერძო აღმასრულებელ - ვ------- მ--–------–ს და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოითხოვა იძულებით აღსრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ. (ტ.1.ს.ფ.25).
2.8. 2018 წლის 20 ივნისს ნ-------- ჭ--------–---მ ჩაიბარა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ სააღსრულებო საქმეზე N1-------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ სააღსრულებო საქმეზე N1------- ( ტ.1.ს.ფ.26-28).
2.9. 2018 წლის 17 ივლისს ნ-------- ჭ--------–---მ მომართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ შეჩერებულიყო 2018 წლის 03 აპრილს ნოტარიუს მ--- მ---------–-ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის N1-------- საფუძველზე დაწყებული A1------- სააღსრულებო წარმოება, სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადების ასლი(ტ.1.ს.ფ.31-34).
2.10. 2018 წლის 18 ივლისს მიღებულ იქნა განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ-------- ჭ--------–--ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. შეჩერდა 2018 წლის 03 აპრილს ნოტარიუს მ--- მ---------–-ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის N1-------- საფუძველზე დაწყებული წარმოება A1------- სააღსრულებო წარმოება, სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 18 ივლისის განჩინება (ტ1. ს.ფ.34-37).
2.11. მოსარჩელის მიერ სრულად არის გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები. გადახდილი აქვს სარგებლის სახით 4627,90 აშშ დოლარი, ხოლო ძირი თანხა 6500 აშშ დოლარი, სულ ჯამში 11 127,90 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის გადახდის დამადასტურებელი ამონაწერი. (ტ.1.ს.ფ.23-24).
2.12. გარდა ზ/აღნიშნულისა მოთხოვნა არის ხანდაზმული, ვინაიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დაფარვის ბოლო ვადა გახლდათ 2014 წლის 04 აპრილი, ხოლო მაშინ როდესაც მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, კერძოდ 2018 წლის 03 აპრილს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა გასული იყო.
- სარჩელში მითითებული ეს გარემოება თავად მოსარჩელის მიერ დაზუსტების შემდგომ აღარ გახდა შესაფასებელი სასამართლოს მიერ, რადგან მოსარჩლე მხარე აღარ მიუთითებდა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე (სააღსრულებო ფურცელი გაცემულია 2017 წლის 3 აპრილს).
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.13. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. მართალია მოპასუხე არ დაეთანხმა პირგასამტეხლოსა და სესხისთვის გათვალისწინებული სარგებლის თანხის სრულად გადახდას, მაგრამ სადავოდ არ გაუხდია არც ხელშეკრულების და არც ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსი, მათ მიიჩნიეს, რომ პირგასამტეხლო და ძირი თანხა, სწორად იყო დაანგარიშებული და გადასახდელი ჰქონდა მოსარჩელე ნ-------- ჭ--------–---ს, და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
''ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით შ-- ,,M--"-სა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. შესაბამისად, თუ მოსარჩელე (გამსესხებელი) ვერ დაადასტურებს ძირითადი ვალდებულების არსებობის ფაქტს, პროცენტის გადახდის ვალდებულებაც არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2013 წლის 04 ოქტომბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 06 თვის ვადით - 2014 წლის 04 აპრილამდე, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 11 127.90 აშშ დოლარი, რაც უნდა ჩაითვალოს ძირითად თანხაში გადახდილად. შესაბამისად, ნოტარიუს მ--- მ---------–-ს მიერ 2017 წლის 03 აპრილს გაცემულ №1-------- სააღსრულებო ფურცელში უნდა შევიდეს ცვლილება, აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ძირითადი თანხა 2000 აშშ დოლარი ჩაითვალოს გადახდილად.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლომაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ შ-- ,,M--''-ის მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეზე გაიცა სესხი. მას სესხი გადაეცა სარგებლის დარიცხვის სანაცვლოდ, ექვსი თვის ვადით სასამართლოს მსჯელობისა და გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს ერთის მხრივ, შეფასება იმისა მოვალე ნ-------- ჭ--------–---ს სესხითვის გათვალისწინებული სარგებელი მხოლოდ ექვსი თვის მანძილზე უნდა ეხადა თუ ვალდებულების შესრულებამდე და მის მიერ ექვს თვეზე მეტი დროის განმავლობაში სარგებლის სახით გადახდილი თანხა ჩაითვალოს თუ არა სესხის ძირითად თანხაში. შესაბამისად, ვალდებულება შესრულებულად ძირი თანხის გადახდის ნაწილში. მეორეს მხრივ, არის თუ არა ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი, ხოლო შემცირების შედეგად ამ ნაწილშიც ვალდებულება ჩაითვალოს თუ არა შესრულებულად. რაც საბოლოოდ, მოვალის მხრიდან ვალდებულების შესრულებით ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობად და საფუძვლად უნდა შეფასებულიყო, ხოლო რადგან არ იარსებებდა რაიმე ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება, სააღსრულებო ფურცელიც ძალას დაკარგავდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა შემდეგი: მხარეებმა 2013 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულებით გამოხატეს ნება და შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე: სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობაზე, სესხის დაბრუნების და სარგებლის გადახდის ვადებზე. სესხის ოდენობა იყო 8 500 აშშ დოლარი, სარგებლის მოცულობა განისაზღვრა ყოველთვიურად 3%-ის ოდენობით, სესხის დაბრუნების ვადად ექვსი თვე - 2014 წლის 4 აპრილამდე.
ამდენად, მოვალეს სარგებელი უნდა გადაეხადა მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში. როგორც სესხის გადახდის დამადასტურებელი ამონაწერით დასტურდება (ტ.1.ს.ფ.23), 2013 წლის 4 ოქტომრიდან 2014 წლის 5 დეკემბრამდე პერიოდში (12 თვე) ნ-------- ჭ--------–---ს სარგებლის სახით გადახდილი აქვს ჯამში 2 919 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 5 იანვრიდან 2016 წლის 20 იანვრამდე ( 11 თვე) - სარგებლის სახით გადახდილი აქვს 1710, 90 აშშ დოლარი, ჯამში - 4 629, 90 აშშ დოლარი. მოვალეს სარგებლის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში და გარიგების მონაწილე მხარეები არ შეთანხმებულან ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ სარგებლის გადახდაზე. ნ-------- ჭ--------–---ს სარგებლის სახით ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 255 აშშ დოლარის ოდენობით სარგებელი უნდა გადაეხადა კრედიტორისთვის, ჯამში - 1530 აშშ დოლარის ოდენობით.
ნ-------- ჭ--------–---ს 2013 წლის 4 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 აპრილამდე უნდა ეხადა მხოლოდ სარგებელი ყოველთვიურად 255 აშშ დოლარს ოდენობით, ხოლო სარგებლის სახით გადახდილი ზედმეტი თანხა - (4629. 90 - 1530 = 3099. 90 აშშ დოლარი) 3099.90 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს სესხის ძირ თანხაში, რადგან მხარეები გარიგებით არ შეთანხმებულან სხა პირობაზე.
სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 8 500 აშშ დოლარს, საიდანაც ამონაწერების მიხედვით ნ-------- ჭ--------–---ს გადახდილი აქვს 6 500 აშშ დოლარი ძირი თანხა (იხ. ამონაწერები ტ.1. ს.ფ.23 -24), სარგებლის სახით ზედმეტად გადახდილ თანხას 3099. 90 აშშ დოლარის ნაწილს ჩავთვლით რა ძირ თანხაში (6500 + 3099.90 = 9599.90), ვალდებულება ამ ნაწილში სრულად არის შესრულებული და ძირი თანხის დაფარვის შემდეგაც რჩება გადახდილი თანხა 1099, 90 აშშ დოლარის ოდენობით.
ნ-------- ჭ--------–---მ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე თანხის ნაწილი გადაიხადა ექვსი თვის, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. სასამართლომ მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულების ვადის, სესხის დაბრუნების ვადის გასვლის შემდეგ სარგებლის მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს, რადგან სესხის ხელშეკრულების ვადა ნიშნავს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სესხს ერიცხება სარგებელი სარგებელზე შეთანხმების არსებობის შემთხევაში. ვინაიდან სესხის გაიცა 6 თვით, სესხის სარგებლის პროცენტის დარიცხვის საფუძველი მხოლოდ ამ პერიოდზე არსებობს.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ-------- ჭ--------–---ს გარიგებით მხარეთა შეთანხმებული პირობების თანახმად სრულად აქვს კრედიტორის წინაშე შესრულებული ვალდებულება და სრულად აქვს გადახდილი სესხის ძირი თანხა - 8 500 აშშ დოლარი, სარგებელი ექვსი თვის განმავლობაში - 1530 აშშ დოლარი.
2.15. სესხის ძირი თანხისა და სარგებლის სახით გადახდილი თანხის ზევით კიდევ გადახდილი რჩება 1099,90 აშშ დოლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს პირგასამტეხლოს გადახდის ნაწილში. გარიგებით მხარეთა შორის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილების დღისთვის.
ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ნაწილში კვლავაც გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრა 1000 აშშ დოლარის ოდენობით.
ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს არის თუ არა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს (შემცირება შეეხება გადასახდელ პირგასამტეხლოს 1000 აშშ დოლარის ნაწილში და არა უკვე გადახდილ თანხებს).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012).
სასამართლომ ასევე დამატებით განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი მიადგეს სხვას.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და დადგენილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს.
სასამართლოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი შეხედულებისამებრ, თუ მიიჩნევს, რომ ის არის შეუსაბამოდ მაღალი. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე დავალიანების ოდენობიდან და დარღვევის პერიოდიდან, შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება და მოპასუხისათვის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით - 2013 წლის 04 ოქტომბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან, ნაცვლად 0,1 % -ისა 0, 01 %, შესაბამისად, ნოტარიუსის (მ--- მ---------–-) მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული 1000 აშშ დოლარის ნაცვლად 100 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს პირგასამტეხლოს ოდენობა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელეს სარგებლის სახით გადახდილი აქვს 4629 ლარი. აპელანტის მითითებით გათვალისწინებით იმისა, რომ მოსარჩელეს სარგებლის გადახდის ვალდბულება გარიგების გაფორმებიდან ექვსი თვის განმავლობაში ჰქონდა, ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი თანხები პირგასამტეხლოს ანგარიშში უნდა ჩაითვალოს აღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტი მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა გადახდილი თანხების ძირი თანხის ანგარიშში ჩათვლა.
3.2. აპელანტის განმარტებით ძირი თანხას დავალიანება მოსარჩელე მხარეს სრულად გადახდილი არ აქვს, ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა რა დავალიანების დასაფარად მიემართებოდა მის მიერ გადახდილი თანხები.
3.3. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას პირგასამტეხლოს 10 % შემცირების შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ოდენობით პირგასამტეხლოს შემცირება აზიანებს კრედიტორის კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1.1 წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი ნ-------- ჭ--------–--ის მიერ 04.10.2013 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდმინარე შ-- ,,მ-----------------------------–-- M---ის’’ სასარგებლოდ გადახდილი 11 127.90 აშშ დოლარით სესხის ძირი თანხის და სარგებლის გადახდილად მიჩნევის და სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება რომ:
- 2013 წლის 04 ოქტომბერს ერთი მხრივ სს ,,მ-----------------------------–-- M---ს’’, მეორე მხრივ ნ-------- ჭ--------–---ს და მესამე მხრივ მ--–---- ჭ--------–---ს შორის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სს ,,მ-----------------------------–-- M---მა’’ ნ-------- ჭ--------–---ს გადასცა სესხის სახით 8 500 აშშ დოლარი, სესხის უზრუნველყოფის მიზნით გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მ--–---- ჭ--------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ---------------------–---–-----------, ს/კ 0------------------.
- 2013 წლის 04 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ყოველთვიური სარგებელი 3 %-ით განისაზღვრა. მსესხებელს სესხად მიღებული თანხა ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ ექვსი თვის ვადაში არაუგვიანეს 2014 წლის 04 აპრილისა უნდა გადაეხადა. სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, რაც გადასახდელი თანხის 0.1 %-ით განისაზღვრა. (ტ.1.ს.ფ. 19-22)
- მხარეები სადავოდ არ ხდიან, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი თანხის მოძრაობის შესახებ ამონაწერითაც ირკვევა, რომ ნ-------- ჭ--------–---ს შ-- ,,მ-----------------------------–-- M---ის’’ სასარგებლოდ ჯამში გადახდილი აქვს 11 129.9 აშშ დოლარი. (ტ.1.ს.ფ. 23-24)
- 2013 წლის 04 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუს მ--- მ---------–-ს მიერ, 2017 წლის 03 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------, რომლის საფუძველზეც გამოიწერა აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა: სესხის ძირითადი თანხა - 2000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 1000 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის მიღებისთვის გადახდილი სანოტარო მომსახურების საზღაური - 124 ლარი და 36 თეთრი. (ტ. 1, ს.ფ. 55-58).
4.1.2. პალატას მიაჩნია, რომ, ისეთ მოცემულობაში, როდესაც შ-- მ-----------------------------–-- ,,M---ის’’ მიერ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ნ-------- ჭ--------–--ის მიერ შეტანილი თანხები მიღებულია, როგორც სარგებელი (ტ. І, ს.ფ. 23-24), ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ სესხის ხელშეკრულება გაფორმებული იყო მხოლოდ ექვსი თვის ვადით და ხელშეკრულება არ შეიცავდა დათქმას მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ თანხის დაბრუნებამდე სარგებლის დარიცხვის გაგრძელების თაობაზე და ასევე უდავოა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა მხარეთა შეთანხმებით გაგრძელებული არ ყოფილა, პალატა მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ნებაყოფლობით განხორციელებული გადახდები გულისხმობდა სასესხო ვალდებულების ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვის ანგარიშში განხორციელებულ გადახდებს, აღნიშნული კი სასამართლოს უქმნის სამართლებრივ საფუძველს დაეთანხმოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ-------- ჭ--------–--ის მიერ 04.10.2013 წლის ხელშეკრულების ფარგლებში 20.01.2016 წლამდე გადახდილი თანხებით სესხის ძირი თანხის 8500 აშშ დოლარის და სესხზე დარიცხული სარგებლის გადახდილად მიჩნევის შესახებ. კერძოდ, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში მსესხებელს სარგებელი უნდა გადაეხადა მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში. როგორც სესხის გადახდის დამადასტურებელი ამონაწერით დასტურდება (ტ.1.ს.ფ.23), 2013 წლის 4 ოქტომრიდან 2014 წლის 5 დეკემბრამდე პერიოდში (12 თვე) ნ-------- ჭ--------–---ს სარგებლის სახით გადახდილი აქვს ჯამში 2 919 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 5 იანვრიდან 2016 წლის 20 იანვრამდე ( 11 თვე) - სარგებლის სახით გადახდილი აქვს 1710, 90 აშშ დოლარი, ჯამში - 4 629, 90 აშშ დოლარი. ნ-------- ჭ--------–---ს 2013 წლის 4 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 აპრილამდე უნდა ეხადა მხოლოდ სარგებელი ყოველთვიურად 255 აშშ დოლარის ოდენობით, რაც 6 თვეში ჯამში შეადგენს 1530 აშშ დოლარს. სარგებლის სახით გადახდილია ზედმეტი თანხა - (4629. 90 - 1530 = 3099. 90 აშშ დოლარი) 3099.90 აშშ დოლარი, რაც უნდა ჩაითვალოს სესხის ძირ თანხაში, რადგან მხარეები გარიგებით არ შეთანხმებულან სხვა პირობაზე. სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 8 500 აშშ დოლარს, საიდანაც ამონაწერების მიხედვით ნ-------- ჭ--------–---ს გადახდილი აქვს 6 500 აშშ დოლარი ძირი თანხა (იხ. ამონაწერები ტ.1. ს.ფ.23-24), სარგებლის სახით ზედმეტად გადახდილ თანხას 3099. 90 აშშ დოლარის ნაწილს, ჩავთვლით რა ძირ თანხაში (6500 + 3099.90 = 9599.90), ვალდებულება ამ ნაწილში სრულად არის შესრულებული და ძირი თანხის დაფარვის შემდეგაც რჩება გადახდილი თანხა 1099, 90 აშშ დოლარის ოდენობით. ამგვარად ნ-------- ჭ--------–---ს მთლიანობაში 11 129.9 აშშ დოლარის გადახდით, დაფარული აქვს დავალიანება ძირი თანხის სახით 8 500 აშშ დოლარი, ასევე მასზე გადასახდელი სარგებელი - 1530 აშშ დოლარი. რაც შეეხება დარჩენილ თანხას (11 129,90-(8500+1530)= 1099,9) 1099,9 აშშ დოლარი, იგი უნდა ჩაითვალოს პირგასამტეხლოდ, ფულადი ვალდებულების შესრულების გრაფიკის დარღვევისათვის.
4.1.3. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდაა ასევე გამხდარი სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერებაც. ამასთან მიმართებით პალატა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება შესაძლო ზიანს აღემატებოდეს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნის დამატებითი უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. მოცემულ შემთხვევაში 2013 წლის 04 ოქტომბრის ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მხარეები პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე შეთანხმდნენ, რომლის ოდენობაც გადასახდელი თახის 0.1%-ით განსაზღვრეს.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას არ წარმოადგენს და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა სადავოდ არ გაუხდიათ, შესაბამისად, სასამართლოს მიერ შეფასების საგანს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება წარმოადგენს.
4.1.4. განსახილველ შემთხვევაში, წინამდებარე განჩინების 4.1.1. პუნქტით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-------- ჭ--------–--ის მიერ 03.10.2013 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სესხის ძირი თანხის და მასზე დარიცხული სარგებლის კრედიტორისთვის დაბრუნების შესახებ 16 თვეში ( ე.ი. ვადის დარღვევით) შესრულდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეს ძირითადი და დარიცხული სარგებლის გადახდის ვალდებულება უკვე შესრულებული აქვს და მას არა პროცენტის, არამედ პირგასამტეხლოს გადახდას ედავებიან. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მიზანი დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და არა კრედიტორის გამდიდრება, ვალდებულების დროულად შესრულების პროვოცირება წარმოადგენს. გარდა აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია, რომ 1099 აშშ დოლარი, რომელიც ნ-------- ჭ--------–--ის მიერ გადახდილია, აღნიშნული თანხა ჩათვლილია პირგასამტეხლოდ. შესაბამისად, დამატებით კიდევ პირგასამტეხლოს სახით 1000 აშშ დოლარის განსაზღვრა პალატას მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული პირგასამტეხლო 100 აშშ დოლარამდე მართებულად შეამცირა.
საბოლოოდ, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის სამართლებრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე საბოლოოდ სახ. ბაჟის გადახდა ეკისრება წაგებულ მხარეს. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი თანხა აპელანტისათვის ანაზღაურებას არ ექვემდებარება და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ-- ,,მ-----------------------------–-- M---ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური