განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210100117002307835 -1ბ/424-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
26 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე, გ------- სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: შ-------------–---–ი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ჯ----------------------------–-------–-–-------------------------------–----------–--------------------------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს-----------------------------–---–-----–------------------------–--
ადვოკატი: ნ-------------–-------–--–-----–-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით).
დისპოზიცია: განზრახ მკველელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიერ.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით)
დისპოზიცია: განზრახ მკვლელობის მცდელობა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით)
დისპოზიცია:ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წელი;
თარჯიმანი - ზ------- გ-------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
ს--------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ--------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა დ------------–---–---------------------–------ სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმება (117-ე მუხლთან მიმართებაში მსჯავრდებულის გამართლება ლ----------------–---–---------------------–---–-- ნაწილი), ხოლო დ-------------–---–-- ნაწილში ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე. საბოლოოდ ჯ--------------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
ბრალდების მხარემ ითხოვა ჯ--------------ს დამნაშავდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ჯ-------------- ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
2017 წლის 1 აპრილს, ღამის საათებში, ს--------- რაიონის სოფელ მ-–------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ა---------–-------–---–-- მესაქონლეობის ფერმის მახლობლად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ჯ--------------- განზრახ მკვლელობის მიზნით, მის ხელთ არსებული დანის გამოყენებით, და------------–---–- სახის არეში მიაყენა ჯანმთელობის დაზიანება, ამავე კონფლიქტის დროს, ჯ--------------- ლ----------------–---–- გულმკერდის არეში, ხოლო გ-------------–---–ს მუცლის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ს--------- რაიონულმა სასამართლომ დაადგინა:
ჯ--------------- ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა (დაზარალებულ დ-------------–---–-- ეპიზოდში).
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ (დაზარალებულების - ლ----------------–---–--- და გ-------------–---–ის ეპიზოდი).
პალატამ დაადგინა :
2017 წლის 1 აპრილს, ღამის საათებში, ს--------- რაიონის სოფელ მ-–------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ა---------–-------–---–-- მესაქონლეობის ფერმის მახლობლად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ჯ--------------- მის ხელთ არასებული დანის გამოყენებით, და------------–---–- სახის არეში მიაყენა ჯანმთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ამავე კონფლიქტის დროს, ჯ--------------- ლ----------------–---–- გულმკერდის არეში, ხოლო გ-------------–---–ს მუცლის არეში მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულმა ლ----------------–---–-- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ვლ------------–---–-- და ჯ-------------- შორის საძოვრის ტერიტორიაზე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, ჯ-------------- მისი კუთვნილი მობილური ტლეფონი დარჩა სუფრაზე. მოგვიანებით, მათთან მისულმა გ-------------–---–მა და დ-------------–---–--, გადაწყვიტეს მობილური ტელეფონი დაებრუნებინათ ჯ--------------სათვის. ამ მიზნით, დ-------------–---–- და გ-------------–---–ი წავიდნენ ა---------–-------–---–-- კუთვნილი მესაქონლეების ფერმისაკენ, სადაც, მწყემსად მუშაობდა ჯ--------------. მას შემდეგ, რაც დ-------------–---–- და გ-------------------–---–- შეხვდნენ ჯ-------------- და დაუბრუნეს ტელეფონი, ურჩიეს დამშვიდებულიყო და შერიგებულიყვნენ, ეუბნებოდნენ: „ნასვამი ხარ, წადი, დაისვენეო“. თუმცა, ჯ-------------- კვლავაც განაგრძობდა მათი მისამართით გინებას, მაგრამ, ვინაიდან, ჯ------- იყო ნასვამი, მათ ყურადღება არ მიაქციეს და წამოვიდნენ. 2017 წლის 1 აპრილს მეგობრებთან - გ-------------–---–თან და დ-------------–---–---- ერთად გადაწყვიტა, რომ წასულიყო ჯ----------------- შერიგების მიზნით. მათი მისვლიდან და ა---------–-------–---–---- სატელეფონო საუბრიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ფერმის ეზოდან გამოვიდნენ ჯ--------------, მისი ძმა - ზ-------------–---------------------------------------------–----------------–-------–---–- და მისთვის უცნობი სამი პიროვნება. აღნიშნული პირების მოსვლის შემდეგ, მათ შორის დაიწყო საუბარი. ამ დროს, ერთმანეთთან შედარებით ახლოს იდგნენ თავად, დ-------------–---–-, გ-------------–---–ი, ჯ--------------, ა---------–-------–---–-----------------–-----------–--------------------–-–---–------------------–---–-----------–---------------- იდგენენ ამ ჯგუფისგან დაახლოებით 5 მეტრის მოშორებით. საუბარი დაიწყო დ-------------–---–-- და მიმართა ჯ--------------: „ესე არ უნდა მომხდარიყო, მამისტოლა კაცს ხელი რატო დაარტყი, ბოდიში მოიხადე, შევრიგდეთო“, რაზედაც, ჯ--------------- უთხრა, რომ ბოდიშს არ მოიხდიდა, რის საპასუხოდაც, დ-------------–---–-- დაარტყა ხელი ჯ--------------. აღნიშნული ფაქტი დაინახეს რა მან და გ-------------–---–მა, კონფლიქტის განმუხტვის მიზნით დაიძრნენ დ-------------–---–--ა და ჯ--------------საკენ, რათა, გამოეყვანათ დ-------------–---–-. ამვდროულად, ავ--------–-------–---–- და ხ----------–---- ცდილობდნენ შეეჩერებინათ ჯ--------------ს თანმხლები აზერბაიჯანელი ეროვნების პირები, ხოლო, გ---------------–-–---–- აკავებდა ზ---–-------------------წორედ ამ დროს, ის და გ-------------–---–ი მიუახლოვდნენ ჯ--------------ა და და------------–---–-, რა დროსაც, მის პირისპირ აღმოჩნდა ჯ-------------- და იგრძნო დარტყმა. დარტყმისათანავე ჩაიკეცა, ჯ-------------- აღარ უცდია მისთვის მიეყენებინა სხვა დარტყმა და მანაც შეძლო უკან დახევა და შველა ითხოვა. მის დაძახებაზე, მასთან მივიდა გ---------------–-–---–- და სწორედ ამ დროს, გაიგონა გ-------------–---–ის ხმა, რომელიც იძახდა „დაჭრილი ვარო“. ამის შემდეგ, ის და გ-------------–---–ი ავტომანქანაში ჩასვა თ-------------–---–-- და წაიყვანეს საავადმყოფოში.
დაზარალებულმა დ-------------–---–-- სასამართლო სხდომაზე ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა და განმარტა, რომ მასსა და ა---------–-------–---–- შორის განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია ჯ--------------ს კუთვნილი მობილური ტელეფონის მეშვეობით, რა დროსაც, ა---------–-------–---–--, რომლისთვისაც მისგან გახდა ცნობილი, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის კონფლიქტს ჯ--------------, ვლ------------–---–-- და ლ----------------–---–- შორის, სთხოვა მას, რომ არ გაემწვავებინათ სიტუაცია და შერიგებულიყვნენ. 2017 წლის 1 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დ-------------–---–--ც ასევე დაადასტურა, რომ მომხდარი ფაქტის დღეს, გ-------------–---–თან და ლ----------------–---–---ნ ერთად იმყოფებოდა სტუმრად გ---------------–-–---–--ან, სადაც, მათ მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. გ---------------–-–---–-საგან წამოსვლის შემდეგ, საღამოს გადაწყვიტეს ჯ----------------- მისვლა. ფერმისაკენ, სადაც იმყოფებოდა ჯ--------------, ისინი გაემართნენ ფეხით, ამავდროულად, გზიდანვე დაურეკეს გ---------------–-–---–- და სთხოვეს, მისულიყო ჯ-------------ს ფერმასთან, რათა, შემდგომ ისინი წამოეყვანა სოფელში. გ---------------–-–---–- დაჰპირდა მისვლას და მართლაც, სანამ თავად მივიდოდნენ ფერმასთან, გ-------– წამოეწიათ გზაში. ფერმასთან მისვლის შემდეგ, რამდენჯერმე, უშუალოდ მან დაუძახა ჯ--------------, მაგრამ, ვინაიდან, ჯ-------- არც უპასუხა და არც გარეთ გამოვიდა, დაურეკა მამას - თ-------------–---–-- და უთხრა დაერეკა ა---------–-------–---–--ათვის, ჯ--------------ს ფერმის მეპატრონესათვის და ეთქვა, რომ ჯ---------- იყვნენ მისულები შესარიგებლად და გამოსულიყო გარეთ, ასევე, თავადაც მისულიყო ფერმაზე. ამ საუბრიდან მალევე, ფერმასთან მივიდა მამამისი - თ------------აშვილი, ხოლო, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ფერმის მხრიდან გამოვიდნენ ჯ--------------, ავ--------–-------–---–-, ხ----------–---- და ჯ--------------ს ძმა - ზ---–----------------- აღნიშნული პირების მოსვლის შემდეგ, თითქმის ყველა მათგანი იდგნენ ერთად. უშუალოდ მის წინ იდგა ჯ-------------- და სწორედ, მასსა და ჯ------- შორის წარიმართა საუბარი, რა დროსაც, მან ჯ------- უთხრა, რომ „ერთ სოფელში ცხოვრობდნენ და მათ შორის კონფლიქტი არ უნდა ყოფილიყო და რომ მამისტოლა კაცისათვის დარტყმა არ შეიძლებოდა და ბოდიში მოეხადა“. აღნიშნულის საპასუხოდ, ჯ-------- უთხრა, რომ მას ბოდიში არ ჰქონდა მოსახდელი. მისმა ამგვარმა პასუხა გამოიწვია კონფლიქტი, კერძოდ, მათ შორის დაიწყო ხმამაღალი საუბარი, დაიძაბა სიტუაცია, რა დროსაც, უშუალოდ მან, პირველმა დაარტყა ჯ------- ნ-----ს ხელი სახის არეში, რის საპასუხოდაც, ჯ--------------- სახის არეში, თვალთან დაარტყა დანა. აღნიშნული დანა მან დაინახა სწორედ დარტყმის მომენტში, მანამდე, დანა ჯ-------ს ხელში არ შეუმჩნევია. დარტყმისთანავე შეეცადა გასცლოდა ჯ-------------- და მივიდა იქვე მდგომ ა---------–-------–---–----. ამ დროს გაიგონა, რომ მანამდე მათგან მოშორებით მდგარმა გ-------------–---–მა დაიძახა „მეც დაჭრილი ვარო“, რასაც ასევე, მალვე მოჰყვა გ---------------–-–---–-ს ძახილი: „ლ----იც დაჭრილიაო“. მას შემდეგ, რაც ჯ-------- დანით დაჭრა ისინი, არც ჯ------- და არც მისი თანმხლები პირები არ დაუნახავს, ყველამათგანი დაბრუნდა ფერმის ტერიტორიაზე. ამასთან, ვინაიდან, თავად დაჭრილი იყო სახის არეში, ლ----------------–---–- - გულმკერდის არეში, ხოლო, გ-------------–---–ი- მუცლის არეში, ყველამათგანი გ---------------–-–---–-სა და მისი მამის მანქანით, გ------- ტ-----–-–---–მა და მამისმა - თ-------------–-–--ლმა გადაიყვანეს საავადმყოფოში. დ-------------–---–-- ასევე მიუთითა, რომ მომხდარი ფაქტის დროს, არც მის თანმხლებ პირებს ჰქონიათ რაიმე ნივითი და არც ჯ--------------ს მხრიდან მოსული პირებისათვის დაუნახავს რაიმე საგანი ხელში.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები აღწერა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გ-------------–---–მა და განმარტა, რომ 2017 წლის 1 აპრილს, ლ----------------–---–---- და დ-------------–---–---- ერთად სტუმრად იმოფებოდა გ---------------–-–---–--ან და იქეიფეს. ქეიფის შემდეგ, საღამოს, ეგრეთ წოდებულ „ბირჟაზე“ ყოფნის დროს გაიგეს, რომ ჯ-------------- კითხულობდა მათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან, ლ----------------–---–-- და დ-------------–---–-- გადაწყვიტეს ჯ----------------- წასვლა შერიგების მიზნით. ვაინიდან, იყო დაახლოებით, 21:00 საათი და ფეხით მიდიოდნენ ჯ--------------ს ფერმაში, გზიდანვე დაურეკეს თავიანთ მეგობარს - გ---------------–-–---–- და სთხოვეს, რომ მანაქანით მისულიყო ჯ--------------ს ფერმასთან და მოგვიანებით უკან წამოეყვანათ. გ---------------–-–---–- დასთანხმდა მათ და თითქმის ერთდროულად მივიდნენ ჯ--------------ს ფერმასთან. ფერმასთან მისვლამდე, დ-------------–---–--, ჯერ კიდევ გზიდანვე დაურეკა ფერმის მეპატრონეს - ა---------–-------–---–- და უთხრა, რომ შესარიგებლად იყვნენ მისულები ჯ----------------- და თვითონაც ჩამოსულიყო, რათა, შერიგებულიყვნენ ლ----------------–---–- და ჯ--------------. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, ა---------–-------–---–-- უთხრა და------------–---–-, რომ მივიდოდა. უშუალოდ ფერმასთან მისვლისას, ისინი ფერმის შესასვლ კარებთან გაჩერდნენ და ეძახდნენ ჯ--------------. მათი მისვლიდან მალევე, ფერმის ტერიტორიაზე თავისი კუთვნილი ავტომობილით მივიდა დ-------------–---–-- მამა - თ------------აშვილი. ამის შემდეგ, უკვე ყველანი ერთად - თავად, დ-------------–---–-, დ------ს მამა - თ------, ლ----------------–---–- და გ------- თ----–---–ი ერთად იმყოფებოდნენ ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერმის ეზოში შესასვლელ კარებთან, რა დროსაც, რამდენჯერმე დაუძახეს ჯ--------------, თუმცა, ჯ-------------- არც პასუხი გაუცია მათთვის და არც გარეთ გამოსულა. რადგან, ჯ-------------- არ სცემდა მათ პასუხს, იგი ჩაჯდა თ-------------–---–-- მამის მანქანაში და დაახლოებით 40 წუთიდან ერთ საათამდე დროის პერიოდში არც გადმოსულა ავტომობილიდან, სანამ ფერმაში შესასვლელ ჭიშკარს მეორე მხრიდან - უშუალოდ ფერმის ტერიტორიიდან არ მიუახლოვდა ავტომობილი. სწორედ აღნიშნულის შემდეგ, ჭიშკრიდან გამოვიდნენ ჯ--------------, ფერმის მეპატრონე - ავ--------–-------–---–-, პიროვნება, რომელიც შემდეგ „გ-----“ სახელით გაეცნო მათ და რამდენიმე აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქე. საუბარი წარიმართა უშუალოდ და------------–---–-ა და ჯ-------------- შორის, თუმცა, რამდენიმე სიტყვის თქმის შემდეგ, საუბარი გადაიზარდა ჯერ სიტყვიერ, ხოლო შემდეგ, ფიზიკურ შეურაცხყოფაში, რა დროსაც, დ-------------–---–- დაიჭრა სახის არეში - თვალთან. და------------–---–-ა და ჯ-------------- შორის ფიზიკური დაპირისპირების დაწყების შემდეგ, ყველა იქ მყოფი პირი, მათ შორის თავადაც, დაიძრა მათკენ. ამ დროს, იგი ჯ-------სა და დ------საგან იდგა დაახლოებით 4 მეტრის მოშორებით. ამის შემდეგ, ძალიან სწრაფად განვითარდა მოვლენები და გაიგონა ხმა, რომ ლ----------------–---–- დაიჭრა. ამ „არეულობის“ დროს, იგრძნო ტკივილი და მიხვდა, რომ მუცლის არეში იყო დაჭრილი. ჭრილობა იმდენად სერიოზული იყო, რომ კარგავდა გონებას, რის გამოც, ადგილზევე დაიჩოქა. ახსოვს, რომ ვიღაცამ წამოაყენა ფეხზე, თუმცა, კონკრეტულად ვინ, არ ახსოვს. მომხდარის შემდეგ, დაინახა, თუ როგორ შევიდნენ აზერბაიჯანელი ეროვნების პირები ფერმის ტერიტორიაზე და დატოვეს შემთხვევის ადგილი. თავად კი, ლ----------------–---–---- ერთად ჩაჯდა თ-------------–---–-- ავტომანქანაში და გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია.
მოწმე ვლ------------–--ლმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 31 მარტს, ლ----------------–---–---- ერთად სოფელ მ-–------- მიმდებარე ტერიტორიაზე აძოვებდა სოფლის ნახირს. დაახლოებით შუადღეს, გაშალეს სუფრა და სუფრასთან მიიპატიჟეს დაახლოებით 60 წლამდე ასაკის აზერბაიჯანელი ეროვნების მწყემსი. მალევე, მათთან მივიდა ა---------–--------–---–-ს მწყემსი - ჯ--------------. სუფრაზე ყოფნის დროს აზერბაიჯანელი ეროვნების მწყემსი და ჯ-------------- ერთმანეთთან საუბრობდნენ აზერბაიჯანულ ენაზე, რაზედაც, მათ უთხრეს, რომ ან ქართულად, ან რუსულად ესაუბრათ, რომ თვითონაც გაეგოთ, თუ რაზე საუბრობდნენ. დაახლოებით 30-40 მეტრში იდგა ჯ-------------- და მას და ლ----------------–---–- ლანძღავდა და აგინებდა. ამ დროს, ჯ-------------- ხელში ეჭირა დაახლოებით 30-40 სანტიმეტრის სიგრძის დანა და ქართულად ეუბნებოდათ: „უნდა დაგხოცოთო“. მისი ამგვარი ქმედება გაგრძელდა დაახლოებით 5 წუთს, თუმცა, ჯ-------------- ისე წავიდა საძოვრიდან, რომ მათ არ მიახლოებია. ამ ფაქტის შემდეგ, ალბათ ხმაურზე, მათთან მივიდნენ გ--------------–---–---------------------–---–-- რომელთაც მან და ლ----------------–---–-- მოუყვნენ მომხდარი ფაქტის შესახებ. ამის შემდეგ, გ-------------–---–ი და ლ----------------–---–- წავიდნენ ჯ--------------ს სანახავად, თუმცა, მალევე დაბრუნდნენ. რაც შეეხება უშუალოდ 2017 წლის 1 აპრილს მომხდარ ფაქტს, აღნიშნულის შესახებ მან შეიტყო პოლიციის სამმართველოში დაკითხვის დროს.
მოწმე გ---------------–-–---–-ა განმარტა, რომ 2017 წლის 31 მარტს, საღამოს საათებში, მასთან სტუმრად მივიდნენ დ-------------–---–-, გ-------------–---–ი და ლ----------------–---–-. ლ----------------–---–-- უთხრა, რომ ჯ----------------- მოუვიდა შელაპარაკება. რაც შეეხება უშუალოდ მომხდარ ფაქტს, მოწმემ მიუთითა, რომ 1 აპრილს, იმყოფებოდა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში და მუშაობდა, რა დროსაც, მასთან სტუმრად მივიდნენ დ-------------–---–-, გ-------------–---–ი და ლ----------------–---–-. იგი გაუმასპინძლდა სტუმრებს და იქეიფეს. მოგვიანებით, სტუმრები წავიდნენ, თვითონ კი მინდორში დარჩა და დარაჯთან ერთად გააგრძელა მუშაობა. როდესაც სახლში ბრუნდებოდა, დაურეკა დ-------------–---–-- და უთხრა, რომ მიდიოდნენ ჯ--------------ს ფერმაზე „იმ საქმეზე, ლ----ის კამათი რომ მოუვიდა“ და სთხოვა, მოგვიანებით ამოეყვანა ისინი ფერმიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი პირდაპირ წავიდა ჯ--------------ს ფერმის მიმართულებით. მისი მისვლიდან მალევე, ჯ--------------ს ფერმასთან მივიდა დ-------------–---–-- მამა - თ------------აშვილიც. ყველა მათგანი იმყოფებოდნენ ფერმის ტერიტორიის გარეთ, ფერმის ეზოში შესასვლელ ჭიშკართან. ჭიშკრიდან დაუწყეს ძახილი ჯ--------------, კერძოდ, დ----- ს------–---–მა დაუძახა რამდენჯერმე, მაგრამ, ჯ--------------- არც პასუხი გასცა და არც გარეთ გამოსულა. ვინაიდან, ჯ------- არ გამოდიოდა და არც არავინ პასუხობდა ფერმიდან, დ-------------–---–-- ჯერ დაურეკა ფერმის მეპატრონეს - ა---------–-------–---–-, ხოლო, შემდეგ, ჯ-------ს ძმას - ზ---–---------------ს და უთხრა, რომ მასთან იყვნენ საქმეზე მისულები და გამოსულიყო ჯ------- გარეთ. სატელეფონო საუბრიდან დაახლოებით 20-25 წუთის შემდეგ, ჭიშკრიდან გამოვიდნენ ჯ--------------, მისი ძმა - ზ---–---------------ი, ფერმის მეპატრონე - ავ--------–-------–---–- და ხ----------–----. საუბრის დაწყებისას, დ-------------–---–---- შედარებით ახლოს იდგა გ-------------–---–ი, მის გვერდით ლ----------------–---–-, შემდეგ, ავ--------–-------–---–-, ხოლო, მათ წინ იდგნენ ჯ------------- და ხ----------–----, შექმნილი იყო გარკვეული სახის წრე და სწორედ, ამ წრესთან ახლოს იდგნენ მისთვის უცნობი სამი აზერბაიჯანელი ეროვნების პიროვნება. თავად თ------------აშვილთან და ზ---–---------------თან ერთად იდგა ზემოაღნიშნულ პირთაგან მოშორებით მის კუთვნილ მანქანასთან. წრეში მდგომი პირებიდან ერთმანეთში საუბრობდნენ დ-------------–---–- და ჯ--------------. დ------ ეუბნებოდა ჯ------- „რატომ გაიწიე იმ კაცისკენ, რატომ შეაგინეო“, რაზედაც, ჯ-------- უპასუხა, რომ მას არავისთვის შეუგინებია. ჯ-------ა და დ-----ს შორის ამ სახის საუბარს მალევე მოჰყვა კამათი, რა დროსაც, დ-----მა ხელი დაარტყა ჯ--------------. მათ შორის დაწყებულ ფიზიკურ დაპირისპირებას მოჰყვა არეულობა - „ჩოჩქოლი“, ავ--------–-------–---–- და ხ----------–---- ცდილობდნენ გაშველებას და აკავებდნენ აზერბაიჯანელი ეროვნების 3 პირს. თავად და ზ---–--------იც დაიძრნენ მათკენ. სწორედ ამ დროს, წრიდან გამოვიდა ლ----------------–---–-, თუმცა, უჭირდა მოძრაობა, გაიარა რამდენიმე მეტრი, მივიდა მასთან, უთხრა, რომ დაჭრილი იყო და წაეყვანა საავადმყოფოში. ლ----თან საუბრის დროს გაიგო, რომ გ-------------–---–იც იყო დაჭრილი. ამის გამო, მან დაუძახა თ------------აშვილს, რომ მანქანა დაექოქა, რის შემდეგაც, ლ----------------–---–- და გ-------------–---–ი ჩასვეს თ------------აშილის ავტომობილში და ისინი თ-------------–---–-- წაიყვანა საავადმყოფოში, ხოლო, დ----- ს------–---–ი უშუალოდ მან გადაიყვანა საავადმყოფოში.
მოწმე თ-------------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ დაზარალებული დ-------------–---–- არის მისი შვილი, ასევე, დაზარალებულად ცნობილი პირები - გ-------------–---–ი და ლ----------------–---–- არიან მისი შვილის მეგობრები, ხოლო, ჯ-------------- იცნობს შორიდან და იცის, რომ ეწევა მესაქონლეობას, არის მწყემი. უშუალოდ მომხდარ ფაქტთან დაკავირებით კი, მოწმემ მიუთითა, რომ 2017 წლის 1 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათიდან 23:00 საათამდე დროის შუალედში, მობილურ ტელეფონზე დაურეკა შვილმა - დ-------------–---–-- და უთხრა, რომ დაერეკა ა---------–-------–---–--ათვის და ეთქვა, რომ მისი მწყემსი - ჯ-------------- გასულიყო გარეთ, რადგან, სურდათ მასთან საუბარი და ელოდებოდნენ. მან მართლაც დაურეკა ა. ხ-----–--ლს, თუმცა, ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ჯ-------------- ვერ უკავშირდებოდა, რადგან, მას ტელეფონი ჰქონდა გამორთული. ა. ხ-----–--ლთან საუბრის შემდეგ, გადაწყვიტა, თავად წასულიყო ჯ--------------ს ფერმაზე. ამასთან, გზად მიმავალმა დაურეკა ა---------–-------–---–- და უთხრა, რომ თავადაც მიდიოდა ჯ----------------- ფერმაში, საუბრისას, ა---------–-------–---–--ც უთხრა, რომ თავადაც შეეცდებოდა მისვლას. ადგილზე მისულს, მას დახვდნენ შვილი - დ-------------–---–-, შვილის მეგობრები - ლ----------------–---–-, გ-------------–---–ი და გ---------------–-–---–-. მისი მისვლის მომენტისათვის, იყო სიმშვიდე და ადგილზე მყოფი პირები იდგენენ ფერმის შესასვლელ ჭიშკართან. გარკვეული დროს შემდეგ, ალბათ მისი მისვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში, ფერმის ტერიტორიაზე შემავალი მეორე გზიდან, გამოჩნდა ავტომობილი, რომლითაც ფერმაში მოვიდა რამდენიმე პირი, კერძოდ, ავ--------–-------–---–-, ჯ--------------, ხ----------–---- და ჯ--------------ს ძმა -ზ---–----------------- მათი მოსვლის შემდეგ, უშუალოდ მან მოიკითხა ზ---–---------------ი, რომელსაც კარგად იცნობდა, გამოელაპარა მას, ამავდროულად, ვინაიდან, ჯანმრთელობის პრობლემების გამო თავს გრძნობა შეუძლოდ, ჩაჯდა მის კუთვნილ ავტომობილში, რომელიც იდგა ოდნავ მოშორებით. ამის შემდეგ, რა ხდებოდა იმ ადგილას, სადაც როგორც მისი შვილი და მისი მეგობრები, ასევე, მოსული პირები იყვნენ, ვერ ხედავდა, რადგან, იყო სიბნელე და ასევე მხედველობის არეს ზღუდავდა ჩალები. მაგრამ, მალევე დაინახა, რომ ფერმიდან გამომავალი ხიდიდან, რომელზედაც დამონტაჟებული იყო ჭიშკარი. აღნიშნული ქმედება მიიჩნია, რა საეჭვოდ გახსნა ავტომობილის კარები და გადმოვიდა. სწორედ ამ დროს, მასთან მივიდა გ-------------–---–ი, რომელმაც უთხრა: „თ------ ძია, დაჭრილი ვარო“. მათ ასევე, მიუახლოვდნენ ავ--------–-------–---–- და მისი შვილი - დ-------------–---–-, რა დროსაც დაინახა, რომ დ------ც იყო დაჭრილი და მოსდიოდა სისხლი. რაც შეეხება ჯ--------------ა და მის თანმხლებ პირებს, მათი დანახვა ვერ შეძლო. თუმცა, ესმოდა ხ----------–----ს ყვირილი, რომელიც მიმართავდა აზერბაიჯანელი ეროვნების პირებს „აღარ გადმოხვიდეთ აქეთოო“. მალევე, მათთან მივიდა გ---------------–-–---–- და უთხრა, რომ ლ----------------–---–-ც დაჭრილი იყო. ამის შემდეგ, მან თავის მანქანაში ჩასვა გ--------–----–---–ი და ლ----------------–---–- და გადაიყვანა საავადმყოფოში. რაც შეეხება მის შვილს - დ-------------–---–--, დ------ საავადმყოფოში გადაიყვანა გ---------------–-–-----–-- მისი კუთვნილი ავტომობილით.
მოწმე ა---------–-------–---–-- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ჯ-------------- არის მწყემსი მის მესაქონლეობის ფერმაში, ხოლო, დაზარალებულები არიან მისი თანასოფლელები. 2017 წლის 31 მარტს დაურეკა ძმამ და შეატყობინა, რომ მასთან დაურეკავს ჯ--------------ს ნათესავს და უთქვამს, რომ ჯ-------------- მოსვლოდა ჩხუბი ლ----------------–---–---ნ და ვლ------------–--ლთან სარწმუნოების თემაზე და მიექციათ მისთვის ყურადღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან მობილურ ტელეფონზე დაურეკა ჯ--------------, თუმცა, ჯ-------ს ნაცვლად, უპასუხა დ-------------–---–-- და უთხრა, რომ ყოფილან ნასვამ მდგომარეობაში და სოფლის მენახირესა და ჯ------- შორის მომხდარა შეკამათება. თავადაც მისულა იმ ადგილზე, სადაც კამათს ჰქონია ადგილი, სადაც უპოვიათ ჯ-------ს ტელეფონი, რომელიც ადგილზე დარჩენოდა ჯ--------------. მან და------------–---–-, უთხრა, რომ ჯ-------სთვის არაფერი ეთქვათ და „ხელი არ დაედოთ“ მისთვის. ამის შემდეგ, ვინაიდან, ვერ შეძლო მობილურ ტელეფონზე დაკავშირებოდა ჯ--------------, იმავე დღეს, დღის მეორე ნახევარში პირადად მივიდა ფერმაში, სადაც შეხვდა ჯ-------, ადგილზე ასევე დახდვნენ ჯ-------ს ძმა - ზ---–--------ი და მათი ნათესავი - ხ----------–----. მისი მისვლისას, ჯ-------------- აღარ იყო ნასვამი, ესაუბრა მას და უთხრა, რომ შეარიგებდა მათ. თავის მხრივ, ჯ-------------- შეპირდა, რომ ხმას არ გასცემდა მათ და არაფერს მოიმოქმედებდა, თუმცა, სთხოვა, რომ მისთვის შეურაცხყოფა აღარ მიეყენებინათ. მეორე დღეს, კვლავ შეხვდა ჯ--------------, რა დროსაც ჰკითხა, თუ რა მოხდა მათ შორის, რაზედაც, ჯ-------- უპასუხა, რომ სიმთვრალის ბრალი იყო და სუფრაზე „პატარა სპორი“ მოუვიდათ. ამის შემდეგ, მან კიდევ ერთელ უთხრა ჯ-------, რომ შეახვედრებდა და------------–---–- და შეარიგებდა მათ. ამასთან, უთხრა, რომ ვინაიდან, ჯ--------------- დედა შეაგინა და------------–---–-, ბოდიში უნდა მოეხადა მისთვის. აღნიშნულზე, ჯ------- დათანხმდა. შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს, 2 აპრილს შეხვდებოდნენ ერთმანეთს. მასსა და ჯ------- შორის არსებული საუბრის შესახებ, მან ტელეფონის საშუალებით აცნობა და------------–---–- და თავის მხრივ შეუთანხმდა მას, რომ შეხვდებოდნენ 2 აპრილს და შერიგდებოდნენ. თუმცა, იმავე დღეს, დაახლოებით 23:00 საათიდან 24:00 საათამდე დროის შუალედში, მას დაუკავშირდა დ-------------–---–-- მამა - თ------------აშვილი და უთხრა, რომ მისი შვილი, დ------ მისული იყო ჯ----------------- ფერმაში, ეძახდა მას, თუმცა, ჯ------- არ პასუხოდა და არც გარეთ გადიოდა, არც ნომერი იცოდა ჯ-------ს, რომ დაერეკა და სთხოვა, მას დაერეკა ჯ-------სთვის, რათა, გასაულიყო გარეთ და შეხვედროდა დ. ს------–---–ს. აღნიშნულის საპასუხოდ, მან თ------------აშვილს მოატყუა, რომ არ იცოდა ჯ-------ს ნომერი, რადგან, იეჭვა, რომ შესაძლოა კონფლიქტი მომხდარიყო და ამავდროულად, უთხრა, თავადვე წასულიყო და წამოეყვნა მისი შვილი. ამავდროულად, უთხრა, რომ თავადაც მივიდოდა ფერმაში. მალევე, მას დაურეკა ხ----------–-ევმა, რომელმაც უთხრა, რომ მის გარეშე არ მივიდოდნენ ფერმაზე და გაჰყოლოდა მათ. თავის მხრივ მან ხ-----ს უთხრა, რომ თავადაც აპირებდა წასვლას ფერმაში, მაგრამ, არ ჰყავდა მანქანა, ამიტომ, ფეხით წავიდოდა ფერმისაკან და გზად მანქანით დახვედროდნენ. პარალელურად, ურეკავდა ჯ--------------, მაგრამ ჯ------- ტელეფონი ჰქონდა გათიშული და ვერ უკავშირდებოდა. ფერმისაკენ მიმავალ გზაზე, მას შეხვდნენ ხ----------–---- და ზ---–---------------ი - ჯ----- ნ-----ის ძმა, ჩაჯდა მათ მანქანაში და ერთად გააგრძელეს გზა ფერმისაკენ. გზად, მათ შეხვდა ჯ--------------ს ნათესავები - სამი პიროვნება, რომლებიც ფეხით მიდიოდნენ ფერმისაკენ და აღიშნული პირებიც ჩასხდნენ ავტომობილში. ფერმის შესასველელთან, რადგან, გზა იყო გაფუჭებული, ეს სამი პიროვნება კვლავ ჩამოვიდა ავტომობილიდან და ფეხით გაემართნენ ფერმისაკენ, ხოლო, მათ ავტომანქანით განაგრძეს გზა. ფერმის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, მათ ავტომობილი გააჩერეს საცხოვრებელ შენობასთან. ავტომანქანიდან გადმოსვლისას კი დაინახა, რომ ფერმის ტერიტორიაზე შემომავალ მეორე ჭიშკართან გაჩერებული იყო ორი ავტომობილი. თავად ჯ-------------- ამ დროს ვერ დაინახა, დაინახა ჯ-------ს მეუღლე და მისი შვილები. ზ---–---------------ს და ხ----------–-ევს უთხრა, რომ არც ჯ-------------- გამოეშვათ და არც თვითონ გამოსულიყვნენ, რათა, სიტუაცია არ დაძაბულიყო. თავად გაემართა ჭიშკრის მეორე მხარეს გაჩერებული ავტომობილებისკენ, როდესაც კარებს ხსნიდა და გადიოდა, ამ დროს, ჯ--------------- გაიარა მის გვერდით, თუმცა, საიდან გამოვიდა ჯ--------------, ვერ დაინახა. ჯ-------------- უთხრა, რომ არ გასულიყო, ჯ------- არ დაეთანხმა და ამის შემდეგ, ის და ჯ-------------- ერთად გავიდნენ გარეთ. გარეთ დახვდა ხუთი პიროვნება - დ-------------–---–-, ლ----------------–---–-, გ-------------–---–ი, გ---------------–-–---–-, ხოლო მოშორებით გაჩერებულ მანქანაში იჯდა დ-------------–---–-- მამა - თ------------აშვილი. მას და ჯ--------------, მალევე მიჰყვნენ ხ----------–---- და ზ---–----------------- შესაბამისად, ზემოაღნიშნული პირები შეხვდნენ ერთმანეთს, ვინაიდან, მათი ნაწილი იცნობდა ერთმანეთს, მოიკითხეს ერთმანეთი. ზ---–---------------ი გაემართა დ-------------–---–-- მანქანისაკენ, სადაც იჯდა დ------ და მოიკითხა იგი. და------------–---–-ა და მის თანმხლებ პირებს ეტყობათ, რომ იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში. ადგილზე მყოფი პირები შემდგენაირად იყვნენ განლაგებულები, კერძოდ, დ-------------–---–- იდგა არხის პირას, ბუჩქებთან, ფერმისაგან ზურგით, მის პირისპირ, დაახლოებით 1,5-2 მეტრში იდგა ჯ--------------, ხ----------–---- იდგა ფერმიდან გამოსასვლელ პატარ ბოგირთან, დანარჩენი პირები იყვნენ ჯ--------------ს უკან. პირველმა უშაულოდ მან მიმართ და------------–---–- და ჰკითხა, თუ რა ხდებოდა. დ-------------–---–-- უთხრა, რომ „იმიტომ მოვედი, რომ ჯ--------------- ბოდიში მომიხადოსო“. ამის საპასუხოდ, ხ----------–-ევმა უთხრა დ-----ს, რომ „ასე გვიან სასიკეთოდ არ ხართ მოსულები და ჩხუბი არ გვინდა, წყნარად მოვაგვაროთ ეს საქმე, გავარკვიოთ, თუ ჯ------- ტყუის, ბოდიშს მოიხდის, თუ მართალია, შერიგდით, რაღაცნაირად მოვშველდეთო“. ამის შემდეგ, კვლავ გაგრძელდა საუბარი, დ-------------–---–-- განაგრძო საუბარი და ესაუბრებოდა ჯ--------------, მათ საუბარში არავინ ერეოდა და საუბრობდნენ მშვიდად. როდესაც შეატყო, რომ დაძაბული სიტუაცია განმუხტული იყო, მოშორდა მათ და წავიდა თ-------------–---–--აკენ და დაიწყო საუბარი მასთან. ამასობაში, რა მოხდა ვერ გაიგო და ზუსტად ვერ დაინახა, რადგან იყო ღამე და ის ტერიტორია ნათდებოდა ავტომობილის სანისლე მაშუქებით, მაგრამ, მიხვდა, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, გაბრაზდა და დაიწყო ყვირილი: „ეს რა გააკეთეთ, მომატყუეთ მეთქი“ და დაიძრა მათკენ, სწორედ ამ დროს, დაინახა, რომ ჯ-------------- წაბორძიკდა, ალბათ, დ-------------–---–-- დარტყმის შემდეგ. ამავდროულად დაინახა, რომ ხ----------–---- აკავებდა 2 აზერბაიჯანელი ეროვნების პირს, რომლებიც ცდილობდნენ ბოგირზე გადმოსვლას, ხოლო, თავად კი ცდილობდა რ---------------ს შეკავებას. ზ---–---------------მა კი, რომელიც ამ დროს იდგა თ------------აშვილთან, ვერაფერი მოიმოქმედა, ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები. ხოლო, გ-------------–---–ი და ლ----------------–---–- სად იყვნენ ამ დროს და რას მოქმედებდნენ არ დაუნახავს. ეს ყველაფერი გაგრძელდა დაახლოებით ნახევარ წუთს, რის შემდეგაც, ჯ--------------- რაღაც დაიძახა აზერბაიჯანულ ენაზე და ყველა იქ მყოფი პირი აზერბაიჯნაელი ეროვნების პირი გაიქცა ფერმის მიმართულებით. ჯ---------------, მასაც დაუძახა გამოიქეციო, თუმცა, იგი ადგილზე დარჩა. მალევე, მასთან მივიდა დ-------------–---–- და უთხრა, რომ თვალთან დანა ჰქონდა დარტყმული. ტელეფონის შუქზე მართლაც ნახა ჭრილობა. ამ დროს, გ-------------–---–მაც დაიძახა: „მეც დაჭრილი ვარო“. თავად მივიდა გ-------სთან ააყენა ფეხზე და როდესაც ტანისამოსი აუწია მიხვდა, რომ მუცელში იყო დაჭრილი. ამის გამო, უთხრა თ-------------–---–-- გ-------------–---–ი და დ-------------–---–- წაეყვანა საავადმყოფოში. ამ დროს, თ------------აშვილი და------------–---–- ეჩხუბებოდა, უნდოდა მანქანაში დაესვა, მაგრამ, დ-------------–---–- გარბოდა. მალევე გაიგო, რომ ლ---- ყ----------–---–იც იყო დაჭრილი. ამის შემდეგ, დაჭრილები თ-------------–---–-- და გ---------------–-–---–-ა წაიყვანეს საავადმყოფოში, ტავად კი დაბრუნდა ფერმის ტერიტორიაზე, სადაც ნახა ჯ--------------, რომელიც იყო ძლიერ აღელვებული, ცდილობდა ცოლ-შვილი ჩაესვა ავტომანქანაში და გასცდლოდა იქაურობას, მასაც ეუბნებოდა ჩამჯდარიყო მანქანაში და წაჰყოლოდა. სწორედ ამ დროს, მან პირველად დაინახა ჯ--------------ს ხელში დაახლოებით 30 სანტიმეტრის სიგრძის დანა. მალევე, ყველა იქ მყოფი პირი ჩასხდნენ ავტომობილებში და დატოვეს ფერმის ტერიტორია. იგი მიიყვანეს მის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც დარეკა პოლიციაში.
მოწმე ზ---–---------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის ჯ--------------ს ძმა. იმყოფებოდა ფერმაში, ტელეფონი არ მუშაობდა, შუადღის საათებში, მასთან ფერმაში მივიდა რ--------------- და უთხრა, რომ ჯ-------------- მას ტელეფონზე ვერ უკავშირდებოდა, ამიტომაც ჯ-------- დაურეკა უშუალოდ რ--------------- და უთხრა, რომ მის ფერმაზე იყო მისული რამდენიმე პირი და სურდათ მისი ცემა. გადაწყვიტა წასულიყო ჯ--------------ს ფერმაში, რადგან, ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს იცნობდა და ფიქრობდა, თუ მივიდოდა, შეძლებდა კონფლიქტის განმუხტვას. სწორედ ამ მიზნით, ის და რ--------------- გაემართნენ ჯ--------------ს ფერმისაკენ და გზად შეუარეს ხ----------–-ევს, რომელსაც სთხოვეს გაჰყოლოდა მათ, რადგან, ხ----------–---- კარგად ფლობს ქართულ ენას. ხ----------–---- დასთანხმდა და ამის შემდეგ, ყველანი ერთად, მივიდნენ ჯ--------------ს ფერმაში. ადგილზე მისვლისას, დაინახეს, რომ ფერმიდან დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა ოთხი პიროვნება, რომლებიც მიდიოდნენ სოფლის მიმართულებით, მათგან დაახლოებით 10-15 მეტრის მოშორებით ჩანდა ჯ--------------ც, რომელიც მოემართებოდა ფერმისაკენ. სწორედ, ამ პერიოდში, მან სთხოვა რ--------------- და გაგზავნა ფერმის პატრონესთან - ა---------–-------–---–----. ამის შემდეგ, თავად, ხ----------–-ევთან ერთად გაესაუბრა ჯ--------------, რა დროსაც, ამ უკანასკნელმა უთხრა მათ, რომ მას კამათი მოუვიდა ოთხ მწყემსთან და სცემეს იგი. ამასთან, მოწმის განმარტებით, ჯ------- არ დაუსახელებია კონკრეტული პირების ვინაობა და არც ცემის კვალი ეტყობოდა ვიზუალურად. საუბრის შემდეგ, მათ ისადილეს და გარკვეული პერიოდი დაჰყვეს ჯ--------------ს ფერმაში, ხოლო, მოგვიანებით, ყველანი ერთად წავიდნენ მის კუთვნილ ფერმაში, სადაც გვიან ღამემდე დარჩა ჯ--------------, თუმცა, შემდეგ დაბრუნდა თავის ფერმაში, რადგან, საქონელისთვის უნდა მიეხედა. რაც შეეხება უშუალოდ 2017 წლის 1 აპრილს განვითარებულ მოვლენებს, ზ---–---------------მა განმარტა შემდეგი, კერძოდ, მომხდარი ფაქტის დღეს, საღმო ხანს, მასთან სტუმრად მივიდნენ - ი-–----------- და რ--------------- და სწორედ, აღნიშნულ პირებთან ერთად წავიდა ხ----------–----ს ფერმაში კარტის სათამაშოდ. ყველა ზემოაღნიშნულ პირი იმყოფებოდნენ ხ----------–-ევთან რა დროსაც, დაახლოებით 23:00 საათიდან 24:00 საათამდე დროის შუალედში, მას კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომერზე დაურეკა ძამამ - ჯ--------------- და უთხრა, რომ მასთან ფერმაში მისული იყვნენ ქართველი ეროვნების პირები, ეზოს გარედან ეძახდნენ მას, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მოითხოვდნენ მის გარეთ გასვლას. მან უთხრა ჯ-------, რომ არც გარეთ გასულიყო და არც რაიმე ეთქვა აღნიშნული პირებისთვის, რათა, არ მომხდარიყო კონფლიქტი მათ შორის. ასევე, უთხრა, რომ დაურეკავდა ფერმის მეპატრონეს და ეტყოდა მომხდარი შესახებ. მართლაც, ჯ---------- სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ, მან დაურეკა ფერმის მეპატრონეს - ა---------–-------–---–- და უთხრა მომხდარი ფაქტის შესახებ. ამასთან, სანამ თანმხლებ პირებთან ერთად, წავიდოდა მის ძმასთან, მან კვლავ დაურეკა ა---------–-------–---–- და ჰკითხა, შეძლებდა თუ არა ჯ----------------- ფერმაში მისვლას, რაზედაც, ა. ხ-----–---–-- უპასუხა, რომ იგი უკვე ესაუბრა ჯ----------------- ფერმაში მისულ პირთაგან ერთ-ერთის მამას და დაარწმუნდა, რომ არაფერი ცუდი არ მოხდებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ა. ხ-----–---–-- უთხრა, რომ თუ ავტომობილით აპირებდნენ ჯ---------- ფერმაში მისვლას, გაევლოთ მისთვისაც და გაჰყვებოდა მათ. მართლაც, თავად, ხ----------–----, რ---------------, ი-–----------- და მ------------ი ავტომობილით მიდიოდნენ ჯაფრთან ფერმაში და გზად გაუარეს ა---------–-------–---–-აც, თუმცა, იმის გამო, რომ, ფერმასთან მისასველი გზა იყო გაფუჭებული რ---------------, მ------------ი და ი-–----------- ფერმასთან დაახლოებით 500 მეტრის მოშორებით ჩამოვიდნენ ავტომობილიდან და ფეხით გაემართნენ ფერმისაკენ, ხოლო, თავად ხ----------–-ევთან და ა---------–-------–---–---- ერთად ავტომობილით განაგრძეს გზა და მივიდნენ ფერმის ტერიტორიაზე იმ ადგილთან, სადაც იყო საცხოვრებელი ოთახი. ადგილზე მისვლისას დაინახა, რომ ჯ--------------ს მეუღლე სახლიდან იყო გამოსული და აბამდა ძაღლებს, თავად ჯ------- ამ მომენტში არ დაუნახავს. ავტომობილი ბოლომდე არც ჰქონდა გაჩერებული რა დროსაც, ავ--------–-------–---–- ჩამოვიდა ავტომობილიდან. მალევე დაინახა, რომ ავ--------–-------–---–- და ჯ--------------, რომელიც მიმართებოდნენ იმ მხარეს, სადაც იმყოფებოდნენ მოსული - ქართველი ეროვნების პირები. ა---------–-------–---–-ა და ჯ-------------- მალევე მიჰყვნენ უკან ის და ხ----------–----. როდესაც გავიდნენ ფერმის გარეთ, დაინახა, რომ ფერმის ეზოში შემსასვლელ კარებთან ახლოს გაჩერებული იყო 2 ავტომობილი და ადგილზე იმყოფებოდა ხაალოებით 5-6 პიროვნება. თითქმის ყველა მათგანი იცნო, მათ შორის დ-------------–---–-- მამა - თ------------აშვილი. ვინაიდან, თ--------- ჰქონდა კარგი ურთიერთობა, მივიდა მასთან ახლოს და გამოელაპარაკა. თ------ ესაუბრებოდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რა დროსაც შვილმა - დ-------- უთხრა მას, ნუ ელაპარაკები, წადი ახლავე დაჯექი მანქანაშიო, რის გამოც, თ------ მართლაც გასცილდა მას და ჩაჯდა ავტომობილში. თავად, აღარ მიახლოვებულა მოშორებით მდგარ პირებს და დარჩა ავტომობილთან. მასთან ერთად ასევე იდგა, მისთვის უცნობი გამხდარი აღნაგობის პირი. რაც შეეხება ია–-----------, რ---------------ა და მ------------ს, აღნიშნული პირები ჯერ ისევ იმყოფებოდნენ ფერმის ტერიტორიაზე და ცდილობდნენ დაემშვიდებინათ ჯ-------ს მეუღლე და შვილები. მისი ძმა, ავ--------–-------–---–-, ხ----------–---- და 3 ქართველი ეროვნების პირი კი იდგნენ მათგან მოშორებით დაახლოებით 3-4 მეტრში. ესმოდა, რომ საუბრობდა მათგან ყველაზე მაღალი პირი - დ-------------–---–-, ესაუბრებოდა მის ძმას. საუბრისას, დ. ს------–---–მა მოულოდნელად, სახის არეში დაარტყა ხელი მის ძმას, დარტყმის შედეგად, ჯ-------------- ჩაიკეცა და დაეცა. ამის შემედგ, იქ მყოფი ქართველი ეროვნების პირები „დაეცნენ ზემოდან“ მის ძამას და „ყველაფერი აირია“. უნდოდა მიხმარებოდა მის ძმას, მაგრამ მის გვერდით მდგომმა პირმა დაიჭირა ხელით და არ მისცა ამის საშუალება. ფიზიკურ დაპირისპირება, გაგარძელდა დაახლოებით 2 წუთს, ესმოდა ლანძღვა-გინების ხმა, მაგრამ რადგან იყო სიბნელე, ზუსტად რა ხდებოდა, ვერ დაინახა. მალევე ყველა პირი მიმოიფანტა. თავადაც წავიდა ფერმისაკენ. უკვე ფერმის ეზოში მყოფმა დაინახა, რომ ჯ-------- მისი ცოლ-შვილი ჩასვა ავტომობილში და დატოვა ფერიმის ტერიტორია. ადგილზე დარჩნენ თავად, რ---------------, მა---------------------------–-------–---–ი. სწორედ აღნიშნულ პირებთან ერთად, საკუთარი ავტომობილით დატოვა ფერმის ტერიტორია და გაემართა საკუთარი ფერმისაკენ. გზად მან ჩამოსვა ავ--------–-------–---–-. საკუტარ ფერმაში მისულს, მას ადგილზე დახვდა ჯ--------------ს ცოლ-შვილი, თავად ჯ-------------- იქ უკვე აღარ იმყოფებოდა.
მოწმე ხ----------–-ევმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ჯ-------------- არის მისი ცოლის ძმა. 2017 წლის 31 მარტს, მასთან მივიდნენ მეუღლის ძმა - ზ---–---------------ი და მეუღლის დის შვილი - რ---------------, რომლებმაც უთხრეს, რომ ჯ-------------- კონფლიქტი ჰქონდა მენახირეებთან და სთხოვეს, წაჰყოლოდა მათ, რადგან, ჯ------- მას დაუჯერებდა და შეძლებდა მის დამშვიდებას. დაახლოებით 1 საათში მივიდნენ ჯ--------------ს ფერმაში, სადაც მათ დახვდათ ფერმის მეპატრონე - ავ------–-------–---–ი, ჯ-------------- იყო ფერმის შესასვლელ ჭიშკართან ხოლო, სამი ქართველი ეროვნების პირი, რომელთანაც კონფლიქტი მოუვიდა ჯ--------------, მიდიოდნენ სოფლის მიმართულებით. ჯ------- დაამშვიდეს, შეიყვანეს ფერმის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლში. დაახლოებით 10-15 წუთში, ჯ-------- კვლავ სცადა დასდევნებოდა იმ პირებს, რომელთანაც მოუვიდა კონფლიქტი, კვლავ დაურეკეს ა---------–-------–---–- და სთხოვეს მისვლა, რადგან, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჯ------- მას დაუჯერებდა. ავ--------–-------–---–- მალევე დაბრუნდა ფერმის ტერიტრორიაზე, რის შემდეგაც, ზ---–---------------თან ერთად, ჯ-------ს კუთვნილი „ნივის“ მარკის ავტომობილით წავიდნენ იმ მიმართულებით, საითაც მანამდე წავიდა ჯ-------. მალევე, აღნიშნულმა პირებმა, ჯ------- მოიყვანეს უკან - ფერმაში, რა დროსაც, ა---------–-------–---–-- კიდევ ერთხელ უთხრა ჯ-------, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა და რომ უნდა დამშვიდებულიყო. ამ მომენტისათვის, ჯ------- უკვე გამოფხილზდა და მართლაც დაუჯერა ა. ხ-----–--ლს. სწორედ ამ დროს, ჯ-------- უამბო მათ, რომ ქართველი ეროვნების პირებთან მოუვიდა კონფლიქტი, იჩხუბეს და ადგილი ჰქონდა „გაწევ-გამოწევას“. თუმცა, ჯ------- რაიმე დაზიანების კვალი არ ემჩნეოდა. აღნიშნულის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ ჯ------- მის მეუღლესთან და შვილებთან ერთად წაეყვანათ მისი ძმის - ზ---–--------ის ფერმაში. ზ---–--------თან მისვლის შემდეგ, გარკვეული პერიოდი დაჰყვეს მასთან, ივახშმეს, მაგრამ მოგვიანებით ჯ-------- გადაწყვიტა დაბრუნებულიყო თავის ფერმაში, რადგან ჰქონდა საქმე და მართლაც, წავიდა მისი კუთვნილი ავტომობილით. რაც შეეხება 2017 წლის 1 აპრილს განვითარებულ მოვლენებს, ხ----------–-ევმა მიუთითა, რომ აღნიშნული ფაქტიდან მეორე დღეს, საღამოს დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე, დროის შუალედში, მასთან სტუმრად მივიდნენ ზ---–---------------ი, ი-–----------- და რ---------------. მათი მოსვლის შემდეგ, ოთხივე მათგანმა ითამაშეს „ჯოკერი“ და დაახლოებით 1 საათის შემდეგ, დასხდნენ სავახშმოდ. სწორედ, ამ დროს ზ---–---------------ს დაურეკა ჯ--------------- და უთხრა, რომ მასთან მისული იყო რამდენიმე პირი, რომლებიც იდგნენ ფერმაში შესასვლელ ჭიშკართან, აგრესიულად იყვნენ განწყობილები და ილანძღებოდნენ მისი მისამართით. საუბრისას, ჯ------- ასევე აცხადებდა, რომ ეშინოდა რამე არ მომხდარიყო და ითხოვდა შველას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ გადაწყვტეს წასულიყვნენ ჯ-----------------, რის გამოც დაურეკეს ი-–-----------ს ძმას - მ----- ნ-----ს, რათა, ამ უკანასკნელს მოეყვანა ავტომობილი, რითაც წავიდოდნენ ჯ-------ს ფერმაში და ამავდროულად, დაურეკეს ფერმის მეპატრონს - ა---------–-------–---–- და უთხრეს, თუ რაც ხდებოდა მის ფერმაში, სადაც მწყემსად იყო ჯ--------------. ამის შემდეგ, ხუთივე მათგანი, თავად, ზ---–---------------ი, ი-–-----------, მ----- ნ-----ი და რ----– ა--------ი წავიდნენ ა---------–-------–---–---- სახლში, რათა ეს უკანასკნელიც წაეყვანათ ფერმაში. ფერმასთან მისვლის დროს, რადგან, გზა იყო საკმაოდ ცუდი და ავტომობილს გაუჭირდებოდა მისვლა, მანქანიდან ჩამოვიდა სამი პიროვენება - რ---------------, მ------------ი და ი-–-----------, ხოლო მან, ზ---–---------------მა და ა---------–-------–---–-- ავტომობილით განაგრძეს გზა უშუალოდ, ფერმის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლამდე. ავტომობილის გაჩერების შემდეგ, მისი მხრიდან არსებული კარები ჩაიკეტა და ზ---–---------------ი დაეხმარა კარების გახსნაში. ამდენად, ა---------–-------–---–-- მას და ზ---–--------ს დაასწრო ავტომობილიდან გადასვლა და პირველი გაემართა ჯ-------საკენ. უშუალოდ მან, გადმოსვლისას დაინახა, რომ ფერმის შემოსასვლელ მეორე ჭიშკართან იდგა 2 ავტომობილი და რამდენიმე ქართველი ეროვნების პირი, ხოლო, ავ--------–-------–---–- და ჯ-------------- გადიოდნენ ჭიშკირდან გარეთ. მალევე, თავადაც გავიდა გარეთ. ადგილზე მყოფი პირები მიესალმნენ ერთმანეთს. რის შემდეგაც, მოსულთაგან ერთ-ერთმა, შედარებით მაღალმა პირმა, დაიწყო საუბარი და ჯ------- უთხრა, რომ „შენ იმაზე ხელი რატო აწიეო“, რაზედაც ჯ-------- უპასუხა: „შენ რასაც ლაპარაკობ, არ ყოფილა იქაო“. სწორედ, ამ პასუხის შემდეგ, დაინახა, რომ ამ მაღალმა ბიჭმა ჯ-------------- დაარტყა ხელი სახეში. ამის შემდეგ, ყველაფერი განვითარდა ძალიან სწრაფად, რამდეიმე წამში, კერძოდ, გაიგონა გამხდარი პიროვნების ხმა „დავიჭერიო“ და ამავდროულად, ჯ--------------ს ხელში დაინახა დანა დაახლოებით 20-25 სმ სიგრძის საოჯახო ტიპის დანა. მიხვდა, რომ აღნიშნული პიროვნება დაჭრა ჯ---------------. ამის შემდეგ, ჯ--------------ს ცოლ-შვილი ჩასვეს ჯ-------ს კუთვნილ მანქანაში, რომლის საჭესთანაც დაჯდა ჯ-------ს ბიძაშვილი - ი-–-----------, ამავე ავტომობილში ჩაჯდა თავადაც და გაეცალნენ შემთხვევის ადგილს, რადგან ეშინოდათ ჯ-------ს ოჯახის წევრებს და მის ახლობლებს, ჯ-------ს ქმედების გამო ფიზიკურად არ გასწორებოდნენ კონფლიქტში მონაწილე პირები. რაც შეეხება მ----- ნ-----ს, ზ---–---------------ს, რ---------------ა და ა---------–-------–---–-, წასვლამდე დაინახა, რომ აღნიშნული პირები ჩასხდნენ ზ---–---------------ის ავტომანქანაში. რაც შეეხება ადგილზე მყოფ ქართველი ეროვნების პირებს, თუ სად წავიდნენ აღნიშნული პირები, ან რა მოიმოქმედეს, არ დაუნახავს. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მართალია, თავად ბოლომდე არ გაჰყოლია ჯ-------------- და ავტომობილიდან ჩამოვიდა იმ დროს, როდესაც მიუახლოვნდნენ მის კუთვნილ ფერმას, მაგრამ, გზაში საუბრისას, ჯ------- განიცდიდა მომხდარს და ამბობდა „დავიღუპე, კაცი დავჭერიო“.
მოწმე რ---------------- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის ჯ--------------ს მამიდაშვილი. 2017 წლის 31 მარტს საღამოს საქონელი დააბინავა, შეხვდა ზ---–---------------სა და ია–-----------, გადაწყვიტეს, წასულიყვნენ ხ----------–-ევთან კარტის სათამაშოდ. დაახლოებით 22:00 საათზე, ზ---–---------------ს დაურეკა ძმამ - ჯ--------------- და უთხრა, რომ „ბიჭები არიან მოსულები, მეძახიან, ცოლ-შვილი ტირის, აღარ ჩუმდებიანო.“ გაემართნენ ჯ--------------ს ფერმისაკენ. როდესაც მ------------ისა და ი-–------------ან ერთად ფერმის ტერიტორიაზე მისვლის დროისათვის, ზ---–---------------ი, ხ----------–---- და ავ--------–-------–---–- უკვე მისულები იყვნენ და როგორც გაიგო, ჯ----------------- ერთად იყვნენ გასულები ქართველი ეროვნების პირებთან სასაუბროდ. ჯ--------------ს მეუღლემ უთხრა მათ, რომ მოსული პირები ჯ------- ეძახდნენ, რადგან, ჯ------- არ გავიდა, ცდილობდნენ ეზოში შემოსვლას, მაგრამ, სამანქანო გზა არ იყო მათ მხარეს, ხოლო, ეზოში გაშვებული ჰყავდა 5-6 ძაღლი და შემოსვლა ვერ შეძლეს. მათ მალევე დაამშვიდეს ჯ--------------ს ცოლ-შვილი და დაახლოებით 1-2 წუთში, თავადაც გაემართნენ არხისაკენ, იმ მიმართლებით, სადაც იმყოფებოდნენ როგორც მოსული ქარველი ეროვნების პირები, ასევე, ჯ------ და ზ---–---------------ები, ხ----------–---- და ავ--------–-------–---–-. არხის მეორე მხარეს არ გადასულან და ფერმის ტერიტორიიდან, დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით გაჩერებულები ადევნებდნენ თვალყურს თუ რა ხდებოდა. მალევე, შემოესმათ კამათის ხმა და შეეცადნენ გადასულიყვნენ არხის მეორე მხარეს და განემუხტათ კონფლიქტი, მაგრამ, არხზე გადასასვლელ ხიდზე, მათ წინ დაუხვდათ ხ----------–---- და ა----- ხ-----–--ლი, რომლებმაც მათ არ მისცეს შესაძლებლობა მიახლოვებოდნენ ჯ-------, შემთხვევის ადგილს. სიბნელის გამო მხოლოდ ხმა ესმოდა, მაგრამ მალევე დაინახეს ჯ-------, რომელიც ხიდზე მოდიოდა მათკენ. ჯ-------ს ხელში დაინახა დანა. აღნიშნული დანა არ ყოფილა საკეცი. ჯ-------- მათთან მიახლოვისთანავე თქვა: „დანას რომ ვიქნევდი, ვიღაცას მოხდა და ჩვენიანებს ხო არ მოხვდაო“. ამის შემდეგ, ყველა იქ მყოფი პირი ჩასხდნენ ავტომანქანებში, მათ შორის ჯ-------ს ცოლ-შვილიც და დატოვეს ფერმის ტეროტორია.
სასამართლო სხოდმაზე ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა მოწმეებმა, მ------------მა და ია–-------------
მოწმე თ-----------------მა სასამართლოს უჩვენა, რომ ჯ-------------- არის მისი მეუღლე. 2017 წლის 31 მარტს, მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთდა იმყოფებოდნენ ფერმაში. დაახლობით 23:00 საათიდან 24:00 საათამდე გამოაღვიძა ხმამაღალმა ძახილმა. უცხო პიროვნებები ეძახდნენ ჯ-------, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათ ოჯახს. დაინახეს, რომ ჭიშკრის მეორე მხარეს, მოშორებით იდგა რამდენიმე პიროვნება, თუმცა, სიბნელის გამო მათი სახეები ვერ გაარჩია. სახლიდან მოესმა ბავშვის ტირილის ხმა, რის გამოც შევიდა სახლში და მალევე ბავშვთან ერთად გამობრუნდა უკან. სახლში შევიდა ჯ------ასთან და ბავშვთან ერთად და სახლის კარები შიგნიდან ჩაკეტეს. ხმაურზე გამოეღვიძათ შვილებს და შეშინებულებმა დაიწყეს ტირილი. 6 წლის შვილმა, უთხრა მამას „მიდი, ბიძას დაურეკე, უთხარი მოვიდეს და მოგვეხმაროს, თორემ, ქართველები მოგვკლავენო.“ ჯ------- იმდენად შეშინებული იყო, რომ თავად ვერ ხვდებოდა რა მოემოქმედებინა და ვინმესთვის დაერეკა. მხოლოდ შვილის ამ ნათქვამის შემდეგ, გადაწყვიტა დაერეკა მისი ძმისთვის - ზ---–---------------ისთვის. ტელეფონზე საუბრისას, ზ---–--------მა უთხრა ჯ-------, რომ „გარეთ არ გახვიდე, იყავი ფერმაში და ჩვენც მოვალთო“. ჯ------ა გარეთ არ გასულა, თუმცა ქართველი ეროვნების პირებმა, დაახლოებით სამჯერ სცადეს ეზოში შესვლა, მაგრამ ძაღლებმა არ მისცეს მათ ამის შესაძლებლობა. დარეკვიდან დაახლოებით 40 წუთიდან 1 საათამდე, მათთან ფერმაში მოვიდა ზ---–---------------ი ავტომობილით. როდესაც დაინახეს, ავტომობილის მაშუქები, ჯ---------- ერთად გავიდა გარეთ. ზ---–--------ს თან ახლდა ხ----------–---- და ფერმის მეპატრონე ავ--------–-------–---–-. მათი მოსვლიდან მალევე, ფერმის ტერიტორიაზე ფეხით მოვიდნენ ი-–-----------, მ------------ი და რ---------------. თუმცა, მათ მოსვლამდე, ჯ-------, ზ---–--------------------------------–- ერთად გავიდნენ ფერმის გარეთ, იქ, სადაც იმყოფებოდნენ მოსული პირები. დაახლოებით 10 წუთში. ყველანი ერთად, ავტომანქანით წავიდნენ ზ---–---------------ის ფერმისაკენ. გზაში შეიტყო ჯ------ასგან, რომ „თავს როდესაც ვიცავი და დანას ვიქნევდი, ვიღაცას მოხვდაო“.
გამომძიებელმა გ---------------–---–-- სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ჯ--------------- თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ა---------–-------–---–-- კუთვნილ მესაქონლეობის ფერმაში. 2017 წლის 31 მარტს, აძოვებდა საქონელს სოფელ მ-–------- მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც, ასევე, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ახორციელებდნენ ვ--–------- ი--–---–ი და ლ----------------–---–-. სწორედ, აღნიშნულმა პირებმა მიიპატიჟეს იგი სუფრაზე. მალევე მათ შეურთადთ ნ-------–- მ-------–---ი. ყვლა მათგანი სვამდა არაყს, თუმცა, ნ-------–- მ-------–---ი მათთან მისველამდე, უკვე იყო ნასვამ მდგომარეობაში და მალევე დათვრა. აღნიშნულის გამო, ნ. მ-------–---მა გადაწყვიტა წასვლა, თუმცა, ვლ------------–--ლმა და ლ----------------–---–-- არ გაუშვეს და კიდევ დაალევინეს დაახლოებით 3 ჭიქა არაყი, რის შემდეგაც, ნ. მ-------–---ს უკვე გადაადგილებაც უჭირდა. ამის გამო, მან უთხრა ლ. ყ----------–---–სა და ვ. ი--–---–ს, რომ ნუღარ დააძალებდნენ დალევას და შეეცადა, დახმარებოდა ნ.მ-------–---ს წასულიყო ფერმაში, მაგრამ, ვ. ი--–---–მა და ლ. ყ----------–---–მა უთხრეს, რომ სტუმარი მათი მოპატიჟებული იყო, თავადვე წაიყვანდნენ და ნუ ჩაერეოდა მათ საქმეში. სწორედ, აღნიშნულის გამო, მასსა და ვლ------------–---–-- და ლ----------------–---–- შორის დაიწყო კამათი. კამათის დროს, ლ----------------–---–-- შეაგინა და დაარტყა ხელი. დარტყმითვე უპასუხა თავადაც. ეს კონფლიქტი მალევე ამოიწურა, იგი გაერიდა იქაურობას და წავიდა თავის ფერმაში. ფერმაში მისვლისას აღმოაჩინა, რომ ტელეფონი ჰქონდა დაკარგული. მალევე, მასთან ფერმაში მივიდნენ ვლ------------–--ლი, ლ---- ყ----------–---–ი, დ-------------–---–- და კიედვ ერთი მისთვის უცნობი პიროვნება, რომლებმაც მას მიუტანეს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. აღნიშნული პირების მოსვლის შემდეგ, მალევე მის ფერმაში მივიდნენ მისი ძმა - ზ---–---------------ი, ხ----------–---- და რ---------------. შეხვედრის დროს, მართალია, ადგილი ჰქონდა მცირე კამათს, მაგრამ დ-------------–---–-- თქვა: „ჩხუბი რად გვინდა, სხვა დროს გავარკვიოთ ეს საქმე, დღეს მთვრალები ვართ, ხვალ გავარკვიოთო“. ამის შემდეგ, ქართველი ეროვნების პირები წავიდნენ სოფლისაკენ, ხოლო, თავად ზ---–---------------თან, ხ----------–-ევთან და რ---- ა--------თან ერთად დარჩა ფერმაში. მალევე რ--------------- მისი ძმის მანქანით წავიდა საკუთარ ფერმაში, რის შემდეგაც ადგილზე მოვიდა ფერმის მეპატრონე, ავ--------–-------–---–-, რომელმაც იკითხა, თუ რა მოხდა, რის გამოც უამბეს მომხდარის შესახებ. მეორე დღეს, 2017 წლის 1 აპრილს, ავ--------–-------–---–- კვლავ მივიდა ფერმის ტერიტორიაზე, ტბის სანახავად, რა დროსაც, ისინი კვლავ შეხვდნენ ერთამენთს და ა. ხ-----–---–-- უთხრა, მას, რომ დ-------------–---–-- მამა იყო მისი მეგობარი და შეარიგებდა მათ ერთმანეთთან. იმავე დღეს, ოჯახთან ერთად იმყოფებოდა ფერმაში და ვინაიდან, მეორე დღეს აპირებდა წასულიყო ბაზარში, ადრევე დაწვა დასაძინებლად. ეძინა, რა დროსაც გააღვიძა ძახილის ხმამ. მობილური ტელეფონზე ნახა რომ იყო დაახლოებით 24:00 საათი, ვინაიდან, იყო ძალიან გვიანი, იფიქრა, რომ ალბათ რომელიმე მენახირე იყო მოსული მასთან. თუმცა, სანამ გარეთ გავიდოდა, კვლავ რამდენჯერემე დაუძახეს რა მას, ხმაზე იცნო, რომ მოსული იყვნენ ლ----------------–---–- და დ-------------–---–-. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე სთხოვდა, არ გასულიყო გარეთ, იგი მაინც გავიდა ეზოში. ეზოში გასვლის შემდეგ, მას უკვე კარგად ესმოდა მოსული პირების საუბარი, რომლებიც იძახდნენ: „ბოდიში უნდა მოვახდევინოთ, თუ ბოდიშს არ მოიხდის „ბაგაჟნიკში“ ჩავსვათ და წავიყვანოთო“. ამის გამო, შეეშინდა და კვლავ დაბრუნდა სახლში. თუმცა, მოსული პირები არ მშვიდდებოდნენ, განაგრძობდნენ მისი მისამართით გინებას და მოითხოვდნენ მისგან გარეთ გასულიყო. სწორედ, ამის გამო, მან დაურეკა ძმას - ზ---–---------------ს და უთხრა, თუ რაც ხდებოდა მის ფერმაში. ტელეფონზე საუბრისას ზ---–--------ი დაჰპირდა, რომ მივიდოდა მასთან და დაეხმარებოდა. ვინაიდან, მოსული პირები არ მშვიდდებოდნენ, ხმაურის გამო შეეშინდათ მის შვილებს და დაიწყეს ტირილი, მომხდარის გამო შეშინებული იყო მისი მეუღლეც. ამავდროუალდ, დაინახა, რომ მოსული პირები ცდილობდნენ ფერმის ტერიტიორიაზე შემოსვლას, სწორედ, ამის გამო, თავდაცვის მიზნით აიღო დაახლოებით 20-25 სმ სიგრძის საოჯახო დანა, გავიდა ეზოში და გაემართა ეზოში შემოსასვლელი კარებისაკენ. სწორედ ამ დროს, მას ტელეფონზე დაურეკა ზ---–--------მა და უთხრა, რომ მათთან ერთად მოდიოდა ავ--------–-------–---–-ც, მალევე იქნებოდნენ მასთან და არ შეშინებოდა. ამ დროს, უკვე მოსული პირებიც დამშვიდნენ და აღარ ხმაურობდნენ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მასთან ფერმაში მივიდა მისი ძმა ავტომობილით, ავტომობილში ასევე ისხდნენ ხ----------–---- და ავ--------–-------–---–-. ყველა მათგანი გადმოვიდა ავტომობილიდან და ამის შემდეგ, ყველანი ერთად, გაემართნენ იმ ადგილისაკენ, სადაც მოსული პირები იმყოფებოდნენ. ადგილზე მისვლის შემდეგ, ავ--------–-------–---–- და მისი ძმა მივიდნენ დ-------------–---–-- მამასთან და ესაუბრებოდნენ მას. მის პირდაპირ იდგა დ-------------–---–-, მათთან ერთად იმყოფებოდა ხ----------–----ც, ხოლო სხვა პირები სად იმყოფებოდნენ ვერ ხედავდა. საუბრისას ხ----- კ---–--მა ჰკითხა და------------–---–-, რა ხდებოდა, რატომ იყვნენ მოსულები და რა უნდოდათ, რაზედაც დ.ს------–---–მა უპასუხა, რომ რადგან მან შეაგინა ვლ------------–--ლს, ბოდიში უნდა მოეხადა. ამის საპასუხოდ, უშუალოდ მან უპასუხა დ-----ს და უთხრა, რომ თავად ვლ------------–--ლმა შეაგინა მას და ამიტომაც გინებითვე უპასუხა. მისი ამგვარი პასუხის გამო, დ-------------–---–-- დაუწყო გინება, ხ----------–---- ცდილობდა მის დაწყნარებას, მაგრამ, დ-------------–---–-- სახის არეში დაარტყა ხელი. დარტყმის შედეგად წაიქცა, დაეცა მხარზე, სანამ წამოდგებოდა დაინხა, რომ იქ მყოფმა პირები სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობდნენ, ხედავდა მათ ფეხებს, თუმცა დაცემის შემდეგ, მისთვის არავის დაურტყამს. წამოდგომისას დაინახა, რომ მისკენ მოემართებოდა ყველა იქ მყოფი პირი, თუმცა კონკრეტულად ვინ ან რამდენი იყვნენ ვერ გაარჩია. ვინაიდან იყო სიბნელე, ასევე ვერ არჩევდა, თუ კონკრეტულად რომელი პირი ჩხუბობდა და რომელი მათგანი ცდილობდა გაშველებას. ესმოდა, მხოლოდ გინებისა და ჩხუბის ხმა. ამ მომენტში უშუალოდ მისთვის აღარავის დაურტყამს, თუმცა საქამრიდან ამოიღო სწორედ ის დანა, რომელიც ზ---–---------------ისა და მისი თანმხლების პირების მოსვლამდე ჰქონდა აღებული სახლიდან და დაიწყო უმისამართოდ ქნევა და თან იძახდა, რომ მასთან ახლოს არ მისულიყვნენ. სწორედ, ამ დროს, იგრძნო, რომ დანა მოხვდა ვიღაცას. ამავდროულად, თითქოს ყველანი გაჩერდნენ. ამის შემდეგ, თავადაც დატოვა შემთხვევის ადგილი და შევიდა ფერმის ეზოში, ეზოში მყოფ პირებს კი უთხრა, რომ “მგონი დანა ვიღაცას მოხვდაო“. ვინაიდან, მომხდარის გამო იყო შეშინებული, ცოლ-შვილი ჩასვა მის კუთვნილ ავტომობილში, რომლის საჭესთან დაჯდა მისი ბიძაშვილი - ი-–-----------, ასევე, იმავე ავტომობილში ჩაჯდა ხ----------–----ც და ყველანი ერთად წავიდნენ მისი ძმის - ზ---–---------------ის ფერმაში. ჯ--------------- ასევე მიუთითა, რომ დაზარალებულთა და მათი თანმხლები პირების ხელში რაიმე სახის საგანი არ შეუნიშნავს და აღნიშნული პირები არც რაიმე საგნით დამუქრებიან მას. რაც შეეხება უშუალოდ იმ დანას, რომლიც მას ჰქონდა მომხდარი ფაქტის დროს, აღნიშნული დანა გადააგდო მხოლოდ მას შემდეგ, რაც მივიდა ზ---–---------------ის ფერმაში. ხოლო, კონკრეტულად, თუ სად გადააგდო, არ ახსოვს.
2017 წლის 12 მაისის სსიპ „ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №0-------- სამედიცონო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რაც უდავო სახის მტკიცებულბად იქნა ცნობილი, დასტურდება, რომ და------------–---–- აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა სახის არეში. ეს დაზიანება განითარებულია მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.
2017 წლის 21 მაისის სსიპ „ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №0-------- სამედიცონო ექსპერტიზის დასკვნით, რაც უდავო სახის მტკიცებულბად იქნა ცნობილი, დასტურდება, რომ ლ----------------–---–- აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, შუასაყრის გამჭოლი ჭრილობა, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში. მარჯვენამხრივი ჰემოტორქსი. ეს დაზიანება განვითარებულია მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
2017 წლის 21 მაისის სსიპ „ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №0-------- სამედიცონო ექსპერტიზის დასკვნით, რაც უდავო სახის მტკიცებულბად იქნა ცნობილი, დასტურდება, რომ გ-------------–---–ს აღენიშნება მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა, წვრილი და მსხვილი ნაწლავის დაზიანებით, რეტროპერიტანიალური ჰემატომა. სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი ჰიდროტორაქსი. ეს დაზიანებები განვითარებულია მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ--------------ს მიმართ ს--------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის მ----------–------- პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.
სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა და შემდეგ - ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა, რომლის მცდელობაშიც ედება ბრალი ჯ-------------- მატერიალური დანაშაულია და სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, რომელიც ჩადენილია მოქმედებით ან უმოქმედობით, რა დროსაც უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. თუ ეს შედეგი არ განხორციელდა, მაშინ შესაძლოა სახეზე იყოს მკვლელობოს მცდელობა ან მკვლელობის მომზადება.
მოცემულ შემთხვევაში, ჯ-------------- ბრალი ედება დამამძიმებებლ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში, რაც წარმოადგენს დაუმთავრებელ დანაშაულს, რომლის ცნებასაც განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლი, რომლის თანახმადაც, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
აღსანიშნავია, ასევე, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აღიარებული დებულება, არამედ - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით რელ----ტური სამართლებრივი ნორმების მოყვანის შემდეგ უნდა მოხდეს მათი მისადაგება იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც პროკურორმა წარმოადგინა ჯ--------------ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ჯ--------------ს მიერ დაზარალებულების განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი.
პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულების ჩვენებაზე, რომლის მიხედვით, დაზარალებულმა ლ----------------–---–-- სასამართლოს განუმარტა, რომ მას შემდეგ რაც ჯ--------------საგან იგრძნო დარტყმა და ჩაიკეცა, ჯ------- აღარ უცდია მისთვის მიეყენებინა სხვა დარტყმა და მანაც შეძლო უკან დახევა და შველა ითხოვა. ასევე, დაზარალებულმა დ-------------–---–-- სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ პირველმა დაარტყა ჯ-------------- ხელი სახის არეში, რის საპასუხოდაც, ჯ--------------- სახის არეში, თვალთან დაარტყა დანა. აღნიშნული დანა მან დაინახა სწორედ დარტყმის მომენტში, მანამდე, დანა ჯ-------ს ხელში არ შეუმჩნევია. დარტყმისთანავე შეეცადა გასცლოდა ჯ-------------- და მივიდა იქვე მდგომ ა---------–-------–---–----. ასევე, გ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ იგრძნო ტკივილი და მიხვდა, რომ მუცლის არეში იყო დაჭრილი. ჭრილობა იმდენად სერიოზული იყო, რომ კარგავდა გონებას, რის გამოც, ადგილზევე დაიჩოქა. ახსოვს, რომ ვიღაცამ წამოაყენა ფეხზე, თუმცა, კონკრეტულად ვინ, არ ახსოვს.
სასამართლო განმარტავს, რომ ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა გამოიყენა დანა და დაჭრა ვიღაც თავად ჯ--------------ც არ უარყოფს და არც მისი ოჯახის წევრები, კერძოდ კი მსჯავრდებულის მეუღლემ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, რომ ჯ------- იძახდა, დანით ვიღაცა დავჭერიო, ხოლო ვინ დაჭრა არ იცოდა. ანალოგიური ჩვენებები მისცეს მსჯავრდებულის მეგობრებმაც.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულ ჯ-------------- არ ჰქონია დაზარალებულების მოკვლის განზრახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას ხელს არაფერი უშლიდა და მოკვლის განზრახვას ბოლომდე მიიყვანდა კიდევაც.
აქედან გამომდინარე, პალატა ასკვნის, რომ ჯ-------------- არ ჰქონია დაზარალებულთა მოკვლის განზრახვა.
პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რომლის მიხეთვით ჯ--------------- მხოლოდ და------------–---–- მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა სახის არეში, რაც შეეხება ლ----------------–---–- და გ-------------–---–ს მათ მიმართ ჯ-------------- არ გამოუყენებია დანა და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ჯ-------------- ჰქონდა დანა, რომელმაც გამოიყენა იგი. ამასთან აღსანიშნავია, რომ ყველა დაზარალებული ჯ--------------ს წინ იდგნენ, როდესაც მიიღეს დაზიანებები და იმის გათვალისწინებით, რომ სამივე მათგანი კონფლიქტის ერთ მხარეს წარმოადგენდნენ პალატა უტყუარად დადასტურებულად თვლის, ჯ-------------- გაცნობიერებული და გათვალისწინებული ჰქონდა ის ობიექტები, რომლებისთვისაც უნდა მიეყენებინა ჯანმრთელობის დაზიანება.
ამასთან, პალატა განმარტავს, რომ თუკი მომგერიებელს გაცნობიერებული აქვს, რომ მის მიერ გამოყენებული თავდაცვის საშუალება აშკარად შეუსაბამო არის თავდასხმის საშიშროებასთან და ხასიათთან (რასაც მსჯავრდებულიც ადასტურებს თავის ჩვენებაში), რომ ასეთი საშუალება არაა საჭირო მოგერიებისათვის, ასევე გაცნობიერებული აქვს, რომ მძიმე შედეგი აუცილებლად დადგება ან სურს ასეთი შედეგის დადგომა, მისი მიზანი თავდაცვა კი არა შურისძიება არის. ამდენად ამ დროს ადგილი არა აქვს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებას, არამედ ადგილი აქვს ჩვეულებრივ განზრახ დანაშაულს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეების მიერ უდაოდ ცნობილი ექსპერტიზის დასკვნებზე, რომლის მიხედვითაც და------------–---–- აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა სახის არეში. ეს დაზიანება განითარებულია მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ლ----------------–---–- აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, შუასაყრის გამჭოლი ჭრილობა, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში. მარჯვენამხრივი ჰემოტორქსი. ეს დაზიანება განვითარებულია მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და გ-------------–---–ს აღენიშნება მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა, წვრილი და მსხვილი ნაწლავის დაზიანებით, რეტროპერიტანიალური ჰემატომა. სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი ჰიდროტორაქსი. ეს დაზიანებები განვითარებულია მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. აღნიშნული განზრახ, ძალადობრივ დანაშაულს წარმოადგენს, რომლისგანაც სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და სავალდებულოდ უნდა დადგინდეს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომლის გარეშეც ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირება გამოირიცხება. აღნიშნული დანაშაულის (მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული) მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ორი ან მეტი პირის მიმართ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ ჯ--------------- დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა ლ----------------–---–-ა და გ-------------–---–ს, რომლებიც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ასევე ჯ--------------ს ქმედებები - ლ----------------–---–--- და გ-------------–---–ის დანის დარტყმა მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - მათ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასთან. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი და სსკ-ის 117 მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება (ორი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება).
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სამართლებრივი სიკეთის დაცვის ობიექტს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა, რა დროსაც ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს სუბიექტური მხარე, კერძოდ, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლებელია განხორციელებული იქნეს განზრახი ფორმით (იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით). ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია კუმულაციურად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1) პირის მოქმედება ანდა უმოქმედობა; 2) შედეგი - ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება (რომელსაც მიეკუთვნება: დაბეჟილობა, ჭრილობა, ცხვირის მოტეხილობა, ყბის გაბზარვა და ა.შ), კერძოდ, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან სართო შრომისუუნარობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა და 3) მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებას/უმოქმედობას და დამდგარ შედეგს შორის. ასევე, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ისიც, რომ პირის ქმედებამ/უმოქმედობამ გამოიწვია თუ არ მოცემული მუხლით გათვალისწინებული სისხლისამართლებრივი დასჯადი შედეგი. აღნიშნულ დროს უმნიშვნელოვანეს (აუცილებელ) მტკიცებულებას წარმოადგენს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კონკრეტულ ხასიათს უნდა ატარებდეს, აბსოლუტური სიზუსტით აღწერდეს დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებ(ებ)ის ხარისხს (ასევე შესაძლებლობის შემთხვევაში რისი საშუალებით და რა დროს იქნა მიყენებული დაზიანებები), რაც მოცემულ შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და წარმოდგენილი იქნა სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნება-განწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა...”
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ 2017 წლის 1 აპრილს, ღამის საათებში, ს--------- რაიონის სოფელ მ-–------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ა---------–-------–---–-- მესაქონლეობის ფერმის მახლობლად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს ,,ჯ---------------, მის ხელთ არასებული დანის გამოყენებით, და------------–---–- სახის არეში მიაყენა ჯანმთელობის დაზიანება, ნაკვეთი ჭრილობის სახით რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის შემდეგ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე. კერძოდ, თავად დაზარალებულისა და სხვა მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ იქნა, რომ ჯ--------------- დაზარალებულ და------------–---–- სახის არეში მიაყენა დაზიანება, ნაკვეთი ჭრილობა და არა შემავალი ჭრილობა სახის არეში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ ჯ-------------- აღარ უცდია დ-------------–---–--ათვის სხვა დაზიანებების მიყენება დანით, პალატის აზრით არ დასტურდება ჯ--------------ს მხრიდან დ-------------–---–-- განზრახ მკვლელობის განზრახვა. მოწმეთა ჩვენებებით მიცემული ინფორმაციის დადასტურების კუთხით, სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს 2017 წლის 12 მაისის ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, და------------–---–- აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა სახის არეში. ეს დაზიანება განითარებულია მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.
ამდენად, ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება ნათლად ადასტურებს იმას, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიიღო დაზიანება, რომელიც შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე პირის/ექსპერტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, რა დროსაც ცალსახად დადგენილ იქნა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო აღნიშნული ქმედების განმახორციელებელი პირის/სუბიექტის დადგენის კუთხით ნათლად და უტყუარად გამოიკვეთა, რომ პიროვნება რომელმაც დაზარალებულს სახის არეში მიაყენა დაზიანება - არის მსჯავრდებული ჯ--------------.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ჯ----------------იმართ წარდგენილ ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 120-ე მუხლზე და ჯ-------------- დამნაშავედ იქნეს ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და 120-ე მუხლით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ჯ-------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის /მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ-------------- პასუხისმგებლობის გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს: ჯ--------------ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის განსაკუთრებით მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ჯ--------------- დაზარალებულებს ჭრილობები მიაყენა დანის გამოყენებით), ჯ--------------ს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს, მისწრაფებას დანის გამოყენებით დაზარალებულებისათვის მიეყენებინა მძიმე დაზიანებები), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს ოჯახი, შვილი), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარიშსწორება/ჯანმრთელობის დაზიანება) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ჯ-------------- სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
ამასთან პალატას მიაჩნია, რომ იმდენად რამდენადაც ჯ--------------ს ქმედება ბრალდების მხარის მიერ დაკვალიფიცირებული იყო ერთი მუხლის შესაბამისი ნაწილით, რაც ითვალისწინებს ერთი სასჯელის დანიშვნას, იგივე ქმედების სხვადასხვა მუხლით დაკვალიფიცირების შემთხვევაში დამნაშავეს უნდა დაენიშნოს ერთი სასჯელი, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, დანაშაულის რეციდივის არსებობის დროს, სასამართლოს მიერ სასჯელის ცალ-ცალკე დანიშვნისას იარსებებს შესაძლებლობა დამნაშავეს სასჯელის შეკრების შემთხვევაში დაენიშნოს ბრალად წარდგენილ ქმედებისათვის გათვალისწინებულ სასჯელზე უფრო მძიმე სასჯელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული გამხმარი მიწის ზედაპირზე არსებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, მწვანე ბალახის მასაზე არსებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, გამხმარი ბალახის ზედაპირზე არსებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, მწვანე ბალახის მასაზე არსებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, ასევე ლ----------------–---–---გან, დ-------------–---–--აგან და გ-------------–---–ისაგან აღებული სისხლის ნიმუშები, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
დ-------------–---–--აგან ამოღებული ტანისამოსი (ერთი ცალი ჯინსის შარვალი, ერთი ცალი გრძელსახელოებიანი სვიტერი, ერთი ცალი ნაჭრის ქურთუკი) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს - და------------–---–- კანონით დადგენილი წესით.
ირ----------–---–---გან ამოღებული გ-------------–---–ის კუთვნილი ერთი ცალი ნაჭრის ქუდი, ერთი ცალი ნაჭრის „ჯემპრი“, ერთი ცალი ჯინსის მატერიის შარვალი ქამრით, მასზე ჩამოკიდებული გასაღებითა და ორი ცალი ე.წ. „ბრელოკით“, ერთი ცალი ეგრედ წოდებული „დუტის“ ქურთუკი მასში მოთავსებული „ნოკია“-ს ფირმის მობილური ტელეფონით, სანთებელათი და ქაღალდის ხელსახოცებით, ასევე და ერთი წყვილი ფეხსაცმელი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს - გ-------------–---–ს, კანონით დადგენილი წესით.
ირ----------–---–---გან ამოღებული ლ----------------–---–-ს კუთვნილი ერთი ცალი ტყავის ქურთუკი მასში მოთავსებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონით და ერთი ცალი ნაცრისფერი მაისური, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს - ლ----------------–---–-, კანონით დადგენილი წესით.
ჯ--------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი შავი ფერის საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, მართვის მოწმობა, პირადობის მოწმობა, ორი ცალი პლასტიკური ბარათი, შავი ფერის „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი და მობილური ტელეფონის ელემენტი, ასევე, ჯ--------------საგან ამოღებული ტანისამოსი - ერთი ცალი გრძელმკლავიანი მაისური, ერთი ცალი ჯინსის მატერიის შარვალი და უმკლავებო მაისური, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს - ჯ--------------, ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს--------- რაიონის რაიონული პროკუროატურის პროკურორ ი-----–- ც-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ჯა--------------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ს--------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ჯ----------------იმართ წარდგენილ ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 120-ე მუხლზე.
ჯ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
ჯ----------------იმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ჯ------------- სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 3 აპრილიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული გამხმარი მიწის ზედაპირზე არსებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, მწვანე ბალახის მასაზე არსებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, გამხმარი ბალახის ზედაპირზე არსებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, მწვანე ბალახის მასაზე არსებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, ასევე ლ----------------–---–---გან, დ-------------–---–--აგან და გ-------------–---–ისაგან აღებული სისხლის ნიმუშები, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
დ-------------–---–--აგან ამოღებული ტანისამოსი (ერთი ცალი ჯინსის შარვალი, ერთი ცალი გრძელსახელოებიანი სვიტერი, ერთი ცალი ნაჭრის ქურთუკი) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს - და------------–---–- კანონით დადგენილი წესით.
ირ----------–---–---გან ამოღებული გ-------------–---–ის კუთვნილი ერთი ცალი ნაჭრის ქუდი, ერთი ცალი ნაჭრის „ჯემპრი“, ერთი ცალი ჯინსის მატერიის შარვალი ქამრით, მასზე ჩამოკიდებული გასაღებითა და ორი ცალი ე.წ. „ბრელოკით“, ერთი ცალი ეგრედ წოდებული „დუტის“ ქურთუკი მასში მოთავსებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონით, სანთებელათი და ქაღალდის ხელსახოცებით, ასევე და ერთი წყვილი ფეხსაცმელი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს - გ-------------–---–ს, კანონით დადგენილი წესით.
ირ----------–---–---გან ამოღებული ლ----------------–---–-ს კუთვნილი ერთი ცალი ტყავის ქურთუკი მასში მოთავსებული „ნოკიას“ფირმის მობილური ტელეფონით და ერთი ცალი ნაცრისფერი მაისური, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს - ლ----------------–---–-, კანონით დადგენილი წესით.
ჯ--------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი შავი ფერის საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, მართვის მოწმობა, პირადობის მოწმობა, ორი ცალი პლასტიკური ბარათი, შავი ფერის „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი და მობილური ტელეფონის ელემენტი, ასევე, ჯ--------------საგან ამოღებული ტანისამოსი - ერთი ცალი გრძელმკლავიანი მაისური, ერთი ცალი ჯინსის მატერიის შარვალი და უმკლავებო მაისური, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს - ჯ--------------, ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ვ. ლომიძე
ნ. სანდოძე