განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2019
საქმის ნომერი
120210117002096018
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120210117002096018

საქმე №2ბ/6135-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

14 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი

მოსამართლეები: ლევან გვარამია

გელა ქირია

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

აპელანტი - რ----- ჯ------ი

წარმომადგენელი - გ--ა კ----------–-ძე

მოწინააღმდეგე მხარე - ი---------–---–ი

წარმომადგენელი - მ----- ბ---------ე

მესამე პირი - ი----- დ-------ი

თავდაპირველი მოპასუხეები - რ----–-- ჯ------ი, დ----- ჯ------ი

დავის საგანი - სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ი---------–---–ის სარჩელი რ----- ჯ------ის, დ----- ჯ------ის და რ----–-- ჯ------ის მიმართ მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენის, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა. დადგინდა, რომ ი---------–---–ს ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიღებული აქვს ვ---ა ჯ------ის სამკვიდრო ქონება. ბათილად იქნა ცნობილი 2----–-–----------- ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება N-----, დადებული რ----- ჯ------ს და ვ---ა ჯ------ის წარმომადგენელს ი----- დ-------ს შორის, ი---------–---–ი ცნობილ იქნა უძრავი ქონების ს/კ 6-----------, 7-- წილის მესაკუთრედ უძრავ ქონებაზე, მდებარე ბ---------ის რაიონი დ---------------, მ---- ქ---ის შ-------ი N-, 8-- კვმ. მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელ სახლთან ერთად, ს/კ 6-----------, წინა ნომერი 6-----------

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ი---------–---–ი და ვ---ა ჯ------ი 1----–ლის 20 ივლისიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

2.2. ი---------–---–ს და ვ---ა ჯ------ს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: რ----–-- ჯ------ი, დაბადებული 1----–-–--------------ს და დ----- ჯ------ი, დაბადებული 1----–-–-----------–ს.

2.3. ვ---ა ჯ------ი გარდაიცვალა 2----–-–---------------, რ------–-;

2.4. ვ---ა ჯ------ის მამა - ო----- ჯ------ი გარდაიცვალა 2----–-–----------------, ხოლო დედა - ნ----ა გ---–----ი გარდაიცვალა 2----–-–---- სექტემბერს.

2.5. ვ---ა ჯ------ს დარჩა პირველი რიგის მემკვიდრე, მეუღლე - ი---------–---–ი და შვილები - რ----–-- და დ----- ჯ------ები.

2.6. ვ---ა ჯ------ს სამკვიდრო ქონებაზე ანდერძი არ დაუტოვებია.

2.7. ვ---ა ჯ------ს საკუთრებაში ერიცხებოდა ბ---------ის რაიონი დაბა ბ---------ში, მ---- ჩიხი N--ში მდებარე უძრავი ქონება.

 

2.8. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 ივლისის განჩინებით ი---------–---–ის განცხადება 2----–-–--------------- გარდაცვლილი ვ---ა ჯ------ის მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენის თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად;

 

2.9. 2----–-–----------- ი----- დ-------მა, როგორც ვ---ა ჯ------ის წარმომადგენელმა რ----- ჯ------ს მიყიდა უძრავი ქონება მდებარე - ბ---------ის რაიონი დ---------------, მ---- შ-------ი N-.

2.10. ბ---------ის რაიონი, დ---------------, ფ--------- მ----- ქ. N--ში მდებარე უძრავი ქონების, ს/კ 6----------- მესაკუთრე არის რ----- ჯ------ი.

2.11. რ----- ჯ------მა 2----–--–ს გააყალბა ბ---------ის სანოტარო ბიუროში 2----–-–---------- გაფორმებული მინდობილობა (----------------, რომლის გამოყენებითაც 2----–-–----------- ხ-–------ სანოტარო ბიუროში გაფორმებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება (რეგისტრაციი N-----). სისხლის სამართლის N------------ საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.12. ვ---ა ჯ------ის გარდაცვალების შემდეგ, ი---------–---–ი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას.

 

მოსარჩელე ი---------–---–ი უთითებს, რომ მან ფაქტობრივი ფლობით მიიღო მეუღლის ვ---ა ჯ------ის სამკვიდრო ქონება. ვ---ა ჯ------ის გარდაცვალებამდე ისინი ერთად, ერთ სახლში ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ-ოსეთში, სადაც შეეძინათ მეორე შვილი დ----- ჯ------ი. მეუღლის დაკრძალვის ხარჯები თავად გაიღო. ვ---ა ჯ------ის გასვენებაში იმყოფებოდა რ----- ჯ------იც. ვ---ა ჯ------ის გარდაცვალების შემდეგ ი---------–---–მა გააგრძელა მისი და ვ---ა ჯ------ის საერთო სახლში ცხოვრება და ნივთებით სარგებლობა.

 

მოწმეთა - ზ---- გ----, მ-----------–---–-- და მ----- ღ----–--ის ჩვენებით, დადგენილია, რომ ვ---ა ჯ------ი და მისი მეუღლე ი---------–---–ი ჩრდილო-ოსური კონფლიქტის დროს წავიდნენ რ------–- საცხოვრებლად. ი---------–---–ი და ვ---ა ჯ------ი პერიოდულად ჩამოდიოდნენ ბ---------ში, შვილებთან ერთად. ვ---ა ჯ------ის გარდაცვალების შესახებ გაიგეს ტელეფონის მეშვეობით. გასვენებაში ჩასვლა ვერ მოახერხეს, მხოლოდ ტელეფონით მიუსამძიმრეს ი-- მეუღლის გარდაცვალება. ვ---ა ჯ------ი დაკრძალა მისმა მეუღლემ ი---------–---–მა. სასამართლომ ასევე გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ი---------–---–ს და ვ---ა ჯ------ს მეორე შვილი დ----- ჯ------ი შეეძინათ 1----–-–-----------–ს, ვ---ა ჯ------ის გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ფოტოსურათები, რომელზეც ი---------–---–ი მეუღლესთან ვ---ა ჯ------თან და ორივე შვილთან რ----–-- და დ----- ჯ------ებთან ერთად არის აღბეჭდილი. ამასთან, თავად მოპასუხე რ----- ჯ------ი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ როდესაც იგი ჩავიდა ვ---ა ჯ------ის გასვენებაში, ი---------–---–იც იქ იმყოფებოდა.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ი---------–---–ს და ვ---ა ჯ------ს ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც ჰქონდათ ოჯახი, ისინი ერთად ეწეოდნენ საოჯახო ურთიერთობებს, შეეძინათ შვილები და ვ---ა ჯ------ის გარდაცვალებამდე მათ შორის საქორწინო ურთიერთობები ფაქტობრივად შეწყვეტილი არ ყოფილა.

 

აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის პრეზუმფცი-- მასზე, რომ მამკვიდრებლის, ვ---ა ჯ------ის მეუღლე, ი---------–---–ი ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებას. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იგი აგრძელებდა ცხოვრებას, ცხოვრობდა მათ საერთო საცხოვრებელ სახლში, ფლობდა და სარგებლობდა სახლში არსებული ნივთებით, რომელიც წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო საკუთრებას.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ი---------–---–ს და ვ---ა ჯ------ს, ვ---ა ჯ------ის გარდაცვალებამდე სულ მცირე 10 წლის განმავლობაში საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილი ჰქონდათ და ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, შესაბამისად ი---------–---–ი არ დაუფლებია მეუღლის დანაშთ ქონებას, რადგან სადავო გარემოების პირდაპირ მტკიცებულებად ვერ განიხილება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე) მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ი---------–---–ის მიერ მეუღლის, ვ---ა ჯ------ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.13. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი---------–---–ს და ვ---ა ჯ------ს ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც ჰქონდათ ოჯახი, ისინი ერთად ეწეოდნენ საოჯახო ურთიერთობებს, შეეძინათ შვილები. მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი---------–---–ს და ვ---ა ჯ------ს შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობის ფაქტობრივად არარსებობაზე.

 

ვ---ა ჯ------ის გარდაცვალების შემდეგ ი---------–---–ი აგრძელებდა ცხოვრებას მათ საერთო საცხოვრებელ სახლში, ფლობდა და სარგებლობდა თანასაკუთრებაში არსებული ნივთებით, მათ შორის, ვ---ა ჯ------ის პირადი ნივთებით. შესაბამისად, ი---------–---–ი პირადად, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას. სასამართლოს მოსაზრებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს ი---------–---–ის მიერ გარდაცვლილი მეუღლის დანაშთი სამკვიდრო ქონების ნაწილის დაუფლების ფაქტზე სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მესამე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღებაზე მეტყველებს.

 

მოპასუხე რ----- ჯ------ს უტყუარი საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ი---------–---–ი წარმოადგენდა რა თავისი მეუღლის ვ---ა ჯ------ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელს, სასამართლოს მიერ დადგენილი უნდა იქნეს, მისი გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელის მიერ ი---------–---–ის მემკვიდრეობის ფაქტობრივად მიღების ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. დადგენილია, რომ მამკვიდრებელს ვ---ა ჯ------ს ანდერძი არ დაუტოვებია, მას დარჩა პირველი რიგის სამი მემკვიდრე, მეუღლე - ი---------–---–ი და შვილები - რ----–-- და დ----- ჯ------ები. გარდაცვლილი შვილები არ აცხადებენ პრეტენზი-- სამკვიდრო მასაზე, რაც შეეხება ი---------–---–ს მას პირადად, ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს მამკვიდრებლის დანაშთი ქონება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1433-ე მუხლების შესაბამისად მიუთითებს მოსარჩელის ი---------–---–ის მიერ ვ---ა ჯ------ის დანაშთი სამკვიდროს მიღებას და შესაბამისად ამ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობას. ამდენად, ი---------–---–ს ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეობის მიღების საფუძველზე წარმოეშვა საკუთრების უფლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან, რომლის განხორციელების უფლება ხანდაზმულობით არ არის შეზღუდული. კანონით არ არის დადგენილი კონკრეტული ვადა, რომელიც ავალდებულებს მემკვიდრეს სამკვიდრო მოწმობის მიღებას ან აღნიშნული მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცი--. შესაბამისად, მოპასუხის მითითება მოთხოვნის ხანდაზმულობაზე დაუსაბუთებელია.

 

2.14. ვ---ა ჯ------ი გარდაიცვალა 2----–-–---------------. ვ---ა ჯ------ს სამკვიდრო ქონებაზე ანდერძი არ დაუტოვებია. გარდაცვალებამდე ვ---ა ჯ------ს საკუთრებაში ერიცხებოდა ბ---------ის რაიონი დაბა ბ---------ში, მ---- ჩიხი N--ში მდებარე უძრავი ქონება. ვ---ა ჯ------ის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, კერძოდ, 2----–-–----------- ი----- დ-------მა, როგორც ვ---ა ჯ------ის წარმომადგენელმა, რ----- ჯ------ს მიჰყიდა, ვ---ა ჯ------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - ბ---------ის რაიონი დ---------------, მ---- შ-------ი N-. მხარეებს შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რ----- ჯ------მა 2----–--–ს გააყალბა ბ---------ის სანოტარო ბიუროში 2----–-–---------- გაფორმებული მინდობილობა (---------------- და სწორედ მისი გამოყენებით 2----–-–----------- ხ-–------ სანოტარო ბიუროში გაფორმებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება (რეგისტრაციი N-----). რ----- ჯ------ი ყალბი დოკუმენტის გამოყენებით დაეუფლა სადავო უძრავ ქონებას და ქონება დაირეგისტრირა საკუთრებად. სასამართლომ მიიჩნია, რომ რ----- ჯ------ის ქმედება ეწინააღმდეგება კანონსა და საჯარო წესრიგს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვ---ა ჯ------ის გარდაცვალების შემდეგ, ი---------–---–ი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას და მიიღო სამკვიდრო. შესაბამისად, ი---------–---–ი სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის შესაბამისად გახდა ვ---ა ჯ------ის დანაშთი ქონების მესაკუთრე. ამდენად, სადავო ხელშეკრულების დადების დროისათვის, სადავო ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა ი---------–---–ი. შესაბამისად, სადავო უძრავი ქონების განკარგვაზე (გასხვისებაზე) უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა ი---------–---–ი. ამდენად, მოსარჩელის საკუთრება მისი თანხმობის გარეშე განიკარგა, ი---------–---–ის საკუთრების უფლება ხელყოფილია მოპასუხეთა რ----- ჯ------ის და ი----- დ-----ინის არაკეთილსინდისიერი ქმედებით. მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ რ----- ჯ------მა დაარღვია სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებისას მონაწილისათვის დადგენილი პრინციპები. უძრავი ქონების შეძენა მის მიერ განხორციელდა ყოველგვარი ნორმების დარღვევით, რომელიც ამ ტიპის ხელშეკრულებებისათვის არის გათვალისწინებული.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება (ისეთი გარიგებები, რომლებიც დადებისთანავე ბათილია და მონაწილეთა მიერ დასახულ სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს) წარმოადგენს ბათილი გარიგების ყველაზე მკაცრ და კატეგორიულ ფორმას, ასეთი გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი არ დგება არც მისი მონაწილეების და არც მესამე პირთა მიმართ, რადგან იგი დადებისთანავე ბათილია და ნამდვილად ვერ აქცევს ვერც გარიგების შემდგომი მოქმედება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა ი----- დ-------ს და რ----- ჯ------ს შორის 2----–-–----------- გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, ვინაიდან სასამართლოს დადგენილად მიაჩნია მოსარჩელე ი---------–---–ის მემკვიდრეობის ფაქტობრივად მიღების ფაქტი, მის მიერ მიღებული სამკვიდრო ითვლება მოსარჩელის საკუთრებად მემკვიდრეობის გახსნის დღიდან - ვ---ა ჯ------ის გარდაცვალების დღიდან. შესაბამისად, ი---------–---–ის მოთხოვნა - ცნობილი იქნეს მემკვიდრედ და მესაკუთრედ, ვ---ა ჯ------ის სამკვიდრო ქონების 7-- წილზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს

2.15. რ----- ჯ------მა 2----–--–ს გააყალბა ბ---------ის სანოტარო ბიუროში 2----–-–---------- გაფორმებული მინდობილობა (----------------, რომლის გამოყენებითაც 2----–-–----------- ხ-–------ სანოტარო ბიუროში გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება. თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული იყო, პროკურორის 2----–-–----------------- დადგენილებით სისხლის სამართლის N------------ საქმეზე შეწყდა გამოძიება. სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე და 130-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე ვრცელდება ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს დაცული აქვს, რადგან ამ უკანასკნელისათვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა 2013 წელს, ხოლო, მან სასამართლოს სარჩელით მიმართა 2014 წლდან, შესაბამისად, სარჩელი არ არის ხანდაზმული და არსებული მოთხოვნა განხორციელებადია. ამდენად, მოპასუხის მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1. საქმის მასალებით არ დასტურდება მინდობილობის გაყალბების ფაქტი. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის დადგენილებას, იგი არ არის პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე სამოქალაქო საქმისათვის. სასამართლომ ვერ მიუთითა თუ რა ქონებას დაეუფლა ი---------–---–ი. ვ---ა ჯ------ი გარდაიცვალა 2----–-–---------------. ი---------–---–ს გაშვებული აქვს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა. ი---------–---–ის მოთხოვნებში უმთავრესია გარიგების ბათილად ცნობა, რომელიც არ არის აბსოლუტური უფლება, რომელიც ხანდაზმულია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას. საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს თავისი დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად შეუძლია მიმართოს სასამართლოს. სასამართლოს ვალდებულებები პროცესუალური ინსტიტუტების გამოყენების ჭრილში, მათ შორის მოიცავს სასამართლოს ფუნქცი--, კონტროლი გაუწიოს საპროცესო უფლებების გამოყენების თავისუფალ სივრცეს. მოსამართლე ხელმძღვანელობს მხარეთა შეჯიბრებითობის განხორციელებას საპროცესო დანაწესების დაცვით. „...ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.....“ (იხ. საქმე #ას-664-635-2016 საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება). ამასთან, „სამართალწარმოების ჯეროვნად განხორციელების მიზნით, შიდა სასამართლო ინსტანციებმა საკმარისი სიზუსტით უნდა განსაზღვრონ ის მოტივები, რომლებსაც ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში ეყრდნობიან. თუკი ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს, დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. 2009 წლის 24 თებერვლის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, CASE OF JGARKAVA v. GEORGIA (#7932/03)).

 

უპირველეს ყოვლისა, შეფასების საგანია მიიღო თუ არა ი---------–---–მა ვ---ა ჯ------ის დანაშთი ქონება ფაქტობრივი ფლობით. აღნიშნული საკითხის კვლება უნდა განხორციელდეს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლით დადგენილი ნორმატიული წინაპირობების გათვალისწინებით, კერძოდ: სამკვიდროს მიღება წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზოგადად გარიგების ნიშან-თვისებები იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რაც სამკვიდროს მიღების შესახებ გარიგებისთვისაა დამახასიათებელი. მამკვიდრებლის გარდაცვალებისას სამკვიდროს მიღება მემკვიდრისათვის იმპერატიულ მოთხოვნას არ წარმოადგენს (გამონაკლისია, სახელმწიფო) და იგი მემკვიდრის ნებაზე დამოკიდებული აქტია.

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო ქონების ფლობა ან მართვა. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან (ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად). ამდენად, სამკვიდროს მიღების ფაქტს, განსახილველი ნორმის თანახმად, გააჩნია უკუძალა, ე.ი, მემკვიდრემ, რომელმაც მიიღო სამკვიდრო ქონება, ითვლება მის მესაკუთრედ სამკვიდროს გახსნის დღიდან და, შესაბამისად, სამკვიდრო ქონების მოცულობა განისაზღვრება სამკვიდროს გახსნის დღეს არსებული ქონებით. შესაბამისად, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვს თვეში ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ მემკვიდრეს სამკვიდრო უკვე მიღებული აქვს და მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოწმეთა - ზ---- გ----, მ-----------–---–-- და მ----- ღ----–--ის ჩვენებით, დადგენილია, რომ ვ---ა ჯ------ი და მისი მეუღლე ი---------–---–ი ჩრდილო-ოსური კონფლიქტის დროს წავიდნენ რ------–- საცხოვრებლად. ი---------–---–ი და ვ---ა ჯ------ი პერიოდულად ჩამოდიოდნენ ბ---------ში, შვილებთან ერთად. ვ---ა ჯ------ის გარდაცვალების შესახებ გაიგეს ტელეფონის მეშვეობით. გასვენებაში ჩასვლა ვერ მოახერხეს, მხოლოდ ტელეფონით მიუსამძიმრეს ი-- მეუღლის გარდაცვალება. ვ---ა ჯ------ი დაკრძალა მისმა მეუღლემ ი---------–---–მა. ი---------–---–ს და ვ---ა ჯ------ს მეორე შვილი დ----- ჯ------ი შეეძინათ 1----–-–-----------–ს, ვ---ა ჯ------ის გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ფოტოსურათები, რომელზეც ი---------–---–ი მეუღლესთან ვ---ა ჯ------თან და ორივე შვილთან რ----–-- და დ----- ჯ------ებთან ერთად არის აღბეჭდილი. ამასთან, თავად მოპასუხე რ----- ჯ------ი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ როდესაც იგი ჩავიდა ვ---ა ჯ------ის გასვენებაში ი---------–---–იც იქ იმყოფებოდა. პალატა დამატებით განმარტავს, რომ მოწმეთა ჩვენებებით არ დგინდება, საქართველოში ყოფნის დროს იმყოფებოდა თუ არა ი---------–---–ი ბ---------ში მდებარე უძრავ ქონებაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლის თანახმად, განქორწინებისას სასამართლოს გადაწყვეტილებით მეუღლეს შეიძლება ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება, თუ დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

 

დასახელებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონი ითვალისწინებს მეუღლისათვის კანონოთ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას იმ შემთხვევაში თუ დადგინდება სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლით ადრე ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტისა და მეუღლეების ცალ-ცალკე ცხოვრების ფაქტი. დასახელებული გარემოებები უნდა არსებობდეს კუმულატიურად. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ მეუღლისათვის კანონით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა სასამართლო გადაწყვეტილებით უნდა განხორციელდეს. წინამდებარე საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სკ-ის 1341-ე მუხლის კონსტრუქცი--, სახელდობრ: დადგენილია, რომ ი---------–---–ს და ვ---ა ჯ------ს ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც ჰქონდათ ოჯახი, ისინი ერთად ეწეოდნენ საოჯახო ურთიერთობებს, შეეძინათ შვილები და ვ---ა ჯ------ის გარდაცვალებამდე მათ შორის საქორწინო ურთიერთობები ფაქტობრივად შეწყვეტილი არ ყოფილა. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის პრეზუმფცი-- იმის შესახებ, რომ მამკვიდრებლის ვ---ა ჯ------ის მეუღლე ი---------–---–ი ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებას. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, იგი აგრძელებდა ცხოვრებას, ცხოვრობდა მათ საერთო საცხოვრებელ სახლში, ფლობდა და სარგებლობდა სახლში არსებული ნივთებით, რომელიც წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო საკუთრებას. ამდენად, დგინდება, რომ ი---------–---–მა სამკვიდრო მიიღო კანონით დადგენილ ვადაში.

 

4.2. აღნიშნულის შემდგომ, მოპასუხემ სადავო გახადა რა წარდგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, მნიშვნელოვანია დადგინდეს არის თუ არა ხანდაზმული 2----–-–------------ ნასყიდობის ხელშეკრულება, რასთან დაკავშირებითაც, სასამართლო მიუთითებს შემდეგს:

 

განსახილველი ფაქტობრივი სინამდვილის გათვალისწინებით, სადავო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი (მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი). პალატა განმარტავს, რომ მატერიალური უფლების შეცილების ვადა ვრცელდება მხოლოდ საცილო გარიგებებზე. მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან სახეზეა უცილოდ ბათილი გარიგება, მასზე შეცილების რაიმე ვადის გავრცელება სამოქალაქო კოდექსით ნაკარნახევი არ არის და მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ხანდაზმულობის საერთო - ათწლიანი ვადა. რაც შეეხება ხანდაზმულობის დაწყების დროს, საყურადღებოა შემდეგი:

 

სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობას უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოთხოვნის იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაცი--, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის ანალიზით ირკვევა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო (ხელშეკრულების დადების დრო), ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს.

 

რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის დაწყების ობიექტურ საფუძველს, განსახილველი შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც გამოიხატება იმ ფაქტში, რომ გარიგების ბათილობას ითხოვს პირი, რომელიც არ არის აღნიშნული გარიგების მხარე, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ალბათობას, რომ ასეთმა პირმა შეიძლება არაფერი იცოდეს სადავო გარიგების არსებობის თაობაზე და შესაბამისად, ვერც მისი ბათილობა მოითხოვოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ხანდაზმულობის ვადაში. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად გარიგების დადების დროის მიჩნევა უსაფუძვლოა. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების სუბიექტურ ფაქტორს ანუ უფლების დარღვევის შეტყობის მომენტს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, პროკურორის 2----–-–----------------- სისხლის სამართლის N------------ საქმეზე გამოძიების შეწყვეტის დადგენილებით ირკვევა, რომ მოსარჩელისათვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა 2013 წელს. ამდენად, მომენტს როცა უნდა შეეტყო მოსარჩელეს სადავო ქონების გასხვისების თაობაზე (ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების სუბიექტურ ფაქტორთან), აღნიშნულ თარიღად აღებულ უნდა იქნეს საგამოძიებო ორგანოსადმი მიმართვის დრო, რაც ცხადყოფს, რომ ხანდაზმულობაზე აპელანტის ზემომითითებულ პრეტენზი-- სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არ გააჩნია და სარჩელი წარმოდგენილია ხანდაზმულობის ვადაში. მოწმეებმა განმარტეს, რომ ი---------–---–ი საქართველოში ჩამოვიდა ვ---ა ჯ------ის გარდაცვალებიდან ერთ, ორ, სამ წელში, მაგრამ მათივე ჩვენებებით არ დაგინდა, საქართველოში ყოფნის დროს იგი იმყოფებოდა თუ არა ბ---------ში მდებარე სადაო უძრავ ქონებაში და შესაბამისად იცოდა თუ არა ამ ქონების გასხვისების შესახებ.

რაც შეეხება, სადავო გარიგებების ბათილობას, პალატა განმარტავს შემდეგს: მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამეტია. სამოქალაქო სამართალი სწორედ ნების გამოვლენას უკავშირებს სამართლებერივ ურთიერთობათა უდიდეს უმრავლესობას. რადგანაც ნების გამოვლენას სამართალი ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ პირობებს. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მატერიალური, ხოლო მეორე მხრივ, კი ფორმალური წინაპირობები. პირველში იგულისხმება პირის გონებრივი შესაძლებლობა (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო მეორეში - ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ნების გამოვლენის იმგვარ თვისებას, რომ იგი ვარგისია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისთვის, კანონი ნების გამოვლენის ნამდვილობას უწოდებს. ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებით ორივე მხარის მიერ ნების გამოვლენა და ამ ნების ასახვა შესაბამის დოკუმენტში. ცალმხრივი ნების გამოვლენით, ისეთი გარიგება, როგორიც ხელშეკრულებაა, არ დაიდება. ამასთან გარიგების შინაარსზე ზეგავლენას არ ახდენს მხოლოდ ერთი მხარის ნების გამოვლენა. ორივე მხარის ნება უნდა იყოს თანხვედრაში.

 

განსახილველ შემთხვევაში წარმომადგენლობის საფუძველს წარმოადგენს მინდობილობა, რომელშიც აისახება, როგორც მოქმედების ვადა, ასევე უფლებამოსილების სახე და მოცულობა. მარწმუნებელს შეუძლია გასცეს სპეციალური უფლებამოსილება, რომელიც ეხება მხოლოდ ერთ განსაზღვრულ გარიგებას (გვარეობით - განსაზღვრული) და ან, რომლის მიხედვითაც რწმუნებულს უფლება აქვს ნებისმიერი სახის გარიგების დადებისა (გენერალური - შეუზღუდავი). მინდობილობა ცალმხრივ გარიგებას წარმოადგენს და მოწოდებულია წარმომადგენლობის გარეგნული მხარის უზრუნველსაყოფად. წარმომადგენლის მიერ წერილობითი ფორმით გაცემული მინდობილობის საშუალებით უნდა დამყარდეს სამართლებრივი კავშირი წარმომადგენელსა და მესამე პირს შორის. მინდობილობა მარწმუნებლის მიერ შედგენილი აქტია, რომელიც მხოლოდ ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე ფორმდება.

 

საქმეში წარმოდგენილი 2----–-–----------------- N------------ დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყევტის თაობაზე დგინდება, რომ რ----- ჯ------მა 2----–--–ს გააყალბა ბ---------ის სანოტარო ბიუროში 2----–-–---------- გაფორმებული მინდობილობა (----------------, რომლის გამოყენებითაც 2----–-–----------- ხ-–------ სანოტარო ბიუროში გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება. დასახელებული მტკიცებულების სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლებით დადგენილი სტანდარტით შეფასების გზით ირკვევა, რომ მინდობილობა, რომლის საფუძველზეც დაიდო სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და ბათილია. ამდენად, ბათილია აღნიშნულის საფუძველზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებაც, რომლის მხარემაც, ასევე იცოდა ან უნდა სცოდნოდა გარიგების ხარვეზის თაობაზე. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მართებულად იქნა დაკმაყოფილებული ი---------–---–ის სარჩელი რ----- ჯ------ის, დ----- ჯ------ის და რ----–-- ჯ------ის მიმართ მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენის, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე და ი---------–---–ი მართებულად იქნა ცნობილი უძრავი ქონების ს/კ 6-----------, 7-- წილის მესაკუთრედ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა

 

1. რ----- ჯ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელი დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი

 

მოსამართლეები ლევან გვარამია

 

გელა ქირია