განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010310017002104201
საქმე N3/ბ-333-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე
აპელანტი _ ე-----–- ქ------; ქ------- ქ------
მოწინააღმდეგე მხარეები _ 1.სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო; 2.სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო; 3.ბ---- ჩ------–---–ი
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; აუქციონის შედეგების გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
ე-----–- და ქ------- ქ--------- სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და ბ---- ჩ------–---–ის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს: ქ. ბათუმი, დ--- მ-----------–- მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ: 0-----------) რეალიზაციის თაობაზე სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 სექტემბრის აუქციონის შედეგების და ამავე აუქციონზე გამარჯვებული პირის ბ---- ჩ------–---–ის სასარგებლოდ გაცემული 2017 წლის 12 სექტემბრის №A1--------------- განკარგულების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის მითითებით, 2010 წლის 26 ოქტომბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნ--------------საგან მოსარჩელეებმა ისესხეს 6860 აშშ დოლარი, ე--------------ისგან 18000 აშშ დოლარი, ე------------------სგან 19200 აშშ დოლარი და თ----------–---–-სგან 9000 აშშ დოლარი. სარჩელში მითითებულია, რომ ე-----–- და ქ------- ქ-------ს ეს თანხები სინამდვილეში გადახდილი აქვთ. თ----------–---–-ს სესხი იყო სამთვიანი და უნდა დაბრუნებულიყო 2011 წლის 26 იანვარის ჩათვლით. მოსარჩელე მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად იმისა, კრედიტორებს დაუდგათ მოთხოვნის უფლება, მათ კანონით დადგენილ სამი წლის ვადაში არ მოუთხოვიათ ე-----–- და ქ------- ქ---------თვის თანხის გადახდა და ამდენად, ოთხივე გამსესხებლის მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც კანონის საფუძველზე ე-----–- და ქ------- ქ-------ს უფლება აქვთ უარი განაცხადონ ვალდებულების შესრულებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ კრედიტორების ხანდაზმული მოთხოვნის საფუძველზე მიმდინარეოდა სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო წარმოება და მოსარჩელეების კუთვნილი ქონება გავიდა აუქციონზე, ხანდაზმული მოთხოვნის საფუძველზე. აუქციონის შედეგად დ--- მ-----------–- მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: 0----------- გასხვისდა უკანონოდ, 21000 ლარად და გაიცა №A1--------------- განკარგულება ბ---- ჩ------–---–ის სახელზე, რომელიც არის თანხის გამსესხებლების ახლო ნათესავი და მათი ხელშემწყობი.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილება სამოქალაქო საქმე სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის შესახებ, რომლის დაკმაყოფილებაც დაადასტურებს, რომ მოხდა ბათილი სააღსრულებო ფურცლის აღსრულება და ამით განხორციელდა უკანონობა. მოსარჩელეთა საკუთრება ბათილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გასხვისებული აღმოჩნდება, რაც მათი კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების შელახვას წარმოადგენს. ამასთან, აუქციონი გაიმართა კანონის უხეში დარღვევით, რადგანაც ქონების ღირებულება შეადგენს მილიონ ლარზე მეტს, ხოლო სააღსრულებო ბიუროს მიერ ქონება შეფასდა 443000 ლარად და აღმასრულებელმა იგი გაყიდა 21000 ლარად, რითაც ოჯახი დატოვა უსახლკაროდ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ე-----–- და ქ------- ქ--------- სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ფაქტობრივი გარემოებები:
2010 წლის 26 ოქტომბერს ნოტარიუს ეკატერინე ჯელაძის სანოტარო ბიუროში დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ერთი მხრივ ე-----–- და ქ------- ქ------ს და მეორე მხრივ, ნაირა მინდაძეს, ეთერ ჯიხვაძეს და თ----------–---–ს შორის, რომლითაც მოსარჩელეებმა ნ--------------საგან ისესხეს 6860 აშშ დოლარი, ე--------------ისგან, 18000 აშშ დოლარი, ე------------------სგან ისესხეს 19200 აშშ დოლარი და თ----------–---–-სგან, 9000 აშშ დოლარი. ეთერ პერტენავამ სარგებლიანი სესხი გასცა 1 თვის ვადით, ხოლო ეთერ ჯიხვაძემ და თ----------–---–მა, 3 თვის ვადით. სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრეების, ე-----–- და ქ------- ქ--------- თანასაკუთრება, დ--- მ-----------–- მდებარე, 1300 კვ.მ. სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 330,7 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდი:2-----------.
2----–-–----------------ს ნოტარიუს ეკატერინე ჯელაძეს მიმართა კრედიტორმა თ----------–---–მა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, მის მიერ 2010 წლის 26 ოქტომბერს დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესახებ. ნოტარიუსის მიერ 2----–-–----------------ს გაიცა სააღსრულებო ფურცელი და მასში მიეთითა აღსასრულებელი ვალდებულების სახე, რომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დავალიანების ამოღება უნდა მომხდარიყო იპოთეკის საგნის, დ--- მ-----------–- მდებარე, 1300 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 330,7 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდი: 2-----------. იძულებით საჯარო აუქციონზე რეალიზაციის გზით.
2017 წლის 21 მარტს კრედიტორმა თ----------–---–მა განცხადებით მიმართა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს და იძულებითი აღსრულების მიზნით წარუდგინა ნოტარიუსის მიერ 2----–-–----------------ს გაცემული სააღსრულებო ფურცელი. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ მიღებული იქნა განაცხადი და გაცემული იქნა განცხადების მიღების ბარათი, რომელშიც მითითებულია გასაცნობად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი უფლება-მოვალეობები და აღსრულების პირობები.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს სპეციალისტის (აღმასრულებლის), მუხრან გოგატიშვილის მიერ 2017 წლის 24 მარტს მოვალე ე-----–- და ქ------- ქ-------ს გაეგზავნათ წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, რაც ამ უკანასკნელის მიერ არ შესრულებულა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ 2017 წლის 01 მაისს შეფასებული იქნა მოსარჩელეთა სახელზე რიცხული უძრავი ქონება და N04/09- 02209 დასკვნის თანახმად, დ--- მ-----------–- მდებარე, 1300 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 330,7 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდი: 2-----------. მისმა საბაზრო ღირებულებამ 443 000 (ოთხასორმოცდასამი ათასი) შეადგინა.
აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მანუჩარ ზოიძის მიერ 2017 წლის 14 ივლისს შედგენილი იქნა ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი, დ--- მ-----------–- მდებარე, 1300 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და 330,7 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე, საკადასტრო კოდი: 2-----------.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 12 სექტემბრის №A1--------------- განკარგულებით მოვალეების, ე-----–- და ქ------- ქ--------- საკუთრებაში არსებული, დ--- მ-----------–- მდებარე, 1300 კვ.მ. სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და 330,7 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე, საკადასტრო კოდი: 2-----------. 2017 წლის 11 სექტემბერს ჩატარებულ იძულებით საჯარო აუქციონზე ქონება შეიძინა ბ---- ჩ------–---–მა 22 150 ლარად, რომლის საკუთრების უფლება ამ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
სამართლებრივი დასაბუთება:
სასამართლმ განმარტა, რომ საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს აწესრიგებს საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულია აღსრულების დაწყების წესები. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის 12 სექტემბრის №A1-------- 0------ განკარგულება მიღებულია „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, ოთხივე გამსესხებლის მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც კანონის საფუძველზე ე-----–- და ქ------- ქ-------ს უფლება აქვთ უარი განაცხადონ ვალდებულების შესრულებაზე. ამასთან, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ აუქციონი გაიმართა კანონის უხეში დარღვევით, რადგანაც ქონების ღირებულება შეადგენს მილიონ ლარზე მეტს, ხოლო სააღსრულებო ბიუროს მიერ ქონება შეფასდა 443000 ლარად და აღმასრულებელმა იგი გაყიდა 21000 ლარად.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად, გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 139-ე და 140-ე მუხლები. მოცემულ შემთხვევაში კრედიტორებს, თ----------–---–ს, ნაირა მინდაძეს და ეთერ ჯიხვაძეს 2010 წლის 26 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულების კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლამდე მიმართული აქვთ განცხადებით ნოტარიუსისათვის და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, 2----–-–----------------ს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რის საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაწყებული იქნა სააღსრულებო წარმოება. სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე მოსარჩელე მხარეს სააღსრულებო სამსახურისა და შემდეგ, სასამართლოსთვის არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენია. ასევე, კრედიტორთა მხრიდან დაცული იქნა სააღსრულებო ფურცლით იძულებითი აღსრულების მოთხოვნისათვის განსაზღვრული 5 წლიანი ვადაც, რამდენადაც კრედიტორმა თ----------–---–მა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს განცხადებით 2017 წლის 21 მარტს მიმართა და წარუდგინა მოვალეთა მიმართ იძულებითი აღსრულების მიზნით ნოტარიუსის მიერ 2----–-–----------------ს გაცემული სააღსრულებო ფურცელი. ამდენად, საქალაქო სასამართომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება აღსრულების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
ყადაღადადებული ქონების შეფასების წესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული განისაზღვრება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლით. აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ 2017 წლის 01 მაისს შეფასდა მოსარჩელეთა სახელზე რიცხული უძრავი ქონება და N0---------- დასკვნის თანახმად, დ--- მ-----------–- მდებარე, 1300 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 330,7 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდი: 2-----------. მისმა საბაზრო ღირებულებამ 443 000 (ოთხასორმოცდასამი ათასი) შეადგინა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს, მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ გაეგზავნა და ჩაბარდა 2017 წლის 10 აპრილს. 2017 წლის 14 ივნისს შედგა ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი, რაც ასევე ჩაიბარა მოსარჩელე მხარემ. 2017 წლის 09 აგვისტოს და ასევე, 16 აგვისტოს მოსარჩელე მხარემ მიმართა სააღსრულებო ბიუროს, რის შემდეგ მათ აღმასრულებლის მიერ გადაეცათ მოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ყოველივე ეს კი ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე მხარეს ზედმიწევნით დეტალურად ჰქონდა ინფორმაცია სააღსრულებო წარმოების შესახებ, მათ შორის ქონების შეფასების თაობაზე, თუმცა ის აუქციონის ჩატარებამდე სადავო არ გაუხდიათ მოსარჩელეებს. ამასთან, სააღსრულებო სამსახურის მიერ 443000 ლარად შეფასებული ქონების ღირებულება რომ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, ამის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
საქალაქო სასამართლომ განმარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრული აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი, მათ შორის აღმასრულებლის ვალდებუება მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.
საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული კრედიტორის (და მოვალის) უფლებამოსილებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ მათი უფლებების სრულყოფილ რეალიზაციას.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუქციონზე ქონების რეალიზაცია ხორციელდება კოდექსის VI თავში მოცემული წესებისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლი შეეხება იძულებითი აუქციონის ჩატარების წესს, რომლითაც დადგენილია, რომ იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული, „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესის“ პირველი მუხლი იძლევა შემდეგ რეგულაციას: 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე. 2. აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტგანცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს. აუქციონის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია აუქციონის ხანგრძლივობის გაზრდა გონივრული ვადით; ბ) ქონების საწყის ფასს; გ) გასაყიდი ქონების დასახელებას; ქონების მოკლე აღწერას (ლოტებად დაყოფის შემთხვევაში ლოტების მიხედვით), მის ადგილმდებარეობას, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც არის ქონების საბაზრო ღირებულების 5%, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრული საწყისი ფასის 5 %-ს; ე) ფასის მატების ბიჯის ოდენობას; ვ) აუქციონის ჩატარების პროცედურებს. ზ) ავტორიზებული პირის არსებობის შემთხვევაში, მისი მეშვეობით მოძრავი ქონების გაყიდვის პირობების თაობაზე; იმ შემთხვევაში, თუ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლით გათვალისწინებული წესით აუქციონის შედეგი გაუქმდა ზედიზედ ორჯერ, დადგენილი წესით გამოცხადებულ ხელახალ აუქციონზე საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს ქონების საბაზრო ღირებულების 50%-ს. 3. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge. 4. აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. 5. აუქციონების შესახებ ეცნობება გარდამავალი უფლებებისა და აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის მოთხოვნის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებების მფლობელ პირებს, ხოლო განმეორებითი აუქციონების შესახებ ამ პირთა ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ნოტარიუს ეკატერინე ჯელაძისაგან 2----–-–----------------ს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კანონმდებლობის სრული დაცვით დაიწყო სააღსრულებო წარმოება, აუქციონი ჩატარდა კანონიერად და უძრავი ქონების მესაკუთრე კანონიერად გახდა ბ---- ჩ------–---–ი, რის გამოც არ არსებობდა აუქციონის შედეგების ბათილობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე-----–- და ქ------- ქ---------, რომელმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობაზე, შესაბამისად, ადმინისტრაციული საქმის წარმოება უნდა შეჩერებულიყო. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 443000 ლარად შეფასებული ქონება ბ---- ჩ------–---–მა შეიძინა 21000 ლარად. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის პირობებში, კი შეუძლებელი გახდება მოსარჩელეთა უფლებების დაცვა.
4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა რა სააპელაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ ე-----–- და ქ------- ქ--------- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით. სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სააღსრულებო სამართალი საჯარო სამართალს მიეკუთვნება, ვინაიდან მისი საგანია სასამართლო გადაწყვეტილებების და კანონით გათვალისწინებული სხვა აქტების ,,იძულების ძალით’’ განხორციელება, რაც ლეგიტიმირებულია არა კრედიტორის კერძოსამართლებრივი მოთხოვნით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა სააღსრულებო სამართლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში კანონისმიერი ჩარევის გზით აღასრულოს კრედიტორის მოთხოვნა – სახელმწიფოს დახმარებით განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების მიერ (გადაწყვეტილებით) ტიტულირებული, დადასტურებული მოთხოვნა, რაც წარმოადგენს სახელმწიფოს სააღსრულებო კომპეტენციის გამოვლინებას.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ ვინაიდან იძულებითი აღსრულება, როგორც წესი, ვერ ხორციელდება უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევის გარეშე, აუცილებელია მისი ეფექტური სასამართლო კონტროლი წარმოების დასაწყისიდან, მის ყველა სტადიაზე. ამას ითხოვს ასევე ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის’’ მე-13 მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად ყველას ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართლებრივი საშუალებები სააღსრულებო წარმოების ფარგლებში უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ერთი მხრივ, არ გაჭიანურდეს იძულებითი აღსრულება და შეძლებისდაგვარად სწრაფად და სრულად განხორციელდეს კრედიტორის მოთხოვნები, ხოლო მეორე მხრივ, მოვალეს ან დაინტერესებულ მესამე პირს უნდა შეეძლოს კანონით გაუთვალისწინებელი ჩარევისაგან თავის დაცვა, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამდენად ცალსახაა, რომ სააღსრულებო ორგანოებს აღსრულების პროცესში ევალებათ სამართლიანი ბალანსის დაცვა კრედიტორის მოთხოვნებსა და მოვალის, ასევე სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე სხვა პირთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი.
„ნოტარიატის შსახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 21 მარტს კრედიტორმა თ----------–---–მა განცხადებით მიმართა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს და იძულებითი აღსრულების მიზნით წარუდგინა ნოტარიუსის მიერ 2----–-–----------------ს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომელმაც დაიწყო სააღსრულებო წარმოება. თბილისის სააღსრულებო ბიუროს სპეციალისტის (აღმასრულებლის) მუხრან გოგატიშვილის მიერ 2017 წლის 24 მარტს მოვალე ე-----–- და ქ------- ქ-------ს გაეგზავნათ წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, რაც ამ უკანასკნელის მიერ არ შესრულებულა. აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ 2017 წლის 01 მაისს შეფასებული იქნა მოსარჩელეთა სახელზე რიცხული უძრავი ქონება და N0---------- დასკვნის თანახმად, დ--- მ-----------–- მდებარე, 1300 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 330,7 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდი: 2-----------. მისმა საბაზრო ღირებულებამ 443 000 (ოთხასორმოცდასამი ათასი) შეადგინა. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, მანუჩარ ზოიძის მიერ 2017 წლის 14 ივლისს შედგენილი იქნა ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი, დ--- მ-----------–- მდებარე, 1300 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და 330,7 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე, საკადასტრო კოდი: 2-----------. ასევე დადგენილია და უდავო, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 12 სექტემბრის №A1--------------- განკარგულებით მოვალეების, ე-----–- და ქ------- ქ--------- საკუთრებაში არსებული, დ--- მ-----------–- მდებარე, 1300 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და 330,7 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე, საკადასტრო კოდი: 2-----------. 2017 წლის 11 სექტემბერს ჩატარებულ იძულებით საჯარო აუქციონზე ქონება 22 150 ლარად შეიძინა ბ---- ჩ------–---–მა, რომლის საკუთრების უფლება ამ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ აუქციონი მომზადებული და ჩატარებული იქნა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, რაც გამორიცხავს აუქციონის შედეგების საფუძველზე ე-----–- და ქ------- ქ--------- კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევას.
კერძოდ: დადგენილია, რომ მოსარჩელეს, მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ გაეგზავნა და ჩაბარდა 2017 წლის 10 აპრილს. 2017 წლის 14 ივნისს შედგა ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი, რაც ასევე ჩაიბარა მოსარჩელე მხარემ. 2017 წლის 09 აგვისტოს და ასევე, 16 აგვისტოს მოსარჩელე მხარემ მიმართა სააღსრულებო ბიუროს, რის შემდეგ მათ აღმასრულებლის მიერ გადაეცათ მოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ყოველივე ეს კი ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე მხარეს გააჩნდა დეტალური ინფორმაცია სააღსრულებო წარმოების შესახებ, მათ შორის ქონების შეფასების თაობაზე, თუმცა ის აუქციონის ჩატარებამდე სადავო არ გაუხდიათ მოსარჩელეებს. ამასთან, ყადაღადადებული ქონების შეფასების წესი განისაზღვრება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლით. აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ 2017 წლის 01 მაისს შეფასდა მოსარჩელეთა სახელზე რიცხული უძრავი ქონება და N0---------- დასკვნის თანახმად, დ--- მ-----------–- მდებარე, 1300 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 330,7 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდი: 2-----------. მისმა საბაზრო ღირებულებამ 443 000 (ოთხასორმოცდასამი ათასი) შეადგინა. სააღსრულებო სამსახურის მიერ 443000 ლარად შეფასებული ქონების ღირებულება რომ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს (რასაც აპელანტები მიუთითებენ) აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრული აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი, მათ შორის აღმასრულებლის ვალდებულება მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. ამავე კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული კრედიტორის (და მოვალის) უფლებამოსილებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ მათი უფლებების სრულყოფილ რეალიზაციას.
განსახილველ შემთხვევაში, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული, აღმასრულებლის ვალდებულებათა დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტებს არ წარმოუდგენია, ასევე არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოვალეებს, აღსრულების პროცესში არ მიეცათ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობა.
სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასაბუთებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, რომ აუქციონზე ქონების რეალიზაცია ხორციელდება კოდექსის VI თავში მოცემული წესებისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლი აწესრიგებს იძულებითი აუქციონის ჩატარების წესს, რომლითაც დადგენილია, რომ იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული, „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესის“ პირველი მუხლის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე. 2. აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტგანცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს. აუქციონის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია აუქციონის ხანგრძლივობის გაზრდა გონივრული ვადით; ბ) ქონების საწყის ფასს; გ) გასაყიდი ქონების დასახელებას; ქონების მოკლე აღწერას (ლოტებად დაყოფის შემთხვევაში ლოტების მიხედვით), მის ადგილმდებარეობას, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც არის ქონების საბაზრო ღირებულების 5%, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრული საწყისი ფასის 5 %-ს; ე) ფასის მატების ბიჯის ოდენობას; ვ) აუქციონის ჩატარების პროცედურებს. ზ) ავტორიზებული პირის არსებობის შემთხვევაში, მისი მეშვეობით მოძრავი ქონების გაყიდვის პირობების თაობაზე; იმ შემთხვევაში, თუ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლით გათვალისწინებული წესით აუქციონის შედეგი გაუქმდა ზედიზედ ორჯერ, დადგენილი წესით გამოცხადებულ ხელახალ აუქციონზე საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს ქონების საბაზრო ღირებულების 50%-ს. 3. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge. 4. აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. 5. აუქციონების შესახებ ეცნობება გარდამავალი უფლებებისა და აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის მოთხოვნის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებების მფლობელ პირებს, ხოლო განმეორებითი აუქციონების შესახებ ამ პირთა ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, სააღსრულებო ბიუროს მხრიდან მითითებულ დებულებათა დარღვევა, საქმის მასალებით არ დასტურდება, სხვა დამაჯერებელი და აპელანტებისათვის ხელსაყრელი გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ სარეალიზაციო ქონება თავდაპირველად გაცილებით უფრო ძვირად შეფასდა, ვიდრე ის აუქციონზე გასხვისადა, ვერ გახდება აღმასრულებლის მოქმედების და სააღსრულებო განკარგულების უკანონოდ მიჩნევის საკმარისი საფუძველი.
დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით (საქმე N3/ბ-546-17წ.) მოცემულ საქმეზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. კერძოდ: ბ---- ჩ------–---–ს აეკრძალა ქ.ბათუმში, დ--- მ-----------–- მდებარე უძრავი ქონების (ს/კ:0-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში, ე-----–- ქ------ს და ქ------- ქ------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მისი გაუქმებისათვის საფუძვლიან და არგუმენტირებულ პრეტენზიას, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6.საპროცესო ხარჯები:
აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991, 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე-----–- ქ------ს და ქ------- ქ------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება;
3.გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით (საქმე N3/ბ-546-17წ.) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ბ---- ჩ------–---–ს აეკრძალა ქ.ბათუმში, დ--- მ-----------–- მდებარე უძრავი ქონების (ს/კ:0-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
4.აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
5.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).
მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი