განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2019
საქმის ნომერი
010210017002057746
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210017002057746

საქმე №2/ბ-108-19წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები : სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი: გ--------- ნა--–--ე

წარმომადგენელი: ა------ ცე–--–--ე

მოწინააღმდეგე მხარე: თ----- მა-–-----ე

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების კანონიერება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა

 

გამოარკვია:

2017 წლის 21 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა თ----- მა-–-----ემ, მოპასუხეებად დაასახელა ი----- ცხ-----ე და რ----- თა---------–--ე და მოითხოვა, 2011 წლის 22 აგვისტოს, ი----- ცხ-----ესთან დადებული, ქალაქ ბ------–------–-–---–-------------ში მდებარე სადავო უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მისი, როგორც სესხის ხელშეკრულების დადებულად აღიარება, ასევე 2014 წლის 12 დეკემბერს, ი----- ცხ-----ესა და რ----- თა---------–--ეს შორის დადებული სადავო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ამ ქონების (ქალაქ ბ------–------–-–---–-------------ში მდებარე უძრავი ქონება) მესაკუთრედ აღიარება.

2018 წლის 07 აგვისტოს, თ----- მა-–-----ემ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა სასამართლოში, სადაც მოპასუხედ დამატებით მიუთითა გ--------- ნა--–--ე და თავდაპირველ მოთხოვნებთან ერთად, ასევე მოითხოვა რ----- თა---------–--ესა და გ--------- ნა--–--ეს შორის, 2017 წლის 25 სექტემბერს, ქალაქ ბ------–------–-–---–-------------ში მდებარე სადავო უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მოსარჩელის მითითებით, სს ,,ს----------–---------დან“ გამოტანილი ჰქონდა სესხი უძრავი ქონების შესაძენად, რომლის გადახდაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლო. იმისათვის, რომ საკრედიტო ისტორია არ გაფუჭებოდა აღნიშნული სესხის გადაფარვის მიზნით, 2011 წლის 22 აგვისტოს, ი----- ცხ-----ესთან, საკუთარ საცხოვრებელ სახლზე გააფორმა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, სადაც ნასყიდობის საგნის ფასი დაფიქსირდა 170000 აშშ დოლარი, ხოლო გამოსყიდვის ფასი 200000 აშშ დოლარი.

რეალურად, მხარეთა შორის დაიდო, არა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ პროცენტიანი სესხის ხელშეკრულება.

2014 წლის 12 დეკემბერს, ი----- ცხ-----ემ, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება გაასხვისა რ----- თა---------–--ეზე, ხოლო ამ უკანასკნელმა 2017 წლის 25 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით გაასხვისა გ--------- ნა--–--ეზე, რითაც ხელოვნურად შეიქმნა კეთილსინდისიერი შემძენის სურათი. ეს გარიგებები დაიდო ისე, რომ მათ რეალური შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ნასყიდობის თანხა არცერთ შემთხვევაში გადახდილი არ ყოფილა.

ამდენად, ი----- ცხ-----ე, რ----- თა---------–--ე და გ--------- ნა--–--ე სადავო უძრავი ქონების არაკეთილსინდისიერი შემძენები არიან, რის გამოც უნდა გაბათილდეს მათ შორის დადებული ხელშეკრულებები.

2018 წლის 25 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა თ----- მა-–-----ის წარმომადგენელმა და ქალაქ ბ------–------–-–---–-------------ში მდებარე, ამჟამად, მოპასუხე გ--------- ნა--–--ის სახელზე რეგისტრირებულ სადავო უძრავ ქონებაზე (ს/კ 0------------------) ყადაღის დადება მოითხოვა.

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მოპასუხეები არიან სადავო უძრავი ქონების არაკეთილსინდისიერი შემძენები. ისინი მოქმედებენ შეთანხმებულად და ცდილობენ შექმნან კეთილსინდისიერი შემძენის სურათი, რის გამოც არსებობს საშიშროება იმისა, რომ კვლავ განკარგავენ, გაყიდიან სადავო უძრავ ქონებას და სარჩელი დარჩება აღუსრულებელი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, თ----- მა-–-----ის წარმომადგენელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე გ--------- ნა--–--ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა, საკუთრებაში არ------–-----------------------------------------–-- ბ------–-------–-–---–-------------ში (ს/კ 0------------------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

სასამართლომ, სსკ-ის 191-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დაშვებული (აუკრძალავი) იძულებითი ხასიათის იმ ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომელსაც სასამართლო იყენებს მოსარჩელის შუამდგომლობით და რომელიც მიმართულია არა მოსარჩელისათვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანისაკენ, არამედ, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, მისი აღსრულებისკენ.

გარემოება, რომელზედაც განმცხადებელი ამყარებს ვარაუდს, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის თვალსაზრისით, არის სადავო ქონების მოსალოდნელი გასხვისების და განკარგვის საშიშროება.

ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება შეიცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან/და შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, რაც სასამართლოს უქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების (შეუძლებლობის) თაობაზე.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე. ამ პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა ორი ურთიერთდაპირისპირებული მხარის ინტერესების თანაბრად გათვალისწინება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამ კუთხით მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება.

სწორედ ამიტომ, სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის სამომავლო სასარჩელო მოთხოვნის (მოცულობის), ქონების მახასიათებლების (შენობა-ნაგებობის საერთო ფართი და ა.შ.) და ლიკვიდურობის გათვალისწინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე გ--------- ნა--–--ეს უნდა აეკრძალოს, მის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბ------–------–-–---–--------------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0------------------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

ამგვარი სახის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით თავიდან იქნება აცილებული ქონების შესაძლო გასხვისების საშიშროება, ანუ ის საფრთხე, რაზეც განმცხადებელი მიუთითებდა.

დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა გ--------- ნა--–--ის წარმომადგენელმა ა------ ცე–--–--ემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სსკ-ის 199-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე თ----- მა-–-----ისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 10350 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის შეტანის დავალდებულება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, უძრავი ქონება მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, რომლის გასხვისებისა და იპოთეკის აკრძალვაც მოითხოვა თ----- მა-–-----ემ, 2017 წლის 25 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით რეგისტრირებულია გ--------- ნა--–--ეზე, როგორც კეთილსინდისიერ შემძენზე.

2018 წლის 23 ოქტომბერს, გ--------- ნა--–--ემ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით აღნიშნული უძრავი ქონება მიყიდა ჩინეთის მოქალაქეს-ვ-- ჯ----, თუმცა უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად ვერ ახდენს მყიდველზე მის რეგისტრაციას და ადგება მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ:

1. დღეისათვის მყიდველს (ვ-- ჯ----), ნასყიდობის ღირებულების უდიდესი ნაწილი 335000 აშშ დოლარი გადახდილი აქვს და თუკი გ--------- ნა--–--ე ვერ განკარგავს თავის ქონებას, გამოიწვევს მისი მხრიდან ამ ნივთის გასხვისების გამო მიღებული 335000 აშშ დოლარის უკან დაბრუნებას;

2. უძრავი ქონების გაყიდვისა და კლიენტის მოძიებისათვის, 2018 წლის 10 სექტემბრის საშუამავლო ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირს დ----- სა-----ეს გადაუხადა 10350 აშშ დოლარი, თუმცა მყიდველთან (ვ-- ჯ----) ხელშეკრულების მოშლის გამო, შუამავლისთვის გადახდილი თანხა ვეღარ დაბრუნდება, რაც ასევე მისი ზიანია.

ვინაიდან, მოსარჩელის მიერ, არანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა 2017 წლის 25 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას წარმოდგენილი არ ყოფილა, აშკარაა, რომ მოსარჩელე ბოროტად იყენებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას და ცდილობს ხელი შეუშალოს გ--------- ნა--–--ეს თავისი საქმიანობის განხორციელებაში, რომელიც სარგებლობს კარგი რეპუტაციით, არის ერთ-ერთი საუკეთესო სტომატოლოგი, დაფუძნებული აქვს შპს „------“, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსაგან ქ. ბათუმში გადაცემული აქვს მიწის ნაკვეთი ევროპული დონის სტომატოლოგიური კლინიკის მშენებლობისათვის თავისი ლაბორატორიითა და სასწავლო ცენტრით, ხოლო სასამართლო განჩინებით მისთვის დადგენილი შეზღუდვით ირღვევა მისი უფლებები და მხარეთა შორის თანასწორობის პრინციპი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის განჩინებით, გ--------- ნა--–--ის წარმომადგენელის მოთხოვნა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე, ასევე საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან გადმოეგზავნა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ გ--------- ნა--–--ის წარმომადგენლის საჩივარი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შუამდგომლობა უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით, შემდეგში კი დაზუსტებული სარჩელით მიმართა თ----- მა-–-----ემ, მოპასუხეებად დაასახელა ი----- ცხ-----ე, რ----- თა---------–--ე, გ--------- ნა--–--ე და მოითხოვა:

1. 2011 წლის 22 აგვისტოს, ი----- ცხ-----ესთან დადებული, ქალაქ ბ------–------–-–---–-------------ში მდებარე სადავო უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

2. ამ ხელშკრულების, როგორც სესხის ხელშეკრულების დადებულად აღიარება;

3. 2014 წლის 12 დეკემბერს, ი----- ცხ-----ესა და რ----- თა---------–--ეს შორის დადებული სადავო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

4. 2017 წლის 25 სექტემბერს, რ----- თა---------–--ესა და გ--------- ნა--–--ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

5. ქალაქ ბ------–------–-–---–-------------ში მდებარე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარება.

დადგენილია, რომ 2018 წლის 25 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა თ----- მა-–-----ის წარმომადგენელმა და ქალაქ ბ------–------–-–---–-------------ში მდებარე, ამჟამად, მოპასუხე გ--------- ნა--–--ის სახელზე რეგისტრირებულ სადავო უძრავ ქონებაზე (ს/კ 0------------------) ყადაღის დადება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, თ----- მა-–-----ის წარმომადგენელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე გ--------- ნა--–--ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა, საკუთრებაში არ------–-----------------------------------------–-- ბ------–-------–-–---–-------------ში (ს/კ 0------------------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

დადგენილია, რომ დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა გ--------- ნა--–--ის წარმომადგენელმა, მისი გაუქმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სსკ-ის 199-ე მუხლის შესაბამისად, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელე თ----- მა-–-----ისათვის, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 10350 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის შეტანის დავალდებულება მოითხოვა;

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის განჩინებით საჩივარი, ასევე შუამდგომლობა უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზანა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო პალატა განმარტავს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

ამ მუხლის დისპოზიციის თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს აღძრულ ან აღსაძრავ სარჩელთან. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს შეუშლის ან მხარეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.

სარჩელის უზრუნველყოფა თავისი არსით ემსახურება სწორედ მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებების და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის სწრაფ და ეფექტურ უზრუნველყოფას სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ანუ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ გ--------- ნა--–--ის საკუთრებაში რეგისტრირებულია შემდეგი უძრავი ქონება: ქ.ბათუმი, მ--–-–---–ის ქ---------, ს/კ 0------------------ (იხ. ს/ფ 46-47).

განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ თ----- მა-–-----ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ქ.ბ------–------–-–---–--------------ში მდებარე ს/კ 0------------------ უძრავ ქონებაზე დადებული გარიგებების ბათილად ცნობა და ამ ქონების მესაკუთრედ აღიარება.

მოსარჩელეს მითითებით, სადავო გარიგებები ბათილია, რადგან ისინი დადებულია მოსაჩვენებლად, ამასთან, მოპასუხეები არიან უძრავი ქონების არაკეთილსინდისიერი შემძენები.

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (სკ-ის 56-ე, 185-ე მუხლები) და სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივა.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება, არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ მოპასუხის ნებაზე, განახორციელოს გარკვეული მოქმედება-უძრავი ქონება გადასცეს საკუთრებაში მოსარჩელეს. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.

შესაბამისად, თუკი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ეს გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, ამასთან მის აღსრულებამდე გასხვისდება/იპოთეკით დაიტვირთება სადავო უძრავი ქონება, გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება, ვინაიდან, ნივთს ეყოლება ახალი მესაკუთრე, ახალი სამართალურთიერთობის საფუძველზე. აღნიშნული კი ადასტურებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას.

პალატა არ იზიარებს საჩივარში მითითებული საფუძვლებით უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორის მიერ მითითებული საკითხი, რომ იგი არის სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი, წარმოადგენს დავის არსებით მხარეს და სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას უკავშირდება. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საპროცესო ეტაპზე სასამართლო მას არ აფასებს და შემოიფარგლება, მხოლოდ იმის გარკვევით, რამდენად არსებობს ასეთი ღონისძიების გამოყენების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მსჯელობა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფა აუცილებელია-დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივრის დაკმაყოფილებას.

 

სააპელაციო სასამართლომ, ამავდროულად შეისწავლა გ--------- ნა--–--ის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე, გაეცნო საქმის მასალებს მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა შუამდგომლობას უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების თაობაზე დაუსაბუთებელია, უნდა გაუქმდეს და აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისათვის. ერთი მხრივ, მან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა უზრუნველყოს და მეორე მხრივ, მოპასუხეს არათანაზომიერ, გაუმართლებელ ტვირთად არ უნდა დააწვეს.

სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნებისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ კერძო ინტერესს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვას ემსახურება სსსკ-ის 199-ე მუხლი, რომელიც ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რომელიც ექვემდებარება საჩივრის ფორმით გასაჩივრებას. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

ამავე კოდექსის მე-4 მუხლის, 102-ე და 105-ე მუხლების დანაწესების მიხედვით, უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების საკითხზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა შეაფასოს განცხადებასა, თუ საჩივარში მოცემული მხარეთა ახსნა-განმარტებები, სხვა მტკიცებულებები და ისე გააკეთოს დასკვნები უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების მიზანშეწონილობაზე.

განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2018 წლის 23 ოქტომბერს, გ--------- ნა--–--ემ სადავო უძრავ ქონებაზე, ჩინეთის მოქალაქე ვ-- ჯ----სთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფასურის ნაწილი 335 000 აშშ დოლარი უნაღდო ანგარიშწორების წესით გადაეცა გ--------- ნა--–--ეს, თუმცა უზრუნველყოფის ღონისძიებით დადგენილი შეზღუდვის გამო, მყიდველზე მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ვერ განხორციელდა (იხ. ს/ფ 76-86).

საჩივარზე თანდართული, გ--------- ნა--–--ესა და დ----- სა-----ეს შორის დადებული შუამავლობის ხელშეკრულების თანახმად, 2018 წლის 10 სექტემბერს, დ----- სა-----ემ იკისრა სადავო უძრავი ქონების გასხვისება გ--------- ნა--–--ის მიერ 10 350 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ (იხ. ს/ფ 87-91).

საჩივარზე დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებით-ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ირკვევა, რომ 345000 აშშ დოლარის დაბრუნების მოთხოვნით, გ--------- ნა--–--ის წინააღმდეგ, ვ-- ჯ----ს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა იქნა დადებული გ--------- ნა--–--ის საბანკო ანგარიშებზე 345 000 აშშ დოლარის ფარგლებში (ს.ფ.100-109).

ამდენად, საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ გ--------- ნა--–--ის წარმომადგენელის, ა------ ცე–--–--ის შუამდგომლობა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე დასაბუთებულია, ვინაიდან, არსებობს ვარაუდი იმისა, რომ თ----- მა-–-----ის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული შეზღუდვის გამო, გ--------- ნა--–--ეს მიადგეს ზიანი, რაც შეიძლება განისაზღვროს შუამავლობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული თანხით-10350 აშშ დოლარით.

შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ 2018 წლის 03 დეკემბრის განჩინებით არასწორად შეაფასა საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, რის გამოც უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ დაუსაბუთებელი განჩინება მიიღო, რაც ამ ნაწილში მისი გაუქმების და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე და 199-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხისათვის მიყენებული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე გ--------- ნა--–--ის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია, კერძოდ:

თ----- მა-–-----ეს უნდა დაევალოს მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს თიბისი ბანკი, ანგარიშის ნომერი GE51TB7563236120100006) შეიტანოს 10350 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.

თ----- მა-–-----ის მიერ, განჩინებით დადგენილ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ--------- ნა--–--ის (წარმომადგენელი - ა------ ცე–--–--ე) საჩივარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის განჩინება, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფაზე, გ--------- ნა--–--ის წარმომადგენელის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

3. გ--------- ნა--–--ის (წარმომადგენელი - ა------ ცე–--–--ე) შუამდგომლობა უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

4. დაევალოს, თ----- მა-–-----ეს (პ/ნ 6----------), გ--------- ნა--–--ისათვის (პ/ნ 6----------) მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე: სს თიბისი ბანკი, ანგარიშის ნომერი GE51TB7563236120100006 შეიტანოს 10350 (ათიათას სამასორმოცდაათი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (უზრუნველყოფის გარანტია) ამ განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში და ამავე ვადაში წარმოუდგინოს სააპელაციო სასამართლოს თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი;

5. განემარტოს თ----- მა-–-----ეს, რომ განჩინებით დადგენილ ვადაში თანხის გადაუხდელობისა და სააპელაციო სასამართლოსათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელი საბუთის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიება გაუქმდება;

6. საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე