განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100118002539450
საქმე №1ბ/128-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 მარტი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ-------------–---–ის,გამართლებულ: შ-----------–---ის,ადვოკატ: ა-----–-–--------ს,თარჯიმან: ა---------–--------ის
მონაწილეობით,მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის ს-----------–----–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ-----------–------------–---ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მა-------–--------------------–--------–----–--------------------–----------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, შ-----------–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ასევე შ-----------–---ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის ივნისის თვის ბოლოს, მა-------–--------------------–-------–----–--ში, ი-----–----ბის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, შ-----------–---მა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, თუ რატომ გადის სახლიდან და ასევე რატომ აპირებს მუშაობის დაწყებას მაღაზიაში მეუღლის ნებართვის გარეშე, ყელის არეში ხელის ძლიერად მოჭერით, ასევე ხელით თმებში ძლიერად მოქაჩვის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ზ-----------------ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე შ-----------–---ი დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თავის მეუღლეს- ზ---------------ს, იმ შემთხვევაში თუ მაღაზიაში დაიწყებდა მუშაობას, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. უკანასკნელი ორი წლის მანძილზ სისტემატური შეურაცხყოფის გზით შ-----------–---მა ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი მეუღლის - ზ-----------------ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა. შ-------------–---ის მიერ ზ---------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი -ა------------–----.
შ------------–---ს ბრალი დაედო აგრეთვე მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 27 ივნისს, მა-------–--------------------–-------–----–--ში, ი-----–----ბის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, თუ რატომ გადის სახლიდან და ასევე რატომ აპირებს მუშაობის დაწყებას მეუღლის ნებართვის გარეშე, მიაჩნია რა ქალი არ უნდა მუშაობდეს, შ-----------–---ი დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თავის მეუღლეს-ზ---------------ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით შ-----------–---ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
შ-----------–---ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ივნისის თვის ბოლო ეპიზოდი).
შ-----------–---ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (27 ივნისის ეპიზოდი).
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ს-----------–----–--ემ, რომელმაც მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და შ-----------–---ის ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ივნისის თვის ბოლო ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (27 ივნისის ეპიზოდი).
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან, ვინაიდან არასწორად იქნა შეფასებული გამოძიების პროცესში შეკრებილი და სასამართლოში გამკვლეული მტკიცებულებები.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა შ-----------–---ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში შ-----------–---ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად უთითებს დაზარალებულ ზ---------------ს გამოკითხვის ოქმს, მოწმე ა-------------–---ის გამოკითხვის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და მასზე დართულ ფოტოსურათებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, დაზარალებულმა ზ---------------მ (შ-----------–---ის მეუღლე) და მოწმე ა------------–----მ (შ-----------–---ის შვილი) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ზ---------------ს 02.07.18წ. ობიექტური შემოწმებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა (გარდა დაზარალებულ ზ---------------ს და მოწმე ა------------–---ის ჩვენებისა), ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო სხდომაზე შ-----------–---მა არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ გამოძიების პროცესში შეკრებილი და სასამართლოში გამკვლეული მტკიცებულებებით, დასტურდება შ-----------–---ის ბრალდება, ვინაიდან საჩივარში მითითებული გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გამომდინარეობს დაზარალებულისაგან და მოწმე ა------------–---ისაგან მიღებული ინფორმაციიდან, ხოლო როგორც აღინიშნა აღნიშნულმა პირებმა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, რაც არ იძლევა მყარ საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ შ-----------–---მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედებები. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
როგორც აღინიშნა, შ-----------–---მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაზარალებულმა - ზ---------------მ და მოწმე ა------------–---მა ჩვენება არ მისცეს სასამართლოს, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, ზ---------------ს ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა დაზიანების არსებობის ფაქტიც ამ პირობებში ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის და არა მისი მიმყენებელი პირის განსაზღვრა.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ შ-----------–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია გამოძიების პროცესში შეკრებილი და სასამართლოში გამკვლეული მტკიცებულებებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა შ-----------–---ის მხრიდან ზ---------------ს მიმართ ძალადობრივი ქმედების, არასრულწლოვანის თანდასწრებით და მუქარის (ორი ეპიზოდი) ფაქტი.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ შ-----------–---მა ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის
გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა შ-----------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი შ-----------–---ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის ს-----------–----–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი შ-----------–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
შ-----------–---ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
შ-----------–---ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ივნისის თვის ბოლო ეპიზოდი).
შ-----------–---ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (27 ივნისის ეპიზოდი).
შ-----------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
შ-----------–---ს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი