განაჩენი

სისხლის სამართლის 21.03.2019
საქმის ნომერი
190100118002496670
ინსტანცია
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002496670

საქმე №1ბ/377-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მსჯავრდებულ ე-––------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ---------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-––------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონის, განქორწინებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: გ----------, ქ--------–-------–------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის განაჩენით:

ე-––------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

ე-––------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, - პატიმრობა გაუქმდა და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 9 მაისიდან.

 

ე-––------------ს მსჯავრი დაედო მასში რომ მან ჩაიდინა:

 

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 7 მაისს გამთენიისას, ქალაქ გ---------ში, ქ--------–-------–------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანმა ა---------------მ მამას ე-––------------ს უთხრა, რომ თუ არ შეწყვეტდა მასთან არასასურველ ფიზიკურ კონტაქტს, სასქესო ორგანოზე ხელის მოკიდებასა და სხვა სახის სექსუალური ხასიათის ქმედებებს, ამის შესახებ აუცილებლად ეტყოდა ბიძას, - ე-–--------------------ს, რაზეც ე-––------------ი გაბრაზდა და არასრულწლოვან შვილს თმაში ხელი მოსჭიდა და მოქაჩა, ასევე ყელზე მიაჭირა ხელი და უთხრა, რომ მომხდარის შესახებ თუ ვინმეს რამეს ეტყოდა მოკლავდა. ე-––--------------ის ქმედების შედეგად, ა---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე-––------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ---------–-–---–მა. ადვოკატმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ე-––------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულად ვერ ადასტურებს ე-––------------ის ბრალეულობას. აპელანტი აღნიშნავს, რომ ე-––------------ის მიმალვასთან დაკავშირებით არ არსებობს რეალური ინფორმაციის მიმწოდებელი პირი. მოწმე პოლიციელის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის აგრეთვე ე-––------------ის დაკავების ოქმთან. რაც შეეხება მასწავლებლის ჩვენებას ადვოკატი მიიჩნევს, რომ იგი ჩვენების მიცემის დროს იბნეოდა, აშკარა იყო, რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა. სკოლის დირექტორმა კი მხოლოდ ის განაცხადა რომ დარეკა 112-ში. აპელანტი აღნიშნავს, რომ მან დაზარალებულის კანონიერი წარმომადგენლების აცილების შესახებ შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლეს აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია. მისივე განმარტებით ვინაიდან არასრულწლოვანი დაზარალებული დაკითხვის მიმდინარეობისას იძლეოდა ბრალდების მხარისათვის არასასურველ ჩვენებას, ბრალდების მხარემ ერთი საათით შეწყვიტა მისი დაკითხვა ვითომ თარჯიმნის გენდერის გამო.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ მსჯავრდებულ ე-––------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ---------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ე-––------------ის მიერ საქართველოს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

დაზარალებულ ა---------------ს განმარტებით, ე---–-- არის მისი მასწავლებელი. 7 მაისს სკოლაში იყო და სახლში დაბრუნება არ უნდოდა. ამბობდა, რომ მამამისი სახლში სცემდა, თმაზე ექაჩებოდა და ამიტომ არ სურდა სახლში დაბრუნება და ბიძამისთან უნდოდა წასვლა. დეიდამისს დაურეკა, მან უთხრა, რომ ვერ მივიდოდა. ბიძამისს რომ დაურეკეს მან დირექტორს უთხრა, რომ ეშინოდა მამამისის და ვერც ის მივიდოდა. მამა გაკვეთილების გამო სცემდა და საღამოს მაღაზიაში აგზავნიდა არყის და სიგარეტის საყიდლად. მან თავდაპირველად მოსწავლეებს უთხრა, რომ სახლში წასვლა არ უნდოდა, სცემდნენ სახლში. შემდეგ ბავშვებმა უთხრეს ე---–-- მასწავლებელს. გ---------ში ცხოვრობდა მამასთან, მამიდასთან, მამიდაშვილთან და ბებიასთან ერთად. ხშირად მამიდა აგინებდა ა----ის ბაბუას, დედის მამას. მამა ჯერ თმაზე ექაჩებოდა, მერე თავი მიარტყმევინა, თმებით ათრევდა და მუშტი ჩაარტყა ტუჩებში. სცემდა რადგან რუსულ ენაზე კარგად ვერ სწავლობდა. მამამისი მიემგზავრებოდა აზერბაიჯანში და მამიდამ უთხრა, რომ გაერეცხა მისი შარვალი, მანაც გარეცხა. მამამისმა უთხრა თუ რატომ გარეცხა ახლა შარვალი და ამის გამო სწვდა ყელში და შემდეგ ყურის მიდამოში სილა გაარტყა. ერთხელ მამამისის მამიდაშვილის შვილი იყო ავად და ექიმთან ჰყავდათ წაყვანილი, მეორე ბავშვი სახლში იყო და ტიროდა, რადგან დედასთან უნდოდა და მამამისს უნდა დაერტყა მისთვის, მაგრამ ა----მა უთხრა, რომ ცოდო იყო და შეაჩერა, ამის გამო მას დაარტყა. ღამე ძილის საშუალებას არ აძლევდა, ეხუტებოდა ხელებს სტკენდა. ერთად ეძინათ. ეუბნებოდა, რომ ხელები გაეშვა და უნდა დაეძინა და დილით სკოლისთვის ამდგარიყო, მაგრამ მაინც აკეთებდა. ეს ხდებოდა ყოველდღე. ყველგან ეხებოდა. მამა ეუბნებოდა რომ თუ ამას იტყოდა, მოკლავდა. გ---------ში გადასვლამდე ბიძამისთან ცხოვრობდა. მამამ წაიყვანა, დედამისმა არც იცოდა. ეუბნებოდნენ, რომ კარგად მოუვლიდნენ და არ დაუყვირებდნენ, უკეთ მოუვლიდნენ. იცის რომ მშობლები განქორწინებულნი არიან და დედას მისი თურქეთში წაყვანა უნდა. მამამისთან ცხოვრების დროს ბებიამისთან ხანდახან ეძინა.

 

მოწმე ა---------------მა განმარტა, მუშაობს გ----------------------- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. ა--------------- გაიცნო მაშინ, როდესაც ის მათ სკოლაში მივიდა სასწავლებლად, დაახლოებით თებერვლის თვეში. ერთ დღეს უთხრეს, რომ ა--------------- სახლში არ მიდიოდა. მასწავლებელმა უთხრა, ბავშვი სახლში გასაშვები არ იყო, ვინაიდან მამამისთან პრობლემა ჰქონდა, მიზეზი ვერ უთხრეს, ვინაიდან გოგოები იყვნენ და შერცხვათ, ისიც აღარ ჩაეძია. ეზოში იდგნენ მანდატურები და ა---------------, მან ა---------------ს მამის ნომერი ჰკითხა, რომ დაერეკა, ბავშვმა კი უთხრა რომ მამასთან წასვლა არ უნდოდა და ბიძამისთან უნდოდა წასვლა. შემდეგ მან ბიძის ნომერი ჰკითხა, დაურეკა ბიძამის, რომელმაც უთხრა, რომ მამამისის გამო ბავშვის წამოყვანის ეშინოდა. გადაწყვიტეს დაერეკათ პოლიციაში. პირადად მან დარეკა პოლიციაში. ამის შემდგომ ა--------------- პოლიციელებმა წაიყვანეს და კითხვები დაუსვეს, რომელმაც განმარტა, რომ ეშინოდა სახლში წასვლის. მოწმე სხვა შეკითხვების დასმის პროცესს არ დასწრებია. პოლიციაში უთხრეს სახლში წასულიყო, გოგონას მამასთან არ გაუშვებდნენ და ბიძასთან წაიყვანდნენ.

 

მოწმე ე---–-- ვ---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გ----------------------- საჯარო სკოლაში მასწავლებლად. ა--------------- არის მათი სკოლის მოსწავლე. ა----ი მასთან მივიდა და უთხრა, რომ იმ დღეს სახლში წასვლა არ უნდოდა. კითხვაზე თუ რატომ არ უნდოდა სახლში წასვლა ა---------------მ ტირილი დაიწყო, უთხრა რომ ძალადობდნენ მასზე. ბავშვმა უთხრა რომ მამა ეფერებოდა. მან უთხრა, რომ ბავშვს ყველა მამა ეფერება, თუმცა ა----მა უთხრა, რომ სხვანაირად ეფერებოდა. მან ბავშვი დირექტორთან წაიყვანა. თქვა,რომ 112-ზე დაერეკათ, რადგან ბავშვის სახლში გაშვება არ შეიძლებოდა. იგი დამრიგებელიც არ არის, ალბათ ბავშვს ნდობა ჰქონდა და ამიტომ მივიდა მასთან. ბავშვი სახლში არ მიდიოდა, სკოლაში ვერ დატოვებდნენ, ამიტომ 112-ზე დარეკეს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ე---–-- ვ---------ს გამოკითხვის ოქმის ნაწილი, 2018 წლის 14 ივნისის. მოწმე დაეთანხმა მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას.

_ ბავშვმა სთხოვა, რომ თუ შეიძლებოდა მასთან ეცხოვრა. მისი ეს თხოვნა გაუკვირდა. ბავშვი თ---------ის სკოლიდან გადმოვიდა. მშობლები გაშორებულები არიან და ამის გამო გადავიდა. რაც ა----მა განაცხადა, არ იცის რამდენად სიმართლე იყო. ახლა ა--------------- არ არის მისი მოსწავლე. იგი არის სპეცმასწავლებელი და ბავშვებთან შეხება არ აქვს.

 

მოწმე ხ-----------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გ---------- რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის თანამდებობაზე. 2018 წლის 8 მაისს იყო მორიგე, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას გ---------- რაიონულ სამმართველოში, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ სამმართველოში გამოცხადდა გ---------- რაიონის მე-3 სკოლის დირექტორი, ა---------------სთან ერთად და განაცხადეს, რომ ა---------------ზე მამამისი ახორცილებდა სექსუალურ ძალადობას. აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება გამომძიებლის შ----------–--–-–---–ის მიერ. შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ე-––------------მა გაიგო, რომ დაიწყო გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და აპირებდა მიმალვას, რის შესახებაც მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. შეიქმნა ცალკე საგამოძიებო ჯგუფი. ოპერატიულ ინფორმაციაში დემოგრაფიული მონაცემები იყო, მაგრამ ზუსტად არ ახსოვს რა მონაცემები. პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა. პატაკის ირგვლივ გამოიკითხა მოწმის სახით.

 

მოწმე გ-------------------მა განმარტა, რომ მუშაობს გ---------- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. განყოფილებაში 2018 წლის 8 მაისს სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ მოსწავლეს სახლში სცემდნენ, დაიწყო გამოძიება ძალადობის მუხლით. შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ მოძალადე იყო მამა და აღნიშნული პიროვნება, ე-––------------ი იმყოფებოდა გ---------ში. ბავშვი გამოკითხული იყო გამომძიებლის მიერ. საინფორმაციო ბაზაში ამოიღეს სურათი. ოპერატიულ ინფორმაციაში იყო მოცემული მონაცემები. იცოდნენ, რომ აღნიშნული პიროვნება ადრე ნასამართლევი იყო ნარკოტიკებზე. არსებობდა საფრთხე იმისა, რომ ე-––------------ი მიიმალებოდა. 2018 წლის 9 მაისს ღამის საათებში, იგი მოძრაობდა გამომძიებელ შ----------–--–-–---–თან და თარჯიმანთან ა----------------სთან ერთად, რა დროსაც კიროვის ქუჩაზე დაინახეს აღნიშნული პიროვნება. ე. ს--------მა პოლიციის მანქანა რომ დაინახა, შეეცადა გაქცევას. ისინი დაედევნენ, როგორც კი მოჰკიდა ხელი, ბრალდებული გაჩერდა. უშუალოდ მან მოახდინა ბრალდებულ ე-––------------ის დაკავება. ე. ს--------ს განემარტა მისი უფლებები, თარჯიმნის მეშვეობით, გადაეცა დაკავების ოქმი, რომელსაც გაეცნო. დაკავების ოქმი შედგენილი იქნა ადგილზე. დაკავების დრო რაც ოქმშია მითითებული შეესაბამება რეალურ დაკავების დროს. ბრალდებულიც გაეცნო ოქმს, პრეტენზია არ ჰქონია, ხელი მოაწერა და ოქმი გადაეცა. დაკავებისას ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა. სხვა საგამოძიებო მოქმედება არ განუხორციელებია. მას ესმის აზერბაიჯანული ენა და აქედან გამომდინარე მიხვდა რომ თარჯიმანსა და ბრალდებულს შორის კომუნიკაცია შედგა. ბრალდებულთან სახლში არ ყოფილან, კიროვის ქუჩაზე დააკავეს.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ფორმა N1 დადგენილია, რომ 2018 წლის 8 მაისს გ---------- შსს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, რომლის თანახმად, 2006 წლის 31 მაისს დაბადებულ ა---------------ს სისტემატურად აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას და ახორციელებს მის მიმართ გარყვნილ ქმედებას მამა 1----–-–-----------–ს დაბადებული ე-––------------ი.

 

2018 წლის 9 მაისს გადაწყვეტილ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება დაზარალებულის მონაწილეობით, მაგრამ დაზარალებულის რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო მისი ჩატარება ვერ განხორციელდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (ტ. 1. ს.ფ 18-24) თანახმად მოწმემ დაიწყო ისტერიკული ტირილი და ითხოვა, რომ დაუყოვნებლივ გაეყვანათ აღნიშნული ოთახიდან და სახლიდან და არასდროს აღარ მიეყვანათ ამ სახლში. არასრულწლოვანი მოწმის, ა---------------ს, კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე შეწყდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და მეორე ოთახში საგამოძიებო ექსპერიმენტის განხორციელება ვეღარ მოხერხდა, რადგან მოწმემ უარი განაცხადა მასში მონაწილეობის მიღებასა და მოქმედების გაგრძელებაში.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგის თანახმად: მიმმართველი პირი არის საქართველოს მთავარი პროკურატურა, უშუალო მიმმართველი სოციალური მომსახურების სააგენტოს გ---------- რაიონული განყოფილება. ბავშვის სახელი და გვარი ა---- ს--------ა (პ--------------------------------–- 12 წლის, გ---------- საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე, მის: გ---------- მუნიციპალიტეტი სოფელი თ---------ი) მიმართვის თარიღია 2018 წლის 18 მაისი. მიმართვის მიზეზი: არასრულწლოვანზე განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე სამართალდამცავებს მიმართა საგანმანათლებლო დაწესებულებამ (ბავშვმა შესაძლო ძალადობის შესახებ მოუყვა მასწავლებელს); აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო გამოძიება: რუსთავის პროკურატურის მიერ. სოციალური მომსახურების სააგენტოში წარმოდგენილ „ბავშვთა დაცვის მომართვის ბარათში (დანართი #2) მითითებულია ეჭვის წყარო: ბავშვის საეჭვო ქცევა „აქვს შიშები“, „არ უნდა სახლში დარუნდება“, აქვს „სექსის შესახებ ასაკის შეუფერებელი ცოდნა“. საფუძვლიანი ეჭვის წყარო გახდა „ბავშვის პირდაპირი განცხადება, რომ მასზე ხორციელდება ან განხორციელდა ძალადობა“, „ბავშვა გამოკითხვისას დეტალურად აღწერა საქმის ფაქტობრივი გარემოებები“.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სოციალური მომსახურების სააგენტოს გ---------- რაიონულ განყოფილებამ მოითხოვა არასრულწლოვანს ა---------------ს საქმეში ფსიქოლოგის ჩართვა. მომართვის მიზანი: არასრულწლოვნის საკითხის შესწავლაში ფსიქოლოგის ჩართვა. ვიზიტების რაოდენობა: 18.06.2018 წ (შეხვედრა არასრულწლოვან ა---------------სთან), 18.06.2018წ (შეხვედრა ბავშვის ბიძასთან, ე-–--------------------თან). 17. 07.2018 წ (შეხვედრა არასრულწლოვან ა---------------სთან). 30. 07.2018წ (შეხვედრა არასრულწლოვან ა---------------სთან), 02. 08. 2018 წ (შეხვედრა არასრულწლოვან ა---------------თან): 02. 08. 2018 წ (შეხვედრა ბავშვის ბიძასთან ე-–--------------------თან).

 

გამოყენებული მეთოდები: დაკვირვება; ინტერვიუ NCHD-ის (ბავშვთა ჯანმრთელობისა და ადამიანის განვითარების ეროვნული ინსტიტუტი) გამოკითხვის ოქმის მიხედვით; პროექციული სავარჯიშოები „დასამთავრებელი წინადადებები“ „სამი სახლი“, „ბავშვის პიროვნებათაშორისი ურთიერთობები“, „ემოციური მდგომარეობის საკვლევი ლუშერის ტესტი, სავარჯიშოთა კრებული „ბავშვებისთვის, რომლებმაც ძალადობა განიცადეს“.

 

ბავშვთა განვითარების თავისებურებები: ა---- ს--------ას მშობლები განქორწინებულნი არიან; ბავშვი ადრეული ასაკიდან ცხოვრობდა დედასთან და ბიძის ოჯახთან ერთად; ა----ი, მეზობელ ქვეყანაში დედის ყოფნის პერიოდში, მამამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, პირადი ინიციატივით წაიყვანა საკუთარ საცხოვრებელ გარემოში (აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა ა----ის ბებია და მამიდა); სავარაუდოდ მომხდარი ძალადობის შემდეგ, ა--------------- საკუთარი ინიციატივით დაბრუნდა დედის ძმის ოჯახში; არასრულწლოვანი ძალიან გაახარა აღნიშნულ ოჯახში დაბრუნებამ; მოცემულ მომენტში ა----ის დედა ისევ იმყოფებოდა მეზობელ ქვეყანაში, ბავშვთან კომუნიკაცია ხდება ტელეფონით.

 

ქცევაზე დაკვირვება გამოკვლევის პროცესში: ა---------------ს თანმხლები პირი შეხვედრაზე იყო ბიძა ე-–----------------------ი; ვიზიტებზე არასრულწლოვანი იყო კომუნიკაბელური, ჩაერთო შეთავაზებულ აქტივობებში; პასუხობდა დასმულ კითხვებს, საუბრობდა საკუთარი ინიციატივით; მამის ოჯახთან თანაცხოვრების პერიოდზე, ყოფაცხოვრებისა და ურთიერთდამოკიდებულების დეტალებზე საუბრისას თავისუფლად გამოხატავდა აზრებსა და ემოციებს; მამის მხრიდან განხორციელებულ შესაძლო სექსუალური ხასიათის შეხებებზე საუბრისას დაიძაბა, ავლენდა უხერხულობას, სირცხვილის გრძნობას; დროდადრო წყვეტდა ამბის მოყოლას, საუბრობდა ჩუმად, მოკლე ფრაზებით, არ სურდა საუბრის გაგრძელება; მამის მიმართ გამოხატავდა გაბრაზებას, გაღიზიანებას, იმედგაცრუებას; აღნიშნავდა, რომ არ აქვს სურვილი არასდროს მოუწიოს მასთან ცხოვრება, შეხვედრა.

 

შემეცნებითი სფეროს თავისებურებები: გონებრივი და ინტელექტუალური განვითარება შეესაბამება ასაკს, ლექსიკური მარაგი, ზოგადი ცოდნის დონე -ასაკის შესაბამისი.

 

ემოციური განვითარების თავისებურებები: ემოციური მდგომარეობის საკვლევი ტესტის მიხედვით ა---- ს--------ა ავლენს კონფლიქტური სიტუაციიდან გაქცევის ტენდენციას; არ უნდა რომ ჩართული იყოს რაიმე მოსაზრებების, შეხედულებების ან მსჯელობის გამო წარმოქმნილ განხეთქილებაში; გაურბის ვალდებულებებს, შეზღუდვებს და საერთოდ ყველაფერს რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს დამოკიდებულების ძიებაში. განიცდის გარემო ფაქტორების ძლიერ ზეწოლას და არ უნდა მათგან განთავისუფლება; გამოხატულია მერყეობა, თავის თავში დაურწმუნებლობა, შიში გაურკვეველი პრობლემების წინაშე; კონფლიქტის არსებითი მიზეზი შინაგანად გაუცნობიერებელია; ეძებს სტაბილურობას, ემოციონალურ კომფორტს და გარემოცვას, რომელშიც თავს იგრძნობდა თავისუფლად და ექნებოდა ნაკლები პრობლემები.

 

ინტერვიუსა და პროექციულ სავარჯიშოებში ა----ი დედისა და ბიძის ოჯახის წევრების მიმართ ავლენს პოზიტიურ ემოციურ კავშირს, გამოხატულია ძლიერი, სანდო მიჯაჭვულობა; მამისა და მამიდის მიმართ გამოხატულია სუსტი ემოციური კავშირი, ნეგატიური დამოკიდებულება, მამის მიმართ ავლენს გაბრაზებას, გაღიზიანებას, იმედგაცრუებას, უნდობლობას.

 

ძალადობის/პრობლემის ისტორია: ა---- ს--------ა NCHD-ის ოქმის მიხედვით გამოკითხვისას თავიდან აღნიშნა, რომ მის მიმართ არასწორი ქმედება არავის განუხორციელებია; შემდეგ განმარტა, რომ ახლა სადაც ცხოვრობს ბიძის ოჯახში ყველაფერი მოსწონს და სულ უნდა მათთან იცხოვროს; ა----ი აღნიშნული ინფორმაციის გადმოცემისას იყო კატეგორიული, განაგრძო მოყოლა „გ---------ში ვცხოვრობდი მამა(ე-–-–---, მამიდა (ე-–-----), ბებიასთან (შ------) ერთად. იქ არაფერი არ მომწონდა“. დასმულ კითხვაზე „შენ ამბობ რომ არაფერი არ მოგწონდა, ყველაზე მეტად რა არ მოგეწონა?“ პასუხობს: „ჩხუბობდნენ: მამაჩემი ცუდად მიყურებდა; მამიდა მატირებდა; მამა და მამიდა აგინებდნენ ჩემს დედას, ყოველ საღამოს მამაჩემი მგზავნიდა მიდი არაყი მომიტანეო, ეს არ მომწონდა როცა მივდიოდი არყის მოსატანად გზაში მხვდებოდა ძაღლი და მაშინებდა, ძალიან მეშინოდა. დასმულ კითხვაზე: „შენ ამბობ, რომ ჩხუბობდნენ, მომიყევი ამის შესახებ“, პასუხობს „ყოველდღე ჩხუბობდნენ, ერთმანეთს ცუდ სიტყვებს ეუბნებოდნენ“; დასმულ კითხვაზე „ა----- შენ ამბობ, რომ მამ ცუდად გიყურებდა, მომიყევი უფრო მეტი ამის შესახებ“. პაუსოხბს: „ ვჯდებოდი ერთ ადგილას და ცუდად მიყურებდა, ახალი მოსული ვიყავი სკოლიდან ისიც მოვიდა ჩაი რატომ არის ცივი და საჭმელი რატომ არ არის მზადო, მერე ბებია მოვიდა და მოამზადა საჭმელი, საჭმელი ჭამა და წავიდა სამსახურში, საჭმელს რომ ჭამდა ცუდად მიყურებდა, სადაც მისი ადგილი იყო იმ ადგილას რომ დავჯექი, ამაყენა და დამიწყო გინება და თვითონ დაჯდა; სხვა არაფერი არ გაუკეთებია“ დასმულ კითხვაზე „შენ ამბობ რომ მამიდა გატირებდა, მომიყევი უფრო მეტი ამის შესახებ“. პასუხობს: „ერთხელ წვიმდა, მე მივრბოდი დავიღალე და ვსუნთქავდი ხმამაღლა და მითხრა დედაშენს ჰგავხარო და დამიწყო გინება“. დასმულ კითხვაზე: „შენ ამბობ რომ მამა და მამიდა დედაშენს აგინებდნენ, მომიყევი უფრო მეტი ამის შესახებ“. პასუხობს: „ დედას დედ-მამა ჰყავს გარდაცვლილი და იმ გარდაცვლილებს აგინებდნენ“. დასმულ კითხვაზე „შენ ამბობ რომ მამა ყოველ საღამოს გაგზავნიდა არყის მოსატანად, მომიყევი შემთხვევამ რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა“ პასუხობს: „ვიყავი ახალი დაბანილი და მივდიოდი დასაძინებლად, მითხრა მოდი გაიქეცი და არაყი მიყიდეო, არ მინდოდა წასვლა და დააპირა ცემა, იძულებული გავხდი წავსულიყავი, სიბნელე იყო შეშინებული მივდიოდი ისმოდა ძაღლის ხმა, მაინც გავიქეცი, მერე უკან დავბრუნდი და მოვუტანე არაყი; მაშინ მამიდა და ბებია იყო სახლში და მამაჩემის ნათესავი ე-–----- თავის 2 წლის ბავშვთან და 8 თვის ბავშვთან ერთად“. დასმულ კითხვაზე: „შენ ამბობ, რომ უსიამოვნო იყო იმ სახლში ცხოვრება, მეტი მომიყევი ამის შესახებ“ პასუხობს „კი მაბეზრებდნენ თავს, ყველა საქმეს მაკეთებინებდა, მეტი არაფერი“. მერე გააგრძელე „ბებიას ჰქონდა ფეხი გასიებული, მამაჩემი აზერბაიჯანში მიდიოდა, მე არ ვიცოდი, მოვიდა და მითხრა ჩემი შარვალი რატომ არის გარეცხილი, თავის დროზე რატომ არ გავრეცხე მითხრა და კისერში და ყელზე დამარტყა, ისე მეტკინა რომ დამეწვაო“. „ერთხელ მამა აპირებდა იმ 2 წლის ბავშვის ცემას, ჩვენთან რომ იყო სტუმრად, მისი დედა წასული იყო ექიმთან პატარას დიდი ტემპერატურა ჰქონდა, მე მივხვდი რომ ცემას უპირებდა და ბავშვი გავარიდე, ამის გამო მცემა, მუშტი დამარტყა ტუჩზე და სისხლი წამომივიდა, ფეხზე მომარტყა (აჩვენებს მუხლის მხარეს, გვერდით); სახლში მამიდა და ბებია იყო ბებიამ დამინახა რომ დამარტყა. სახლში, რომ მოვიდა ბავშვის დედა იკითხა რატომ ტირისო და უთხრა თავი მომაბეზრა დავუყვირეო; ა-----ი შემდეგ აგრძელებს მოყოლას: „მამამ ამ წლის აპრილში მე თავი მიმარტყმევინა კარადაზე, მოქაჩა და დავარტყი, გონება დავკარგე.. მამიდამ წყალი სახეზე წამისვა და გამოვფხიზლდი, მაშინ მომინდა დედასთან წასვლა; სტუმარს ე-–---ს ვუთხარი, იმან მითხრა აღარ დამელაპარაკო ამაზეო. რამდენიმე დღის მერე მამიდამ მითხრა რატომ არ რატომ არ ელაპარაკებოდიო ე-–---ს და სილა გამაწნა. მამიდამ მითხრა თუ დედაშენთან წასვლა გინდა შიშველი გაგიშვებო. დასმულ კითხვაზე ა-----ი განმარტავს, რომ კლასელებმა ნახეს დაზიანებები. „ორს დავასახელებ ფიდანი და ე-–----- მითხრეს რა გაქვსო, მე მომერიდა და ვუთხარი თვითონ ვიტკინეთქო“ ა-----ი აგრძელებს მოყოლას „მეუბნებოდნენ ძაღლიშვილი ხარო; მერე ერთხელ მამამ გინება რომ დამიწყო მასწავლებელს ვუთხარი მაგინებს მცემს და არ მაძლევს საშუალებას რომ ნორმალურად ვიცხოვრო და მიმეცით ბიძასთქო. მერე წამოვედი პოლიციაში“. დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ სხვა არაფერი ახსენდება, რამე უსიამოვნო. კითხვაზე: შენ პოლიციაში ახსენე რომ იყო მამის მხრიდან არასწორი შეხება შენზე, ახლა ამბობ რომ სხვა არაფერი ყოფილა, რომელი სწორი? „ა-----ი პასუხობს: „კი იყო მე შევდიოდი უკან ოთახში და ის უყურებდა ტელევიზორს, გამორთო, ჩამეხუტა, ხელები მომხვია მკლავებზე, ძალიან ჩამეხუტა და მეტკინა მე ვუთხარი უნდა დავიძინო დილით ადრე უნდა ავდგე და გამიშვითქო მე როცა მინდა მაშინ გაგიშვებო, მერე გამიშვა; ეს მოხდა ერთჯერ მეტად; მე ვუთხარი თუ არ გამიშვებ ჩემს ბიძას ვეტყვითქო, ყელზე მომიჭირა და მითხრა თუ ეტყვი მოგკლავო, მერე გამიშვა. მეტი არაფერი მომხდარა“. დასმულ კითხვაზე“ შენ პოლიციაში თქვი, რომ მამა შეგეხო სასქესო ორგანოზე, ახლა ამბობ, რომ სხვა არაფერი გაუკეთებია, რომელია სწორი? პასუხობს: „სწორია ის, რომ შემეხო. დამაზუსტებელ კითხვაზე უპასუხა, რომ შეეხო სასქესო ორგანოზე და თითქოს ეფერებოდა, გამიშვიო ხელი მე ხო შენი შვილი ვართქო ვუთხარი, მერე რა რომ შვილი ხარო, მერე ვიტირე და გამიშვა“. დასმულ კითხვაზე პასუხობს რომ სასქესო ორგანოზე შეეხო პიჟამოს ზემოდან; ეს გააკეთა 2-ჯერ“. დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ სხვა არფერი ახსენდება. ა----ი აღნიშნავს, რომ სახლში, წინა ოთახში იწვნენ ბებია და მამიდა და ნათესავი, უკან ოთახში, იყო თვითონ სხვა არავინ; შემდეგ განმარტავს,რომ უკან ოთახში წვებოდა მამაც, საწოლი იყო ერთი.

 

შეფასების პროცესში არასრულწლოვანთან გასაუბრებით, ქცევაზე დაკვირვებით ვლინდება, რომ ა---------------ს განვითარება შეესაბამება ნორმას; ბავშვისთვის დედასთან და ახლობლებთან განშორება, მამის ოჯახში შექმნილი შესაძლო ძალადობრივი ქმედებები, მატრამვირებელ და უარყოფით გავლენას ახდენს მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე; ინტერვიუსა და პროექციულ სავარჯიშოებში ა----ი დედასა და ბიძის ოჯახის წევრების მიმართ ავლენს პოზიტიური ემოციური კავშირს, გამოხატულია ძლიერი, სანდო მიჯაჭვულობა; მამისა და მამიდის მიმართ გამოხატულია სუსტი ემოციური კავშირი, ნეგატიური დამოკიდებულება, მამის მიმართ ავლენს ძლიერ გაბრაზებას, უნდობლობას, იმედგაცრუებას, აქვს სურვილი არასდროს შეხვდეს მას.

 

ა----ი მამის ოჯახთან თანაცხოვრების პერიოდზე საუბრისას გადმოსცემს ინფორმაციას უსიამოვნო გამოცდილებაზე (უფროსებს შორის კონფლიქტი, ბავშვის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართვა, დარტყმა). გამოხატავს აზრებს და ემოციებს თავისუფლად დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხის გაცემისას ახდენს შემთხვევათა გამიჯვნას, საუბრობს დეტალურად შესაძლო მომხდარ ფაქტებზე, მამის მხრიდან შესაძლო სექსუალური ხასიათის შეხებებზე საუბროს კონკრეტულად დასმული კითხვის შემდეგ: დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხის გაცემისას, შემთხვევის გამიჯვნისას აღწერს ფაქტებს ზოგადად, მომხდარზე საუბრისას ბავშვის მიერ გადმოცემული აზრი, ემოცია, მიმიკა ჟესტიკულაცია თანხვედრაშია, აღნიშნული აძლიერებს ეჭვს ბავშვის მიერ გადმოცემული ინფორმაციის სარწმუნოობაზე.

 

2018 წლის 9 მაისის გ---------ში, ქ---------–-------–--------------ში ჩატარებული ჩხრეკის ოქმის (ტ.1 ს.ფ. 27-34გ) მიხედვით საცხოვრებელი სახლის მფლობელი ე-–----- ს--------ა წინ ეღობებოდა, რათა არ გაეჩხრიკათ მისი საცხოვრებელი სახლის ოთახები და მასში განთავსებული ლოგინები. იგი ყვირილით გამოხატავდა პროტესტს და ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა ჩხრეკის განხორციელებაში. ხელს უშლიდა დადგენილებაში მითითებული ნივთების დაძებნა ამოღებაში. მიუხედავად ე-–----- ს--------ა ფიზიკური წინააღმდეგობისა, მის სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც შიდა (მეორე) ოთახში კარიდან ხელმარჯვნივ განთავსებული ხის ორსაწოლიანიდან ამოღებული იქნა ვარდისფერი და იასამნისფერი ორნამენტებით, ზოლებით, კუბიკებით და ყვავილებით გაწყობილი ზეწარი (N1), იგივე ოთახში სარკიან კამოდში (ე.წ. ტრილიაჟი) ჩხრეკისას ამოღებული იქნა ვარდისფერი ნაჭრის საღამურები (ე.წ. პიჟამო), ვარდისფერი კუბოკრული (კლეჩატი) გრძელტოტიანი შარვალი და ვარდისფერი, წინ კუბოკრული ნაჭრით გაწყობილი და ორი ცალი დათვის გამოსახულებიანი აპლიკაციით, გრძელსახელოიანი მაისური (წინ ორი ღილით) (N2). პირველი ოთახის შესასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ N1 რკინის საწოლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ლეიბზე გადაკრული ლურჯი და იასამნისფერი ზოლების მსგავსი ორნამენტებიანი ნაჭრის ზეწარი ( N3).

 

2018 წლის 18 მაისის ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის (ტ.1. ს.ფ. 53-56) თანახმად, ა---------------ს საქალწულე აპკის მთლიანობა არ არის დარღვეული, მთელია. ა---------------ს სხეულზე გარეგნულად და უკანა ტანის არეში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღენიშნება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ე-––------------მა ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. მან არ ისარგებლა ასევე საბოლოო სიტყვის უფლებით.

 

სააპელაციო პალატა, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის #397აპ-14 განაჩენი), რომლის მიხედვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ, თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე;

 

სააპელაციო პალატა მიზანშოწონიალდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. ამასთანავე, დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს (იხ. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი).

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სასამართლომ გამონაკლის შემთხვევებში არ გამორიცხა, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება და მიუთითა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი, როგორც მოწმის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს [...].თითოეული საგამონაკლისო შემთხვევის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის შეფასება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნების და ამ მიზნების მისაღწევად გამოყენებული საშუალებების კონტექსტში უნდა მოხდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება, პარ. 36, 38).

 

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულება დაზარალებულ ა---------------ს ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმე ა---------------ას, ე---–-- ვ---------ს ირიბ ჩვენებებთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულ ა---------------ს ზემოაღნიშნული ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობის და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს. ვინაიდან დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია თანმიმდევრულია და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებული არის მიუკერძოებელი, ამასთან, სასამართლოსათვის ჩვენების მიცემის დროს, იგი იყო გულწრფელი. შესაბამისად, აპელანტის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს დაკითხვის დროს დაზარალებული იძლეოდა ბრალდების მხარისათვის არასასურველ ჩვენებას საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული.

 

რაც შეეხება ადვოკატის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმე ე---–-- ვ--------- (მასწავლებელი) ჩვენების მიცემის დროს იბნეოდა, რაც ადასტურებს რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა, ხოლო ა---------------მა (სკოლის დირექტორი) კი მხოლოდ ის განახცადა, რომ 112-ში დარეკა. დაცვის მხარეს ადვოკატის უსაფუძვლო განმარტებების გარდა აღნიშნული გარემობების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულის ე-––------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ---------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ე-––------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ე-––------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

 

ე-––------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 9 მაისიდან.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე ამოღებული ზეწრები, ვარდისფერი საღამური, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ხოლოაშვილი