განაჩენი

სისხლის სამართლის 21.03.2019
საქმის ნომერი
330100115798801
ინსტანცია
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100115798801-1ბ/270-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

19 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: დ---------------

 

მსჯავრდებული: ი-----------------–-------–------------------–-------–-–----- მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-------–-------------------------------------–---------------------–--------------------–-----–-------–-------------------------

 

ადვოკატი: გ--------–--–---–------–--------–--–---–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება;

 

სასჯელი: ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

 

მსჯავრდებული: თ------------------------–---------------------–-------–-–----- ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პ--------------------- დასაოჯახებელი, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზ------------------------------–--------

 

ადვოკატები: გ--------–--–---–------–--------–--–---–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

 

სასჯელი: ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინა სასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი---------–------------------------–-------- ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ--–--------–--–---–----------------–--–---–--- მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ი--- ხ----–--ის და თ-----------–------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

მსჯავრდებულმა ი---------–----------------------–-------- ჩაიდინეს სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ინ--------–---------------------–---–---------------–-------------------------–-------- მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობა არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ინ--------–---------------------–---–---------------–-------------------------–-------- შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიაზე ძვირადღირებული სამედიცინო მედიკამენტების თურქეთიდან და რუსეთიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას უზრუნველყოფდნენ მ--------------–---–-----------------–------, ხოლო მედიკამენტების რეალიზაციას ი---------–----------------------–------------ნიშნულ საქმიანობას ინ--------–--------------------–---–--------------–----------------ურაზ ც------ე ეწეოდნენ ჯგუფურად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე. ინ--------–--------------------–---–--------------–------------------------–-------- 2013-2014 წლებში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, მიღებული აქვთ დიდი ოდენობით ერთობლივი შემოსავალი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მოწმე მ-------------–---–-- ჩვენებით დასტურდება შემდეგი: მუშაობდა თბილისი-ტრაპზონის ავტობუსზე გამცილებლად. ის ხშირად ხედავდა ი---------–----, რომელიც მიდიოდა ავტობუსის მძღოლებთან და უკვეთავდა მედიკამენტების მალულად შემოტანას. თავდაპირველად ი---------–----- თხოვნით რამდენჯერმე შეასრულა თარჯიმნის ფუნქცია, ხოლო როდესაც ინ--------–---- მიხვდა, რომ მისთვის ცნობილი იყო მისი საქმიანობის შესახებ შესთავაზა მასთან მუშაობა, რაზეც დათანხმდა. ი---------–----- დავალებით ტრაბზონის ცენტრში მდებარე აფთიაქში ყიდულობდა მედიკამენტებს, რომელსაც აძლევდა ავტობუსის მძღოლებს, რომლებიც მალავდნენ სამალავში და ყოველგვარი საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით ჩამოჰქონდათ საქართველოში. თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოსვლის შემდგომ, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან - 5----------- მობილური ტელეფონის ნომერზე - 5----------- უკავშირდებოდა ი---------–----, რომელსაც აცნობებდა, რომ ჩამოსული იყო და სთხოვდა წაეღო მედიკამენტები. მედიკამენტების წასაღებად მიდიოდა ხან ინ--------–----, ხან თ-----------–------ე, რომლებიც შემდგომ ახდენდნენ აღნიშნული მედიკამენტების რეალიზაციას. ი---------–----- დავალებით, საქართველოში მედიკამენტები საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით შემოიტანა დაახლოებით 10-12-ჯერ, რომელთა ღირებულებამ ჯამში შეადგინა დაახლოებით 30 000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარი.

 

მოწმე რო-------–------- ჩვენებით დადგინდა, რომ 2013-2014 წლებში მისი კუთვნილი მანქანით ახორციელებდა რეისებს თბილისი-ო-----------ის მიმართულებით. იმყოფებოდა ორჯინიკიძის ვაგზალზე, რა დროსაც მასთან მივიდა მისთვის უცნობი ქალბატონი, რომელმაც გადასცა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მედიკამენტები და კანფეტები და სთხოვა თბილისში წაღება, თან განუმარტა, რომ თბილისში დახვდებოდა ინ--------–---- და გადაეცა მისთვის. აღნიშნულმა ქალბატონმა გადასცა ი---------–----- კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომერი და განუმარტა, რომ მითითებულ ნომერზე შეეძლო დაკავშირება. აღნიშნული პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული მედიკამენტებით, საქართველოში შემოიტანა საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ხოლო თბილისში ჩამოსვლის შემდგომ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრით 5---------22 დაუკავშირდა ი---------–----, რომელსაც უთხრა, რომ ჩამოიტანა ხილი, რადგან ტელეფონში მედიკამენტებს არ ახსენებდნენ და შეთანხმდნენ შეხვედრაზე. ი---------–---- შეხვდა დიდუბის ავტოსადგურში, რომელსაც გადასცა მედიკამენტები. ანალოგიური ფაქტი განხორციელდა 3-4-ჯერ, რის სანაცვლოდ ინ--------–---- უხდიდა 20-30 ლარამდე ოდენობით თანხას. ასევე ი---ს დავალებით, ერთხელ მედიკამენტები გადასცა თ-----------–------ეს.

 

მოწმე ლ--–--–-–--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა ქ. თბილისი, თ-----------------–------------–ი მდებარე ი-------–--------–-–---–--- აფთიაქში ექთნის პოზიციაზე. სწორედ აღნიშნულ აფთიაქში 2013-2014 წლებში გაიცნო ინ--------–----, რომელსაც უკავშირდებოდა მობილურ ტელეფონზე, ხვდებოდნენ აფთიაქის გარეთ და მისგან შეღავათიან ფასში ყიდულობდა მედიკამენტებს. თვეში ყიდულობდა 500 ლარის ღირებულების მედიკამენტებს, რომელსაც აფთიაქის გვერდის ავლით ყიდდა. ი---------–---- მედიკამენტები საიდან მიჰქონდა მისთვის უცნობია, თუმცა მედიკამენტებს ჰქონდა წარწერა, რომლითაც დგინდებოდა, რომ იყო თურქული წარმოების. ინ--------–------- მედიკამენტების შეძენასა და თანხის გადახდაზე ოფიციალური დოკუმენტი არ ფორმდებოდა. მისივე განმარტებით, თ-----------–------ე ი---------–---- ხშირად ახლდა თან.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენებები მისცეს მოწმის სახით დაკითხულმა: ც-–-----------------------–---------------------------------–--------------------------–---–-----–-------------------------------------------------------–----–---------- ამასთან, მოწმე ც-–---- ა------ძემ დამატებით განმარტა, რომ ი---------–-----გან შეიძინა დაახლოებით 1000 ლარის ღირებულების მედიკამენტები; მოწმე ნ--------------- დამატებით განმარტა, რომ ი---------–-----გან შეიძინა დაახლოებით 100-150 ლარის ღირებულების მედიკამენტები; მოწმე მალ------------ დამატებით განმარტა, რომ ი---------–-----გან შეიძინა დაახლოებით 3000 ლარის ღირებულების მედიკამენტები; მოწმე თ--- ხ-----–---–მა დამატებით განმარტა, რომ თ-----------–------ემ შესთავაზა მედიკამენტების შეძენა თუმცა უარი უთხრა. ი---------–-----გან ყიდულობდა მედიკამენტებს, თუმცა ი---ს დავალებით თანხას აძლევდა ვინმე „თ---“; მოწმე კა----------------ა დამატებით განმარტა, რომ ი---------–-----გან შეიძინა დაახლოებით 132 ლარის ღირებულების მედიკამენტი; მოწმე ა---------– ბ--–-------ემ დამატებით განმარტა, რომ მუშაობს აფთიაქ „ი----–-“ წამლების დამფასოებლის პოზიციაზე. ერთხელ დაუკავშირდა თ-----------–------ე, რომელმაც შესთავაზა მედიკამენტების შეძენა, თუმცა უარი უთხრა შეთავაზებაზე და არ შეიძინა მედიკამენტები.

 

მოწმე შა-–---–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ჰყავს უნარშეზღუდული შვილი, რომლისთვისაც სჭირდება დიდი რაოდენობით წამლები. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ი---------–-----გან შესაძლებელი იყო მედიკამენტების შეძენა შეღავათიან ფასად. აღნიშნული მიზნით გაიცნო ინ--------–----, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში უკავშირდებოდა და მისგან ყიდულობდა თვეში დაახლოებით 400-დან 500 ლარამდე ღირებულების მედიკამენტებს. მედიკამენტებს ყიდულობდა, როგორც ი---------–-----გან ისე თ-----------–----------ნ და შესაბამისად, თანხას უხდიდა იმას ვინც მედიკამენტებს მიუტანდა, თუმცა მათ შორის რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტი არ ფორმდებოდა.

 

მოწმე მ---------–------ ჩვენებით დადგენილია, რომ ი---------–----- თხოვნით ხვდებოდა მძღოლს ორთაჭალის სადგურში, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკიდან პოლიეთილენის პარკით ჩამოჰქონდა მედიკამენტები. აღნიშნული მედიკამენტები მიჰქონდა ინ--------–------- თბილისში, წერეთლის გამზირზე ნაქირავებ ბინაში. ინ--------–---- მეგობრობდა თ-----------–----------ან და უნახავს მასთან სახლში.

 

მოწმე გ-------------------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის ოქტომბერში მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ შექმნილი იყო დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ინ--------–----, მ-------------–---–----------–-------------------------------- ი---------–----- და კა----------------ს დავალებით ნაი----–---------------------------–---–- ახდენდნენ თურქეთის რესპუბლიკიდან დიდი ოდენობით მედიკამენტების შემოტანას მალულად. აღნიშნულის თაობაზე პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას, რის შემდგომ გამოიკითხა მოწმის სახით. მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისში, წერეთლის გა------------–ი მდებარე ი---------–----- დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა დიდი რაოდენობით მედიკამენტები. თანამშრომელ ბ----------------ესთან ერთად შეხვდა მ-------------–---–-- რომელსაც განუმარტეს, რომ სჭირდებოდათ თურქეთის რესპუბლიკიდან დიდი ოდენობით მედიკამენტების შემოტანა და სთხოვეს დახმარება. აღნიშნულზე მ-------------–---–-- ფურცელზე დაუწერა მისი კოორდინატები და განუმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში დაკავშირებოდნენ და ნებისმიერ სახის მედიკამენტებს შემოუტანდა.

 

მოწმე გ--–---------–------ვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის ოქტომბერის თვეში გ-------------------–---–-ს პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 192-ე და ამავე კოდექსის 214-ე მუხლებით. პატაკში მითითებული ინფორმაციით დგინდებოდა, რომ შექმნილი იყო ჯგუფი ი---------–-----, კ---------------------------–------------ა მ-------------–---–-- შემადგენლობით, რომლებსაც საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდათ დიდი ოდენობით მედიკამენტები, რომლის რეალიზაციას ახდენდნენ ნ--–-----–----–---–--------–--–----------- აფთიაქში. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა საგამოძიებო მოქმედებები და მიმდინარეობდა ი---------–----- და მ-------------–---–-- მობილური ტელეფონების ფარული მიყურადება და ჩაწერა. 2015 წლის თებერვლის თვეში აღებული იქნა მოსამართლის განჩინება, რის საფუძველზე ჩატარებული იქნა ჩხრეკა ქ. თბილისში, წ-------–----------------ში მდებარე ი---------–----- დროებით საცხოვრებელ სახლში და ქ. თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ი-------–--------–-–---–--- აფთიაქში.

 

2014 წლის 23 ოქტომბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ელექტრონულ საინფორმაციო მონაცემთა ბაზაში განთავსებული ინფორმაცია. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ინ--------–---- (პ----------------------–------–-------------------------437) დამფუძნებელი და დირექტორი, რომელსაც უძრავ-მოძრავი ქონება, შემოსავლები და საზღვრის კვეთები არ უფიქსირდება. მა------------–---–------------------- უძრავ-მოძრავი ქონება და შემოსავალი არ უფიქსირდება. მ-------------–---–ს 2007 წლის 23 სექტემბრიდან - 2014 წლის 21 ოქტომბრის პერიოდში უფიქსირდება 823 გასვლა-შემოსვლა სგპ „სარფის“ გავლით. ნაი----–--------------------------- სახელზე რეგისტრირებულია ოთხი საცხოვრებელი ბინა და ორი მიწის ნაკვეთი, თუმცა დირექტორად ან/და დამფუძნებლად არცერთ ფორმაში არ ფიგურირებს და არც შემოსავლები უფიქსირდება. 2007 წლის 12 მარტიდან - 2014 წლის 19 ოქტომბრამდე პერიოდში უფიქსირდება 404 გასვლა-შემოსვლის ოპერაცია სგპ „სარფის“ გავლით. საინფორმაციო ბაზაში არსებული სპეციალური დამხმარე ველის მეშვეობით დადგინდა, რომ ნაი----–---------------------------–---–- დროის მცირე ინტერვალით (20 წთ) ხშირად ტოვებენ საქართველოს საზღვარს სგპ „სარფიდან“ ერთად და მოგვიანებით კვლავ ერთად ბრუნდებიან საქართველოში ისევ სგპ „სარფიდან“.

 

2014 წლის 29 ოქტომბრის შპს „ჯეოსელის“ სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სპეციალისტის გამომძიებლისადმი მიმართვით დგინდება, რომ მ-------------–---–-- (პ----------------------–----------–---------------------------------------------------------------------------------

 

2014 წლის 5 ნოემბრის შპს „ჯეოსელის“ სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სპეციალისტის გამომძიებლისადმი მიმართვით დგინდება, რომ მობილური ტელეფონის ნომრის 5----------- მფლობელია - ნ-----–- თ-------ე (პ/ნ 0----------).

 

2014 წლის 6 ნოემბრის შპს „მობიტელის“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვან--–-ს გამომძიებლისადმი მიმართვით დგინდება, რომ მ-------------–---–-- სახელზე 2013 წლის 1 ნოემბრიდან რეგისტრირებულია მობილური ტელეფონის ნომერი 5----------5; 2014 წლის 11 სექტემბრიდან 5------------ 2012 წლის 12 მაისიდან 5-----------, ხოლო ნა-----–------ძის სახელზე 2012 წლის 11 იანვრიდან რეგისტრირებულია ტელეფონის ნომერი 5------------

 

2014 წლის 6 ნოემბრის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერებული იქნა ელექტრონულ საინფორმაციო მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაცია. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ შპს „ჯეოსელიდან“ გამომძიებლისადმი მიმართვის წერილის თანახმად: ტელეფონის ნომრის 5------------ის მფლობელია ნათ--–-------------------------–--–---------------------–-----------–--–--------------–-- ქ------ში. თუმცა ელექტრონულ საინფორმაციო მონაცემთა ბაზაში პირადი ნომრით N----------------------------–------------- არამედ არცერთი პიროვნება არ იძებნება. საქართველოში რეგისტრირებულია სულ 12 ნ-----–- თ-------ე, თუმცა არცერთის პირადი ნომერი მსგავსიც კი არაა ჯეოსელის მიერ მითითებულ N----------- პირადი ნომრისა, არცერთი ნ-----–- თ-------ე არაა დაბადებული 1980 წელს და არცერთის საცხოვრებელი მისამართი არაა თბი-–----------------–----------

 

2014 წლის 11 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ დათვალიერებული იქნა მოწმე გ-------------------–---–-ს მიერ წარდგენილი თაბახის ფურცელი, რომელზეც მითითებულია შემდეგი მონაცემები: „მ------- ქ-----–---–ი, პ/ნ 1----------, დ-------------8 წელს, ტელეფონის ნომერი: 5-----------“.

 

2014 წლის 14 ნოემბრის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გამოძიებისადმი მიმართვით დგინდება, რომ მ-------------–---–ი, ნა-----–------ძე, ინ--------–---- და კა---------------- არანაირ ფარმაცევტული საქმიანობის უფლებას არ ფლობენ და მათ მიერ საქართველოში სამკურნალო საშუალებების იმპორტი არ განხორციელებულა.

 

2014 წლის 21 ნოემბრის შპს „ჯეოსელის“ სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სპეციალისტის გამომძიებლისადმი მიმართვით დგინდება, რომ მობილური ტელეფონის ნომერი 5----------- რეგისტრირებულია ა-–---------- ც------ეზე.

 

2014 წლის 3 დეკემბრის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ დათვალიერებული იქნა ელექტრონული საინფორმაციო მონაცემთა ბაზა მობილური ტელეფონის ნომრის: 5---------22-ის მფლობელის რო-------–------- (---------------------------------- და ამავე ნომრის იურიდიული მესაკუთრის გი---------------–---–-------------------- შესახებ მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის გაცნობის და დათვალიერების მიზნით. შპს „მობიტელის" მიერ გაცემული პასუხის თანახმად, ნომრის მფლობელია: გ----------------–---–-- დათვალიერებით დადგინდა, რომ რ---------–-----ს 2014 წლის 12 აგვისტოდან 2014 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უფიქსირდება საქართველოს საზღვრის 164 კვეთის ფაქტი. ყველა შემთხვევაში იგი შემოსულია ეროვნული პასპორტით და არ უფიქსირდება დიპლომატიური პასპორტის გამოყენება.

 

2014 წლის 30 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად, ნება დაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებს, განეხორციელებინათ ფარული საგამოძიებო მოქმედება კა----------------ს სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 59---------- ნომერზე ,,სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა’’ 2014 წლის 30 ოქტომბრიდან 2014 წლის 30 ნოემბრამდე (ტომი 2 - ს.ფ. 23-24);

 

2014 წლის 14 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად, ნება დაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებს, განეხორციელებინათ ფარული საგამოძიებო მოქმედება მ-------------–---–-- სარგებლობაში არსებული ტელეფონის 5----------- ნომერზე ,,სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა’’ 2014 წლის 14 ნოემბრიდან 2014 წლის 13 დეკემბრამდე (ტომი 2 - ს.ფ. 46-48);

 

2014 წლის 26 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად, ნება დაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებს, განეხორციელებინათ ფარული საგამოძიებო მოქმედება ი---------–----- სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5----------- ნომერზე განახორციელონ ფარული საგამოძიებო მოქმედება ,,სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა’’2014 წლის 26 ნოემბრიდან 2014 წლის 25 დეკემბრამდე (2 ტომი - 68-69);

 

2014 წლის 30 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად, გაგრძელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრული ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადა ერთი თვით ორ თვემდე და ნება დაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებს, განეხორციელებინათ ფარული საგამოძიებო მოქმედება კა----------------ს სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 59---------- ნომერზე განახორციელონ ფარული საგამოძიებო მოქმედება ,,სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა’’2014 წლის 30 ნოემბრიდან 2014 წლის 30 დეკემბრამდე (2 ტომი - 79-81);

 

2014 წლის 04 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად, ნება დაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებს, განეხორციელებინათ ფარული საგამოძიებო მოქმედება რო-------–------- სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5----------- ნომერზე ,,სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება დაჩაწერა’’ 2014 წლის 04 დეკემბრიდან 2015 წლის 03 იანვრამდე (2 ტომი - 104-106);

 

2014 წლის 12 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად, გაგრძელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადა ერთი თვით ორ თვემდე და ნება დაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებს, განეხორციელებინათ ფარული საგამოძიებო მოქმედება მ-------------–---–-- სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5----------- ნომერზე განახორციელონ ფარული საგამოძიებო მოქმედება ,,სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა’’2014 წლის 13 დეკემბრიდან 2015 წლის 13 იანვრამდე (2 ტომი - 114-116);

 

2014 წლის 24 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად, გაგრძელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადა ერთი თვით ორ თვემდე და ნება დაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებს, განეხორციელებინათ ფარული საგამოძიებო მოქმედება ი---------–----- სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5----------- ნომერზე განახორციელონ ფარული საგამოძიებო მოქმედება ,,სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა’’2014 წლის 25 დეკემბრიდან 2015 წლის 25იანვრამდე (2 ტომი - 126-128);

 

2014 წლის 30 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად, გაგრძელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 04 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრული ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადა ერთი თვით ორ თვემდე და ნება დაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებს, განეხორციელებინათ ფარული საგამოძიებო მოქმედება რო-------–------- სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5----------- ნომერზე განახორციელონ ფარული საგამოძიებო მოქმედება ,,სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა’’2015 წლის 03 იანვრიდან 2015 წლის 03 თებერვლამდე (2 ტომი - 136-138);

 

თ-----------–------ის მოწმის სახით დაკითხვის ოქმის მონაცემებით დასტურდება, რომ იგი სარგებლობდა ტელეფონის ნომრით 5------------ით (ტ.1 ს.ფ.236-238).

 

2015 წლის 11 თებერვლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ი---------–----- საცხოვრებელ სახლში მდებარე ქ. თბილისი, წ-------–---------------------------ში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ი---------–----- საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები, 21 რვეული შავი ჩანაწერებით, ბლოკნოტი, თაბახის, ბლოკნოტის და რვეულის ფურცლები, ბანკის გადარიცხვის ქვითრები და სხვა არაოფიციალური დოკუმენტები.

 

2015 წლის 11 თებერვლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ. თბილისი, წ-------–-------------------------------------------–-----------------–---------------–- შავი ფერის ,,სონი ვაიოს’’ ფირმის ლეპტოპი.

 

2015 წლის 11 თებერვლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, თ-----------------–---------–- მდებარე ბავშვთა სამყაროს ტერიტორიაზე არსებული ი/მ „ნ--–-----–----–---–--“ სახელზე რეგისტრირებული აფთიაქიდან ამოღებული იქნა ნ--–- ჩ-----–-–---–ის თანამშრომლების: ლ--------------------------------------------------------------------------------------–----------------–-------------------------------------------------------–---------------–----–------------–--–--–-–-------------------------------–-----------–---–-------------------------–--------------------------------–---–-- მიერ ნაწარმოები ე.წ. ,,შავი ჩანაწერები’’. ასევე, ვა----------------ს სავაჭრო ე.წ. ,,დახლიდან’’ ამოღებული იქნა 12 კოლოფი ,,დეპარტინი’’.

 

2015 წლის 11 თებერვლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დოკუმენტების დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ დათვალიერებული იქნა ი---------–----- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ხუთ რვეულში არსებული ე.წ. „შავი ჩანაწერები“, რომლებშიც ფიქსირდება წამლების დასახელება, რაოდენობა და ღირებულება.

 

2015 წლის 19 თებერვლის აქტით დადგინდა, რომ შემოწმების შედეგად, ფიზიკურ პირს „ი---------–----“ ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაეკისრება 3 812 ლარი. მათ შორის, ძირითადი თანხა 2880 ლარი, ჯარიმა - 932 ლარი.

 

აღნიშნული აქტის სისწორე სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მთავარმა ინსპექტორებმა: ბ----- ბ-----–---–მა და მ-----– კ--–-----–--ემ.

 

2015 წლის 2 აპრილის სასაქონლო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ ი---------–----- საცხოვრებელი სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული მედიკამენტების მთლიანი საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 15 549,07 ლარს. ი/მ „ნ--–-----–----–---–--" აფთიაქიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული მედიკამენტის მთლიანი საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 288 ლარს. ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარდგენილი მედიკამენტების მთლიანი საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით შეადგენს 15 837,07 ლარს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----- ნ------ემ.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი---------–------------------------–-------- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016)

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, ი--- ხ----–--ის და თ-----------–------ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, “საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში ი--- ხ----–--ს და თ-----------–------ეს ბრალი ედებათ, რომ ჩაიდინეს სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობა გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მოცემული მუხლის შინაარსის გასარკვევად აუცილებელია განმარტება იმისა, თუ რა არის სამეწარმეო საქმიანობა. აღნიშნული განმარტება მოცემულია „მეწარმეთა შესახებ“ კანონში, რომელიც სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევს მართლზომიერ და არაერთჯერად საქმიანობას, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ფიზიკური და იურიდიული პირების სამეწარმეო საქმიანობა ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას და რამდენადაც რეგისტრაციას კონსტიტუციური მნიშვნელობა აქვს, „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ზუსტად განსაზღვრავს რეგისტრაციის პირობებს. რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირებას, საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 24 ივნისს მიიღო კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, სადაც დეტალურადაა გაწერილი ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის სახეები და ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება წარმოადგენს დანაშაულს.

 

დანაშაულის ცნება მოცემულია სსკ-ის მე-7 მუხლში, რომლის მიხედვითაც დანაშაული არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება. ამდენად, ყველა დანაშაულის შემადგენლობაში, იგულისხმება კონკრეტული ქმედება, ვინაიდან დანაშაული არის სწორედ ქმედება და არა წარმოდგენები, შეხედულებები, მისწრაფებები და ა.შ. მოცემული დანაშაულის გულისხმობს კონკრეტულ ქმედებას და მის გარეშე ის დანაშაულის შემადგენლობას ვერ შექმნის.

 

პალატა განმარტავს, რომ სამეწარმეო საქმიანობა განსაზღვრულ კონტროლს ექვემდებარება, რაც აუცილებელია საზოგადოებრივი უშიშროების, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ბუნებისა და კულტურულ ფასეულობათა დასაცავად. ამ მიზნით აკრძალულია სამეწარმეო საქმიანობის ესა თუ ის სახე ან სხვადასხვა ხასიათის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვებია დაწესებული. კონტროლი სამეწარმეო საქმიანობაზე აუცილებელია ასევე მეწარმეთა დასაბეგრად, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყაროა. სწორედ ამ მიზნების მიღწევას ემსახურება მეწარმეთა რეგისტრაციის დადგენილი წესი და ამა თუ იმ სახის სამეწარმეო საქმიანობაზე სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) მიღების აუცილებლობა. განსახილველი დანაშაულის ობიექტია ის ურთიერთობები, რომელიც აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობას, აგრეთვე სახელმწიფოს ფინანსური ინტერესები, რადგანაც იგი ვერ ღებულობს მეწარმეთა რეგისტრაციისათვის დადგენილ ბაჟს, ლიცენზიის გაცემისათვის გადასახადს, ასევე სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილ შესაბამის გადასახადებს. დანაშაულის ობიექტური მხარე სამი ნიშნით ხასიათდება: ქმედება, მძიმე შედეგი, რაც გამოიხატება მნიშვნელოვან ზიანში ან დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებაში და მიზეზობრივი კავშირით ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; ობიექტურ მხრივ მოცემული დანაშაული გამოიხატება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში რეგისტრაციის გარეშე. მეწარმის სტატუსის შეძენა ხდება რეგისტრაციის შემდეგ, რაც იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს, სწორედ ამ მომენტიდან იძენს სამეწარმეო საქმიანობა კანონიერ სახეს. ამდენად, უკანონოდ ჩაითვლება სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე;

 

საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარი შეთანხმებით ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა ი--- ხ----–---მა და თ-----------–------ემ შერაცხული დანაშაული ურთიერთშეთანხმებული ქმედებებით ერთობლივად, ჯგუფურად განახორციელეს. დანაშაული დამთავრებულად ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ან დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მომენტიდან. ქმედების სუბიექტური შემადგენლობა განზრახვას გულისხმობს, მოტივი კი ანგარებითია; ამასთან პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

 

რაც შეეხება კონკრეტული მსჯავრდებულების სამეწარმეო საქმიანობას რეგისტრაციის გარეშე ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, აღნიშნული უნდა გაირკვეს ინდივიდუალურად საქმის მასალებზე დაყრდნობით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით კერძოდ, მოწმე მ-------------–---–-- ჩვენებით დადასტურებული იქნა, რომ მუშაობს ავტობუსის გამცილებლის პოზიციაზე თბილისი-ტრაპზონის მიმართულებით, რომელსაც ი---------–----- დავალებით შემოჰქონდა მედიკამენტები საბაჟო კონტროლისგან მალულად, რომელსაც აწვდიდა ი---------–---- და თ-----------–------ეს. ჯამში მედიკამენტები შემოიტანა 10-12-ჯერ, რომელშიც გადაიხადა დაახლოებით 30 000 აშშ დოლარი. მისივე ჩვენებით, თ-----------–------ეს იცნობდა, როგორც ი---------–----- მეგობარს და მასთან ჰქონდა ურთიერთობა მედიკამენტების ირგვლივ, რომლებიც შემდგომ ახდენდნენ მედიკამენტების რეალიზებას.

 

მოწმე რო-------–------- ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს ტაქსზე ო-----------ე-თბილისის მარშუტზე. მასთან მივიდა ქალბატონი, რომელმაც სთხოვა, რომ ი---------–-----ათვის წაეღო მედიკამენტები. ჩამოჰქონდა მედიკამენტები, რომელსაც აძლევდა ი---------–----, ხოლო ინ--------–------- შეთანხმებით და მისივე დავალებით, მედიკამენტებს ასევე აძლევდა თ-----------–------ეს.

 

მოწმე მ---------–------ ჩვენებით დადგინდა, რომ ი---------–----- თხოვნით ხვდებოდა მძღოლს ორთაჭალის სადგურში, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკიდან პოლიეთილენის პარკით ჩამოჰქონდა მედიკამენტები, რომელიც მიჰქონდა ინ--------–------- თბილისში, წერეთლის გამზირზე ნაქირავებ ბინაში. ინ--------–---- მეგობრობდა თ-----------–----------ან და მასთან ხშირად უნახავს სახლში.

 

მოწმეთა: ლ--–--–-–--------ს, ც-–-----------------------–---------------------------------–--------------------------–---–-----–--–--------------------------------------------------------–--------- ჩვენებით დადგინდა, რომ მათ მედიკამენტებით ამარაგებდა ინ--------–----, რომელსაც შემდგომ ყიდიდნენ. მოწმე შა-–---–--------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ი---------–-----გან და თ-----------–----------ნ ყიდულობდა მედიკამენტებს.

 

ი---------–----- და თ-----------–------ის ურთიერთკავშირი მედიკამენტების შემატანასა და რეალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით გარდა ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებებისა ასევე დასტურდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ტკიცებულებები. (ტ. 2 ს.ფ.166, 176, 192)

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებს ნება დაერთოთ განეხორციელებინათ ფარული საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ ,,სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა’’ ი---------–----- (ტელ: 5-----------), კ------ ა--------ის (ტელ:5-----------), მ-------------–---–-- (ტელ: 5-----------); რო-------–------- (ტელ5-----------) ტელეფონის ნომრებზე, რაც განხორციელებული იქნა;

 

ი---------–----- და თ-----------–------ის დანაშაულებრივი ქმედება ასევე დადასტურდა, საქმეზე გამოკვლეული ფარული ჩანაწერებით, სადაც საუბარია მედიკამენტების შემოტანაზე, მძღოლის დახვედრაზე, მედიკამენტების გამორთმევაზე და თანხის გადახდაზე.

 

2015 წლის 19 თებერვლის აქტით დადგინდა, რომ ი---------–---- ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაეკისრა 3812 ლარი. 2015 წლის 11 თებერვალის ი---------–----- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით და ნ--–- ჩ-----–-–---–ის აფთიაქის ჩხრეკის ოქმით დადგინდა, რომ ჩხრეკისას ამოღებული იქნა არარეგისტრირებული მედიკამენტები, ხოლო 2015 წლის 2 აპრილის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ი---------–----- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას და ნ--–- ჩ-----–-–---–ის აფთიაქის ჩხრეკისას ამოღებული მედიკამენტების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 15837,07 ლარი.

 

ასევე, წერილობითი მტკიცებულებათა გამოკვლევისას უტყუარად დადასტურდა ის გარემოება, რომ არცერთი მსჯავრდებული მეწარმეთა რეესტრში რეგისტრირებული არ არის და მათზე არც მედიკამენტების გაყიდვის ლიზენცია გაცემულა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება რომ ი--- ხ----–--მა და თ-----------–------ემ ჩაიდინეს სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. პალატა უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

ამასთან პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უდანაშაულობის შესახებ, დაცვის მხარის პოზიცია თითქოსდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ არის თანხვედრაში საფუძველს მოკლებულია. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარემ ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც არათუ უარყოფდა, არამედ ეჭვს მაინც შექმნიდა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების უტყუარობაში, რომ ეს ეჭვი მსჯავრდებულთა სასარგებლოდ ყოფილიყო გადაწყვეტილი. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის: სახეზეა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი---------–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

თ-----------–------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და განმარტავს, რომ სასჯელი პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე, სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს მსჯავრდებულების პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის/მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დამნაშავეების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავეების პიროვნება. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ი--- ხ----–--ის და თ------- ც------ის განსაზღვრული სასჯელები სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი, ი--- ხ----–--ის და თ------- ც------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება - შავი ჩანაწერების ამსახველი დოკუმენტები, რაც მოპოვებული იქნა 11.02.2015 წელს ი-------–----- სახლის ჩხრეკის შედეგად და რომლებიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოში, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები, რომლებიც ამოღებული იქნა 11.02.2015 წელს ი-------–----- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისა და ი/მ „ნ--–-----–----–---–--” აფთიაქის ჩხრეკის შედეგად და რომლებიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ი---------–-----ა და თ-----------–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების გ--–- ნ-----–--–---–ის და გ--------–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

3. ინ--------–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4.ი---------–----- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

5. თ-----------–------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

6.თ-----------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

7.ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შავი ჩანაწერების ამსახველი დოკუმენტები, რაც მოპოვებული იქნა 11.02.2015 წელს ი-------–----- სახლის ჩხრეკის შედეგად და რომლებიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოში, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები, რომლებიც ამოღებული იქნა 11.02.2015 წელს ი-------–----- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისა და ი/მ „ნ--–-----–----–---–--” აფთიაქის ჩხრეკის შედეგად და რომლებიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. ჯეირანაშვილი