განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117002166344
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2389-18 21 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი _ ნ--–----–--–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარე _ ს-----------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
1. 2017 წლის 09 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მომართა სს----------------- წარმომადგენელმა მოპასუხე ნ--–----–--–-–---–-ს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 იანვარს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს----------------- სარჩელი დაკმაყოფილდა:
2.1. ნ--–----–--–-–---–- სს----------------- სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 29 აგვისტოს განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1547.62 ლარის გადახდა;
2.2. ნ--–----–--–-–---–- სს----------------- სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 10 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2013 წლის 29 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 999.10 ლარზე, აღსრულებამდე, წლიური 42%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 34.96 ლარს.
2.3. ნ--–----–--–-–---–- სს----------------- სასარგებლოდ დაეკისრა 20---–-–----------------- საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2861.20 ლარის გადახდა;
2.4. ნ--–----–--–-–---–- სს----------------- სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 10 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 20---–-–----------------- საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2436.88 ლარზე, აღსრულებამდე პირგასამტეხლოს 0,5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 12.18 ლარს), მაგრამ ჯამში არაუმეტეს 500 ლარისა.
2.5. ნ--–----–--–-–---–- ს------------------ სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–----- დეკემბრის საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 747.90 ლარის გადახდა;
2.6. ნ--–----–--–-–---–- სს----------------- სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 10 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2----–-–----- დეკემბრის საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 529.34 ლარზე აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს 0,5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.64 ლარს), მაგრამ ჯამში არაუმეტეს 500 ლარისა.
2.7. ნ--–----–--–-–---–- სს----------------- სასარგებლოდ დაეკისრა 2----–-–----- იანვრის საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების- 1594.78 ლარის გადახდა;
2.8. ნ--–----–--–-–---–- სს----------------- სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 10 ოქტომბრიდან (დავალაინების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2----–-–----- იანვრის საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1250 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს 0,5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 6.25 ლარს), მაგრამ ჯამში არაუმეტეს 472 ლარისა.
2.9. ნ--–----–--–-–---–- სს----------------- სასარგებლოდ დაეკისრა 2----–-–---------–---- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 758.37 ლარის გადახდა;
2.10. ნ--–----–--–-–---–- სს----------------- სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 10 ოქტომნრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2----–-–---------–---- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 499.90 ლარზე, აღსრულებამდე, წლიური 36%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 14.99 ლარს.
2.11. ნ--–----–--–-–---–- სს----------------- სასარგებლოდ დაეკისრა 2----–-–-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1087.74 ლარის გადახდა;
2.12. ნ--–----–--–-–---–- სს----------------- სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 10 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2----–-–-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 749.69 ლარზე, აღსრულებამდე, წლიური 36%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 22.49 ლარს.
3. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით 2018 წლის 01 თებერვალს სასამართლოს საჩივრით მიმართა ნ--–----–--–-–---–--. მოპასუხემ მოითხოვა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მან სარჩელზე შესაგებლის დროულად წარმოდგენა ვერ შეძლო საპატიო მიზეზით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 მარტის განჩნებით ნ--–----–--–-–---–-ს საჩივარი 2018 წლის 09 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 6 მარტის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
6.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა საჩივრის ავტორის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით. კერძოდ, აპელანტის დედის მძიმე ავადმყოფობის გამო.
6.2. აპელანტმა 2018 წლის 20 ნოემბრის სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით, აღიარა სესხის ძირი თანხისა და ჯარიმის ოდენობა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
10. მოპასუხე ნ--–----–--–-–---–- სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2017 წლის 15 დეკემბერს და შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღის ვადა. მოპასუხე გაფრთხილებულ იქნა შესაგებლის წარმოუდგენლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე.
11. მოპასუხემ შესაგებელი სასამართლოში დადგენილ ვადაში არ წარადგინა, რის გამოც საქმეზე გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
12. პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას და მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო გარემოება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
12.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
12.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, ამავე კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
12.3. მოცემულ შემთხვევაში, სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო გარემოების არსებობის საფუძვლით, საპატიო გარემოებად კი დასახელებულია მოპასუხის დედის ავადმყოფობა.
12.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
12.5. ამდენად, საპროცესო ნორმა პირდაპირ განსაზღვრავს მტკიცებულების სახეობას, რითაც შეიძლება დადასტურებულად იქნეს მიჩნეული ავადმყოფობა, როგორც პროცესზე წარმოუდგენლობის საპატიო გარემოება. კერძოდ, როგორც 215–ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ასეთ მტკიცებულებას წარმოადგენს სამედიცინო ცნობა, რომელიც ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
12.6. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობას დაადასტურებდა.
12.7. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო გარემოების არსებობა, რაც შეიძლებოდა სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გამხდარიყო. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სასამართლო აქტები გამოტანილია საპროცესო ნორმების დაცვით. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
13. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
საპროცესო ხარჯები
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
22. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ--–----–--–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე