განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820311718002681957
საქმე N3/ბ-468-18წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) − ი-----–- ჯ--------, ჯ------- ჯ-------- წარმომადგენლები − ნინო ს--------, ანა ბ-------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (განცხადების ავტორი) − ა------ თ-----, ხ--- თ-----
წარმომადგენელი − შოთა ჯ---–---
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მხარეები (მოპასუხეები):
1. ა------------ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
წარმომადგენელი − ლია გ------
2. ა------------ მთავრობა
წარმომადგენელი − რესან შ----–---
3. ს----–-–-------------- ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი − გ-------– ხ----–---
4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (დაუსწრებლად)
მესამე პირი − ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი − ლევან ბერიძე
დავის საგანი − ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება − ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა − ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 სექტემბრის განჩინების გაუქმება და განმცხადებელთა მოთხოვნის უარყოფა
კერძო საჩივრის განხილვის ფორმა − ზეპირი მოსმენის გარეშე
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე და კერძო საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:
2015 წლის 27 თებერვალს ი-----–- ჯ--------მ და ჯ------- ჯ--------მ სარჩელით მიმართეს ხ--–---------ს რაიონულ სასამართლოს ა------------ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ა------------ მთავრობის, ს----–-–-------------- ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ხ--–---------ს სარეგისტრაციო სამახურის მიმართ (მოცემულ დავაში მესამე პირად ჩაება ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის გამგეობა) და მოითხოვეს ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მდებარე 19167.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ნაწილში (საკადასტრო კოდი 22.21.10.168) ბათილად ყოფილიყო ცნობილი:
– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 31 ოქტომბრის N01-22/3619 მიმართვა;
– საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ--–---------ს სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება N222007005781;
– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 31 ოქტომბრის N01-22/3619 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
– ს----–-–-------------- ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 31 ოქტომბრის N1/1-984 ბრძანება სადავო უძრავი ქონების ხ--–---------ს მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
– საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ--–---------ს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება 882013546589-03 სადავო უძრავი ქონების ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ;
– საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 22 აპრილის 1-1/146 გადაწყვეტილება ი-----–- ჯიჯავაძის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
– საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 11 მარტის 1-1/90 გადაწყვეტილება ჯ------- ჯიჯავაძის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
– საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ--–---------ს სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 3 დეკემბრის N8820146440185 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 3 თებერვლის №22006 გადაწყვეტილება;
– საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ--–---------ს სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 3 დეკემბრის N8820146440189 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 თებერვლის 39705 გადაწყვეტილება ი-----–- ჯიჯავაძის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
ასევე მოსარჩელეებმა მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ--–---------ს სარეგისტრაციო სამსახურს დავალებოდა გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის სოფ. განთიადში მდებარე 2500 კვ.მ. და 2000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდებოდა ი-----–- ჯიჯავაძის და ჯ------- ჯიჯავაძის საკუთრების უფლებით.
ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე №3/20) ი-----–- ჯიჯავაძის და ჯ------- ჯიჯავაძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გასაჩივრებულ ნაწილში, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ--–---------ს სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის სოფ. განთიადში მდებარე 2500 კვ.მ. და 2000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ი-----–- ჯიჯავაძის და ჯ------- ჯიჯავაძის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ.
ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებით.
2018 წლის 07 ივნისს ა------ თებიძისა და ხ--- თებიძის წარმომადგენელმა შოთა ჯ---–---მ განცხადებით მიმართა ხ--–---------ს რაიონულ სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა მოტივით ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №3/20) ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა;
განმცხადებლის განმარტებით, 2011 წლიდან ა------ თ----- და ხ--- თ----- დავას აწარმოებდნენ კომლის საკუთრებაში გადაცემული და აღიარების წესით მიღებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარებისა და შესაბამისი რეგისტრაციისათვის. დავამ გაიარა ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში ადმინისტრაციული წარმოება, ა------------ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ადმინისტრაციული წარმოება, ა------------ მთავრობაში ადმინისტრაციული წარმოება. შემდეგ სასამართლო ადმინისტრაციული დავა ხ--–---------ს რაიონულ სასამართლოში და გაიარა სასამართლოს სამივე ინსტანცია.
ხ--- თ-----ზე საკუთრების აღიარების წესით მიწის ნაკვეთის მიღებაზე აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მითითებით ჩატარდა დამატებით ადმინისტრაციული წარმოება და შემოწმდა საკუთრებაში მიწის ნაკვეთის აღიარების კანონიერება. კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც მონაწილეობდა სამინისტროს წარმომადგენელიც, რამდენჯერმე ადგილზე გასვლით გააკეთა დასკვნა, რომ ხ--- თ-----ზე საკუთრების აღიარება მოხდა კანონის სრული დაცვით, რის გამოც ამ მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა. მიუხედავად აღნიშნულისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელიც მიწის ნაკვეთებზე 2013 წელს მიმდინარე დავების დროს, წარმოადგენდა მესაკუთრეს, სახელმწიფო საკუთრება არ მოხსნა მიწის ნაკვეთებზე სრულიად უპასუხისმგებლოდ და დაუსაბუთებლად. აღნიშნულის გამო სამინისტროს გადაწყვეტილება ხ--- და ა------ თ-----ების მიწის ნაკვეთების ნაწილში გასაჩივრებული იქნა აჭარის არ მთავრობაში. 2013 წლის 1 ივლისს ა------------ მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გამოსცა №134 ბრძანება და დააკმაყოფილა საჩივარი, ხოლო ა------------ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, რომ ერთი თვის ვადაში ხ--- და ა------ თებიძის განცხადებებზე მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
ა------------ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იგნორირება გაუკეთა მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებას, დაახლოებით 4 თვის განმავლობაში გააჭიანურა საკითხის განხილვა და 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს თანხმობა მისცა საქართველოს ქონების ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთი 19167.00 კვ.მეტრი, რომელშიც შედიოდა ხ--- და ა------ თ-----ების მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, გადაცემოდა ხ--–---------ს მუნიციპალიტეტს, რითაც ხელოვნურად შექმნა ახალი ადმინისტრაციული სასამართლო დავის დაწყების საფუძველი. ამ მოქმედებაზე ადმინისტრაციულმა საჩივრებმა სასურველი შედეგი არ დააყენა.
2015 წლის 03 ივლისს ადმინისტრაციული სარჩელი იქნა წარდგენილი ხ--–---------ს რაიონულ სასამართლოში. 2016 წლის 10 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება, რითაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა ხ--- და ა------ თ-----ების სარჩელი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ს----–-–-------------- ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 31 ოქტომბრის №1/1-984 ბრძანება, რის საფუძველზე აჭარის ქონება გადაეცა ხ--–---------ს მუნიციპალიტეტს. ა------------ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაევალა გამოეცა აქტი, რომლითაც მოიხსნებოდა ხ--- და ა------ თ-----ების მიწის ნაკვეთზე ს----–-–-------------- ზედდება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, რომლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოების საკასაციო პრეტენზიები დაუშვებლად იქნა ცნობილი.
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად ა------------ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ზედდებისაგან გაათავისუფლა მიწის ის ნაკვეთი, რომლის კანონიერი მესაკუთრეობა დაიდგინეს ხ--- და ა------ თ-----ებმა. ხ--- თ-----ს სოფ. განთიადში საკუთრების აღიარების №60 მოწმობით 2010 წლის 9 მარტს საკუთრებაში ნაღიარები ჰქონდა 1101 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო ა------ თებიძის სასოფლო სამეურნეო კომლს 1999 წლიდან საარქივო მონაცემებით ეწერა 0,20 ჰა დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთი.
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის შესაბამისად ხ--- და ა------ თ-----ებს 2017 წლის ივნისში და სექტემბერში მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების რეგისტრაცია მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში. რეგისტრაცია გაჭიანურდა, რადგან სარეგისტრაციო სამსახურმა ორივე მიწის ნაკვეთზე მოითხოვა ხ--–---------ს მუნიციპალიტეტისაგან მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირებაზე ინფორმაცია, რაც საჭირო არ იყო, მით უფრო ხ--- თებიძის მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, რადგან იგი მიღებული ჰქონდა ხ. თ-----ს აღიარების წესით. სოფ. განთიადში ხ--–---------ს გამგებლის წარმომადგენელმა მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება არ დაადასტურა, რაც გასაჩივრდა გამგეობაში. ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ხ--–---------ს რაიონის გამგებელმა 2017 წლის 21 სექტემბერს გამოსცა ბრძანება №1270 და ძალადაკარგულად ცნო ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის გულნაზ ღლონტის მიერ გაცემული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №00002“ ანუ გაუქმდა იდენტიფიცირებაზე წარმომადგენლის უარყოფითი დასკვნა.
ამის შემდეგ საკითხი იმის შესახებ, რომ ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას უარი ეთქვა (მიეტოვებინა) ხ--- და ა------ თ-----ების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი 2018 წლის 18 იანვარს განხილული იქნა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. მიღებული №04 განკარგულებით საკრებულომ თანხმობა გამოთქვა მიწის ნაკვეთის მიტოვებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის გამგეობამ (ამჟამად მერიამ) გადაუგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელსაც თან დაურთო აზომვითი ნახაზები და СD დისკები.
ხ--–---------ს რაიონის მიერ მიწის მიტოვებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება არაერთხელ შეჩერდა და განახლდა, მაგრამ მიწის ნაკვეთის მიტოვების რეგისტრაცია ვერ დასრულდა გაუგებარი მიზეზების გამო. რამდენჯერმე გამოიგზავნა წერილები ხ--–---------ს მერიიდან მიცემული ხარვეზის შევსებაზე, თუმცა შეჩერებული წარმოება განახლდებოდა და რამდენიმე დღეში კვლავ ჩერდებოდა. სახელმწიფო ორგანოებს შორის ვერ იქნა მიღწეული, რომ სარეგისტრაციო წარმოება მიტოვებაზე დასრულებული ყოფილიყო. ყოველი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტზე საქმის კურსში აყენებდნენ გამგეობის პასუხისმგებელ პირებს და თხოვდნენ საკითხის გარკვევას. ორჯერ სამსახურის ხელმძღვანელი ჩაიყვანეს და შეახვედრეს სარეგისტრაციო სამსახურის აჭარის კოორდინატორს, რამაც სასურველი და დროული შედეგი არ გამოიღო. საკუთრების მიტოვებაზე სარეგისტრაციო წარმოების გაჭიანურება აჩერებდა ხ--- და ა------ თ-----ების საკუთრების რეგისტრაციას.
2018 წლის ივნისის დასაწყისში (01 ივნისს, პარასკევს) ცნობილი გახდა, რომ ხ--- და ა------ თ-----ების რეგისტრაცია მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შეუძლებელია, რამდენადაც ამ ნაკვეთებზე მოხდა ვინმე ი-----–- და ჯ------- ჯ------------ საკუთრების რეგისტრაცია. 2018 წლის 02 ივნისს მოითხოვეს რეგისტრაციის საფუძველი, რომლის თაობაზე პასუხი მიიღეს 2018 წლის 04 ივნისს. აღმოჩნდა, რომ ი-----–- და ჯ------- ჯ------------ საკუთრება დარეგისტრირდა ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.
მოწინააღმდეგე მხარის - ი-----–- და ჯ------- ჯ------------ წარმომადგენელი ანა ბ-------–---–- არ ეთანხმება მოთხოვნას გადაწყვეტილების გაუქმებაზე. მისი განმარტებით, სასამართლომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში ი-----–- და ჯ------- ჯ------------ საკუთრებაში დაუზუსტებელი მონაცემებით. გარდა აღნიშნულისა, არ არსებობდა მთლიანი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან დავა ეხებოდა მხოლოდ 800 კვ. მეტრამდე მიწის ფართს, სხვა ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა იყო უკანონო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
მოპასუხე - ა------------ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი ლია გ------ დაეთანხმა ა------ თებიძისა და ხ--- თებიძის განცხადებაშის მითითებულ მოთხოვნას, ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
მოპასუხე - ა------------ მთავრობის წარმომადგენელი რესან შ----–--- დაეთანხმა ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნას.
მესამე პირის - ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ლევან ბერიძე დაეთახმა ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნას.
გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი
ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 სექტემბრის განჩინებით ა------ თებიძისა და ხ--- თებიძის განცხადება ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე (N3-20-15) და განახლდა საქმის წარმოება.
სასამართლომ განჩინება მიიღო შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებით:
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’-,,ვ’’ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
განცხადებაზე თანდართული დოკუმენტებითა და წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე 2018 წლის 10 მაისს ჯ------- ჯიჯავაძის სახელზე, ხოლო 2018 წლის 01 ივნისს ი-----–- ჯიჯავაძის სახელზე საჯარო რეესტრში განხორციელდა უძრავი ქონების-მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია, რომლის ნაწილზეც პრეტენზია გააჩნდათ განმცხადებლებს. აღნიშნულ ნაკვეთზე მათ მიერ დავა მომდინარეობდა 2011 წლიდან და ი-----–- და ჯ------- ჯ------------ სარჩელის წარმოების დროს, ამავე სასამართლოში განიხილებოდა მათი სარჩელიც. სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ ჯ------- და ი-----–- ჯ------------ წამომადგენლები ითხოვდნენ აღნიშნული საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანებას, რადგანაც დავა ეხებოდა ერთი და იგივე მიწის ნაკვეთს, თუმცა ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის საოქმო განჩინებით უარი ეთქვათ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ არსებობდა ახლად აღმოჩენილი გარემოება და მისი ბათილად ცნობის საფუძველი, რამდენადაც არ იყვნენ სხდომაზე მოწვეული პირები, რომელთა ინტერესებს უშუალოდ შეეხებოდა გადაწყვეტილება. განმცხადებლებისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო აღნიშნული დავის შესახებ, ისინი წარადგენდნენ სათანადო მტკიცებულებებს და გადაწყვეტილება მათ ქონებას აღარ შეეხებოდა.
საბოლოოდ სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ა------ და ხ--- თ-----ების მიერ განცხადება აღძრული იყო სსკ-ის 426-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად იგი დააკმაყოფილა.
ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი-----–- ჯიჯავაძისა და ჯ------- ჯიჯავაძის წარმომადგენლებმა, რომლითაც დასახელებული განჩინების გაუქმება და მისი განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვეს, შემდეგი საფუძვლით:
კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, ა------ თებიძის შემთხვევაში დგინდება, რომ მას გააჩნდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, ხოლო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა დღემდე იდენტიფიცირებული არ არის. ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის მერიამ მას უარი უთხრა მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირებაზე, დღემდე რაიმე სახის ადმინისტრაციული წარმოება და შესაბამისად მიღებული აქტი, რომელიც დაადასტურებდა ა------ თებიძის მიწის ნაკვეთის მდებარეობას სწორედ ჯ------- და ი-----–- ჯიჯივაძეების მიწის ნაკვეთში მთლიანად ან ნაწილობრივ მდებარეობას საქმეში არ არსებობს.
ა------ თებიძის მართლზომიერ მფლობელობაში მიწის ნაკვეთის კავშირი ჯ------- და ი-----–- ჯიჯივაძეების მიწის ნაკვეთთან და შესაბამისად ამ მიწასთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, შესაბამისად მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა ამ ნაწილში გაუქმებული გადაწყვეტილება, განცხადება არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 422-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სადავო გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაშიც კი, ა------ და ხ--- თ-----ები ვერ შეძლებდნენ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე არსებობს ი-----–- და ჯ------- ჯიჯივაძეების საკუთრების უფლება. 2010 წელს ხ--- თ-----ზე გაცემული იქნა საკუთრების მოწმობა, ჯ------- ჯიჯავაძის რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო ა------ თ-----ს გააჩნია 2000 კვადრატულ მეტრზე არქივის ცნობა სოფელ განთიადში. ა------ თებიძის მიწის ნაკვეთის იდენტურობა დადგენილი არ არის ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის მიერ.
საჩივრის ავტორის განმარტებით, საჯარო რეესტრის ამონაწერებით, მიღება-ჩაბარების აქტებით, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ა------ და ხვადა თ-----ებს პრეტენზია გააჩნიათ ი-----–- და ჯ------- ჯიჯავაძის მიწის ნაკვეთზე, რაც მისი მარწმუნებლისათვის ცნობილი გახდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ხ--–---------ს რაიონის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ჯ------- ჯიჯავაძის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, უღიარა ხ--- თ-----ს 2010 წელს, მაშინ როცა ჯ------- ჯ--------ს მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული ჰქონდა ჯერ კიდევ 2006 წელს მართალია დაუზუსტებელი სახით, მაგარამ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობდა დაზუსტებული სახით რეგისტრაციას. აღნიშნული მოწმობის კანონიერება გადამოწმებული იქნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ კომისიამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაადასტურა მოწმობის გაცემის კანონიერება ჯ------- ჯიჯავაძის რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისად მიიჩნევს, რომ ა------ თებიძის ნაწილში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა, რომ ა------ თ-----ს რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა მიწის ნაკვეთთან, ხოლო ხ--- თებიძის შემთხვევაში გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ მიწის ნაკვეთის 123 კვ.მეტრს და გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმებასთან დაკავშირებით.
კერძო საჩივართან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა ხ--- და ა------ თ-----ების წარმომადგენელმა, რომლითაც კერძო საჩივრის უარყოფა მოითხოვა დაუსაბუთებლობის მოტივით.
2018 წლის 26 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ი-----–- ჯიჯავაძისა და ჯ------- ჯიჯავაძის წარმომადგენელმა, რომლითაც საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა, ხოლო მოტივად ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ხ--- თ-----ზე გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ ხ--–---------ს რაიონულ სასამართლოში აღძრულ სარჩელზე მიმდინარე დავის არსებობა მიუთითა.
კერძო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის დაბრუნების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საქმის მასალებს, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას - გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განცხადების შინაარსიდან გამომდინარე უთითებდა როგორც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების, ისე დაინტერესებული პირის საქმის განხილვაში მიუწვევლობის მოტივით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოში შემოსულია განცხადებები როგორც ერთი და იმავე, ასევე ორივე მხარის მიერ ერთდროულად გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, სასამართლომ უნდა შეაჩეროს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების შესახებ განცხადების განხილვა, ვიდრე არ იქნება განხილული განცხადება გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით დადგენილიაკანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლები. 427-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს განცხადების შინაარსს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება. ზემოაღნიშნული კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავის განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის LLII თავით (განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი) გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე განმარტავს, რომ განცხადების განხილვა ექვემდებარება სტადიებს: 1. განცხადების დასაშვებობა; 2. განცხადების საფუძვლიანობა. განცხადების დასაშვებობის სტადიაზე სასამართლო ამოწმებს ორ კრიტერიუმს: 1. განცხადების წარდგენის ვადის დაცულობას და 2. განცხადების სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განცხადების დასაშვებობის სტადიაზე უნდა შეამოწმოს მისი შესაბამისობა ფორმალურ სტანდარტებთან – ვადა და შინაარსი, ხოლო საფუძვლიანობა - მხოლოდ დასაშვებობის სტადიის წარმატებით დაძლევის შემდგომ.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადების დასაშვებობის სტადიაზე მსჯელობისას პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა დაედგინა, თუ რომელი საფუძვლით ითხოვდა მხარე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვას, რა მიზნით შეეძლო დაედგინა ხარვეზი ან ეს საკითხი გაერკვია საქმის ზეპირი განხილვისას. გასაჩივრებულ განჩინებაში საქმის განახლების საფუძვლები სასამართლოს დასაბუთებული აქვს როგორც ახლად აღმოჩენილ გარემოების, ისე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მარეგულირებელი ნორმებით, რაც დაუშვებელია.
პალატა განმარტავს, რომ ზოგადად ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვთ ამ საქმის გადასაწყვეტად, მაგრამ ეს გარემოებები არ იყო ცნობილი და არც შეიძლება ცნობილიყო განმცხადებლისათვის ან სასამართლოსათვის. ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) დამოკიდებულია მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა... საყურადღებოა ისიც, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებები განსხვავდება იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტებისაგან, რომლებიც წარმოიშვა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, შესაბამისად ამ სახის გარემოებები შეიძლება გახდეს არა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების, არამედ ახალი საფუძვლით სარჩელის სასამართლოში შეტანის წინაპირობა, რადგან სასამართლო გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოტანის მომენტში არსებულ ფაქტებს და შემდგომში წარმოშობილმა ფაქტებმა არ შეიძლება დაადასტუროს გადაწყვეტილების უკანონობა.
ამ განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის უფლება გააჩნია იმ პირს, ვინც მხარის სტატუსით (მოსარჩელე, მოპასუხე, გასაჩივრების უფლების მქონე მესამე პირი) მონაწილეობდა საქმის განხილვაში და ობიექტურად არ შეეძლო სასამართლოსთვის მიეთითებინა ისეთ მტკიცებულებებზე, რომელთა შეფასება მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა. თუკი განმცხადებელი თვლის, რომ როგორც დაინტერესებული პირი არ იყო მიწვეული საქმის განხილვაში, კანონმდებელი მას აძლევს შესაძლებლობას კანონიერ ძალაში შესული გადაყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვოს სწორედ ამ საფუძვლით. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ განმცხადებლის დაინტერესებულ პირად მიჩნევის მტკიცების ტვირთი თავად განმცხადებლის მხარეზეა.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა და კანონით დადგენილი წესით მიწვეული არ იყო პირი, რომლის კანონიერ უფლებებსა და გარანტირებულ ინტერესებზეც აღნიშნული გადაწყვეტილება ზეგავლენას მოახდენდა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დაინტერესებული მხარის ცნება უკავშირდება პირის უფლებას - წარმოდგენილ იქნეს მხარედ სასამართლოში. დაინტერესებულ მხარედ ითვლება ის პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესზეც გავლენას ახდენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება). შესაბამისად, განმცხადებლის ვალდებულებას წარმოადგენს დაამტკიცოს მისი უფლების დარღვევის ფაქტი, დავაში მისი უფლებადამცავი ინტერესი და ამასთან, მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესების სფერო სწორედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შედეგად დაირღვა. აღსანიშნავია, რომ ინტერესის არსებობა გულისხმობს მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავს თეორიული ინტერესის დაშვების შესაძლებლობას.
სააპელაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ კანონიერი, იურიდიული ინტერესის არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული, რომლებზედაც განმცხადებელმა უნდა მიუთითოს. შესაბამისად პალატა მიიჩვევს, რომ სასამართლომ უნდა შეამოწმოს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე არსებობდა თუ არა სამართალწარმოებისას განმცხადებლის დაინტერესებულ პირად, კონკრეტულ შემთხვევაში მესამე პირად მიწვევის საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირად ჩაბმა უზრუნველყოფს ამ პირის სამართლებრივი (სამართლის ნორმებით დაცული) ინტერესებისა და უფლებების დაცვას, საქმის ყოველმხრივ განხილვას, პროცესის ეკონომიურობას, სამართლებრივ უზრუნველყოფას. საქმეში მესამე პირად ჩასაბმელი პირის სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება მისი, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ასევე პროცესუალურ-სამართლებრივი დაინტერესებით საქმის მსვლელობისადმი. მესამე პირთა ინსტიტუტი, რომელიც ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვან ინსტიტუტს განეკუთვნება, შესაძლებლობას ანიჭებს საქმეში ამ სტატუსით მონაწილე პირებს მოახდინონ თვიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირთა ინსტიტუტი მოქმედებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ წარმოადგენენ ადმინისტრაციული პროცესის მხარეებს, მაგრამ შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილებით განესაზღვროთ გარკვეული უფლებები და მოვალეობები.
როგორც ა------ და ხ--- თ-----ების განცხადების შინაარსიდან ირკვევა, განმცხადებლები მათი ინტერესის დარღვევას უკავშირებენ მათ საკუთრებაში უკვე აღიარებული უძრავი ქონების ნაწილის სხვის საკუთრებაში დარეგისტრირებას, რაც რათქმაუნდა წარმოადგენს ნამდვილ იურიდიულ ინტერესს, თუმცა რადგან დავა შეეხება მიწის ნაკვეთის კუთვნილების, ზედდების საკითხს, ამ ინტერესის დასადასტურებლად მხოლოდ განმცხადებლის მითითება საკმარისი არ არის. ამ გარემოების დასაბუთება დავის სპეციფიკურობიდან გამომდინარე საჭიროებს სპეციალურ ცოდნას, კერძოდ საექსპერტო კვლევის კუთხით, ასევე ნაწილობრივ შესაძლებელია მოწმეთა ჩვენებებით და ადგილზე დათვალიერების გზით, რა საპროცესო მოქმედებები საქმეში შესრულებული არ არის, შესაბამისად მტკიცება იმისა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით ი-----–- და ჯ------- ჯ--------ებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი მოიცავდა ა------ და ხ--- თ-----ების საკუთრების ნაწილს, სასამართლო გადაწყვეტილებაში დასაბუთებული არ არის.
პალატა აღნიშნავს, რომ მართალია ამ საკითხის დადასტურება შესაძლებელია საქმის არსებითი განხილვის შედეგადაც, რადგან ამგვარ პირობებში საფრთხე შეექმნება სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპს - სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერების პრეზუმფციას. ამასთან საყურადღებოა ისიც, რომ თუკი დავის არსებითი განხილვის შედეგად განმცხადებლის მოთხოვნა მისი დაუსაბუთებლობის მოტივით გაუმართლებელი აღმოჩნდება, არსებობს იმის თეორიული შესაძლებლობა, რომ არა განმცხადებლის (მესამე პირის) მიერ მითითებული საფუძვლით, არამედ სხვა საფუძვლით არ დაკმაყოფილდეს თავდაპირველი სასარჩელო განცხადება, რა პირობებშიც მოსარჩელე ვერ ისარგებლებს იმ სიკეთით, რაც ბათილად ცნობილი სასამართლო გადაწყვეტილებით ჰქონდა მიკუთვნებული.
პალატის მოსაზრებით, გარდა აღნიშნული გარემოებისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქმის წარმოების განახლება არის თუ არა იმ პირის უფლებების დაცვის ერთადერთი გზა, რომელიც საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ ამ მსჯელობის თაობაზე გარკვეულწილად მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმაც 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილებაში; კერძოდ:
ამ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ჯერ მოიშველია სხვა საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული მსჯელობა: ,,ის, რაც იწვევდა კონფლიქტს მხარეებს შორის, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ითვლება დადგენილად და უდავოდ. დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფუძველი გამოეცლებოდა სასამართლოსადმი სანდოობის ვარაუდს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”; საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ “კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუზღუდავად გასაჩივრების შესაძლებლობა შექმნიდა მოდავე მხარეთა ურთიერთობებში მუდმივ გაურკვევლობას და იმის საშიშროებას, რომ დავა და კონფლიქტი ვერასდროს პოვებდა საბოლოო გადაწყვეტას. როგორც აღვნიშნეთ, საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმ პრეზუმფციის მატარებელია, რომ საკითხი მხარეთა შორის გადაწყდა სწორად და რომ ისინი ამ საკითხთან, უფლებასთან, სიკეთესთან, ქონებასთან დაკავშირებით შემდგომ სამართლებრივ ურთიერთობებს გააგრძელებენ გადაწყვეტილებით დადგენილი სინამდვილის გათვალისწინებით, მასზე დაყრდნობით ან მისგან გამომდინარე... საბოლოო ჯამში, დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებას – უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ის ვერ იქნება გამოყენებული მომავალი ურთიერთობების დასამყარებლად, უფლებების შესაძენად. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავისუფლად ჩაერთონ ურთიერთობებში, მსგავსი სარჩელებიდან მომდინარე დანაკარგის შიშის გარეშე’’.
ამ განმარტებიდან გამომდინარე პლენუმმა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები წინასწარი ძალის მქონედ მიიჩნია მხოლოდ მოდავე მხარეთათვის. შესაბამისად ცხადია, რომ იმ პირებს, რომლებიც სამართალწარმოებაში არ მონაწილეობდნენ, გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების შეცილების უფლება შენარჩუნებული აქვთ.
გარდა ამისა, ამავე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა რამდენჯერმე ხაზგასმით განმარტა: “სწორედ ინტერესთა სამართლიანი დაბალანსებისთვის, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესაძლებლობის ზოგადი შემთხვევებიდან უნდა გაიმიჯნოს და დამოუკიდებლად შეფასდეს ის შემთხვევები, როდესაც... უფლების დაცვა/აღდგენა შეუძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილობის გარეშე”; “ბათილად ცნობის მოთხოვნა უფლებამოსილი პირებისათვის არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც სწორედ ეს გზა არის რეალური შესაძლებლობა უფლების დასაცავად, ანუ, როდესაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობას პოტენციურად შეუძლია უზრუნველყოს უფლების თავდაპირველი სახით აღდგენა ან შესაბამისი კომპენსაციის მიღება, რაც შეუძლებელი იქნებოდა გადაწყვეტილების ბათილობის გარეშე”.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სხვა ქვეყნის კანონდებლობა (მაგალითად, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 839-ე პარაგრაფის მე-3 ნაწილის 839ა პარაგრაფი) ნორმატიულ დონეზეც კი ითვალისწინებს არათუ მესამე პირის, არამედ თავად მხარის უფლებასაც, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გარეშე, საცილოდ გახადოს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები.
შეიძლება დავასკვნათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწვეტილების ბათილად ცნობის პირობად უთითებს სხვაგვარი გზით უფლების აღდგენის შეუძლებლობას. ეს კი ნიშნავს, რომ პლენუმი არ გამორიცხავს დაზარალებულის უფლებების აღდგენას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების/ბათილად ცნობის გარეშეც. შესაბამისად პირს, რომელიც საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა, გადაწყვეტილების არსებობის პირობებშიც შეუძლია მოითხოვოს “უფლების თავდაპირველი სახით აღდგენა ან შესაბამისი კომპენსაციის მიღება”, რა გარემოებებიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფასებებს საჭიროებს.
ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს დავის კანონიერად გადაწყვეტისათვის საჭირო ყველა მტკიცებულება, რომელთა ერთობლივი შეფასებით მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, ამასთან უნდა იმსჯელოს ი-----–- ჯიჯავაძისა და ჯ------- ჯიჯავაძის წარმომადგენის განცხადებაზე საქმის წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 (ორმოცდაათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 423-ე, 424-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----–- ჯიჯავაძისა და ჯ------- ჯიჯავაძის წარმომადგენლების ნინო სიორიძის და ანა ბ-------–---–-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე