განაჩენი

სისხლის სამართლის 22.03.2019
საქმის ნომერი
150100119002800318
ინსტანცია
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100119002800318

საქმე №1ბ/357-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი--------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

მა--------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის; პ--------------; ნასამართლობის არმქონის; რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ახალქალაქის რაიონი ს------–------–------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის განაჩენით მა---------- ო--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

მა--------------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე ახალქალაქის რაიონის ს------–-----–------ში მდებარე ფეხბურთის მოედანზე, მა--------------------მა ხელის თავის არეში დარტყმით სცემა არასრულწლოვანი ვა-----ნ ეპ-------ი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი--------------------ემ და ითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და მა--------------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია სასჯელის ნაწილში, რადგან სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა, მსჯავრდებულსა და დაზარალებულის ოჯახს შორის დღემდე არსებული დაძაბული ურთიერთობა, მხარეები არ არიან შერიგებულები, მათ შორის ჯერ კიდევ არაა აღმოფხვრილი კონფლიქტი და შესაბამისად, რეალურია მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორების საფრთხე არასრულწლოვანი დაზარალებულის მიმართ. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა იძალადა არასრულწლოვანზე, რაც განსაკუთრებული საფრთხის შემცველ ქმედებას წარმოადგენს. იმ პირობებში, როდესაც არასრულწლოვნები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი და ასეთი შემთხვევების რიცხვმა უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით იმატა, მა--------------------ის მიმართ სასჯელის ყველაზე მსუბუქი სახის გამოყენება, არათუ ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას, არამედ ვერ იქონიებს შესაბამის ზეგავლენას სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის მხრივაც. ამ მხრივ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსჯავრდებულს გამოძიებასთან არ უთანამშრლომლია პირიქით, მსჯავრდებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით ცდილობდა თავისი დანაშაული მის 14 წელს მიუღწეველ შვილზე გადაეტანა და აცხადებდა, რომ თითქოსდა დაზარალებულს მხოლოდ მისმა შვილმა მიაყენა შეურაცხყოფა. ყოველივე აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ მსჯავრდებულს გაცნობიერებული არ აქვს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ამორალური ხასიათი, არ ინანიებს მას და შესაძლებლობა რომ მიეცეს კიდევ განახორციელებს ანალოგიურ ქმედებას. არათუ გამოძიებაში, არამედ სასამართლო სხდომაზეც მსჯავრდებულმა სრულყოფილად არც კი აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და შეეცადა თავი ემართლებინა სასამართლოს წინაშე. შესაბამისად მისი მხრიდან დანაშაულის მონანიებას ადგილი არ ჰქონია და აღნიშნულზე სასამართლოს მიერ აქცენტის გაკეთება, არის სრულიად დაუსაბუთებელი. ასეთ პირობებში, სასამართლოს მიერ კანონით გათვალისწინებული ყველაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულის მიერ, ჩადენილი დანაშაულის გაცნობიერებას და პირიქით, მასში კიდევ უფრო გააძლიერებს დაუსჯელობის შეგრძნებას. მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული სასჯელის სახე ატარებს უფრო ფორმალურ, ერთგვარ წამახალისებელ ხასიათს და ემსახურება არა კანონით დადგენილი მიზნების შესრულებას, არამედ მსჯავრდებულის წახალისებას; ვერ იქონიებს ისეთი სახის ზემოქმედებას, რაც მსჯავრდებულს განაწყობს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ არასრულწლოვნის ცემის ჩადენის ფაქტი, გა----- მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ვა-----ნ ეპ-------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: სე-----–ა ეპ-------ის, ვო-–-------------–---ის, ლე-----------–---ის, არ------------–---ის, რო-----------–---ის, გა--------------ის, მი----–-------–---ის, გა------------ის, პე------------------------------ის, ჰუ----------------ის, პე-------------------------------ის, არ-------------–---ის და სი---------------–---ის გამოკითხვის ოქმები, ვა-----ნ ეპ-------ის დაბადების მოწმობის ასლი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნა და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მა--------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება. ასევე ის გარემოება, რომ მან მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. გასათვალისწინებელია, რომ მა--------------------ს ჰყავს ოჯახი, არასრულწლოვანი შვილი და ავადმყოფი პენსიონერი მეუღლე; მუშაობს მედდად საავადმყოფოში.

პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. პალატას მიაჩნია, რომ ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი--------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

მა---------- ო--------ი (პ--------------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

მა---------- ო--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე