განაჩენი

სისხლის სამართლის 25.03.2019
საქმის ნომერი
010141318700056779
ინსტანცია
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0-----------------

საქმე №1/აგ-288-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

კახაბერ მაჭავარიანი

 

მარინე თათრიაშვილის, ნინო სოლომნიშვილის, ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორების - გ---------------–---–ის, ა------------–---–ის,ადვოკატების - ჯ---–----------------ას, ნ--------–--–--ის, ხ------–---------ვას,მსჯავრდებულ - ბ-----–-----------ის მონაწილეობით,ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ბ-----–-----------ის (დაბ.: 2---------) შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 თებერვლის განაჩენით:

 

ბ-----–-----------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე;

 

ბ-----–-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ბ-----–-----------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

ბ-----–-----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 4 ივნისიდან;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით:

 

მსჯავრდებულ ბ-----–-----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინებით:

 

მსჯავრდებულ ბ-----–-----------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო საამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

 

„ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ბ-----–-----------ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელი - 500 (ხუთასი) ლარი, გაუნახევრდა.

 

ბ-----–-----------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 250 ლარი.

 

ბ-----–-----------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან როგორც მოხელემ, მოტყუებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩაიდინა პირის იძულება ჩვენების მიცემისათვის;

 

მანვე, როგორც მოხელემ, ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია;

 

მანვე, ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა;

 

მანვე, პირადი მოტივით, ჩაიდინა დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება და გადამალვა;

 

რაც გამოიხატა შემდეგში: 2001 წლის 24 მაისს აღიძრა სისხლის სამართლის №1------ საქმე ლ--------–--ის უკანონო თავისუფლების აღკვეთის ფაქტზე, ხოლო 2003 წლის 23 აგვისტოს - სისხლის სამართლის №7------ საქმე კ----–------–------ნ, თაღლითური გზით, 200 000 აშშ დოლარის გამოძალვის ფაქტზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 13 იანვრის ბრძანებით, დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, დანაშაულის გახსნისა და გამოძიებისათვის სრულყოფილი დახმარების მიზნით, შეიქმნა სპეციალური ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელობა დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ოპერატიულ-სამძებრო სამსახურის უფროსს - ბ-----–-----------ეს. ბ-----–-----------ე, როგორც სპეციალური ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფის ხელმძღვანელი, ლ--------–--ის საქმეზე მუშაობისას, ერთ-ერთ ძირითად ვერსიად განიხილავდა, რომ გატაცებასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა მესტიის რაიონის სოფელ ეცერში მცხოვრებ ა----------ბის ოჯახს, რაც ემყარებოდა გაურკვეველი წარმოშობის ოპერატიულ მონაცემებს.

 

2004 წლის 24 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ა----------ბის საცხოვრებელ სახლში განხორციელებული ანტიკრიმინალური ღონისძიების შედეგად დაკავებულ იქნა ა----------ბის ოჯახში წლების განმავლობაში დამხმარე მუშად მცხოვრები ვ-–--------------------------------ი. მას წაეყენა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 187-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 19,109-ე მუხლით. აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება და მოთავსებულ იქნა ზ------------- საპყრობილეში. ვინაიდან არ არსებობდა ა----------ბის მამხილებელი, საპროცესო კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები, ბ-----–-----------ემ შეიმუშავა ვ-–--------------------ისგან მისთვის სასურველი ჩვენების გამოძალვის გეგმა.

 

ბ-----–-----------ის თხოვნით, საქართველოს შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ - გ-------------–---მ 2004 წლის 6 აპრილს წერილით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ვ-–--------------------ის ზ------------- საპყრობილიდან თბილისის №- საპყრობილეში ბადრაგირების შესახებ. მიუხედავად ამისა, ვ-–--------------------ის ბადრაგირება, ბ-----–-----------ის მითითებით, უკანონოდ, „პატიმრობის მოხდის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დარღვევით, განახორციელეს შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ოპერატიულ-სამძებრო სამმართველოს თანამშრომლებმა - დ-------–----------------------------–-----------------------–--ამ. ბ-----–-----------ემ ვ------------–-იას მისცა ლ--------–--ის ფოტოსურათი, დაავალა, ეჩვენებინა ვ-–--------------------ისთვის, მოტყუებით შეპირებოდა პატიმრობიდან გათავისუფლებას და რუსეთში გამგზავრებას, თუ იტყოდა, რომ სურათზე გამოსახული პირი ნანახი ჰყავდა სვანეთში, ა----------ბის ოჯახში.

 

2004 წლის 6 აპრილს, ბადრაგირებისას, რიკოთის უღელტეხილზე, ავტომანქანაში, ვ------------–-იამ, ბ-----–-----------ის მითითების შესაბამისად, ვ-–--------------------ს უჩვენა ლ--------–--ის ფერადი ფოტოსურათი, მუშტი დაარტყა სახეში და მოსთხოვა, გამოძიებისთვის მიეცა ჩვენება, თითქოს, იგი ნანახი ჰყავდა სვანეთში, ა----------ბის ოჯახში. თანხმობის შემთხვევაში, მოტყუებით შეპირდა პატიმრობიდან გათავისუფლებას და რუსეთში გამგზავრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა ცემით. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ღამის საათებში, ზემოხსენებული დებულების მოთხოვნათა დარღვევით, ვ------------–-იამ, ბ-----–-----------ის დავალებით, ვ-–--------------------ი მიიყვანა მის სამუშაო ოთახში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში. ბ-----–-----------ემ ვ-–--------------------ს მოსთხოვა, გამოძიებისთვის მიეცა ისეთი ჩვენება, რასაც ეტყოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ დააძრობდნენ ფრჩხილებს, შემდეგ - დარჩენილ კბილებს და მაინც ათქმევინებდნენ, რაც მას სურდა. უარის მიღების შემდეგ, ბ-----–-----------ემ თავის დაქვემდებარებაში მყოფ ვ------------–-იას დაავალა, ცემით დაეყოლიებინა ვ-–--------------------ი სასურველი ჩვენების მიცემაზე.

 

თავის მხრივ, ვ------------–-იამ, ნაცვლად სამსახურებრივ მოვალეობათა კანონის შესაბამისად შესრულებისა, განზრახ უგულველყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის მოთხოვნები, დაემორჩილა უფროსის მართლსაწინააღმდეგო მითითებას, ვ-–--------------------ი გაიყვანა სხვა ოთახში, ხელი გაარტყა სახეში და დაემუქრა ცემით, თან აძალებდა, ეთქვა, რასაც ეტყოდა ბ-----–-----------ე. ვ-–--------------------ის მიმართ მუქარა და ცემა გრძელდებოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში. გამთენიისას ვ------------–-იამ ვ-–--------------------ი ჩაიყვანა საპყრობილეში. მუქარის, ცემისა და მოტყუების შემდეგ ბ-----–-----------ემ და ვ------------–-იამ ვ-–--------------------ი დაიყოლიეს მათთვის სასურველი ჩვენების მიცემაზე, რაც მეტი დამაჯერებლობისათვის თავდაპირველად უნდა განხორციელებულიყო ოპერატიული ინფორმაციის გაფორმებით. ბ-----–-----------ემ №- საპყრობილის დირექტორს - გიორგი გამდლიშვილს შეატყობინა, რომ ვ-–--------------------ისთვის ცნობილი იყო გატაცებული ლ--------–--ის შესახებ, რის გამოც საჭირო იქნებოდა მასთან ოპერატიული მუშაობის ჩატარება და სათანადო ინფორმაციის მიღება.

 

ბ-----–-----------ისთვის წინასწარ მიცემული პირობის შესაბამისად, ვ-–--------------------მა, თავისი ინიციატივით ითხოვა №- საპყრობილის დირექტორთან შეხვედრა, რა დროსაც მოუთხრო, რომ ა----------ბის ოჯახში ნანახი ჰყავდა ახალგაზრდა ბიჭი, რომლის ამოცნობა შეეძლო. გიორგი გამდლიშვილმა, ვლადიმერ მურვიოვის მონათხრობის საფუძველზე, შეადგინა საიდუმლო წერილი, რომელიც დაათარიღა 2004 წლის 7 აპრილით და სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტიდან, დირექტორ შ.კოპაძის მეშვეობით, გადააგზავნა ბ-----–-----------ესთან 2004 წლის მაისში. აღნიშნული გზით ბ-----–-----------ემ ხელოვნურად შექმნა ოპერატიული ინფორმაცია ლ--------–--ის ა----------ბის ოჯახში შესაძლო ყოფნის შესახებ. დასახელებული საიდუმლო წერილი ბ-----–-----------ემ, მისი მხილების თავიდან აცილების მიზნით, უკანონოდ მიისაკუთრა და გადამალა თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მცხეთის რაიონის დ----------–--------–--------ში, რაც აღმოჩენილი იქნა აღნიშნული ბინის ჩხრეკისას.

 

2004 წლის 13 მაისს ბ-----–-----------ე №- საპყრობილეში შეხვდა დირექტორის მოადგილე ზურაბ ვარდიძეს, სთხოვა, გამომძიებლის ნებართვის საფუძველზე, პატიმრობაში მყოფ გოჩა აფრასიძესთან შეეხვედრებინა მისი დედა დოდო სიდიანი, რომელიც თან ახლდა, მოესმინა მათი საუბრისათვის და შინაარსი დაეფიქსირებინა საიდუმლო პატაკში. ზურაბ ვარდიძემ საუბრის ფარულად მოსმენის შემდეგ ვერ შეიტყო რა ბ-----–-----------ისთვის საინტერესო ინფორმაცია, ამ უკანასკნელის თხოვნით, საიდუმლო პატაკში ყალბად მიუთითა, რომ, თითქოს, დოდო სიდიანსა და გოჩა აფრასიძეს საუბარი ჰქონდათ მათ ბინაში მყოფ ლ--------–--ის შესახებ. აღნიშნული პატაკი ზურაბ ვარდიძემ დაათარიღა 2004 წლის 14 მაისით და სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის დირექტორ შოთა კოპაძის მეშვეობით, გადაუგზავნა ბ-----–-----------ეს. ამ გზით ბ-----–-----------ემ განმეორებით, ხელოვნურად შექმნა ოპერატიული ინფორმაცია ა----------ბის ოჯახში ლ--------–--ის შესაძლო ყოფნის შესახებ. დასახელებული საიდუმლო პატაკი ბ-----–-----------ემ, მისი მხილების თავიდან აცილების მიზნით, უკანონოდ მიისაკუთრა და გადამალა თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მცხეთის რაიონის დ----------–--------–--------ში, რაც აღმოჩენილი იქნა აღნიშნული ბინის ჩხრეკისას.

 

შემუშავებული გეგმის შესაბამისად, 2004 წლის მაისში ბ-----–-----------ემ თავის მოადგილე ზ----------------ეს გადასცა ლ--------–--ის სურათი და დაავალა, №- საპყრობილეში შეხვედროდა ვ-–--------------------ს, ეჩვენებინა მისთვის და მოეთხოვა ამოცნობა საგამოძიებო მოქმედების დროს, სანაცვლოდ მოტყუებით შეპირებოდა პატიმრობიდან განთავისუფლებას და რუსეთში გამგზავრებას, რაც ზ----------------ემ შეასრულა. 2004 წლის 14 მაისს ვ-–--------------------მა მის მიმართ განხორციელებული იძულების, მუქარისა და მოტყუების გამო გამოძიებას მისცა ჩვენება, რომ 2002 წლის აგვისტოში ა----------ბის სახლში ნახა დაახლოებით 27-28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ამოცნობა შეეძლო. 2004 წლის 18 მაისს იმავე საქმეზე ჩატარდა ფოტოსურათებით ამოცნობა, რა დროსაც ვ-–--------------------მა მიუთითა ლ--------–--ის სურათზე. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგები ვ-–--------------------მა დაადასტურა თავის ჩვენებაში, როდესაც დამატებით დაიკითხა მოწმის სახით 2004 წლის 19 მაისს, მაშინ, როცა ლ--------–--ე მოკლული იყო 2001 წლის 13 ივლისს თბილისში.

 

2006 წლის 20 თებერვალს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ გაჩხრეკილი იქნა ბ-----–-----------ის დროებითი საცხოვრებელი ბინა, მდებარე მცხეთის რაიონის დ----------–--------–--------ში, საიდანაც ამოღებული იქნა მის მიერ დაუდგენელი პირისგან დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი №ტ------. ასევე, ზემოაღნიშნული ბინიდან ამოღებული იქნა მის მიერ, პირადი მოტივით, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული და გადამალული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები, კერძოდ: 1. 0------- დათარიღებული №- საპყრობილის დირექტორ გ.გამდლიშვილის საიდუმლო წერილი, 1------- რიცხვით დათარიღებული საიდუმლო მიმართვით (შ.კ------); 2. 1------- დათარიღებული ზ.ვარდიძის საიდუმლო პატაკი №17, თავისივე 1------- დათარიღებული საიდუმლო მიმართვით; 3. 2------- დათარიღებული ბ----------- საიდუმლო ცნობა ლ----–---- გატაცების ფაქტზე; 4. 1------- დათარიღებული ბ----------- საიდუმლო ოპერატიული ინფორმაცია; 5. 0------- დათარიღებული ზ.კობერიძის საიდუმლო პატაკი; 6. 0------- დათარიღებული ბ----------- საიდუმლო პატაკი; 7. 1------- დათარიღებული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის ოქმი №9-ის საიდუმლო ამონაწერი; 8. 1------- დათარიღებული ბ----------- საიდუმლო პატაკი; 9. 1------- დათარიღებული ბ----------- საიდუმლო წერილი; 10. 0------- დათარიღებული ბ--------------------–---------–----------------------------–--- საიდუმლო პატაკი; 1-----/საღ-981ლ მინისტრ კ--------------ის საიდუმლო დავალება; 1----------- დათარიღებული ბ----------- საიდუმლო ცნობა; 13. 2------- დათარიღებული ვ----------------------–-ას საიდუმლო გეგმა; 14. 0------- დათარიღებული ბ----------- საიდუმლო პატაკი; 15. 0------- დათარიღებული მოსამართლე დ.კუპატაძის საიდუმლო ბრძანება №33 ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ; 16. 0------- დათარიღებული ნ.ხორბალაძის საიდუმლო პატაკი; 17.--------- დათარიღებული ბ----------- საიდუმლო პატაკი; 18. 3--------- დათარიღებული ბ----------- საიდუმლო პატაკი; 19. 0------- დათარიღებული ჯ-------–-–---–ის საიდუმლო წერილი კ-----------ის სახელზე; 20. 1------- დათარიღებული საიდუმლო ფარული მეთვალყურეობის ცნობა; 21. 2------- დათარიღებული საიდუმლო ფარული მეთვალყურეობის ცნობა; 22. 2------- დათარიღებული საიდუმლო ფარული მეთვალყურეობის ცნობა; 23. 05.06.96 დათარიღებული საიდუმლო ოპერატიული დადგენის დავალება; 24. 1------- დათარიღებული საიდუმლო აგენტის ჩანაწერი; 25. 1------- დათარიღებული ბ----------- საიდუმლო პატაკი; 26. 1------- დათარიღებული საიდუმლო აგენტის შეტყობინება. 27. 1------- დათარიღებული საიდუმლო აგენტის შეტყობინება; 28. თარიღის გარეშე - საიდუმლო ცნობა 7 ფურცლად; 29. 1------- დათარიღებული №5 იზოლატორის უფროსის ჩახაიას საიდუმლო პატაკი, მიმართვით; 30. 2------- დათარიღებული საიდუმლო აგენტის ჩანაწერი; 31. 2------- დათარიღებული საიდუმლო აგენტის ჩანაწერი; 32. 2------- დათარიღებული საიდუმლო აგენტის ჩანაწერი; 3-------- დათარიღებული ბ----------- საიდუმლო ცნობა; 34. 1------- დათარიღებული საიდუმლო პატაკი; 35. 0------- დათარიღებული ბ----------- საიდუმლო პატაკი; 36. 1------- დათარიღებული საიდუმლო აგენტის შეტყობინება; 37. 0------- დათარიღებული საიდუმლო აგენტის ჩანაწერი; 38. 1------- დათარიღებული საიდუმლო ცნობა; 39. 2------- დათარიღებული თბილისის დიდუბის რაიონის შს სამმართველოს სსს განყოფილების უფროსის მოადგილე გ---------ს ოქმი ოპ. თათბირის შესახებ; 40. 2------- დათარიღებული თ---------–---–-ს პატაკი; 41. 0------- დათარიღებული თ----–--ის პატაკი; 42. 1------- დათარიღებული ბ----------- პატაკი; 43. 2------- დათარიღებული კანონიერი ქურდის - გ-----------------ს საიდუმლო სააღრიცხვო ბარათი; 44. 2------- დათარიღებული კანონიერი ქურდის - სერგო ქუთათელაძის საიდუმლო სააღრიცხვო ბარათი; 45. 2------- დათარიღებული გ---------–-ს პატაკი; 46. 2------- დათარიღებული პროქტოლოგიური ცენტრის დირექტორ მ----–-----ას ცნობა ავადმყოფ დ------–---–--ე; 47. 2------- დათარიღებული მოქ. დ------–--–-ას ძე ამაშუკელის ახსნა-განმარტება; 48. თარიღის გარეშე - №-4--------------------–--------–-----------------------–-–--------------–------------–----------- საქმე - 96 ფურცლად. ბ----------- ბინის ჩხრეკა კანონიერად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ.

 

2018 წლის 2 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბ-----–-----------ემ და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა, ვინაიდან იგი (ბ-----–-----------ე) საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის N76-1ს დადგენილებით შეყვანილია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეულ მსჯავრდებულთა სიაში; მის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა პოლიტიკური ნიშნით და გამოხატავდა დაინტერესებულ პირთა ნებას.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ შუამდგომლობას, ითხოვეს ბ-----–-----------ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

დაცვის მხარის განმარტებით, ბ-----–-----------ის მიმართ წინასწარი გამოძიებისა და მართლმსაჯულების განხორციელებისას დაირღვა ადამინის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული - სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს სსკ-ის 333-ე და 335-ე მუხლებით გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, სასამართლომ ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიუთითა ვ-–--------------------ისაგან ჩვენების გამოძალვის გაგმაზე, რაც თითქოსდა მომდინარეობდა ბ-----–-----------ისაგან. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადასტურებულად, თითქოს ბათალბი საღნაძემ ვ------------–-იას მისცა ლ--------–--ის ფოტოსურათი და დაავალა - ამოსაცნობად წარედგინა იგი მ----------------ის; ასევე დაპირებოდა, რომ მათთვის სასურველი ინფორმაციის მიღების შემდეგ, გაათავისუფლებდნენ. მ----------------ის ლ--------–--ის სურათების წარდგენა მოხდა კ-----–---–იას კაბინეტში და იქ განხორციელებულ მოქმედებებში ბ-----–-----------ის მონაწილეობა არ ვლინდება. დაცვის მხარის განმარტებით, როგორც მოწმეებმა - გრიგოლ ჩ-----–----------------------------ემ დაასასტურეს, მათ არც სმენიათ და არც უნახავთ ბ-----–-----------ის მიერ ვ-–--------------------ის მიმართ რაიმე სახის ძალადობის ან მუქარის განხორციელების ფაქტი. აღნიშნული დაადასტურა თავად ვ-–--------------------მაც. მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებასთან დაკავშირებით კი, დაცვის მხარე თვლის, რომ პატიმრის სტატუსიდან გამომდინარე, ვ-–--------------------ი არ იყო თავისუფალი თავისი ნების გამოვლენაში. ასევე დამაჯერებლობას მოკლებულია სასამართლოს მსჯელობა, რომ ბ-----–-----------ემ ხელოვნურად შექმნა ოპერატიული ინფორმაციები, თითქოს მ---------ვს ა----------ბის ოჯახში ნანახი ჰყავდა ლ--------–--ე. საქმეში წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტი არ მეტყველებს, რომ ზუგდიდიდან თბილისში ვ-–--------------------ის ბადრაგირების საქმეში მონაწილეობდა ბ-----–-----------ე. მასალებიდან არ იკვეთება, რომ ვ------------–-იას, გ-------–-------–---ის და დ-------–---------ას მიერ მ---------ვის ეტაპირება მოხდა ბათალბი საღიანაძის კანონსაწინააღმდეგო მითითებით.

 

რაც შეეხება ბ-----–-----------ის მსჯავრდებას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვასა და დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება/გადამალვის ეპიზოდში, დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ჩხრეკა განხორცილედა ბ-----–-----------ის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც ბოლო 15 თვის მანძილზე მისი ოჯახი არ ცხოვრობდა. ჩხრეკა ჩატარდა კანონის დარღვევით, არ არსებობდა არანაირი გადაუდებელი აუცილებლობა ამ საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად. ბ-----–-----------ეს იარაღები გააჩნდა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. მას უნებართვო იარაღის საჭიროება არ ჰქონია. ბინიდან ამოღებულ საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებით კი, დაცვის მხარე განმარტავს, რომ არანაირი საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია ჩხრეკისას ამოღებული არ ყოფილა. საჭიროების შემთხვევაში ეს დოკუმენტები თავისუფლად შეიძლებოდა გამოყენებულიყო თავისი დანიშნულების მიზნით. ასევე, არანაირი ოპერატიული ღირებულება არ გააჩნდა კოტეჯიდან ამოღებულ სხვა დოკუმენტებს.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე ბრალდების მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულ ბ-----–-----------ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.

 

პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №-6-Iს დადგენილებით, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს 2018 წლის 1 ივლისამდე წარედგინება. ვინაიდან ბ-----–-----------ე შეყვანილია „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №-6-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირთა სიაში, აღნიშნული გარემოება, საქართველოს სსსკ-ის 3321 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

 

სააპელაციო პალატამ განიხილა რა აღნიშნული შუამდგომლობა, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინებაში ბ-----–-----------ის მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ვ-–--------------------ი, რომელმაც განმარტა, რომ საქართველოში, ქალაქ სოხუმში ჩამოვიდა 1985 წელს. ომის დროს ლტოლვილებმა სთხოვეს გაყოლა და დახმარება, რის შემდეგაც მოხვდა სვანეთში, სოფელ ეცერში, ე---------------ის სახლში. 2004 წლის 24 მარტს იმყოფებოდა სახლში და მუშაობდა, რა დროსაც გამოჩნდნენ ვერტმფრენები და დაიწყეს სროლა. აივანზე ნახა დაჭრილი ე---------------ე. იყო ძლიერი სროლა, რის გამოც აღარ განძრეულა, ძირს დაწვა. დაახლოებით 12 საათზე დააკავეს გ---------–---- ა----------ბთან ერთად. გადაგვიყვანეს წინასწარი დაკავების საკანში, ქუთაისში. ბრალად წაუყენეს მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა. შემდეგ ქუთაისიდან გადაიყვანეს ზუგდიდში; 2004 წლის აპრილში კი ზუგდიდიდან ჩამოიყვანეს თბილისში. გადმოყვანაში მონაწილეობას იღებდნენ გ-------–-------–---ი, ვ------------–-ია და კიდევ ერთი პირი. მანქანაში ედო ხელბორკილი, იქ მის მიმართ ძალადობა არ განხორციელებულა, არავის ფოტოსურათები არ უჩვენებია. როდესაც გვირაბთან მივედნენ, ბ---–---მ გააღო კარი, უთხრა გადადი მანქანიდანო და გადატენა ავტომატი. აღნიშნულზე ბ---–---ს უთხრა, რომ არ იყო სულელი, გაქცევას დააბრალებდნენ და ესროდნენ. ამის შემდეგ უთხრეს, რომ ჩაიყვანდნენ საელჩოში და გაამგზავრებდნენ რუსეთში. საღამო იყო, როდესაც ჩამოვიდნენ თბილისში და მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში. შეიყვანეს ბ-----–-----------ის კაბინეტში. საღინაძემ თქვა - აქ ხუმრობა არ არის, სერიოზული საქმეაო. დაახლოებით ნახევარი საათი იყვნენ საღინაძის კაბინეტში, საიდანაც შემდეგ გამოიყვანეს ჩ-----–--ნმა და ბ---–---მ. ჩ-----–--ნს ვიღაცამ დაურეკა და წავიდა, ხოლო ბ---–---მ შეიყვანა გამომძიებელ კ-----–---–იას კაბინეტში. კ-----–---–იამ აჩვენა ფოტოსურათები, უთხრა, რომ ერთი იყო კ--–--ე, მეორე გოგინაშვილი და განუმარტა - როდესაც სურათებს გაჩვენებენ, შენ მათზე უნდა მიუთითოო. დაახლოებით ერთი საათი იყო კ-----–---–იას კაბინეტში, რის შემდეგაც ბ---–---მ წაიყვანა მე-7 დაწესებულებაში. საპყრობილის დირექტორს მისთვის ფოტოსურათები არ უჩვენებია. შემდეგ გამოიძახეს ციხის უფროსის კაბინეტში, სადაც შეხვდა შოთა კ------ს. მან კითხა - კ--–--ეს თუ იცნობდა და თუ ყავდა ნანახი ა----------ბთან, რაზეც უპასუხა, რომ არ იცნობდა და არც ნანახი ყავდა. საპყრობილეში, ციხის უფროსის კაბინეტში შეხვდა ზურაბ ადეიშვილს, რომელსაც მისთვის კითხვები არ დაუსვამს. ამის შემდეგ მასთან მივიდნენ ბ----------------------------–---------ძე. კვლავ ციხის უფროსის კაბინეტში შეხვდნენ, აჩვენეს ფოტოსურათები და ეუბნებოდნენ ეთქვა, რომ ისინი ნანახი ყავდა ა----------ბთან. დადასტურების შემთხვევაში შეპირდნენ, რომ 24 საათში მათი გენერალი გაათავისუფლებდა. საუბრისას ბ----------------მა ბევრჯერ დაასახელა საღინაძის სახელი; ეს არის ჩემი უფროსი და თუ არ იტყვი იმას, რასაც გეუბნებით, ის გაგანადგურებსო. ეს იყო დაახლოებით 14-15 მაისი. ამის შემდეგ წაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, აიყვანეს მე-7 სართულზე, შეიყვანეს მინისტრის მისაღების მოპირდაპირე კაბინეტში და მიაერთეს ელექტროშოკზე. კვლავ აჩვენეს კ--–--ის და გოგინაშვილის სურათები და მოითხოვდნენ ეთქვა, რომ ნანახი ყავდა ისინი ა----------ბთან. გააღეს ფანჯარა და მიახვედრეს, რომ თუ არ იტყოდა იმას, რაც უნდოდათ, ფანჯრიდან გაუშვებდნენ. ოთახში იყვნენ ბ----------------ი და კიდევ ორნი, მათ შორის ირაკლი ქადაგიძე. მისი წამება მთელი ღამე გრძელდებოდა. მოწმე ვ-–--------------------ის განმარტებით, იგი ამ დროს ბ-----–-----------ეს არ შეხვედრია. თუმცა მისი წამებისას ახსენებდნენ საღინაძეს სახელს. ირაკლი ქადაგიძე კვლავ პირდებოდა, რომ სასურველი ინფორმაციის შემთხვევაში უყიდდა ბილეთს და გაგზავნიდა რუსეთში. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპირდნენ, რომ სასამართლომდე ცოცხალი ვერ მიაღწევდა. მას ბ-----–-----------ე არ დამუქრებია, რომ თუ არ იტყოდა იმას, რაც სურდა, დააძრობდა კბილებს და ფრჩხილებს. მას აწამებდნენ იმისათვის, რომ ეთქვა ის, რაც მათ სჭირდებოდათ და არა ის, რაც იცოდა. მასთან 5-6-ჯერ მივიდა ვინმე ზურა, რომელიც ეუბნებოდა, რომ ეს ყველაფერი სურს საღინაძეს და თუ მოგკლავენ, ეს საღინაძის ბრალი იქნებაო. ასევე წამებისას ბ----------------ი ამბობდა, რომ ეს ჩვენებები ჩემი „შეფისთვის“ - საღინაძისთვის გვინდაო. უშუალოდ ბ-----–-----------ეს მასზე ზეწოლა არ განუხორციელებია. იმ პერიოდში თვლიდა, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ბ-----–-----------ის ბრძანებით, თუმცა ახლა ხვდება, რომ სულ სხვა ხალხი იდგა ამის უკან. ასე ფიქრობს იმიტომ, რომ მან საპყრობილეში ყოფნისას მოითხოვა ბ-----–-----------ესთან შეხვედრა, რათა ეკითხა, თუ როდის გაათავისუფლებდნენ, მაგრამ უთხრეს, რომ ბ-----–-----------ე უკვე აღარ მუშაობსო. მოწმის განმარტებით, ახსოვს სასამართლო სხდომაზე დაკითხვის მომენტი და მის მიერ მიცემული ჩვენების შინაარსი. ირაკლი ქადაგიძე ეუბნებოდა, რომ ასე ილაპარაკეო, თვითონაც ამის მიედვით აძლევდა ჩვენებას. საღინაძის კაბინეტში ორჯერ არ ყოფილა, მეორედ კ-----–---–იას კაბინეტში შეიყვანეს. დაადასტურა, რომ ზუგდიდიდან ეტაპირებისას ვ------------–-იამ აჩვენა ახალგაზრდა ბიჭის სურათი (კ--–--ის) და კითხა თუ იცნობდა, ან ა----------ბთან თუ ყავდა ნანახი. მოწმე ვ-–--------------------მა დამატებით შეკითხვაზე განმარტა, რომ მას ბ-----–-----------ემ უთხრა, რომ უნდა ეთქვა ის, რაც მათ უნდოდათ. აღნიშნული სიტყვები აღიქვა ისე, რომ მას უნდა ეთქვა სიმართლე; სხვა რაიმე ზეწოლას ბ-----–-----------ის მხრიდან ადგილი არ ქონია.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ-------–-------–-ნმა განაცხადა, რომ 2004 წელს მუშაობდა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ სოხუმის სამძებრო განყოფილების უფროსად. ვინაიდან არსებობდა ვერსია, რომ ლ--------–--ე შესაძლოა გატაცებული ყოლოდათ ა----------ბს, ამასთან დაკავშირებით ბ-----–-----------ემ დაავალა მოეპოვებინათ ყველა ინფორმაცია. ამ მიზნით გასაუბრებას აწარმოებდა სვანეთში მცხოვრებ თავის ახლობლებთან, რა დროსაც შეხვდა ნათესავს რუსლან ჩ-----–--ნს. ამ უკანასკნელმა უამბო, რომ მ---------ვი ჯერ მასთან ცხოვრობდა, რის შემდეგაც აღმოჩნდა იგი ა----------ბის ოჯახში. რუსლან ჩ-----–--ნს სთხოვა, რომ თუკი მოუწევდა მ---------ვთან შეხვედრა, კონტაქტის დამყარების მიზნით ეხსენებინა მისი სახელი. ყოველივე აღნიშნულის შესახებ მოუყვა თანამშრომელს - ვ------------–-იას და შემდეგ ერთობლივად მოახსენეს ბ-----–-----------ეს, რომელიც დაინტერესდა მათი მონაყოლით, დაადგინა, თუ სად იყო მოთავსებული პატიმარი მ---------ვი და მისი ეტაპირება შეუთანხმა პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელ კ------ს. ამის შემდეგ ბ-----–-----------ემ შექმნა ჯგუფი, რომელიც მოახდენდა მ---------ვის ეტაპირებას. ამ ჯგუფში შედიოდნენ თავად (გ-------–-------–---ი), ვ------------–-ია და დ-------–---------ა, რომელიც საჭესთან იჯდა. დაახლოებით 5 საათში მივიდნენ ზუგდიდის საპყრობილეში, წარუდგინეს მ---------ვის ეტაპირების დოკუმენტი და წამოიყვანეს იგი. მ---------ვს განუმარტა, რომ მისივე უსაფრთხოებისათვის იგი უნდა გადაეყვანათ თბილისის დაწესებულებაში. გზაში რუსულ ენაზე ესაუბრებოდა ვ-–--------------------ს და მოიპოვა გარკვეული ინფორმაცია. თბილისში ჩამოვიდნენ გვიან საღამოს; ბ---–---სთან ერთად მ---------ვი აიყვანა ბ-----–-----------ის სამუშაო კაბინეტში, რომელსაც შეხსნეს ხელბორკილი და ბ-----–-----------ემ დაუსვა ზოგადი კითხვები ა----------ბთან ცხოვრების დეტალებზე. დაახლოებით 10 წუთში საღინაძემ უთხრათ, რომ ვ-–--------------------ი ჩაეყვანათ საპყრობილეში. ვ------------–-იამ ხელბირკილით მიიბა მ---------ვი და გამოვიდნენ ბ-----–-----------ის კაბინეტიდან, რის შემდეგაც ბ---–---მ მას (გ-------–-------–---ს) უთხრა, რომ წასულიყო სახლში. ააღნიშნულის გამო ზუსტად არ იცის, ვ------------–-იამ ჩაიყვანა თუ არა მ---------ვი საპყრობილეში. რამოდენიმე დღეში გ-------–-------–---ს ბ-----–-----------ემ დაავალა, რომ გამომძიებელ რამინ კ-----–---–იასთან ერთად უნდა ჩასულიყო საპყრობილეში მ---------ვთან სასაუბროდ, თუმცა მალევე ბ-----–-----------ემ სხვა დავალება მისცა, რის შემდეგაც მ---------ვთან აღარ ჰქონია შეხება. არც მას და არც ბ---–---ს ლ--------–--ის სურათი არ ქონიათ და არ უჩვენებიათ მ----------------ის. ბ-----–-----------ე ვ-–--------------------ს არ დამუქრებია, მხოლოდ ზოგადად გაესაუბრა მას. მათი მ---------ვთან შეხვედრის მიზანი იყო მხოლოდ მასთან ურთიერთობაში შესვლა და ნდობის მოპოვება, რათა შემდგომში მ---------ვს ეთანამშრომლა, მასზე მუქარის განხორციელების მიზეზი არ ქონიათ. მოწმემ განაცხადა, რომ ბ-----–-----------ის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში არ დაუკითხავთ. გამოძების ეტაპზე დაკითხეს, სადაც პირდაპირ უთხრეს, რომ თუ არ მისცემდა მათთვის სასურველ ჩვენებას, თვითონაც ჩაჯდებოდა ციხეში. ჩვენების მიცემის დროს რაც თქვა, ყველაფერი არ დაწერეს. მოწმემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას ბ-----–-----------ემ დაავალა ვ-–--------------------ის გადმოყვანა, რაც შეასრულა, თუმცა ეს რომ შესაბამის სამსახურთან შეთანხმებული არ ყოფილიყო, ზუგდიდის საპყრობილიდან მ---------ვს არ გამოატანდნენ.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე ზ----------------ემ განაცხადა, რომ 2003 ან 2004 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო, რომლის უფროსიც იყო ბ-----–-----------ე, ხოლო მოწმე იყო მისი მოადგილე. ე.წ. ა----------ბის საქმესთან დაკავშირებით ბ-----–-----------ეს არაერთი დავალება მიუცია, რომლებსაც კანონის და შესაძლებლობების ფარგლებში ასრულებდა. გასაუბრების მიზნით რამდენჯერმე შეხვდა ვ-–--------------------ს საპყრობილეში. ერთ-ერთი საუბრისას მ---------ვი გარკვეულ უნდობლობას იჩენდა, თუმცა ეს უნდობლობა არ იყო გამოწვეული ბ-----–-----------ის ან მათი სამმართველოს რომელიმე თანამშრომლის ქმედებით. არ ახსოვს ქონდა თუ არა ინფორმაცია იმ პატაკების შესახებ, რომლებიც ციხის უფროსმა გამდლიშვილმა წარმოადგინა ბ-----–-----------ის სახელზე. მისთვის ცნობილი არ არის, თუ ვისი ინიციატივით მოხდა მ---------ვის ზუგდიდიდან თბილისში ეტაპირება და ვინ გასცა ნებართვა მის ჩამოყვანაზე. ბ-----–-----------ეს რომ ვინმესგან მუქარის შედეგად მიეღოს ინფორმაცია, ასეთი რამ არც სმენია და არც პირადად უნახავს. არ გაუგია, რომ ბ-----–-----------ეს მ---------ვის წინააღმდეგ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება განეხორციელებინა. იყო საუბარი, რომ ვ-–--------------------ს აჩვენეს ლ--------–--ის სურათი, თუმცა ვინ აჩვენა, არ იცის. ამის შემდემ ლ--------–--ის სურათები თვითონაც აჩვენა ვ-–--------------------ს, მაგრამ არ ყოფილა მოთხოვნა, რომ მას ამოეცნო ეს პიროვნება და არც ბ-----–-----------ეს დაუვალებია მისთვის ასეთი რამ. მოწმის განმარტებით, იგი ადასტურებს გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას, ამასთან აღნიშნა, რომ ვ-–--------------------ს მართლაც შეპირდა გათავისუფლებას, რაც ჩვეულებრივი შეთავაზება იყო, არანაირი დავალება ან იძულება არ ყოფილა; თუ ნამდვილად ამოიცნობდა ლ--------–--ეს, გაათავისუფლებდნენ და გაუშვებდნენ რუსეთში. აღნიშნული შეთანხმებული იყო ბ-----–-----------ესთან. ზ----------------ის განმარტებით, მისთვის უცნობია - იმყოფებოდა თუ არა ვ-–--------------------ი ერთი ღამე გაურკვეველ კაბინეტში და ხვდებოდნენ თუ არა მას სხვა პირები ზეწოლის მოსახდენად. თუმცა დარჩა შთაბეჭდილება, რომ მ---------ვი რაღაც წნეხის ქვეშ იყო. როდესაც ლ--------–--ის სურათი წარუდგინა, მ---------ვმა ამოიცნო, თუმცა მას მანამდეც ქონდა ნანახი ეს ფოტოსურათი. ლ--------–--ის საქმესთან დაკავშირებით ყველა მასალები იყო აღწერილი, დანომრილი და ინახებოდა ცალკე ოთახში სეიფში, რომლებთანაც წვდომა ქონდა მას (ზ----------------ეს) და ბ-----–-----------ეს. მოგვიანებით ეს მასალები მიიტანეს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში და იქ შეიქმნა ახალი სეიფი. როდესაც ამ საქმეებს გადახედა, ნახა, რომ მას რაღაც გვერდები აკლდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე დ-------–---------ამ განაცხადა, რომ 2004 წელს მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, კანონიერი ქურდების განყოფილებაში, საიდანაც გადავიდა ბ-----–-----------ესთან, ახლად შექმნილ სპეციალურ სამმართველოში. აღნიშნული სამმართველო მუშაობდა გახმაურებულ სამქეებზე, ძირითადად ლ--------–--ის საქმეზე. თანამდებობით იყო ინსპექტორი, მის მოვალეობაში შედიოდა ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება და ა.შ. უშუალო ხელმძღვანელი იყო კ-----------------ძე. 2004 წელს ბ-----–-----------ემ უთხრა, რომ ზუგდიდიდან ჩამოსაყვანი იყო პატიმარი, როგორც ახსოვს, მ---------ვი. პატიმრის ჩამოსაყვანად წავიდა თავისი ავტომანქანით, მასთან ერთად იყვნენ აფხაზეთის თანამშრომლები - ბ---–--- და ჩ-----–--ნი. დაახლოებით იქნებოდა შუადღე, როდესაც მ---------ვი ზუგდიდიდან წამოიყვანეს. ეტაპირების პროცესში პატიმარზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. ბ---–--- და ჩ-----–--ნი ერთმანეთში მეგრულად საუბრობდნენ. მ---------ვთან რაღაც თემებზე ისაუბრეს, მაგრამ მუქარას ადგილი არ ქონია. როგორც ახსოვს, ლ--------–--ის შესახებაც იყო რაღაც საუბრები, თუმცა შინაარსი არ ახსოვს. ჩ-----–--ნს, ბ---–---ს და მ---------ვს დაშორდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის დერეფანში. მისი განმარტებით, ჩვენებაში თუ უწერია, რომ მ---------ვს აჩვენეს ლ--------–--ის სურათი, ასეც იქნებოდა; ამ ეტაპზე სურათის ჩვენების ფაქტი აღარ ახსოვს. ამ შემთხვევის შემდეგ, ბ-----–-----------ეს რაიმე დავალება თუ მიუცია ლ--------–--ის საქმესთან დაკავშირებით, არ ახსოვს. ბ-----–-----------ის მხრიდან მ---------ვზე თუ რაიმე ძალდობას ჰქონდა ადგილი, არ სმენია მოწმეს. ადასტურებს გამოძიებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე ლ--------–------ამ განაცხადა, რომ 2006 წელს იყო ზაჰესის გამგებლის მოადგილე. გამგებელი იყო ლ-–--------–--ე. ზუსტად არ იცის ვინ სთხოვა, მაგრამ ახსოვს, რომ თხოვნის საფუძველზე მონაწილეობა მიიღო ბ-----–-----------ის ბინის ჩხრეკაში. საგამძიებო მოქმედებაში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის ობოლაძეც. არ ახსოვს დღის რა მონაკვეთი იყო, მაგრამ ღამე არ ყოფილა. ადგილზე ბევრი ხალხი იყო, კარი იყო დალუქული და იღებდნენ კამერით. ბ-----–-----------ის საცხოვრებელი იყო ორსართულიანი კოტეჯი, ჩხრეკა მიმდინარეობდა მეორე სართულზე. ჩხრეკის დაწყებამდე დაინახა, რომ კარს ედო ლუქი. უშუალოდ გაღების მომენტი ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ ახსოვს, რომ ამ კარიდან შევიდნენ შიგნით. ჩხრეკის ჩატარების საფძველი არ იყო მისთის ცნობილი, მაგრამ იცოდა ვისთანაც ტარდებოდა ჩხრეკა. როგორც ახსოვს, ბევრი საბუთები და იარაღები ამოიღეს; იარაღის დოკუმენტებიც იყო, მაგრამ არ შეუმოწმებია. ჩხრეკა დაახლოებით ერთი საათი გრძელდებოდა. საგამოძებო მოქმედების ოქმს ხელი მოაწერა და არ გაუკეთებია განცხადება, რომ ოქმში რაიმე არასწორად იყო დაფიქსირებული. როგორც ახსოვს, იარაღი ლეიბის ქვეშაც იყო, უჯრაშიც და კარადაშიც; ასევე ნანახი იქნა ტყვიებიც. ოთახი დალაგებული არ ყოფილა. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი ერთად შევიდა ოთახში, პოლიციელები მასზე ადრე არ შესულან. კონკრეტულად მაკაროვის ამოღება არ ახსოვს, რამდენიმე იარაღი იყო და მაკაროვი საიდან ამოიღეს, ახლა ვერ იხსენებს. ლეიბი რომ გადაწიეს და იარაღი გამოჩნდა, ამ დროს იმ ოთახში იმყოფებოდა; ასევე ოთახში არსებული დიდი სეიფიდან ამოიღეს იარაღი; არ ახსოვს იარაღები დაილუქა თუ არა; ადასტურებს გამოძიებაში მიცემული ჩვენებების სისწორეს.

 

შუამდგომლობის ავტორმა ბ-----–-----------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2003 წელს, პრეზიდენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გაიწვიეს პენსიიდან და დაავალეს ლ--------–--ის გატაცების საქმის გამოძიება. გამოძიების პროცესში იგი დაადგა სწორ კვალს, საიდანაც იკვეთებოდა, რომ აღნიშნული და სხვა გატაცებები ჩადენილი იყო ძლიერი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ, სამართალდამცავი სისტემის მაღალჩინოსანთა მონაწილეობით, რის გამოც მაღალჩინოსნებმა დაიწყეს გამოძიების პროცესისადმი აშკარა ხელშეშლა. მათ მოახერხეს და დაუპირისპირეს იმდროინდელი გენერალური პროკურორი და სხვა გავლენიანი პირები, ჩამოაშორეს საქმის გამოძიებას და გააძევეს სამსახურიდან; ოჯახთან ერთად დამამცირებელი ფორმით გააძევეს საცხოვრებლიდან; მის საცხოვრებელში უკანონოდ ჩაატარეს ჩხრეკა და გააყალბეს ჩხრეკის ოქმი; ცრუ ინფორმაციებით და დაშინებებით შეთხზეს სისხლის სამართლის საქმე და სასჯელის სახით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა.

 

ბ-----–-----------ის განმარტებით, არანაირი ინტერესი ვ-–--------------------ის მიმართ არ გააჩნდა, მასზე არ განუხორციელებია რაიმე სახის ზეწოლა და არც სხვისთვის დაუვალებია აღნიშნული; მის საცხოვრებელ კოტეჯში, საიდანაც უკანონოდ გამოაძევეს, მოსამართლის ბრძანების გარეშე, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლის არარსებობის პირობებში, უკანონოდ ჩაატარეს ჩხრეკა, ხოლო ჩხრეკის ოქმი გააყალბეს. მისივე განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მისი გამოსახლება კოტეჯიდან, რაც შეეხება მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს, გავლენიანი თანამდებობის პირთა ჩარევის შედეგად, მისი განხილვა ევროპულ სასამართლოში შეჩერებული იქნა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეყვანილი იქნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სიაში, რის შემდგომაც მიიღო გადაწყვეტილება, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიემართა სასამართლოსთვის. მხარს უჭერს წარმოდგენილ შუამდგომლობას და ითხოვს მსჯავრდების ყველა ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაცვის მხარისშუამდგომლობის განხილვის პროცესში გამოკვლეული მტკიცებულებებისა და წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვის ქვეშ დადგა ბ-----–-----------ის ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; ბრალდების სხვა ნაწილებში კი ვერ იქნა წარმოდგენილი ისეთი შინაარსის მატარებელი ახალი მტკიცებულებები, რომლებიც დაადგენდა სხვაგვარ ფაქტობრივ გარემოებებს და ბ-----–-----------ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით უტყუარად მიჩნეულ ფაქტებში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა.

 

პალატა განმარტავს, რომ „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილება, უპირობოდ ვერ დაამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა დადგენილი იყოს სხვა სახის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საკმარისი იქნება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გასაუქმებლად.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ ინკრიმინირებულ ქმედებებს; მსჯავრდებულ ბ-----–-----------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე განხილული იქნა სამივე ისტანციის სასამართლოს მიერ. იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რაზეც აპელირებს დაცვის მხარე, აქცენტი იყო გაკეთებული თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განხილვისას, რაც სრულყოფილად შეაფასა სააპელაციო პალატამ, იმსჯელა და ბ-----–-----------ის სისხლის სამართლის საქმეზე, როგორც გამოძების, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე რაიმე სახის პროცესუალური დარღვევების არსებობა არ მიიჩნია დადგენილად. აღნიშნული განაჩენი გასაჩივრებული იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და საკასაციო პალატის წინაშეც დაცვის მხარე მიუთითებდა, რომ ბ-----–-----------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა უხეშად დაარღვიეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, არ მოხდა მტკიცებულებათა სრულყოფილი და ობიექტური გამოკვლევა და არასაკმარისი, საეჭვო მტკიცებულებების საფუძველზე იქნა მიღებული უკანონო გადაწყვეტილება. საკასაციო პალატამ შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ ბ-----–-----------ის საკასაციო საჩივარი გამამტყუნებებლი განაჩენის გაუქმების მოთხოვნით იყო უსაფუძვლო. პალატამ აღნიშნა, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებული იყო სრულყოფილად, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და საქმეში არ მოიპოვებოდა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედებოდა განაჩენის გაუქმებას. ამდენად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში, მხოლოდ ბ-----–-----------ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის გავრცელების კუთხით შეიტანა ცვლილება.

 

რაც შეეხება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის პროცესში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, პალატა აფასებს რა მოწმეების - ზ----------------ის, დ-------–---------ას, გ-------–-------–---ის და ლ--------–------ას, ასევე დაზარალებულ ვ-–--------------------ის ჩვენებებს, მიიჩნევს, რომ ისინი ვერ გახდება ბ-----–-----------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. პალატა სრულად ეთანხმება როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლებმაც საქმის არსებითი განხილვისას თითოეული მტკიცებულება შესაფასეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნიეს, რომ განსასჯელის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დადგენილი იყო უტყუარი, ეჭვის გამომრიცხავი და შეთანხმებული მტკიცებულებებით.

 

ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში მოწმეებმა დ-------–---------ამ და ლ--------–------ამ სრულად დაადასტურეს მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცმეული ჩვენებების სისწორე. ამასთან განმარტეს, რომ დღეის მდგომარეობით გარკვეულ დეტალებს ვერ იხსენებენ, თუმცა გამოძიების ეტაპზე უკეთესად ახსოვდათ საქმესთან დაკავშირებული მათთვის ცნობილი გარემოებები. ასევე, მოწმე ზ----------------ეც ძირითადად დაეთანხმა მის მიერ გამოძიების ეტაპზე და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებების შინაარსს, თუმცა მცირე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ვ-–--------------------ისათვის მისი მხრიდან გათავისუფლების შეპირება ჩვეულებრივი შეთავაზება იყო, არანაირი დავალებას ან იძულებას ადგილი არ ქონია და იგი თუ ნამდვილად ამოიცნობდა ლ--------–--ეს, გაათავისუფლებდნენ. ამდენად, განაჩენის გადასინჯვის პროცესში სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა განმარტებები არ იძლევიან ბ-----–-----------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ეჭვის ქვეშ დაყენების საფუძველს. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები არ წარმოადგენენ იმ ხასიათის მტკიცებულებებს, რომლებიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და რომლებიც სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, ამტკიცებენ ბ-----–-----------ის უდანაშაულობას.

 

რაც შეეხება მოწმე გ-------–-------–---ის განმარტებას, რომ გამოძების ეტაპზე დაკითხვისას პირდაპირ უთხრეს - თუ არ მისცემდა მათთვის სასურველ ჩვენებას, თვითონაც ჩაჯდებოდა ციხეში, პალატა განმარტავს, რომ ბ-----–-----------ის სისხლის სამართლის საქმის განხილვისას გ-------–-------–---ი არ დაკითხულა არცერთი ინსტანციის სასამართლოში. ასევე, განაჩენი არ ეფუძნება მოწმე გ-------–-------–---ის გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას. გარდა ამისა, პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ მოწმის განმეორებით დაკითხვა და მისგან განსხვავებული ინფორმაციის მიღება, რაც წინააღმდეგობაში მოდის უკვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, ვერ გახდება შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების უპირობო საფუძველი.

 

გ-------–-------–---მა და დ-------–---------ამ სასამართლოს სხდომაზე დაადასტურეს, რომ ბ-----–-----------ის უშუალო დავალებით, ვ------------–-იასთან ერთად განახორციელეს ვალდიმერ მ---------ვის ეტაპირება ზუგდიდის საპყრობილიდან თბილისში. საქმის მასალებიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კი, აღნიშული უნდა მომხდარიყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებით, მისდამი დაქვემდებარებული სამსახურის მიერ. ასევე, მოწმეთა განმარტებით, ლ--------–--ის გატაცების საქმეს იძიებდა სწორედ მათი სამმართველო ბ-----–-----------ის ხელმძღვანელობით. გრიგოლ ჩიოფლიანმა და ზ----------------ემ არ უარყვეს, რომ მათ მ---------ვისგან აინტერესებდათ ინფორმაცია - ყავდა თუ არა ნანახი ლ--------–--ე ა----------ბის სახლში. ამასთან, თავად დაზარალებულმა ვ-–--------------------მა განაცხადა, რომ მისი წამებისას და სასურველი ინფორმაციის მიღების მცდელობისას, ბ----------------------------–---------ძე ხშირად ახსენებდნენ ბ-----–-----------ეს, ამბობდნენ, რომ სწორედ ეს უკანასკნელი ითხოვდა მისგან გამძიებისათვის სასურველი ჩვენების მიღებას.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით ასევე ვერ იქნა უარყოფილი ბ-----–-----------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენით უტყუარად დადგენილი გარემოება, რომ ამ უკანასკნელმა ხელოვნურად შექმნა რამდენიმე ოპერატიული ინფორმაცია ა----------ბის ოჯახში ლ--------–--ის შესაძლო ყოფნის შესახებ.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის განხილვის პროცესში, დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი ისეთი სახის წონადი მტკიცებულებები, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა გამამტუნებელი განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ბ-----–-----------ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით მსჯავრდების ნაწილში. საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული ყველა მტკიცებულება სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფასებული იქნა ობიექტური და მიუკერძოებელი დამკვირვებლის თვალით და სათანადო ანალიზის შედეგად გამოტანილი იქნა შესაბამისი დასკვნები, გამამტყუნებელი განაჩენის სახით. აღნიშნული მტკიცებულებები კი დაცვის მხარის მიერ გაბათილებული ვერ იქნა.

 

რაც შეეხება ბ-----–-----------ის ბინის ჩხრეკას, საიდანაც ამოღებული იქნა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული იარაღი, ასევე, პირადი მოტივით მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული და გადამალული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები, აღნიშნულ ნაწილში დაცვის მხარემ წარმოადგინა მხოლოდ მოწმე ლ--------–------ა, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს მოახსენა, რომ ბ-----–-----------ის საცხოვრებლ კოტეჯში ჩხრეკა ჩატარდა კანონის სრული დაცვით; კარი იყო დალუქული, რაც ნამდვილად დაინახა; ოთახში ყველა ერთად შევიდა და პოლიციელები სათითაოდ არ ჩხრეკდნენ ოთახებს; სრულად ესწრებოდა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობას; ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ ლეიბის აწევის შემდეგ დაინახა ცეცხლსასროლი იარაღი. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ბინიდან ამოღებული იქნა ბევრი საბუთები. ამ ნაწილში პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ზ----------------ის ჩვენების იმ ნაწილზეც, სადაც მან დაადასტურა, რომ მოგვიანებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში გადასვლისას, ლ--------–--ის საქმე მათთან მიიტანეს სეიფში შესანახად. მოწმემ გადახედა საქმეს და აღმოაჩინა, რომ მასში არ იყო სრული მასალები, კერძოდ აკლდა გარკვეული გვერდები.

 

პალატის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს წინაშე ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა კოტეჯიდან ამოღებული „მაკარივის“ სისტემის იარაღის ბ-----–-----------ის სახელზე რეგისტრირების ფაქტს შეძენისა და შენახვის უფლებით. რაც შეეხება დაცვის მხარის იმ არგუმენტებს, რომ არ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ბინის ჩხრეკის საფუძველი და ჩხრეკის ოქმი იქნა გაყალბებული, ამ ნაწილშიც პალატას არ გააჩნია შესაბამისი მტკიცებულებითი ბაზა დაცვის მხარის არგუმენტაციის გასაზიარებლად. პირველ რიგში პალატა აღნიშნავს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით ჩატარებული ჩხრეკის კანონიერებასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელა სასამართლომ და ჩხრეკა მიიჩნია კანონიერად. გარდა ამისა, განაჩენის გადასინჯვის პროცესში ამ ნაწილში გამოკვლეული იქნა მხოლოდ ერთი მტკიცებულება, კერძოდ დაკითხული იქნა ლ--------–------ა, რომელიც ესწრებოდა ჩხრეკას. მისი ჩვენებიდან გამომდინარე, არათუ ეჭვის ქვეშ დადგა ჩხრეკასთან დაკავშირებული გარემოებები, არამედ დადასტურდა, რომ ჩხრეკის წარმოების პროცესში რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ქონია.

 

ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება, რომ ბინის ჩხრეკისას ამოღებული დოკუმენტები არ შეიცავდა სადუმლო ინფორმაციას და არ გააჩნდათ არანაირი ოპერატიული ღირებულება. აღნიშნულ საკითხზე ამამოწურავად იმსჯელა ორივე ინსტანციის სასამართლომ და დაადგინა, რომ დოკუმენტები წარმოადგენდნენ საიდუმლო ინფორმაციის შემცველ მასალებს.

 

ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობის გადასინჯვის პირობებში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები პალატამ შეაფასა სანდოობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ასევე იმსჯელა მათ შესაბამისობაზე სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკციებულებებთან და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბ-----–-----------ემ, როგორც მოხელემ, ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია; მანვე, ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და პირადი მოტივით, დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება და გადამალვა.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე თავად ბ-----–-----------ის მიერ გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული განმარტება არ წარმოადგენს ახალ მტკიცებულებას, რომელიც იქნებოდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგოლობის დაკმაყოფილების საფუძველი (ბ-----–-----------ე არც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და ითხოვდა გამართლებას). შუამდგომლობის ავტორების მიერ ვერ იქნა შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული, თუ რატომაა სარწმუნო ბ-----–-----------ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში და რის საფუძველზე უნდა იქნეს იგი გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.

 

რაც შეეხება ბ-----–-----------ის მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობის განხილვის პროცესში გამოკვლეული მტკიცებულებებისა და წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადგენილი იქნა სხვაგვარი გარემოებები, რამაც ეჭვის ქვეშ დააყენა გამამტყუნებელი განაჩენით დაგენილად მიჩნეული ფაქტები.

 

ბ-----–-----------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ვ-–--------------------ს მოსთხოვა, გამოძიებისთვის მიეცა ისეთი ჩვენება, რასაც თავად ეტყოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ დააძრობდნენ ფრჩხილებს, შემდეგ - დარჩენილ კბილებს და მაინც ათქმევინებდნენ იმას, რაც მას სურდა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ვ-–--------------------მა ცალსახად და არაერთხელ დაადასტურა, რომ ბ-----–-----------ის მხრიდან მსგავსი სახის მუქარას ადგილი არ ჰქონია და მასზე არანაირი ზეწოლა არ განუხორციელებია. ბ-----–-----------ეს შეხვდა ერთხელ მის სამუშაო კაბინეტში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ადგილი არ ქონდა ხუმრობას და სერიოზული საქმეზე ყავდათ მიყვანილი. ვ-–--------------------ის განმარტებით, ბ-----–-----------ის მხრიდან მას არც ცრუ დაპირებები მოუსმენია სასურველი ჩვენების სანაცვლოდ. ასევე განმარტა, რომ ბ----------------------------–---------ძე სთხოვდნენ - ხელი დაედო ლ--------–--ის ფოტოსათვის და ეთქვა, რომ იგი ა----------ბის სახლში ყავდა ნანახი. აღნიშნული პირები ეუბენებონენ, რომ თუ არ იტყოდა მათთვის სასურველ ინფორმაციას, მათი უფროსი ბ-----–-----------ე გაანადგურებდა, ამასთან, თანამშრომლობის შემთხვევაში პირდებოდნენ გათავისუფლებას და რუსეთში გაგზავნას. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ ბ-----–-----------ე არ უნახავს არც შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში მის მიმართ განხორციელებული წამების დროს. ბ-----–-----------ის ნათქვამი ისე აღიქვა, რომ სიმართლე უნდა ეთქვა, სხვა შინაარსის საუბრის, მითუმეტეს ძალადობის განხორციელების ფაქტი კი კატეგორიულად გამორიცხა. ამ კუთხით დაზარალებულმა ეჭვის ქვეშ დააყენა მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების სისწორეც და განმარტა, რომ მას წინასწარ ეუბნებოდნენ, თუ რა შინაარის ჩვენება უნდა მიეცა.

 

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს წინაშე მოწმის სახით დაკითხვისას ბ-----–-----------ის თანამშრომლებმა გ-------–-------–---მა, ზ----------------ემ და დ-------–---------ამაც დაადასტურეს, რომ ბ-----–-----------ის მიერ ვ-–--------------------ისაგან მუქარის შედეგად ინფორმაციის მიღების შესახებ არ სმენიათ და არც პირადად შესწრებიან მსგავს ფაქტს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება წარმოდგენდა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულებას განმარტების ან ჩვენების მიცემისათვის, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. დანაშაული დამთავრებულია პირის მიმართ შესაბამისი უკანონო ქმედების განხორციელების მომენტიდან და მნიშვნელობა არ აქვს - მიიღო თუ არა დამნაშავემ მისთვის სასურველი ჩვენება. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთ ხერხს - მოტყუებას, იგი შესაძლოა გამოხატული იქნეს ცრუ დაპირებაში.

 

პალატას მიაჩნია, რომ ბ-----–-----------ის მიერ განსახილველი დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ეჭვის ქვეშ იქნა დაყენებული დაზარალებულ ვ-–--------------------ის ჩვენებით. მის მიერ სასამართლოსათვის მოწოდებული ინფორმაციით გამოვლინდა არაერთი შეუსაბამო გარემოება საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით ბ-----–-----------ის ბრალდების საფუძვლიანობაში. საეჭვო ხასიათის ბრალდების საფუძველზე კი დაუშვებელია პირის მსჯავრდება და მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. დაზარალებულმა არ დაადასტურა უშუალოდ ბ-----–-----------ის მხრიდან, მისი, როგორც მოწმის იძულება ჩვენების მიცემისათვის, მოტყუებით და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ხოლო ის გარემოება, რომ ყოველივე აღნიშნულს ადგილი ჰქონდა სხვა პირების, მათ შორის ბ-----–-----------ის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მხრიდან, ექცევა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ფარგლებში, რისთვისაც ბ-----–-----------ის ბრალეულობა დადასტურებულად მიიჩნია სასამართლომ.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, შუადგომლობის წარდგენა არის აღნიშნული შუამდგომლობის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი, თუმცა ხსენებული ნორმა და „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №-6-Iს დადგენილება, არ წარმოადგენს შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და მსჯავრდებულის უპირობოდ გამართლების საფუძველს (იხ---------------------------–------- წელი).

 

უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, კერძოდ: „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი; ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი; აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. მტკიცებულებების შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის (ძვ.რედაქცია) და სსსკ-ის 132-ე მუხლის (1998 წლის რედაქცია) პირველი ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

პალატამ შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალ-ცალკე, ასევე მათი თანხვედრა სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, მიიჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით არის დადასტურებული ბ-----–-----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ხოლო ბ-----–-----------ის, როგორც მოხელის მიერ მოტყუებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით პირის იძულება ჩვენების მიცემისათვის, სისხლის სამართლის საქმეში არსებული და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე უტყუარად ვერ დადასტურდა, რის გამოც იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბ-----–-----------ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გაუქმების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 536-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ-----–-----------ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

ცვლილება შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინებაში;

 

ბ-----–-----------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

კახაბერ მაჭავარიანი