განაჩენი

სისხლის სამართლის 26.03.2019
საქმის ნომერი
330100118002391013
ინსტანცია
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/38-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ე-–---------------–-–---–ის,ადვოკატ - გ-----------------ის,მსჯავრდებულ - თ---------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ თ---------------ის ადვოკატ გ-----------------ის და საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ე-–---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

თ---------–-----------------------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------ს, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.თბილისი, თ--–--------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, კ--–--------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით:

 

თ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

თ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 28 თებერვლიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

თ---------------ემ ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ესე იგი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა, მოტყუებით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

მოქალაქე ე-–---------–--–---ის ნათესავი - ვ--–-------------ი ბრალდებული იყო ნარკოტიკული დანაშაულისათვის. ე-–---------–--–---მა, ვ--–-------------ისთვის კანონით გათვალისწინებული შეღავათის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევის მიზნით დახმარება სთხოვა თავის ნათესავს - ტ--–------–--ვს, რომელმაც თავის მხრივ ე-–---------–--–---ი დააკავშირა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთან - თ---------------ესთან.

 

შეხვედრისას თ---------------ემ განიზრახა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდა ე-–---------–--–---ის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას.

 

2018 წლის თებერვალში ტ--–------–--ვი, ე-–---------–--–---ი და თ---------------ე რამოდენიმეჯერ შეხვდენენ ერთმანეთს, რა დროსაც თ---------------ემ მოატყუა ე-–---------–--–---ი, რომ მისთვის 7000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში შეწყალების კომისია ვ--–-------------ს შეიწყალებდა.

 

ვინაიდან ე-–---------–--–---ს დასახელებული ოდენობის თანხა არ გააჩნდა და სრული მოცულობით თანხის მობილიზაციისთვის ესაჭიროებოდა გარკვეული დრო, თ---------------ეს შეუთანხმდა, რომ საწყის ეტაპზე ე----–--–---ი მას გადასცემდა 3500 აშშ დოლარს, ხოლო დარჩენილ ნაწილს - 20 დღის შემდგომ. თ---------------ემ ე-–---------–--–---ი მკაცრად გააფრთხილა, რომ არ დაერღვია მიცემული პირობა.

 

შეთანხმებისამებრ, 2018 წლის 28 თებერვალს, თ---------------ე ქ.თბილისში, კ--–-----------ა N---ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ შეხვდა ე-–---------–--–---ს და მოტყუებით დაეუფლა მოთხოვნილი თანხის ნაწილს - 3500 აშშ დოლარს, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ თ---------------ის ადვოკატმა გ-----------------ემ და საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ე-–---------------–-–---–მა.

 

დაცვის მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

 

ადვოკატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან მასში ასახული დასკვნები არ გამომდინარეობს ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან. სასამართლომ არაობიექტურად და მიკერძოებულად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერები და მოწმეთა ჩვენებები. განაჩენით დარღვეული იქნა გამამტყუენებლი განაჩენის გამოსატანად როგორც საერთოშირისო ხელშეკრულებებით, ასევე ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითოვა მისი დაკმაყოფილება. ამასთან, მსჯევრდებულმა თ---------------ემ განაცხადა, რომ იგი არის პროვოკაციის მსხვერპლი. მასა და დაზარალებულ მხარეს შორის კომუნიაკაციის ინიციატორი ყოველთვის ტ--–------–--ვი იყო. ეს უკანასკნელი არის პოლიციის აგენტი, რომელმაც იცრუა სასამართლო სხდომაზე და არ განაცხადა, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ტ--–------–--ვს ქონდა მისი (თ---------------ის) ვალი 1200 ლარის ოდენობით და სწორედ ეს თანხა დაუბრუნა მას 2018 წლის 28 თებერვალს 500 დოლარის სახით. ასევე, თ---------------ემ მიუთითა, რომ საქმეზე გამოძიება ჩატარებულია კანონდარღვევით და არასრულყოფილად.

 

ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის გამკაცრების კუთხით და თ---------------ის მიმართ სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა 6 წელზე მეტი ვადით. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

 

პროკურორის განმარტებით, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად არ შეაფასა თ---------------ის მიმართ არსებული, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. ამასთან, როდესაც საჯარო მოხელე ჩაიდენს დანაშაულს თავისი თანამდებობის გამოყენებით, მის მიმართ მინიმუმთან მიახლოებული სასჯელის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, ვიანიდან მას ჩვეულებრივ მოქალაქეებთან შედარებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. პროკურორი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულისათვის ბრალად შესაცხული ქმედება მომეტებული საფრთხის შემცველია და მისი შემდგომი პრევენცია საჭიროებს თ---------------ის მიმართ როგორც ძირითადი სასჯელის ზომის გამკაცრებას, ასევე დამატებითი სასჯელების დანიშვნას.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ე-–---------------–-–---–მა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. ამასთან, იუშამდგომლა, რომ დაცვის მხარეს უარი ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ერთის მხრივ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში თ---------------ის ბრალეულობა; ამასთან, მსჯავრდებულ თ---------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და ადეკვატური, კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ე-–---------–--–---მა განაცხადა, რომ მისი დის - მ------------------ას მეუღლე ვ--–-------------ი იყო დაპატიმრებული ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნათესავისგან - ტ--–------–--ვისგან გაიგო, რომ მათი რაიონის დეპუტატი - თ---------------ე იყო ტ--–------–--ვის ახლობელი და მისულიყვნენ მასთან, როგორც დეპუტატთან, რომელიც დაეხმარებოდა მათ ვ--–-------------ის საქმის მოგვარებაში. ტ--–------–--ვთან ერთად შეხვდა თ---------------ეს, რომელიც შეპირდა, რომ მის ახლობლებთან და ნაცნობებთან გაარკვევდა აღნიშნულ საკითხს და გააგებინებდა პასუხს. ამასთან, თ---------------ემ შეხვედრისას განუმარტა, რომ 8000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა შეწყალების საფუძველზე ვ--–-------------ის ციხიდან გათავისუფლება. აღნიშნულის თაობაზე მოწმე ესაუბრა მის დას, რომელმაც განუმარტა, რომ ამდენი თანხა არ ჰქონდა და მხოლოდ 7000 აშშ დოლარის გადახდა შეეძლო. მოწმე და ტ--–------–--ვი კვლავ წავიდნენ თ------ისთან შესახვედრად მის სამსახურში. თ---------------ეს უთხრა, რომ მხოლოდ 7000 აშშ დოლარის გადახდა შეეძლოთ, რაზედაც იგი დათანხმდა. შემდგომ შეხვედრაზე თ---------------ემ განუმარტა, რომ 3500 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა წინასწარ, ხოლო დანარჩენ თანხაზე შეუთანხმდა, რომ 20 დღეში მიუტანდა. თ------ი დაპირდათ, რომ დაახლოებით სამ თვეში ყველაფერი მოგვარდებოდა. აღნიშნულის შემდეგ ტ--–------–--ვთან ერთად თ---------------ეს შეხვდა მის საცხოვრებელ სახლთან, რომელსაც ავტომანქანაში გადასცა წინასწარ შეთანხმებული თანხა 3 500 აშშ დოლარის ოდენობით. ამის შემდეგ თ------ი და ტ--–---ი გადავიდნენ ავტომანქანიდან. ტ--–---ი მალევე დაბრუნდა და წავიდნენ. მოწმემ დაადასტურა, რომ თავდაპირველად, როდესაც ტ--–------–--ვი მივიდა მასთან, უთხრა, რომ მას ყავდა ნაცნობი და შეიძლებოდა მას მოეგვარებინა მისი სიძის საქმე. ტ--–---მა შესთავაზა - წავიდეთ ამ პირთან და დაველაპარაკოთო, მას ფული არ უხსენებია. შეხვედრისას, რომელსაც მის გარდა ესწრებოდნენ ტ--–------–--ვი და თ---------------ე, ამ უკანასკნელისგან გაიგო, რომ საქმის მოგვარების სანაცვლოდ ითხოვდა თანხას. მისთვის არ იყო ცნობილი, რომ ტ--–------–--ვი ახორციელებდა შეხვედრების გადაღებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ტ--–------–--ვმა განაცხადა, რომ 2016 წლიდან იცნობს კრწანისის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ - თ---------------ეს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გაიცნო. 2018 წლის თებერვლის თვის შუა რიცხვებში შეხვდა ნათესავს ე-–---------–--–---ს, რომლისგანაც ცნობილი გახდა, რომ მისი სიძე - ვ--–-------------ი დაკავებული იყო ნარკოტიკული დანაშაულის ფაქტზე და ესაჭიროებოდა დახმარება. ე-–---------–--–---ს შესთავაზა, რომ მისულიყვნენ კრწანისის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ - თ---------------ესთან, რომელიც წინასაარჩევნოდ ხალხს პირდებოდა პრობლემების მოგვარებას და შესაძლოა კანონიერი გზით ვ--–-------------საც დახმარებოდა რაიმეში. ე-–---------–--–---ი დაეთანხმა მის შეთავაზებას და კრწანისში შეხვდნენ თ---------------ეს, რომელსაც მოუყვა, რომ ე-–---------–--–---ის სიძე, რომელიც იყო მათი სოფლიდან, მოთავსებული იყო თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და თუ შეიძლებოდა დახმარებოდა რაიმე გზით, რაზეც თ---------------ემ განუმარტა, რომ მას, როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, ბევრი ნაცნობი ჰყავდა და შეეძლო ვ--–-------------ის ციხიდან გამოყვანაში დახმარება. ამასთან, ე-–---------–--–---ს უთხრა, რომ თუ სრულად უნდოდა მისი სიძის გათავისუფლება სასჯელისაგან, ამისათვის საჭირო იყო 8000 აშშ დოლარის გადახდა. ე-–---------–--–---ი დაეთანხმა თ---------------ის შეთავაზებას, თუმცა ვინაიდან მის დას სრულად არ ჰქონდა აღნიშნული თანხა, საბოლოოდ შეთანხმდნენ 7000 აშშ დოლარის გადახდაზე. მალევე, შემთხვევით ისევ შეხვდა თ------ს, რა დროსაც თ---------------ემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ 7000 აშშ დოლარად შეძლებდა პატიმრის გათავისუფლებას და კითხა, თუ რა მოიფიქრეს ამ საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულის შემდეგ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას და მიმართა ანტიკორუფციულ სააგენტოს. ე-–---------–--–---მა ამის შესახებ არაფერი იცოდა. მან თანხმობა განაცხადა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, მოხდა მისი შესაბამისი წესით აღჭურვა და ე-–---------–--–---თან ერთად წავიდა თ---------------ესთან შესახვედრად მის სამსახურში. კვლავ ისაუბრეს 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ე-–---------–--–---ის სიძის გამოყვანაზე. თუმცა ე-–-----იმ თქვა, რომ იმ დროს 7000 დოლარი არ ქონდა, ამიტომ ჯერ ნახევარი უნდა მიეცა და 15-20 დღეში მეორე ნახევარსაც მიუტანდა. ე-–-----ს აინტერესებდა კონკრეტულად რომელი უწყება აკეთებდა ამ საქმეს. ამიტომ შეხვდნენ კიდევ ერთხელ თ---------------ეს, რა დროსაც ე-–-----მა კითხა, თუ ვინ აკთებდა მისი სიძის ციხიდან გამოყვანის საქმეს. თ------მა უთხრა - შეწყალების გზით გათავისუფლდება ვ--–-------------იო. შეთანხმდნენ, რომ 2 დღეში მიუტანდა ფულს. შემდეგ იყო ფულის გადაცემის შეხვედრა. თ---------------ეს ე-–---------–--–---თან ერთად შეხვდა მის საცხოვრებელ სახლთან, რომელსაც ე-–---------–--–---მა ავტომანქანაში გადასცა ფულადი თანხა 3500 აშშ დოლარის ოდენობით. თანხის გადაცემის შემდეგ თ------ი გორგაძე გადავიდა ავტომანქანიდან. თავადაც გადავიდა ავტომანქანიდან და დაემშვიდობა თ---------------ეს. შემდეგ დაბრუნდა ავტომანქანაში და ჯერ გაემართა საავადმყოფოში პირად საქმეზე, ხოლო შემდეგ - ანტიკორუფციულ სააგენტოში, ვიდეოჩანაწერების მისატანად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------------------ამ განაცხადა, რომ დაზარალებული ე-–---------–--–---ი არის მისი ძმა. მეუღლე - ვ--–-------------ი დაკავებულია ნარკოტიკული დანაშაულისათვის და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. ე-–---------–--–---ისგან გაიგო, რომ ნათესავმა - ტ--–---მა გააცნო პიროვნება, რომელიც ვ--–-------------ს დაეხმარებოდა შეწყალების გზით ციხიდან გათავისუფლებაში. მოწმისათვის უცნობი იყო, თუ სად მუშაობდა ის პიროვნება, რომელმაც ე-–-----ს და ტ--–---ს უთხრა, რომ დახმარების სანაცვლოდ საჭირო იყო 8000 აშშ დოლარის გადახდა, თუმცა აღნიშნული თანხა არ ქონდა და საბოლოოდ შეთანხმდნენ 7000 აშშ დოლარის გადახდაზე. ამასთანავე, თავდაპირველად უნდა მიეცათ თანხის ნაწილი - 3500 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ თანხას 20 დღეში მიცემდნენ. მოწმის განმარტებით, ე-–---------–--–---ს გაატანა 3500 აშშ დოლარი, რომელიც მან გადასცა ბრალდებულს. მოწმე მ------------------ამ სასამართლო სხდომაზე გამოკითხვის ოქმის წარდგენის შემდეგ დაადასტურა, რომ გამოძიების ეტაპზე ნამდვილად დაიკითხა და ოქმზე არის მისი ხელმოწერა. როგორც იხსენებს, მისი მეუღლის მიმართ განაჩენის გამოტანის შემდეგ დაახლოებით ორ დღეში მასთან მივიდა ე-–-----ი და უთხრა, რომ უცხო პირი დაპირდათ დახმარებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწემ გ--–------–--–---–-ა განაცხადა, რომ იცავდა ვ--–-------------ის ინტერესებს, რომელიც დაკავებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მოწმე აღნიშნული განაჩენის გასაჩივრებას აპირებდა სააპელაციო სასამართლოში, რაც შეთანხმებული ქონდა ბრალდებულის ოჯახთან, თუმცა მოგვიანებით მას დაუკავშირდა ვ--–-------------ის ცოლის ძმა ე-–-----ი და უთხრა, რომ განაჩენი არ გაესაჩივრებინა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----------მ განაცხადა, რომ მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამახურის ანტიკორუფციული სააგენტოში. 2018 წლის 28 თებერვალს უფროსისგან მიიღო მითითება, რომ თვალყური ედევნებინათ ე-–---------–--–---ისა და ტ--–------–--ვისთვის, რომლებსაც 3500 აშშ დოლარი უნდა გადაეცათ თ---------------ისთვის. ე-–---------–--–---ი და ტ--–------–--ვი გადაადგილდებოდნენ ორთაჭალის ტერიტორიაზე. მათ გზად ავტომანქანაში ჩაუჯდა თ---------------ე, მივიდნენ კრწანისის ქ.N---ში მდებარე კორპუსის სადარბაზოსთან და გაჩერდნენ. მოწმე გადავიდა ეკიპაჟის ავტომანქანიდან და ფეხით მიუახლოვდა ავტომანქანას 20-25 მეტრის რადიუსზე, რა დროსაც თ---------------ე გადმოვიდა ავტომანქანიდან და აპირებდა სადარბაზოში შესვლას. ამ დროს ტ--–------–--ვიც გადმოსული იყო ავტომანქანიდან და მას შემდეგ, რაც დაემშვიდობა თ---------------ეს, ანიშნა ალიევმა, რომ თანხა უკვე გადაცემული ქონდათ. იმ მიზნით, რომ არ გართულებულიყო მტკიცებულებების მოპოვება, დაუყოვნებლივ შეყვა თ---------------ეს სადარბაზოში, მიუახლოვდა და განუმარტა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი, რაზეც თ---------------ეს ჰქონდა მძაფრი რეაქცია, არ ემორჩილებოდა და უწევდა წინააღმდეგობას. თ---------------ეს ხელები ისეთ მდგომარეობაში ჰქონდა, რომ ეტყობოდა ფული ხელში ეჭირა, რის გამოც ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. იგი (ნ----------) მიხვდა, რომ თ---------------ეს უნდოდა ფულის მოშორება და ლიფტის შახტაში ჩაგდება, რადგან მიიწევდა ლიფტისკენ, თვითონ კი ცდილობდა მის შეჩერებას. ამასთან მოუწოდებდა, დამორჩილებოდა და წარმოედგინა ფული. ამ დროს ლიფტიდან გამოვიდა ქალბატონი, რომელსაც შეეშინდა და ყვირილი დაიწყო. ამის გამო იგი (ნ----------) გაიწია და ქალბატონი გამოატარა, რითაც ისარგებლა თ---------------ემ და თანხა ჩაყარა ლიფტის შახტაში. ამის შემდეგ თ---------------ე ძიძგილაობით ჩამოიყვანა კიბეზე, რაც შენიშნეს თანამშრომლებმა - გ-------------–-–---–მა და ი-----–-----–--------ა, რომლებიც დაეხმარნენ თ---------------ის დაკავებაში. გამომძიებელმა - რ-------–---------მ თ---------------ეს განუმარტა უფლება-მოვალეობები, რის შემდეგაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის შედეგად თ---------------ის შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა საფულე, მასში მოთავსებული 500 აშშ დოლარის და 1000 ლარზე ცოტა მეტი ოდენობის ფულადი თანხით და საკრედიტო ბარათებით. მან (ნ----------მ) თანამშრომლებს განუმარტა, რომ თ---------------ემ ფულადი თანხა ჩაყარა ლიფტის შახტაში, რის გამოც თანამშრომლებმა - პ--------------მ და გ------------–--------–---–მა, მეტალის საგნის გამოყენებით მწყობრიდან გამოიყვანეს ლიფტი და გააჩერეს მოძრაობა. მათ მიერ დადგენილი იქნა კორპუსის თავმჯდომარის ვინაობა, რომელმაც გამოიძახა ლიფტის ხელოსანი. ამ უკანასკნელმა გახსნა ლიფტის შახტა, რის შემდეგაც ნახეს, რომ თანხა იყო გაფანტული, ძირითადი ნაწილი ერთად იყო, ხოლო რაღაც ნაწილი გაფანტულიც იყო. გადაიღეს ფოტოსურათები და გ------------–--------–---–მა ლიფტის შახტიდან ამოიღო თ---------------ის მიერ ჩაყრილი ფულადი თანხა 100 აშშ დოლარიანი კუპიურებით, რაც გადათვლის შემდეგ აღმოჩნდა 3500 აშშ დოლარი. ამოღებული ფულადი თანხა დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა გ-------------–-–---–მა, რ-------–---------------------–-----–-------მა დაადასტურეს მოწმე ნ----------ს ჩვენების სისწორე. ასევე, სასამართლოს მოახსენეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერებისა და ავთენტურობის შესახებ. მოწმე ი-----–-----–--------ა დამატებით განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ლიფტის შახტიდან ფულის ამოღებაში, რომელსაც ესწრებოდა კორპუსის თავმჯდომარე, ლიფტის ხელოსანი, გამომძიებელი და თანამშრომელი გ------------–--------–---–ი. ლიფტის შახტა თავდაპირველად გაანათეს მობილური ტელეფონების საშუალებით, რა დროსაც დაინახეს რამდენიმე ადგილას მიმოფანტული თანხა. გ.ღელაღუტაშვილის მიერ მოხდა ლიფტის შახტიდან ფულადი თანხის ამოღება, რომელიც იყო 35 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა. ამოღებული ფულადი თანხა დასურათდა და დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები, რომლებსაც გაეცნო და მოაწერა ხელი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------------–--------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის თებერვლის თვეში მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, სადაც დაიგეგმა ღონისძიება თ---------------ის მიერ ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით. თავის ეკიპაჟის წევრებთან ერთად მივიდა იმ ადგილზე, სადაც უნდა მომხდარიყო თ---------------ის შეხვედრა ხ--–--–--------------–-----ან. ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი - ნ---------- გადასული იყო ავტომანქანიდან და აკონტროლებდა პერიმეტრს. ვინაიდან ნ---------- გარკვეული პერიოდი არ გამოვიდა კონტაქტზე, ეკიპაჟის მეორე წევრთან - პ--------------სთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც თ---------------ე დახვდათ დაკავებული, ხოლო ნ----------სგან გაიგეს, რომ მან ფულადი თანხა ჩაყარა ლიფტის შახტაში. გ------------–--------–---–მა ავტომანქანიდან აიღო ლითონის საგნი და მისი საშუალებით მოახერხა ლიფტის მოძრაობის გაჩერება. ამის შემდეგ მოძებნეს კორპუსის თავმჯდომარე, რომელმაც გამოიძახა ლიფტის ხელოსანი. დაახლოებით 30-40 წუთში ადგილზე მივიდა ლიფტის ხელოსანი. მან ლიფტის კაბინა გააჩერა სიმაღლეზე და დაინახეს შახტაში არსებული ფულადი თანხა, რომელიც იყო ცოტა გაფანტული. გ------------–--------–---–ი ჩავიდა შახტაში, საიდანაც ამოღებული იქნა ფულადი თანხა 35 ცალი 100 აშშ დოლარი, ჯამში 3500 აშშ დოლარის ოდენობით. მოხდა თანხის ფოტოგადაღება, რის შემდეგაც ამოღებული ფულადი თანხა დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით და შედგა შესაბამისი ოქმი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე პ--------------მ დაადასტურა ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------------მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ------–--------–----------------, კორპუსი #------------–-. თ---------------ე არის მისი მეზობელი. 2018 წლის 28 თებერვალს ლიფტით მგზავრობდა მეექვსე სართულიდან ქვემოთ, რა დროსაც შემოესმა ჩხუბის ხმა. მიხვდა, რომ ეს ხმა ქვემოდან მოდიოდა. როდესაც ლიფტი პირველ სართულზე ჩამოვიდა და კარი გაიღო, დაინახა თ---------------ე და კიდევ ერთი მამაკაცი, რომლებიც ლიფტთან ძალიან ახლოს იყვნენ. ისინი ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, მისი გამოსვლის შემდეგ კი მოშორდნენ ლიფტის კარს და გაიწიეს მარჯვენა მხარეს. უცნობი პიროვნება თ---------------ეს ეუბნებოდა - „ფული სად წაიღეო“ და ამასთანავე იარაღი ეჭირა ხელში. ნ-------------ს შეეშინდა და სწრაფად გავიდა სადარბაზოდან. სიტყვები - „სად წაიღე“, მოწმეს ლიფტშიც ესმოდა, სანამ პირველ სართულზე ჩამოვიდოდა. მას ფულადი თანხა არ დაუნახავს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-–---------–---–მა განაცხადა, რომ არის ქ.თბილისში, კ--–----------------------------ის ამხანაგობის თავმჯდომარე. 2018 წლის 28 თებერვალს იმყოფებოდა ამავე კორპუსში მდებარე ბინაში, როდესაც დაუძახა მეზობელმა და მოახსენა, რომ ეძახდნენ პირველ სართულზე. ქვემოთ ჩასვლისას დახვდა გამომძიებელი, რომელმაც განუმარტა, რომ ლიფტის შახტაში იყო ფულადი თანხა და მონაწილეობა უნდა მიეღო მის ამოღებაში. ასევე, სთოხვეს დაერეკა და გამოეძახებინა ლიფტის ხელოსანი. ხელოსანმა გახსნა ლიფტის კარები, რის შემდეგაც ჩაიხედეს და მოწმემ დაინახა ფულადი თანხა. ფული იყო მოკეცილ მდგომარეობაში, მისი ნაწილი კი ისე ეყარა. ერთ-ერთი თანამშრომელი ჩავიდა ქვემოთ და ამოიღო ფულადი თანხა, რომელიც იყო 100 აშშ დოლარიანი კუპიურები, ჯამში 3500 აშშ დოლარის ოდენობით. გამომძიებლის მიერ ამოღებული ფულადი თანხა დაილუქა ადგილზე და შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რაზეც მოწმემ ხელი მოაწერა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი----------–---ა განაცხადა, რომ არის ლიფტის შემკეთებელი. 2018 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, დაუკავშირდა უფროსი, რომელმაც მიუთითა, რომ უნდა მისულიყო ქ.თბილისში, კ--–----------------------------ში, ვინაიდან ლიფტის შახტაში იყო რაღაც ნივთი და მისი ამოღება უნდოდათ. ადგილზე მისულს დახვდნენ კორპუსის თავმჯდომარე და პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც განუმარტეს, რომ უნდოდათ ლიფტის შახტის კარების გახსნა. ლიფტის კარი გაჩერებული ქონდათ რაღაც საგნით. მოწმემ გახსნა შახტის კარები, რის შემდეგაც თანამშრომლებმა ჩართეს ტელეფონის სანათი და დაინახეს, რომ ქვემოთ ეყარა დოლარის კუპიურები. თანხა შეკრული არ ყოფილა, უბრალოდ ერთად ეყარა, მთელს შახტაში გაფანტული არ ყოფილა, ან თვითონ ვერ შენიშნა ის, რაც გაფანტული იყო, მხოლოდ ერთად არსებული კუპიურები დაინახა. ერთ-ერთი თანამშრომელი ჩავიდა ქვემოთ, სურათი გადაიღო და ამოიღო ფულადი თანხა, რომელიც მათ თვალწინ დათვალა. ეს იყო 100 აშშ დოლარიანი კუპიურები, ჯამში 3500 აშშ დოლარის ოდენობით. პოლიციის თანამშრომლებმა შეავსეს ოქმი, ასევე ამოღებული ფული დალუქეს და ხელი მოაწერეს დამსწრე პირებმა. მოწმემ დაადსტურა, რომ დახურულ მდგომარეობაში არსებული ლიფტიდან თავისუფლად არის შესაძლებელი ქვემოთ 3500 ლარის ჩაყრა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ--------------მ განაცხადა, რომ არის შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრები არიან: გ----–-----------------------------–---–----–--------–------------------------------–---------------------------------------------–--------–---–-----------------–-–---–--------------------------------------------------------ე. კომისია განიხილავს ინდივიდუალურად განცხადებას შეწყალების თხოვნაზე და იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას, რომელიც ეგზავნება პრეზიდენტს. პრეზიდენტი განიხილავს მხოლოდ კომისიის დადებით რეკომენდაციებს და განსაზღვრავს - ვინ შეიწყალოს და როგორ. ამის შემდეგ პრეზიდენტი გამოსცემს შეწყალების აქტს. შეწყალების აქტით მსჯავრებული შეიძლება განთავისუფლდეს საპატიმრო სასჯელისგან, ან შეუმცირდეს სასჯელი. პირის შეწყალება რომ მოხდეს, მას მოხდილი უნდა ჰქონდეს დანიშნული სასჯელის ნახევარი. ზვიად ქორიძის განმარტებით, იგი თ---------------ეს არ იცნობს; მსჯავრდებულ ვალი ნადიმის ძე ჯაფაროვის საქმე არ განხილულა შეწყალების კომისიის მიერ და არც რაიმე სახის ინფორმაცია შესულა ამ პირის შესახებ კომისიაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე უდავო მტკიცებულებებას იქნა ცნობილი შეწყალების საკითხთა კომისიის წევრების: გ----–--–---------------------------------–---–-----–--------–--------------------------------–-----------------------------------------------–--------–---–------------------–-–---–------------------------------------------ის ჩვენებები. აღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ თ---------------ეს არ იცნობენ. შეწყალების საკითხთა კომისიას ვ--–-------------ის შეწყალების თხოვნა არ განუხილავს. არც თ---------------ეს და რაც სხვა პირს მათთვის არ მიუმართავთ, რომ შეწყალების საკითხთა კომისიას განეხილა მსჯავრდებულ ვ--–-------------ის შეწყალების საკითხი.

 

2018 წლის 26 თებერვლის ფარული საგამოძიებო მოქმედება შეხვედრებისა და საუბრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერით დადგენილია, რომ ტ--–------–--ვი, რომელიც აღჭურვილი იყო ფარული ჩამწერი მოწყობილობით და ე-–---------–--–---ი ქ-------–--–-, ო--------–------------–ი შეხვდნენ თ---------------ეს. საუბარი მიმდინარეობს თ---------------ის სამუშაო ოთახში, სადაც თ------ი მიმართავს ე-–-----ს, რომ მათ საჩივარი უნდა შეიტანონ სააპელაციოში. ასევე, მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც მათ უკვე ისაუბრეს, იმ ხალხთან აღარ ულაპარაკია და კითხულობს - დაელაპარაკოს თუ არა, რაზეც ე-–-----ი აძლევს თანხმობას. ამის შემდეგ თ------ი განმარტავს, რომ ყველაფრის გაკეთება იყო შესაძლებელი და როგორც იმ ხალხმა უთხრა, ამ ყველაფერს 3-4 თვე დასჭირდებოდა, რადგან იყო ბევრი ნიუანსი, მათ შორის უნდა ჩანიშნულიყო სასამართლო. ე-–-----ის შეკითხვაზე - როდის დაიწყებდნენ საქმეს, თ------ი პასუხობს, რომ იმავე დღეს დაურეკავდა და დაელაპარაკებოდა, რა დროსაც ე-–-----ი ეუბნება, რომ მეორე დღეს მიცემდა თანხას 3500 აშშ დოლარს, რაზეც თ------ი პასუხობს, რომ ის ვიღაცას გაუშვებს იქ, ვინაიდან იმან იცის, ვის და როგორ უნდა დაუკავშირდეს. ამავე დროს მიმართავს ტ--–---ს და ეუბნება, რომ მას მიეტანა. აღნიშნულზე ე-–-----ი ეუბნება, რომ ის თვითონ მიცემდა თანხას. ამასთან, ე-–-----ი ეკითხება თ------ს, რომ საქმე რომ არ გამოვიდეს, ფულს უკან ხომ მისცემდნენ, რაზეც თ------ი ეთანხმება, თუმცა განმარტავს, რომ ასეთი შემთხვევა მას არ ჰქონია. თ------ი ისევ ეუბნება მათ, რომ ის დაურეკავდა სხვა პირებს და გაიგებდა ყველაფერს, ვინაიდან მათ გარეშე ვერ ილაპარაკებდა, რის შემდეგაც დაურეკავდა ტ--–---ს და ყველაფერს აუხსნიდა. ამის შემდეგ ე-–-----ი ეუბნება თ------ს, რომ მას ჰქონდა მზად 3500 აშშ დოლარი და დანარჩენს მერე გადასცემდა, რაზეც თ------ი ეთანხმება, თუმცა კითხულობს დანარჩენი როდის იქნება, რაზეც ე-–-----ი პასუხობს, რომ 15-20 დღეში მისცემს. თ------ი მოუწოდებს ზუსტად უთხრას თარიღი, თორემ მერე ისინი ყველაფერს გააფუჭებდნენ. თ------ი კვლავ განმარტავს, რომ ე-–-----ს ზუსტად ეთქვა მეორე ნახევარი როდის იქნებოდა და ის მეორე დღეს უკვე დაიწყებდა საქმეს, დაელაპარაკებოდა შესაბამის პირებს და რასაც ეტყოდნენ გადასცემდა მათ.

 

2018 წლის 27 თებერვლის ფარული საგამოძიებო მოქმედება შეხვედრებისა და საუბრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერით დადგენილია, რომ ტ--–------–--ვი, რომელიც აღჭურვილი იყო ფარული ჩამწერი მოწყობილობით და ე-–---------–--–---ი ქ-------–--–------–-----------------ის მიმდებარედ შეხვდნენ თ---------------ეს. საუბარი მიმდინარეობს ავტომანქანაში. თ------ი განმარტავს, რომ ის შეხვდა საჭირო ხალხს, რომლებსაც იცნობს წლებია და ეს ხალხი შეპირდა, რომ ორ თვეში გამოვიდოდა საქმე, თუმცა ის ერთ თვეს კიდევ უმატებდა, რამე რომ ყოფილიყო ხელის შემშლელი, მაგალითად სასამართლო პროცესები. ამის შემდეგ ე-–-----ი ეკითხება - პატიმრის გამოშვება როგორ მოხდებოდა უდოთი თუ შეწყალებით, რაზეც თ------ი პასუხობს, რომ ჯერ მიუსჯიდნენ და მერე შეწყალებას გაუკეთებდნენ. მათ უნდა შეეტანათ სააპელაციო საჩივარი და როცა ბოლო ინსტანცია მორჩებოდა, მერე გააკეთებდნენ ყველაფერს შეწყალების კომისიის მეშვეობით. ამის შემდეგ ე-–-----ი ეუბნება, რომ მეორე დღეს მიუტანს ფულს და მისცემს, რაზეც თ------ი ეთანხმება.

 

2018 წლის 28 თებერვალს თ---------------ესა და ტ--–------–--ვს შორის სატელეფონო საუბრების კრებსით დგინდება, რომ ტ--–------–--ვი და თ---------------ე საუბრობენ მობილური ტელეფონით, რა დროსაც თანხმდებიან შეხვედრაზე.

 

2018 წლის 28 თებერვალს ფარული საგამოძიებო მოქმედება შეხვედრებისა და საუბრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერით დადგენილია, რომ ტაიფ ალიევი, რომელიც აღჭურვილი იყო ფარული ჩამწერი მოწყობილობით და ე-–---------–--–---ი, ქ-------–--–-, კ--–-----------ა N---ის მიმდებარედ შეხვდნენ თ---------------ეს. საუბარი მიმდინარეობს ავტომანქანაში, ე-–-----ი ეკითხება თ------ს, რომ შეეძლოთ თუ არა ამ საქმის დაწყება და იყო თუ არა ყველაფერი ნორმალურად, რაზეც თ------ი ეთანხმება. აქვე ე-–-----ი განმარტვას, რომ მან ფული მიუტანა, რა დროსაც თ------ი ეკითხება - რამდენს აძლევს, ე-–-----ი პასუხობს, რომ როგორც მოილაპარაკეს 3500 ახლა აძლევს, ხოლო დანარჩენს - 20 დღის შემდეგ, რასაც თ------იც ეთანხმება. ამის შემდეგ ე-–-----ი აძლევს თანხას თ------ს, რა დროსაც თ------ის ხელში ფიქსირდება 100 აშშ დოლარიანი კუპიურები.

 

2018 წლის 28 თებერვლის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ თ---------------ე დაკავებული იქნა 2018 წლის 2------------–---------------- ქ. თბილისი, კ--–-----------ა N---ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს მიმდებარედ. მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც, შარვლის უკანა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ყავისფერი ტყავის საფულე, მასში არსებული 500 აშშ დოლარით და 1210 ლარით. ასევე ამოღებული იქნა სს „ლიბერთი ბანკის“ და სს „თიბისი“ ბანკის პლასტიკური ბარათები გაცემული თ---------------ის სახელზე. თ---------------ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის „honor“-ის ფირმის მობილური ტელეფონი. თ---------------ის განმარტებით, აღნიშნულ ტელეფონში მოთავსებულია 2 სიმ ბარათი, რომელთა ნომრებია 5---------------------------0.

 

2018 წლის 28 თებერვლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ-------–--–-, კ--–-----------ა N--, კორპუსი N5-ის პირველი სართულის ლიფტის შახტიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა 3500 აშშ დოლარის ოდენობით (35 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურები).

 

2018 წლის 9 მარტის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ელექტრონული გვერდის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ცენტრალური სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ რ-------–---------ს მიერ დათვალიერებული იქნა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური ელექტრონული ინტერნეტ გვერდი - „www.matsne.gov.ge“. საიტის საძიებო სისტემის გამოყენებით, ელექტრონულ გვერდზე ნანახი იქნა: საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის N120 ბრძანებულება „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ.“

 

2014 წლის 27 მარტის შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილია, რომ შეწყალების თხოვნის განხილვისა და მსჯავრდებულის შეწყალების, ასევე სასჯელმოხდილი პირისათვის ნასამართლობის მოხსნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის რეკომენდაციის წარდგენის მიზნით იქმნება შეწყალების საკითხთა კომისია. კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. კომისიის რეკომენდაციას შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განიხილავს საქართველოს პრეზიდენტი და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

 

2018 წლის 24 თებერვლის საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ გვერდის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ცენტრალური სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ რ-------–---------ს მიერ დათვალიერებული იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ინტერნეტ ვებ-გვერდი „www.nbg.ge “, რის შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის 17 თებერვალს 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი იყო 2.4641 ლარი. აღნიშნულზე დაყრდნობით 7000 (შვიდიათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში შეადგენდა 17248,7 ლარს.

 

2018 წლის 2 მარტის საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ გვერდის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ცენტრალური სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ რ-------–---------ს მიერ დათვალიერებული იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ინტერნეტ ვებ-გვერდი „www.nbg.ge“. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის 28 თებერვალს 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი იყო 2.4795 ლარი. აღნიშნულზე დაყრდნობით, 2018 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში შეადგენდა 17 356,5 ლარს, ხოლო 3500 (სამიათასხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში შეადგენდა 8678,25 ლარს.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გადმოგზავნილი მასალებით დადგინდა, რომ 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად არჩეული იქნა თ---------------ე, რომლის უფლებამოსილება ცნობილი იქნა 2017 წლის 14 ნოემბერს.

 

2017 წლის 15 დეკემბრის განკარგულებით, თ---------------ე დანიშნული იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრად.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ უნდა შეაფასოს მსჯავრდებულ თ---------------ის ქმედებებში ქონდა თუ არა ადგილი დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, ჩაიდინა თუ არა მან ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. აღნიშნული ინკრიმინირებული ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ იგი მოტუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა - მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიდან თაღლითობა გამოირჩევა მისი ჩადენის ხერხით, რადგან ამ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქონების დაუფლება ხდება არა ფარულად ან ძალადობის გამოყენებით, არამედ დაზარალებულის მოტყუებით, ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის გზით, რის შედეგადაც ქონების გადაცემა დაზარალებულის მხრიდან ხდება ნებაყოფლობით. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში. შესაბამისად, თაღლითობა მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს თაღლითობა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ დანაშაულის საშიშროებას. ასეთ შემთხვევაში პირი თავის სამსახურებრივ მდგომარეობას იყენებს ბოროტად სხვების მოტყუების გასაადვილებლად. მისი თანამდებობრივი სტატუსი უფრო დამაჯერებელს ხდის მიერ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, სსკ-ის 177-ე-1891-ე მუხლები), დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გულისხმობს მაღალი დამაჯერებლობის ხარისხის მქონე მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მსჯელობას, რომ თითქოსდა საქმეზე არ არის წარმოგდენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მიუთითებდა თ---------------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე. დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა აშკარად ტენდენციური და მტკიცებულებებთან შეუსაბამოა, რის გამოც გაზიარებული ვერ იქნება. ზემოთ მოყვანილი მტკიცებულებების უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თვალსაზრისით შეფასების შემდეგ, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, სანდო, სარწმუნო და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულს და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოწმეების ტ-–------–----ს და ე-–---------–--–---ის ჩვენებებს, მათ თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. ტ--–------–--ვმა მოახსენა სასამართლოს, რომ ვიანიდან თ---------------ე იყო მათი უბნის დეპუტატი და წინასაარჩევნოდ ხალხს პირდებოდა პრობლემების მოგვარებას, ამიტომ შესთავაზა ე-–---------–--–---ს მისულიყვნენ მასთან დასალაპარაკებლად და იმ საკითხის გასარკვევად, იქნებოდა თუ არა კანონიერი გზით ვ--–-------------ის დახმარება შესაძლებელი. შეხვედრისას თ---------------ემ განუმარტა, რომ მას, როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, ბევრი ნაცნობი ჰყავდა და შეეძლო ვ--–-------------ის ციხიდან გამოყვანაში დახმარება. ტ--–------–--ვმის განმარტებით, დახმარების სანაცვლოდ თ---------------ემ ე-–---------–--–---ს უთხრა, რომ თუ სრულად უნდოდა მისი სიძის სასჯელისაგან გათავისუფლება, ამისათვის საჭირო იყო 8000 აშშ დოლარის გადახდა. თუმცა ვ--–------------ის ოჯახს სრულად არ ჰქონდა აღნიშნული თანხა და საბოლოოდ შეთანხმდნენ 7000 აშშ დოლარის გადახდაზე. ტ--–------–--ვსა და თ---------------ეს შორის კიდევ ერთხელ შედგა შეხვედრა, ე-–---------–--–---ის თანდასწრების გარეშე, როდესაც თ---------------ემ დაუდასტურა მას, რომ 7000 აშშ დოლარად ის შეძლებდა პატიმრის გათავისუფლებას. მოწმე სწორედ ამის შემდეგ დაფიქრდა, რომ თ---------------ე შესაძლოა ახორციელებდა კანონდარღვევას და მიმართა სამართალდამცავ ორგანოს. ტ--–------–--ვმა დაადასტურა, რომ შესაბამისად აღჭურვილი სამჯერ შეხვდა თ---------------ეს ე-–---------–--–---თან ერთად. პირველ ორ შეხვედრაზე ისაუბრეს კვლავ 7000 დოლარის გადახდაზე, რომელიც ორ ნაწილად უნდა მიეცა ე-–---------–--–---ს მისთვის. კერძოდ ნახევარი იმ პერიოდში და ნახევარი - დაახლობით 15-20 დღის შემდეგ. ასევე თ---------------ისგან მიიღეს გარანტია, რომ დაახლოებით 3 თვეში ვ--–-------------ი გამოვიდოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებვიდან შეწყალების გზით. ხოლო მე-3 შეხვედრაზე, ე-–---------–--–---მა თ---------------ეს გადასცა 3500 აშშ დოლარი ტ--–------–--ვის ავტომანქანაში.

 

პალატის შეფასებით, მოწმე ტ--–------–--ვის ჩვენება არის სრულყოფილად თანმიმდევრული და დამაჯერებელი. მასში არ ვლინდება არაერთგვაროვანი პასუხები, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავს სრულყოფილად და ზედმიწევნით, რის გამოც სასამართლოს მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია. მან სასამართლო სხდომაზე აშკარად მიუთითა თ---------------ეზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე და განმარტა, რომ ვ--–-------------ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების სანაცვლოდ იგი ე-–---------–--–---ისგან ითხოვდა 7000 აშშ დოლარის გადახდას.

 

საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ტ--–------–--ვს ან მის უკან მდგომ სხვა პირს რაიმე სახის ინტერესი გააჩნდა მსჯავრდებულის მიმართ, რის გამოც მან იცრუა სასამართლოს წინაშე და ამოძრავებდა თ---------------ის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში უმიზეზოდ მიცემის სურვილი. რაც შეეხება დაცვის მხარის განმარტებას, რომ ტ--–------–--ვის მიმართ ქვემო ქართლის პროკურატურაში არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რაც ამ უკანასკნელმა უარყო, პალატა განმარტავს, რომ დაცვის მხარემ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ დაუდასტურა სასამართლოს ნამდვილად არის თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული ტ--–------–--ვის მიმართ; და თუ არის, აღნიშნულს რა კავშირი აქვს განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან.

 

მოწმე ტ--–------–--ვის ჩვენება თ---------------ის მიერ ფულადი თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით სრულ შესაბამისობაშია მოწმეების - ე-–---------–--–---ის და მ------------------ას ჩვენებებთან, რომლებმაც ერთმანეთის იდენტურად დაადსტურეს, რომ ტ--–------–--ვისაგან გაცნობილმა პირმა, ე-–---------–--–---ის მითითებით - თ---------------ემ, ვ--–-------------ის ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მოითხოვა 8000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ვინაიდან ოჯახს ამდენი თანხა არ ჰქონდა, საბოლოოდ შეთანხმდნენ 7000 აშშ დოლარის გადახდაზე. ამასთან, ე-–---------–--–---ს ჯერ 3500 აშშ დოლარი უნდა მიეტანა თ---------------ისათვის, დანარჩენი ნაწილი კი, დაახლოებით 20 დღეში უნდა მიეცა. ე-–---------–--–---მა ნათლად მოახსენა სასამართლოს, რომ თავდაპირველად, როდესაც მასთან ტ--–------–--ვი მივიდა, ამ უკანასკნელს ფულადი თანხა არ უხსენებია, უთხრა ჩვენს დეპუტატთან წავიდეთ იქნებ ის დაგვეხმაროს შენი სიძის ციხიდან გამოყვანაშიო. შეხვედრის შემდეგ ერთმანეთში საუბრისას თავად თ---------------ემ თქვა, რომ საქმის მოგვარების სანაცვლოდ საჭირო იყო მისთვის თანხის გადახდა. ე-–---------–--–---ის ჩვენება თ---------------ესთან შეხვედრების და საუბრის შინაარსთან დაკავშირებით, სრულ თანხვედრაშია მოწმე ტ--–------–--ვის ჩვენებასთან. რაც შეეხება ე----–--–---ის განმარტებას, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია შეხვედრების ფარულ გადაღებასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარემ სათანადოდ ვერ დაასაბუთა, თუ რატომაა მოწმის ხსნებული განმარტება დამაჯერებლობას მოკლებული. მხოლოდ ის გარემოება, რომ როგორც ვიდეოჩანაწერით დასტურდება, 2018 წლის 28 თებერვალს თ---------------ესთან შეხვედრამდე ტ--–------–--ვი ავტომანქანაში ახორციელებს სატელეფონო ზარს, არ ადასტურებს, რომ ე-–---------–--–---ისათვის ცნობილი იყო ტ--–------–--ვის ანტიკორუფციულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფაქტი, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც ტ--–------–--ვი ტელეფონზე საუბრობს ქართულ ენაზე. ე-–---------–--–---ს კი, როგორც თავად მიუთითა, ძალიან ცუდად, თითქმის არ ესმის ქართულ ენაზე საუბარი.

 

რაც შეეხება მოწმე მ------------------ას მიერ გამოძების ეტაპზე მიცემული ჩვენების სადავოდ მიჩნევას, მართალია მოწმემ თავდაპირველად ვერ გაიხსენა, თუ როდის მოხდა მისი დაკითხვა საგამოძიებო ორგანოში, მაგრამ გამოკითხვის ოქმის წარდგენის შემდეგ დაადასტურა, რომ გამოძიების ეტაპზე ნამდვილად დაიკითხა და ოქმზე ნამდვილად დაფიქსირებულია მისი ხელმოწერა.

 

მოწმეების - ტ--–------–--ვის, ე-–---------–--–---ის და მ------------------ას მიერ სასამართლოსათვის მოწოდებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია და გამყარებულია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით. 2018 წლის 26 თებერვლის და 27 თებერვლის ჩანაწერებიდან ნათლად ირკვევა, რომ თ---------------ე დაურეკავდა სათანადო პირებს და დაელაპარაკებოდა საკითხის მოგვარებაზე. ე-–---------–--–---ი პირდება მას, რომ პირადად მისცემდა 3500 აშშ დოლარს, ხოლო დანარჩენს მერე გადასცემდა, რაზეც თ------ი გორგაძე ითხოვს, რომ ე-–---------–--–---მა ზუსტად მიუთითოს დანარჩენი თანხის გადახდის თარიღი. თ---------------ე პირდება ე-–---------–--–---ს, რომ საქმე აუცილებლად გამოვა, საქმე რომ არ გამოსვლოდეს, ასეთი შემეთხვევა არ ქონია. 27 თებერვლის შეხვედრაზე თ---------------ე განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენის მიღების შემდეგ ე-–---------–--–---ის სიძეს გაათავისუფლებდა შეწყალების კომისია და ამ ყველაფერს სჭირდებოდა 2-3 თვე. 2018 წლის 28 თებერვლის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის თანახმად, ე-–---------–--–---ი ეკითხება თ---------------ეს - იყო თუ არა ყველაფერი ნორმალურად, რაზეც თ------ი ეთანხმება. ე-–-----ი განმარტვას, რომ ფული მიუტანა, რა დროსაც თ------ი ეკითხება, თუ რამდენს აძლევს. ე-–-----ი პასუხობს, რომ როგორც მოილაპარაკეს - 3500 დოლარს ახლა აძლევს, ხოლო დანარჩენს - 20 დღის შემდეგ, რასაც თ------იც ეთანხმება და ეუბნება, რომ თანხის გადათვლა არ უნდა. ამის შემდეგ ე-–-----ი აძლევს თანხას, რა დროსაც თ------ის ხელში ფიქსირდება ფულადი თანხის კუპიურები გადაკეცილ მდგომარეობაში, ზევიდან 100 დოლარიანი კუპიურა. თ---------------ეს აღნიშნული თანხა ხელში აქვს მოთავსებული და ასე ტოვებს ტ--–------–--ვის ავტომანქანას. ამდენად, უსაფუძვლოა და ვიდეოჩანაწერებთან წინააღმდეგობაში მოდის დაცვის მხარის განმარტება, რომ ტ--–------–--ვს ჰქონდა თ---------------ის ვალი 500 დოლარის სახით და ეს თანხა გადასცეს მას; ასევე თითქოს ჩანაწერით არ დასტურდება ფულის გადაცემის მომენტი.

 

რაც შეეხება თანხის გადაცემის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს სრულიად დამაჯერებელი და ურთიერთშესაბამისი ჩვენებების მისცეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა. მოწმე ნ----------მ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ტ--–------–--ვი დაემშვიდობა თ---------------ეს და ეს უკანასკნელი გაემართა სადარბაზოსაკენ, ტ--–---მა აღნიშნა, რომ თანხა უკვე გადაცემული ქონდათ. იმ მიზნით, რომ არ გართულებულიყო მტკიცებულებების მოპოვება, მოწმე დაუყოვნებლივ შეყვა თ---------------ეს სადარბაზოში, მიუახლოვდა და წარუდგინა თავი. ნ----------ს განმარტებით, თ---------------ეს ხელები ისეთ მდგომარეობაში ქონდა, რომ ეტყობოდა - ფული ხელში ეჭირა, რის გამოც ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. აღნიშნული შესაბამისობაშია ვიდეოჩანაწერთანაც, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ თ---------------ეს ე-–---------–--–---ის მიერ გადაცემული თანხა უჭირავს ხელში და ისე გადადის ავტომანქანიდან. მოწმე ნ----------მ ასევე განმარტა, რომ თ---------------ეს უნდოდა ფულის მოშორება და ლიფტის შახტაში ჩაგდება, რის საშუალებასაც არ აძლევდა, თუმცა თ---------------ე მას არ ემორჩილებოდა. ვინაიდან ლიფტიდან გამოსულ ქალბატონს მათ დანახვაზე შეეშინდა, ნ---------- გაიწია და გაატარა იგი, ხოლო თ---------------ემ ისარგებლა ამ გარემოებით და თანხა ჩაყარა ლიფტის შახტაში. თ---------------ის დაკავებასა და მის პირად ჩხრეკასთან დაკავშირებით მოწმე ნ----------ს ჩვენების სისწორე დაადასტურეს მოწმეებმა გ-------------–-–---–მა, ი-----–-----–--------ა და რ-------–---------მ.

 

ლიფტის შახტიდან თ---------------ის მიერ ჩაყრილი ფულადი თანხის ამოღების ნაწილში მოწმე ნ----------ს ჩვენება სრულ თანხვედრაშია მისი თანამშრომლების: ირაკლი ჯიშკარიანის, პეტრე ნემსაძის და გ------------–--------–---–ის, ასევე კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე ე-–---------–---–ის და ლიფტის ხელოსანის იგორ პარშინის ჩვენებებთან. მათი განმარტებით, თავდაპირველად ტელეფონის სანათის საშუალებით გაანათეს ლიფტის შახტა, რა დროსაც გამოჩნდა გაფანტული ფულადი თანხა, თუმცა ფული მთლიანად მიმოფანტული არ იყო, ძირითადი ნაწილი იყო ერთად, ხოლო რაღაც ნაწილები იყო განცალკევებით. ამ კუთხით მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობები არ გამოვლენილა და პალატა ვერ ხედავს მათ გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლებს. როგორც მოწეები განმარტავენ, ლიფტის შახტაში ჩავიდა გ------------–--------–---–ი და ამოიღო ფულადი თანხა 100 აშშ დოლარიანი კუპიურებით, იგი გადათვალა ყველას თვალწინ და საერთო ჯამში იყო 3500 აშშ დოლარი. ამოღებული ფულადი თანხა დასურათდა და დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებში არ იკვეთება რაიმე სახის წინააღმდეგობები, რაც მათი გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა; მნიშვნელოვან და საქმესთან შემხებლობაში მყოფ ფაქტობრივ გარემოებებს ისინი წარმოაჩენენ იდენტურად. ამასთან, საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა. მითუმეტეს, მათი ჩვენებები იდენტურია საქმეზე წარმოდგენილი სრულიად ნეიტრალური მოწმეების ე-–---------–---–ის და იგორ პარშინის ჩვენებებისა. ამასთან, მოწმეთა ჩვენებები ლიფტის შახტიდან თანხის ამოღების ნაწილში გამყარებულია შესაბამისი ამოღების ოქმით, რომლის თანახმადაც, ქ-------–--–-, კ--–-----------ა N--, კორპუსი N5-ის პირველი სართულის ლიფტის შახტიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა 3500 აშშ დოლარის ოდენობით - 35 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა.

 

დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს მოწმეების ნ----------ს და ნ-------------ის ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებზეც და ასევე მიუთითებს, რომ ნ-------------ს ლიფტიდან გამოსვლისას არაფერი დაუნახავს, მათ შორის არც ის, თუ როგორ ჩაყარა თ---------------ემ ლიფტის შახტაში ფულადი თანხა, რაც, იქ ყოფნის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა დაენახა. პალატამ შეაფასა რა ხსენებული მოწმეების მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფირმაცია, განმარტავს, რომ ნ----------სა და ნ-------------ის ჩვენებებში არ ვლინდაბა რაიმე სახის წინააღმდეგობები. როგორც ნ-------------მა მოახსენა სასამართლოს, ლიფტიდან გამოსვლისას მის წინ მყოფი ორი მამაკაცი გვერდით გაიწია და გაატარეს. შენიშნა, რომ იმ პირის, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში იყო თ---------------ესთან, ჰქონდა იარაღი. ამის გამო შეშინდა და სწრაფად დატოვა სადარბაზო. ანალოგიურად აღწერა აღნიშნული გარემოებები ნ----------მ და განმარტა, რომ ვიანიდან ლიფტიდან გამოსული ქალბატონი იყო შეშინებული, მას გზა დაუთმო და გაატარა. იმ პირობებში, რომ ემოციურ მდგომარეობაში მყოფმა ნ-------------მა სწრაფად დატოვა სადარბაზო, სავსებით ლოგიკურია, რომ მას ვერ შეენიშნა როგორ მოიშორა თავიდან ფულადი თანხა თ---------------ემ.

 

სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე ასევე განმარტავს, რომ მსჯავრდებული თ---------------ე არის აგენტ-პროვოკატორის მიერ პროვოცირებული დანაშაულის მსხვერპლი. დაცვის მხარის აღნიშნული განმარტება აშკარად უსაფუძვლოა და პალატა ვერ გაიზიარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ ამომწურავი მსჯელობა იქონია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რასაც სააპელაციო პალატაც სრულად ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ტ--–------–--ვის ქმედებაში დანაშაულის პროვოკაციის ნიშნები არ იკვეთება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პოლიცია უფლებამისილია ჩაატაროს ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რაც თავისთავად არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეისწავლოს, თუ რამდენად ჰქონდა ადგილი დანაშაულის წაქეზებას პირის მხილების განზრახვით (Ramanauskas v. Lithuania, § 51; Khudobin v. Russia, §128). პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებაზეც „ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებელი არ იყო წინასწარ პატიმრობაში, არამედ იგი თავისუფალი იყო და არ იმყოფებოდა პოლიციის ინფორმატორის წნეხის ქვეშ, - ის თავისუფალი იყო თავის ქცევაში. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მტკიცებულების მოპოვება არ „შეიცავდა იძულების ან ზეწოლის ელემენტს“ და ადგილი არ ჰქონდა მე-6 მუხლის დარღვევას.

 

სწორედ ანალოგიურ გარემოებასთან გვაქვს საქმე განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან თ---------------ეს არცერთ შემთხვევაში არ ქონია შეზღუდული მოქმედების თავისუფალი ნება; შეხვედრებისას იგი ე-–---------–--–---ს ეკითხება, თუ როდის მიუტანს თანხას, რის შემდეგაც უნდა დაელაპარაკოს შესაბამის პირებს და უნდა დაიწყოს ე-–---------–--–---ის სიძის ციხიდან გამოყვანის საკითხის მოგვარება. ფარული საგამოძიებო მოქემდების შედეგად მოპოვებული მასალიდან ნათლად ჩანს, რომ ე-–---------–--–---ს უკვე გაცხადებული აქვს თანხმობა თ---------------ისათვის ამ საქმეში 7000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე. ჩანაწერებიდან ნათლად ჩანს, რომ არც ვ--–-------------ის გათავისუფლების საკითხის განხილვა და არც ამის სანაცვლოდ 7000 აშშ დოლარის გადაცემის თემა თ---------------ისათვის უცხო არ არის. იგი თავად მიუთითებს ე-–---------–--–---ს, რომ შეიტანონ სააპელაციო საჩივარი და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ შეწყალების კომიასია ვ--–-------------ს გამოუშვებს. ამასთან, თ---------------ე საკუთარი ინიციატივით აზუსტებს - თუ როდის მიიტანს ე-–---------–--–---ი დანარჩენ ნაწილს და უბნება, რომ ზუსტად უნდა იცოდეს ეს თარიღი.

 

დაცვის მხარე ასევე აპელირებს, რომ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერზე არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა, რითაც დადგინდებოდა მისი სანდოობა და აშკარა იქნებოდა, რომ ვიდოეჩანაწერზე არ არის მონტაჟის კვალი. პალატის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ვიდეოჩანაწერი მოპოვებულია კანონის მოთხვნათა სრული დაცვით და მის ავთენტურობასთან დაკავშირებით ეჭვის შეტანის საფუძვლები არ გამოვლენილა. ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად; მათი განხროციელებისას ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობას; თითოეულ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა მოსამართლის განჩინების საფუძელზე, რის შედეგადაც მოპოვებული მტკიცებულებები სასამართლოს საკმარისად მიაჩნია იმისათვის, რომ გამოტანილი იქნეს კონკრეტული დასკვნები. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს შეეძლო, თუკი ჰქონდა აღნიშნულის საფუძველი, თავად წარმოედგინა საწინააღმდეგო გარემოებების მადასტურებელი მტკიცებულება (მათ შორის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაც) და საეჭვო გაეხადა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა რეალობა, რაც მას არ გაუკეთებია. წარმოდგენილ ჩანაწერებში თ---------------ის მონაწილეობა აშკარად დადასტურებულია. ამასთან, დაცვის მხარე არ უარყოფს მითითებულ დღეს თ---------------ისა და ტ--–------–--ვის შეხვედრის ფაქტს, რა დროსაც თითქოს ამ უკანასკნელმა მას გადასცა ნასესხები თანხა 500 აშშ დოლარის ოდენობით.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ გამოძიებამ ასევე არ ჩაატარა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და ლიფტის შახტიდან ამოღებულ ფულად თანხაზე არ იქნა დადასტურებული თ---------------ის შემხებლობა, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს შემდეგს: საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ანუ გამოძიებამ უნდა მოიპოვოს საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო მტკიცებულება და წარადგინოს სასამართლოში. ბუნებრივია, თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლიდა სხვა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების ჩატარებას და მათ შედეგებს მტკიცებულების სახით წარადგენდა, მათ მიეცემოდათ სათანადო შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა აღნიშნული მოქმედებების ჩაუტარებლობა ეჭვის ქვეშ ვერ დააყენებს იმ მტკიცებულებების სანდოობას და რელევანტურობას, რაც წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა სასამართლოში და რის საფუძველზეც უტყუარად დადასტურდა თ---------------ის მიერ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

პალატა ასევე უთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით სახეზეა თ---------------ისათვის ბრალად შერაცხული თაღლითობის მაკვალიფიცირებელი გარემოებები. კერძოდ დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თ---------------ე, რომელიც 2017 წლის 15 დეკემბრის განკარგულებით ასევე დანიშნული იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრად, ცდილობდა მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა ე-–---------–--–---ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 7000 აშშ დოლარი, საიდნაც მხოლოდ 3500 აშშ დოლარის დაუფლება მოახერხა.

 

ამდენად, ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის განმარტება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არაობიექტურად და მიკერძოებულად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და გამამტყუენებლი განაჩენი გამოიტანა როგორც საერთოშირისო ხელშეკრულებებით, ასევე ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების დარღვევით. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რა დროსაც ადგილი არ ჰქონია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას, სასამართლოს დასკვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების კანონიერების, რელევანტურობისა და საკმარისობის კუთხით, საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (-----------------------------------------------------------------------------.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ თ---------------ემ ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ესე იგი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ თ---------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ არც აღნიშნულ ნაწილში არსებობს ბრალდების მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენის შეცვლის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის მიმართ ზედმეტად მკაცრი და დისპროპორციული სასჯელის გამოყენება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არის შეფასებადი. კერძოდ - „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე, 25-ე და 26-ე პუნქტები).

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა თ---------------ის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), პირადი და ეკონომიკური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ქმედების ჩადენის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ასევე ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროება და ხასიათი (რაზეც უთითებს ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში) და ჩათვალა, რომ გამოყენებული სასჯელი თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. რაც შეეხება პროკურორის განმარტებას, რომ თ---------------ის მიერ დანაშაული ჩადენილია სამსახურებრივი მგომარეობის გამოყენებით, აღნიშნული წარმოადგენს ქმედების მაკვალიფიცირებელ, დამამძიმებელ გარემოებას და დამატებით უფრო მკაცრი სახის სასჯელის გამოყენების საფუძველი ვერ გახდება.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი, მისი დამძიმების და დამატებითი სასჯელის დანიშვნის საფუძველი არ არსებობს და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფლიდეს. თ---------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, არის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

ამდენად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი თ---------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორ ე-–---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ თ---------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი;

 

თ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

თ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 28 თებერვლიდან.

 

თ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ფარული საგამოძიებო მოქმედებების - ვიდეო და აუდიოგადაღების ამსახველი მასალა 3 ცალ „DVD-R“ დისკზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების - სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ამსახველი მასალა 2 ცალი „CD-R“ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

- თ---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 500 აშშ დოლარი, 1210 ლარი და 2 ცალი საბანკო პლასტიკური ბარათი, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

- ქ.თბილისი, კ--–-----------ა N---ში მდებარე N5 საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტიდან ამოღებული 3500 აშშ დოლარი, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

- ბრალდებულ თ---------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული „honor“-ის ფირმის მობილური ტელეფონი 2 ცალ სიმარათთან ერთად, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება სუს ანტიკორუფციულ სააგენტოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე