განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002306949, №1/ბ-1281-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------ ოს---;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ბა----- ბე----–---–ი, დაბადებული 196--–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.თბ--–--------------------------–------------------–------–--–-----------–-------------------–----------------------------;
ადვოკატი: მა-–---- ვე-–------–---–ი.
კვალიფიკაცია:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობის მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარებით); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილი (სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მცდელობა).
განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლი (ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილი (სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მცდელობა).
სასჯელი:
დანაშაულთა ერთობლიობით 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ბა----- ბე----–---–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:
§ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისი იყო ბა----- ბე----–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით, ისე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
§ სასამართლომ ანგარების მოტივთან მიმართებით არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მჯავრდებულ ბა----- ბე----–---–ის ქმედებას. მართალია, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბა----- ბე----–---–ის ქმედებები განხორციელებულია მეუღლეებს შორის არსებული ქონებრივი დავიდან გამომდინარე, თუმცა მის ქმედებას მისცა ბრალდების მხარისაგან განსხვავებული შეფასება. სასამართლომ განმარტა, რომ ანგარებით ჩადენილი დანაშაული, რომელიც მატერიალურ სიკეთეს უკავშირდება, განსხვავდება შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობისაგან, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ცხოვრებისეული გარემოებით, მათ შორის განქორწინებულ მეუღლეებს შორის ფულის გაყოფასთან დაკავშირებით წარმოშობილი უთანხმოებით.
§ ბა----- ბე----–---–ს ნა----–ა კი-----–---–თან დაკავშირებით ამოძრავებდა მხოლოდ ანგარება, რაც დაზარალებულის გარდა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თი----------–---–მა და მა----–----------ამ, რომლებსაც უშუალოდ ბა----- ბე----–---–ისგან არაერთხელ აქვთ მოსმენილი თუ როგორ იმუქრებოდა იგი ყოფილი მეუღლის მოკვლით. ბა----- ბე----–---–ს, როგორც ყოფილ მეუღლეს არ ამოძრავებდა ეჭვიანობის ან სხვა რაიმე პირადი მოტივი. მისი მთავარი მიზანი იყო ფულის დაბრუნება. უშუალოდ შემთხვევის დღესაც, იარაღით ხელში დაზარალებულს თხოვდა ფულს, რაც დასტურდება როგორც დაზარალებულის, ასევე მოწმე მა-----------–--ის ჩვენებებით.
§ ანგარების მოტივით ქმედების განხორციელება დაადასტურა თავად ბა----- ბე----–---–მაც, რომელმაც განმარტა, რომ სხვა საფუძველი მათ შორის არსებული უთანხმოებისა არ არსებობდა და ეს უკავშირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ფულს, კერძოდ, მას გაყიდული ბინიდან ეკუთვნის ფულადი თანხა და მომხდარით არის „ღირსება შელახული“.
ბრალდების მხარე ასევე არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
მსჯავრდებულ ბა----- ბე----–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მა-–---- ვე-–------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ბა----- ბე----–---–ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:
§ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მოსამართლემ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები.
§ განაჩენში არასწორად არის მითითებული, თითქოსდა სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ზუ-------------–-–---–მა განმარტა, რომ ნა----–ა კი-----–---–ისთვის ცხვირის და ნიკაპის მიდამოში მიყენებული ჭრილობები მდებარეობს ერთ ხაზზე, განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის ერთჯერადი ზემოქმედების შედეგად და მას ეს დაზიანება მიღებული აქვს სწორ პოზიციაში, ფეხზე მდგომს და გამორიცხა ჩაკუზულ მდგომარეობაში მითითებული დაზიანების მიღება. აღნიშნული არც დასკვნაშია მითითებული და არც ექსპერტს დაუდასტურებია სხდომაზე. ექსპერტმა განმარტა, რომ თუ მივიჩნევთ, რომ ნა----–ა კი-----–---–ს დაზიანება მიღებული აქვს სწორ პოზიციაში, ფეხზე მდგომს, მაშინ გამორიცხულია, რომ დაზიანება პოლიციის თანამშრომელს მიეყენებინა ვიტრაჟის გავლით კიბის უჯრედიდან. ყოველივე ზემოაღნიშნული კი, არ გამორიცხავს პოლიციელის მხრიდან ნა----–ა კი-----–---–ზე დაზიანების მიყენებას, რადგან თავად ნა----–ა კი-----–---–მა განმარტა, რომ იგი არ იმყოფებოდა სწორ პოზიციაში და თავი ჰქონდა უკან გადაწეული. თუ სასამართლო არ გაიზიარებს დაზარალებულის ჩვენებას, მაშინ გამოდის, რომ იგი სწორ პოზიციაში იდგა, რა შემთხვევაშიც ასევე გამორიცხულია ტრაექტორიის გათვალისწინებით ხსენებული დაზიანების ბა----- ბე----–---–ის მიერ მიყენება. ნა----–ა კი-----–---–ი არის მაღალი და მისივე განმარტებით შემთხვევის დღეს ეცვა 10 სმ სიმაღლის ქუსლიანი ფეხსაცმელი, შესაბამისად, თუ მას გადაწეული არ ექნებოდა თავი, პირდაპირ დასამიზნებლად ბა----- ბე----–---–ი უნდა აწეულიყო ზევით.
§ ექსპერტმა განმარტა, რომ ნა----–ა კი-----–---–ის მანტოს შუა ადგილას არის შემავალი და გამომავალი ხვრელი, რაც წარმოადგენს ცეცხლნასროლს და ბადებს კითხვას, საიდან გაჩნდა დაზიანება.
§ მოწმე ვე------ ჩხ----–---–მა განმარტა, რომ არაფერი დაუნახავს, ვინაიდან კიბის უჯრედი იყო პატარა და ესმოდა მხოლოდ გასროლების ხმა. ამასთან, კა------------ის შემოტრიალებისას კარგად ჩანს ვიტრაჟი, ხოლო მის წინ არ ჩანს არცერთი პოლიციელი, რაც ნიშნავს იმას, რომ პოლიციის თანამშრომლები იდგნენ კ---ს უკან და მათ არაფერი დაუნახავთ. აღნიშნული გარემოება დასტურდება იმითაც, რომ ერთ-ერთი თანამშრომელი ეკითხება კა------------ეს თუ რა მოხდა, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობს, რომ მამაკაცმა ჯერ ქალს ესროლა, შემდეგ მას, რის საპასუხოდაც განახორციელა გასროლა. ამ გარემოებიდან ჩანს, რომ კა------------ემ ჩვენების მიცემისას იცრუა, როდესაც თქვა, რომ ბა----- ბე----–---–მა ჯერ მას ესროლა, შემდეგ ქალს და მერე ისევ მას, რის შემდეგაც თავადაც განახორციელა გასროლა. ჩანაწერში ასევე ჩანს, რომ კა------------ე ეფარება კედელს, რა დროსაც ისმის გასროლის ხმები, შესაბამისად, შეუძლებელია მას დაენახა ბა----- ბე----–---–მა ნა----–ას თავში ესროლა თუ ფეხში.
§ ჩანაწერში კარგად ისმის, რომ იარაღიდან განხორციელდა ექვსი გასროლა და შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი შვიდი ვაზნა აჩენს ფალსიფიკაციის ეჭვს. ჩანაწერში ისმის, რომ მოწოდებიდან ,,დააგდე იარაღი“, არ არის გასული წამიც, როდესაც ისმის გასროლის ხმა, რაც ადასტურებს ბა----- ბე----–---–ის ჩვენებას, რომ მას გაუვარდა იარაღიდან, ვინაიდან შეუძლებელია წამზე ნაკლებ დროში მოასწრო მოხედვა, პოლიციელების აღქმა და მათი სიცოცხლის მოსპობის განზრახვით სროლა.
§ მოწმე პა---- მო----–-–---–მა განაცხადა, რომ დაზარალებული იყო ჩაკუზული, ხოლო ვე------ ჩხ----–---–ის განმარტებით, განათება არ იყო და ბა----- ბე----–---–ი ვერ დაინახავდა პოლიციელების ამოსვლას.
§ წინააღმდეგობაა დაზარალებულისა და პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებში, კერძოდ, ნა----–ა კი-----–---–მა თქვა, რომ პატრულის თანამშრომელი შევიდა იარაღმომარჯვებული, რაც უარყვეს პატრულის თანამშრომლებმა.
§ დაზიანება N3 არის ვიტრაჟზე და კარებს შორის, შესაბამისად, თუ ბა----- ბე----–---–მა პოლიციელების მიმართ განახორციელა სამი გასროლა, დანარჩენი ორიც უნდა ყოფილიყო იგივე მიმართულებით, თუმცა ორი გასროლის კვალი ფიქსირდება ნა----–ა კი-----–---–ის მხარეს კედელზე.
§ სასამართლომ გაიზიარა მოწმე ვო---------–---ის ჩვენების ის ნაწილი, სადაც მან გადმოსცა თითქოსდა ბა----- ბე----–---–ის სიტყვები. აღნიშნული საუბარი არ ისმის სამხრე კამერის ჩანაწერში, მაშინ, როცა ჩანაწერში სროლის შემდგომ განხორციელებული ყველა მოქმედება არის აშკარა და გარჩევადი.
§ სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ კიბის უჯრედში იყო სენსორული განათება და ბა----- ბე----–---–ის მხრიდან შესამჩნევი იყო პოლიციის თანამშრომელთა ამოსვლა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებულ ფოტოებზე აშკარად ჩანს, რომ კიბის უჯრედი არის ჩაბნელებული და არ არის განათებული. ამასთან, გამომძიებელმა ჩვენებაში აღნიშნა, რომ კიბის უჯრედზე სენსორული განათება არ მუშაობდა და შუქი აღწევდა სადარბაზოდან.
§ პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმას სასამართლომ საფუძვლად დაუდო მხოლოდ ვარაუდი და არ გაითვალისწინა ბა----- ბე----–---–ის მხედველობის პრობლემა, რაც დასტურდება ფორმა N100-ით. გარდა ამისა, პოლიციელებმა დაარღვიეს პოლიციის შესახებ კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული მოწოდების წესი და ბა----- ბე----–---–მა საერთოდ არ იცოდა, რომ „დააგდე იარაღი“ იყო პოლიციელების მიერ ნათქვამი.
§ დაცვის მხარის განმარტებით, ნა----–ა კი-----–---–ს შესაძლოა მოხვედროდა ბა----- ბე----–---–ის მიერ იატაკის მიმართულებით ნასროლი (გავარდნილი) ტყვიის ანასხლეტი, რითაც იხსნება ასევე მანტოს დაზიანებაც.
§ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს განაჩენის გამოტანისათვის საჭირო და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბა----- ბე----–---–ს ბრალი წარედგინა:
- განზრახ მკვლელობის მცდელობაში ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარებით;
- სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2014 წელს ბა----- ბე----–---–სა და ნა----–ა კი-----–---–ს შორის განქორწინება განხორციელდა სასამართლოს გზით და ამავე გზით მოხდა ქონებრივი დავის გადაწყვეტა, რომლის მიხედვით, საერთო საკუთრება გაყოფილ იქნა თანაბრად, ხოლო საცხოვრებელი ბინის რეალიზაციიდან მიღებული თანხის ორი მესამედი მიკუთვნებულ იქნა ბა----- ბე----–---–ის სასარგებლოდ. სასამართლო გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცა და სააღსრულებო ბიუროს გადაწყვეტილებით მოხდა გადასახდელი თანხის განწილვადება და 2016 წლის ოქტომბრიდან ნა----–ა კი-----–---–ი ბა----- ბე----–---–ს ყოველთვიურად უხდიდა 700 ლარს.
მიუხედავად მხარეებს შორის სამართლებრივი დავის დასრულებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისა, ბა----- ბე----–---–ი კუთვნილი თანხის კანონიერი გზის გვერდის ავლით მიღების ნაცვლად, ნა----–ა კი-----–---–ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც მას ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.
ზემოხსენებული მოტივით, 2017 წლის 30 ნოემბერს, საღამოს საათებში, ბა----- ბე----–---–ი მის ყოფილ მეუღლეს - ნა----–ა კი-----–---–ს დახვდა თბ--–--–----–----–----------------–-------- სართულზე მდებარე მის საცხოვრებელ ბინასთან და იარაღის მუქარით სთხოვდა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის შედეგად მიღებული სრული თანხის - 80 000 აშშ დოლარის დაუყოვნებლივ გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. რამდენიმე წუთის განმავლობაში ბა----- ბე----–---–ი ნა----–ა კი-----–---–ს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და იარაღით ემუქრებოდა როგორც მას, ასევე, მის დასახმარებლად გამოსულ მეზობლებს. აღნიშნულის საფუძველზე, მომხდარი ფაქტის შემსწრე პირთა მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია. შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოთხოვეს ბა----- ბე----–---–ს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთათვის დამორჩილება, რის საპასუხოდაც ბა----- ბე----–---–მა განახორციელა გასროლა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მისამართით, ხოლო შემდეგ სახის არეში ამავე იარაღიდან, მოკვლის განზრახვით, დამიზნებით ესროლა მის ყოფილ მეუღლეს, რის შედეგადაც ნა----–ა კი-----–---–ი დაიჭრა და უგონოდ დაეცა სადარბაზოს იატაკზე. აღნიშნულის შემდეგ ბა----- ბე----–---–მა კვლავ გაისროლა ორჯერ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიმართულებით და პატრულ-ინსპექტორ კა------------ისგან სამსახურებრივი საშტატო იარაღიდან საპასუხოდ განხორციელებული გასროლის შედეგად მოხდა მისი შეჩერება და დაკავება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბა----- ბე----–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელი გარემოებების გარეშე და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მცდელობა. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია:
2017 წლის 30 ნოემბერს, საღამოს საათებში, ბა----- ბე----–---–ი მის ყოფილ მეუღლეს - ნა----–ა კი-----–---–ს დახვდა თბ--–--–----–----–----------------–-------- სართულზე მდებარე მის საცხოვრებელ ბინასთან და თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხასთან დაკავშირებით გამოწვეული უკმაყოფილების გამო, იარაღით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ნა----–ა კი-----–---–ს, რომელიც ითხოვდა შველას. აღნიშნული ფაქტის გამო, მეზობლების მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია. ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, პატრულ-ინსპექტორმა კა------------ემ ბა----- ბე----–---–ს მოუწოდა, დაეგდო იარაღი, რის საპასუხოდაც, ბა----- ბე----–---–მა პოლიციის თანამშრომელთა მისამართით განახორციელა ერთი გასროლა, ხოლო შემდეგ, შურისძიების მოტივით, თავის არეში, მოკვლის განზრახვით, დამიზნებით ესროლა მის ყოფილ მეუღლეს, რის შედეგადაც ნა----–ა კი-----–---–ი დაიჭრა და დაეცა სადარბაზოს იატაკზე. ამის შემდეგ ბა----- ბე----–---–მა კვლავ განახორციელა გასროლები საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მისამართით და მისი შეჩერება მოხდა მხოლოდ პატრულ-ინსპექტორ კა------------ის მიერ სამსახურებრივი იარაღიდან განხორციელებული საპასუხო გასროლის შედეგად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენით, ბა----- ბე----–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლზე (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
ბა----- ბე----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბა----- ბე----–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით. ბა----- ბე----–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 1 დეკემბრიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ბა----- ბე----–---–მა თავი დამნაშავედ არ ცნო. მისი ჩვენებით, ნა----–ა კი-----–---–თან თანაცხოვრების პერიოდში სამუშაოდ გაემგზავრა ამერიკაში, საიდანაც გამოგზავნილი თანხით მატერიალურად უზრუნველყოფდა ოჯახს. ფულადი თანხის გარდა, მან ნა----–ა კი-----–---–ს გამოუგზავნა რამდენიმე ავტომანქანა. 2010 წელს ამერიკიდან დაბრუნებულს ეგონა, რომ ფინანსური პრობლემები, რომლის გამოც ამერიკაში გაემგზავრა, ამ პერიოდისთვის იყო მოგვარებული, რადგან ჰქონდა ორი ბინა თბილისში, აგარაკი - თიანეთში და 50 000 აშშ დოლარი ბანკში, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჰქონდათ ვალები. ამერიკაში წასვლამდე და დაბრუნების შემდეგაც მეუღლესთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, ამიტომ 2012 წელს ნა----–ა კი-----–---–ი წავიდა სახლიდან და საცხოვრებლად გადავიდა მეგობართან - მა-------–----------ასთან. იგი ამ პერიოდში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რამდენჯერმე მოხვდა საავადმყოფოში, თუმცა მისი მდგომარეობით მეუღლე და შვილები არ დაინტერესებულან. გადაწყვიტეს ქ.თბილისში, ევ----–---–ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის გაყიდვა, რომლის ღირებულება სავარაუდოდ შეადგენდა 135 000 აშშ დოლარს. მან მყიდველს უთხრა, რომ 100 000 აშშ დოლარი ჩაერიცხა მისთვის, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი ნა----–ა კი-----–---–ისთვის. ამასთან, მეუღლეს დაპირდა, რომ ასეთ შემთხვევაში ფ-----ს ქუჩაზე მდებარე ბინას, აგარაკს და მანქანას დაუტოვებდა მას, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. ამის შემდეგ რაიონში ყოფნისას დაურეკა ნა----–ა კი-----–---–მა და უთხრა, ჩასულიყო თბილისში, თუ არადა მომხდარი საკუთარი თავისთვის დაებრალებინა. თბილისში დაბრუნებულმა იუსტიციის სახლში შეიტყო, რომ ბინა გასხვისებული იყო 135 000 აშშ დოლარად და ირიცხებოდა ვინმე ჩხ---ის სახელზე. წამოიწყო დავა სასამართლოში და მეუღლეს დაუყადაღა ანგარიშები. ამასთან, სახლში ჩაქუჩით დააზიანა რემონტი და ნივთები. შემდეგ კი, მოთხოვნის თანახმად დაცალა ბინა, თუმცა მყიდველს ის ბინა აღარ სურდა, ნა----–ა კი-----–---–ი კი მყიდველს ფულს ვერ უბრუნებდა. აღნიშნულის გამო ნა----–ამ მოიძია სხვა მყიდველი, რომელთანაც 80 000 აშშ დოლარზე გააფორმა ნასყიდობა, რითაც დაზარალდა, რადგან ეს იყო თვალთმაქცური გარიგება. ქონებრივი დავა გადაწყდა სასამართლოს გზით, მაგრამ დაყადაღებული თანხა გაქრა ანგარიშიდან. 2016 წლიდან მის ანგარიშზე ყოველთვიურად ნა----–ას ხელფასიდან ირიცხებოდა 350 ლარი, 30 წლის ვადით.
ბა----- ბე----–---–ის ჩვენებით, იყო უმუშევარი და უჭირდა ფინანსურად. მას უთხრეს, რომ იარაღის შეძენის შემთხვევაში ადვილად შეძლებდა დაცვაში მუშაობის დაწყებას, კერძოდ, იმუშავებდა მძღოლად და თან დაიცავდა კონკრეტულ პირს. აღნიშნულის გამო, 2017 წლის 6 ოქტომბერს შეიძინა იარაღი, თუმცა იგი არც პირადად და არც სხვა პირის მეშვეობით არ დამუქრებია ნა----–ა კი-----–---–ს. 2017 წელს ნა----–ა კი-----–---–ს სახელზე არაფერი ირიცხებოდა, თუმცა მისი შვილის - ხა-----ა ბე----–---–ის სახელზე ირიცხებოდა თბ--–--–----–----–-------------ში მდებარე ბინა, რომლის შავ კარკასშიც გადახდილი იყო 52 000 აშშ დოლარი, თუმცა მას ამ ფაქტს უმალავდნენ. 2017 წლის 30 ნოემბერს იგი მივიდა ზემოხსენებულ მისამართზე ნა----–ა კი-----–---–ის სანახავად. მეორე დღეს ნა----–ას ჰქონდა დაბადების დღე, ამიტომ სურდა მისი რესტორანში დაპატიჟება, სადაც შეძლებდა მასთან დალაპარაკებას. ავიდა მე-13 სართულზე, რა დროსაც ლიფტიდან გამოვიდა ნა----–ა კი-----–---–ი, რომელმაც მის დანახვაზე დაიწყო ყვირილი. იგი აჩერებდა მეუღლეს და თხოვდა, გაეღო კარი და შესულიყვნენ ბინაში, თუმცა ნა----–ა განაგრძობდა კივილს და უკაკუნებდა მეზობლებს, რა დროსაც ერთ-ერთმა გოგონამ გააღო კარი, თუმცა მალევე დახურა. იგი ხმის აწევის გარეშე ეკითხებოდა ნა----–ას, სად წაიღო მისი კუთვნილი თანხა, რა დროსაც გაიღო ლიფტის კარი. მან სიფრთხილის გამო ამოიღო იარაღი, რომელიც გადატენა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო ბავშვის ხმა, დამშვიდდა და არ მიუხედავს უკან. ლიფტიდან გამოვიდა გოგონა ბავშვთან ერთად. ამ დროს მას იარაღი ეჭირა ხელში და მიმართული ჰქონდა ქვემოთ. მას და ნა----–ას შორის საუბარი გაგრძელდა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, თუმცა იგი არ აჯანჯღარებდა მეუღლეს, რადგან ხელში ეჭირა იარაღი და ფრთხილობდა.
ბა----- ბე----–---–ის განმარტებით, რაც ასევე დაადასტურა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, მას არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონდა. საუბრისას რაღაც მომენტში კედელთან მიყენებული ნა----–ა ჩაიკუზა და გაიგო ხმა ,,დააგდე იარაღი‘‘, რომელიც პოლიციელის მოწოდებად არ აღუქვამს და ჩხაკუნზე იარაღიდან ინსტიქტურად დაბლა გაუვარდა ტყვია, რომელიც მანამდე ჰქონდა ჩაკეტილ მდგომარეობაში. პირველი ტყვია ისროლა დაბლა, იმ მხარეს, საიდანაც შემოესმა ხმა, შემდეგ კი მარჯვენა მხარეს, კედლის მიმართულებით. ამის შემდეგ შემოტრიალდა, ორი ნაბიჯი გადადგა უკან, რა დროსაც მოხვდა ტყვია და დავარდა. მას ახსოვს ჯამში სამი გასროლა, თუმცა აღმოჩნდა, რომ განხორციელდა ოთხი გასროლა. პირველი ტყვიის გასროლამდე გაიგო გასროლის ხმა, მაგრამ ადამიანი არ დაუნახავს. ცალ თვალში მხედველობა აქვს 0 %, მეორეში კი - 10 %, რის გამოც ატარებს სათვალეს. როდესაც ძირს მწოლიარე გადმოაბრუნეს, მხოლოდ მაშინ დაინახა პოლიციის თანამშრომლები.
სააპელაციო სასამართლოში ბა----- ბე----–---–მა არ გამორიცხა, რომ ნა----–ა კი-----–---–ს შესაძლოა მოხვედროდა მის მიერ იატაკის მიმართულებით გასროლილი (გავარდნილი) ტყვიის ანასხლეტი.
დაზარალებულმა ნა----–ა კი-----–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ბა----- ბე----–---–ი იყო მისი მეუღლე, რომელთანაც ქორწინების პერიოდში ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, ამიტომ პერიოდულად შორდებოდა მეუღლეს, მიდიოდა სახლიდან და შემდეგ ისევ ურიგდებოდა. ბა----- ბე----–---–ი სამუშაოდ გაემგზავრა ამერიკაში, ხოლო თავად მუშაობდა საქართველოში და იშენებდნენ სახლს. მეუღლის ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა იგივე პრობლემის წინაშე, რის გამოც, 2011 წელს წავიდა სახლიდან და თითქმის ორი წელი ცხოვრობდა მეგობართან - მა----–----------ასთან, ხოლო იმ ბინაში, რომელიც საერთო სახსრებით ააშენეს, საცხოვრებლად დარჩა ბა----- ბე----–---–ი, თუმცა იურიდიულად ბინა ირიცხებოდა მის სახელზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით განქორწინდა ბა----- ბე----–---–თან, რაც დაარეგისტრირა 2015 წელს. ბინის გაყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმებული იყო ყოფილ მეუღლესთან, თუმცა ეს უკანასკნელი აფრთხობდა მყიდველს. მოგვიანებით ბინა და რემონტი მოეწონა ერთ-ერთ კლიენტს და გაიყიდა 125 000 აშშ დოლარად. ხსენებულ კლიენტს ბა----- ბე----–---–ი თხოვდა 100 000 აშშ დოლარი ჩაერიცხა მისთვის, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი ყოფილი ცოლისთვის. ყოველი დილა იწყებოდა მოთხოვნით, ფული მიეცა მისთვის და ემუქრებოდა, რომ არაფერს მისცემდა. მას შემდეგ, რაც ბა----- დარწმუნდა ბინის გაყიდვაში, სახლში ყველაფერი დაამტვრია წერაქვით და კედლები დატოვა შავ კარკასად. აღნიშნულზე გაბრაზებული მყიდველი ემუქრებოდა ბა----- ბე----–---–ს, რომელსაც თავად დაპირდა, რომ გაყიდდა ბინას და ფულს უკან დაუბრუნებდა. მოგვიანებით ბინა გაიყიდა 80 000 აშშ დოლარად და თანხა ვალებში დაარიგა. მათ ასევე ჰქონდათ საერთო ვალი, რომლის გადახდაც მას დაეკისრა, რის გამოც დაუყადაღეს მთელი ანგარიშები. ბინის გაყიდვის შემდეგ ბა----- ბე----–---–მა დაიწყო სამოქალაქო დავა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაიყო ქონება და მას დაეკისრა ბა----- ბე----–---–ისთვის ყოველთვიურად 700 ლარის გადახდა. დაზარალებულის განმარტებით, მისმა ნაცნობმა აღსრულების სამსახურის ეზოში ბა----- ბე----–---–ი ნახა იარაღით, რომლისთვისაც ბა-----ს უთქვამს გადაეცა მისთვის, რომ იარაღი მისთვის იყიდა და უნდა მოეკლა. ბა----- ბე----–---–ი მოკვლის მუქარას უთვლიდა სხვა ადამიანების მეშვეობითაც. 2017 წლის 30 ნოემბერს ცხოვრობდა შვილის ნაყიდ ბინაში. სამსახურიდან დაბრუნებისას, როდესაც გამოვიდა ლიფტიდან, დაინახა მის სართულზე მდგარი ბა----- ბე----–---–ი, რომელსაც ეცვა მუქი ფერის ქურთუკი, წამოფარებული ჰქონდა ე.წ. ,,კაპიშონი“ და მარჯვენა ხელში ეკავა ე.წ. ,,მაკაროვის‘‘ სისტემის იარაღი. ბა-----მ იარაღით ხელში დაუწყო ჯანჯღარი და ეუბნებოდა, რომ თანხის სრულად გადაუცემლობის შემთხვევაში შეუსრულებდა დანაპირებს. ყოფილ მეუღლეს თხოვდა არ მოეკლა და საშველად უხმობდა მეზობლებს, რა დროსაც კარი გააღო მეზობლის გოგონამ, რომელიც ბა-----მ გააფრთხილა, შესულიყო სახლში, თორემ ესროდა. შეშინებულმა მეზობელმა კარი დაკეტა. ლიფტიდან ასევე გამოვიდა მეზობელი გოგონა ორი წლის შვილთან ერთად, რომელიც ამ სიტუაციის დანახვის გამო შეშინებული შევიდა სახლში. ბა----- ბე----–---–ი ყვიროდა, რომ თუ ვინმე გაბედავდა საპატრულო პოლიციაში დარეკვას, მოკლავდა.
დაზარალებულის ჩვენებით, საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში არის სენსორული განათება და შემთხვევის დროს ბა----- ბე----–---–თან ერთად მოძრაობის გამო ფოიეში სულ ენთო სინათლე. განათება იყო ლიფტიდან გამოსასვლელშიც. კედელთან მიყუდებულმა პირდაპირ არსებული მინის ვიტრაჟიდან ნათლად დაინახა, როგორ ამოვიდა სართულზე საპატრულო პოლიციის ფორმიანი სამი პირი, რომელთაგან ერთი გამოეყო სხვებს, შევიდა კიბის უჯრედიდან, დადგა პირდაპირ, გაშალა ხელი და ბა----- ბე----–---–ს მოუწოდა დაეგდო იარაღი. ამ სიტყვებზე ბა----- ბე----–---–ი შეტრიალდა პოლიციის თანამშრომლისკენ და ესროლა პირდაპირ. პოლიციელმა, ვისკენაც ისროლა ბა----- ბე----–---–მა, მოასწრო კიბის უჯრედზე შეხტომა. შემდეგ წამებში, პირდაპირი ტრაექტორიით ბა----- ბე----–---–ი შეტრიალდა მისკენ, რა დროსაც ინსტიქტურად ასწია ხელი მაღლა, თავი გადაწია უკან და დაიკივლა. ამ დროს ბა----- ბე----–---–მა მას პირდაპირ ესროლა. შედეგად ტყვია მოხვდა ღია პირში და სიმხურვალისგან დაეცა. ამ დროს მას ისევ ესმოდა სროლების ხმა და გაიგო ერთ-ერთის სიტყვები: მგონი მოკლაო. თვალის გახელის დროს იქ იყვნენ პატრულის და პოლიციის თანამშრომლები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა კა------------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათისთვის, რადიოსადგურით მიღებული შეტყობინების თანახმად, თბ--–--–----–----–-------------ში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა ქალს. აღნიშნულის გამო ახლო ტერიტორიებზე მოძრავ ეკიპაჟებს მოუწოდებდნენ მისულიყვნენ შემთხვევის ადგილზე. მითითებულ მისამართზე გავიდა მეწყვილე ვო---------–---თან ერთად. ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის სხვა ეკიპაჟიც და ერთად ავიდნენ სადარბაზოში. მე-13 სართულიდან ისმოდა კაცის და ქალის ხმა. წინ მიდიოდა თავად, უკან მიჰყვებოდნენ ვო---------–---ი, ვე------ ჩხ----–---–ი და პა---- მო----–-–---–ი. მითითებულ სართულზე ასვლისას დაინახა, რომ ქალი კედელთან იდგა ზურგით, ხოლო მის წინ იდგა მამაკაცი იარაღით ხელში. მოწოდებისთანავე, დაეგდო იარაღი, მამაკაცი შეტრიალდა მათი მიმართულებით, მიუშვირა იარაღი და ესროლა დამიზნებით. აღნიშნულზე ინსტიქტურად გაიწია და ამოეფარა გამყოფ მინის კედელს. შესაბამისად ტყვია ასცდა მას და მოხვდა კედელს. ამის გამო თავადაც მოიმარჯვა იარაღი და გადატენა, მანამდე ხელი ედო იარაღზე. ამ დროს წამიერად მამაკაცმა ქალს იარაღი მიადო სახესთან და ესროლა, რის შედეგად ქალი დაეცა. შემდეგ მამაკაცი კვლავ მიტრიალდა მათკენ და კედლიდან მინის მხარეს ოდნავ გამოწეულ მდგომარეობაში უშუალოდ პოლიციელების მიმართ განახორციელა სავარაუდოდ სამი გასროლა. თავად კი, ვიტრაჟის მინის გავლით მოახდინა ორი გასროლა მამაკაცის მიმართულებით, თუმცა ვერ გაანეიტრალა მამაკაცი, ამიტომ ესროლა მესამედ. აღნიშნულის გამო მამაკაცი წაიქცა და დაეცა გულდაღმა. ყველაფერი მოხდა ძალიან მცირე დროში, დაახლოებით 4-5 წამში. მამაკაცის სროლის შედეგად დაზიანებები მიიღო ქალმა, ხოლო მის მიერ განხორციელებული გასროლის შედეგად დაზიანდა თავდამსხმელი.
დაზარალებულმა ვო---------–---მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 308-ე ეკიპაჟით სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა მეწყვილე კა------------ესთან ერთად, რა დროსაც საერთო რადიოსადგურმა გადასცა შეტყობინება შეიარაღებული შემთხვევის შესახებ. მისამართთან ახლოს ყოფნის გამო ადგილზე გამოცხადდნენ დაახლოებით 2-3 წუთში. სადარბაზოში ასვლამდე ადგილზე მივიდა ვე------ ჩხ----–---–ის და პა---- მო----–-–---–ის ეკიპაჟიც და ოთხივე ერთად ლიფტით ავიდნენ მე-12 სართულზე, გამოძახება კი იყო მე-13 სართულზე. მათ სამსახურებრივ ფორმებზე ეცვათ ჯავშანჟილეტები. იმ დროს სამკერდე კამერა გამართულ მდგომარეობაში ჰქონდა მხოლოდ კა------------ეს, რომელმაც ლიფტიდან გამოსვლისთანავე ჩართო კამერა. გაიგეს ხმამაღალი საუბარი და ფოიეში არსებული მინის ვიტრაჟიდან დაინახეს კედელზე მიყრდნობილი ქალი, რომელიც სახით იყო მათკენ, ხოლო მამაკაცი ქალბატონთან იდგა გვერდულად და მარჯვენა ხელში ეჭირა იარაღი. პირველი შევიდა კა------------ე, რომელმაც მამაკაცს დაუყვირა დაეგდო იარაღი. ამ დროს მამაკაცმა მათი მისამართით განახორციელა გასროლა. კა------------ემ ნაბიჯით დაიხია უკან, რა დროსაც მამაკაცმა იარაღიდან სახის არეში ესროლა ქალს. ქალმა დაიკივლა და დაეცა. ამის შემდეგ კაცმა სწრაფად შეიცვალა მდებარეობა, შემობრუნდა მათკენ და რამდენიმე გასროლა განახორციელა მათი მიმართულებით, რის შემდეგაც კა------------ემაც განახორციელა მამაკაცის მიმართულებით გასროლა, რა დროსაც მამაკაცი დავარდა ძირს. კ---ს მიერ განხორციელებული სროლის შედეგად დაზიანდა სადარბაზოში არსებული მინის ვიტრაჟი. იგი შევიდა ფოიეში და დაინახა, რომ ქალი და მამაკაცი იწვნენ ძირს. მამაკაცის მარჯვენა ხელთან ეგდო იარაღი, რომელიც ფეხით გასწია და ისე მივიდა მამაკაცთან, რომელსაც მძიმე ჭრილობა არ ჰქონდა მიყენებული. მამაკაცმა პირველი კითხვა, რაც დასვა, იყო სიტყვები: ,,ვერ მოვკალი?‘“, შემდეგ კი მათ უთხრა, რომ სროლა არ ცოდნიათ, რომ ვერ მოკლეს.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ვე------ ჩხ----–---–მა. მისი ჩვენებით, 2017 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, შეტყობინების მიღებისას სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ეკიპაჟი N306-ით. მათ გარდა შემთხვევის ადგილზე ოცმეთაურმა გაუშვა ეკიპაჟი N308, რომლის შემადგენლობაში იყვნენ კა------------ე და ვო---------–---ი. ამ დროს იმყოფებოდნენ მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ამიტომ შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე მივიდნენ დაახლოებით 5-6 წუთში, სადაც მისული დახვდათ N308 ეკიპაჟი. ვინაიდან ინფორმაციაში ფიგურირებდა იარაღი, ოცმეთაურის დავალებით ეცვათ ჯავშანჟილეტები ასევე პოლიციის მანიშნებელი წარწერით. ისინი მე-12 სართულზე ერთად ავიდნენ ლიფტით და მე-13 სართულის ბაქნამდე არსებული მინის ვიტრაჟიდან დაინახეს, რომ მამაკაცს ქალი მიყენებული ჰყავდა კედელთან და ზემოდან ქვემოთ უტრიალებდა იარაღს. ამ დროს ქალი მოკუნტული და ბედს შეგუებული ჩანდა. წინ მიდიოდა კა------------ე, რომელსაც სამხრე კამერა ჰქონდა ჩართული და რომელმაც მამაკაცს მოუწოდა დაეგდო იარაღი. აღნიშნულზე მამაკაცმა მათკენ მიატრიალა იარაღი და გაისროლა. ვიდრე კა------------ე მომართავდა იარაღს, მამაკაცმა წამიერად იარაღი მიმართა ქალისკენ და ესროლა, აღნიშნულის გამო ქალი დაეცა. ამის შემდეგ მამაკაცმა რამდენიმე გასროლა განახორციელა მათი მიმართულებით. სროლის შეწყვეტის შემდეგ ისინი შევიდნენ ფოიეში და დაინახეს, რომ ორი ადამიანი ეგდო იატაკზე. მათ ეგონათ, რომ ქალი იყო მოკლული, თუმცა ცოცხალი იყო და სისხლი სდიოდა სახის არედან, დაზიანებები მიყენებული ჰქონდა წარბზე, ლოყაზე და ტუჩზე. ცოცხალი იყო ასევე მამაკაციც.
დაზარალებულმა პა---- მო----–-–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა ვე------ ჩხ----–---–თან ერთად, სადაც უკვე იმყოფებოდნენ კა------------ე და ვო---------–---ი. ისინი ლიფტიდან გამოვიდნენ მე-12 სართულზე და ფეხით ადიოდნენ მე-13 სართულზე, რა დროსაც წინ მიდიოდა კა------------ე, რომელმაც მოუწოდა მამაკაცს დაეგდო იარაღი, აღნიშნულს წამის მეასედში მოჰყვა გასროლა. უმალვე მოხდა კიდევ ერთი გასროლა, თუმცა ზუსტად არ ახსოვს სულ რამდენი გასროლა განახორციელა მამაკაცმა. ამის შემდეგ გასროლა განახორციელა კა------------ემაც. მან აირბინა კიბეზე და ჰკითხა კ---ს რა მოხდა, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ მამაკაცმა ისროლა მათი მიმართულებით. ქალბატონი იყო გონზე და სდიოდა სისხლი. ცოცხალი იყო მამაკაციც.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნუ------------------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ნა----–ა კი-----–---–ის მეზობლად, იმავე სართულზე. 2017 წლის 30 ნოემბერს, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც სადარბაზოდან შემოესმა ხმა, კერძოდ, ქალი ითხოვდა შველას. გააღო კარი და დაინახა, რომ ნა----–ა და უცხო მამაკაცი იდგნენ ერთმანეთთან ახლოს და კამათობდნენ. მამაკაცს ხელში ეჭირა იარაღი, რომელიც მიმართული ჰქონდა იატაკისკენ. მამაკაცმა უთხრა, შესულიყო სახლში და დაეხურა კარი. მას ნა----–ა კი-----–---–ი თხოვდა შეეშვა სახლში, თუმცა შიშის გამო ვერ შეუშვა. სახლში შესვლისას დარეკა საპატრულო პოლიციაში, რომლის თანამშრომლებიც დარეკვიდან დაახლოებით 15 წუთში მივიდნენ ადგილზე. პოლიციის თანამშრომლების მისვლის შემდეგ გაიგო იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა, შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა დაუკაკუნეს კარზე და თხოვეს პირსახოცი. ამ დროს დაინახა ქალი, რომელიც იყო ნახევრად წამოწოლილი და კედელზე მიყრდნობილი, რომელსაც სახიდან თუ კისრიდან სდიოდა სისხლი.
მოწმე მა-----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თბ--–--–-----–----–--------------ში და ნა----–ა კი-----–---–ი არის მისი კარის მეზობელი. 2017 წლის 30 ნოემბერს, ბავშვთან ერთად გამოვიდა ლიფტიდან, რა დროსაც კიბიდან ამოსასვლელ კედელთან დაინახა, რომ მამაკაცი ემუქრებოდა ნა----–ა კი-----–---–ს. მამაკაცს ხელში ეჭირა იარაღი, რომელიც მიმართული იყო ზემოთ, დაახლოებით ქალის სახესთან. ნა----–ა თხოვდა დახმარებას, მაგრამ შევიდა სახლში, ვინაიდან ვერ შეძლებდა დახმარებას. მოწმის განმარტებით, ორჯერ გაიგო, რომ მამაკაცი ნა----–ას თხოვდა ფულს, ეკითხებოდა ,,სად არის ჩემი ფული?‘‘ და აჯანჯღარებდა. ამის შემდეგ დარეკა საპატრულო პოლიციაში და აცნობა მომხდარის შესახებ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ადგილზე მივიდნენ 15 წუთში, რის შემდეგაც გაიგო იარაღიდან გასროლის ხმა. სიტუაციის ჩაწყნარების შემდეგ გააღო კარი და დაინახა, რომ მამაკაცი იწვა იატაკზე და სავარაუდოდ იყო დაჭრილი, ცოტა მოშორებით კი, კედელთან ჩაკეცილი იყო ქალი, რომელსაც თავის არედან სდიოდა სისხლი, იარაღი კი ეგდო ძირს.
მოწმე მა----------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათისთვის მეგობართან ერთად დაბრუნდა სახლში. დაახლოებით ნახევარ საათში სადარბაზოდან მოესმა ქალის ხმა, რომელიც გაბმულად ითხოვდა შველას. მისმა მეგობარმა ნი--------------–მა გაიხედა სადარბაზოში და უთხრა, რომ იყო იარაღიანი კაცი, რომელსაც ეკეთა ოპტიკური სათვალე და ჟღალთმიანი ქალი. პარალელურად ესმოდა ქალის ხმა, რომელიც ითხოვდა სახლში შეშვებას, მამაკაცი კი იძახდა, რომ არ შეეშვათ. ამ დროს გაიგო კაცის მოწოდება ,,დააგდე იარაღი!‘‘. ამის შემდეგ დააკაკუნეს მისი ბინის კარზე, მაგრამ კარს არ აღებდა, რადგან იყო შეშინებული. როგორც გაირკვა კარზე აკაკუნებდა პოლიცია. კარის გაღების შემდეგ მამაკაცი და ქალი ადგილზე აღარ იყვნენ. მოგვიანებით გაიგო, რომ ქალბატონი ყოფილა მისი მეზობელი, ხოლო მამაკაცი მისი მეუღლე. მისი ბინის კარის წინ იყო ნატყვიარები, კიბიდან ამოსასვლელი, სადარბაზოში შემომავალი მინა იყო ჩამსხვრეული და ძირს ეყარა ნამსხვრევები, ხოლო იატაკზე იდგა სისხლის გუბე.
დაკითხვისას მოწმე ნი--------------–მა დაადასტურა 2017 წლის 30 ნოემბერს მეგობართან - მა----------–---–თან სტუმრად ყოფნის ფაქტი. მოწმის ჩვენებით, ესმოდათ ქალის ხმა, რომელიც ითხოვდა შველას. კარის გაღებისას, დაახლოებით 10 მეტრში დაინახა, რომ ქალი იდგა კედელთან, ხოლო მამაკაცი, რომელსაც ეკეთა ოპტიკური სათვალე და ხელში ეჭირა შავი ფერის იარაღი, მკლავებში უჭერდა ხელს ქალს, რომელიც ითხოვდა შველას. მან დახურა კარი, რის შემდეგაც მა----------–---–მა დარეკა პოლიციაში. დარეკვიდან დაახლოებით 5 წუთში გაიგო მამაკაცის ხმა: ,,დააგდე იარაღი!‘‘ და დაინახა პოლიცია, რომელთა მოსვლის შემდეგ გაისმა ერთი გასროლის ხმა, შემდეგ კიდევ რამდენიმე. კარი გააღეს მოგვიანებით და მამაკაცი და ქალი იქ აღარ დახვდნენ, თუმცა მინის ნამსხვრევები ეყარა ძირს, იდგა სისხლის გუბე და პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ ვითარებაში გარკვევას.
სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე თი----------–---–მა განმარტა, რომ ნა----–ა კი-----–---–ი არის მისი მაზლის შვილი, რომელიც განქორწინებული იყო მეუღლესთან - ბა----- ბე----–---–თან. მისი ვარაუდით დაშორების მიზეზი იყო ბინა, ფული და ბა-----ს ალკოჰოლთან დამოკიდებულება. როგორც მისთვის არის ცნობილი, დაშორების შემდეგ ნა----–ა ემალებოდა ბა-----ს და არ ეუბნებოდა, სად იყო, რადგან ეშინოდა მისი. პირადად მასაც ხშირად ურეკავდა ბა-----, რომელიც ეძებდა ნა----–ას და იმუქრებოდა მოკვლით. ცდილობდა ბა-----ს დაწყნარებას, ხან აშინებდა, რომ დაიჭერდნენ, მაგრამ ბა----- მაინც ჯიუტად იმეორებდა, რომ უნდა მოეკლა ნა----–ა. ბა-----ს სურდა განქორწინებამდე ნაყიდი ბინის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა, ვინაიდან ბა----- ამერიკაში ყოფნის დროს ნა----–ას უგზავნიდა ფულს.
მოწმე მა----–----------ამ დაკითხვისას განმარტა, რომ ნა----–ა კი-----–---–ი არის მისი ახლო მეგობარი, რომელიც მეუღლეს - ბა----- ბე----–---–ს დაშორდა იმ მიზეზით, რომ ეს უკანასკნელი ხშირად იღებდა ალკოჰოლს, რის გამოც მუდმივად ჰქონდათ კონფლიქტი. მეუღლესთან დაშორების შემდეგ ნა----–ა დროებით საცხოვრებლად გადავიდა მასთან. განქორწინების შემდეგ ბინის გაყიდვასთან დაკავშირებით ყოფილ მეუღლეებს შორის დაიწყო პრობლემები, რადგან ბა----- ბე----–---–ი ითხოვდა 100 000-ს. მას ნა----–ა კი-----–---–ი უხსნიდა, რომ საერთო სესხის გამო ბინის გაყიდვიდან მიღებული თანხა გაეყოთ, თუმცა ბა----- მაინც 100000-ს ითხოვდა. მასთან ცხოვრების პერიოდში ბა----- ურეკავდა ნა----–ას, აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას, სახლშიც უვარდებოდათ და ავიწროებდა. გაფრთხილების შემდეგ ბა----- მის სახლში აღარ მისულა, თუმცა, იმის გამო, რომ მაინც არ ეშვებოდა ნა----–ას, იგი შეხვდა ბა----- ბე----–---–ს, რომელმაც ნა----–ასთან დააბარა, რომ მოკლავდა თუ ფულს არ მიუტანდა. შემდეგ დაურეკა და ასმენინებდა მსხვრევის ხმას - ბინაში, რომელიც იყო გაყიდვის პროცესში, ბა----- ამტვრევდა ყველაფერს. მან მეგობარს ურჩია მიემართა პოლიციისთვის, მაგრამ ნა----–ამ პოლიციას არ მიმართა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს 20:20 საათიდან 03:20 საათამდე პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თბ--–--–----–----–------------, მე-5 სადარბაზოს მე-13 სართულზე. მითითებულ სართულზე განთავსებული იყო ოთხი ბინა, რომელთა მოპირდაპირედ სართულის ტერიტორია მოიცავდა სადარბაზოს დერეფანს და სადარბაზოს კიბის უჯრედს. სადარბაზოს დერეფანი და სადარბაზოს კიბის უჯრედი ერთმანეთისგან გაყოფილი იყო კედლით. ტერიტორია განათებული იყო ხელოვნური განათების საშუალებით. მე-13 სართულზე სადარბაზოს კიბის უჯრედიდან სადარბაზოს დერეფანში შესვლა და სადარბაზოს დერეფნიდან კიბის უჯრედზე გამოსვლა შესაძლებელი იყო ერთფრთიანი კარით, რომლის შიგთავსი იყო მინის. დერეფნისა და კიბის უჯრედის გამყოფ კედელში ჩამონტაჟებული იყო ფანჯარა, ე.წ. ვიტრაჟი, რომელიც შედგება ორმაგი მინა-პაკეტისგან. ლიფტის მოპირდაპირედ, ლიფტიდან 360 სმ-ში მეტლახის იატაკზე, N57 საცხოვრებელი ბინის სიახლოვეს იყო ერთი ცალი პისტოლეტი, მარკირებით C-----------------------, მარცხენა ზედაპირზე წარწერით B--------------------------------------, რომლის ჩახმახი იყო საბრძოლო ფეხზე, ხოლო დამცავი ღია მდგომარეობაში. პისტოლეტში განთავსებული იყო ერთი ცალი მჭიდი, სამი ცალი ვაზნით. პისტოლეტის ლულის სავაზნეში იყო ერთი ცალი ვაზნა. 25 სმ-ში მეტლახის იატაკზე იყო ერთი ცალი მჭიდი, მასში არსებული 8 ცალი ვაზნით. მითითებულ ნივთებთან ერთად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ასევე 7 ცალი მასრა; ლითონის საგნები; ერთჯერადი ხელსახოცი, მოწითალო ლაქებით; კბილის პროტეზი და სხვა ნივთები და საგნები. ამავე ოქმით, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა ექსპერტი ბალისტიკოსი კა------ რო-------ა, რომელმაც დაათვალიერა და შეისწავლა ადგილზე არსებული დაზიანებები, რაც დეტალურად აღიწერა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში. კიბის უჯრედის მხრიდან, ვიტრაჟის მინის მარცხენა კუთხიდან 84 სმ-ში და ქვედა კიდიდან 15 სმ-ის გადაკვეთაზე აღინიშნება ცეცხლნასროლი დაზიანება N1; მინის მარცხენა კუთხიდან 64 სმ-ში და ქვედა კიდიდან 11 სმ-ის გადაკვეთაზე აღინიშნება გამჭოლი დაზიანება გარეთა და შიგნითა მხრიდან, რაც არის ცეცხლნასროლი ხასიათის და ორივე დაზიანება არის გამჭოლი - დაზიანება N2; სადარბაზოს დერეფანში შემოსასვლელი კარის მარცხენა ჩარჩოდან 55 სმ-ში, იატაკიდან 102 სმ-ის დაშორებით, კედელზე აღინიშნება დაზიანება N3; დერეფანში შემოსასვლელი კარიდან პირდაპირ არსებულ კედელზე, ამავე კარის მარჯვნივ არსებული კედლის კუთხიდან 428 სმ-ში და იატაკიდან 26 სმ-ის სიმაღლეზე დაზიანება N4; ამავე კედლის კუთხიდან 466 სმ-ში და იატაკიდან 152 სმ-ს სიმაღლეზე კარის მოპირდაპირედ მდებარე კედელზე დაზიანება N5; ამავე კედელზე დერეფანში შემოსასვლელი კარიდან მარჯვნივ მდებარე კედლიდან 550 სმ-ში და იატაკიდან 95 სმ-ს სიმაღლეზე ოთხი მცირე ზომის დაზიანება N6, N7, N8 და N9; ამავე კედელზე დერეფანში შესასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ მდებარე კედლის კუთხიდან 608 სმ-ის დაშორებით და იატაკიდან 130 სმ-ის სიმაღლეზე დაზიანება N10; ამავე კარის მარჯვნივ მდებარე კედლის ამავე კუთხიდან 650 სმ-ში და იატაკიდან 88 სმ-ის სიმაღლეზე დერეფანში შემოსასვლელი კარის მოპირდაპირედ მდებარე კედელზე დაზიანება N11; დერეფნის შემოსასვლელი კარიდან მარჯვენა მხარეს მდებარე კედლიდან 398 სმ-ის დაშორებით, ხოლო ზემოხსენებული მოპირდაპირე კედლიდან 88 სმ-ში იატაკზე აღინიშნება დაზიანება N12. ამასთან, ვიზუალურად ჩანს, რომ კედელზე არსებული დაზიანება N5-ში განთავსებულია ლითონისმაგვარი საგანი.
სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმეებმა ზუ---- სა-------ემ და გი------ სუ-–--ემ განმარტეს, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს მონაწილეობა მიიღეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მდებარეობდა ლუ--–-------------ში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობდნენ გამომძიებლები, ექსპერტები, ბალისტიკოსი და კორპუსის თავმჯდომარე. შემთხვევის ადგილს წარმოადგენდა მე-5 სადარბაზოს მე-13 სართულზე მდებარე ტერიტორია, რომელიც მოიცავდა ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ ფართს - სადარბაზოს დერეფანს და სადარბაზოს კიბის უჯრედს, რაც ერთმანეთისგან გაყოფილი იყო შესაბამისი კედლით, რომელშიც ჩამონტაჟებული იყო მინის ვიტრაჟი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დაინომრა საგნები და დერეფნიდან, საცხოვრებელი ბინის წინ ადგილიდან, ამოღებულ იქნა ,,მაკაროვის‘‘ სისტემის პისტოლეტი, რომელიც ამოღებამდე და დალუქვამდე იქნა შემოწმებული და აღმოჩნდა საბრძოლო მდგომარეობაში, რომლის განმუხტვაც მოახდინა ექსპერტმა. ამავე პისტოლეტში მოთავსებული იყო მჭიდი, ვაზნებით. შემთხვევის ადგილზე პისტოლეტის გვერდით იყო მეორე მჭიდი, ვაზნებით. ასევე, კიბის უჯრედიდან და დერეფნიდან ამოღებულ იქნა მასრები, ტყვიის გულები და ლითონის დეფორმირებული საგნები, რომლებიც, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, წარმოადგენდა ტყვიის შემადგენელ ნაწილს. ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ლაქებიც. ვინაიდან დაზიანებები იყო კედელში და ვიტრაჟზე, რაც ჰგავდა ცეცხლნასროლს, იმის დასადგენად, თუ საიდან განხორციელდა გასროლები, მოწვეულ იქნა ექსპერტ-ბალისტიკოსი. ეს დაზიანებები აღინიშნებოდა ვიტრაჟის დაბლა. ცეცხლნასროლი დაზიანებები ასევე აღინიშნებოდა როგორც ვიტრაჟზე, ისე - დერეფანში არსებულ კედელზე. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე იყო კარგი განათება და ყველაფერი ჩანდა კარგად, იმის გამოსარიცხად, რომ არ გამორჩენილიყო მცირედი დეტალები, დამატებით გამოყენებულ იქნა სპეციალური სანათი საშუალებები. ტექნიკური საშუალებების გამოყენებით კედლიდან ამოღებული იქნა ლითონის საგანი. ასევე, ექსპერტის მიერ მოხდა კედლის ამომტვრევა და ამოღებულ იქნა კედლის ნაწილები.
ამოღების ოქმებით დგინდება, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს 23:05 საათიდან 23:25 საათამდე პერიოდში, კა------------ისგან ამოღებულ იქნა მისი საშტატო, ,,H---‘‘ მოდელის შავი ფერის პისტოლეტი (ს-------–------------------------- მასში მოთავსებული მჭიდით და 13 ვაზნით. კა------------ის მიერ, ასევე, წარდგენილი იქნა დამატებითი მჭიდი, მასში მოთავსებული 16 ვაზნით. ამავე დღეს, 23:35 საათიდან 23:55 საათამდე პერიოდში, კა------------ისგან ამოღებულ იქნა მისი სამსახურებრივი სამკერდე კამერა N2449, წარწერით ,,ვიდეოკონტროლი 2449‘‘, მართვის პულტთან ერთად.
ამოღების ოქმით, 2017 წლის 1 დეკემბერს 01:45 საათიდან 02:10 საათამდე პერიოდში, ნა----–ა კი-----–---–ისგან ამოღებულ იქნა შავი ფერის კაპიშონიანი პალტო და შავი ფერის ჟაკეტი, რომლებსაც ვიზუალურად აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა გამომძიებელმა, მოწმე ირ---–----------ემ განმარტა, რომ ოჯახური ძალადობის დროს მომხდარი გასროლის შედეგად მოქალაქის დაზიანების ფაქტზე, საპატრულო პოლიციიდან შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. პროკურორის დავალებით შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდა რამდენიმე გამომძიებელი, მათ შორის, ძირითად გამომძიებელს წარმოადგენდა თვითონ და ყველა სახის საპროცესო, საგამოძიებო დოკუმენტი და მტკიცებულება საბოლოოდ მასთან იყრიდა თავს. ყველა სახის ნივთმტკიცება მასთან მივიდა დალუქული სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოახდენდა რეაგირებას. მანვე დაკითხა და აიღო ნიმუშები დაზარალებულებისგან, ასევე ამოიღო სამკერდე კამერა და ბრალი წარუდგინა ბა----- ბე----–---–ს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 იანვრის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ:
▪ თბილისი, ,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში‘‘ (სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-------) მოქალაქე ნა----–ა კი-----–---–ი მოთავსებულ იქნა 2017 წლის 30 ნოემბერს, 19:30 საათზე და გაეწერა იმავე დღეს, 23:00 საათზე. დაუდგინდა დიაგნოზი: ზედა ტუჩის ცეცხლნასროლი სრულშრეობრივი ჭრილობა, კბილის გვირგვინის სრული ტრავმული მოტეხილობა, მარჯვენა ცხვირ-ტუჩის და ზედა ქუთუთოს თერმული დაზიანება (ზედაპირული).
▪ 2017 წლის 1 დეკემბერს პირადი შემოწმებისას მოქ. ნა----–ა კი-----–---–ს სახის მარჯვენა ნახევარში აღენიშნებოდა ერთ სიგრძივ-ირიბ ხაზზე განთავსებული ჭრილობები.
▪ დაზიანებანი განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის, შესაძლებელია, ერთჯერადი ზემოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
▪ პირადი გასინჯვისა და წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების მიხედვით, შესავალი და გამოსავალი ხვრელების (ბოლოების), ჭრილობის არხის სიგრძის, მიმართულების და სროლის მანძილის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია.
▪ პირადი შემოწმებისას მოქ. ნა----–ა კი-----–---–ს სხეულზე ასევე აღენიშნებოდა დაზიანებანი ცხვირის და ნიკაპის მიდამოებში არსებული ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 იანვრის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ:
▪ ბა----- ბე----–---–ის სხეულზე გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში არსებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის ზემოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს;
▪ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების მიხედვით, მოქალაქე ბა----- ბე----–---–ის სხეულზე, მედიოკლავიკულარულ ხაზზე, მეხუთე ნეკნთაშუა სივრცეში არსებული ჭრილობა უნდა წარმოადგენდეს შესავალ ხვრელს, ხოლო წინა აქსილარულ ხაზზე, მეხუთე ნეკნთაშუა სივრცეში არსებული ჭრილობა უნდა წარმოადგენდეს გამოსავალ ხვრელს. ცეცხლნასროლი ჭრილობის არხის მიმართულება უნდა იყოს ქვემოდან ზემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ. ჭრილობის არხის სიგრძის და სროლის მანძილის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია;
▪ დაზიანება მოქ. ბა----- ბე----–---–ის სხეულზე, მარჯვენა წარბთან არსებული ნაკაწრის სახით, განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) შემხები ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და მისი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარდგენილ დოკუმენტში არ არის მითითებული დაზიანების (ნაკაწრის) სრული მორფოლოგიური სურათი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 13 თებერვლის ექსპერტიზის N1----- დასკვნით დგინდება, რომ:
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი, რუსული წარმოების, ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის, მაკაროვის სისტემის პისტოლეტის ბაზაზე დამზადებული, ,,B---------‘‘ მოდელის პისტოლეტი N1-------- ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი, ხორვატიული წარმოების, 9 მმ კალიბრის, ,,H---‘‘ მოდელის პისტოლეტი N------ ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი მჭიდი არის რვა ვაზნის ტევადობის და განკუთვნილია 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის მაკაროვის სისტემის, ,,B---------‘‘ მოდელის პისტოლეტებისათვის. მჭიდის ჩარჩოზე იკითხება ნომერი: ,,5-----‘‘. მჭიდი ვარგისია გამოსაყენებლად.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი მჭიდი არის რვა ვაზნის ტევადობის და განკუთვნილია 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის მაკაროვის სისტემის, ,,B---------‘‘ მოდელის პისტოლეტებისათვის. მჭიდის ჩარჩოზე იკითხება ნომერი: ,,4-----‘‘. მჭიდი ვარგისია გამოსაყენებლად.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი ორი მჭიდი არის 16-16 ვაზნის ტევადობის და განკუთვნილია ,,H-‘‘ მოდელის პისტოლეტებისათვის. მჭიდები ვარგისია გამოსაყენებლად.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი ოთხი (3+1) ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნა განკუთვნილია მაკაროვის სიტემის პისტოლეტებისთვის ,,П-‘‘, სტეჩკინის სისტემის ავტომატური პისტოლეტებისთვის ,,А--‘‘, ,,B---------‘‘ მოდელის პისტოლეტებისათვის და სხვა. ვაზნები ვარგისია გამოსაყენებლად და წარმოადგენს საბრძოლო მასალას.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი რვა ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნა განკუთვნილია მაკაროვის სისტემის პისტოლეტებისთვის ,,П-‘‘, სტეჩკინის სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის ,,А--‘‘, ,,B---------‘‘ მოდელის პისტოლეტებისათვის და სხვა. ვაზნები ვარგისია გამოსაყენებლად და წარმოადგენს საბრძოლო მასალას.
▪ ექსპერიზაზე წარდგენილი 29 (16+13) ცალი ქარხნული წესით დამზადებული, პარაბელუმის 9 მმ კალიბრის (P-08) ნიმუშის ვაზნა განკუთვნილია 9 მმ კალიბრის უცხოური წარმოების შემდეგი პისტოლეტებისათვის: ,,Steier mod. 1911, Pi-18; Browning mod. 1935; Astra mod. 600; Star; Beretta mod. 93,1923, 1951, Brixia; Parabellum; Mauzer; Mauzer-Paralellum; Walter P.38‘‘, ,,H---‘‘ და სხვა. ვაზნები ვარგისია გამოსაყენებლად და წარმოადგენს საბრძოლო მასალას.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი შვიდი მასრიდან - ოთხი, მარკირებით ,,Б-----------‘‘, არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნების შემადგენელი ნაწილი - მასრები, რომლებიც განკუთვნილია ,,მაკაროვის‘‘ სისტემის პისტოლეტებისათვის, სტეჩკინის სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის, ,,B---------‘‘ მოდელის პისტოლეტებისათვის და სხვა. მასრები ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია წარდგენილი ,,B---------‘‘ მოდელის, 9 მმ კალიბრის N1-------- პისტოლეტში; სამი მასრა, მარკირებით ,,13-CBC‘‘, არის ქარხნული წესით დამზადებული, პარაბელუმის 9 მმ კალიბრის (P-08) ნიმუშის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - მასრა, რომელიც განკუთვნილია შემდეგი პისტოლეტებისათვის: ,,STEYR Mod. 1911; BROWNING Mod. 1935; ASTRA Mod. 600; STAR; BERETTA Mod 93, 1923, 1951; PARABELLUM; MAUZER; P.38; JERICHO-941; H---‘‘ და სხვა. მასრები ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია წარდგენილი ,,H---‘‘ მოდელის N------ პისტოლეტში.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი ორი ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილები - ტყვიები, რომლებიც განკუთვნილია მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (П-,), სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის (А--), ,,B---------‘‘ მოდელის და სხვა. ორივე ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია წარდგენილი ,,B---------‘‘ მოდელის, 9 მმ კალიბრის N1-------- პისტოლეტიდან.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული, პარაბელუმის 9 მმ კალიბრის (P-08) ნიმუშის ვაზნის შემადგენელი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია შემდეგი პისტოლეტებისათვის: ,,STEYR Mod. 1911; BROWNING Mod. 1935; ASTRA Mod. 600; STAR: BERETTA Mod 93, 1923, 1951; PARABELLUM; MAUZER; P.38; JERICHO-941; H---‘‘ და სხვა. ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია წარდგენილი ,,H---‘‘ მოდელის N7---- პისტოლეტიდან.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი, არასწორი ფორმის, რუხი ფერის საგანი (ობიექტი N3) არის ტყვიის შემადგენელი ნაწილი - გულარი. გულარზე აღინიშნება მოთეთრო ფერის დანაშრევები. მიღებული დაზიანებების გამო, რა კალიბრის და ნიმუშის ვაზნის შემადგენელი ნაწილია გულარი, დადგენა ვერ მოხერხდა. გულარი უვარგისია იდენტიფიკაციისთვის.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი ლითონის საგანი (ობიექტი N5) არის ვაზნის ტყვიის შემადგენელი ნაწილი - გარსი. გარსის ზედაპირზე აღინიშნება მოთეთრო ფერის დანაშრევები. აღნიშნული გარსი არის 9 მმ კალიბრის ტყვიის ნაწილი, რომელიც გასროლილია წარდგენილი ,,H---‘‘ მოდელის N7---- პისტოლეტიდან.
▪ წარდგენილი ლითონის საგანი (ობიექტი N6) არის გაბრტყელებული. იგი არის ღია სპილენძისფერი. აღწერილი საგანი შესაძლებელია იყოს ვაზნის ტყვიის შემადგენელი ნაწილი - გარსის ფრაგმენტი. გარსის ფრაგმენტი უვარგისია იდენტიფიკაციისათვის.
▪ წარდგენილი ლითონის საგანი (ობიექტი N7) არის ვაზნის ტყვიის შემადგენელი ნაწილი - გარსის ფრაგმენტი. გარსის ფრაგმენტი უვარგისია იდენტიფიკაციისათვის, ხოლო დადგენა იმისა, კონკრეტულად რა ნიმუშის ვაზნის ტყვიის შემადგენელი ნაწილია, ვერ მოხერხდა.
▪ წარდგენილი ლითონის საგანი (ობიექტი N14) არის ვაზნის ტყვიის შემადგენელი ნაწილი - გარსი. აღწერილი გარსი არის 9 მმ კალიბრის ტყვიის ნაწილი, რომელიც გასროლილია წარდგენილი ,,B---------‘‘ მოდელის N1-------- პისტოლეტიდან.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - ტყვია, რომელიც განკუთვნილია მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (П-), სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური (А--), ,,B---------‘‘ მოდელის პისტოლეტებისათვის და სხვა. ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია წარდგენილი ,,B---------‘‘ მოდელის, 9 მმ კალიბრის N1-------- პისტოლეტიდან.
▪ სამედიცინო დოკუმენტის (ექსპერტის დასკვნა N0-------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტები: გ.ტა-----–---–ი, ზ.გრ-----–-–---–ი. 01.12.2017წ.- 26.01.2018წ.) თანახმად, მოქალაქე ნა----–ა კი-----–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: ზედა ტუჩის ცეცხლნასროლი სრულშრეობრივი ჭრილობა. წილის გვირგვინის სრული ტრავმული მოტეხილობა. მარჯვენა ცხვირ-ტუჩის და ზედა ქუთუთოს თერმული დაზიანება (ზედაპირული). პირადი შემოწმებისას ნა----–ა კი-----–---–ს სახის მარჯვენა ნახევარში აღენიშნებოდა ერთ სიგრძივ-ირიბ ხაზზე განთავსებული ჭრილობები. დასკვნის თანახმად, დაზიანებანი განვითარებული არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის, შესაძლებელია, ერთჯერადი ზემოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს. თუ რა ვითარებაში მიიღო მოქალაქე ნა----–ა კი-----–---–მა მის სხეულზე არსებული ცეცხლნასროლი დაზიანება, აღნიშნულის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია. პირადი გასინჯვისა და წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების მიხედვით, მოქ. ნა----–ა კი-----–---–ის სხეულზე არსებული ცეცხლნასროლი დაზიანების შესავალი და გამოსავალი ხვრელების (ბოლოების), ჭრილობის არხის მიმართულების და სროლის მანძილის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია. ამდენად, მოქალაქე ნა----–ა კი-----–---–ის სხეულზე არსებული ცეცხლნასროლი დაზიანების განვითარების მექანიზმზე დაზუსტებით მსჯელობა შეუძლებელია, თუმცა ექსპერტიზა გამორიცხავს ნა----–ა კი-----–---–ის სხეულზე არსებული ცეცხლნასროლი დაზიანების, ფეხზე მდგარ სწორ პოზიციაში ყოფნისას, კიბის უჯრედიდან გასროლილი ჭურვით, ,,ვიტრაჟის‘‘ გავლის შემდეგ, განვითარების შესაძლებლობას.
▪ სამედიცინო დოკუმენტის (ექსპერტის დასკვნა N0-------, სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ზ.გრ-----–-–---–ი. 21.12.2017წ.-25.01.2018წ.) თანახმად, მოქალაქე ბა----- ბე----–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: გულ-მკერდის მარჯვენა ნახევრის წინა კედლის გამჭოლი, არაშემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა. მოქალაქე ბა----- ბე----–---–ის სხეულზე გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში არსებული ცეცხლნასროლი დაზიანება (ჭრილობა) განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის ზემოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს. თუ რა ვითარებაში მიიღო მოქალაქე ბა----- ბე----–---–მა მის სხეულზე არსებული ცეცხლნასროლი დაზიანება, აღნიშნულის დადგენა ექსპერტიზას, ასევე, არ შეუძლია. მოქალაქე ბა----- ბე----–---–ის სხეულზე, მედიოკლავიკულარულ ხაზზე, მეხუთე ნეკნთაშუა სივრცეში არსებული ჭრილობა უნდა წარმოადგენდეს შესავალ ხვრელს, ხოლო წინა აქსილარულ ხაზზე, მეხუთე ნეკნთაშუა სივრცეში არსებული ჭრილობა უნდა წარმოადგენდეს გამოსავალ ხვრელს და, შესაბამისად, ცეცხლნასროლი ჭრილობის არხის მიმართულება უნდა იყოს: ქვემოდან ზემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ. ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს მისი, კიბის უჯრედიდან გასროლილი ჭურვით, ,,ვიტრაჟის‘‘ გავლის შემდეგ, განვითარების შესაძლებლობას.
▪ შემთხვევის ადგილზე არსებული დაზიანებები N1-N12 ჩათვლით, ცეცხლნასროლი წარმოშობისაა. დაზიანება N1 და N2 (დერეფნის გამყოფ კედელში განთავსებულია ე.წ. ,,ვიტრაჟზე‘‘) განვითარებულია სამი ჭურვის (ტყვიის) ზემოქმედების შედეგად. გასროლა ნაწარმოებია კიბის უჯრედის ბაქნიდან დერეფნის მიმართულებით, მარჯვნიდან მარცხნივ, 9 მმ დიამეტრის მქონე ჭურვებით, ხოლო დაზიანება N6, N7, N8, N9, N10 და N11 (ვიტრაჟის მოპირდაპირე კედელზე), თავისი ადგილმდებარეობით და მორფოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, არიან წარმოქმნილი ,,ვიტრაჟში‘‘ გავლისას ტყვიების ფრაგმენტებით. დაზიანება N3, N4, N5 და N12 განვითარებულია 9 მმ დიამეტრის მქონე ჭურვებით. დაზიანება N3 განვითარებულია დერეფნიდან კიბის უჯრედის (ვიტრაჟის) მიმართულებით გასროლის შედეგად, დაზიანება N4 და N5 განვითარებულია დერეფანში შემოსასვლელი კარის მოპირდაპირე კედელის მიმართულებით გასროლების შედეგად, ხოლო დაზიანება N12 განვითარებულია დერეფანში გასროლის შედეგად, ზემოდან ქვევით მიმართულებით, დაზიანების მიხედვით, იარაღის მოდელის დადგენა შეუძლებელია. გასროლები ნაწარმოებია არაახლო მანძილიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 08 თებერვლის ექსპერტიზის N1------ დასკვნით დადგენილია, რომ:
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი იარაღებიდან (შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი პისტოლეტიდან და კა------------ისგან ამოღებული საშტატო იარაღიდან) ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა (გასროლები);
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილ ობიექტებზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა დაზიანების ადგილებიდან აღებულ 14 ცალ ანაწმენდზე მცირე ინტენსივობით, ნა----–ა კი-----–---–ის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებულ ანაწმენდებზე - მცირე და სახის მიდამოდან აღებულ ანაწმენდზე - საშუალო ინტენსივობით, ბა----- ბე----–---–ის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან და სახის მიდამოდან აღებულ ანაწმენდებზე - მცირე ინტენსივობით, კა------------ის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან და სახის მიდამოდან აღებულ ანაწმენდებზე - საშუალო ინტენსივობით, პროთეზზე - საშუალო ინტენსივობით, ნა----–ა კი-----–---–ის პალტოს სახელოებზე და გულისპირზე - საშუალო ინტენსივობით, ბა----- ბე----–---–ის ქურთუკის სახელოებზე, ჟილეტის გულისპირზე და შარვლის ორივე ტოტზე - საშუალო ინტენსივობით. დანარჩენ გამოკვლეულ ობიექტებზე NO2-ის არსებობა არ დაფიქსირდა;
▪ ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტების სტიბიუმის, ბარიუმის, ტყვიისა და სპილენძის არსებობა დაფიქსირდა კა------------ის, ნა----–ა კი-----–---–ისა და ბა----- ბე----–---–ის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებულ ანაწმენდებზე, ნა----–ა კი-----–---–ის პალტოს ორივე სახელოზე და ბა----- ბე----–---–ის ქურთუკის ორივე სახელოზე - მცირე ინტენსივობით;
▪ ტყვიის კორპუსში შემავალი კომპონენტებიდან სპილენძის არსებობა დაფიქსირდა დაზიანების ადგილებიდან აღებულ 14 ცალ ანაწმენდზე მცირე ინტენსივობით. ტყვიის არსებობა გამოკვლეულ ობიექტებზე არ დაფიქსირდა;
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილ ბა----- ბე----–---–ის შარვალზე და ქამარზე რკინის მეტალიზაციის კვალი არ დაფიქსირდა. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მე-------------ემ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენების მიცემისას ექსპერტმა ზუ-------------–-–---–მა დაადასტურა ექსპერტიზის N0-------- და N1----- დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ ექსპერტ გუ-–---- ტა-----–---–თან ერთად, ჩა----რა სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტიზის ჩატარებისას იხელმძღვანელა წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით, ასევე იზოლატორისა და მე-8 პენიტენციური დაწესებულების მიერ გაცემული ბა----- ბა-----აშვილის სამედიცინო დოკუმენტაციით. ასევე ჩა----რა ნა----–ა კი-----–---–ის პირადი შემოწმება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დადგენილ იქნა, რომ ნა----–ა კი-----–---–ის დაზიანებები ცხვირის და ნიკაპის მიდამოებში განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. გამოკვლევაში მასთან და გუ-–---- ტა-----–---–თან ერთად სამედიცინო კუთხით მონაწილეობდა ექსპერტი გი------ ცი-–--ე, ხოლო ბალისტიკური მიმართულებით ექსპერტი კა------ რო-------ა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გი------ ცი-–--ემ დაადასტურა ექსპერტიზის N1----- დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ნა----–ა კი-----–---–ის სახის მარჯვენა ნაწილში სიგრძივ-ირიბი ჭრილობა, ზედა ტუჩის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა, ასევე, ტრავმული დაზიანება კბილის, ზედა ყბის მარჯვენა გვერდის, მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვით. ასევე განმარტა, რომ იმის გამო, რომ ჭრილობა იყო დამუშავებული, ვერ დადგინდა განვითარებულია ზემოდან ქვემოთ თუ პირიქით, თუმცა დადგინდა, რომ სწორად მდგომი პიროვნების პოზაში მას ამ დაზიანებებს ვერ მიაყენებდა ვიტრაჟში გასული ვერცერთი ტყვია.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კა------ რო-------ამ და განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც თავად მიანიჭა ობიექტებს ნუმერაცია. მანვე ჩა----რა კვლევა, რისთვისაც გამოძიების მიერ წარედგინა ობიექტები, იარაღები, მასრები, ვაზნები და ფრაგმენტები ამოღებული შემთხვევის ადგილიდან. დაზიანებები შესწავლის საფუძველზე დაადგინა, რომ ისინი იყო ცეცხლნასროლი წარმოშობის. ვიტრაჟზე არსებული დაზიანებიდან და ნა----–ა კი-----–---–ის დგომის მანერიდან (ფეხზე მდგარ პოზიციაში დგომა), მიღებული დაზიანებიდან და კიბის უჯრედიდან გამომდინარე, ჭრილობის მიყენების შესაძლებლობა ვიტრაჟის გავლით გამორიცხულია. რაც შეეხება დერეფნის კედელზე არსებულ დაზიანებებს, ექსპერტის განმარტებით, ნაწარმოებია კიბის უჯრედის ბაქნიდან დერეფნის მიმართულებით, ხოლო დაზიანებები N3, N4, N5, N12 განვითარებულია დერეფნიდან განხორციელებული გასროლების შედეგად.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ პატრულ-ინსპექტორ კა------------ის სამკერდე კამერის ორ ვიდეოჩანაწერში ასახულია 2017 წლის 30 ნოემბერს, ლუ--–-------------ში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მისვლისას განვითარებული მოვლენები. პირველი ვიდეოჩანაწერის მერვე წამზე კა------------ე მიმართავს სადარბაზოში მდგარ ბა----- ბე----–---–ს: ,,დააგდე იარაღი!‘‘ აღნიშნულს მაშინვე მოყვება სროლა და ჩანს სადარბაზოს შესასვლელი კარის კედელი და ვიტრაჟი. პატრულის თანამშრომელი მომენტალურად იხევს უკან. ამ დროს ბა----- ბე----–---–ი და ნა----–ა კი-----–---–ი დგანან ფეხზე, ერთმანეთთან ახლოს. ერთმანეთის მიყოლებით ისმის გასროლის ხმები. დაზუსტებით არ შეიძლება, ითქვას, რამდენის, თუმცა არანაკლებ ექვსისა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კი ამოღებულია 7 ცალი მასრა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მთლიანობაში ბა----- ბე----–---–ისა და კა------------ის მიერ განხორციელდა 7 გასროლა. ისმის, ასევე, ქალის კივილის ხმა. ზიანდება ვიტრაჟი. შემდეგ სროლის ხმები წყდება და კვლავ ისმის კ--- ტ-------ის ხმა: ,,დააგდე იარაღი!‘‘ ამასთან, იქვე, სადარბაზოს დერეფანში ჩანან პირქვე დაგდებული ბა----- ბე----–---–ი და ნა----–ა კი-----–---–ი და ისმის კა------------ის ხმა: ,,მოკლა‘‘ და ,,სასწრაფოს დაუძახე დროულად‘‘. შემდეგ კადრში ჩანან, ასევე, საპატრულო პოლიციის დანარჩენი თანამშრომლები, რომლებიც გადაადგილდებიან დერეფანში. მეორე ვიდეოჩანაწერში, ისმის ხმა, რომლითაც კა------------ე მომხდარის თაობაზე ინფორმაციას აწვდის ხელმძღვანელობას.
ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2017 წლის 15 დეკემბრის ოქმში დეტალურადაა აღწერილი ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერები. ამავე ოქმის მიხედვით, კა------------ემ თავისი სამხრე კამერის მეხსიერებაში ორი ვიდეოფაილის არსებობა განმარტა იმით, რომ, მას შესაძლოა რაღაც მომენტში ხელი მიეჭირა გამორთვის ღილაკს და აქედან გამომდინარე, გარკვეულ დროს შეწყდა გადაღება, რაც მალევე გააგრძელა. ამავე ოქმის მიხედვით, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა საპროცესო მოქმედებაში მონაწილე სპეციალისტმა შო-----------–-–---–მა, რომელმაც აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიციის სამხრე კამერები, პროგრამულად თავად ჭრის კადრებს და ჩანაწერს აკეთებს ე.წ. ,,ტრეკებად‘‘ და ჩანაწერების ძირითადი ნაწილი არის მსგავსად დანაწევრებული რამდენიმე წუთიან (წამიან) მონაკვეთებად.
მტკიცებულებები: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 დეკემბრის ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 იანვრის ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 თებერვლის ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2 მარტის ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც ბა----- ბე----–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში; ამავე კონვენციით, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.
როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, ისე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, ოჯახის წევრს ასევე წარმოადგენს ყოფილი მეუღლე.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსხვერპლი - ნა----–ა კი-----–---–ი არის ბა----- ბე----–---–ის ყოფილი მეუღლე, შესაბამისად, ქმედების დამატებითი კვალიფიკაცია 111 მუხლით - პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, არის სწორი.
,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენცია მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბა----- ბე----–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი ყოფილი მეუღლის - ნა----–ა კი-----–---–ის მკვლელობის მცდელობისთვის, დამამძიმებელი გარემოების გარეშე, რაც გაასაჩივრა როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ. ბრალდების მხარე ითხოვს ბა----- ბე----–---–ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების მიხედვით - ანგარებით ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის, ხოლო დაცვის მხარე უარყოფს მკვლელობის განზრახვას და ითხოვს გამართლებას.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ორი სამართლებრივი მოცემულობის გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (იხ. 2016 წლის 29 სექტემბრის უზენაესი სასამართლო განაჩენი საქმეზე N227აპ-16).
მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს ბა----- ბე----–---–ი ნა----–ა კი-----–---–ს დახვდა საცხოვრებელ ბინასთან, მისამართზე: თბ--–------–----–----------------ის მე-13 სართულზე. ასევე სადავო არაა ის გარემოებაც, რომ ბა----- ბე----–---–ს თან ჰქონდა რუსული წარმოების, ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის, მაკაროვის სისტემის პისტოლეტის ბაზაზე დამზადებული, ,,B---------‘‘ მოდელის პისტოლეტი.
როგორც დაზარალებულის, ისე მოწმეების: ნუ------------------ის, მა-----------–--ის, მა----------–---–ის და ნი--------------–ის ჩვენებებითაა დადგენილი, დაზარალებული ნა----–ა კი-----–---–ი მეზობლებს თხოვდა შველას და სახლში შეშვებას, რადგან მასთან ერთად მყოფ მამაკაცს ხელში ეჭირა იარაღი და ემუქრებოდა მას. მოწმეებს შეეშინდათ და ვერ შეძლეს ნა----–ა კი-----–---–ის დახმარება, თუმცა აღნიშნული ფაქტის შესახებ შეატყობინეს შესაბამის ორგანოს.
ის ფაქტი, რომ ბა----- ბე----–---–ი გაბრაზებული იყო ყოფილ მეუღლეზე, ცდილობდა მისი საცხოვრებელი მისამართის დადგენას და იმუქრებოდა მისი მოკვლით, დაადასტურეს მოწმეებმა თი----------–---–მა და მა----–----------ამ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ბა----- ბე----–---–ი მათი თანდასწრებით იმუქრებოდა ნა----–ა კი-----–---–ის სიცოცხლის მოსპობით.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ნა----–ა კი-----–---–ის სახის მარჯვენა ნახევარში ერთ სიგრძივ-ირიბ ხაზზე განთავსებული ჭრილობები, ზედა ტუჩის ცეცხლნასროლი სრულშრეობრივი ჭრილობა, კბილის გვირგვინის სრული ტრავმული მოტეხილობა, მარჯვენა ცხვირ-ტუჩის და ზედა ქუთუთოს თერმული დაზიანება, განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის, შესაძლებელია, ერთჯერადი ზემოქმედებით.
მართალია, აღნიშნული დაზიანება არ წარმოადგენდა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებას, თუმცა, მკვლელობის მცდელობის ფაქტის დასადასტურებლად სავალდებულო პირობას არ წარმოადგენს დაზიანების არსებობა. განზრახვის შესაფასებლად მნიშვნელოვანია როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხის და საშუალების, ასევე განზრახვის სისრულეში მოყვანისთვის ხელშემშლელი მიზეზების გაანალიზება.
2017 წლის 30 ნოემბერს ბა----- ბე----–---–მა მიაკითხა ნა----–ა კი-----–---–ს საცხოვრებელ ბინასთან და იარაღმომარჯვებული ემუქრებოდა მას. მოტივი, რამაც განაპირობა ბა----- ბე----–---–ის მისვლა ნა----–ა კი-----–---–თან, იყო თანხა, რაც დასაბრუნებელი ჰქონდა დაზარალებულს ყოფილი მეუღლისთვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია დანაშაულის მცდელობა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც განზრახი ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი და რასაც ედავება ბრალდების მხარე ბა----- ბე----–---–ს.
დაზარალებულმა ნა----–ა კი-----–---–მა განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომელმა ბა----- ბე----–---–ს მოუწოდა დაეგდო იარაღი, ბა----- ბე----–---–მა გაისროლა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით, შემდეგ კი, მიბრუნდა მისკენ, რა დროსაც იარაღი მიადო სახეზე. მან ინსტიქტურად გადასწია თავი, ხელი ასწია მაღლა, დაიყვირა, რა დროსაც ბა----- ბე----–---–მა განახორციელა მისი მისამართით გასროლა. დაზარალებულის ჩვენება თანხვედრაშია პატრულ-ინსპექტორთა ჩვენებებთან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ბა----- ბე----–---–ი, მათი მიმართულებით სროლის შემდეგ, წამიერად მიბრუნდა და სახის არეში ესროლა ნა----–ა კი-----–---–ს.
დაცვის მხარემ სადავო გახადა როგორც განზრახვის ფაქტი, ასევე დაზარალებულის და მოწმეთა მიერ მითითებული გარემოებები და აღნიშნა, რომ ბა----- ბე----–---–მა ცეცხლსასროლი იარაღი შეიძინა არა ნა----–ა კი-----–---–ის მოსაკლავად, არამედ სამსახურის დასაწყებად, ხოლო ნა----–ა კი-----–---–ისთვის მიყენებული დაზიანებები გამორიცხავენ განზრახვის არსებობას. დაცვის მხარის პოზიციით, დაზიანებები შესაძლოა გამოწვეული იყოს ან პოლიციის თანამშრომლის მიერ განხორციელებული გასროლის შედეგად, ან მსჯავრდებულის მიერ იატაკის მიმართულებით ინსტიქტურად გასროლილი ტყვიის ანასხლეტით.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია. ნა----–ა კი-----–---–ის სამედიცინო დოკუმენტებში, რაც შედგენილია პაციენტის შეყვანიდან უახლოეს ხანში, მითითებულია დაზიანების მიყენების მიზეზი ნა----–ა კი-----–---–ის გადმოცემით. დოკუმენტში მითითებულია არა პოლიციელის მიერ გასროლილი ან შემთხვევით მოხვედრილი ტყვიის, ან მიღებული დაზიანების მექანიზმის არცოდნის შესახებ, არამედ ყოფილი მეუღლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შესახებ. პალატისთვის გაურკვეველია, თუ როდის შეთანხმდნენ ნა----–ა კი-----–---–ი და პოლიციის თანამშრომლები, ჰქონოდათ მსგავსი პოზიცია და პასუხისმგებლობა დაეკისრებინათ ბა----- ბე----–---–ისთვის.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიუთითებენ, რომ ნა----–ა კი-----–---–მა დაზიანება მიიღო კა------------ის იარაღიდან გასროლილი ტყვიით. დაცვის მხარე უთითებს იატაკზე არსებულ დაზიანებაზე, რაც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული არ არის და დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლიობაში ვერ იქნება ნა----–ა კი-----–---–ისთვის შემთხვევით მიყენებული დაზიანების დამადასტურებელი. დაცვის მხარემ ასევე მიუთითა მანტოზე არსებულ დაზიანებაზე, რაც დაცვის მხარის არგუმენტით ადასტურებს მათ პოზიციას ანასხლეტის თაობაზე. დასკვნის თანახმად, ნა----–ა კი-----–---–ის მანტოს მარცხენა წინა შესაკრავზე სარჩულის მხარეს მართლაც აღენიშნება ერთმანეთის სიახლოვეზე ორი და ძირითად ქსოვილზე გარედან ერთი დაზიანება. აღნიშნული დაზიანებების კვლევისას მათში მეტალიზაციის რაიმე კვალი არ გამოვლენილა. დასკვნის თანახმად, იმის განსაზღვრა, ეს დაზიანებები მიყენებულია თუ არა ცეცხლსასროლი იარაღით, ან რა დროს, არის შეუძლებელი. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტის დადასტურება წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე შეუძლებელია, მით უფრო მაშინ, როდესაც დაზარალებულები უთითებენ განსხვავებულ გარემოებებზე.
პალატისთვის არადამაჯერებელია მსჯავრდებულის განმარტება, რომლის მიხედვითაც ხმის აწევის გარეშე ეკითხებოდა ნა----–ას, სად წაიღო მისი კუთვნილი თანხა, რა დროსაც გაიღო ლიფტის კარი. მან სიფრთხილის გამო ამოიღო იარაღი, რომელიც გადატენა, თუმცა ბავშვის ხმის გაგონების შემდეგ დამშვიდდა და არ მიუხედავს უკან. გარდა იმისა, რომ ბა----- ბე----–---–ის განმარტება წინააღმდეგობაშია როგორც ნა----–ა კი-----–---–ის, ისე მისი მეზობლების და მით უფრო მა-----------–--ის ჩვენებებთან, ასევე, მსჯავრდებულის ამ განმარტებიდანაც ჩანს, რომ ის არ გამორიცხავდა გასროლის შესაძლებლობას. მსჯავრდებულის განმარტებიდან გაურკვეველია, თუ სიფრთხილის რომელ ზომას იცავდა ბა----- ბე----–---–ი, ან ვის ელოდა საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი იარაღით.
ფაქტია, რომ ბა----- ბე----–---–ი გაბრაზებული მიდის ყოფილ მეუღლესთან ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული (დამატებითი მჭიდით) და ისე, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იარაღით ემუქრება შეუიარაღებელ ქალს. ფაქტია, რომ ბა----- ბე----–---–ს გადატენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღი და არც ჩამკეტზე აქვს დაყენებული (როგორც თავად განმარტავს), რადგან პოლიციელების მისვლის და მოწოდების შემდეგ უმალვე ახდენს არაერთ გასროლას, რაც არ შეიძლება შეფასდეს ინსტიქტურ ქმედებებად.
იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ნა----–ა კი-----–---–მა ბა----- ბე----–---–ის მიერ იარაღის დამიზნებისას თავი უკან გადასწია, დაიკივლა და ამ დროს ჩაიკეცა, ვარდნის მომენტში ტყვიის მითითებულ სიმაღლეზე გასვლა არ ეწინააღმდეგება სასამართლოში გამოკვლეულ არცერთ მტკიცებულებას და შესაბამისობაშია დაზარალებულების, როგორც ნა----–ა კი-----–---–ის, ასევე, პატრულ-ინსპექტორების სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებთან. ამასთან, ვიდეოჩანაწერში გარკვევით ისმის, როგორ ამბობს კა------------ე სიტყვას ,,მოკლა‘‘, რაშიც ერთმნიშვნელოვნად მოიაზრებს ბა----- ბე----–---–ს, რამდენადაც, მისი და ბა----- ბე----–---–ის გარდა, იქ იარაღი არავის გამოუყენებია. აღნიშნული კი წინააღმდეგობაშია დაცვის მხარის მოსაზრებასთან დაზარალებულის სიმაღლეს და ტყვიის ტრაექტორიასთან დაკავშირებით.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ვო---------–---ის ჩვენების გაუზიარებლობის თაობაზე. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სამხრე კამერა გამართულ მდგომარეობაში ჰქონდა მხოლოდ კა------------ეს და სწორედ მისი კამერით ფიქსირდებოდა განვითარებული მოვლენები. ამიტომ ის გარემოება, რომ კა------------ის მიერ განხორციელებულ ჩანაწერში შესაძლოა მკვეთრად არ ისმოდეს მისგან მოშორებით ვო---------–---ის თანდასწრებით მსჯავრდებულის მიერ წარმოთქმული სიტყვები, არ წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველს. მოწმე ვო---------–---ის ჩვენება ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბა----- ბე----–---–ი, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მომენტში ითვალისწინებდა, რომ ჩადიოდა კანონით აკრძალულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და არა მარტო უშვებდა, რომ მის ქმედებას შესაძლოა მოჰყოლოდა ნა----–ა კი-----–---–ის სიკვდილი, არამედ სურდა კიდეც აღნიშნული, თუმცა მან ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის ბოლომდე მიყვანა ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩარევის გამო. ამასთან, ნა----–ა კი-----–---–ისთვის მიყენებული დაზიანება არ აღმოჩნდა სიცოცხლისათვის სახიფათო, რაც გამოიწვევდა ლეტალურ შედეგს.
გაზიარებული ვერ იქნება დაცვის მხარის პოზიცია იმის შესახებაც, რომ განზრახვის არსებობის შემთხვევაში ბა----- ბე----–---–ი მკვლელობას სხვა ადგილას განახორციელებდა. ის გარემოება, რომ ბა----- ბე----–---–მა შეხვედრისთანავე არ მოკლა ნა----–ა კი-----–---–ი, ან არ მოკლა სხვა ადგილზე, ან შექმნილი მდგომარეობის გამო მისი გასროლა აღმოჩნდა არაზუსტი, არ მიუთითებს განზრახვის არარსებობაზე. წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ ბა----- ბე----–---–ის ქმედება მიმართული იყო სწორედ ნა----–ა კი-----–---–ის სიცოცხლის მოსპობისკენ, რაც ვერ განახორციელა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. მოცემულ შემთხვევაში ბა----- ბე----–---–ს ბრალი წარედგინა ანგარებით განზრახ მკვლელობის მცდელობაში. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვითაც ადგილი ჰქონდა არა ანგარებით მკვლელობის მცდელობას, არამედ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელი გარემოებების გარეშე, შურისძიების მოტივით. ბა----- ბე----–---–ი გაბრაზებული იყო ნა----–ა კი-----–---–ზე თანხის გამო და მას მკვლელობის განზრახვა არ წარმოშობია მატერიალური გამორჩენის ან სარგებლის მიღების მიზნით. მართალია, ბა----- ბე----–---–ი ახორციელებდა მუქარას ნა----–ა კი-----–---–ზე თანხის გადაცემის მოთხოვნით, თუმცა, აღნიშნული უპირობოდ არ მიუთითებს მკვლელობის განზრახვის მოტივზე - ანგარებაზე. განქორწინებულ მეუღლეებს შორის ქონების გაყოფასთან და ფულთან დაკავშირებით წარმოშობილი უთანხმოება მიუთითებს შურისძიების მოტივზე. ანგარების შემთხვევაში, პირი ყოველთვის მოქმედებს ქონებისა თუ მატერიალური ხასიათის სხვა უფლების მოსაპოვებლად და მკვლელობა არის მიზანი სასურველი შედეგის მიღწევისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბა----- ბე----–---–ს ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა საერთო ბინის გაყიდვით მიღებულ თანხასთან დაკავშირებით. ყოფილ მეუღლეებს შორის ქონებრივი დავის არსებობა დადასტურებულია სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომლითაც ნა----–ა კი-----–---–ს ბა----- ბე----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 52 666 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. სწორედ აღნიშნული თანხის ერთიანად გადახდას თხოვდა ბა----- ბე----–---–ი ნა----–ა კი-----–---–ს და თანხის გადაუხდელობით გაბრაზებულმა შურისძიება გადაწყვიტა მასზე. ნა----–ა კი-----–---–ის მიერ თანხის ფლობა ასევე ვერ იქნება ანგარების დამადასტურებელი მკვლელობის განზრახვისთვის. ფაქტია, რომ ნა----–ა კი-----–---–ის სიკვდილით განქორწინებული მეუღლე - ბა----- ბე----–---–ი, კანონით ვერანაირ მემკვიდრეობას ვერ მიიღებდა და იმ ყოველთვიურ შემოსავალსაც დაკარგავდა, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იღებდა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას და გამორიცხავს ბა----- ბე----–---–ის მიერ დანაშაულის ანგარების მოტივით ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-3 ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
პალატა აღნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომელთა საქმიანობიდან გამომდინარე, ისინი წარმოადგენენ ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ პირებს, შესაბამისად, მათი უსაფრთხოება განსაკუთრებულად არის დაცული კანონით და ითვალისწინებს მკაცრ სასჯელს როგორც ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის, ისე მუქარის, თავდასხმის და მით უფრო ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებში.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შეტყობინება ნა----–ა კი-----–---–ის მიმართ არსებულ ძალადობაზე, განხორციელდა დაზარალებულის მეზობლების მიერ. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ პოლიციის თანამშრომლებს ეცვათ ჯავშანჟილეტებიც, პოლიციის წარწერით, რადგან შეტყობინებაში ფიგურირებდა შეიარაღებული თავდასხმა.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და ასევე მიუთითებს, რომ პოლიციის თანამშრომლის - კა------------ის მიერ განხორციელებული მოწოდება „დააგდე იარაღი!“ არ წარმოადგენს ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედებას. აღნიშნული კანონის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს მისი გამოყენების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება − „პოლიციაა, სდექ, თორემ გესვრი!“, შემდეგ − გამაფრთხილებელი გასროლა. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა არ განხორციელდეს. 34-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, შეიარაღებული თავდასხმის და ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად პოლიციელს შეუძლია იარაღის გამოყენება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. ამასთან, დაზარალებულ კა------------ეს არ განუხორციელებია ბა----- ბე----–---–ის მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა, მხოლოდ მოუწოდა მას და მისი მხრიდან გასროლები განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბა----- ბე----–---–მა სამი გასროლა განახორციელა მათი მიმართულებით.
პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის განზრახვის დასადასტურებლად, აუცილებელია ქმედების მოტივის გარკვევა და შემოწმება, არსებობს თუ არა კავშირი პოლიციელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და მასზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შორის.
როგორც ზემოთ აღინიშნა, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ბა----- ბე----–---–ის მხრიდან ნა----–ა კი-----–---–ზე იარაღის გამოყენებით მუქარის ფაქტი. ნა----–ა კი-----–---–ი ითხოვდა შველას და მეზობლებს თხოვდა სახლში შეშვებას, რაზეც შიშის გამო ყველა მათგანმა უარი განაცხადა. რამდენიმე წუთის მანძილზე, ბა----- ბე----–---–ი იარაღმომარჯვებული იდგა ნა----–ა კი-----–---–ის სიახლოვეს, არ აძლევდა წასვლის საშუალებას და მზადყოფნაში მოყვანილი იარაღით ფაქტობრივად ნებისმიერ დროს იყო მზად გასროლის განსახორციელებლად.
პალატას დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ბა----- ბე----–---–მა, 2017 წლის 30 ნოემბერს მოკვლის განზრახვით სახლში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს, ხოლო მეზობლების მიერ გაკეთებული შეტყობინებების საფუძველზე ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ განახორციელა არაერთი გასროლა.
დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ძირითად არგუმენტებზე:
1. ბა----- ბე----–---–ს არ უსვრია იმ მიმართულებით, საიდანაც პოლიციის თანამშრომლები ამოვიდნენ, რასაც მოწმობს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და თანდართული ფოტოსურათები.
2. ბა----- ბე----–---–მა არ იცოდა, რომ მოწოდება „დააგდე იარაღი“ განახორციელა პოლიციის თანამშრომელმა.
დაზარალებულმა კა------------ემ, ვო---------–---მა და ვე------ ჩხ----–---–მა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც მე-12 სართულიდან ფეხით ადიოდნენ მე-13 სართულზე, გაიგეს მამაკაცის და ქალის ხმა. ამასთან, კა------------ემ, ვო---------–---მა და ვე------ ჩხ----–---–მა სადარბაზოში, ლიფტსა და სართულის ბაქანს შორის არსებული ვიტრაჟიდანვე დაინახეს მამაკაცი, ხელში იარაღით, როგორ ეკამათებოდა ქალს. მოწმეებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ წინ მიმავალმა კა------------ემ, რომელსაც ჩართული ჰქონდა სამხრე კამერა, მოუწოდა მამაკაცს დაეგდო იარაღი. დაზარალებულთა ნაწილმა დაინახა, ამ სიტყვების შემდეგ როგორ შეტრიალდა წამიერად მამაკაცი მათი მიმართულებით და განახორციელა გასროლა, შემდეგ კი მიუბრუნდა ქალს და დამიზნებით ესროლა სახის არეში, შემდეგ კი ორი გასროლა განახორციელა პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით. დაზარალებულმა პა---- მო----–-–---–მა ასევე დაადასტურა, რომ კა------------ის მოწოდებას წამიერად მოჰყვა გასროლა. უმალვე მოხდა კიდევ ერთი გასროლა, თუმცა ზუსტად არ ახსოვს სულ რამდენი გასროლა განახორციელა მამაკაცმა. აღნიშნულის შემდეგ გასროლა განახორციელა კა------------ემაც, რა დროსაც მან აირბინა კიბეზე და ჰკითხა კა------------ეს თუ რა მოხდა, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ მამაკაცმა ისროლა მათი მიმართულებით. შესაბამისად პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ პატრულ-ინსპექტორების ჩვენებები წინააღმდეგობაშია ვიდეო ჩანაწერთან, სადაც ისმის, როგორ ეკითხებიან კა------------ეს თუ რა მოხდა. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული პირი შესაძლოა ყოფილიყო პა---- მო----–-–---–ი, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაშიც დააფიქსირა აღნიშნული გარემოება.
აპელანტის განმარტება, რომ დაზარალებულთა ჩვენებები არ ასახავს რეალობას და არ უნდა იქნეს სარწმუნოდ მიჩნეული, გაზიარებული ვერ იქნება. პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს დაზარალებულ ნა----–ა კი-----–---–ის, დაზარალებულ პატრულ-ინსპექტორების და მოწმეთა ჩვენებებში, რადგან მსჯავრდებულების მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. დაცვის მხარეს კი არ წარმოუდგენია აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა.
დაცვის მხარე ფალსიფიკაციად მიიჩნევს ბა----- ბე----–---–ის მხრიდან მე-4 გასროლის არსებობას და აღნიშნულის დასადასტურებლად მოჰყავს ჩანაწერი, სადაც, დაცვის მხარისავე მტკიცებით, ისმის 6 გასროლა. პალატა აღნიშნავს, რომ ჩანაწერში შეუძლებელია გასროლების რაოდენობის იდენტიფიკაცია და იმის მტკიცება თუ რამდენი გასროლის ხმა იქნებოდა ჩანაწერში ერთდროულად განხორციელებული გასროლის შემთხვევაში. ფაქტია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ოთხი მასრა გასროლილ იქნა ბა----- ბე----–---–ის კუთვნილი იარაღიდან. მოწმეებს არ დაუდასტურებიათ, რომ პოლიციის თანამშრომელთა მისვლის და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ კიდევ გაიგონეს გასროლის ხმა. ასევე არ არსებობს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი, შესაბამისად, უსაფუძვლოა მტკიცება, რომ ბა----- ბე----–---–ის იარაღიდან ერთი ვაზნა გასროლილი იქნა სხვა პირის მიერ.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გასროლის ფაქტი არ უარყვია თავად ბა----- ბე----–---–საც, რომელმაც განაცხადა, რომ გაიგო სიტყვები: ,,დააგდე იარაღი‘‘, თუმცა არავინ დაუნახავს, ხმაზე და ინსტიქტურად ჩხაკუნზე თავადაც გაუვარდა იარაღიდან ტყვია იატაკისკენ, ტყვია გაისროლა ხმის მიმართულებით, შემდეგ მარჯვენა მხარეს კედლის მიმართულებით, შემდეგ მოტრიალდა და ამ დროს უკვე თვითონ მოხვდა ტყვია.
მხედველობის პრობლემების არსებობა თავისთავად არ მიუთითებს, რომ ბა----- ბე----–---–ი არის უსინათლო და ვერ აღიქვამს საგნებს. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობით ასევე არ დასტურდება ის გარემოება, რომ ბა----- ბე----–---–ს საერთოდ დაკარგული აქვს მხედველობა, მით უფრო გასათვალისწინებელია, რომ შემთხვევის დღეს ბა----- ბე----–---–ი იყო ოპტიკური სათვალით. გარდა ამისა, იარაღით რამდენიმეწუთიანი მუქარის შემდეგ გაურკვეველია თუ რატომ იყო მოულოდნელი ბა----- ბე----–---–ისთვის პოლიციის თანამშრომელთა გამოჩენა. ბა----- ბე----–---–ი განათებულ სადარბაზოში სიცოცხლის მოსპობის მუქარას ახორციელებდა ყოფილი მეუღლის მიმართ, შესაბამისად, რამდენიმე წუთის შემდეგ მოწოდებას „დააგდე იარაღი“ ობიექტურად უნდა გაეჩინა მოლოდინი აღნიშნული სიტყვების პოლიციის თანამშრომლების მიერ წარმოთქმის შესახებ.
გარდა ამისა, ჩანაწერშივე ჩანს მოწოდების შემდეგ შემოტრიალებული ბა----- ბე----–---–ი. იმ პირობებში, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ფორმა აშკარად გამოირჩევა ჩვეულებრივი ყოველდღიური ტანსაცმლისგან, ასევე მათ შემოცმული ჰქონდათ ჯავშანჟილეტი, რომელსაც დიდი ასოებით აქვს პოლიციის მანიშნებელი წარწერა, ასევე მაშინ, როდესაც ბა----- ბე----–---–ის მუქარის შედეგად მოსალოდნელი იყო პოლიციის გამოძახება, პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს დაცვის მხარის განმარტებას იმის შესახებ, რომ ბა----- ბე----–---–მა ვერ აღიქვა, რომ სროლა განახორციელა პოლიციის თანამშრომლების მიმართ. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ დაცვის მხარის განმარტებას, რომ ბა----- ბე----–---–ს საგრძნობლად დაქვეითებული აქვს მხედველობა, გაუგებარი ხდება, როგორ აპირებდა მუშაობის დაწყებას დაცვაში, რისთვისაც შეუძენია იარაღიც.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულებმა და მოწმეებმა განმარტეს, რომ სადარბაზოში იყო სენსორული განათება, რომელიც ინთებოდა მოძრაობაზე. ნა----–ა კი-----–---–ის განმარტებით კი, ვინაიდან ის და ბა----- ბე----–---–ი იყვნენ მოძრაობაში, სადარბაზოში სინათლე სულ ენთო. განათებულ სადარბაზოს ადასტურებენ მოწმე მეზობლები, რომლებმაც ნათლად დაინახეს ქალი და მამაკაცი. ამასთან, მამაკაცის სახეზე დაინახეს ოპტიკური სათვალე, ხოლო ხელში იარაღი. შემთხვევის ადგილზე მყოფმა გამომძიებელმა ზუ---- სა-------ემ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე იყო განათება და დამატებით ხელოვნური განათება გამოყენებულ იქნა მხოლოდ იმ მოტივით, რომ არ გამორჩენოდათ შემთხვევის ადგილზე არსებული მცირედი დეტალები. ის ფაქტი კი, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებულ რამდენიმე ფოტოში შესაძლოა არ ჩანს სინათლის კვალი, არ მეტყველებს რომ ადგილზე არ იყო განათება. წარმოდგენილი მტკიცებულებით ასევე არ დასტურდება, რომ ვიტრაჟი ერთ მხარეს იყო სარკისებური და შეუძლებელი იყო დანახვა.
ბალისტიკური და სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ იქნა, რომ შემთხვევის დროს დაფიქსირებული დაზიანება №1 და №2, რომელიც არის დერეფნის გამყოფ კედელში, ე.წ. ვიტრაჟზე, განვითარებულია სამი ჭურვის (ტყვიის) ზემოქმედების შედეგად. გასროლა ნაწარმოებია კიბის უჯრედის ბაქნიდან დერეფნის მიმართულებით, მარჯვნიდან მარცხნივ, ხოლო დაზიანება №6, №7, №8, №9, №10 და №11 (ვიტრაჟის მოპირდაპირე კედელზე), თავისი ადგილმდებარეობით და მორფოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, არიან წარმოქმნილი ვიტრაჟში გავლისას ტყვიების ფრაგმენტებით. ე.ი. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია კა------------ის მიერ განხორციელებული სროლების შედეგად. რაც შეეხება დაზიანებებს: №3, №4, №5 და №12, განვითარებულია 9 მმ დიამეტრის მქონე ჭურვებით. კერძოდ, დაზიანება №3 განვითარებულია დერეფნიდან კიბის უჯრედის (ვიტრაჟის) მიმართულებით გასროლის შედეგად, რითაც უტყუარად დასტურდება, რომ აღნიშნული დაზიანება განვითარებულია ბა----- ბე----–---–ის მიერ განხორციელებული გასროლის შედეგად, რამდენადაც სროლას დერეფნიდან კიბის უჯრედის მიმართულებით სწორედ ის ახორციელებდა. რაც შეეხება დაზიანებებს, რომლებიც განვითარებულია დერეფანში შემოსასვლელი კარის მოპირდაპირე კედლის მიმართულებით გასროლების შედეგად და, ასევე, დერეფანში გასროლის შედეგად, ზემოდან ქვევით მიმართულებით, რაზეც აპელირებს დაცვის მხარე, რომ აღნიშნული დაზიანებების ადგილმდებარეობა გამორიცხავს ბა----- ბე----–---–ის მხრიდან გასროლების წარმოებას პოლიციელთა მიმართულებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს. ის ფაქტი, რომ ბა----- ბე----–---–ის მიერ ვერ განხორციელდა ზუსტი გასროლები, არ გამორიცხავს მისი მხრიდან პოლიციელთა სიცოცხლის მოსპობის განზრახვას. ფაქტია, რომ ბა----- ბე----–---–მა პოლიციელთა მისვლის გამო მათი მიმართულებით განახორციელა გასროლა, შემდეგ კი დინამიურ მდგომარეობაში არსებული გასროლების არასიზუსტე არ უნდა გახდეს განზრახვის გამორიცხვის საფუძველი. მართალია, ბა----- ბე----–---–ს ჰქონდა იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების უფლება, თუმცა გაუგებარია, ვისი მხრიდან ელოდა ის შეიარაღებულ თავდასხმას, რამაც უბიძგა ასეთი მომზადებისკენ. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ უღრმავებს რწმენას სასამართლოს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბა----- ბე----–---–ი ლუ--–------------ში ყოფილ მეუღლესთან მივიდა მის მოსაკლავად, რა დროსაც არ გამორიცხავდა და უშვებდა იმ განვითარებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ბა----- ბე----–---–ის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებულებითი სტანდარტის თვალსაზრისით. მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც ბა----- ბე----–---–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: Krasulya v. Russia, N12365/03 , პარ. 50). პალატას მიაჩნია, რომ დაცვის და ბრალდების მხარის ძირითად არგუმენტებზე ნამსჯელი აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს. ძირითად არგუმენტებზე იმსჯელა ასევე პალატამაც და მიიჩნია, რომ ბა----- ბე----–---–მა განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბა----- ბე----–---–ის ბრალეულობას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც მათში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, ხოლო სხვა მტკიცებულება, რაც საკმარისი იქნებოდა მათი გაუზიარებლობისათვის, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. მსჯავრდება ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა სტანდარტს, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, რის გამოც განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბა----- ბე----–---–ის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - მა-–---- ვე-–------–---–ის და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის გი------ ოს---ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენი.
ბა----- ბე----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლზე (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
ბა----- ბე----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბა----- ბე----–---–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ბა----- ბე----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 1 დეკემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
● ერთი ცალი პისტოლეტი ,,B---------‘‘, 2 ცალი მჭიდი და 6 ცალი ვაზნა - გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს;
● დაზარალებულ კა------------ისგან ამოღებული საშტატო იარაღი ,,H---‘‘ (-------, 2 ცალი მჭიდითა და 20 ცალი ვაზნით - გადაეცეს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს;
● ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე, სხვა პირადი ნივთები - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს;
● ნა----–ა კი-----–---–ის რენდგენოგრამა; ქსოვილის ნაჭერი, მოწითალო ლაქებით; ანაწმენდები და ანაწმენდების ნიმუშები; 7 ცალი მასრა, 4 ტყვია, 4 გარსი და 1 გულარი; 1 წყვილი ხელთათმანი; კბილების პროთეზი; ერთჯერადი ხელსახოცი, მოწითალო ლაქებით; ნა----–ა კი-----–---–ის სისხლის ნიმუში; 2 ცალი სანთებელა და ლითონის საგნიდან ამოღებული საფეიქრო მასალის გროვა - განადგურდეს;
● ნა----–ა კი-----–---–ისა და ბა----- ბე----–---–ის სამედიცინო დოკუმენტაცია და CD და DVD დისკები - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე