განაჩენი

სისხლის სამართლის 28.03.2019
საქმის ნომერი
330100118002521219
ინსტანცია
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002521219

საქმე 1b-----19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვეფხია ლომიძე

 

მსჯავრდებულ ჯ----– ე-–----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- ს------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------ ჯ----– შ--–--- ძე ე-–----ს მიმართ, (დაბ.1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ---–-----–----------–-----------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------------------------------–---------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ- ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ----– ე-–----მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით. მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით (03 ეპიზოდი).

 

ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

ჯ----– ე-–----მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,5017 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 07 ცალი ტაბლეტი, საიდანაც თბილისში, ა--–-------–----------------ში მდებარე ღამის კლუბ ,,ბ-----ში“ ლ---- ფ---–----–---–ზე უკანონოდ გაასაღა:

 

2018 წლის 31 მარტს - 0,1055 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4- მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 02 ცალი ტაბლეტი, 240 ლარად, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს-ს ცე-------–---------------–----------–-–----------------------------–------–--ის მიერ.

 

2018 წლის 14 აპრილს, 0,2292 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4- მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 03 ცალი ტაბლეტი 360 ლარად, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს-ს ცე-------–---------------–----------–-–----------------------------–------–--ის მიერ

 

2018 წლის 28 აპრილს კი იმავე ღამის კლუბის შესასვლელთან 0,1670 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 02 ცალი ტაბლეტი 240 ლარად, რაც ასევე იმავე დღეს იქნა ამოღებული შსს-ს ცე-------–---------------–----------–-–----------------------------–------–--ის მიერ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენით:

 

ჯ----– ე-–---- (პ№6----------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 31 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 14 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 28 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, ჯ----– ე-–----ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ჯ----– ე-–----ს დაეწყო ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2018 წლის 12 მაისის, 0033 საათიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჯ----– ე-–----ს - როგორც ნარკოტიკული საქმიანობის გამსაღებელ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15(თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 20(ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვარის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ----– ე-–----ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------- ს------–---–მა. წარმოდგენილი საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულ ჯ----– ე-–----სთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. სააპელაციო საჩივრის მიხედვით მსჯავრდებულმა აღიარა მისი დანაშაული და უდაოდ ცნო მტკიცებულებები, შესაბამისად აპელანტის პოზიციით უნდა განესაზღროს სასჯელის მინიმალური ზღვარი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ ჯ----– ე-–----ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ჯ----– ე-–----ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და უდაოდ ცნობილი მტკიცებულებების (მოწმე ნ---------------------- ჩვენება, მოწმე ნ------–---–------- ჩვენება, 2018 წლის 30 მარტის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ ოქმი, 2018 წლის 31 მარტის ამოღების ოქმი, საქართველოს შსს ს----------------------–-------------------------ტის ქიმიური განყოფილების 2018 წლის 31 მარტის დასკვნა, 2018 წლის 13 აპრილის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ ოქმი, 2018 წლის 14 აპრილის ამოღების ოქმი, საქართველოს შსს ს----------------------–-------------------------ტის 2018 წლის 16 აპრილის დასკვა, 2018 წლის 28 აპრილის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ ოქმი, 2018 წლის 28 აპრილის ამოღების ოქმი, საქართველოს შსს ს----------------------–-------------------------ტის 2018 წლის 1 მაისის დასკვნა, ს----------------------–--------------------- სამმართველოს 2018 წლის 12 მაისის N------ დასკვნა, საქართველოს შსს ს----------------------–-------------------------ტის 2018 წლის 20 აგვისტოს დასკვნა და სხვა) შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მსჯავრდებულ ჯ----– ე-–----მ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ- ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულია ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და მისი შემსუბუქების ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებები არ არის სახეზე.

 

სასჯელთან დაკავშირებით, პალატა მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1------ გადაწყვეტილება, § 52).

 

სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური და თანაზომიერი მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ჯ----– ე-–----სთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის შემცირების თაობაზე. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდაოდ ცნო მტკიცებულებები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ სხვა გარემოებებთან ერთად, სწორედაც, რომ გათვალისწინებული იქნა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.

 

სააპელაციო პალატას მიზანშეუწონილად მიაჩნია მსჯავრდებულ ჯ----– ე-–----ს მიმართ განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის შემცირება. პალატას მიაჩნია, მოცემულ საქმეზე, მართალია, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და უდაოდ ცნო მტკიცებულებები, მაგრამ პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ასევე მსაჯვრდებულმა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით (03 ეპიზოდი) ასეთ ვითარებაში (ჩადენილი დანაშაულის ეპიზოდთა სიმრავლის და ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე) მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახედ და ზომად 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა (მინიმალურ სასჯელთან მიახლოებული სასჯელის ზომა) მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა ჯ----– ე-–----მ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, ნარკოტიკული დანაშაულის თავიდან აცილებას.

 

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (რომელთა საფუძველზეც აპელანტი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას) მისი აღიარება ჩადენილი დანაშაულისა და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არ არსებობა, პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას აქვს გათვალისწინებული, სააპელაციო საჩივარში კი არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი პირველი ინსტანციის სასამართლოში სასჯელის განსაზღვრისას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ ჯ----– ე-–----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ჯ----– ე-–----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- ს------–---–-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი ჯ----– ე-–----ს მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

ჯ----– ე-–---- (პ№6----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე- 5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 31 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 14 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 28 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, ჯ----– ე-–----ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ჯ----– ე-–----ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2018 წლის 12 მაისის, 0033 საათიდან.

 

ჯ----– ე-–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჯ----– ე-–----ს - როგორც ნარკოტიკული საქმიანობის გამსაღებელ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15(თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 20(ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაეწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - 2 ცალი დისკი, დისკზე არსებული ჯ----– ე-–----სთან ფარული საგამოძიებო მოქმედებების, საკონტროლო შესყიდვის დროს განხორციელებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების, საკონტროლო შესყიდვის დროს განხორციელებული ფარული საგამოძიებო ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ასლი 2 ცალ დისკზე, 1 ცალი დისკი, დისკზე არსებული ჯ----– ე-–----ს ფოტოსურათები, ფარული საგამოძიებო მოქმედებები სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩანაწერი 1 ცალი დისკი, სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერების ასლი 1 ცალ დისკზე, 1ცალი დისკი, დისკზე არსებული ჯ----– ე-–----ს ხმის ნიმუშის ჩანაწერით, 1 ცალი დისკი, დისკზე არსებული ხმის ნიმუშის ჩანაწერით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

ჯ----– ე-–----ს ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

1 ცალი დისკი, დისკზე არსებული შ-- ,,მ----------დან“ გამოთხოვილი ინფორმაციების შესახებ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

2018 წლის 31 მარტს, 2018 წლის 14 აპრილს, 2018 წლის 28 აპრილს ჯ----– ე-–----სთან განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის შედეგად მოპოვებული ნარკოტიკული საშუალებები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.#32ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), განჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში.

 

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

 

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვეფხია ლომიძე