განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN330100117002222519
საქმე №1/ბ-1234-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის, ნინო სოლომნიშვილის და სოფიკო კაპანაძის მდივნობით,პროკურორების: გი-----------------ს, ნი----------ს და ან------------–-ს
ადვოკატების: გი---------------–---–-ს, ან----------------------ს და ნი-------------ს
მსჯავრდებულების: გი------–------ს და და---------------ს
თარჯიმნის: იგორ მაისურაძის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ გი------–------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნი-------------ს და მსჯავრდებულ და---------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გი---------------–---–-ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გი--------------------–------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------- საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------- ნასამართლევი, საშუალო განთლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.-----–---------------–-------------------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (6 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით;
და--------------------------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------- რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------–-------------------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (5 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი);
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით, გი------–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ექვსი ეპიზოდი) და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (------------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (---------------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (-------–------------------ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (---------------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (------------------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (---------------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით („---------------–----- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით (------------------- ეპიზოდი) გათვალისწინებულმა სასჯელმა შთანთქა სხვა ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და გი------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500(ათას ხუთასი)ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გი------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გი------–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 6 ნოემბრიდან.
და--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (------------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (---------------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (-------–-------------------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (---------------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (-----------------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით („---------------–----- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (---------------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით (------------------- ეპიზოდი) გათვალისწინებულმა სასჯელმა შთანთქა სხვა ეპიზოდებისათვის დანიშNული სასჯელები და საბოლოოდ, და--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ და--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 6 ნოემბრიდან.
გი------–-----ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ (6 ეპიზოდი);
მანვე ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
და--------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ (5 ეპიზოდი).
მანვე ჩაიდინა და ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ (2 ეპიზოდი).
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2017 წლის 4 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, მ-----------------ის მიმდებარედ, და--------------- და გი------–------, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ თა-----------–---–-ს კუთვნილი ავტომობილის, „რენჯ როვერის“ უკანა ხედვის სარკეებს, ღირებულს 200 ლარად, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
- 2017 წლის 4 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, მ-–-----------–---–----------ის მიმდებარედ, და--------------- და გი------–------, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ირ---–---------–---ს კუთვნილი ავტომანქანის, „მე-----------------ის უკანა ხედვის სარკეებს, ღირებულს 200 ლარად, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
- 2017 წლის 4 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, მ-------------------- მიმდებარედ, და--------------- და გი------–------ წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ვა-----–---------ს კუთვნილი, „---------------–----- მარკის ავტომობილის 100 ლარად ღირებულ უკანა ხედვის სარკეებს.
- 2017 წლის 4 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, მ-------------------- მიმდებარედ, და--------------- და გი------–------, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ელ-----------------ს კუთვნილი, „-----–-------------------“ მარკის ავტომობილის უკანა ხედვის სარკეებს, ღირებულს 200 ლარად, რითაც დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
- 2017 წლის 4 ნოემბერს, ქ. თბილისში, მ. წ----------–---–----------თან და--------------- და გი------–------, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ კა---------–--ს კუთვნილი ავტომანქანის, „ტოიოტა პრადოს“, 350 ლარად ღირებულ უკანა ხედვის სარკეებს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
- 2017 წლის 4 ნოემბერს, ქ. თბილისში, ზ-----–-------------ის მიმდებარედ, და--------------- და გი------–------, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ გი----------------ს სარგებლობაში არსებული, საქართველოს მთავარი პროკურატურის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის, „ჰიუნდაი IX 55“-ის 200 ლარად ღირებულ უკანა ხედვის სარკეებს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
- 2017 წლის 04 ნოემბერს, ქ. თბილისში, კ---------------ის მიმდებარედ, და--------------- და გი------–------, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ და--------------ს კუთვნილი ავტომობილის, „ტოიოტა პრადოს“ 300 ლარად ღირებულ უკანა ხედვის სარკეებს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გი------–------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნი-------------მ და მსჯავრდებულ და---------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გი---------------–---–-ა, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტების მტკიცებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. იგი არ არის დამყარებული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე. სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა და გამოკვლეულმა წერილობითმა მტკიცებულებებმა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურეს გი------–------ს და და---------------ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტი.
გი------–------ს ადვოკატის განმარტებით, მსჯავრდებულის დაკავების ოქმის შემდგენმა პირმა - ვა---–--------–---–მა განაცხადა, რომ თვითონ საერთოდ არ ყოფილა ოლ------ს ბინაში, იმყოფებოდა კორპუსთან ქვემოთ და დაინახა როგორ ჩამოიყვანეს დაკავებული გი------–------. დაკავებაში მონაწილე მეორე პირი კი - რა--------------–---–ი საერთოდ არ დაკითხულა სასამართლოს წინაშე. ამდენად, გაურკვეველია ,თუ რის საფუძველზე მოხდა გი------–------ს დაკავება, ვინ მოახდინა და რა ვითარებაში. რაც შეეხება მოწმე გ------–---–-- ჩვენებას, დამაჯერებლობას მოკლებულია, რომ მას ქუჩის განათების არარსებობის პირობებში დაენახა მე-2 სართულის შუქჩამქრალი ოთახიდან ვინ გადმოაგდო პარკი. გამოძიებას ასევე არ დაუდგენია ვისი ან რომელი ავტომანქანის საკუთრება იყო ამოღებული სარკეები, რა შემხებლობა ჰქონდა მას მოცემულ საქმესთან და იყო თუ არა ის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა და---------------ს მონაწილეობით შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ვინაიდან მან სასამართლო სხდომაზე გამოიყენა დუმილის უფლება. რაც შეეხება სასამართლოში გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერს, მისი საშუალებით შეუძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია.
და---------------ს ადვოკატის განმარტებით, დანაშაულის ჩადენის დღეს, ღამის საათებში მხოლოდ მსჯავრდებულის ავტომანქანის დაფიქსირება შემთხვევის ადგილზე არ მიუთითებს მის მონაწილეობაზე ქურდობის ჩადენაში. მით უფრო, როდესაც ვიდეო ჩანაწერში ძალიან ბუნდოვნად ჩანს გაურკვეველი მარკის და ფერის სედანის ტიპის ავტომანქანა. ასევე გაურკვეველია ვინ გადმოდის ავტომანქანიდან და ვინ ზის საჭესთან. რაც შეეხება და---------------საგან ამოღებულ ჩანთასა და მასში არსებულ სარკეებს, ის ფაქტი, რომ პირთან აღმოჩნდა დაზარალებულის მფლობელობიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გასული ნივთი, ვერ განიხილება უტყუარ მტკიცებულებად ამ პირის ბრალეულად ცნობისათვის. შესაძლოა არსებობდეს უამრავი ვერსია თუ რა გზით აღმოჩნდა აღნიშნული ჩანთა და--------------თან. ექსპერტიზის დასკვნებით ვერ იქნა დადგენილი ამოღებული სარკეები განეკუთვნებოდა თუ არა უშალოდ დაზარალებულების ავტომანქანებს. ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას ძირითად აქცენტს აკეთებს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ინფორმაციის პირველადი წყარო - და--------------- იყენებს დუმილის უფლებას, მის მიერ მანამდე მიწოდებული ინფრმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია.
სააპელაციო პალატამ, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დი---------------–---–მა, განაცხადა, რომ არის შსს ქ-------–---- პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–---- სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2017 წლის 5 ნოემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 2017 წლის 04 ნოემბერს, ქ. თბილისში, წ-----------–---–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე „ტოიოტა პრადოს“ უკანა ხედვის სარკეები მოპარული იქნა 1988 წელს დაბადებული და---------------ს მიერ. მოწმემ მიღებული ინფორმაცია პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გი-------------–----ა განაცხადა, რომ არის შსს ქ-------–---- პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–---- ს-----------–-------------------–---- გამომძიებელი. 2017 წლის 5 ნოემბერს განყოფილებაში გამოკითხა და---------------, რომელმაც მიუთითა საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე. აღნიშნულის გადამოწმების მიზნით ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი, რის შედეგადაც ამოღებული იქნა და---------------ს მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი, მისსავე საცხოვრებელ ბინაში არსებული ჩანთა, მასში მოთავსებული უკანა ხედვის სარკეებით. ბრალდებულმა განმარტა, რომ წარმოდგენილი სარკეები მოპარული ჰქონდა თავის მეგობარ, გი------–-----თან ერთად. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, და--------------მა ასევე მიუთითა ის ადგილები, სადაც, მისი განმარტებით, გი------–-----თან ერთად გაქურდა ავტომანქანები. გარდა ამისა, და---------------სგან ამოღებული იქნა ავტომანქანა, რომლითაც, იგი გი------–-----თან ერთად გადაადგილდებოდა დანაშაულებრივი საქმიანობის პროცესში. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო გი------–------ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებაში, საიდანაც ამოღებული იქნა გი------–------ს მიერ გადაგდებული უკანა ხედვის სარკეები.
მოწმის ჩვენება გამყარებულია საქმეზე წარმოდგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომლის თანახმადაც 2017 წლის 06 ნოემბერს, 00:10-01:48 სთ. პერიოდში, შსს ძ---–-------–---- ს-----------–-------------------–---- გამომძიებლების - გი-------------–------------–--------–-----ს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, ბრალდებულმა და--------------მა სამართალდამცველებს წარუდგინა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თბილისში, ვ---------–----------------------------------------------------------------ის მისაღებ ოთახში არსებული დიდი ზომის ჩანთა, რომელშიც აღმოჩნდა, უკანა ხედვის 40 ცალი სარკე, მისივე განმარტებით, მოპარული გი------–-----თან ერთად. ამავე საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში და--------------მა გამომძიებლებს მიუთითა ჩ------------- რაიონში მდებარე ადგილები, სადაც, მისივე განმარტებით, გი------–-----თან ერთად ავტომანქანებს მოხსნა უკანა ხედვის სარკეები, - თო----------------------------------–-----------------–-----------–---–----------------------- მიმდებარე ტერიტორიები.
პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, რომ სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ვინაიდან, და--------------მა სასამართლო სხდომაზე გამოიყენა დუმილის უფლება.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ N--------------–-–------------–-- განაჩენში აღნიშნა, რომ „ბრალდებულებს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა.“ აღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიუთითებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს შედეგნილი გარკვეული ფაქტების ამსახველი ოქმი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია სასამართლოს მიერ გამოყენებული იქნეს როგორც პირდაპირი მტკიცებულება. ამდენად, მოცემული საქმის ფარგლებში, საგამოძიებო ექსპერიმენტი და---------------ს მონაწილეობით, არა მისი ჩვენების, არამედ შემთხვევის ვითარების აღდგენის ნაწილში, წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელსაც პალატა იზიარებს და აფასებს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. ამ თვალსაზრისით კი აღსანიშნავია, რომ და---------------ს მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში გადმოცემული ვითარება სრულ შესაბამისობაშია როგორც მოწმე გიო-----------–----ს ჩვენებასთან, ასევე და---------------სა და გივი ოლაგვისათვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ვითარებასთან.
რაც შეეხება და---------------ს მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაფიქსირებულ ინფორმაციას, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ ასახავს მიერ მიერ აღწერილ ფაქტებს და იგი პოლიციის თანამშრომლების ინტერპრეტაციითაა შედგენილი, პალატა მიუთითებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ხელმოწერილია როგორც სამართალდამცავების, ასევე თავად და---------------ს მიერ და მასზე არანაირი შენიშვნა მსჯავრდებულს არ დაუფიქსირებია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე აკ-------------–---მ განაცხადა, რომ არის შსს ძ---–-------–---- ს-----------–-------------------–---- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2017 წლის 06 ნოემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 4 ნოემბერს, ქ. თბილისში, წ-----------–---–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე „ტოიოტა პრადოს“ უკანა ხედვის სარკეები მოპარული იქნა 1991 წელს დაბადებული გი------–------ს მიერ, რომელიც იმ დროისათვის იმყოფებოდა მისსავე საცხოვრებელ სახლში. მოწმემ მიღებული ინფორმაცია პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზა--------------–---–-ა განაცხადა, რომ არის შსს ძ---–-------–---- ს-----------–-------------------–---- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ხელმძღვანელობის დავალებით, თანამშრომლებთან რა--------------–---–თან და ვა---–--------–---–თან ერთად გაემართა გი------–------ს საცხოვრებელ მისამართზე. კორპუსთან მისვლისას, თავად ეზოში დარჩა კორპუსის წინა მხარეს, სადაც განთავსებულია გარე განათების ბოძები. რა--------------–---–ი და ვა---–--------–---–ი კი ავიდნენ გი------–------ს ბინაში. დაახლოებით ხუთ წუთში მოწმემ დაინახა, რომ საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე გაიხსნა ფანჯარა და გი------–-----მა ბინიდან პოლიეთილენის პარკი გადმოაგდო. ამ უკანასკნელის ფოტოსურათი ნანახი ჰქონდა მათთვის ხელმისაწვდომ ერთიან ბაზაში, რომელიც გადაამოწმეს გი------–------ს შესახებ ოპერატიული ინფოორმაციის მიღების შემდეგ და მოწმემ ფანჯრის გაღებისას ამოიცნო რომ ის პირი სწორედ გი------–------ იყო. პარკი მის სიახლოვეს დავარდა, რა დროსაც გაიგონა მსხვრევის ხმა. შემოწმებისას მასში აღმოჩნდა ავტომანქანის უკანა ხედვის ორი სარკე, რომელთაგან ერთი იყო დაზიანებული. ცოტა ხნის შემდეგ რა--------------–---–მა და ვა---–--------–---–მა გი------–------ სადარბაზოდან გამოიყვანეს დაკავებული და წაიყვანეს განყოფილებაში. მოწმე ადგილზე დარჩა და მოგვიანებით ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო გი------–------ს მიერ გადმოგდებული პარკის ამოღებაში.
ზა--------------–---–-ა საკმაოდ დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერა გი------–------ს საცხოვრებელ კორპუსთან განვითრებული მოვლენები. მან ნათლად დაადასტურა, რომ დაინახა გი------–------ს მიერ ფანჯრიდან პოლიეთილენის პარკის გადმოგდების ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ ოთახში სინათლე არ ენთო, მან გარე განათების საშუალებით ამოიცნო გი------–------.
პალატას ზაქარია გ------–---–-- ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძლველი არ გააჩნია. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც იგი სრულ შესაბამისბაშია გი------–------ს დაკავების ოქმთან, მოწმე გიო-----------–----ს ჩვენებასთან და ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმთან, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 6 ნოემბერს, 05:05-05:35 სთ. შსს ძ---–-------–---- ს-----------–-------------------–---- გამომძიებელ გიო-----------–----ს მიერ თბილისში, ვ---------–------------------------------------------------------თან არსებულ ტერიტორიაზე ნანახი და ამოღებული იქნა გამომძიებელ ზ---------------–---–-- (რომელიც ახორციელებდა ადგილმდებარეობის დაცვას) განმარტებით, ამავე კორპუსში მდებარე, გი------–------ს ბინის ფანჯრიდან გადმოგდებული პოლიეთილენის პარკი, რომელშიც აღმოჩნდა ავტომანქანის უკანა ხედვის ორი სარკე.
რაც შეეხება მოწმე ვა---–--------–---–ის ჩვენებას, ამ ნაწილში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიუთითებს, ის, რომ მან კონკრეტულად ვერ გაიხსენა გი------–------ს დაკავების დეტალები, არ წარმოადგენს კანონის სრული დაცვით მოპოვებული მტკიცებულებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს.
ამასთან, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ პოლიციელთა შესვლას გი------–------ს საცხოვრებელ ბინაში დაემთხვა ბინიდან სარკეების გადაყრა და და--------------ს არანაირი ინტერესი არ გააჩნდა უსაფუძვლოდ დაებრალებინა გი------–------სათვის დანაშაულის ჩადენა, რაზედაც მიუთითა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში.
ვიდეოჩანაწერის დათვალიერებით დგინდება, რომ 2017 წლის 04 ნოემბერს, 04:02:48 სთ.-ზე, ქ.თბილისში, მ. წ----------–---–----------ის მიმდებარედ მდგარ, ჯიპის ტიპის შავ ავტომანქანასთან გაჩერდა ვერცხლისფერი (ნაცრისფერი), სედანის მოდელის ავტომანქანა, საიდანაც, სალონის წინა მარჯვენა (მძღოლის გვერდით) კარიდან გადმოვიდა მამაკაცი, მიუახლოვდა ზემოაღნიშნულ მანქანას, წინა კართან, ჯერ - ერთ, შემდეგ კი მეორე მხარეს გააკეთა გარკვეული მანევრები, რის შემდეგაც ნაჩქარებად დაბრუნდა შორიახლოს გაჩერებულ ავტომანქანაში და მიიმალა.
ამოღების ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 06 ნოემბერს, 02:15-02:35 სთ. შსს ძ---–-------–---- ს-----------–-------------------–---- გამომძიებელ გიო-----------–----ს მიერ ამოღებული იქნა ბრალდებული და---------------ს კუთვნილი ნაცრისფერი, მარცხენასაჭიანი ავტომანქანა „L---------------------------------------
ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და მოწმე გიო-----------–----ს, სხვა პოლიციის თანამშრომელთა და დაზარალებულთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, სხვა წერილობითი და ნივთიერ მტკიცებულებები ერთობლიობაში, ქმნიან მოვლენათა განვითარების იმ ერთიან ჯაჭვს, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს და--------------სა და გი------–-----ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირებზე.
გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არა არის სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და ობიექტურად დამკვირვებელ პირს (ამ შემთხვევაში მოსამართლეს) ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში და ამ უკანასკნელის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველს არ უნდა უტოვებდეს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად, შესაძლებელია ცალსახად და დადასტურებულად იმის მტკიცება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ მსჯავრდებულების ბრალში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გი------–------სა და და---------------ს მიერ ჩადენილ ქმედებებს და მათ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, შესაბამისად, მსჯავრდებულების გი------–------ს და და---------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ და---------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ გი------–------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
4. გი------–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ექვსი ეპიზოდი), ასევე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (------------------- ეპიზოდი) - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით („მე-----------------ს ეპიზოდი) - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (-------–------------------ ეპიზოდი) - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (---------------------- ეპიზოდი) - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (------------------ის ეპიზოდი) - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (---------------------- ეპიზოდი) - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით („---------------–----- ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და გი------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გი------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. მსჯავრდებულ გი------–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 6 ნოემბრიდან.
6. და--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი), ასევე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (------------------- ეპიზოდი) - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (---------------------- ეპიზოდი) - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (-------–------------------ ეპიზოდი) - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (---------------------- ეპიზოდი) - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (------------------ის ეპიზოდი) - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით („---------------–----- ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (---------------------- ეპიზოდი) - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, და--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. მსჯავრდებულ და--------------ს სასჯელის მოხდია ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 06 ნოემბრიდან.
8. ნივთიერი მტკიცებულებები:
- დისკები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
- ავტომანქანის 40 ცალი სარკე და ადგილდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული 2 ცალი სარკე დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.
- და---------------ს კუთვნილი „ლექსუსის“ მარკის ავტომანქანა და გასაღები გადაეცეს მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
- თითის კვლები, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები განადგურდეს.
9. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
10. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი