განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002413760
საქმე №1/ბ879-18
g ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის:გუ-–--------------–---–-ს
ადვოკატის: და-------–-----ს
მსჯავრდებულის: არ---–----–---ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ არ---–----–---ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე არ---–-------------------–---ს მიმართ (პ/N 0----------) - დაბადებული 1----–-–-----------–-- საქართველოს მოქალაქე, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–--------–------------------–------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განაჩენით, არ---–----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით.
მსჯავრდებულ არ---–----–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 21 მარტიდან.
არ---–----–--ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ავტოსანტრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 13 მარტს, ღამის საათებში, ქ-------–--–----–----–----–---–-------------- მიმდებარე ტერიტორიიდან არ---–----–--ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ქრისტინე გიგაურის კუთვნილ ,,-------------”-ის ფირმის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით K------------- რომლის ღირებულებაც შეადენს 7500 ლარს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა არ---–----–--ემ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2019 წლის 28 მარტს, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გუ-–--------------–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მსჯავრდებულ არ---–----–---ს მიერ ბრალის აღიარებისა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და მის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა, რომ არ---–----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
საპროცესო შეთანხმების პირობებს მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა არ---–----–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და-------–-----მ.
სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ის სრულად აცნობიერებს და აღიარებს იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის ეთანხმება. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების და სასჯელზე შეთანხმების შესახებ. ის აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს, შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში. ამასთან, მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ არ---–----–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ქ-------------------------------------------------–-------------------------------–--–----------–---–-------------------------------------------------–----------------- გამოკითხვის ოქმებით; ამოღებული ნივთმტკიცებებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ავტომანქანებისა და საბურავების ამოღების ოქმებით; არ---–----–---ს დაკავების ოქმით და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 209-212-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროკურორს და მსჯავრდებულ არ---–----–--ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-213-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ გუ-–--------------–---–სა და მსჯავრდებულ არ---–----–--ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3. არ---–----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
4. მსჯავრდებულ არ---–----–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 21 მარტიდან.
5. პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ არ---–----–---ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
-2018 წლის 13 მარტს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთები, შუშის ნამსხვრევები და შუშის მარკა-ნიშანი - განადგურდეს, ხოლო შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
- ქრ--------------------ნ ამოღებული ავტომანქანა და არ---–----–---სგან ამოღებული 4(ოთხი)ცალი საბურავი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლების ნიმუშები, ანაწმენდები, მოწითალო ფერის ლაქა, მიკრონაწილაკები, ხელის კვლები და ქანჩები -განადგურდეს, ხოლო საფულე და სამზეური დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი