განაჩენი

სისხლის სამართლის 01.04.2019
საქმის ნომერი
330100117001914377
ინსტანცია
თარიღი
01.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001914377

საქმე #1/ბ-1618-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 მარტი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: ლევან თევზაძე

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ირ---–- ქა------ა;

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - სვ-----------------------------------------ი, დაბადებული 19-- წლის 1------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თ---–--------–-------------–--–------------------ ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------–---–-------.

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ორი ეპიზოდი)

სასჯელი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით:

სვ--------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზა------–---ვის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

სვ--------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გი-----------------–--ლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, სვ--------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და სვ--------------------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა იმ საფუძვლით, რომ სვ--------------------მა დროის მცირე შუალედში ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ორი დანაშაული, რა დროსაც მუდმივად ცდილობდა დაზარალებულებისგან დამალვას. პროცესზე დაცვის მხარემ წარმოადგინა ნოტარიული წესით დამოწმებული დოკუმენტაცია, სადაც დაზარალებულები მიუთითებენ, რომ მოხდა მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება და მათ მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. სასამართლომ აღნიშნული გარემოება გამოიყენა სასჯელის დანიშვნისას, რაც გამოიწვევს მსჯავრდებულის წაქეზებას, ვინაიდან ექნება განცდა, რომ დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურება სამომავლოდაც იქნება მსუბუქი სასჯელის განსაზღვრის წინაპირობა. მსჯავრდებულისთვის მსუბუქი სასჯელის გამოყენებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამანშავის რესოციალიზაცია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სვ--------------------ის მიმართ უკვე არსებობდა იგივე დანაშაულის ჩადენისთვის მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მსჯავრდებულის მისწრაფებაზე ჩაიდინოს ახალი დანაშაული.

მსჯავრდებულმა სვ--------------------მა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან აღიარებს და ინანიებს ჩადენილი დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია მტკიცებულებები, დაზარალებულს ნებაყოფლობით აუნაზღაურა მიყენებული ზიანი. არის მარტოხელა დედა და ყავს სამი წლის შვილი, მუშაობს სასტუმროში დამლაგებლად.

სასამართლომ დაადგინა:

2016 წლის ნოემბერში სვ--------------------მა ინტერნეტ მაღაზია mymarket.ge-ზე განათავსა განცხადება „TOYOTA PRIUS“ მარკის ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომრით J---------------- გაყიდვის შესახებ. განცხადების შინაარსის მიხედვით სვ--------------------ს აღნიშნული ავტომანქანა შეძენილი ჰყავდა ამერიკაში და ელოდებოდა ავტომანქანის საქართველოში გამოგზავნას. ავტომანქანის შემძენს განმცხადებელი ავტომანქანას გადასცემდა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. რეალურად სვ--------------------ს ხსენებული მანქანა შეძენილი არ ჰყოლია. განცხადების საფუძველზე სვ--------------------ს დაუკავშირდა ზა------–---ვი, რომელმაც გამოთქვა ავტომანქანის შეძენის სურვილი. სვ--------------------ი ზა------–---ვს შეუთანხმდა ავტომანქანის მიყიდვაზე იმ პირობით, რომ თავდაპირველად მოხდებოდა ღირებულების ნაწილის - 2000 ამერიკული დოლარის გადახდა, ხოლო ავტომანქანის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ზა------–---ვს სვ--------------------ისთვის უნდა გადაეცა დარჩენილი თანხა 2200 ამერიკული დოლარი. აღნიშნულის შესახებ სვ--------------------სა და ზა------–---ვს შორის გაფორმდა ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ზა------–---ვმა სვ--------------------ს გადასცა 2000 ამერიკული დოლარი. ამგვარად სვ--------------------ი მოტყუებით დაეუფლა ზა------–---ვის კუთვნილ თანხას. სვ--------------------ის ქმედების შედეგად ზა------–---ვს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი.

სვ--------------------მა ინტერნეტ მაღაზია mymarketi.ge-ზე განათავსა განცხადება „TOYOTA PRIUS“ მარკის ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომრით J---------------- გაყიდვის შესახებ. განცხადების შინაარსის მიხედვით სვ--------------------ს აღნიშნული ავტომანქანა შეძენილი ჰყავდა ამერიკაში და გამოგზავნილი იყო საქართველოში. ავტომანქანის შემძენს განმცხადებელი ავტომანქანას გადასცემდა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. რეალურად სვ--------------------ს ხსენებული მაქანა შეძენილი არ ჰყოლია. აღნიშნული განცხადების საფუძველზე 2017 წლის 22 თებერვალს სვ--------------------ს დაუკავშირდა გი-----------------–--ლი, რომელმაც გამოთქვა ავტომანქანის შეძენის სურვილი. სვ--------------------ი გი-----------------–--ლს შეუთანხმდა ავტომანქანის მიყიდვაზე იმ პირობით, რომ თავდაპირველად მოხდებოდა ღირებულების ნაწილის - 1000 ამერიკული დოლარის გადახდა, ხოლო ავტომანქანის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გი-----------------–--ლს სვ--------------------ისთვის უნდა გადაეცა დარჩენილი თანხა 3300 ამერიკული დოლარი. აღნიშნულის შესახებ სვ--------------------სა და გი-----------------–--ლს შორის გაფორმდა ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება, რის საფუძველზეც გი-----------------–--ლმა სვ--------------------ს გადასცა 1000 ამერიკული დოლარი. ამგვარად სვ--------------------ი მოტყუებით დაეუფლა გი-----------------–--ლის კუთვნილ თანხას. სვ--------------------ის ქმედების შედეგად გი-----------------–--ლს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სვ--------------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ან---------------–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალიწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

სააპელაციო პალატა სასჯელის განსაზღვრის დროს ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.

ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ხასიათი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. ამასთან, გაიზიარა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ სვ--------------------ი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ზიანი ანაზღაურებულია სრულად და დაზარალებულებს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რითაც სრულად იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები, მოემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

მოცემულ შემთხვევაში, სვ--------------------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, პალატა მხედველობაში იღებს სვ--------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ: აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულებს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და მათ მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვთ, (საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულების - გი-----------------–--ლის და ზა------–---ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები) ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. პალატა ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სვ--------------------ს ჰყავს ერთი მცირეწლოვანი შვილი და ცხოვრობს დედასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სვ--------------------ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში განუსაზღვრა სამართლიანი, პროპორციული და ადეკვატური სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, ბრალდების მხარეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა სასჯელის დამძიმებაზე, დამატებით არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი სვ--------------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ან---------------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი სვ--------------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

სვეტლანა მირზოანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზა------–---ვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

სვეტლანა მირზოანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ გი-----------------–--ლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, სვეტლანა მირზოანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარი და საბოლოოდ სვეტლანა მირზოანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე