განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100117002184835-1ბ/1153-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
25 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მაია თეთრაული
მურმან ისაევი
სხდომის მდივანი: გ------- სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ვ--------–--–------–-–---–-
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ი-----–----------------------–-------–-–-------------------------–----------–------------------------89, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.თბილისი, ვა---–------------------------------------–---------------------------–----–---–-------------------
ადვოკატები: და----------------------------------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი, საქართველოს სსკ-ის მე-5 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი (პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით);
დისპოზიცია: საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება;
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით);
დისპოზიცია: საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წელი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ირ---–--------- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ-------------------, ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში.
ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ი-----–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი;
ი-----–--------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ი-----–--------მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა 7 ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, რომელსაც იგი უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში.
ასევე, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,2194 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი‘‘, საიდანაც 2017 წლის 16 ოქტომბერს ქ. რუ-----–-----–----–---–-------------------–- მდებარე, თავის საცხოვრებელ ბინაში, ნაწილი - 0,0164 გრამი, დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი‘‘ უკანონოდ გაასაღა მის ნაცნობ ლ---------–----–--ლზე, ხოლო ნაწილი - 0,0109 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი‘‘ უკანონოდ გაასაღა, ასევე, მის ნაცნობ ნ-----–-----–-------ზე, რაც ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელთა პირადი ჩხრეკისას.
2017 წლის 16 ოქტომბერს, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქ----------–---–------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული, ირ---–--------- პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 0,0075 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის‘‘ შემცველი, თეთრი ფერის, ცალ მხარეს ნაწერებიან 3 ცალ ქაღალდში მოთავსებული, მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, ლ---------–----–--ლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 0,0164 გრამი, დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის‘‘ შემცველი, თეთრი ფერის, თასმის 20 ცალი ნაჭრის გამოწვილვის შედეგად მიღებული, მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, ნ-----–-----–-------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 0,0109 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის‘‘ შემცველი, თეთრი ფერის თასმის 20 ცალი ნაჭრის გამოწვილვის შედეგად მიღებული, მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, ხოლო ლ---------–----–--ლის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ირ---–--------- კუთვნილი, 0,1748 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის‘‘ შემცველი, იასამნისფერ პოლიმერული მასალის პაკეტში მოთავსებული, თეთრი ფერის თასმის ნაჭრების და თეთრი ფერის მთლიანი თასმის გამოწვილვის შედეგად მიღებული, მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება. ირ---–--------- ბინის ჩხრეკისას, მდებარე ქ.რუ-----–-----–----–---–-------------------–-, ამოღებულ იქნა 0,0098 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის‘‘ შემცველი, თეთრი ფერის თასმის 16 ცალი ნაჭრის გამოწვილვის შედეგად მიღებული, მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, ასევე, ამოღებულ იქნა 7 ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა :
ი-----–--------მ ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;
პალატამ დაადგინა:
ი-----–--------მ ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება;
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა;
მოწმის სახით დაკითხული, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლების არ---–---–--–-–---–------------------–---------------------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის გამო, ჩატარდა ქ.----------–-----–----–---–---------–- მდებარე, ირ---–--------- ბინის ჩხრეკა, რომელსაც ესწრებოდა თავად მსჯავრდებული ი-----–--------. ბინის ჩხრეკისას სააბაზანო ოთახში, თაროზე, ნანახი და ამოღებული იქნა 7 ცალი ვაზნა, რაც დაილუქა ადგილზე.
2017 წლის 16 ოქტომბრის ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ----------–-----–----–---–-----------–---------------- ბინის ჩრეკისას, სააბაზანო-საპირფარეშო ოთახში, კედელზე, უნიტაზის ზევით განთავსებული თაროდან, ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პაკეტი, მასში მოთავსებული 7 ცალი ვაზნით. ამოღებული ვაზნები მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა ერთ ფუთად.
ბალისტიკური ექსპერტიზის 2017 წლის 17 ოქტომბრის N------ დასკვნის თანახმად, შვიდი ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, 7,62 მმ კალიბრის, განკუთვნილი ნაგანის სისტემის რევოლვერებისთვის. ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
აღნიშნული დასკვნის შინაარსი და სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---------------ემ, რომელმაც განმარტა, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, ჩაატარა ბალისტიკური ექსპერტიზა. გამოსაკვლევად წარდგენილი ჰქონდა ერთი დალუქული პაკეტი, მასში მოთავსებული შვიდი ცალი ვაზნით, რომელთაგან შერჩევითი წესით აიღო სამი ცალი ვაზნა, აირჩა მეტად კოროზირებული და ცუდი ვაზნები, რაც მოათავსა ლაბორატორიაში არსებულ რევოლვერში და მოხდა გასროლა. თუკი კოროზირებული ვაზნა არ გაისვრიდა, შესაბამისად, მოხდებოდა ყველა ვაზნის დემონტაჟი. ამ შემთხვევაში გაისროლა სამივე ვაზნამ. დადგინდა, რომ ისინი დამზადებულია ქარხნული წესით, განკუთვნილია ნაგანის სისტემის რევოლვერებისთვის, ვარგისია გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
მსჯავრდებულმა ი-----–--------მ თავი დამნაშავედ ცნო საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვაში და განმარტა, რომ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ვაზნები ეკუთვნის მას, აღნიშნული იპოვა იმ ნაქირავებ ბინაში, საიდანაც ამოიღეს.
ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო გასაღება
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მსჯავრდებულმა ი-----–--------მ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში უარყო ნარკოტიკული საშუალების ნ-----–-----–-------სა და ლ---------–----–--ლზე გასაღება და განმარტა, რომ დაურეკეს მეგობრებმა ლ---------–----–--ლმა და ნ-----–-----–-------მ უთხრეს, რომ იყვნენ ე.წ. ,,ლომკაში‘‘, რის გამოც გადაწყვიტეს ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის‘‘ ერთად ყიდვა ინტერნეტის საშუალებით. ლ---------–----–--ლი და ნ-----–-----–------- ჩავიდნენ მასთან ქ.რუსთავში, შესაბამის ინტერნეტსაიტზე შეუკვეთეს ნარკოტიკი, თავის წილში გადაიხადა 300 ლარი, ხოლო ლ---------–----–--ლმა და ნ-----–-----–-------მ - ცალ-ცალკე თავისი წილის საფასური გადაიხადეს. საკუთარ შენაძენზე შეტყობინება მიუვიდა მობილურ ტელეფონზე, მიიღო სურათებიც, თუ სად იდო ნარკოტიკული საშუალება და აიღეს. მისი ნაწილი იდო შავ ცელოფანში, დანარჩენი წითელში, ერთ პარკში იყო ყველა, მაგრამ ცალ-ცალკე. ავიდნენ მისსავე სახლში, ნარკოტიკი გრძელი ზონრის (თასმის) სახით იყო, მან დაჭრა მისი კუთვნილი ზონარი, იმათმა თავიანთი და მოიხმარეს. ნ-----–-----–-------სა და ლ---------–----–--ლს, რომლებიც თბილისში მიდიოდნენ, სთხოვა, დაეტოვებინათ ის რუსთავში, შარტავას ქუჩაზე, რადგან ნათესავთან - გ------- პ----ესთან რჩებოდა. ნარკოტიკის ნაწილი თან წაიღო პირადი მოხმარებისთვის. შარტავას ქუჩაზე მანქანის გაჩერებისას, როგორც კი გადასვლა დააპირა, პოლიციის თანამშრომელი სწვდა ხელში, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს თანნაქონი ნარკოტიკული საშუალება. ამის შემდეგ წაიყვანეს მისსავე სახლში, სადაც, ასევე, ჩაატარეს ჩხრეკა და იპოვეს ნარკოტიკული საშუალება, რაზეც თვითონ მიუთითა, სადაც ინახავდა.
ლ---------–----–--ლმა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს, დილას, ნ-----–-----–-------სთან ერთად, თავისი ,,მიცუბიშის‘‘ მარკის ავტომანქანით, სა----------- გაემგზავრა ქ.რუსთავში, მეგობარ ი-----–--------სთან. მას ესაუბრა წინა დღეს, უთხრა, რომ ე.წ. ,,ლომკაში‘‘ იყო, განიცდიდა ტკივილებს და სტრესს, რის გამოც ი-----–-- მეგობრულად ხათრი გაუწია, უთხრა, რომ რაღაცას ელოდებოდა, დილას მასთან ჩასულიყვნენ და უშველიდა. სახლში ი-----–ის ჰქონდა ზონრები, რაზეც აუხსნა, რომ გაჟღენთილი იყო სუბოტექსით და მოხარშვის შემდეგ გამოიწვევდა თრობას, მოუხსნიდა სტრესს. ზონრის ნაჭერი მოხარშეს, გახსნეს წყალში, ჩამოასხეს ინსულინის შპრიცებში და მოიხმარეს. ასევე, ი-----–-----------------–-----, თითოეულს, პაკეტებში ჩალაგებული 20-20 ცალი ასეთი ზონრის ნაჭერი აჩუქა მეგობრულად. სახლიდან გამოვიდნენ სამივე ერთად, ი-----–იც მათთან ერთად მოდიოდა თბილისში. საჭესთან თვითონ დაჯდა, გვერდით მიუჯდა ნ-----–-----–-------, ხოლო ი-----–ი უკანა სავარძელზე დაჯდა. ი-----–-------ს იასამნისფერი პარკი გადააწოდა, ე.წ. ,,ბარდაჩოკში‘‘ შესანახად, რა იყო იმ პარკში, არ იცოდა. ავტომანქანის მაღაზიასთან პარკირებისას წარუდგნენ პოლიციელები და სამივეს ჩაუტარეს ჩხრეკა. ჩხრეკის დროს მისი ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს ირ---–--------- მიერ ნაჩუქარი ზონრები.
ნ-----–-----–-------მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა,რომ შემთხვევის წინა დღეს მან და ლ---- კ---–---–---–მა შეათანხმეს ი-----–--------სთან, რომ დილას ჩავიდოდნენ მასთან, ქ.რუსთავში, და ერთად მოიხმარდნენ ნარკოტიკულ საშუალებას. ლ---------–----–--ლთან ერთად, გაემგზავრა მისივე ,,მიცუბიშის‘‘ მარკის ავტომანქანით. ი-----–ისთან მივიდნენ დაახლოებით 11 საათისთვის. მარტო იყო და დაახვედრა თეთრი ფერის ზონრები, რაც, როგორც აუხსნა, სუბოტექსით, ბუპრენორფინით იყო გაჟღენთილი. ზონრები მოხარშეს, წყალში გამოავლეს და მოიხმარეს. ამასთან, 20-20 ცალი, ასეთივე პატარებად დაჭრილი ზონარი ი-----–-- აჩუქა მას და ლ---------–----–--ლს. დაახლოებით საათი-საათნახევრის შემდეგ წამოვიდნენ. ი-----–--------ც გამოჰყვათ, ვინაიდან საქმეზე მოდიოდა თბილისში, დინამოსთან. მანქანის საჭესთან ლ----ი დაჯდა, გვერდით თვითონ მიუჯდა, ხოლო ი-----–ი უკანა სავარძელზე მოთავსდა. ი-----–-- უკნიდან იასამნისფერი პარკი გადმოაწოდა სიტყვებით: ,,ბარდაჩოკში‘‘ შეაგდეო, და მანაც შეინახა. გზად, წვენის და სიგარეტის შესაძენად, მაღაზიაში აპირებდნენ გადასვლას. კლ----–---–------–--------- ქუჩაზე გავიდნენ, გაიარეს დაახლოებით კილომეტრი და, პირველივე გაჩერებასთან მდებარე მაღაზიასთან როგორც კი გააჩერეს, ათიოდე წამში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, წარუდგინეს მოწმობები, უთხრეს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების შენახვასთან დაკავშირებით და უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა. გაჩხრიკეს სამივე. მისგან ამოიღეს ი-----–ის ნაჩუქარი სუბოტექსი.
მოწმის სახით დაკითხული, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლების - გ---------------–---–----–--–---–--–--------------------------–-–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს, შ------------------ მიმდებარედ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ლ---------–----–--ლს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ქურთუკის შიდა ჯიბიდან ამოუღეს პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული 20 ცალი თეთრი ფერის თასმით, რაც დალუქეს ადგილზე. ლ---------–----–--ლმა მშვიდ და წყნარ ვითარებაში მოაწერა საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელი. პარალელურად მიმდინარეობდა ნ-----–-----–-------სა და ირ---–--------- პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მათაც იგივენაირი თასმები ამოუღეს.
2017 წლის 16 ოქტომბრის ლ---------–----–--ლის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ლ---------–----–--ლის ქურთუკის შიდა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული, 20 ცალი თეთრი ფერის ნაჭერი, რაც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
მოწმეებმა - რ-------------------–---–--------------–------–---–------------------------–-- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში განმარტეს, რომ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გავიდნენ ქ.რუსთავში. შ------------------ მიმდებარედ, თბილისისკენ მომავალ გზაზე დაინახეს ,,მიცუბიშის‘‘ მარკის ის ავტომანქანა, რომელზეც ინფორმაცია ჰქონდათ, სადაც ისხდნენ ი-----–--------, ლ---------–----–--ლი და ნ-----–-----–-------. სანამ წრიულ გზაზე მობრუნდნენ, აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანა და გადმოდიოდნენ მანქანიდან, რა დროსაც წარუდგნენ მათ. ნ-----–-----–-------ს გააცნეს ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილება, რაზეც მან ხელი არ მოაწერა. ჩხრეკისას ნ-----–-----–-------ს ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის შესაკრავიანი პაკეტი, მასში მოთავსებული 20 ცალი მოთეთრო ფერის, დაახლოებით ნახევარი სმ-ის სიგრძეზე დაჭრილი ზონრის ნაჭრები, რასაც მტვერივით ფხვნილი გასდიოდა, რაც ადგილზე დალუქეს. ნ-----–---- წ-----ეს ხელი არ მოუწერია არც ჩხრეკის ოქმზე და არც დაკავების ოქმზე. პარალელურად ჩხრეკდნენ ი-----–--------სა და ლ---------–----–--ლსაც, რომელთა ჩხრეკისას, ასევე, ამოიღეს ანალოგიური ფორმით შენახული ნარკოტიკული საშუალება.
2017 წლის 16 ოქტომბრის ნ-----–-----–-------ს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ნ-----–-----–-------ს ტანთმოსილი შავი ფერის ქურთუკის შიდა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა პატარა ზომის ზიპშესაკრავიანი პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული 20 ცალი თეთრი ფერის ნაჭრით.
ქიმიური ექსპერტიზის 2017 წლის 17 ოქტომბრის N---------------- დასკვნით დადგენილია, რომ ლ---------–----–--ლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, თეთრი ფერის თასმის 20 ცალი ნაჭრის გამოწვილვის შედეგად მიღებული, მოთეთრო ფერის ნივთიერება, წონით 0,9889 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს‘‘, 0,0164 გრამის ოდენობით; ნ-----–-----–-------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული, თეთრი ფერის თასმის 20 ცალი ნაჭრის გამოწვილვის შედეგად მიღებული, მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით 0,6571 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს‘‘, 0,0109 გრამის ოდენობით.
აღნიშნული დასკვნის შინაარსი და სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ----- წ---–-----მა და ა-–---------- დ--------ემ.
ზემოთ მითითებული ნარკოტიკული საშუალებები, რაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებებს წარმოადგენს, დაცვის მხარის მიერ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უდავოდ იქნა მიჩნეული და მათი გამოკვლევა-დათვალიერება სასამართლოში არ მომხდარა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა და შენახვა:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მსჯავრდებულმა ი-----–--------მ თავი არ ცნო დამნაშავედ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში, ამასთან, აღიარა მის მიერ პირადად და საცხოვრებელ ბინაში შენახული ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტი და განმარტა, რომ დაურეკეს მეგობრებმა - ლ---------–----–--ლმა და ნ-----–-----–-------მ და უთხრეს, რომ ე.წ. ,,ლომკაში‘‘ იყვნენ, რის გამოც გადაწყვიტეს ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის‘‘ ერთად ყიდვა ინტერნეტის საშუალებით. ლ---------–----–--ლი და ნ-----–-----–------- ჩავიდნენ მასთან ქ.რუსთავში, შესაბამის ინტერნეტსაიტზე შეუკვეთეს ნარკოტიკი, თვითონ თავის წილში გადაიხდა 300 ლარი, ხოლო ლ---------–----–--ლმა და ნ-----–-----–-------მ ცალ-ცალკე თავისი. საკუთარ შენაძენზე შეტყობინება მიუვიდა მობილურ ტელეფონზე, მიიღო სურათებიც, თუ სად იდო ნარკოტიკული საშუალება, მივიდნენ და ყველამ თავისი წილი აიღო. მისი წილი იდო შავ ცელოფანში, დანარჩენი წითელში, ერთ პარკში იყო ყველა, მაგრამ ცალ-ცალკე. ავიდნენ მისსავე სახლში და მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება. ნ-----–-----–-------სა და ლ---------–----–--ლს, რომლებიც თბილისში მიდიოდნენ, სთხოვა ქ.რუსთავში, შარტავას ქუჩაზე, დაეტოვებინათ ის, რადგან ნათესავთან - გ------- პ----ესთან რჩებოდა. ნარკოტიკის ნაწილი თან წაიღო პირადი მოხმარებისთვის.გზაში, ავტომანაქაში, წინ მსხდომი ლ----ისთვის და ნ-----–----ისთვის შესანახად ნარკოტიკი არ გადაუწოდებია. ლ---------–----–--ლის ავტომანქანაში აღმოჩენილი ნარკოტიკი მისი რომ ყოფილიყო, ქურთუკში შეინახავდა. შარტავას ქუჩაზე მანქანის გაჩერებისას, როგორც კი გადმოსვლა დააპირა, პოლიციის თანამშრომელი სწვდა ხელში, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს თანნაქონი ნარკოტიკული საშუალება. ამის შემდეგ წაიყვანეს მისსავე სახლში, სადაც, ასევე, ჩაატარეს ჩხრეკა და, მისივე მითითებით, ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება.
ნ-----–-----–-------სა და ლ---------–----–--ლის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით ირკვევა, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს, დილას, შეთანხმებისამებრ, გაემგზავრნენ მეგობარ ი-----–--------სთან ქ.რუსთავში, რადგან წინა დღეს შეპირებული იყო ნარკოტიკულ საშუალებას. ი-----–ი მარტო დახვდათ სახლში და დაახვედრა თეთრი ფერის ზონრები, რომლებზეც აუხსნა მათ, რომ სუბოტექსით, ბუპრენორფინით იყო გაჟღენთილი. აღნიშნული ზონრები მოხარშეს და მოიხმარეს. წამოსვლისას ი-----–--, ასევე, აჩუქა მათ 20-20 ცალი, პატარად დაჭრილი თასმები. ვინაიდან თვითონაც თბილისში მოდიოდა საქმეზე, გამოჰყვა მათ. საჭესთან დაჯდა ლ---------–----–--ლი, გვერდით დაჯდა ნ-----–-----–-------, ხოლო უკანა სავარძელზე მოთავსდა ი-----–--------. ამ უკანასკნელმა ნ-----–-----–-------ს უკნიდან იასამნისფერი პარკი გადააწოდა სიტყვებით: ,,ბარდაჩოკში‘‘ შეაგდეო, და მანაც შეინახა. გზად, წვენის და სიგარეტის შესაძენად, მაღაზიაში აპირებდნენ გადასვლას. როგორც კი გააჩერეს მაღაზიასთან, მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, წარუდგნენ, უთხრეს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების შენახვასთან დაკავშირებით და უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა. გაჩხრიკეს სამივე, რა დროსაც ნ-----–-----–-------ს ამოუღეს ი-----–ის ნაჩუქარი სუბოტექსი, ასევე, ლ---------–----–--ლს ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს ი-----–ის ნაჩუქარი ზონრები. ასევე, გაჩხრიკეს ლ---------–----–--ლის ავტომანქანა, რა დროსაც ამოიღეს ირ---–--------- მიერ მიწოდებული, ნ-----–-----–-------ს მიერ შენახული იასამნისფერი პარკი. ავტომანქანის ჩხრეკას ყველანი ესწრებოდნენ. გახსნისას ნახეს, რომ პარკში ეწყო ისეთივე პატარა ზონრები, როგორიც მათ ი-----–-- აჩუქა, ასევე, იყო ერთი უფრო გრძელი ზონარიც.
მოწმის სახით დაკითხული, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტმენტის გამომძიებლების - არ---–---–--–-–---–------------------–---------------------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს ქ.რუსთავში, შ------------------ მიმდებარედ ჩატარებული, ირ---–--------- პირადი ჩხრეკისას ამოიღეს საფულის პატარა ჯიბეში აღმოჩენილი, ფხვნილით დამუშავებული, 4 ცალი თასმის გადანაჭერი და თეთრი ფხვნილისებრი ნივთიერება, ასევე, შარვლიდან ამოიღეს 4 ცალი თასმის გადანაჭერი. პარალელურად, პოლიციის სხვა თანამშრომლები ატარებდნენ დანარჩენების პირად ჩხრეკას, რა დროსაც მათგანაც ამოღებულ იქნა გადაჭრილი თასმები. შემდგომ უკვე წავიდნენ ქ----------–-----–----–---–---------–-, პირველ სართულზე მდებარე ირ---–--------- სახლში, რა დროსაც, ირ---–--------- თანდასწრებით, საწოლის ლეიბსა და მატრასს შორის აღმოჩენილ იქნა პოლიეთილენის პაკეტი, მასში მოთავსებული 16 ცალი თასმის გადანაჭერით, რაც ამოიღეს. ი-----–--------მ, პრეტენზიის გარეშე, მშვიდ, წყნარ ვითარებაში მოაწერა ოქმებს ხელი.
2017 წლის 16 ოქტომბრის ირ---–--------- პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ირ---–--------- შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა საფულე და მასში არსებული პატარა ჯიბიდან ამოღებულ იქნა 2 ცალი ქაღალდის წონაკი. კერძოდ: 1) ერთი ცალი თეთრი ფერის ქაღალდის წონაკი, მოწითალო ფერის წარწერებით, რომელშიც გადახვეულია 4 ცალი მოთეთრო ფერის ზონრის (თასმის) გადანაჭერი; 2) თეთრი ფერის ქაღალდის წონაკი, წითელი ფერის წარწერებით, რომელშიც გადახვეულია მოთეთრო ფერის ფხვნილისებრი მასა. ირ---–--------- შარვლის პატარა ჯიბიდან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის ქაღალდი, წითელი ფერის წარწერებით, რომელშიც მოთავსებულია 4 ცალი მოთეთრო ფერის ზონრის (თასმის) გადანაჭერი.
2017 წლის 16 ოქტომბრის ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ.რუ-----–-----–----–---–-------------------–-, მისაღებ-საძინებელ ოთახში განთავსებულ ლოგინზე, ლეიბსა და მატრასს შორის ნანახი და ამოღებული იქნა პოლიეთილენის ზიპშესაკრავიანი პაკეტი, მასში მოთავსებული მოთეთრო ფერის 16 ცალი ზონრის (თასმის) გადანაჭერით.
სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებში გამომძიებლებმა - გ------- ქ------–---–მა, შ--–-- წ--–------მ და გ------- ქ---–-–---–მა დაადასტურეს 2017 წლის 16 ოქტომბერს, ქ.რუსთავში, შ----------------თან, ლ---------–----–--ლის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის ჩატარების ფაქტი, რის შედეგადაც, მანქანის ტორპედოს მარცხენა მხრიდან, ე.წ. ,,ბარდაჩოკიდან‘‘, ამოღებულ იქნა 14 ცალ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, ერთი ცალი თეთრი მთლიანი და ასეთივე ფერის თასმის ნაჭრები, რაც დალუქეს ადგილზე, რასაც ესწრებოდა სამივე ბრალდებული, რომელთაც პრეტენზია არ გამოუთქვამთ.
2017 წლის 16 ოქტომბრის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ლ---------–----–--ლის კუთვნილი ,,მიცუბიშის‘‘ მარკის, სა----------- სალონში, მარცხენა მხარეს, ე.წ. ტორპედოს ქვემოთ არსებული სათავსოდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ყრია 14 ცალი პოლიეთილენის პაკეტი, ამ პაკეტებში ყრია თეთრი ფერის ნაჭრები. პაკეტების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა ორ ცალში 4-4 ცალი თეთრი ფერის ნაჭერი, ერთში აღმოჩნდა ერთი ცალი გრძელი თეთრი ფერის ნაჭერი, ხოლო 11-ში აღმოჩნდა, თითოეულში, 20 ცალი ნაჭერი.
ლ---------–----–--ლისა და ნ-----–-----–-------ს პირადი ჩხრეკის ოქმების თანახმად, ლ---------–----–--ლისა და ნ-----–-----–-------ს პირადი ჩხრეკისას, მათი ქურთუკის ჯიბეებიდან, ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული, 20-20 ცალი თეთრი ფერის ნაჭერი.
ქიმიური ექსპერტიზის 2017 წლის 17 ოქტომბრის N---------------- დასკვნით დადგენილია, რომ: ლ---------–----–--ლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, თეთრი ფერის თასმის 20 ცალი ნაჭრის გამოწვილვის შედეგად მიღებული, მოთეთრო ფერის ნივთიერება, წონით 0,9889 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს‘‘, 0,0164 გრამის ოდენობით; ლ---------–----–--ლის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული, იასამნისფერი პოლიმერული მასალის პაკეტში მოთავსებული, თეთრი ფერის თასმის ნაჭრების და თეთრი ფერის მთლიანი თასმის გამოწვილვის შედეგად მიღებული, მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, საერთო წონით 10,49 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს‘‘, 0,1748 გრამის ოდენობით;
ირ---–--------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული, თეთრი ფერის, ცალ მხარეს ნაწერებიან ქაღალდში მოთავსებული, მოთეთრო ფერის ფხვნილი, წონით 0,0988 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს‘‘, 0,0016 გრამის ოდენობით; თეთრი ფერის, ცალ მხარეს ნაწერებიან ქაღალდში მოთავსებული, თეთრი ფერის თასმის 4 ცალი ნაჭრის გამოწვილვის შედეგად მიღებული, მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით 0,1176 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს‘‘, 0,0019 გრამის ოდენობით; თეთრი ფერის, ცალ მხარეს ნაწერებიან ქაღალდში მოთავსებული, თეთრი ფერის თასმის 4 ცალი გამოწვილვის შედეგად მიღებული, მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით 0,2447 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს‘‘, 0,0040 გრამის ოდენობით; ირ---–--------- ბინის ჩხრეკისას ამოღებული, თეთრი ფერის თასმის 16 ცალი ნაჭრის გამოწვილვის შედეგად მიღებული, მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით 0,5927 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს‘‘, 0,0098 გრამის ოდენობით;
ნ-----–-----–-------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული, თეთრი ფერის თასმის 20 ცალი ნაჭრის გამოწვილვის შედეგად მიღებული, მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით 0,6571 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს‘‘, 0,0109 გრამის ოდენობით.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ------–---–--------------–------------------------ რომლებმაც განმარტეს, რომ, გამომძიებელ გ------- ქ---–-–---–ის დადგენილების საფუძველზე, 2017 წლის 17 ოქტომბერს ჩაატარეს ქიმიური ექსპერტიზა. გამოსაკვლევად წარდგენილი იყო ქაღალდის ექვსი ცალი დალუქული პაკეტი, მათში მოთავსებული თასმის ნაჭრებით. კვლევისას ნაჭრები აიწონა, მთლიანად მოხდა გამოწვილვა, რაც გულისხმობს გარკვეული მეთოდიკით ამოშრობას და დადგინდა, რომ ეს თეთრი ფერის ნივთიერება შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს‘‘.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ირ---–--------- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი,ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016)
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდა სახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, ირ---–--------- მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, “საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
მოცემულ შემთხვევაში ი-----–--------ს ბრალი ედება, რომ ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა. აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობა გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით. მოცემული მუხლის შინაარსის გასარკვევად აუცილებელია განმარტება იმისა, თუ რა არის საბრძოლო მასალა, ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,მ“ პუნქტის თანახმად, საბრძოლო მასალა არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიცირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.
დანაშაულის ცნება მოცემულია სსკ-ის მე-7 მუხლში, რომლის მიხედვითაც დანაშაული არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება. ამდენად, ყველა დანაშაულის შემადგენლობაში, იგულისხმება კონკრეტული ქმედება, ვინაიდან დანაშაული არის სწორედ ქმედება და არა წარმოდგენები, შეხედულებები, მისწრაფებები და ა.შ. მოცემული დანაშაულის გულისხმობს კონკრეტულ ქმედებას და მის გარეშე ის დანაშაულის შემადგენლობას ვერ შექმნის.
პალატა აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი საშიშროება, დანაშაულის საგანია საბრძოლო მასალა, რომელიც დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის. აღნიშნული მუხლის ობიექტური მხარე გამოიხატება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვაში, მართლსაწინააღმდეგო შეძენა ხორციელდება მოქმედებით, ხოლო შენახვა როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედებით. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის მოთხოვნათა დარღვევით მის მოპოვებას, რაც გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ, მის ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში, ნაპოვნის დაუფლებაში და ა.შ. მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება მოხდეს მაგალითად საცხოვრებელ ბინაში ან და სხვა ადგილას.
საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება (შეძენის ან შენახვის) ჩადენისთანავე და მძიმე შედეგის დადგომა არაა საჭირო. მოცემულ შემთხვევაში დანაშაული განზრახია, პირს შეგნებული აქვს რომ უკანონოდ შეიძინა, შეინახა საბრძოლო მასალა, მოტივს და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებსაც გააჩნიათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება, ასეთი ნებართვა ი-----–--------ს არ გააჩნდა, შესაბამისად, მან საბრძოლო მასალა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა.
პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა ი-----–--------მ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამასთან მსჯავრდებულ ირ---–--------- მიმართ არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება. ამავდროულად, პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ მსჯავრდებულ ირ---–--------- მხილების კუთხით სასამართლოში წარდგენილი იქნა მოწმეები, რომელთა ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ბინის ჩხრეკის ოქმი შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით რომლითაც დასტურდება, რომ ქ.----------–-----–----–---–---------–- მდებარე, N-------- ჩრეკისას, სააბაზანო-საპირფარეშო ოთახში, კედელზე, უნიტაზის ზევით განთავსებული თაროდან, ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პაკეტი, მასში მოთავსებული 7 ცალი ვაზნით. ამოღებული ვაზნები მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა ერთ ფუთად, აღნიშნული ოქმის სისწორე დადასტურებული იქნა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე (გამომძიებლები) ჩვენებებით; ხოლო ბალისტიკური ექსპერტიზის 2017 წლის 17 ოქტომბრის N------ დასკვნის თანახმად, შვიდი ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული,7,62მმ კალიბრის, განკუთვნილი ნაგანის სისტემის რევოლვერებისთვის. ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად (დასკვნის სისწორე დადასტურებული იქნა სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტ გ---------------ის მიერ); ამასთან მსჯავრდებულმა ი-----–--------მ თავი დამნაშავედ ცნო საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვაში და განმარტა, რომ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ვაზნები ეკუთვნის მას, აღნიშნული იპოვა იმ ნაქირავებ ბინაში, საიდანაც ამოიღეს.
პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ირ---–--------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (სისხლის სამართლის კოდექსის 2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქციით);
რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მე-5 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, პალატა მიუთითებს რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ ი-----–--------მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება;
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის (საზოგადოების) ზნეობრივი, ფიზიკური ჯანმრთელობა, ასევე ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დაცვას. ობიექტურ მხრივ განსახილველ დანაშაულთა უმრავლესობა აქტიურობითაა ჩადენილი. ასევე შეიძლება ჩადენილი იქნას როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ობიექტურ მხრივ ამ დანაშაულთა უმრავლესობა ფორმალური შემადგენლობისაა. ე.ი. დამთავრებულია ქმედების ჩადენისთანავე, სუბიექტურ მხრივ ნარკოტიკულ დანაშაულთა უმრავლესობა განზრახია.
ნარკოტიკული საშუალების ცნებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში. საქართველოს კანონში ,,ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ ჩამოთვლილია საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სია, სადაც მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’. ამასთან ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით ისე საზღაურის გარეშე.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,წ‘‘ პუნქტის თანახმად, გასაღება ნიშნავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემას ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა.
ამავე კანონის თანახმად, ბრუნვისთვის შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებას წარმოადგენს ბუპრენორფინი (BUPRENORPHINE), რომელიც დიდ ოდენობად ითვლება 0,012 გრამიდან 0,12 გრამამდე. რამდენადაც გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, ი-----–--------მ 2017 წლის 16 ოქტომბერს ქ.----------–-----–----–---–---------–- მდებარე, თავის საცხოვრებელ სახლში, ნ-----–-----–-------ზე უკანონოდ გაასაღა 0,0109 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის‘‘ შემცველი თასმები, ხოლო ლ---------–----–--ლზე უკანონოდ გაასაღა, დიდი ოდენობით, 0,0164 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის‘‘ შემცველი თასმები.
რაც შეეხება კონკრეტულ ქმედებას ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, აღნიშნული უნდა გაირკვეს ინდივიდუალურად საქმის მასალებზე დაყრდნობით სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით:
მსჯავრდებულმა ი-----–--------მ დაკითხვისას უარყო 2017 წლის 16 ოქტომბერს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ნარკოტიკული საშუალებების ლ---------–----–--ლსა და ნ-----–-----–-------ზე გასაღება და განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალებები თითოეული მათგანის მიერ პერსონალურად იქნა შეძენილი.
ნ-----–-----–-------მ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ბავშვობიდან იცნობს ი-----–--------ს და მეგობრობს მასთან. 2017 წლის 16 ოქტომბერს მასთან გაემგზავრა, ლ---------–----–--ლთან ერთად, ნარკოტიკული საშუალებების გამო, რადგან წინა დღეს ლ---------–----–--ლსა და ი-----–--------ს შორის სატელეფონო საუბრით გარკვეული იყო, რომ ერთად უნდა მოეხმარათ ნარკოტიკული საშუალება. ი-----–-- დაახვედრა თეთრი ფერის თასმები და უთხრა, რომ სუბოტექსით იყო გაჟღენთილი, რაც მოხარშეს და მოიხმარეს, რის შემდეგაც სახლიდან გამოსვლამდე ი-----–-- ორივეს - მას და ლ----ს აჩუქა ოც-ოცი ცალი ანალოგიური თასმა, რაც შეინახეს და შემდგომში პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს მათი პირადი ჩხრეკისას.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს ლ---------–----–--ლმაც, რომელმაც განმარტა, რომ ბავშვობიდან იცნობს ი-----–--------ს, ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მასთან. არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, იყო ცუდად, განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს, დაკავების წინა დღეს ი-----–-- უთხრა, რომ იმ დღეს არ ჰქონდა, მაგრამ მეორე დღეს რაღაცას ელოდებოდა, ჩასულიყვნენ მასთან და უშველიდა. ი-----–--------სთან გაემგზავრა, ნ-----–-----–-------სთან ერთად, გზად კიდევ ელაპარაკა მას, რა დროსაც შეიტყო, რომ ჰქონდა სუბოტექსი. მართლაც, ი-----–-- მათ სახლში დაახვედრა თეთრი ფერის ნაჭრის ზონრები, რომლის წარმოშობაც არც ლ---------–----–--ლმა იცოდა და არც ნ-----–-----–-------მ, თუმცა ი-----–-- აუხსნა მათ, რომ იყო სუბოტექსი, მოხარშვის შედეგად გამოიწვევდა ნარკოტიკულ თრობას, მოუხნიდათ ტკივილს და სტრესს. ეს ნარკოტიკი მოამზადეს და მოიხმარეს იქვე. წამოსვლისას ი-----–-- კიდევ აჩუქა, მეგობრობის ნიშნად, მას და ნ-----–----ს ასეთივე თეთრი ფერის თასმები, პაკეტებით, ოც-ოცი ცალი თითოეულს, ისე, რომ არანაირ თანხაზე და საფასურზე ლაპარაკი არ ყოფილა.
მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ირ---–--------- მიერ ჩადენილი ქმედების ფაქტი, რომ მან ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება განახორციელა; აღნიშნული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და ნათელია, ნარკოტიკზე დამოკიდებული ორი მეგობარი როგორ უკავშირდება, ასევე, ნარკოტიკზე დამოკიდებულ მეგობარს, რომელსაც ესმის რა მათი ფიზიკური მდგომარეობა, მეგობრულად ჰპირდება მათ დახმარებას და მეორე დღეს ,,ეხმარება‘‘ კიდეც. ნ-----–-----–-------სა და ლ---------–----–--ლის ჩვენებების საწინააღმდეგოდ, მსჯავრდებულმა ი-----–--------მ მეგობრების ნ-----–-----–-------სა და ლ---------–----–--ლის მასთან რუსთავში ვიზიტი ახსნა იმ გარემოებით, რომ ინტერნეტის საშუალებით, ერთად უნდა გამოეწერათ ნარკოტიკული საშუალება და ასეც მოიქცნენ. ირ---–--------- ვერსიით, მათ სათითაოდ, ყველამ საკუთარი თანხით, შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, პირადად მან თავის წილში გადაიხადა 300 ლარი, შემდეგ ავიდნენ მასთან სახლში და თითოეულმა მიიღო მათ მიერ ცალ-ცალკე შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ნაწილი. აღნიშნული არგუმენტი პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან აღნიშნული ჩვენებით ი-----–-------- შეეცადა დამაჯერებლად წარმოეჩინა ის ფაქტი, რომ თითქოს ნ-----–-----–-------სა და ლ---------–----–--ლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ერთგვაროვნება გამოწვეულია მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების ერთად ყიდვის ფაქტით. მსჯავრდებულის ჩვენება ნარკოტიკული საშუალების ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად შეძენის თაობაზე საფუძველს მოკლებულია.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ თუკი ლ---------–----–--ლსა და ნ-----–-----–-------ს ჰქონდათ თანხა ნარკოტიკის შესაძენად, გაუგებარია, რატომ ჩავიდოდნენ რუსთავში, მით უფრო, ინტერნეტის საშუალებით, მის შესაძენად, და რატომ არ აიღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, თბილისში, სადაც ცხოვრობდნენ, რაც მათ მდგომარეობაში მყოფთათვის ბევრად ხელსაყრელი იქნებოდა. ამასთან ირ---–--------- მიერ ვერ იქნა დასახელებული მიზეზი, თუ რა ინტერესი უნდა ჰქონოდათ ნ-----–-----–-------სა და ლ---------–----–--ლს, რომლებსაც მასთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ და რასაც არც თავად უარყოფს, მისთვის დაებრალებინათ მათზე ნარკოტიკული საშუალებების გასაღება, როდესაც აღნიშნული გარემოება (ნარკოტიკული საშუალება ირ---–---------გან შეიძინეს თუ სხვა პირისგან) მათ მიმართ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციაზე გავლენას არ ახდენს.
შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ ი-----–--------მ მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, მათი მდგომარეობის, თუ კიდევ სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ნარკოტიკული საშუალება გადასცა ლ---------–----–--ლსა და ნ-----–-----–-------ს. რაც შეეხება იმ გარემოებას, თუ რის სანაცვლოდ მოხდა ნარკოტიკული საშუალების გადაცემა, ამას კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ლ---------–----–--ლის და ნ-----–-----–-------ს პირადი ჩხრეკის ოქმები სრულ თანხვედრაშია მათ მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებთან. თითოეული მათგანის ჩხრეკისას ამოიღეს 20-20 ცალი თეთრი ფერის თასმის გადანაჭერი, რაზეც მიუთითეს კიდეც მათ თავიანთ ჩვენებებში და რაც, ასევე, დადასტურებულია პოლიციის თანამშრომლების სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით, რომლებიც მონაწილეობდნენ ლ---------–----–--ლისა და ნ-----–-----–-------ს მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში. აღნიშნულ მტკიცებულებებს მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან, ისევე, როგორც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმადაც, ყველა საგამოძიებო მოქმედების დროს ამოღებული თასმები ერთი და იგივე სახეობის ნარკოტიკული საშუალების შემცველია.
დაცვის მხარე აპელირებს, რომ პალატის მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული ლ---------–----შვილის და ნ-----–-----–-------ს ჩვენებები, როგორც ირ---–--------- მამხილებელი მტკიცებულება, ვინაიდან თანაბრალეულის მიერ ბრალის აღიარება არ ამტკიცებს მეორე ბრალდებულის კავშირს დანაშაულთან. ამასთან უთითებს რომ ლ---------–----შვილი და ნ-----–-----–------- დაინტერესებული პირები იყვნენ და მათი მთავარი მიზანი იყო გაეფორმებინათ საპროცესო შეთანხმება რასაც მიაღწიეს კიდეც სწორედ იმის ხარჯზე, რომ ი-----–--------ს დაბრალებოდა ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ფაქტი.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ ი-----–--------ს მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან ერთად, ჰქონდა სრული შესაძლებლობა ნ-----–-----–-------სა და ლ---------–----–--ლის მოწმის სახით დაკითხვისას დაესვა მათთვის შეკითხვები და დაპირისპირებოდა მათ, რაც გამოიყენა შეზღუდვის გარეშე, ყველა კონკრეტულ კითხვაზე პასუხს იღებდა ამ პირებისგან უშუალოდ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, დაცული იქნა მის მიმართ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. რაც შეეხება იმ პოზიციას, რომ ირ---–--------- მხილების შემთხვევაში, ნ-----–-----–-------სა და ლ---------–----შვილს გაუფორმდებოდათ საპროცესო შეთანხმება, პალატა აღნიშნავს, რომ ეს არგუმენტაციაც საფუძველს მოკლებულია მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადება გაცილებით ადრეულ სტადიაზეც იყო შესაძლებელი და არა მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულების შემდეგ, მით უფრო, როდესაც ნ-----–-----–-------სა და ლ---------–----–--ლს იგივე პოზიცია ეკავათ გამოძიების ეტაპზე და ანალოგიურ ინფორმაციას იძლეოდნენ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასთან მიმართებაში.
ამავე დროს პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას, რომ ირ---–--------- მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ლ---------–----–--ლზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა მოიცავს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილს (ნ-----–-----–-------ზე ნარკოტიკული საშუალების გასაღების ეპიზოდი) და მუხლის მითითებული ნაწილის დეფინიციიდან გამომდინარე, მასზე დამატებითი მითითება საჭირო არ არის აღნიშნული მსჯელობა დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რომ ი-----–--------მ 2017 წლის 16 ოქტომბერს ქ.რუსთავში, კ-–----–---–---------------------- თავის საცხოვრებელ ბინაში, 0,0164 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი უკანონოდ გაასაღა ლ---------–----–--ლზე. შესაბამისად მისი ქმედება სწორად იქნა დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით;
მტკიცებულებათა ერთობლიობით ასევე დადასტურებულია, რომ ი-----–--------მ, 2017 წლის 16 ოქტომბერს ქ.რუსთავში, კ-–----–---–-----------------------ში თავის საცხოვრებელ ბინაში, 0,0109 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი უკანონოდ გაასაღა ნ-----–-----–-------ზე, რაც წარმოადგენს ცალკე განზრახ დანაშაულს და არ მოიცავს მსჯავრდებულ ირ---–--------- მიერ ლ---------–----–--ლზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ეპიზოდს, აღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ ირ---–--------- ქმედება ნ-----–-----–-------ზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ეპიზოდში უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
პალატას მიაჩნია, რომ იმდენად რამდენადაც ი-----–--------მ ცალ ცალკე გადასცა ლ---------–----შვილს და ნ-----–-----–-------ს ნარკოტიკული საშუალებები, ამასთან მათი ქმედებებიც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვის ნაწილში ოდენობიდან დამომდინარე დაკვალიფიცირებულია სხვადასხვა პუნქტით, ირ---–--------- ქმედება მოიცავს ნარკოტიკული საშუალების ორ სხვადასხვა პირზე, სხვადასხვა ოდენობით გასხვისების ეპიზოდს, რისთვისაც მას სასჯელი უნდა დაენიშნოს ცალ ცალკე.
პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ („კარპენკო რუსეთის წინააღმდეგ“ Karpenko v. Russia, N 5605/04 ) დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა იმ ფაქტობრივი გარემოებებზე დაყრდნობით, მოცემულ საქმეში მომჩივანის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდება, დაფუძნებული იყო მხოლოდ მის სავარაუდო თანამზრახველებზე და მას არ ჰქონდა შესაძლებლობა ჯვარედინ დაკითხვებში მიეღო მონაწილეობა სასამართლოში. ამდენად, აპელანტის მითითება მოცემულ საქმეზე სხვა ბრალდებულების ჩვენებების გამოყენების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც მათი ჩვენებების გამოკვლევა მხარეთა შეჯიბრითობის პრინციპის სრული დაცვით მოხდა არ შეესაბამება ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების არსს.
პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული, კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის, რომ მსჯავრდებულმა ი-----–--------მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი და მე-5 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, პალატა მიუთითებს რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ირ---–--------- ქმედება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირებული იქნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის ეპიზოდი), ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია რომ უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რაც მითითებულია ირ---–--------- მიმართ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების იმ ნაწილში, რომლითაც მას ბრალად აქვს შერაცხული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,2194 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის‘‘ უკანონო შეძენა და შენახვა, რომლის ნაწილი - 0,1748 გრამი ,,ბუპრენორფინის‘‘ შემცველი თეთრი ფერის თასმის ნაჭრები და თეთრი ფერის მთლიანი თასმა ამოღებულ იქნა 2017 წლის 16 ოქტომბერს ლ---------–----–--ლის ავტომანქანის ჩხრეკისას.
პალატა გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულმა ი-----–--------მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ სხვადასხვა გზით. რაც შეეხება უკანონო შენახვას ეს არის განზრახ ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფლის მიჩენაში. ამასთან, დამამძიმებელ გარემოებადაა მიჩნეული იგივე ქმედება ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.
ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად.
ამავე კანონის დანართი N1 თანახმად, მე-2 სიაში ჩამოთვლილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია, სადაც მე-10 პუნქტად მითითებულია ბუპრენორფინი (BUPRENORPHINE), ხოლო უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის 29-ე პუნქტი განსაზღვრავს, რომ ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის‘‘ დიდ ოდენობად ითვლება ამ ნარკოტიკული ნივთიერების ნებისმიერი ოდენობა 0,012 გრამიდან 0,12 გრამამდე, რომლის ზევითაც არის განსაკუთრებით დიდი ოდენობა.
პალატა, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, იმსჯელებს და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ირ---–--------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე,პირველი ინსტანციის სასამართლომ ეჭქვეშ დააყენა ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ მიიჩნია რომ მართალია ნ-----–-----–-------სა და ლ---------–----–--ლის ჩვენებების საფუძველზე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ი-----–--------მ ნარკოტიკული საშუალება ნ-----–-----–-------ს გადააწოდა ე.წ. ,,ტორპედოს ქვემოთ არსებულ სათავსოში შესანახად, თუმცა იმ პირობებში როდესაც ირ---–--------- პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ იგი მის კუთვნილ ნარკოტიკულ საშუალებებს პირადად ინახავდა საფულესა და შარვლის ჯიბეში, მაშინ რამ განაპირობა ნარკოტიკული საშუალების ნ-----–-----–-------სათვის გადაწოდება, მაშინ როდესაც ი-----–--------ს ეცვა ქურთუკი და არც ნარკოტიკული საშუალება იყო დიდი მოცულობის, რაც დაფიქსირებულია და ნათლად ჩანს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაზე დართული ფოტოსურათებიდან, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ი-----–--------ს პირადად არ შეენახა.
პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება თითქოსდა რაღაც ეჭვი არსებობს ლ---------–----–--ლის ავტომანქანაში აღმოჩენილი 0,1748 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის’’ ირ---–---------ადმი კუთვნილებასთან დაკავშირებით. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს ჩატარებული ირ---–--------- პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ირ---–--------- შარვლის მარჯვენა უკანა ჯიბიდან ამოღებული იქნა 2 ცალი ქაღალდის წონაკი, კერძოდ: 1) ერთი ცალი თეთრი ფერის ქაღალდის წონაკი, მოწითალო ფერის წარწერით, რომელშიც გადახვეულია 4 ცალი თეთრი ფერის ზონრის (თასმის გადანაჭერი); 2) თეთრი ფერის ქაღალდის წონაკი, რომელშიც გადახვეულია მოთეთრო ფერის ფხვნილისებრი მასა. ირ---–--------- შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდი, რომელშიც მოთავსებულია 4 ცალი მოთეთრო ფერის ზონრის (თასმის გადანაჭერი). ამდენად მას შეეძლო პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები მათი მოცულობიდან გამომდინარე ასევე თავისუფლად შეენახა ერთად თუნდაც საფულეში ან ერთ ჯიბეში, თუმცა ხშირია შემთხვევები როდესაც ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ინახავენ სხვადსხვა ადგილას, პირადად, ავტომანქანაში, სახლში ან სხვა ადგილას. ამ მსჯელობას თუ გავყვებით მას ასევე შეეძლო მისგან პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები მათი მოცულობებიდან გამომდინარე შეენახა ერთად საფულეში ან ჯიბეში. ამასთან რაც შეეხება იმ საკითხს თუ რატომ ან რა დანიშნულებით გადააწოდა ი-----–--------მ მეგობარს ნარკოტიკული საშუალება შესანახად ე.წ. ,,ბარდაჩოკში‘‘, აღნიშნულს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა და არ არის უპირობო საფუძველი იმისა, რომ მას არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაული;
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ნ-----–-----–-------სა და ლ---------–----–--ლის ჩვენებით უტყუარად არის დადასტურებული რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს გაემგზავრნენ ი-----–--------სთან ქ.რუსთავში, რადგან წინა დღეს შეპირებული იყო ნარკოტიკულ საშუალებას. ი-----–-- დაახვედრა თეთრი ფერის ზონრები, რომლებზეც აუხსნა მათ, რომ სუბოტექსით, ბუპრენორფინით იყო გაჟღენთილი. ზონრები მოხარშეს და მოიხმარეს. წამოსვლისას ი-----–--, ასევე, აჩუქა მათ 20-20 ცალი, პატარად დაჭრილი თასმები. ვინაიდან თვითონაც თბილისში მოდიოდა საქმეზე, გამოჰყვა მათ. საჭესთან დაჯდა ლ---------–----–--ლი, გვერდით დაჯდა ნ-----–-----–-------, ხოლო უკანა სავარძელზე მოთავსდა ი-----–--------. ამ უკანასკნელმა ნ-----–-----–-------ს უკნიდან იასამნისფერი პარკი გადააწოდა სიტყვებით: ,,ბარდაჩოკში‘‘ შეაგდეო, და მანაც შეინახა. როგორც კი გააჩერეს ავტომანქანა მაღაზიასთან, მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, წარუდგნენ, უთხრეს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების შენახვასთან დაკავშირებით და უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა. გაჩხრიკეს სამივე, რა დროსაც ნ-----–-----–-------ს ამოუღეს ი-----–ის ნაჩუქარი სუბოტექსი, ასევე, ლ---------–----–--ლს ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს ი-----–ის ნაჩუქარი ზონრები. ასევე, გაჩხრიკეს ლ---------–----–--ლის ავტომანქანა, რა დროსაც ამოიღეს ირ---–--------- მიერ მიწოდებული, ნ-----–-----–-------ს მიერ შენახული იასამნისფერი პარკი. ავტომანქანის ჩხრეკას ყველანი ესწრებოდნენ. გახსნისას ნახეს, რომ პარკში ეწყო ისეთივე პატარა ზონრები, როგორიც მათ ი-----–-- აჩუქა, ასევე, იყო ერთი უფრო გრძელი ზონარიც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ფაქტი რომ ლ---------–----–--ლის ავტომანქანაში აღმოჩენილი 0,1748 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’ ეკუთვნის ი-----–--------ს, გარდა ნ-----–-----–-------სა და ლ---------–----–--ლის ჩვენებებისა ასევე დასტურდება ირ---–--------- პირადი ჩხრეკის ოქმით, ნ-----–-----–-------ს პირადი ჩხრეკის ოქმით, ლ---------–----–--ლის პირადი ჩხრეკის ოქმით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ირ---–--------- ბინის ჩხრეკის ოქმით და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, რადგანაც ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები მათი დაფასოების შენახვის ფორმით (ბუპრენორფინით გაჟღენთილი ზონრები) არის ერთნაირი, რაც უთითებს მათი წარმომავლობის ერთ წყაროზე, კერძოდ ი-----–--------ზე.
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა ლ---------–----–--ლის ავტომანქანაში აღმოჩენილი, 0,1748 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის‘‘ ირ---–---------ადმი კუთვნილებაში. ამდენად ცვლილება უნდა შევიდეს ბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2018 წლის 11 ივლისის განაჩენში და ირ---–--------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტზე;
პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის: სახეზეა ირ---–--------- მიერ საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის მე-5 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი-----–--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ი-----–--------ს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი ვიდრე კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმია;
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის /მსჯავრდებულის/ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშავის მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა.
სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან თერთმეტ წლამდე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 14 წლამდე ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. ამასთან, რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, პალატა განმარტავს, რომ ი-----–--------ს ბრალი წარედგინა 2017 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვისათვის, რომელიც სანქციის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხ წლამდე. 2018 წლის 6 ივნისის ცვლილებით კი, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, რისთვისაც სანქციის სახით განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა სამიდან ექვს წლამდე ვადით.
რამდენადაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს, ი-----–--------ს ამ კონკრეტული დანაშაულისთვის სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქციით).
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი ნარკოტიკული საშუალებები უნდა განადგურდეს, ვაზნები გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ხოლო ირ---–--------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ირ---–--------- ინტერესების დამცველი ადვოკატის დ------- მ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ ვ--------–--–------–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2018 წლის 11 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
4. ი-----–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა - 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ი-----–--------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
5. ი-----–--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 16 ოქტომბრიდან.
6. ირ---–--------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
7. ი-----–--------ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 20 (ოცი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
8. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები - ნარკოტიკული საშუალებები უნდა განადგურდეს, ვაზნები გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ხოლო ირ---–--------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
9. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მ. თეთრაული
მ. ისაევი