განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002461785
საქმე №1ბ/1373-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ლუ-----------–--ის
ადვოკატების - თე---------–---ის და მა----------ის
მსჯავრდებულ - ზა-------------–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზა-------------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების თე---------–---ისა და მა----------ის, ასევე ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლუ-----------–--ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზა-------------–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 04 მარტს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლევის, უმაღლესი განათლებით, განქორწინებულის, რეგისტრირებულის: მისამართის გარეშე, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–--------------------------–--–-------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით; 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ზა-------------–ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ზა-------------–ს ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებები (თ. გუ-–--–---–-ს და ც. ბე-----–---–-ს ეპიზოდებთან მიმართებით).
ზა-------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით; 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
-საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
-საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
-საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, ზა-------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზა-------------–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2. მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;
3. მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
4. მანვე, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
5. მანვე, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
6. მანვე, ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება, განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
ზა-------------–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის იანვრის თვის შუა რიცხვებში, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ბ-----------------------------------------------–--–-------–--------------–----------–-----------ში მყოფ ნი--------–--–---–ს, მის კუთვნილ ტელეფონის ნომერზე 5-----------, დაურეკა ყოფილმა მეუღლემ ზა-------------–მა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ნი--------–--–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 აპრილის განაჩენით ზა-------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111;1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2018 წლის მარტის თვის შუა რიცხვებში, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ბ-----------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევმა ზა-------------–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა მისი ყოფილი მეუღლის ნი--------–--–---–ის მიმართ, კერძოდ, ხელებისა და ფეხების გამოყენებით ცემა, ფეხი განზრახ მიარტყა მარჯვენა მუხლის არეში, სახეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რის შედეგადაც ნი--------–--–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
2018 წლის მარტის თვის შუა რიცხვებში, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ბ------------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ზა-------------–ი დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით ყოფილ მეუღლეს ნი--------–--–---–ს, რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2018 წლის მარტის თვის შუა რიცხვებში, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ბ---------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე თა---------–--–---–ის კუთვნილი ოპელის მარკის ავტომანქანაში ზა-------------–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თა---------–--–---–ს, რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2018 წლის მარტის თვის შუა რიცხვებში, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ბ-----------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე თა---------–--–---–ის კუთვნილ ოპელის მარკის ავტომანქანაში ზა-------------–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცი–------------–---–ს, რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 აპრილის განაჩენით ზა-------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111;1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2018 წლის 12 იანვარს, ქ. თბილისში, კ----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ზა-------------–ის პირადი ჩხრეკისას მას ტანთცმული შავი ფერის ტყავის ქურთუკის მარცხენა ჯიბეში აღმოაჩნდა მეტალის გასაშლელი დანა, ჯინსის შარვლის უკანა საქამრეში კი აღმოაჩნდა მეტალის გასაშლელი ხელკეტი, რომლებიც მიეკუთვნებიან ცივ იარაღთა კატეგორიას.
აღნიშნული ქმედებებისათვის ზა-------------–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ზა-------------–ი უნდა გამართლებულიყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში, რადგან განხორციელდა თუ არა 2018 წლის იანვრის თვეში მუქარა ზა-------------–ის მიერ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ნი--------–--–---–ის მიმართ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურებულა;
რაც შეეხება თა---------–--–---–ის და ცი–------------–---–ის მიმართ მუქარის განხორციელების ნაწილში ზა-------------–ის ბრალდებას, სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულების ჩვენებებით დადგინდა ზა-------------–ის მხრიდან ყოფილი მეუღლის ნი--------–--–---–ის და მისი მშობლების - თა---------–--–---–ისა და ცი–------------–---–ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზა-------------–ი მოქმედებდა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, რის გამოც თა---------–--–---–თან და ცი–------------–---–თან მიმართებით მუქარის ბრალდებები წარდგენილი იყო ზედმეტად.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ზა-------------–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მა----------ემ და თე---------–---მა და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლუ-----------–--ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებულ ზა-------------–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მა----------ემ და თე---------–---მა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ზა-------------–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა ბრალდების ყველა ეპიზოდში გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისა, შემდეგი საფუძვლებით: აპელანტებს მიაჩნიათ, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ზა-------------–ის მხრიდან 2018 წლის მარტის თვეში ნი--------–--–---–ის, თა---------–--–---–ისა და ცი–------------–---–ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი არ დასტურდება არც ერთი დაზარალებულის ჩვენებით, ისინი ურთიერთსაწინააღმდეგოა თუნდაც იმ ნაწილში, რომ ნი--------–--–---–ს მისი მშობლები არ უდასტურებენ ზა-------------–ის მხრიდან მათი ცემის, სიცოცხლის მოსპობის მუქარის და მანქანაში ჩხუბის ფაქტს. პირიქით, თა---------–--–---–მა აჩვენა, რომ ზა-------------–მა მანქანის გასაღები ვერ წაართვა და მათ შორის შელაპარაკება მოხდა მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ. ასევე წინააღმდეგობრივია ჩვენებები ნი--------–--–---–ის მშობლებთან მისვლის ნაწილშიც, როდესაც ნი--------–--–---–მა განმარტა, რომ ის მშობლებთან მივიდა ავტობუსით, ხოლო მშობლები განმარტავდნენ, რომ მათი შვილი იმყოფებოდა მსუბუქი ავტომანქანით. ასევე, არ არის გამოკვლეული, ნი--------–--–---–ი მშობლებთან მისვლამდე იმყოფებოდა მეგობართან, თუ მაღაზიაში, რა ვითარებაში ნახა მან მამამისი და ზა-------------–ი - მანქანაში მსხდომნი თუ გადმოსულები მანქანიდან. ამასთან, გამოძიების მიერ არ არის დაკითხული ნი--------–--–---–ის შვილი იმის თაობაზე, დაურეკა თუ არა მომხდარი ფაქტის შესახებ დედამისმა და იმყოფებოდა თუ არა შემთხვევის ადგილზე. აპელანტის აზრით, გამოძიების მიერ არ არის ჩატარებული მიკრონაწილაკების ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდებოდა, ნამდვილად იჯდა თუ არა ზა-------------–ი თა---------–--–---–ის მანქანაში, მით უფრო, რომ თავად ზა-------------–ი უარყოფდა თა---------–--–---–ის მანქანაში ჯდომის ფაქტს.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლუ-----------–--ემ ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ზა-------------–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის იანვრის თვის ეპიზოდი), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (თ. გუ-–--–---–-ს ეპიზოდთან მიმართებით) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ც. ბე-----–---–-ს ეპიზოდთან მიმართებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი და გონივრული სასჯელის განსაზღვრა ბრალდების ყველა ეპიზოდზე, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტის მითითებით, სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებულია იმ უტყუარ, ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ასაბუთებენ ზა-------------–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის იანვრის თვის ეპიზოდი), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (თ. გუ-–--–---–-ს ეპიზოდთან მიმართებით) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ც. ბე-----–---–-ს ეპიზოდთან მიმართებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ, დაზარალებულების: ნი--------–--–---–ის, თა---------–--–---–ის და ციცი--------–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით. დადგენილია, რომ ზა-------------–ი ღამის საათებში ესაუბრა ტელეფონზე ნი--------–--–---–ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შესახებაც იმავე მომენტში გაიგეს თა---------–--–---–მა და ცი–------------–---–მა, რომლებმაც სასამართლოს განუმარტეს, რომ ნი--------–--–---–ი იყო აღელვებული და შეშინებული. დადგენილი ფაქტია, რომ დაზარალებულმა უპასუხა ტელეფონის ზარს და ესაუბრა ზა-------------–ს. ასევე, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და ერთიანი განზრახვა დაადგინა სრულიად სხვადასხვა ეპიზოდებზე და ამორიცხა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებები თ. გუ-–--–---–-სა და ც. ბე-----–---–-ს ეპიზოდებთან მიმართებით. აპელანტის აზრით, დასახელებული მუხლი, რომელსაც არ გააჩნია მაკვალიფიცირებელი გარემოება - ორი ან მეტი პირის მიმართ, წარმოადგენს დამოუკიდებელ დანაშაულს თითოეულ დაზარალებულთან მიმართებაში და ამ ნაწილშიც განაჩენში უნდა აისახოს ზა-------------–ის დამნაშავედ ცნობა ბრალდების თითოეულ ეპიზოდთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეები დაეთანხმნენ თავიან სააპელაციო საჩივრებს და მათი დაკმაყოფილება მოითხოვეს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა საჩივარი წარადგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) და თ. გუ-–--–---–-სა და ც. ბე-----–---–-ს ეპიზოდებში 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ზა-------------–ის დამნაშავედ ცნობის კუთხით, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სახელმწიფო ბრალმდებელი თავისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ზა-------------–ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში აფუძნებს მხოლოდ დაზარალებულების - ნი--------–--–---–ის, თა---------–--–---–ისა და ცი–------------–---–ის ჩვენებებზე.
დაზარალებულ ნი--------–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ზა-------------–ი არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელთან ერთად ცხოვრობდა 12 წლის განმავლობაში. 2018 წლის იანვრის თვეში იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ზა-------------–მა დაურეკა ტელეფონის ნომერზე - 5----------- და უთხრა, რომ მოკლავდა, რადგან მის გამო ოთხი წელი მოუწია ციხეში ყოფნა. ზა-------------–ის მხრიდან მასზე განხორციელებული მუქარის გამო მუდმივად იყო შიშის ქვეშ და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა. მარტის თვეში, როდესაც მეგობრისგან მოდიოდა, გაჩერებასთან დაინახა, რომ ზა-------------–ი მამამისს, თა---------–--–---–ს ურტყამდა, ხოლო შემდეგ მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. პირველად მოქნეული ხელი მოხვდა თავის არეში და წაიქცა, ხოლო შემდეგ დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილებში, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და გაუხსნა დანა. მას შემდეგ, რაც ზა-------------–მა გაიგო, რომ მისი შვილი მოდიოდა, გაიქცა. ნი--------–--–---–ის განმარტებით, ზა-------------–ის მხრიდან მისი და მისი მშობლების მიმართ ხშირად ჰქონდა ადგილი მუქარას ტელეფონის საშუალებით, ასევე აკითხავდა სამსახურთან, სახლთან და ემუქრებოდა.
დაზარალებულ ცი–------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ზა-------------–ი არის მისი ყოფილი სიძე. 2018 წლის 16 მარტს, დაახლოებით 22:10 საათზე, როდესაც სამსახურიდან გამოვიდა, გაჩერებასთან ავტომანქანით დახვდა მეუღლე, თა---------–--–---–ი, სადაც მის გვერდით იჯდა ზა-------------–ი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე სთხოვდა ავტომანქანიდან გადასვლას, არ მიდიოდა, იგინებოდა და ცდილობდა ავტომანქანის გასაღების წართმევას. მანქანიდან გადასვლის შემდეგ ზა-------------–მა დაიწყო ჩხუბი, მუქარა და დაარტყა მის მეუღლეს, რა დროსაც შეეშინდა და დაიწყო კივილი. ჩხუბის დროს მივიდა მისი შვილიც, რომლის დანახვაზეც ზა-------------–მა დაანება მათ თავი, მივიდა ნი--------–--–---–თან, დაარტყა, ძირს დააგდო და გახსნა დანა. გაშველების დროს მის მეუღლეს ზა-------------–ის მოქნეულ დანაზე გაეჭრა თითი. ნი--------–--–---–მა დაურეკა შვილს, სახელად ბ-----, რომლის მოსვლამდეც ზა-------------–ი გაიქცა. მთელი ამ ინცინდენტის დროს მუქარა მიმართული იყო მისი შვილის მიმართ. ზა-------------–ი ხშირად რეკავდა მათი სახლის და მისი შვილის ტელეფონებზე და სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა, რის გამოც მუდმივად შიშის ქვეშ იყვნენ. 2018 წლის იანვარში ზა-------------–მა დაურეკა ნი--------–--–---–ს და დაემუქრა, რომ თუ არ შეურიგდებოდა, მოკლავდა. აღნიშნულის შესახებ შეიტყო მისი შვილისგან იმავე ღამეს, რადგან ნი--------–--–---–ი გახდა ცუდად.
დაზარალებულ თა---------–--–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის მარტის თვეში, დაახლოებით 22:10 საათზე ავტომანქანით ელოდებოდა მეუღლეს, ცი–------------–---–ს. ლოდინის დროს მას ავტომანქანაში ჩაუჯდა მისი ყოფილი სიძე, ზა-------------–ი. ამასობაში მისი მეუღლეც მივიდა და ჩაჯდა ავტომანქანაში. ზა-------------–ი ავტომანქანიდან არ ჩადიოდა, იგინებოდა, იმუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ცდილობდა გასაღების წართმევას. მოასწრო გასაღების აღება და ავტომანქანიდან გადასვლა, რა დროსაც ზა-------------–იც გადავიდა და დაუწყო ჯიკაობა. ჩხუბის დროს მივიდა მისი შვილი, ნი--------–--–---–ი, რომელსაც ზა-------------–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დანა მოუქნია, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ზა-------------–ის მიერ ნაცემი ნი--------–--–---–ი წაუყვანია სახლში. ზა-------------–ი ტელეფონის საშუალებით ემუქრებოდა მის შვილს, ასევე აკითხავდა სამსახურთან და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. აღნიშნულის შესახებ იცის შვილისგან, ნი--------–--–---–ისგან.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ჩვენებებიდან გამომდინარე 2018 წლის იანვრის თვეში ზა-------------–ის მიერ ნი--------–--–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს ადასტურებს მხოლოდ დაზარალებული ნი--------–--–---–ი. მისი მშობლები კი მიუთითებენ, რომ ამ ფაქტის შესახებ გაიგეს შვილისგან და ისინი მუქარის უშუალო შემსწრეები არ არიან. დაზარალებულ თა---------–--–---–ისა და ცი–------------–---–ის ჩვენებებიდან მხოლოდ იმის დადგენა შეიძლება, რომ ზა-------------–ი ხშირად რეკავდა ნი--------–--–---–ის ტელეფონზე და იმუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუმცა 2018 წლის იანვრის თვეში ნამდვილად ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი, დაზარალებულ ნი--------–--–---–ის ჩვენების გარდა, არ არის დადასტურებული სხვა რაიმე მტკიცებულებით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - “in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით აღიარებული ზემოაღნიშნული სტანდარტები განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზა-------------–ის მიერ ნ---- ნი--------–--–---–ისადმი 2018 წლის იანვრის თვეში მუქარის განხორციელების ფაქტი არ დასტურდება ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. შესაბამისად, პალატა დასაბუთებულად მიიჩნევს და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, რომლითაც ზა-------------–ი წარდგენილი ბრალდების ამ ეპიზოდში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.
სააპელაციო პალატას ასევე მართებულად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები თა---------–--–---–ისა და ცი–------------–---–ის მიმართ 2018 წლის მარტის თვის შუა რიცხვებში განხორციელებული მუქარის ფაქტების თაობაზე ზა-------------–ისათვის წარდგენილი დამოუკიდებელი ბრალდებების ამორიცხვის თაობაზე და დამატებით განმარტავს, რომ ჩვენებების თანახმად, ზა-------------–ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა განხორციელდა ერთობლივად მისი ყოფილი მეუღლის - ნი--------–--–---–ის და მისი მშობლების მიმართ, რაც არ შეიძლება აღქმულ იქნეს ცალ-ცალკე თითოეული პიროვნებისადმი დამუქრებად. აპელანტის არგუმენტი, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლს მაკვალიფიცირებელ გარემოებად არ გააჩნია მუქარის განხორციელება ორი ან მეტი პირის მიმართ და ერთ კონკრეტულ ეპიზოდში რამდენიმე პირის მიმართ წარმოთქმული მუქარა უნდა დაკვალიფიცირდეს ცალ-ცალკე ეპიზოდებად, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის პრინციპებიდან.
მოცემულ საქმეზე პალატა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს განიხილავს ზა-------------–ის დამნაშავედ ცნობის ეპიზოდებში, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისა, რომლის ჩადენის ფაქტი აღიარა მსჯავრდებულმა და სადავოდ არ გაუხდია.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში ზა-------------–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია და განმარტავს, რომ აღნიშნულ დანაშაულებში ზა-------------–ის ბრალეულობა დადასტურებულია არა მხოლოდ ზემოთ მოყვანილ დაზარალებულთა ჩვენებებით, არამედ საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით: ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 აპრილის განაჩენით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განაჩენით, 2018 წლის 20 აპრილის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N8---–- და N8---–- დასკვნებით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N4----- დასკვნით, მოწმეების - ლ------------–---–ის, ო--------------–ის, ა-----------ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 15 მაისის დათვალიერების ოქმით, ზა-------------–ისგან ამოღებული გასაშლელი დანით, გასაშლელი ხელკეტით, მეტალის ნაქსოვი ცეპით და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.
დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულია დაზარალებულების ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობაზე, ასევე არასრულყოფილად ჩატარებულ გამოძიებაზე /მათი აზრით, არ დაიკითხა მოწმის სახით ნი--------–--–---–ის შვილი, არ ჩატარდა მიკრონაწილაკების ექსპერტიზა/, აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა ითვალისწინებს, რომ აპელანტთა მიერ აქცენტირებული წინააღმდეგობები ან გამოძიების ნაკლოვანებები არაარსებითია და ისინი გავლენას ვერ მოახდენენ ზა-------------–ის დამნაშავეობა-უდანაშაულობის ფაქტის დადგენაზე. ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს, რომ საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოკვლევისას რაიმე სახის არსებითი კანონდარღვევა არ გამოვლენილა. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების მოპოვება მხარეთა კომპეტენციაა, მართალია არავინაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მაგრამ თუ დაცვის მხარეს თავისი პოზიციის დასასაბუთებლად საჭიროდ მიაჩნდა მითითებული მტკიცებულებები, თავად შეეძლო აღნიშნულის მოპოვება და სასამართლოში წარდგენა.
ამდენად, სააპელაციო პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ზა-------------–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ზა-------------–მა ნამდვილად ჩაიდინა დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით; 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი არის როგორც მისი პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულების თანაზომიერი და პროპორციული და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზა-------------–ის ქმედებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, დაცვისა და ბრალდების მხარეთა მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზა-------------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების: თე---------–---ისა და მა----------ის, ასევე ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლუ-----------–--ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ზა-------------–ი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ზა-------------–ს ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებები (თა---------–--–---–ის და ცი–------------–---–ის ეპიზოდებთან მიმართებით).
ზა-------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით; 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
-საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
-საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
-საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, ზა-------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ზა-------------–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ზა-------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 19 აპრილიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
_ ზა-------------–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი გასაშლელი მეტალის დანა ერთ პაკეტად, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
_ ზა-------------–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი გასაშლელი ხელკეტი, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
_ ზა-------------–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი მეტალის ნაქსოვი „ცეპი“, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე