განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2019
საქმის ნომერი
120100118002673790
ინსტანცია
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-----------------

საქმე №1ბ/02-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - კახაბერ ლეკიშვილის,ადვოკატ - კ---------------ის,მსჯავრდებულ - ს--------------------ის,თარჯიმან - თ-----------------ნის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ს--------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ს--------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------ოს, პირადი #4----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------––------------–--------–-. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენით:

 

ს--------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით;

 

ასევე, ს--------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით;

 

ასევე, ს--------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;

 

ასევე, ს--------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ს--------------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ს--------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 აგვისტოდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ს--------------------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვის მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; კერძოდ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2008 წლის 06 მარტის თბილისი სააპელაციო სასამართლოს და 2013 წლის 16 ნოემბრის ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ ორჯერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ნასამართლევმა ს--------------------მა, 2018 წლის 21 აგვისტოს, ღამის საათებში უკანონოდ შეაღწია ახალციხის რაიონის სოფელ წ-------–ი მცხოვრებ ჯ-----------------ის კუთვნილ ავტოფარეხში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მის კუთვნილ ერთ ცალ ლითონის შემდუღებელ აპარატს, რითაც დაზარალებულ ჯ-----------------ს მიაყენა 140 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

 

მანვე, ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის; კერძოდ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

ასევე, 2008 წლის 06 მარტის თბილისი სააპელაციო სასამართლოს და 2013 წლის 16 ნოემბრის ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ ორჯერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ნასამართლევმა ს--------------------მა, 2018 წლის 27 აპრილს განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა ქ------––---–-----------------------------------–------–------------ის ტექნიკის მაღაზიაში მობილურ ტელეფონს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იმავე მაღაზიაში არსებულ სს „ლ--------------“-ს განვადების მენეჯერ თ----------–---–ს წარუდგინა მოქალაქე რ--------------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა და აღნიშნული პიროვნების დაუსწრებლად, მისივე დემოგრაფიული მონაცემების გამოყენებით გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ხსენებულ მაღაზიაში მოტყუებით დაეუფლა 248,99 ლარის ღირებულების „სამსუნგი“-ს ფირმის მობილურ ტელეფონს.

 

მანვე, ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება; კერძოდ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 27 აპრილს, ს--------------------მა ქ------––---–----------------------------------–------–------------ის მაღაზიაში არსებულ სს „ლ--------------“-ს განვადების მენეჯერს თ----------–---–ს წარუდგინა მოქალაქე რ--------------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა და აღნიშნული პიროვნების დაუსწრებლად, რ--------------ს დემოგრაფიული მონაცემებით შემდგომი გამოყენების მიზნით დაამზადებინა ყალბი სანაკო კრედიტის ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რაც იმავე დღეს გამოიყენა და ქ------––---–----------------------------------–------–------------ის ტექნიკის მაღაზიაში თაღლითური გზით დაეუფლა მობილურ ტელეფონს.

 

ასევე, ჩაიდინა დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, ჩადენილი ანგარებით; კერძოდ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 27 აპრილს ს--------------------ი და რ-------------- ქ------––---–------------ს ქუჩაზე მდებარე სკვერში არსებულ ერთ-ერთ კაფეში იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც ს--------------------ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა რ--------------ს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიაში არსებულ სს „ლ--------------“-ს განვადების მენეჯერ თ----------–---–ს დაამზადებინა რ--------------ს მონაცემებით ყალბი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რითაც ქ.-----––---–-----------------------------------–------–--------------“ ტექნიკის მაღაზიაში თაღლითური გზით დაეუფლა მობილურ ტელეფონს.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს--------------------მა, რომელმაც ითხოვა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და საქმის სააპელაციო წესით განხილვა, იმ საფუძველზე მითითებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უკანონო.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა ს--------------------მა და მისმა ადვოკატმა კ---------------ემ დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, განმარტეს, რომ მსჯავრდებული ს--------------------ი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ ბრალდების ყველა ეპიზოდში, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ითხოვეს სასჯელის შემსუბუქება.

 

პროკურორმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ერთის მხრივ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში ს--------------------ის ბრალეულობა; ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და ადეკვატური; კერძოდ:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ ს--------------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ასევე გამოკვლევის გარეშე მიღებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ მოწმეების: ჯ-----------------ის, ე-–-------------ის, თ----------–---–ის, რ------------------------------–-------------–--------------ს ჩვენებებს; 2018 წლის 27 აგვისტოს ამოღების ოქმს; საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის 2018 წლის 29 აგვისტოს N168/ს დასკვნას; 2018 წლის 29 აგვისტოს პირის ამოცნობის ოქმს; 2018 წლის 21 აგვისტოს ამოღების ოქმს; გრაფიკული ექსპერტიზის 2018 წლის 07 სექტემბრის N1188/გრ დასკვნას და საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

ამდენად, წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ს--------------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ს--------------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ - დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ს--------------------ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (ბრალის აღიარება) და დამამძიმებელი (ნასამართლობა) გარემოებები, მათ შორის ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი; პალატა მიიჩნევს, რომ ზემოთაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მსჯავრდებულ ს--------------------ს განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველიც არ არსებობს.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაცო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ს--------------------ისა და მისი ადვოკატის კ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენი;

 

ს--------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

ასევე, ს--------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

ასევე, ს--------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ასევე, ს--------------------ი (პ/N4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ს--------------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულის ს--------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

 

ს--------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 აგვისტოდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

ელექტროშემდუღებელი აპარატი, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.

 

-„სამსუნგი“-ს ფირმის მობილური რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.

 

ს--------------------ისგან აღებული ფოტონიმუში CD-R დისკზე, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

ბ-------------–------ან ამოღებული CD-R დისკი, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

- სს „ლ--------------“-დან გამოთხოვილი ფოტომასალა დატანილ ერთ დისკზე, ფოტომასალით. რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს--------------------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში და შემთხვევის ადგილიდან აღებული ბიოლოგიური მასალა 01 პაკეტად (ანაწმენდები) შემდგომი კვლევისათვის გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.კაპანაძე