განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-----------------
საქმე №1ბ/1615-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის, ოთარ ჯუგაშვილის მდივნობით,პროკურორ - ბ----------------–---–ის,ადვოკატ - მ---------–-–---–ის,მსჯავრდებულების - შ-----–--------ის, მ-----–--------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულების შ-----–--------ის და მ-----–--------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
შ-----–--------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ-----–-------------------–------------------თი; დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
მ-----–--------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ-----–-------------------–-------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---–-------–------------; დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით:
შ-----–--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
შ-----–--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; მასვე 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, საბოლოოდ, შ-----–--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რომლის ათვლაც დაეწყო 2018 წლის 01 თებერვლიდან; მასვე 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
მ-----–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
მ-----–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; მასვე 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, საბოლოოდ, მ-----–--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რომლის ათვლაც დაეწყო 2018 წლის 27 მარტიდან; მასვე 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
შ-----–--------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.
მანვე ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად.
მ-----–--------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.
მანვე ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლამდე მოქმედი რედაქცია) ნასამართლევმა შ-----–--------ემ და სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა მ-----–--------–---–მა, 2017 წლის 28 აგვისტოს, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს ქარელის რაიონის სოფელ ძ-–---------–ი შ------------–--–---–ის ეზოში და ამავე ეზოში მდებარე საცხოვრებელ სახლში. საცხოვრებელი სახლიდან შ-----–--------ე და მ-----–--------–---–ი ფარულად დაეუფლნენ „ასუს X550L“-ის მოდელის ნოუთბუქს, ფოტოაპარატ „CANON“-ს, სონი-ერიქსონის ფირმის მობილურ ტელეფონს, 20 ლიტრის ოდენობით დიზელის საწვავს და ფულად თანხას, ხოლო ეზოდან - ავტომანქანა „ფორდ-ტრანზიტს“, რომლის სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშანია P------.
ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებით შ------------–--–---–ის ოჯახს მიადგა 11303 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.
2017 წლის 28 აგვისტოს, ქარელის რაიონის სოფელ ძ-–---------–ი, შ-----–--------ე და მ-----–--------–---–ი უკანონოდ, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, შევიდნენ ო--------------–-ს საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვიეს მფლობელობის ხელშეუხებლობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა შ-----–--------ემ და მ-----–--------–---–მა.
მსჯავრდებულმა შ-----–--------ემ მოითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება იმ საფუძვლით, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; ამასთან, დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა მიყენებული მატერიალური ზიანი.
მსჯავრდებულ შ-----–--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატამ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა. კერძოდ, ითხოვა შ-----–--------ის მიმართ დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის 1/3-ის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
მსჯავრდებულმა მ-----–--------–---–მა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. აპელანტის მითითებით, ხაშურის რაიონული სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი; სისხლის სამართლის საქმის განხილვისას წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ მიეცა კანონიერი და ობიექტური შეფასება, რის საფუძველზეც მიღებული იქნა უკანონო გადაწყვეტილება. შ-----–--------ემ დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინა ა-–--------------–---–--ან ერთად და მას ამ ფაქტებთან დაკავშრიებით არანაირი შეხება არ აქვს. მსჯავრდებული მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არცერთ შემთხვევაში არ დასტურდება მისი ბრალეულობა, არც მისი შემხებლობა დაზარალებულის კუთვნილ ნივთებთან. რაც შეეხება გამოძიების ეტაპზე მიცემულ აღიარებით ჩვენებას, მსჯავრდებულის განმარტებით, აღნიშნული არის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული მუქარის და დაშინების შედეგი.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებმა და ადვოკატმა მ---------–-–---–მა მხარი დაუჭირეს თავიანთ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს.
მსჯავრდებულმა შ-----–--------ემ დამატებით განმარტა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, თუმცა დანაშაული მ-----–--------–---–თან ერთად არ ჩაუდენია.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა ბ----------------–---–მა იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ერთის მხრივ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში მ-----–--------–---–ის და შ-----–--------ის ბრალეულობა; ამასთან, მსჯავრდებულთა მიმართ დანიშნული სასჯელები არის სამართლიანი და ადეკვატური, რაშიც ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს; კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა შ------------–--–---–მა განმარტა, რომ შ-----–--------ის დედა თავის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს მის მეზობლად; შ-----–--------ე მის ოჯახში არაერთხელ არის ნამყოფი და იცნობს კარგად. 2017 წლის 28 აგვისტოს მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილთან ერთად სტუმრად წავიდა საჩხერეში. დაახლოებით 12-ის ნახევარზე გავიდნენ სახლიდან და იმავე დღეს 7-ის ნახევარზე დაბრუნდნენ. ეზოში შესვლისას შენიშნა საწვავის შესანახი ჭურჭელი, რომელიც არ იდო თავის ადგილას, ასევე დაინახა, რომ მისი კუთვნილი „ფორდის“ მარკის მანქანა აღარ იდგა ეზოში. მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ გარკვეული ნივთები წაღებული იყო სახლიდანაც, კერძოდ, მოპარული იყო ნოუთბუქი, ტელეფონი, ფოტოაპარატი და ფული. დაზარალებულის განმარტებით, ავტომანქანა შეიძინა 5010 დოლარად, ანუ, დაახლოებით, 9000 ლარად. საერთო ჯამში მიყენებულმა ზიანმა შედგინა დაახლოებით 11 100 ლარი. როგორც მისთვის ცნობილია, მისი ბინის გაქურდვაში მონაწილე პირებს ღამე გაუთევიათ მის მეზობლად, ო--------------–-ს საცხოვრებელ სახლში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-------–--------მ განმარტა, რომ 28 აგვისტოს ოჯახთან ერთად მოხუცი მამის სანახავად წავიდა საჩხერის რაიონში. წასვლამდე მისმა მეუღლემ - შ------------–--–---–მა გაიარა ბაღისკენ, სადაც დგას შ-----–--------ის მამინაცვლის სახლი, რომელშიც არავინ ცხოვრობდა და მათ ქონდათ ჩაბარებული. მეუღლემ უთხრა, რომ სარდაფის ფანჯარაზე გაკრული ე.წ. „სეტკა“ იყო ჩამოხსნილი და ხომ არავინ შევიდა სახლშიო, რაზეც უპასუხა, რომ არაფერი იცოდა. ამის შემდეგ, დაახლოებით 12-ის ნახევარზე გავიდნენ სახლიდან და წავიდნენ საჩხერეში. მალევე აპირებდნენ უკან დაბრუნებას და სახლის კარი უბრალოდ დახურეს, ჭიშკარი კი რკინის ურდულით დაკეტეს. მის ერთ-ერთ გოგონას სახლში დარჩა ოქროს ბეჭედი და გზიდან უკან მიბრუნება უნდოდა, თუმცა შ------------–--–---–მა ავტომანქანა აღარ გააჩერა. ე.წ. „ბირჟასთან“ რომ ჩაიარეს, შენიშნა ოთხი პირი, რომელთაგან ერთი ვერ იცნო. იფიქრა, რომ თუკი სახლში დატოვებული ძვირადღირებული ნივთი დაიკარგებოდა, ეჭვს მიიტანდა ამ ოთხ პიროვნებაზე. ამ ნივთის გამო სტუმრად დიდი ხნით ვერ გაჩერდნენ და მალევე დაბრუნდნენ უკან. სახლში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ეზოში მანქანა აღარ იდგა, ხოლო საწვავის შესანახი ჭურჭელი არ იდო მისთვის განკუთვნილ ადგილზე. სახლში შესვლისას ასევე ნახეს, რომ წაღებული იყო ნოუთბუქი, ფოტოაპარატი, მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა. მოწმის ვარაუდით, პირები, რომლებმაც მისი სახლი გაქურდეს, უთვალთვალებდნენ ო--------------–-ს სახლიდან, ვინაიდან ამ უკანასკნელის ეზოში არსებულ საპირფარეშოში ენთო შუქი, ასევე სახლი იყო არეულ მდგომარეობაში, ხოლო მეპატრონეს იგი მოწესრიგებული ქონდა დატოვებული.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--------------–--–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 28 აგვისტოს მამასთან - შ------------–--–---–თან, დედასთან - ი-------–--------სთან, დებთან და დისშვილთან ერთად სტუმრად იყო წასული საჩხერეში. უკან დაბრუნებულებს ეზოში აღარ დახვდათ ავტომანქანა. თავდაპირველად იფიქრეს, რომ შესაძლოა რომელიმე მეზობელს დაჭირდა და მან გაიყვანა, თუმცა ავტომანქანა ვერავისთან ნახეს და გადაწყვიტეს პოლიციაში დაერეკათ. ვინაიდან ინფორმაციის მიწოდებისას ვერ გაიხსენეს ავტომანქანის სერია, გადაწყვიტა ენახა ფოტო, რომელზეც ბავშვთან ერთად ავტომანქანაც არის გამოსახული. ამ დროს აღმოაჩინა, რომ ლეპტოპი და მისი ჩანთაც არ იყო ადგილზე. სახლიდან ასევე წაღებული იყო მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი და ფულადი თანხა. მოწმემ დაადასტურა, რომ ლეპტოპი შეძენილი აქვს 1300 ლარად; მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო ნივთის ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო მისი კუთვნილი ლეპტოპის ჩანთა. ჩანთაში ედო კონკრეტული მაღაზიის სავიზიტო ბარათი და სხვა ნიშნებთან ერთად, ამ ბარათითაც ამოიცნო თავისი ნივთი.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა მ--–---------–--–---–--------------------–--–---–მა. მ--–---------–--–---–ის განმარტებით, მათი საცხოვრებელი სახლიდან წაღებული ტელეფონი შეძენილი იყო 450 ლარად; ხოლო მადონა გულიაშვილმა აღნიშნა, რომ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაკარგულ ფოტოაპარატში გადახდილი აქვს 262 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------------------მ განაცხადა, რომ 27 აგვისტოს სოფელში ერთ-ერთ სახლში გაჩნდა ხანძარი, სადაც დასახმარებლად მისული მეზობლები ხანძრის ჩაქრობის შემდეგაც გარკვეული პერიოდი იყვნენ შეკრებილები. ამ დროს ჩამოიარა შ-----–--------ემ ერთ პირთან ერთად, რომელიც ვერ დაინახა, თუ ვინ იყო. მეორე დღეს, დაახლოებით სამ საათზე იმყოფებოდა ე.წ. „ბირჟაზე“, სადაც შ------------–--–---–ის მანქანით გამოაიარა შ-----–--------ემ. ავტომანქანაში იჯდა კიდევ ერთი პირი, რომელიც ჩამალული იყო და კარგად ვერ დაინახა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ--------------–-ა განაცხადა, რომ ცხოვრობს გ------------------------–--------–ი, არის ტაქსის მძღოლი. 2017 წლის 29 აგვისტოს სახლიდან გამოსვლის შემდეგ მალევე გააჩერეს ორმა უცნობმა პირმა (მიუთითა სასამართლო დარბაზში მყოფ ბრალდებულებზე) და სთხოვეს გორში წაყვანა. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ უთხრეს, რომ მოებრუნებინა ავტომობილი, რადგან დარჩათ ომ ჩანთა და საფულე. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ გააჩერებინეს ავტომანქანა, უკანა სალონში მჯდომი პირი (მიუთითა მ-----–--------–---–ზე) გადავიდა და დაბრუნდა შავი ჩანთით ხელში. როდესაც გორში ჩავიდნენ, მგზავრობის საფასური არ გადაუხადეს, დაუტოვეს ლეპტოპის ჩანთა და უთხრეს, რომ ფულს როდესაც მიუტანდნენ, ჩანთას მერე წაიღებდნენ, თუმცა არც ფული მიუტანიათ და არც ჩანთისათვის მიუკითხავთ. მოგვიანებით აღნიშნული ჩანთა პოლიციის თანამშრომლების მიერ იქნა ამოღებული.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა გი-----------------–---–----------------–-------------------–-------------------------–-–---–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება და ავთენტურობა. ასევე, მოწმე რ------------მ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, რომ მან 2017 წლის 28 აგვისტოს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქარელის რაიონ სოფელი ძ-–---------–ი შ------------–--–---–ის კუთვნილი ბინიდან შ-----–--------ის და მ-----–--------–---–ის მიერ მოპარული ლეპტოპის შავი ჩანთა ინახებოდა სოფელ ტყვიავში მცხოვრებ ვინმე ქარელის კუთვნილ ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსში“.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს დაზარალებულ ო--------------–-ს ჩვენება, რომლის მიხედვითაც, შ-----–--------ე და მ-----–--------–---–ი სოფელ ძ-–---------–ი, მის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ მისი ნების საწინააღმდეგოდ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა----------------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 27 აგვისტოს სოფელში მოხდა ხანძარი, კერძოდ დაიწვა ზ------------–---–ის სახლი. დაახლოებით დღის ოთხი საათისთვის მივიდა ხანძრის ადგილას და სხვა მეზობლებთან ერთად ოჯახს მიეხმარა დამწვარი ნივთების გარეთ გამოტანაში. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ სახლთან კვლავ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. ჯერ კიდევ არ იყო კარგად დაბნელებული, მაგრამ გარე განათება ჩართული იყო. მოპირდაპირე მხარეს სკამზე ისხდნენ მეზობლები, მათ შორის გ-----------------–---–-----------------–---–--------------–------–---------------–ი და სხვები. ამ დროს სოფელ დირბის მხრიდან გამოიარა მისთვის უცნობმა ორმა პირმა; მათ ხელში ეკავათ ჯოხები და ეფარათ ე.წ. „კეპკა“ ქუდები. უცნობმა პირებმა დამწვარ სახლს, გარეთ გამოტანილ ნივთებსა და შეკრებილ ხალხს ისე ჩაუარეს, რომ ყურადღება არ მიუქცევიათ. უფრო მეტიც, განათებასთან რომ მივიდნენ, ნაბიჯს აუჩქარეს. ეს ყოველივე იქ მყოფებს საეჭვოდ მოეჩვენათ, ისინი ისე ჩქარობდნენ, თითქოს არ უნდოდათ, რომ ვინმეს ეცნოთ. კითხვაზე, თუ ვინ იყვნენ ეს პირები, მეზობელმა ბიჭიკო მელაძემ თქვა, რომ იმ ორიდან ერთი იყო ეძიკა გამრეკელაშვილის გერი.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-–-----------–-ა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---------------–-–---–-ა განაცხადა, რომ 2017 წლის 28 აგვისტოს, დილის საათებში, მაღაზიაში, სადაც მუშაობს გამყიდველად, მივიდა მისთვის უცნობი მამაკაცი (მიუთითა სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ მ-----–--------–---–ზე), რომელსაც ხელში წყლის ჭურჭელი ეკავა. ამ უკანასკნელმა მოითხოვა სიგარეტი „ნისიად“. ამასთანავე განუმარტა, რომ სტუმრად იყო ეძიკა გ--------–-–---–--ან, ასევე კარგად იცნობდა ეძიკას მეუღლეს - თ---ს და სწორედ იგი გადაუხდიდა სიგარეტის ფულს. ამის გამო უცნობს უარი ვეღარ უთხრა და მისცა სიგარეტი. შემდეგ აღნიშნულ მამაკაცს გამოელაპარაკა იქვე ახლოს მცხოვრები მოხუცი ქალი, რომელსაც აღნიშნულმა პიროვნებამ უთხრა, რომ იყო დირბიდან, გვარად მ-----–---–ი, ხოლო იმ პერიოდში თბილისში ცხოვრობდა მეუღლის ბინაში. მოწმემ დაადასტურა, რომ მან გამოძიების ეტაპზე მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო მ-----–--------–---–ი - პირი რომელსაც 2017 წლის 28 აგვისტოს სიგარეტი გაატანა ნისიად.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---------–------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 29 აგვისტოს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ სოფელ ძ-–---------–ი შ------------–--–---–ის კუთვნილი მიკროავტობუსის ქურდობა შესაძლებელია ჩადენილი ქონდა შ-----–--------ეს სხვა პირთან ერთად, რომლებმაც ქურდობის წინა ღამე გაათენეს გულიაშვილების მეზობლად, ო--------------–-ს კუთვნილ სახლში. ინფორმაციის თაობაზე პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას, რაზეც დაიკითხა მოწმის სახით. ამავე წლის 31 აგვისტოს კვლავ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ გულიაშვილების კუთვნილი მიკროავტობუსისა და სხვა ნივთების ქურდობის ფაქტი შესაძლოა ჩადენილი ჰქონდათ მ-----–--------–---–სა და შ-----–--------ეს; ხოლო მიკროავტობუსი იმ მომენტისთვის იმყოფებოდა თბილისში, ქოშიგორის დასახლებაში. მოწმემ პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას და კვლავ დაიკითხა მიღებული ინფორმაციის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა გ--------------–---–---------------------------–-------–------მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება და ავთენტურობა.
2017 წლის 31 აგვისტოს მიკროავტობუსის ამოღების ოქმის თანახმად, ქ.თბილისში, დიდი დიღომის დასახლებაში არსებული ქოშიგორის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა „ფორდ ტრანზიტის“ მარკის თეთრი ფერის მიკროავტობუსი, სახ. ნომრით P------, რა დროსაც ამოღებაში მონაწილე ექსპერტების მიერ ა/მანქანიდან ამოღებული იქნა ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, ასევე, მიკროავტობუსის რეგისტრაციის მოწმობა, ამტომობილ „ოპელ ვექტრას“ სარეგისტრაციო მოწმობა და შ------------–--–---–ის მართვის მოწმობა.
2017 წლის 2 სექტემბრის ნივთის ამოღების ოქმის თანახმად, გორის რაიონ სოფელ ტყვიავში, ჯ--------------–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარი რუხი ფერის „TOYOTA PRIUS“-ის სახ. ნომრით B--------, უკანა სალონის სავარძლიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ხელჩანთა, შავი ფერის ზურგზე გადასაკიდებელი რემნით, სადაც აქვს შავი ფერის სარტყელი და თეთრი ფერის ასოებით აწერია „ASUS“. ჩანთას წინა მხარეს აქვს შავი ფერის ელვაშესაკრავი, რომელიც იხსნება და არის ცალკე განყოფილება, სადაც არის ორი ცალი ჯიბე. პირველ ჯიბეში დევს შავი ფერის ქაღალდის „მეგაპიქსელის“ სახელზე გაცემული სავიზიტო ბარათი. ჩანთის დანარჩენი განყოფილებები არის ცარიელი.
2017 წლის 3 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა მ--------------–--–---–მა განაცხადა, რომ წარდგენილ სამ ნივთს შორის რიგითობის მიხედვით მარცხნიდან მარჯვნივ, რიგით N1 არის სწორედ მისი კუთვნილი „ნეთბუქის“ შავი ფერის ხელჩანთა, რომელიც 2017 წლის 28 აგვისტოს ქარელის რაიონის სოფელ ძ-–---------–ი მდებარე მისი საცხოვრებელი სახლიდან მოიპარეს. ამოსაცნობმა პირმა საგანი ამოიცნო: ფერით, შავი ფერის რემენზე განთავსებული მოგრძო რბილი სამაგრით, რომელზეც აწერია „ASUS“ და სადაც იგი არის ოდნავ გაჭრილი/დაზიანებული; წინა მხარეს ელვაშესაკრავიანი განყოფილების პირველ ჯიბეში არსებული შავი ფერის „მეგაპიქსელის“ სავიზიტო ბარათით, რომელიც მის მიერ იქნა შენახული; ასევე, ხელჩანთის შიდა მხარეს არსებული „ნეთბუქსი“ სამაგრი პატარა რემენით და საერთო გარეგნული ნიშნებით.
2018 წლის 27 თებერვლის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა ნ---------------–-–---–-ა ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მ-----–--------–---–ი და განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება 2017 წლის 28 აგვისტოს დილის საათებში მივიდა მასთან, სოფელ ძ-–---------–ი მდებარე მაღაზიაში და წაიღო სიგარეტი. ნ---------------–-–---–-ა იგი ამოიცნო ტანით, სუსტი აღნაგობით, პირმრგვალი სახით, წაბლისფერი თმებით, სწორი ცხვირით და მისი საერთო გარეგნული იერით.
2018 წლის 27 თებერვლის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა ჯ--------------–-ა წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მ-----–--------–---–ი და განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება არის სწორედ ის 45 წლამდე მამამკაცი, რომელიც მან სოფელ ტყვიავიდან მისი მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანით წამოიყვანა ქ.გორში. ჯ--------------–-ა იგი ამოიცნო ტანით, სუსტი აღნაგობით, მარცხნიდან მარჯვნივ გადავარცხნილი წაბლისფერი თმებით, სახით და მისი საერთო გარეგნული იერით.
2017 წლის 29 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქარელის რაიონის სოფელ ძ-–---------–ი. იგი წარმოადგენს ო--------------–-ს საცხოვრებელ სახლს, რომელსაც დასავლეთით ესაზღვრება შ------------–--–---–ის სახლი, და რომ ეს სახლები ერთმანეთისგან გამიჯნულია ლითონის კონსტრუქციით, სადაც საერთო სარგებლობის კარია დატანილი. ოქმში ასახული გარემოებები არ ეწინააღმდეგა იმ მოწმეთა განმარტებებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებაში და რომელთა ჩვენების მიხედვითაც სახლში იყო არეულობა, ჩანდა, რომ იქ ვიღაც იყო ნამყოფი.
2017 წლის 04 სექტემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის #----- დასკვნის თანახმად, ქარელის რაიონის სოფელ ძ-–---------–ი მდებარე, ო--------------–-ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში რიცხული შ-----–---------------------ის და მიხეილ ამბროსის ძე მარღიშვილის ხელის კვლების იდენტურია.
ქარელის რაიონულ სასამართლოს 2002 წლის 22 ნოემბრის განაჩენით, შ-----–--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განაჩენით, მ-----–--------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
ბრალდებულმა შ-----–--------ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 27 აგვისტოს ქ.ქარელში შეხვდა მეგობრებს ა-–--------------–--ლს და მ-----–--------–---–ს, რა დროსაც მათ შესთავაზა წასულიყვნენ სოფელ ძ-–---------–ი და დაალევინებდა კარგ შავ ღვინოს. ვინაიდან მ-----–--------–---–ი მიდიოდა პირად საქმეზე, შეპირდა, რომ თუ მოიცლიდა, მეორე დღეს ჩავიდოდა მათთან, რის გამოც სოფელ ძ-–---------–ი ა-–--------------–--ლთან ერთად წავიდა. სოფელში ერთ ადგილას ხალხი იყო შეკრებილი, ღია იყო ჭიშკარიც; ჩათვალა, რომ ვიღაც იყო გარდაცვლილი და ისე ჩაიარა, არავისთვის არაფერი უკითხავს. მივიდა დედამისის სახლში, სადაც არავინ დახვდა, კარი დაკეტილი იყო. ამიტომ, ფანჯრიდან გადავიდა სარდაფში, აიღო ღვინო, ყველი, „კონსერვი“ და ღამის გასათევად გადავიდნენ ო--------------–-ს სახლში. 2017 წლის 28 აგვისტოს დილით, როდესაც თვითონ ჯერ კიდევ ეძინა, მათთან ჩავიდა მ-----–--------–---–ი. როდესაც გაიღვიძა, ა-–--------------–--ლმა უთხრა - მიხეილი ჩამოვიდაო. ამის შემდეგ აალაგა მაგიდა, დარჩენილი პროდუქტები კვლავ დედამისის სახლის ეზოში გადაიტანა და უკან რომ დაბრუნდა, ნახა მ-----–--------–---–ი, რომელსაც წყალი ქონდა მოტანილი. მ-----–-ა კითხა - იყო თუ არა თურქეთიდან ჩამოსული დედამისი - თ--- დეიდა, უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ კი თქვა, რომ ტყვიავში მიდიოდა საქმეზე და წავიდა; თან ქონდა დიდი შავი ჩანთა. შ-----–--------ემ სასამართლოს ასევე მოახსენა, რომ ბინის გაქურდვა არ უფიქრია; ა-–--------------–--ლს უთხრა, მანქანა დგას ეზოში და მანქანით წავიდეთო. ამის გამო გადავიდნენ შ------------–--–---–ის ეზოში; იცოდა საწვავი სადაც იდო და მის ასაღებად რომ წავიდა, ა-–--------------–--ლი შევიდა გულიაშვილების სახლში. როდესაც ჩაასხა საწვავი, ავტომანქანაში ჩასხდნენ და დატოვეს იაქურობა. გზაში ა-–--------------–--ლი ცუდად გახდა და ჩაწვა მანქანაში, ეს დამალვის მიზნით არ გაუკეთებია. თბილისში ჩასვლის შემდეგ მანქანა გააჩერა დიღომში, ქუჩაში, გასაღებიც შიგ ჩატოვა და საბუთებიც. გაიგო, რომ შ------------–--–---–ის სახლიდან ა-–--------------–--ლს სხვა ნივთებიც წამოუღია, რაზეც ძალიან გაბრაზდა, თუმცა შემდეგ ეს ნივთები თავის საცხოვრებელ სახლში მიიტანა. დაახლოებით ოთხ საათზე მ-----–--------–---–მა დაურეკა, უთხრა, რომ ქონდა კანაფი და თუ უნდოდა, ჩასულიყო სოფელ ტყვიავში. თან წაიღო ლეპტოპის ჩანთა, რადგან ფიქრობდა, რომ ლეპტოპის ჩანთით თუ იქნებოდა, პოლიცია არ გაჩხრეკავდა. თოფჩიაშვილთან ერთად წავიდა დასავლეთისკენ მიმავალი მიკროავტობუსით, თუმცა თოფჩიაშვილმა ქარელისკენ განაგრძო გაზა, თვითონ კი გორის ხიდებთან ჩამოვიდა და იქიდან ტაქსით ავიდა სოფელ ტყვიავში, სადაც დახვდნენ უცხო ბიჭები და მ-----–--------–---–ი. მეორე დღეს, დილით მიხეილთან ერთად ტაქსით წამოვიდა ტყვიავიდან. გზაში ტაქსის მძღოლი და მ-----–--------–---–ი ვერ შეთანხმდნენ თანხის ოდენობაზე, რის გამოც მიხეილი გადავიდა ავტომანქანიდან და უთხრა - არაფერსაც არ გადაგიხდიო. ვინაიდან ფული არ ქონდა, ტაქსის მძღოლს დაუტოვა ლეპტოპის ჩანთა და ტელეფონის ნომერი, თან დაპირდა, რომ მოგვიანებით მიუტანდა ფულს. ამის შემდეგ მ-----–--------–---–თან ერთად სხვა ტაქსით წავიდა ა-–--------------–--ლთან ქარელში.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე შ-----–--------ემ აღიარა შ------------–--–---–ის ავტომობილისა და მისი ოჯახის კუთვნილი სხვადასხვა ნივთების ქურდობის ფაქტი და განმარტა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა ა-–--------------–--ლთან ერთად.
მსჯავრდებულმა მ-----–--------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 27 აგვისტოს ქარელში შეხვდა შ-----–--------ეს და ა-–--------------–--ლს, რა დროსაც შენგელიმ თქვა, რომ ხვალ ძ-–---------–ი დღეობაა, წავიდეთ და კარგ შავ ღვინოს დაგალევინებთო. შენგელის კითხა, რომ დედამისი, თ--- დეიდა თუ იქნებოდა სახლში, რაზეც მიიღო პასუხი, რომ წესით უკვე დაბრუნებული უნდა ყოფილიყო თურქეთიდან. ვინაიდან 27 აგვისტოს ქონდა პირადი საქმე, შ-----–--------ეს და ა-–--------------–--ლს შეპირდა, რომ მეორე დღეს ჩავიდოდა სოფელ ძ-–---------–ი. მეორე დღეს სოფელში რომ შევიდა, დაურეკა ა-–----ს და უთხრა, რომ ჩამოსახვევში იყო, მანაც უპასუხა, ჩამოდი და დაიმინახავ, სახლთან ვარო. ვინაიდან ძლევიჯვრიდან აპირებდა ტყვიავში სტუმრად წასვლას, ხოლო იქიდან უნდა წასულიყო თბილისში, სადაც მუშაობა უნდა დაეწყო, თან ჰქონდა დიდი ჩანთა, მასში მოთავსებული ტანსაცმლით და პირადი ნივთებით. როდესაც სახლთან მივიდა, ა-–----ს კითხა, თუ სად იყო შენგელი. აღმოჩნდა, რომ ამ უკანასკნელს ეძინა, გაღვიძების შემდეგ გადაწყვიტეს რაღაც ეჭამათ. რადგან სახლში წყალი არ იყო, თვითონ აიღო ჭურჭელი და წავიდა წყაროზე. ასევე შევიდა მაღაზიაში, სადაც გამყიდველ ნაზო გამრეკელაშვილს ნისიად გამოართვა სიგარეტი. მაღაზიასთან მოხუცი ქალბატონი დახვდა და გამოელაპარაკნენ ერთმანეთს. ვინაიდან წყაროზე ბევრი ხალხი იყო, ცოტა ხანს ბირჟაზე გაჩერდა, შემდეგ მხოლოდ ხელ-პირის დასაბანად საკმარისი წყალი აიღო და მიბრუნდა სახლში. გაირკვა, რომ შ-----–--------ის დედა არ იყო ჩამოსული და სუფრას არავინ გაუშლიდათ; ღვინოც არ მოეწონა. სიგარეტი მოწია და ფერფლს ჭიქაში აფერფლებდა. შემდეგ ბიჭებს უთხრა, რომ ტყვიავში მიდიოდა, დაემშვიდობა და წავიდა. არ იცოდა და არც უფიქრია, რომ სოფელ ძ-–---------–ი, ის საცხოვრებელი სახლი, სადაც მეგობრებს შეხვდა, არ ეკუთვნოდა შ-----–--------ის დედას. ის გარემოება, რომ შენგელის საძინებელში ეძინა, გაშლილი ქონდა თეთრეული, აფიქრებინებდა, რომ იმყოფებოდნენ შენგელის დედის სახლში. სოფელ ძლევიჯვრიდან წამოსვლის შემდეგ ჯერ გორში ჩავიდა, სადაც გარკვეულ ხანს გაჩერდა და შემდეგ წავიდა ტყვიავში. დაახლოებით 2-3 საათზე დაურეკა ა-–--------------–--ლს, რომელმაც უთხრა, რომ იყვნენ თბილისში. ელაპარაკა შ-----–--------ესაც და რაღაცნაირად მიახვედრა, რომ იყო მოსაწევის წამოღების საშუალება და თუ სურვილი ჰქონდა, ჩასულიყო ტყვიავში. 5-6 საათი იქნებოდა, როდესაც შ-----–--------ე ჩავიდა მასთან. მეორე დღეს, დილით ტაქსით წამოვიდნენ გორის მიმართულებით. ტაქსის მძღოლთან თანხაზე ვერ მორიგდა და მგზავრობის საფასურის სანაცვლოდ შ-----–--------ემ ტაქსის მძღოლს ჩანთა დაუტოვა, თუმცა მისთვის უცნობია, რა ჩანთა იყო და საიდან ჰქონდა იგი შენგელის.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულთა განმარტებებს მ-----–--------–---–ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხონ მის ქმედებებში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. მათი განმარტებები ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაში არა მ-----–--------–---–ის, არამედ ა-–--------------–--ლის მონაწილოებასთან დაკავშირებით, აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ მსჯავრდებულთა მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:
პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრებში მითითებულ იმ არგუმენტებზე და აქცენტებზე, რომელთა მიხედვითაც იგი ცდილობს ბრალდების მხარის მტკიცებულებების არადამაჯერებლად წარმოჩენას და მისი ბრალეულობის გამორიცხვას იმ ქმედების ჩადენაში, რისთვისაც იგი მსჯავრდებულად იქნა ცნობილი.
პალატის შეფასებით, აშკარად უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა იმის შესახებ, რომ მ-----–--------–---–ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ აღიარებით ჩვენება არის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის შედეგი. მ-----–--------–---–ისათვის ბრალად წარდგენილ ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით; არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; სამართალდამცავების მიერ დეტალურად იქნა აღწერილი შ-----–--------ისა და მ-----–--------–---–ის მიერ შესაძლო დანაშაულების ჩადენის ფაქტზე ოპერატიული ინოფრმაციის მიღების, დაზარალებულების ო--------------–-სა და შ------------–--–---–ის საცხოვრებელი სახლების დათვალიერების, ასევე შ------------–--–---–ის კუთვნილი მიკროავტობუსის და ლეპტოპის ჩანთის ამოღების, ნივთისა და პირის ამოცნობის, მოწმეებისა და თავად ბრალდებულთა გამოკითხვის დეტალები და მათი განხორციელება კანონის სრული დაცვით.
მსჯავრდებულ მ-----–--------–---–ს მასზე განხორციელებული ზეწოლისა და მისი უფლებების დარღვევის თაობაზე არ მიუმართავს შესაბამისი ორგანოებისათვის და აღნიშნული განმარტება გააკეთა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე. ამასთან, გაჟღერებული პოზიციის გასამყარებლად, მათ მიერ არ მომხდარა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც სასამართლოს მისი ჩვენების სისწორესა და ობიექტურობაში დაარწმუნებდა. პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები კი დამაჯერებელი და სარწმუნოა სწორედ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულმა პირებმა წინააღმდეგობების გარეშე, ურთიერთთანხვედრილად და თანმიმდევრულად მოახსენეს სასამართლოს მათთვის ცნობილი ფაქტების და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე. ამასთან, საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ; ამოღებული ნივთიერებები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია ასევე მასში მონაწილე პირთა ხელმოწერებით.
ასევე, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მსჯელობას, რომ თითქოსდა საქმეზე არ არის წარმოგდენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მიუთითებდა მ-----–--------–---–ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე. დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა აშკარად ტენდენციური და მტკიცებულებებთან შეუსაბამოა, რის გამოც გაზიარებული ვერ იქნება. ზემოთ მოყვანილი მტკიცებულებების უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თვალსაზრისით შეფასების შემდეგ, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, სანდო, სარწმუნო და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულს და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის.
დაზარალებულმა შ------------–--–---–მა და მისმა ოჯახის წევრებმა ი-------–--------მ, მთვარისა, მალვინა და მადონა გულიაშვილებმა თანმიმდევრულად და ურთიერთშესაბამისად მოახსენეს სასამართლოს 2017 წლის 28 აგვისტოს დილით საჩხერის რაიონში გამგზვარებისა და საღამოს სახლში დაბრუნების შემდეგ განვითარებული მოვლენები. მიუთითეს ბინიდან დაკარგული ნივთების ჩამონათვალი და სასამართლოს მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია მათთვის მიყენებული ზიანის ოდენობის თაობაზე. ასევე, საქმისათვის მნიშვნელოვანი მათთვის ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები დამაჯერებლად და ზედმიწევნით აღწერეს მოწმეებმა: გ------------------მ, ა----------------ემ და ი-–-----------–-ა, რომლებმაც დაადასტურეს 2017 წლის 27-28 აგვისტოს შ-----–--------ისა და მისი თანმხლები პირის სოფელ ძ-–---------–ი ყოფნის ფაქტი, ხოლო ნ---------------–-–---–-ა ასევე მიუთითა, რომ 28 აგვისტოს მასთან მაღაზიაში მყოფი უცხო პიროვნება, როგორც თვითონ განუცხადა, შ-----–--------ის დედის ოჯახში მყოფი სტუმარი, იყო სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის სახით წამოდგენილი მ-----–--------–---–ი. მოწმე ჯ--------------–-ა კი სასამართლოს დაუდასტურა, რომ მ-----–--------–---–ი და შ-----–--------ე არიან სწორედ ის პირები, რომლებიც 2017 წლის 29 აგვისტოს თავისი ავტომობილით წამოიყვანა სოფელ ტყვიავიდან გორში. მათ მგზავრობის საფასური არ გადაუხადეს, რის სანაცვლოდაც შ-----–----–----მ დაუტოვა ლეპტოპის ჩანთა. მოწმეთა ჩვენებებში არ იკვეთება რაიმე სახის წინააღმეგობები და შეუსაბამო გარემოებები. მათი საერთო ანალიზი ქმნის 2017 წლის 27 და 28 აგვისტოს სოფელ ძ-–---------–ი მსჯავრდებულების შ-----–--------ისა და მ-----–--------–---–ის ჩასვლისა და ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ერთიან ჯაჭვს.
ამასთან, მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მიკროავტობუსის ამოღების ოქმთან; ნივთის - ლეპტოპის ჩანთის ამოღების ოქმთან; მ--------------–--–---–ის მიერ ნივთის ამოცნობის ოქმთან, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელმა ამოიცნო ჯ--------------–ის ავტომანქანიდან ამოღებული, მისი (მ--------------–--–---–ის) კუთვნილი ლეპტოპის ჩანთა; და პირის ამოცნობის ოქმებთან, რომელთან თანახმადაც ნ---------------–-–---–-ა წარდეგნილი პირებიდან მიუთითა მ-----–--------–---–ზე, რომელსაც 2017 წლის 28 აგვისტოს მაღაზიიდან ნისიად გაატანა სიგარეტი. გარდა ამისა,მოწმე ჯ--------------–-ა ამოცნობის ოქმის თანახმად განმარტა, რომ მ-----–--------–---–ი არის ის პირი, რომელიც 29 აგვისტოს თანმხლებ პირთან ერთად ტყვიავიდან წაიყვანა გორში და რომელმაც მგზავრობის საფასური არ გადაუხადა.
პალატა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში აანალიზებს რა მსჯავრდებულ მ-----–--------–---–ის განმარტებას, მიდის იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა იქნეს გაზიარებული; მსჯავრდებული ცდილობს, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს როგორმე შეუსაბამოს და მოარგოს თავისი განმარტება და ამ გზით დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, კერძოდ იგი აცხადებს, რომ ნამდვილად იმყოფებოდა ო--------------–-ს საცხოვრებელ სახლში (ვინაიდან წარმოდგენილია დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც უტყუარად ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს), თუმცა არ იცოდა, რომ ეს სახლი არ იყო შ-----–--------ის დედის; გარდა ამისა, აცხადებს, რომ 28 აგვისტოს მონაწილეობა არ მიუღია შ------------–--–---–ის სახლისა და ავტომობილის ქურდობაში, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ვერ უარყოფს იმავე საღამოს შ-----–--------ესთან შეხვედრისა და მეორე დილით ტაქსით ერთად მგზავრობის ფაქტს. აღნიშნული გარემოება დასტურდება მოწმე ჯ--------------–ის ჩვენებით და მის მიერ მ-----–--------–---–ის ამოცნობის ოქმით. ასევე, ჯ--------------–ის ავტომობილიდან ხელჩანთის ამოღების ოქმით, რომელიც მოპარული იქნა შ------------–--–---–ის სახლიდან და რომელიც შ-----–--------ემ ფულის სანაცვლოდ დაუტოვა ტაქსის მძღოლ ჯ--------------–ს. საყურადღებოა ასევე მოწმე გ-----------------ის ჩვენებაც, რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის 28 აგვისტოს იმყოფებოდა ,,ბირჟაზე“, სადაც დაინახა შ------------–--–---–ის ავტომობილი, რომელსაც მართავდა შ-----–--------ე. მანქანაში ასევე იყო ვიღაც მეორეც, რომელიც ჩამალულივით იყო და კარგად ვერ დაინახა.
ამდენად, სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილი, გამოკვლეული და გამოკველვის გარეშე უდავოდ ცნობილი მოწმეთა ჩვენებები, წერილობით და ნივთიერი მტკიცებულებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და ქმნის უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცბულებათა ერთობლიობას ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განაჩენით, საკუთრების წინაარმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნამსამართლევმა მ-----–--------–---–მა, რომელსაც 2017 წლის 28 აგვისტოს მდგომარეობით ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, შ-----–--------ესთან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩაიდინა ქურდობა. კერძოდ, უკანონოდ შეაღწია ქარელის რაიონის სოფელ ძ-–---------–ი შ------------–--–---–ის ეზოში, საიდანაც დაეუფლა სატრანსპორტო საშუალებას და 20 ლიტრის ოდენობით დიზელის საწვავს, ხოლო ამავე ეზოში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ფარულად დაეუფლა „ასუს X550L“-ის მოდელის ნოუთბუქს, ფოტოაპარატ „CANON“-ს, მობილურ ტელეფონს და ფულად თანხას, რითიც საერთო ჯამში დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობით - 11303 ლარის მატერიალური ზიანი.
რაც შეეხება მ-----–--------–---–ის ბრალდებას საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, აღნიშნულ ნაწილიში გამამტყუნებებლი განაჩენი ემყარება მოწმეების: ა----------------ის, გივი გოდერძიშვილის, ი-–-----------–--------------------–-–---–---------------–-------ის ჩვენებებს, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალირების ოქმს და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც ო--------------–-ს ბინაში, სხვადახვა ადგილებიდან ამოღებული ხელის კვლები აღმოჩნდა მ-----–--------–---–ის ხელის კვლების იდენტური. ხსენებულ სახლში 2017 წლის 28 აგვისტოს ჩასვლის ფაქტი არ უარყო თავად მ-----–------–---–-აც, თუმცა მისი განამარტება იმის შესახებ, რომ მისი ვარაუდით იმყოფებოდნენ შ-----–--------ის დედის საცხოვრებელ ბინაში, არის უსაფუძვლო და დამაჯერებლობას მოკლებული. ამასთან, მისი აღნიშნული განმარტება წინააღმდეგობაში მოდის შ-----–--------ის ჩვენებასთან, რომელმაც განაცხადა, რომ მ-----–--------–---–ის სოფელში ჩასვლის შემდეგ გაიღვიძა, ო--------------–-ს ბინაში არსებული მაგიდა აალაგა და დარჩენილი პროდუქტები კვლავ დედამისის სახლის ეზოში გადაიტანა. პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტს, რომ 2017 წლის 27 აგვისტოს შ-----–--------ე სოფელ ძლევისჯვარში ჩავიდა მ-----–--------–---–თან ერთად და ღამე გაათენეს ო--------------–-ს სახლში, სადაც შევიდნენ სახლის მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ. შ-----–--------ის განმარტება იმის თაობაზე, რომ მან დედამისის სახლიდან აიღო ღვინო და გარკვეული პროდუქტები, რის შემდეგაც გადავიდნენ ო--------------–-ს სახლში, გამორიცხავს მ-----–--------–---–ის განმარტების სისწორეს, რომ არ იცოდა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ თუ იმყოფებოდა სახლში, რომელიც არ ეკუთვნოდა შ-----–--------ის დედას.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა თამნასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით გამოიკვლია მტკიცებულებები, განიხილა სისხლის სამართლის საქმე და გამოიტანა შესაბამისი დასკვნები. სასამართლოს შეფასებები საქმეში არსებული მტკიცებულებების კანონიერების, რელევანტურობისა და საკმარისობის კუთხით, საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია მ-----–--------–---–ის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ როგორც შ-----–--------ის, ასევე მ-----–--------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. სახეზეა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რომ შ-----–--------ემ და მ-----–--------–---–მა ჩაიდინეს ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილია „ა“ ქვეპუნქტი
რაც შეეხება მსჯავრდებულ შ-----–--------ის და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მათ მიერ მითითებულ არგუმენტებს შ-----–--------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემცირების და ნაწილობრივ პირობითად ჩათვლასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა შენგელი ჭევაძის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (დაზარალებულის პოზიცია) და დამამძიმებელი (არ გააჩნია) გარემოებები, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული, თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან და აღნიშნულის საფუძველზე განუსაზღვრა მას სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთნხმება და მიიჩნევს, რომ მისი შემსუბუქების ან/და სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის საფუძველი არ არსებობს.
პალატა ასევე, აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
შ-----–--------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე. ხოლო საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას ან უამისოდ.
მოცემულ შემთხვევაში, შ-----–--------ე ნასამართლობის მქონეა არა მხოლოდ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის, რამაც ასახვა ჰპოვა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის კუთხით, არამედ, ასევე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 07 ივნისის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 27 სექტემბრის აღსრულების ეროვნილი ბიუროს მომართვის საფუძველზე კი დგინდება, რომ ზემოაღნიშნული განაჩენით დაკისრებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მოვალეს არ წარუდგენია და იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.
ამდენად, შ-----–--------ე დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის - 2017 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით, წარმოადგენდა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის მქონე პირს და მისთვის სასჯელის სახით 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციის ფარგლებში, გამომდინარეობს რეციდივის გათვალისწინებით სასჯელის დანიშვნის საფუძვლებიდან.
ასევე, პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას და მონანიებას, დაზარალებულის პოზიციას, რომელსაც აუნაზრაურდა მიყენებული მატერიალური ზიანი და მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია; თუმცა, მის მიერ ჩადენილი, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გავრცელებული ხასიათის, ხერხის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, მართლსაწინააღმდეგო შედეგისა და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შ-----–--------ე არ არის ბოლომდე გულწრფელი მართლმსაჯულების წინაშე, კერძოდ ცდილობს მოსალოდნელი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა აარიდოს მ-----–--------–---–ს და ამ ნაწილში მისი ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება და დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა. ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ დანაშაულთა ერთობლიობით, რეციდივის საფუძელზე სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ შ-----–--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ მ-----–--------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი;
შ-----–--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
შ-----–--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; მასვე 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, საბოლოოდ, შ-----–--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რომლის ათვლაც დაეწყოს 2018 წლის 01 თებერვლიდან; მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
შ-----–--------ეს უფლების შეზღუდვის ნაწილში ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;
შ-----–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია;
მ-----–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
მ-----–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; მასვე 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, საბოლოოდ, მ-----–--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რომლის ათვლაც დაეწყოს 2018 წლის 27 მარტიდან; მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
მ-----–--------–---–ს უფლების შეზღუდვის ნაწილში ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;
მ-----–--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები:
- ნეთბუქის შავი ფერის ჩანთა, პლასტმასის ბალონი, პლასტმასის ძაბრი და მოწითალო ფერის საფულე დაუბრუნდეს დაზარალებულს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- მიკრონაწილაკები, ანაწმენდის სველი და მშრალი ნიმუშები, დაქტილოფირები განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე