განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 180100118002752053
საქმე N1b/430-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 აპრილი, 2019 წ ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
მ–------ რაიონული პროკურატურის პროკურორის ნა------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რო-------------------------–---–-ს მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------------------------- საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული: ქ------------–--------------------------------------–------------------–-----------------–--------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
მ–------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განაჩენით, რო-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111.187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 111.187-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 8(რვა)თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, რო-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი)წელი.
მსჯავრდებულ რო-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 21 ოქტომბრიდან 2018 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით.
რო-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, მ–------ რ---------------–-–------------, საავტომობილო გზაზე ავტომანქანით მგზავრობის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რო-----------–---–მა მეუღლეს თე--------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უთხრა, რომ მოკლავდა და იწევდა ავტომანქანის უკანა სალონიდან საჭესთან მჯდომი თე--------–---–ისკენ დასარტყმელად, რის საშუალებასაც არ აძლევდა ავტომანქანაში მყოფი სიდედრი მალ-----------–---–ი. ვინაიდან რო-----------–---–ი იყო აგრესიული მეუღლის მიმართ, თე--------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2018 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, მ–------ რ---------------–-–------------, საავტომობილო გზაზე ავტომანქანით მგზავრობის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რო-----------–---–მა მეუღლეს თე--------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ამის შემდეგ, თე--------–---–მა გააჩერა ავტომანქანა და გადმოვიდნენ, რა დროსაც რო-----------–---–მა ხელების და ფეხების დარტყმით და ავტომანქანის კარების საპირისპირო მხარეზე მოქაჩვით დააზიანა თე--------–---–ის კუთვნილი „-------------- მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით S---------- რითაც თე--------–---–ს მიადგა 400 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ–------ რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
რო-----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთიობლიობით, კერძოდ დაზარალებულ თე--------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: მალ-----------–---–ის, ე-–-----------–-----------------------–-------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით,; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნითა, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული.
პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, რო-----------–---–ს განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მ–------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ–------ რაიონული პროკურატურის პროკურორის ნა------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. მ–------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. რო------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111.187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 111.187-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 8(რვა)თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, რო-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი)წელი.
4. მსჯავრდებულ რო-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 21 ოქტომბრიდან 2018 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ რო-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის განმავლობაში გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.
6. პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ რო-----------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. ნივთმტკიცება:
- „---------------- მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით S-------- - დაუბრუნდეს თე--------–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
8.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი