განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002797612
საქმე №1/ბ-427-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------ის, მსჯავრდებულ ა---------–----–---–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-------------–--ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------–----------------–---–---–-ს მიმართ, დაბადებულის 1977 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, პ--------------------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ბ---–-----------------------–----–--–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით:
ა---------–----–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა---------–----–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ა---------–----–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა---------–----–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების მომენტიდან - 2019 წლის 7 თებერვლიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 6 დეკემბრიდან - 2018 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
ა---------–----–---–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ა---------–----–---–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის ნოემბრის ბოლოს, ბ---–-----------------------–----–--–-, ა---------–----–---–---–მა ურთიერთშელაპარაკების დროს თავის მეუღლეს - ო-–-------–---–---–ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით გაშლილი ხელი რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა სახის არეში, რა დროსაც ო-–-------–---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის პირველ-ორ დეკემბერს, ო-–-------–---–---–ს ქ. თბილისში, ალადაშვილის შესახვევი №8-ში ყოფნის დროს, ტელეფონის გამოყენებით მეუღლე, ა---------–----–---–---–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------ემ, მსჯავრდებულმა ა---------–----–---–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ-------------–--ემ.
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ა---------–----–---–---–ს ჩადენილი დანაშაულებისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალურ ზღვართან მიახლოვებული თავისუფლების აღკვეთა; სახელმწიფო ბრალმდებელი აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად უდებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა---------–----–---–---–ს დაენიშნა პიროვნებისათვის შეუსაბამო, უსამართლო სასჯელი.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ ა---------–----–---–---–ს სასჯელის დარჩენილი ნაწილი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა---------–----–---–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. ა---------–----–---–---–ის მიერ მოცემული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ო-–-------–---–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სახელმწიფო ბრალმდებელი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ა---------–----–---–---–ი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 აპრილის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანისათვის. მართალია აღნიშნულზე მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლომ, თუმცა ა---------–----–---–---–ს დაუნიშნა მისი პიროვნებისათვის შეუსაბამო სასჯელი. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დანაშაულების ჩადენის დროს, ა---------–----–---–---–ს ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, - გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.
რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის შესახებ იმ საფუძვლებით, რომ ა---------–----–---–---–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები, ჰყავს სამი შვილი და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, - ასეთს სააპელაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, მოცემული კვალიფიკაციით (ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა) ჩადენილი დანაშაულების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, ა---------–----–---–---–ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ. საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ნათელია, რომ აღნიშნული ნორმის გამოყენება სასამართლოს დისკრეციაა და არა ვალდებულება. კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად რიგი შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობისა, ზემოთმითითებული არგუმენტების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი ა---------–----–---–---–მა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმართ აღნიშნული რეგულაციით გათვალისიწნებული შეღავათი არ უნდა იქნას გამოყენებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა---------–----–---–---–ისათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ა---------–----–---–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა---------–----–---–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ა---------–----–---–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ა---------–----–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა---------–----–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ა---------–----–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა---------–----–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მიერ განაჩენის მიღების მომენტიდან - 2019 წლის 7 თებერვლიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 6 დეკემბრიდან - 2018 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ა---------–----–---–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია; გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი