განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.02.2019
საქმის ნომერი
010210015001204887
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210015001204887

საქმე 2/ბ-217-17

ganCineba

საქართველოს სახელით

20 თებერვალი 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

განმცხადებელი: რ--------- გო-----–--ე

მოწინააღმდეგე მხარე: ლ------ პ---–-------

განმცხადებლის მოთხოვნა: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებაში და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორება

სააპელაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ლ------ პ---–-------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილება ლ------ პ---–-------სათვის რ--------- გო-----–--ის სასარგებლოდ 20 000 აშშ დოლარის, ნ-----–- დო-–--ის სასარგებლოდ 15000 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების, ასევე იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისა და ლ------ პ---–-------სათვის საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში;

რ--------- გო-----–--ის და ნ-----–- დო-–--ის სასარჩელო მოთხოვნა, გ--–- ომ-----ესთან სოლიდარულად, ლ------ პ---–-------სათვის რ--------- გო-----–--ის სასარგებლოდ 20000 აშშ დოლარის და ნ-----–- დო-–--ის სასარგებლოდ 15000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

რ--------- გო-----–--ის და ნ-----–- დო-–--ის სასარჩელო მოთხოვნა, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ--–- ომ-----ისათვის, რ--------- გო-----–--ის სასარგებლოდ დაკისრებული 20000 აშშ დოლარის და ნ-----–- დო-–--ის სასარგებლოდ 15000 აშშ დოლარის ამოღების უზრუნველსაყოფად, განხორციელდა იპოთეკით დატვირთული, ლ------ პ---–-------ს კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბ--------------–-------------------------------------------------------------------ის რეალიზაცია;

რ--------- გო-----–--ეს, ლ------ პ---–-------ს სასარგებლოდ დაეკისრა, საპროცესო ხარჯის ნაწილის, 972,52 ლარის გადახდა, ხოლო ნ-----–- დო-–--ეს-729,33 ლარის გადახდა;

აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

2018 წლის 13 ივლისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა რ--------- გო-----–--ემ და ამავე სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.

აღნიშნული სამოქალაქო საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნდა 2018 წლის 24 დეკემბერს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე რ--------- გო-----–--ის განცხადების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2019 წლის 21 იანვარს, ასევე 2019 წლის 13 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა რ--------- გო-----–--ემ და ამავე სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებაში და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა.

განმცხადებლის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ რ--------- გო-----–--ის და ნ-----–- დო-–--ის სასარგებლოდ, ლ------ პ---–-------სათვის დაკისრებული თანხების გადახდევინების მიზნით, განხორციელდეს, იპოთეკით დატვირთული, ლ------ პ---–-------ს კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბ--------------–-------------------------------------------------------------------ის რეალიზაცია, თუმცა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ საკადასტრო კოდები ნაცვლად 0----------------------------------------------, დაფიქსირებულია ს/კ 2--------------- და ს/კ 2---------------, რამაც განაპირობა, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის უზუსტობა.

გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 თებერვლის ს------ წერილით მისთვის ცნობილი გახდა, რომ დღეისათვის, იმ უძრავი ქონების საკადასტრო კოდი- 05.2---------------, რომლის რეალიზაციაც იქნა დადგენილი 30.08.2017წ. გადაწყვეტილებით, ამჟამად შეიცვალა და არის ს/კ 0--------------------

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები და მიიჩნევს, რომ განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით უნდა მოხდეს მისი განმარტება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომა.

საპროცესო კანონმდებლობის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, დასაშვებია, მხოლოდ ისეთი შესწორება, რომლითაც არსებითად არ იცვლება გადაწყვეტილება (განჩინება), მისი აზრი და შინაარსი.

საქმის მასალებით, ასევე კანონიერ ძალაში შესული 30.08.2017წ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით (4.3, 4.6 პუნქტები) დადგენილია, რომ იპოთეკის საგანს წარმოადგენდა ქ. ბ---------------–---------ა-ში მდებარე, ლ------ პ---–-------ს საკუთრებაში რიცხული №05.2--------------- და №05.2---------------. საკადასტრო კოდის უძრავი ქონებები, თუმცა №2/ბ-217-17 სამოქალაქო საქმეზე 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, უძრავი ნივთის საკადასტრო კოდები, ნაცვლად № 05.2--------------- და № 05.2---------------, მიეთითა № 2--------------- და № 2---------------, რაც წარმოადგენს ტექნიკურ უსწორობას და უნდა გასწორდეს.

შესაბამისად, 30.08.2017წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში, ნაცვლად ჩანაწერისა: „გ--–- ომ-----ისათვის რ--------- გო-----–--ის სასარგებლოდ დაკისრებული 20000 აშშ დოლარის და ნ-----–- დო-–--ის სასარგებლოდ 15000 აშშ დოლარის ამოღების უზრუნველსაყოფად, განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ლ------ პ---–-------ს კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბ--------------–-------------------------------------------------------------------ის რეალიზაცია“, მიეთითოს:

„გ--–- ომ-----ისათვის რ--------- გო-----–--ის სასარგებლოდ დაკისრებული, 20000 აშშ დოლარის და ნ-----–- დო-–--ის სასარგებლოდ 15000 აშშ დოლარის ამოღების უზრუნველსაყოფად, განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ლ------ პ---–-------ს კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბ--------------–-------------------- ს/კ 0-----------------------------------------------ის რეალიზაცია.

პალატა დამატებით აღნიშნავს:

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაში- საქართველოს იუსტიციის სამინიტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 თებერვლის წერილში დაფიქსირებულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N M--------/3 (-------------------- გადაწყვეტილების საფუძველზე, ცვლილება განხორციელდა უძრავი ნივთის მონაცემებში (მისამართი). უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, № 05.2--------------- საკადასტრო კოდის უძრავი ნივთის ამჟამინდელ საკადასტრო კოდს წარმოადგენს 0-------------------- ხოლო მისამართია: ქალაქი ბ--------------------------.

ამდენად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, 05.2--------------- და 0------------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები არის იდენტური და 05.2--------------- საკადასტრო კოდი წარმოადგენს, 0------------------- საკადასტრო კოდის ძველ (წინა) საკადასტრო კოდს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

ამავე კოდექსის მე-7.2 მუხლის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას...

ამავე კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

საპროცესო კანონმდებლობის ზემოთმითითებული ნორმებიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N M--------/3 (0-------------------) გადაწყვეტილებისა და საქმის მასალებზე დაყრდნობით, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან ცვლილება განხორციელდა უძრავი ნივთის მონაცემებში (მისამართი, საკადასტრო კოდი), 30.08.2017წ. გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით უნდა მოხდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის განმარტება კერძოდ:

განიმარტოს, რომ №2/ბ-217-17 სამოქალაქო საქმეზე, 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით, გ--–- ომ-----ისათვის რ--------- გო-----–--ის სასარგებლოდ დაკისრებული, 20000 აშშ დოლარის და ნ-----–- დო-–--ის სასარგებლოდ 15000 აშშ დოლარის ამოღების უზრუნველსაყოფად, უნდა განხორციელდეს, იპოთეკით დატვირთული ლ------ პ---–-------ს კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე, ქ. ბ--------------–-------------------- ს/კ 05.2--------------- და ქალაქი ბ--------------------------, ს/კ 0--------------------ს რეალიზაცია.

ამ ცვლილების გათვალისწინებით, გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. რ--------- გო-----–--ის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. გასწორდეს და №2/ბ-217-17 სამოქალაქო საქმეზე, 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა;

3. 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში, ნაცვლად ჩანაწერისა: „გ--–- ომ-----ისათვის რ--------- გო-----–--ის სასარგებლოდ დაკისრებული 20000 აშშ დოლარის და ნ-----–- დო-–--ის სასარგებლოდ 15000 აშშ დოლარის ამოღების უზრუნველსაყოფად, განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ლ------ პ---–-------ს კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბ--------------–-------------------------------------------------------------------ის რეალიზაცია“, მიეთითოს:

„გ--–- ომ-----ისათვის რ--------- გო-----–--ის სასარგებლოდ დაკისრებული 20000 აშშ დოლარის და ნ-----–- დო-–--ის სასარგებლოდ 15000 აშშ დოლარის ამოღების უზრუნველსაყოფად, განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ლ------ პ---–-------ს კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბ--------------–-------------------- ს/კ 0-----------------------------------------------ის რეალიზაცია.

4. გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განიმარტოს, №2/ბ-217-17 სამოქალაქო საქმეზე, 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით, გ--–- ომ-----ისათვის რ--------- გო-----–--ის სასარგებლოდ დაკისრებული, 20000 აშშ დოლარის და ნ-----–- დო-–--ის სასარგებლოდ 15000 აშშ დოლარის ამოღების უზრუნველსაყოფად, უნდა განხორციელდეს, იპოთეკით დატვირთული ლ------ პ---–-------ს კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე, ქ. ბ--------------–-------------------- ს/კ 05.2--------------- და ქალაქი ბ--------------------------, ს/კ 0--------------------ს რეალიზაცია;

5. ამ ცვლილების გათვალისწინებით, გაიცეს სააღსრულებო ფურცელი;

6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით განჩინების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე