განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.04.2019
საქმის ნომერი
330310016001413382
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N-30310016001413382 (3ბ/1513-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 იანვარი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე

მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი

მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - გ--------------–---–ი

წარმომადგენელი - გ-------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - მ---------–---–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

წარმომადგენელი - თ---------------ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით გ--------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 31 მარტს გ--------------–---–მა №5---- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა თ--------------------–--------–---–ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერში გარდაცვალების რეგისტრაციის ადგილის გრაფაში მითითებული მისამართის - ქ. თბილისი, თ------–-----------ის შესწორება მისამართით - ქ. თბილისი, თ------–----------. განცხადებაში აღინიშნა, რომ თ------------–---–ი გარდაცვალების დროს ცხოვრობდა ქ. თბილისი, თ------–-----------ში, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა მისი შვილი - მ-----–---------------------–---–ი, რომელიც დედის გადაცვალების შემდეგ დაეუფლა მის საყოფაცხოვრებო ნივთებს (ქონებას). მ-----–-------–---–ის გარდაცვალების შემდეგ მის სამკვიდრო ქონებას დაეუფლა მისი შვილი - ვ-–---------------–---–ი, ხოლო ვ-–---------------–---–ის გარდაცვალების შემდეგ მის სამკვიდრო ქონებას დაეუფლა მისი შვილი - მოსარჩელე გ--------------–---–ი. სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან მიღებული საინფორმაციო ბარათებით, მ----ლ, ვ-–-------- და გ--------------–---–ების რეგისტრაციის ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, თ------–----------.

 

2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 26 აპრილის №0----------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა თ------------–---–ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერში მითითებული მისამართის ქ. თბილისი, თ------–----------- ქ. თბილისი, თ------–-----------ზე შესწორების თაობაზე. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, კერძოდ: მ-----–---------------------–---–ის დაბადების მოწმობა, მ-----–---------------------–---–ის გარდაცვალების მოწმობა, ვ-–-------- მ-----–------------–---–ის დაბადების მოწმობა, ვ-–-------- მ-----–------------–---–ის გარდაცვალების მოწმობა, გ----------–--------------------–---–ის დაბადების მოწმობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს დოკუმენტები არ იქნა მიჩნეული თ------------–---–ის მისამართზე ქ. თბილისი, თ------–-----------ში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტებად. საქმის წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული მოქალაქე თ--------------------–--------–---–ის საინფორმაციო ბარათები. განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი საბინაო წიგნი, რომლითაც შესაძლებელია დადასტურებულიყო, რომ თ------------–---–ი ცხოვრობდა მისამართზე ქ. თბილისი, თ------–---–---------ში. სამართლებრივი საფუძველი: ,,სამოქალაქო ატების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი.

 

2.3. 2016 წლის 26 აპრილს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 26 აპრილის №0----------- გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა გ--------------–---–ის წარმომადგენელმა კ---- ჯ----–---–მა და მოითხოვა შეტანილი იქნეს ცვლილება თ------------–---–ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერში, გარდაცვალების რეგისტრაციის ადგილის გრაფაში მითითებულ მისამართი ქ. თბილისი, თ------–---------- და მიეთითოს მისამართი ქ. თბილისი, თ------–----------.

 

2.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 27 მაისის №0---------- გადაწყვეტილების - ,,გ--------------–---–ის წარმომადგენლის კ---- ჯ----–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე’’ - თანახმად: 1) არ დაკმაყოფილდა გ--------------–---–ის წარმომადგენლის კ---- ჯ----–---–ის 2016 წლის 26 აპრილის N----- ადმინისტრაციული საჩივარი; 2) უცვლელად დარჩა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 26 აპრილის №0----------- გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ 2016 წლის 23 მაისს დაინიშნა ზეპირი მოსმენა. ზეპირ მოსმენაზე კ---- ჯ----–---–მა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და თ------------–---–ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერში, გრაფაში გარდაცვლილის ბოლო რეგისტრაციის ადგილში დაფიქსირებული მისამართი ქ. თბილისი, თ------–---------- შესწორდეს მისამართზე ქ. თბილისი, თ------–----------, რადგან გარდაცვალების აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანა ესაჭიროება მემკვიდრეობის მისაღებად. აგრეთვე დამატებით წარადგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 17.05.2016 წლის N8--- წერილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.010.2016 წლის N----- წერილი და 09.03.2016 წლის წერილი (განცხადების რეგისტრაციის NT-----------). თ------------–---–ის გარდაცვალების N1-- აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია 30.01.1943 წელს, ქ. თბილისის ჩუ-------------------ის მმრ განყოფილების მიერ. გარდაცვალების აქტის პირველ ეგზემპლიარში გარდაცვლილი პირის სახელის გრაფაში მითითებულია სახელი თ--–--ო, რაც გადახაზულია და შესაბამისი დამოწმების გარეშე მითითებულია ,,თ------’’, ხოლო მეორე ეგზემპლიარში მითითებულია ,,თ------’’. გარდაცვალების აქტის ორივე ეგზემპლიარში გარდაცვლილი პირის ბოლო რეგისტრაციის მისამართის გრაფაში მითითებულია: ქ. თბილისი, თ------–---------- გრდაცვალების აქტის რეგისტრაციისას ჩაბარებული იქნა პასპორტი N------- სხვა ინფორმაცია თ------ ჯ----–---–ის რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს სამისამართო სამსახურში არ მოიძებნა. საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციით, თ------ ჯ----–---–ის სახელზე აღიცხულია საკუთრება მისამართზე: თბილისი, თ------–------------ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 17.11.1964 წლის N1------ წერილის თანახმად, აღნიშნულ მისამართზე განთავსებული საცხოვრებელი ფართი თ------------–---–ის გარდაცვალების მომენტისათვის 2 წლის დანგრეული იყო. მ-----–-------–---–ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერით, ვ-–-------- და გ--------------–---–ების საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ თ------------–---–ის ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ მისამართზე - ქ. თბილისი, თ------–----------. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №---- წერილით დასტურდება, რომ ქ. თბილისში თ------–--ის ქუჩა წარმოიქმნა მე-20 საუკუნის დასაწყისში და შეტანილია 1925-1926 წლების ცნობათა წიგნში „მ----–-------–--ი“. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N8---- წერილით, სააგენტოში თ------–--ის ქუჩის ნუმერაციის ცვლილების შესახებ ინფორმაცია, თ------------–---–ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია დაცული არ არის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში მოძიებული ინფორმაციით დასტურდება ფაქტი, რომ მისამართზე ქ. თბილისი, თ------–---------- ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში აღირიცხა 1940 წლიდან და მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა გრაფაში მითითებულია მ--------------------–---------–---–ი, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის განცხადებით იყო მათი მეზობელი და გარდაცვლილი პირის ბოლო საცხოვრებელი ადგილი იქნებოდა მისამართი, სადაც ცხოვრობდნენ მისი ოჯახის წევრები და არა ის მისამართი, რაც წარმოადგენს მათი მეზობლების საკუთრებას. აღინიშნა, რომ საქმისწარმოების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე არ დგინდებოდა, რომ თ------------–---–ი გარდაცვალების მომენტისათვის ცხოვრობდა და რეგისტრირებული იყო მისამართზე - ქ. თბილისი, თ------–----------. სამართლებრივი საფუძველი: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601; 201.1.,,ბ’’; 202-ე მუხლები’’; სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 79.,,ა’’ მუხლი.

 

2.5. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის (განმეორებითი, ალ N2-----; გაცემის თარიღი: 28.03.2007 წელი) თანახმად, თ------------–---–ი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში 1----–-–--------- სააქტო ჩანაწერი N1--.

 

2.6. საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების განყოფილების 1943 წლის 30 იანვრის №1-- ჩანაწერის მიხედვით, თ------ ი-------------–- ჯ----–---–ის გარდაცვალების რეგისტრაციის ადგილის გრაფაში მითითებული მისამართია ქ. თბილისი, თ------–----------.

 

2.7. საქმეში წარმოდგენილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 17.11.64 წლის N1------ წერილით ორჯონიკიძის (ამჟამად, ვაკის) რაიონის იურიდიულ კონსულტაციას ეცნობა, რომ თ------–--ის ქ. N-- მისამართზე ერთსართულიანი სახლი შემდგარი 2 საცხოვრებელი ოთახისაგან, ფართით 14,70 კვ.მ. აღრიცხული იყო 26/IV 1940 წელს ჯ----–---–ი თ-----ის სახელზე, აღნიშნული სახლი დაუნგრევიათ და ობიექტზე ფიქსირებულია 1941 წლის თარიღით, სახლის მფლობელი გარდაცვლილია, სახლი დანგრეულია’’. 1963 წლამდე ამ ნაკვეთზე სახლი არ მდგარა. 23/IX-63 ჩატრდა ინვენტარიზაცია და სახლი შემდგარი ერთი ოთახისაგან ფართით 16,40 კვ.მ., როგორც თვითნებური მშენებლობა ჯ----–---– თ-----ის სახელზე. სახლი თვითნებურია და გადაფორმებას არ ექვემდებარება.

 

2.8. საქმეში წარმოდგენილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 2--------- წლის N-- წერილის თანახმად, ორჯონიკიძის (ამჟამად, ვაკის) რაიონის იურიდიულ კონსულტაციას ეცნობა, რომ ბიუროს ჩანაწერებით, თ------–-----------ში მდებარე სამი ერთსართულიანი სახლი შემდგარი 6 საცხოვრებელი ოთახისაგან ფართით 103,08 კვ.მ.ირიცხება მოქ. მ-----–---------------------–---–ზე, ი------------------ ჯ----–---–ზე და ვ-–-------- მ-----–------------–---–ზე, სახლის საკუთრების და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. თ------–--ის ქ. N---ში მდებარე ერთსართულიანი სახლი შემდგარი 2 საცხოვრებელი ოთახისაგან, ფართით 41,51 კვ.მ. ირიცხება მოქ. თ------ ი-------------–- ჯ----–---–ის სახელზე, სახლის საკუთრების და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

 

2.9. საქმეში წარმოდგენილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების (მომზადების თარიღი: 10.04.2009წ) თანახმად: მიწის ნაკვეთი: თ------–--ის ქ. N---ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საერთო ფართი 218 კვ.მ, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე აღრიცხულია 1994 წლამდე. სააღრიცხვო ბარათი N0-----. აღრიცხულია 1985 წელს თ------------–---–ის სახელზე. შენობა-ნაგებობა: ლიტერ ,,ა’’ (საცხოვრებელი) 75.03 კვ.მ.; ლიტერ ,,ბ’’ (დამხმარე) 5 კვ.მ. მოსარგებლე/მესაკუთრე თ------------–---–ი, სააღიცხვო ბარათი N0-----, აღრიცხულია 1985 წელს.

 

2.10. საქმეში წარმოდგენილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მასალებით - საინვენტარიზაციო გეგმა, 30.08.1988 წლით დათარიღებული ტექნიკური პასპორტი, მიწის ნაკვეთის გეგმა, სააღიცხვო ბარათი N0-----, 1977 წლის საბინაო წიგნი (იხ. ს.ფ. 108-139; ტ-I ) - დასტურდება, რომ ქ. თბილისში, თ------–--ის ქ. N---ში მდებარე უძრავი ქონება აღრიცხული იყო გარდაცვლილი თ------------–---–ის სახელზე.

 

2.11. საქმეში წარმოდგენილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში თ------–--ის ქუჩა N--ზე დაცული ბიუროს მასალებით - თ------–--ის ქუჩა N--ის 1958 წლის საბინაო წიგნი, 1967 წლის საბინაო წიგნი, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26/06/2013 წლის ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა, 22.12.1964 წლის საქ. თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა განყოფილების Nმ--- წერილი, ტექნიკური აღრიცხვის ბარათი, ტექნიკური პასპორტი, სამკვიდრო მოწმობა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს. ფ. 52-95; ტ-I) დასტურდება, რომ თ------–--ის ქუჩა N--ზე მესაკუთრეს წარმოადგენს ა---------–--------–---–ი (მ-------------–---–ის მემკვიდრე).

 

2.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.01.2016 წლის N----- წერილით, კ---- ჯ----–---–ს, მისივე N7------ წერილის პასუხად ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურში ქ. თბილისში, თ------–--ის ქუჩაზე, მის მიერ რუკაზე მონიშნულ უძრავ ნივთებზე მისამართების/ნუმერაციის ცვლილებების ან მინიჭების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია ან დოკუმენტი არ არის დაცული. ასევე ეცნობა, რომ ტექნიკური აღიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაციით (ნოტარიალური ხელშეკრულებები, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, საინვენატარიზაციო გეგმები) ვერ ხერხდება მის მიერ წარმოდგენილ ორთო-ფოტოთი უძრავი ნივთის იდენტიფიკაცია, შესაბამისად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოამზადოს ინფორმაცია.

 

2.13. მ-----–-------–---–ის დაბადების მოწმობის (განმეორებითი, 2---------–., РЭ N1-----, სააქტო ჩანაწერი N13) მიხედვით, თ----- ი-----------–- ჯ----–---–ი არის მ-----–--------------- ჯ----–---–ის დედა. მ-----–---------------------–---–ის გარდაცვალების მოწმობის (განმეორებითი, 1----------–. РЭ N 3-----, სააქტო ჩანაწერი N1--) და გარდაცვალების აქტის ჩანაწერის N1-- სააქტო ჩანაწერში მითითებულია მ-----–---------------------–---–ი გარდაცვალებამდე მუდმივი საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილი ქ. თბილისი, თ------–----------.

 

2.14. ვ-–-------- მ-----–------------–---–ის დაბადების მოწმობის (განმეორებითი, 2-----------–., ИТ N 5------- სააქტო ჩანაწერი N--) მიხედვით, მ-----–---------------------–---–ი არის ვ-–-------- მ-----–------------–---–ის მამა. ვ-–-------- მ-----–------------–---–ის გარდაცვალების მოწმობის ( 2----------–., III-ТИ N 4------ სააქტო ჩანაწერი N----) და გარდაცვალების აქტის ჩანაწერის N----) სააქტო ჩანაწერში მითითებულია ვ-–-------- მ-----–------------–---–ი გარდაცვალებამდე მუდმივი საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილია ქ. თბილისი, თ------–----------.

 

2.15. გ----------–--------------------–---–ის დაბადების მოწმობის (განმეორებითი, 4------- წელი, ИТ N 3-----, სააქტო ჩანაწერი N1--- ) მიხედვით, ვ-–---------------–-------------–---–ი არის გ----------–--------------------–---–ის მამა.

 

2.16. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 29.10.2015 წლის სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის N0------------- წერილის თანახმად, გ--------------–---–ი 26.08.2005 წლიდან რეგისტრირებულია მისამართზე, ქ. თბილისი, თ------–-------------, გაუქმებულია რეგისტრაცია 20.10.2015 წელს.

 

2.17. სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ 17.12. 2007 წლის ნოტარიუს თ--------------–ის დადგენილების თანახმად, გ--------------–---–ს უარი ეთქვა მამკვიდრებლის მამის ვ-–---------------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე, რომელიც მისი განმარტებით ეკუთვნოდა მამამისის ბებია თ------------–---–ს და რომელსაც გარდაცვალებამდე ფლობდნენ და განაგებდნენ ამ უკანასკნელის შვილი მ-----–-------–---–ი, ხოლო შემდგომში მ-----–-------–---–ის შვილი ვ-–---------------–---–ი. სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე განემარტა, რომ უფლება აქვს მიმართოს სასამართთლოს იურიდიული ფაქტის დადგენის თაობაზე, მათი სამკვიდრო ქონების ფაქტიური ფლობით მიღების თაობაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.18. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. „დ“ მუხლის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 26 აპრილის №0----------- გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 27 მაისის №0---------- გადაწყვეტილება - წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან უნდა შემოწმდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსახილველი დავის ფარგლებში.

 

2.19. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.1. მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. იმავე კოდექსის 23.1. მუხლით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს. მითითებული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; ბ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს; გ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია; ე) ცვლილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული მონაცემის ახალი მონაცემით შეცვლა; ვ) შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა; თ) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზა არის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში ინფორმაციის დამუშავების შედეგად შექმნილ მონაცემთა ერთობლიობა. იმავე კანონის 76.1. მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება თ----- (თ--–--ო) ჯ----–---–ის გარდაცვლილების რეგისტრაციის დოკმენტში - საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების განყოფილების 1943 წლის 30 იანვრის №1-- სამოქალაქო სააქტო ჩანაწერის რეგისტრაციისას შეცდომის დაშვების ფაქტი, კერძოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ------ ი-------------–- ჯ----–---–ის გარდაცვალების რეგისტრაციის ადგილის გრაფაში დაშვებული იქნა შეცდომა და მითითებული მისამართის - ქ. თბილისი, თ------–----------, ნაცვლად მითითებული უნდა იყოს თ------–-------------. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 27 მაისის №0---------- გადაწყვეტილება და ამავე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 26 აპრილის №0----------- გადაწყვეტილება არის კანონშესაბამისი. ამრიგად, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებსა და სასამართლო სახდომაზე გამოთქმული მოსაზრებები დავის საგანთან მიმართებაში. შესაბამისად, უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით.

 

2.20. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33.1. მუხლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, არის კანონშესაბამისი. ამრიგად, უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის მოთხოვნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 27 მაისის №0---------- გადაწყვეტილებისა და ამავე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 26 აპრილის №0----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, შესაბამისად, როგორც თანამდევი შედეგი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. აპელანტი ასევე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმებას მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად არ მიუთითა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც დგინდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულყოფილად, სასამართლომ საქმის განხილვის დროს არ გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, არ გამოითხოვა დოკუმენტები და არ შეეცადა სრულყოფილად დაედგინა საქმის ნამდვილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2. აპელანტი აღნიშნავს, რომ არც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები და არც სასამართლო არ შეეცადა გარკვეულიყო საქმის ნამდვილ ფაქტობრივ გარემოებებში, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებას, ვინაიდან მათ არა აქვთ უფლება თავისი გადაწყვეტილება დააფუძნონ იმ გარემოებებზე, რომლებიც მათ არ გამოურკვევიათ. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ უძრავი ქონება ქ. თბილისში, თ------–--ის ქ. N--ში აღრიცხულია 1940 წლიდან და მისი მოსარგებლე/მესაკუთრეები თავიდანვე იყვნენ მ------–---–--ი, გაურკვეველია, როგორ არის შესაძლებელი, რომ თ------------–---–ი, რომელსაც საკუთრებაში ჰქონდა ქ. თბილისში, თ------–--ის ქ. N---ში მდებარე ქონება, რომელიც მისი გარდაცვალების მომენტში დანგრეული იყო და იქვე გვერდზე, ქ. თბილისში, თ------–-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდნენ და სარგებლობდნენ მისი ოჯახის წევრები, გარდაცვლილიყო ქ. თბილისში, თ------–--ის ქ. N--ში. აპელანტის მოსაზრებით, აშკარაა, რომ ადგილი აქვს მნიშვნელოვან შეუსაბამობას და უზუსტობას. ფაქტია, რომ მაშინდელი „N-“ და დღევანდელი „N-“ არ შეესაბამება ერთმანეთს, გაურკვევლობის გამორკვევას არ შეეცადნენ არც ადმინისტრაციული ორგანოები და არც სასამართლო, იმ პირობებში, როდესაც მან ყველა ზომას მიმართა, რომ გამოერკვია, თუ საიდან არის წარმოშობილი ეს შეუსაბამობა. აპელანტის განმარტებით, ის ფაქტი, რომ მაშინდელი „N-“ და დღევანდელი „N-“ არ შეესაბამება ერთმანეთს, როგორც მიწის ნაკვეთის ფართით, ისე ამ მისამართზე შემავალი შენობა-ნაგებობებით, დასტურდება სააპელაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებით - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის N------ წერილით და მისი დანართით, რომლის თანახმად, სიტუაციურ ნახაზზე მონიშნული ნაგებობა (ნაგებობა, სადაც გარდაცვალებისას ცხოვრობდა თ------------–---–ი) ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივში ფიქსირდება ქ. თბილისში თ------–-----------ის საარქივო მასალაში, როგორც ლიტერი ,,ვ’’. ამავე წერილით დგინდება, რომ ეს ნაგებობა საჯარო რეესტრის მისამართების რეესტრში (2012 წელს მომზადებული ელექტრონული მისამართების ბაზა) რეგისტრირებული იყო მისამართით: ქ. თბილისი, თ------–--ის ქ. N- და დღეს, ანუ 2018 წლის 16 აპრილს, ხარვეზის გასწორების შედეგად იგი დარეგისტრირდა მისამართით: ქ. თბილისი, თ------–----------. ამდენად, ამ წერილით დგინდება, რომ ნაგებობა, რომელშიც გარდაიცვალა თ------------–---–ი, შეცდომით დამისამართებული იყო ქ. თბილისი, თ------–--ის ქ. N--ად და ხარვეზის გასწორების შედეგად, იგი დამისამართდა: ქ. თბილისი, თ------–-----------ად, ანუ ადგილი ჰქონდა შეცდომას, რაც გასწორდა, შესაბამისად, შეცდომა იყო სააქტო ჩანაწერში და ისიც ექვემდებარება შესწორებას.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, არც ადმინისტრაციულ ორგანოებს და არც სასამართლოს გათვალისწინებული არა აქვს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. თბილისი, თ------–---------- და ქ. თბილისი, თ------–--ის ქ. N-- ფაქტობრივად ერთიდაიგივეა, რაც დასტურდება საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.02.2017 წლის N----- და და 28.12.2016 წლის N------ წერილებით, ამასთან, სასამართლოს გათვალისწინებული არა აქვს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. თბილისი, თ------–--ის ქ. N--ს აქვს 2 სააღრიცხვო მასალა, კერძოდ, N------ და N------ სააღრიცხო მასალა და მომხდარია ამ მისამართის ცვლილება, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის 16.04.2018 წლის N------ წერილით. ამასთანავე, აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ------------–---–ი ვერ გარდაიცვლებოდა ქ. თბილისში, თ------–--ის ქ. N--ში, ვინაიდან აღნიშნულ მისამართზე მდებარე სახლი ეკუთვნით მეზობლებს - მ------–---–--ს. ასევე, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1940 წლიდან დღემდე შესაძლებელია შეცვლილიყო სახლის ნომრები ან/და მომხდარიყო მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების კუთვნილების დაზუსტება, დაყოფა ან/და სხვა მსგავსი გარემოებები. საქმეში არსებული მტკიცებულება, რომელიც მიანიშნებს ასეთის არარსებობაზე არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ ასეთი არ მომხდარა, ვინაიდან ინფორმაციის არფლობა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი რამ არ მომხდარა. ამ თვალსაზრისით, სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამორკვევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, გარდა სადავო გარდაცვალების სააქტო ჩანაწერებისა, ვერ წარადგინეს ვერცერთი მტკიცებულება, რომლებითაც დადასტურდებოდა თ------------–---–ის ნამდვილად გარდაცვალება ქ. თბილისში, თ------–--ის ქ. N--ში, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მტკიცების ტვირთს. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტებში არ არის მოცემული იმის დასაბუთება, თუ, რატომ ვერ მიიჩნევა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები იმის დასტურად, რომ თ------------–---–ი გარდაიცვალა არა თ------–--ის ქ. N--ში, არამედ თ------–-----------ში. ასეთი დასაბუთება გასაჩივრებულ აქტებში მოცემული არ არის, შესაბამისად, ისინი დაუსაბუთებელი და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამოა.

 

3.4. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ფაქტობრივ გარემოებათა არასწორად დადგენამ გამოიწვია საქმეზე არასწორი სამართლებრივი შეფასების გაკეთება და მისი არასწორად დასაბუთება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, როგორც დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო, უკანონო, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამო და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს არც ფაქტობრივი გარემოებების მითითებით და არც ამ ფაქტობრივ გარემოებათა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების მითითებით, დასაბუთებულად უარყოფილი არა აქვს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე უთითებდა საქმის განხილვის დროს, არათუ დასაბუთებულად უარყოფილი, არამედ ისინი საერთოდ გამოტოვებულია და სასამართლოს მათთვის ყურადღება არ მიუქცევია. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის გამოყენებული ნორმები, ვინაიდან საქმის ნამდვილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მის მიერ გამოსაყენებელი ნორმების ერთობლიობა ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლებს. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლოს უნდა დაედგინა საქმის ნამდვილი ფაქტობრივი გარემოებები და დადგენილი ნამდვილი ფაქტობრივი გარემოებების მითითებით გამოეყენებინა მათი შესაბამისი კანონები. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ საქმის ნამდვილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არასწორად განმარტა მის მიერ გამოყენებული ნორმები. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, სახეზეა საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი დარღვევა, რომელთა არარსებობის პირობებშიც, მიღებული იქნებოდა მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილება. სასამართლომ საქმის ნამდვილი ფქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით არ მოახდინა ინფორმაციისა და მტკიცებულებების გამოთხოვა, ამასთან, სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეს იმ მოწმეთა დაკითხვაზე, რომლებიც დაადასტურებდნენ, თუ სად გარდაიცვალა თ------------–---–ი.

 

3.5. აპელანტის მითითებით, იგი სასამართლოს ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად ასაჩივრებს სასამართლოს იმ განჩინებას, რომელიც წინ უძღვოდა სასამართლოს ძირითად გადაწყვეტილებას, კერძოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 თებერვლის საოქმო განჩინებას, მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ (საქმე N-/4837-16). აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული განჩინება არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და უკანონოა, ვინაიდან მის მიერ სარჩელში და შემდგომ შუამდგომლობაში მითითებული მოწმეები დაადასტურებდნენ, თუ სად გარდაიცვალა თ------------–---–ი. მოწმეთა ჩვენებებით შესაძლებელია დადგინდეს გარდაცვალების ადგილი და ადგილი, თუ სად ცხოვრობდა სიცოცხლეში თ------------–---–ი. სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში დასაბუთებულად უარყოფილი არა აქვს მისი მოთხოვნა და ასეთი უარყოფა მას დასაბუთებული არა აქვს სამართლებრივი საფუძვლებით. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 140-ე და სხვა ნორმების შესაბამისად, იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთათვისაც იშუამდგომლა მოწმეთა დაკითხვაზე, დასაშვები იყო მოწმეთა ჩვენებებით, რაც უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 თებერვლის საოქმო განჩინება მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ, არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და უკანონოა, სახეზეა სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების დანაწესები, რის გამოც, საოქმო განჩინება უნდა გაუქმდეს და მისი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად განმარტა კანონი და ასევე არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის შედეგადაც მიღებულ იქნა ნაწილობრივ სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 31 მარტს გ--------------–---–მა №5---- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა თ--------------------–--------–---–ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერში გარდაცვალების რეგისტრაციის ადგილის გრაფაში მითითებული მისამართის - ქ. თბილისი, თ------–-----------ის შესწორება მისამართით - ქ. თბილისი, თ------–----------. განცხადებაში აღინიშნა, რომ თ------------–---–ი გარდაცვალების დროს ცხოვრობდა ქ. თბილისი, თ------–-----------ში, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა მისი შვილი - მ-----–---------------------–---–ი, რომელიც დედის გადაცვალების შემდეგ დაეუფლა მის საყოფაცხოვრებო ნივთებს (ქონებას). მ-----–-------–---–ის გარდაცვალების შემდეგ მის სამკვიდრო ქონებას დაეუფლა მისი შვილი - ვ-–---------------–---–ი, ხოლო ვ-–---------------–---–ის გარდაცვალების შემდეგ მის სამკვიდრო ქონებას დაეუფლა მისი შვილი - მოსარჩელე გ--------------–---–ი. სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან მიღებული საინფორმაციო ბარათებით, მ----ლ, ვ-–-------- და გ--------------–---–ების რეგისტრაციის ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, თ------–----------.

 

4.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 26 აპრილის №0----------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა თ------------–---–ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერში მითითებული მისამართის ქ. თბილისი, თ------–----------- ქ. თბილისი, თ------–-----------ზე შესწორების თაობაზე. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, კერძოდ: მ-----–---------------------–---–ის დაბადების მოწმობა, მ-----–---------------------–---–ის გარდაცვალების მოწმობა, ვ-–-------- მ-----–------------–---–ის დაბადების მოწმობა, ვ-–-------- მ-----–------------–---–ის გარდაცვალების მოწმობა, გ----------–--------------------–---–ის დაბადების მოწმობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს დოკუმენტები არ იქნა მიჩნეული თ------------–---–ის მისამართზე ქ. თბილისი, თ------–-----------ში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტებად. საქმის წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული მოქალაქე თ--------------------–--------–---–ის საინფორმაციო ბარათები. განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი საბინაო წიგნი, რომლითაც შესაძლებელია დადასტურებულიყო, რომ თ------------–---–ი ცხოვრობდა მისამართზე ქ. თბილისი, თ------–---–---------ში. სამართლებრივი საფუძველი: ,,სამოქალაქო ატების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი.

 

4.3. 2016 წლის 26 აპრილს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 26 აპრილის №0----------- გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა გ--------------–---–ის წარმომადგენელმა კ---- ჯ----–---–მა და მოითხოვა შეტანილი იქნეს ცვლილება თ------------–---–ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერში, გარდაცვალების რეგისტრაციის ადგილის გრაფაში მითითებულ მისამართი ქ. თბილისი, თ------–---------- და მიეთითოს მისამართი ქ. თბილისი, თ------–----------.

 

4.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 27 მაისის №0---------- გადაწყვეტილების - ,,გ--------------–---–ის წარმომადგენლის კ---- ჯ----–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე’’ - თანახმად: 1) არ დაკმაყოფილდა გ--------------–---–ის წარმომადგენლის კ---- ჯ----–---–ის 2016 წლის 26 აპრილის N----- ადმინისტრაციული საჩივარი; 2) უცვლელად დარჩა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 26 აპრილის №0----------- გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ 2016 წლის 23 მაისს დაინიშნა ზეპირი მოსმენა. ზეპირ მოსმენაზე კ---- ჯ----–---–მა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და თ------------–---–ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერში, გრაფაში გარდაცვლილის ბოლო რეგისტრაციის ადგილში დაფიქსირებული მისამართი ქ. თბილისი, თ------–---------- შესწორდეს მისამართზე ქ. თბილისი, თ------–----------, რადგან გარდაცვალების აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანა ესაჭიროება მემკვიდრეობის მისაღებად. აგრეთვე დამატებით წარადგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 17.05.2016 წლის N8--- წერილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.010.2016 წლის N----- წერილი და 09.03.2016 წლის წერილი (განცხადების რეგისტრაციის NT-----------). თ------------–---–ის გარდაცვალების N1-- აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია 30.01.1943 წელს, ქ. თბილისის ჩუ-------------------ის მმრ განყოფილების მიერ. გარდაცვალების აქტის პირველ ეგზემპლიარში გარდაცვლილი პირის სახელის გრაფაში მითითებულია სახელი თ--–--ო, რაც გადახაზულია და შესაბამისი დამოწმების გარეშე მითითებულია ,,თ------’’, ხოლო მეორე ეგზემპლიარში მითითებულია ,,თ------’’. გარდაცვალების აქტის ორივე ეგზემპლიარში გარდაცვლილი პირის ბოლო რეგისტრაციის მისამართის გრაფაში მითითებულია: ქ. თბილისი, თ------–---------- გრდაცვალების აქტის რეგისტრაციისას ჩაბარებული იქნა პასპორტი N------- სხვა ინფორმაცია თ------ ჯ----–---–ის რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს სამისამართო სამსახურში არ მოიძებნა. საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციით, თ------ ჯ----–---–ის სახელზე აღიცხულია საკუთრება მისამართზე: თბილისი, თ------–------------ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 17.11.1964 წლის N1------ წერილის თანახმად, აღნიშნულ მისამართზე განთავსებული საცხოვრებელი ფართი თ------------–---–ის გარდაცვალების მომენტისათვის 2 წლის დანგრეული იყო. მ-----–-------–---–ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერით, ვ-–-------- და გ--------------–---–ების საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ თ------------–---–ის ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ მისამართზე - ქ. თბილისი, თ------–----------. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №---- წერილით დასტურდება, რომ ქ. თბილისში თ------–--ის ქუჩა წარმოიქმნა მე-20 საუკუნის დასაწყისში და შეტანილია 1925-1926 წლების ცნობათა წიგნში „მ----–-------–--ი“. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N8---- წერილით, სააგენტოში თ------–--ის ქუჩის ნუმერაციის ცვლილების შესახებ ინფორმაცია, თ------------–---–ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია დაცული არ არის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში მოძიებული ინფორმაციით დასტურდება ფაქტი, რომ მისამართზე ქ. თბილისი, თ------–---------- ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში აღირიცხა 1940 წლიდან და მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა გრაფაში მითითებულია მ--------------------–---------–---–ი, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის განცხადებით იყო მათი მეზობელი და გარდაცვლილი პირის ბოლო საცხოვრებელი ადგილი იქნებოდა მისამართი, სადაც ცხოვრობდნენ მისი ოჯახის წევრები და არა ის მისამართი, რაც წარმოადგენს მათი მეზობლების საკუთრებას. აღინიშნა, რომ საქმისწარმოების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე არ დგინდებოდა, რომ თ------------–---–ი გარდაცვალების მომენტისათვის ცხოვრობდა და რეგისტრირებული იყო მისამართზე - ქ. თბილისი, თ------–----------. სამართლებრივი საფუძველი: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601; 201.1.,,ბ’’; 202-ე მუხლები’’; სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 79.,,ა’’ მუხლი.

 

4.5. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის (განმეორებითი, ალ N2-----; გაცემის თარიღი: 28.03.2007 წელი) თანახმად, თ------------–---–ი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში 1----–-–--------- სააქტო ჩანაწერი N1--.

 

4.6. საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების განყოფილების 1943 წლის 30 იანვრის №1-- ჩანაწერის მიხედვით, თ------ ი-------------–- ჯ----–---–ის გარდაცვალების რეგისტრაციის ადგილის გრაფაში მითითებული მისამართია ქ. თბილისი, თ------–----------.

 

4.7. საქმეში წარმოდგენილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 17.11.64 წლის N1------ წერილით ორჯონიკიძის (ამჟამად, ვაკის) რაიონის იურიდიულ კონსულტაციას ეცნობა, რომ თ------–--ის ქ. N-- მისამართზე ერთსართულიანი სახლი შემდგარი 2 საცხოვრებელი ოთახისაგან, ფართით 14,70 კვ.მ. აღრიცხული იყო 26/IV 1940 წელს ჯ----–---–ი თ-----ის სახელზე, აღნიშნული სახლი დაუნგრევიათ და ობიექტზე ფიქსირებულია 1941 წლის თარიღით, სახლის მფლობელი გარდაცვლილია, სახლი დანგრეულია’’. 1963 წლამდე ამ ნაკვეთზე სახლი არ მდგარა. 23/IX-63 ჩატრდა ინვენტარიზაცია და სახლი შემდგარი ერთი ოთახისაგან ფართით 16,40 კვ.მ., როგორც თვითნებური მშენებლობა ჯ----–---– თ-----ის სახელზე. სახლი თვითნებურია და გადაფორმებას არ ექვემდებარება.

 

4.8. საქმეში წარმოდგენილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 2--------- წლის N-- წერილის თანახმად, ორჯონიკიძის (ამჟამად, ვაკის) რაიონის იურიდიულ კონსულტაციას ეცნობა, რომ ბიუროს ჩანაწერებით, თ------–-----------ში მდებარე სამი ერთსართულიანი სახლი შემდგარი 6 საცხოვრებელი ოთახისაგან ფართით 103,08 კვ.მ.ირიცხება მოქ. მ-----–---------------------–---–ზე, ი------------------ ჯ----–---–ზე და ვ-–-------- მ-----–------------–---–ზე, სახლის საკუთრების და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. თ------–--ის ქ. N---ში მდებარე ერთსართულიანი სახლი შემდგარი 2 საცხოვრებელი ოთახისაგან, ფართით 41,51 კვ.მ. ირიცხება მოქ. თ------ ი-------------–- ჯ----–---–ის სახელზე, სახლის საკუთრების და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

 

4.9. საქმეში წარმოდგენილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების (მომზადების თარიღი: 10.04.2009წ) თანახმად: მიწის ნაკვეთი: თ------–--ის ქ. N---ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საერთო ფართი 218 კვ.მ, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე აღრიცხულია 1994 წლამდე. სააღრიცხვო ბარათი N0-----. აღრიცხულია 1985 წელს თ------------–---–ის სახელზე. შენობა-ნაგებობა: ლიტერ ,,ა’’ (საცხოვრებელი) 75.03 კვ.მ.; ლიტერ ,,ბ’’ (დამხმარე) 5 კვ.მ. მოსარგებლე/მესაკუთრე თ------------–---–ი, სააღიცხვო ბარათი N0-----, აღრიცხულია 1985 წელს.

 

4.10. საქმეში წარმოდგენილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მასალებით - საინვენტარიზაციო გეგმა, 30.08.1988 წლით დათარიღებული ტექნიკური პასპორტი, მიწის ნაკვეთის გეგმა, სააღიცხვო ბარათი N0-----, 1977 წლის საბინაო წიგნი (იხ. ს.ფ. 108-139; ტ-I ) - დასტურდება, რომ ქ. თბილისში, თ------–--ის ქ. N---ში მდებარე უძრავი ქონება აღრიცხული იყო გარდაცვლილი თ------------–---–ის სახელზე.

 

4.11. საქმეში წარმოდგენილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში თ------–--ის ქუჩა N--ზე დაცული ბიუროს მასალებით - თ------–--ის ქუჩა N--ის 1958 წლის საბინაო წიგნი, 1967 წლის საბინაო წიგნი, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26/06/2013 წლის ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა, 22.12.1964 წლის საქ. თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა განყოფილების Nმ--- წერილი, ტექნიკური აღრიცხვის ბარათი, ტექნიკური პასპორტი, სამკვიდრო მოწმობა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს. ფ. 52-95; ტ-I) დასტურდება, რომ თ------–--ის ქუჩა N--ზე მესაკუთრეს წარმოადგენს ა---------–--------–---–ი (მ-------------–---–ის მემკვიდრე).

 

4.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.01.2016 წლის N----- წერილით, კ---- ჯ----–---–ს, მისივე N7------ წერილის პასუხად ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურში ქ. თბილისში, თ------–--ის ქუჩაზე, მის მიერ რუკაზე მონიშნულ უძრავ ნივთებზე მისამართების/ნუმერაციის ცვლილებების ან მინიჭების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია ან დოკუმენტი არ არის დაცული. ასევე ეცნობა, რომ ტექნიკური აღიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაციით (ნოტარიალური ხელშეკრულებები, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, საინვენატარიზაციო გეგმები) ვერ ხერხდება მის მიერ წარმოდგენილ ორთო-ფოტოთი უძრავი ნივთის იდენტიფიკაცია, შესაბამისად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოამზადოს ინფორმაცია.

 

4.13. მ-----–-------–---–ის დაბადების მოწმობის (განმეორებითი, 2---------–., РЭ N1-----, სააქტო ჩანაწერი N13) მიხედვით, თ----- ი-----------–- ჯ----–---–ი არის მ-----–--------------- ჯ----–---–ის დედა. მ-----–---------------------–---–ის გარდაცვალების მოწმობის (განმეორებითი, 1----------–. РЭ N 3-----, სააქტო ჩანაწერი N1--) და გარდაცვალების აქტის ჩანაწერის N1-- სააქტო ჩანაწერში მითითებულია მ-----–---------------------–---–ი გარდაცვალებამდე მუდმივი საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილი ქ. თბილისი, თ------–----------.

 

4.14. ვ-–-------- მ-----–------------–---–ის დაბადების მოწმობის (განმეორებითი, 2-----------–., ИТ N 5------- სააქტო ჩანაწერი N--) მიხედვით, მ-----–---------------------–---–ი არის ვ-–-------- მ-----–------------–---–ის მამა. ვ-–-------- მ-----–------------–---–ის გარდაცვალების მოწმობის ( 2----------–., III-ТИ N 4------ სააქტო ჩანაწერი N----) და გარდაცვალების აქტის ჩანაწერის N----) სააქტო ჩანაწერში მითითებულია ვ-–-------- მ-----–------------–---–ი გარდაცვალებამდე მუდმივი საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილია ქ. თბილისი, თ------–----------.

 

4.15. გ----------–--------------------–---–ის დაბადების მოწმობის (განმეორებითი, 4------- წელი, ИТ N 3-----, სააქტო ჩანაწერი N1--- ) მიხედვით, ვ-–---------------–-------------–---–ი არის გ----------–--------------------–---–ის მამა.

 

4.16. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 29.10.2015 წლის სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის N0------------- წერილის თანახმად, გ--------------–---–ი 26.08.2005 წლიდან რეგისტრირებულია მისამართზე, ქ. თბილისი, თ------–-------------, გაუქმებულია რეგისტრაცია 20.10.2015 წელს.

 

4.17. სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ 17.12. 2007 წლის ნოტარიუს თ--------------–ის დადგენილების თანახმად, გ--------------–---–ს უარი ეთქვა მამკვიდრებლის მამის ვ-–---------------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე, რომელიც მისი განმარტებით ეკუთვნოდა მამამისის ბებია თ------------–---–ს და რომელსაც გარდაცვალებამდე ფლობდნენ და განაგებდნენ ამ უკანასკნელის შვილი მ-----–-------–---–ი, ხოლო შემდგომში მ-----–-------–---–ის შვილი ვ-–---------------–---–ი. სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე განემარტა, რომ უფლება აქვს მიმართოს სასამართთლოს იურიდიული ფაქტის დადგენის თაობაზე, მათი სამკვიდრო ქონების ფაქტიური ფლობით მიღების თაობაზე.

 

4.18. სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის N------ წერილზე და მის დანართზე, რომლის თანახმად, სიტუაციურ ნახაზზე მონიშნული ნაგებობა (ნაგებობა, სადაც გარდაცვალებისას ცხოვრობდა თ------------–---–ი) ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივში ფიქსირდება ქ. თბილისში, თ------–-----------ის საარქივო მასალაში, როგორც ლიტერი ,,ვ’’. ამავე წერილით დგინდება, რომ ეს ნაგებობა საჯარო რეესტრის მისამართების რეესტრში (2012 წელს მომზადებული ელექტრონული მისამართების ბაზა) რეგისტრირებული იყო მისამართით: ქ. თბილისი, თ------–--ის ქ. N- და დღეს, ანუ 2018 წლის 16 აპრილს, ხარვეზის გასწორების შედეგად იგი დარეგისტრირდა მისამართით: ქ. თბილისი, თ------–----------. ამდენად, ამ წერილით დგინდება, რომ ნაგებობა, რომელშიც გარდაიცვალა თ------------–---–ი, შეცდომით დამისამართებული იყო ქ. თბილისი, თ------–--ის ქ. N--ად და ხარვეზის გასწორების შედეგად, იგი დამისამართდა: ქ. თბილისი, თ------–-----------ად, ანუ ადგილი ჰქონდა შეცდომას, რაც გასწორდა. ამავე წერილით დგინდება, რომ ქ. თბილისში, თ------–--ის ქ. N--ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია 1940 წელს და ამ პერიოდიდან მოყოლებული მასზე რეგისტრირებულები არიან მ------–---–--ი. ამავე წერილით ასევე დგინდება, რომ ქ. თბილისში, თ------–-----------ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხული 1940 წელს და ამ ნივთის მოსარგებლეებად/მესაკუთრეებად მითითებულია ვ-–---------------–---–ი, ი-----------–---–ი და მ-----–-------–---–ი. იმავე წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მის მიერ მონიშნული ტერიტორია (შენობა) ტექბიუროს მონაცემებით შედის ქ. თბილისში, თ------–-----------ში მდებარე მიწის ნაკვეთის საზღვრებში (ტ.2. ს.ფ. 98-99).

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.19. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

4.20. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ისინი ბათილად უნდა იქნენ ცნობილი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხის მიმართ.

 

4.21. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს. მითითებული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; ბ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს; გ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია; ე) ცვლილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული მონაცემის ახალი მონაცემით შეცვლა; ვ) შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა; თ) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზა არის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში ინფორმაციის დამუშავების შედეგად შექმნილ მონაცემთა ერთობლიობა. იმავე კანონის 76.1. მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.

 

4.22. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, თითქოს საქმის მასალებით არ დასტურდება თ----- (თ--–--ო) ჯ----–---–ის გარდაცვლილების რეგისტრაციის დოკუმენტში - საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების განყოფილების 1943 წლის 30 იანვრის №1-- სამოქალაქო სააქტო ჩანაწერის რეგისტრაციისას შეცდომის დაშვების ფაქტი, კერძოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ------ ი-------------–- ჯ----–---–ის გარდაცვალების რეგისტრაციის ადგილის გრაფაში დაშვებული იქნა შეცდომა და მითითებული მისამართის - ქ. თბილისი, თ------–----------, ნაცვლად მითითებული უნდა იყოს თ------–-------------. საპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმის განხილვის დროს არც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და არც საქალაქო სასამართლოს სათანადოდ არ გამოუკვლევიათ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომელთა გამოკვლევის შედეგად შესაძლებელია საქმეზე სხვა სახის გადაწყვეტილების გამოტანა მომხდარიყო. კერძოდ, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ და საქალაქო სასამართლომ ისე დაადგინეს თ------ ი-------------–- ჯ----–---–ის გარდაცვალება ქ. თბილისში, თ------–-----------ში, რომ არ გამოუკვლევიათ, გარდაცვალებამდე იგი ამ ფართში ცხოვრობდა თუ არა საერთოდ. საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ ქ. თბილისში, თ------–--ის ქ. N--ში მდებარე უძრავი ნივთი ტექბიუროს მასალებში აღრიცხულია 1940 წელს და ამ პერიოდიდან მოყოლებული მასზე რეგისტრირებულები არიან მ------–---–--ი. ამდენად, ცალსახად არის დადგენილი, რომ თ------ ჯ----–---–ის გარდაცვალების დროს და მას შემდეგაც სადავო ფართში ცხოვრობდნენ სულ სხვა პირები - მ------–---–--ი (რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია), შესაბამისად, გაუგებარია, თ------ ჯ----–---–ი როგორ იცხოვრებდა და გარდაიცვლებოდა ამ ფართში. ამასთან, საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ თ------ ჯ----–---–ის მემკვიდრეები (შთამომავლები) ვ-–---------------–---–ი, ი-----------–---–ი და მ-----–-------–---–ი ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, თ------–-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. აქედან გამომდინარე, ასევე გაუგებარია, თუ თ------ ჯ----–---–ი ცხოვრობდა და გარდაიცვალა ქ. თბილისში, თ------–--ის ქ. N--ში მდებარე საცხოვრებელ ფართში, მაშინ მისი შვილი და სხვა შთამომავლები როგორ გააგრძელებდნენ მისი გარდაცვალების შემდეგ ცხოვრებას ქ. თბილისში, თ------–-----------ში მდებარე საცხოვრებელ ფართში და როგორ მოხდებოდა ტექბიუროში მათი აღრიცხვა ამ ფართის მოსარგებლეებად. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ------ ჯ----–---–ის გარდაცვალების დროისათვის ქ. თბილისში, თ------–--ის ქ. N- არ არის იდენტური დღევანდელი ქ. თბილისში, თ------–--ის ქ. N--სა. კერძოდ, სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის N------ წერილზე და მის დანართზე, რომლის თანახმად, სიტუაციურ ნახაზზე მონიშნული ნაგებობა (ნაგებობა, სადაც გარდაცვალებისას ცხოვრობდა თ------------–---–ი) ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივში ფიქსირდება ქ. თბილისში, თ------–-----------ის საარქივო მასალაში, როგორც ლიტერი ,,ვ’’. ამავე წერილით დგინდება, რომ ეს ნაგებობა საჯარო რეესტრის მისამართების რეესტრში (2012 წელს მომზადებული ელექტრონული მისამართების ბაზა) რეგისტრირებული იყო მისამართით: ქ. თბილისი, თ------–--ის ქ. N- და დღეს, ანუ 2018 წლის 16 აპრილს, ხარვეზის გასწორების შედეგად იგი დარეგისტრირდა მისამართით: ქ. თბილისი, თ------–----------. ამდენად, ამ წერილით დგინდება, რომ ნაგებობა, რომელშიც გარდაიცვალა თ------------–---–ი, შეცდომით დამისამართებული იყო ქ. თბილისი, თ------–--ის ქ. N--ად და ხარვეზის გასწორების შედეგად, იგი დამისამართდა: ქ. თბილისი, თ------–-----------ად, ანუ ადგილი ჰქონდა შეცდომას, რაც გასწორდა. ამავე წერილით დგინდება, რომ ქ. თბილისში, თ------–--ის ქ. N--ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია 1940 წელს და ამ პერიოდიდან მოყოლებული მასზე რეგისტრირებულები არიან მ------–---–--ი. ამავე წერილით ასევე დგინდება, რომ ქ. თბილისში, თ------–-----------ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხული 1940 წელს და ამ ნივთის მოსარგებლეებად/მესაკუთრეებად მითითებულია ვ-–---------------–---–ი, ი-----------–---–ი და მ-----–-------–---–ი. იმავე წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მის მიერ მონიშნული ტერიტორია (შენობა) ტექბიუროს მონაცემებით შედის ქ. თბილისში, თ------–-----------ში მდებარე მიწის ნაკვეთის საზღვრებში (ტ.2. ს.ფ. 98-99). ამასთან, აპელანტის განმარტებით, არც ადმინისტრაციულ ორგანოებს და არც სასამართლოს გათვალისწინებული არა აქვს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. თბილისი, თ------–---------- და ქ. თბილისი, თ------–--ის ქ. N-- ფაქტობრივად ერთიდაიგივეა, რაც დასტურდება საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.02.2017 წლის N----- და და 28.12.2016 წლის N------ წერილებით, ამასთან, სასამართლოს გათვალისწინებული არა აქვს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. თბილისი, თ------–--ის ქ. N--ს აქვს 2 სააღრიცხვო მასალა, კერძოდ, N------ და N------ სააღრიცხო მასალა და მომხდარია ამ მისამართის ცვლილება, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის 16.04.2018 წლის N------ წერილით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ კიდევ ერთხელ უნდა გამოიკვლიოს ზემოაღნიშნული და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებებიც, მათ შორის ყურადღებით შეისწავლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის N------ წერილში არსებული გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოსცეს დასაბუთებული ადმინისტრაციული აქტი სადავო საკითხის მიმართ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; გ--------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება №0-----------, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება №0---------- და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს უნდა დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს გ--------------–---–ის სასარგებლოდ თანაბარწილად უნდა დაეკისროთ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100+150 ლარი) ანაზღაურება საერთო ჯამში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება №0-----------, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება №0---------- და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სადავო საკითხთან დაკავშირებით.

5. მოპასუხეებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს გ--------------–---–ის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისროთ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100+150 ლარი) ანაზღაურება საერთო ჯამში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მერაბ ლომიძე

 

მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი

 

მირანდა ერემაძე