განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210012117155
საქმე №2ბ/1763-15
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები _ ნატალია ნაზღაიძე
ირაკლი ბონდარენკო
სხდომის მდივანი _ მარინე თათრიაშვილი
აპელანტი - გ------ი გ------–--ე
წარმომადგენელი - ვ----– კ-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარეები - ბ-----ი ჭ--–--ე, შპს ,,დ------–ი“, შპს ,,პ-–-----ა“, დ----- კ----–---–ი, გ------ი კ-----ე, ჟ----ა ჯ---------–ი, ი----ბ კ-----ე, ვ-–-------- შ--–--------ე, მ------------–--ე, კ------------- ს-------–---–ი, ლ---ა ც--–--ე, ვ----– თ-------ე, გ------ი თ----ე, მ---- გ-----–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით გ------ი გ------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ა) გ------ი თ----ეს, ვ----– თ-------ეს, კ------------- ს-------–---–სა და ბ-----ი ჭ--–--ეს გ------ი გ------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირი თანხის - 55 000 აშშ დოლარის გადახდა; ბ) გ------ი გ------–--ეს უარი ეთქვა ზე-----------–---–ის, მ------------–--ის, დ----- კ----–---–ის, ვ-–-------- შ--–--------ის, შპს პ-–-----ას დირექტორის - პ------------–---–ის, შპს დ------–ის, ი----ბ კ-----ის, გ------ი კ-----ის, ჟ----ა ჯ---------–ისა და ლ---ა ც--–--ის მიმართ სარჩელისა და ზიანის 30 000 აშშ დოლარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამავე გადაწყვეტილებით, გ------ი თ----ეს, ვ----– თ-------ეს, კ------------- ს-------–---–სა და ბ-----ი ჭ--–--ეს გ------ი გ------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3002 ლარის (2713 ლარი თავდაპირველ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და 289 ლარი დაზუსტებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი) გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. გ------ი გ------–--ეს ამხანაგობისგან 2008 წლის 16 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართი და ავტოსადგომი არ მიუღია.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2. 2005 წლის 06 ივლისს სანოტარო ფორმის დაცვით დაიდო ერთობლივი საქმიანობის ა---------- ,,ბ------–-----–----------------- - ა---------–-----------------ის” დაფუძნების ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ა---------- დაფუძნდა ბ-----ი ჭ--–--ის, ვ----– თ-------ის, კ------------- ს-------–---–ის, გ------ი თ----ის მიერ. ამხანაგობის მიზანს წარმოადგენდა მრავალბინიანი სახლის მშენებლობა.
2.3. 2008 წლის 16 იანვარს ბ------–-----–----------------- ,,ა---------–----------------”-ს და გ------ი გ------–--ეს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა----------მ იკისრა ვალდებულება, 55 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, გ------ი გ------–--ისათვის აეშენებინა და საკუთრებაში გადაეცა 100 კვ.მ. ფართობის მქონე ბინა და ერთი მიწისქვეშა ავტოსადგომი, მდებარე: თბილისი, ჟ----–--–-------------------. გ------ი გ------–--ემ იკისრა ვალდებულება ამხანაგობისათვის გადაეხადა ბინის ღირებულება 36 750 აშშ დოლარი, საიდანაც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის გ------ი გ------–--ეს გადახდილი ჰქონდა 20 000 აშშ დოლარი. დარჩენილი 30 000 აშშ დოლარი და ავტოსადგომის საფასური 5000 აშშ დოლარი უნდა შეეტანა მშენებლობის კოეფიციენტის დამატებიდან სამი კვირის ვადაში. ხელშეკრულების თანახმად, ბინა და ავტოსადგომი გ------ი გ------–-–---–ს უნდა გადასცემოდა არაუგვიანეს ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 29 თვეში.
2.4. დადგენილია, რომ გ------ი გ------–--ის მიერ სრულად იქნა შესრულებული 2008 წლის 16 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება. მის მიერ ამხანაგობისთვის გადახდილ იქნა 55000 აშშ დოლარი.
სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის დანაწესით ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობ- ლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და ა----------ს შორის დადებულ იქნა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მოპასუხეს უნდა აეშენებინა და მოსარჩელის საკუთრებაში გადაეცა ფართი. დადგენილ იქნა, რომ გ------ი გ------–--ემ სრულად გადაიხადა ხელშეკრულებით შეთანხმებული საფასური, მაგრამ ამხანაგობის მიერ მისთვის საცხოვრებელი ფართის და ავტოსადგომის გადაცემა არ მომხდარა, აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
სასამართლომ მიუთითა, რომ ბ-----ი ჭ--–--ე, ვ----– თ-------ე, კ------------- ს-------–---–ი და გ------ი თ----ე წარმოადგენდნენ ა---------- ,,ა---------–----------------’’-ის დამფუძნებელ წევრებს და სწორედ მათ ევალებოდათ ამხანაგობის საქმიანობის გაძღოლა და შესაბამისად, მესამე პირების მიმართ ამხანაგობის ვალდებულებებზე პასუხისმგებლობაც დასახელებულ მოპასუხეებს უნდა დაჰკისრებოდათ. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული პირების გარდა მოსარჩელის მიერ მითითებული სხვა მოპასუხეები წარმოადგენენ ა----------სთან ნარდობის ხელშეკრულებით დაკავშირებულ პირებს. ისინი გ------ი გ------–--ესთან ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში არ იმყოფებოდნენ, არ წარმოადგენდნენ ამხანაგობის დამფუძნებლებს და მათ მოვალეობას არ წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინის აშენება და მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მ------------–--ისთვის, დ----- კ----–---–ისთვის, ზე-----------–---–ისთვის, ვ-–-------- შ--–--------ისთვის, შპს ,,პ-–-----ას” დირექტორ პ------------–---–ისთვის, შპს ,,დ------–ისთვის” დირექტორი ლ--–----------–---–ი, ი----ბ კ-----ისთვის, გ------ი კ-----ისთვის, ჟ----ა ჯ---------–ისთვის და ლ---ა ც--–--ისთვის თანხის დაკისრების ნაწილში სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად და განმარტა, რომ მითითებული ნორმის შესაბამისად, ბ-----ი ჭ--–--ეს, ვ----– თ-------ეს, კ------------- ს-------–---–სა და გ------ი თ----ეს გ------ი გ------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაკისრებოდათ 55 000 აშშ დოლარის გადახდა.
2.6. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. აღნიშნული ნორმის მიზნებისათვის, მიუღებელია შემოსავალი, რომლის მიღებაც პროგნოზირებადი იყო კონკრეტული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, მაგრამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირმა ვერ მიიღო. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს თავად ვალდებულების ხასიათი, რომლის არაჯეროვანი შესრულების გამოც, მხარე ამგვარი შემოსავლის ანაზღაურებას ითხოვს.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენდა ის შემოსავალი, რომელიც შეეძლო მიეღო გ------ი გ------–--ეს 2008 წლის 16 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი წინაპირობები შემოიფარგლება კონკრეტული ვალდებულებითი ურთიერთობით და დამოკიდებულია ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების შედეგად მისაღებ სარგებელზე. ხელშეკრულების თანახმად, გ------ი გ------–--ეს უნდა მიეღო 100 კვ.მ ბინა. ბინის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან 29 თვეში, შესაბამისად, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეღო აღნიშნული ფართი. ამ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, მიუღებელი შემოსავალი განისაზღვრებოდა ფართის გადაუცემლობის გამო მიუღებელი სარგებლით და არა თანხის გადახდის შედეგად მიუღებელი შემოსავლით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის - 30000 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლო იყო და არ დააკმაყოფილა იგი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ იბა ,,ა---------–-----------------“-ის წევრებს წარმოადგენს უკლებლივ ყველა მოპასუხე და არა მხოლოდ გ------ი თ----ე, ვ----– თ-------ე, კ------------- ს-------–---–ი და ბ-----ი ჭ--–--ე, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა. აპელანტის შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მოწმობს, რომ მიწის ნაკვეთის შეტანის გზით და სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად მოპასუხეები წარმოადგენენ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებსა და გამგეობის წევრებს, ერთობლივად იღებდნენ მონაწილეობას ამხანაგობის მართვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში, რისთვისაც პასუხს აგებენ სოლიდარულად, შესაბამისად, გ------ი გ------–--ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი თანხის - 55000 აშშ დოლარის დაბრუნება უნდა დაეკისროს ყველა მოპასუხეს სოლიდარულად.
აპელანტი აგრეთვე მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა გ------ი გ------–--ის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით მატერიალური ზიანის - 30000 აშშ დოლარის ამხანაგობის წევრებისთვის სოლიდარულად გადასახდელად დაკისრების თაობაზე. აპელანტი განმარტავს, რომ გ------ი გ------–--ეს ამხანაგობის მიერ უნდა გადასცემოდა 100 კვ.მ. ფართობის მქონე ბინა და ერთი მიწისქვეშა ავტოსადგომი, მდებარე: თბილისი, ჟ----–--–-------------------, რაც არ განხორციელდა, მოცემული მდგომარეობით კი იმავე უბანში, მსგავსი მახასიათებლების ბინისა და ავტოფარეხის შეძენის შემთხვევაში, აპელანტს დაახლოებით 85000 აშშ დოლარი ესაჭიროება, ვინაიდან საბაზრო ღირებულება გაზრდილია, ფასებს შორის სხვაობას კი სწორედ 30000 აშშ დოლარი შეადგენს, რაც, აპელანტის შეფასებით, მატერიალურ ზიანს წარმოადგენს, ვინაიდან გ------ი გ------–--ე სწორედ რომ მსგავსი ფართების შეძენით არის დაინტერესებული.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლ--–ად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლ---ობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლ--–ად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტი ყურადღებას ამახვილებს ამხანაგობობის კრების ოქმებზე, რომლითაც მისი აზრით, დასტურდება მოწინააღმდეგე მხარის ვალდებულება გ----–--ის მიმართ. მითითებული ოქმებიდან 2005 წლის 6 ივლისის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება წარმოადგენს ამხანაგობის დამფუძნებელ ხელშეკრუკლებას. როგორც მითითებული მტკიცებულების შინაარსიდან ირკვევა, ამხანაგობის დამფუძნებელი წევრეები არიან ვ------- გ------აძე, ბ-----ი ცე--–---ე, ვ--–------ ნ--------–---–ი, ბ-----ი ჭ--–--ე, ი-----–--- კ-------ე, ლ--–--–-------ე. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილებები განხორციელდა 2006 წლის 11 აპრილს. განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ამხანაგობის დამფუძნებელებად მითითებულნი არიან ბ-----ი ჭ--–--ე, ვ----– თ-------ე, კო----------ნე ს-------–---–ი, გ------ი თ----ე. მათ შორის ბ-----ი ჭ--–--ე, ვ----– თ-------ე, კ------------- ს-------–---–ი, გ------ი თ----ე იმავდროულად წარმოადგენენ ამხანაგობის გამგეობის წევრებს (მე-5 პუნქტი). ამ პუნქტის თანახმად, ამხანაგობის თავმჯდომარე მომქმედებს ერთპიროვნული ხელმძღვანელობის პრინციპით იმ კომპეტენციის გარდა რაც გააჩნია გამგეობას. (იხ. ტ1 სფ 38.). რაც შეეხება გამგეობას, მას მინიჭებული აქვს თავმჯდომარის არჩევის უფლება და პრესტიჟული სართულებით, ადგილებით და სხვა მახასიათებლებით გამორჩეული საცხოვრებელი ბინებისა და სხვა ბინების ფასების რეგულირების უფლება ამხანაგობის გამგეობის მიერ ფასთა დიფერენციაციის სახით იმ პირობით, რომ საცხოვრებელ სახლებში საცხოვრებელი ბინების 1 კვმ ფართის ოდენობა არ აღემატებოდეს დადგენილ ოდენობას. 2007 წლის 2 თებერვლის ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებით გამგეობის წევრების რაოდენობა განისაზღვრა 10 წევრით ბ-----ი ჭ--–--ე, ვ----– თ-------ე, კ------------- ს-------–---–ი, გ------ი თ----ე, პ------------–---–ი - შპს ,,პ-–-----ის’’ დირექტორი, ლ--–----------–---–ი - შპს ,,დ------–ის’’ დირექტორი, ლ---ა ც--–--ე, ი----ბ კ-----ე, გ------ი კ-----ე და ჟ--- ჯ---------–ი. ფუნქციური თავალსაზრისით გამგეობის წაევრთა უფლებამოსილება არ შეცვლილა. არ შეცვლილა შემდგომშიც. შესაბამისად, მითითებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გამგეობის უფლებამოსილება შეზღუდულია და შეუძლებელია, მათ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გავლენა მოახდინონ აპელანტის ულებებზე. შესაბამისად, შეუძლებელია მითითებული გამგეობის წევრებს დაეკისროთ რაიმე ვალდებულებები გ------ი გ------–--ის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ვალდებულებას ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად, ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ამხანაგობის ხელშეკრულება, როგორც კონკრეტული მიზნის მისაღწევად პირთა გაერთიანებაზე აგებული ხელშეკრულება, მოითხოვს წევრებისგან ისეთი მოქმედებების განხორციელებას, რომლებსაც ახასიათებს სხვადასხვა ხელშეკრულებებისათვის დამახასიათებელი თავისებურებები.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ბ-----ი ჭ--–--ე, ვ----– თ-------ე, კ------------- ს-------–---–ი და გ------ი თ----ე წარმოადგენდნენ ა---------- ,,ა---------–----------------’’-ის დამფუძნებელ წევრებს და სწორედ მათ ევალებოდათ ამხანაგობის საქმიანობის გაძღოლა და შესაბამისად, მესამე პირების მიმართ ამხანაგობის ვალდებულებებზე პასუხისმგებლობაც დასახელებულ მოპასუხეებს უნდა დაკისრებოდათ. პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ აღნიშნული პირების გარდა მოსარჩელის მიერ მითითებული სხვა მოპასუხეები წარმოადგენენ ა----------სთან ნარდობის ხელშეკრულებით დაკავშირებულ პირებს და ისინი გ------ი გ------–--ესთან ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში არ იმყოფებოდნენ, არ წარმოადგენდნენ ამხანაგობის დამფუძნებლებს და მათ მოვალეობას არ წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინის აშენება და მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ მითითებული გამგეობის წევრები თვითონ წარმოადგენენ შემკვეთებს, რომელთა წინაშეც ა----------ს აღებული აქვს ვალდებულება.
პალატა მეტი სიცხადისათვის კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომელთა თანახმადაც, ბმა ,,ა---------–----------------“ დაფუძნდა 2005 წლის 06 ივლისს და მის დამფუძნებელ წევრებს წარმოადგენდნენ - ანატოლი გ------აძე, ბ-----ი ცე--–---ე, ვ--–------ ნ--------–---–ი, ბ-----ი ჭ--–--ე, ი-----–--ა კ-------ე, ლ--–--–-------ე (იხ. ტომი 1, ს.ფ. 25-33), ხსენებულ ხელშეკრულებაში 2006 წლის 11 აპრილს განხორციელებული ცვლილების თანახმად, ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები გახდნენ - ბ-----ი ჭ--–--ე, ვ----– თ-------ე, კ------------- ს-------–---–ი და გ------ი თ----ე (იხ. ტომი 1, ს.ფ. 34-43), საქმეზე დასახელებულ მოპასუხეთაგან - დ----- კ----–---–ი, მ------------–--ე, ვ-–-------- შ--–--------ე და ზე-----------–---–ი (უფლებამონაცვლე მ---- გ-----–---–ი) წარმოადგენდნენ 2008 წელს დაფუძნებული ა---------- ,,შ-----------0“-ის დამფუძნებელ წევრებს სხვა პირებთან ერთად (იხ. ტომი 1, ს.ფ. 60-65) და მათ ბმა ,,ა---------–----------------“-თან ამ თვალსაზრისით შეხება არ ჰქონიათ.
რაც შეეხება შპს ,,პ-–-----ას“, მისმა დირექტორმა, პ------------–---–მა ბმა ,,ა---------–----------------“-ს გადასცა ჟ----–--–----------------ში მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომლის სანაცვლოდ ბმა ,,ა---------–----------------“-ისგან საკუთრებაში უნდა მიეღო ბინა ამავე მისამართზე ასაშენებელ საცხოვრებელ კორპუსში (იხ. ტომი 1, ს.ფ. 80-87); ანალოგიურად, შპს ,,დ------–ის“ შემთხვევაშიც, მასსა და ა----------ს შორის 2006 წლის 03 მაისს გაფორმებულია გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც შპს ,,დ------–მა“ ა----------ს გადასცა მის საკუთრებაში არსებული ალ. ყ------------------4-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 421-442). დადგენილია აგრეთვე, რომ ბმა ,,ა---------–----------------“-ის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულებაში 2007 წლის 02 თებერვალს განხორციელებული ცვლილებებით, ამხანაგობის წევრთა გადაწყვეტილებით, შეიქმნა ამხანაგობის მართვის ორგანო - გამგეობა, რომლის წევრებადაც არჩეულ იქნენ ბ-----ი ჭ--–--ე, ვ----– თ-------ე, კ------------- ს-------–---–ი, გ------ი თ----ე, პ------------–---–ი, ლ--–----------–---–ი, ლ---ა ც--–--ე, ი----ბ კ-----ე, გ------ი კ-----ე და ჟ----ა ჯ---------–ი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 127-130).
ამავდროულად, 2007 წლის 29 იანვრის ამხანაგობის კრების ოქმით დგინდება, რომ ლ---ა ც--–--ე, ი----ბ კ-----ე, შპს ,,პ-–-----ა“, გ------ი კ-----ე, ჟ----ა ჯ---------–ი და შპს ,,დ------–ი“ ა----------ში შევიდნენ, როგორც რიგითი წევრები (იხ. ტომი 1, ს.ფ. 131-132), ა----------ში ფულადი თანხის/მიწის ნაკვეთის შენატანის სანაცვლოდ მათთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის პირობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა პირებმა სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში, ამხანაგობის სხვა წევრებთან ერთად, ამხანაგობის მიზნების მისაღწევად მოქმედება და ამ მიზნების მიღწევისას წარმოშობილ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა კი არ ივალდებულეს, არამედ, მათ ნარდობის ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელი მოქმედება განახორციელეს, რაც გულისხმობდა ასაშენებელ საცხოვრებელ კორპუსში ფართის მიღების მოტივითა და სანაცვლოდ ამხანაგობისთვის ზოგიერთის შემთხვევაში - მიწის ნაკვეთისა და ზოგიერთის შემთხვევაში - ფულადი თანხის გადაცემას (იხ. ტომი 1, ს.ფ. 371-377, 421-442). ამდენად, პალატის მოსაზრებით, აღნიშნული პირები ერთმანეთში სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით განსაზღვრული მიზნის შესასრულებლად კი არ გაერთიანდნენ, არამედ კონკრეტული გადახდის სანაცვლოდ (საკუთარი მიწის ნაკვეთი, თანხა და ა.შ) ახლადაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში უძრავი ქონების მიღება განიზრახეს, რაც სამართლის მიზნებისთვის მას ნარდობის ხელშეკრულებად აქცევს.
შესაბამისად, ა----------ში გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულებებში მოპასუხეების ამხანაგობის წევრებად მოხსენიება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისთვის, რომ ხსენებული მოპასუხეები ამხანაგობის მონაწილე წევრებად და მის ვალდებულებებზე პასუხისმგებელ პირებად მივიჩნიოთ. რაც შეეხება აპელანტის მიერ მოწინააღმდცეგე მხარედ მითითებულ დანარჩენ წევრებს - დ----- კ----–---–ის, მ------------–--ეს, ვ-–-------- შ--–--------ესა და ზე-----------–---–ს (უფლებამონაცვლე მ---- გ-----–---–ი), ისინი წარმოადგენდნენ 2008 წლის ოქტომბრიდან გავიდნენ ამხანაგობიდან და ამ დროიდან წარმოადგენდნენ სულ სხვა ამხანაგობის (,,შ-----------0“-ის) დამფუძნებელ წევრებს, შესაბამისად, სხვა პირებთან ერთად და მათ ბმა ,,ა---------–----------------“-თან ამ თვალსაზრისით შეხება აღარ ჰქონიათ. ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზოგიერთი მათგანის ბმა ,,ა---------–----------------“-ის გამგეობის წევრად არჩევა ხსენებული ამხანაგობის ვალდებულებებზე სოლიდარული პასუხისმგებლობის გავრცელების წინაპირობას არ იძლევა.
შესაბამისად, გ------ი გ------–--ეს ამხანაგობის წევრებისგან გადახდილი თანხის სოლიდარულად მოთხოვნის უფლება ვერ მიენიჭება, მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც მოპასუხედ დასახელებული პირების უმრავლესოვა სამშენებლო კომპანიასთან ისეთივე სამართალურთიერთობაში იმყოფებიან, როგორშიც თავად გ------ი გ------–--ე და მასსავით დაზარალებულ მხარეებს წარმოადგენენ.
პალატა აგრეთვე მიუთითებს, რომ კერძო ხასიათის ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების პროცესში კონკრეტული სამართლის ნორმების საფუძველზე, ამ ურთიერთობის მონაწილეების აღჭურვა განსაზღვრული სუბიექტური უფლებებითა და მოვალეობებით, განაპირობებს შემდგომში მათ ქცევას არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. სამართლის ნორმა (ნორმები) პირს უნდა ანიჭებდეს უფლებას, მოსთხოვოს ვალდებულ პირს, შეასრულოს სამართლებრივად განპირობებული აუცილებელი მოქმედება ან თავი შეიკავოს მისგან (სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი). აქედან გამომდინარე, მოთხოვნა ყოველთვის წარუმატებელი იქნება, თუ არ არსებობს კანონის ნორმა, საიდანაც გამომდინარეობს ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 06 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-245-233-2017). განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მოთხოვნას - ზემოთ მითითებული პირებისთვისაც ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრების თაობაზე, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან დადგინდა, რომ მოსარჩელე გ------ი გ------–--ესა და მოპასუხედ დასახელებულ პირებს შორის, გარდა ამხანაგობის დამფუძნებელი წევრებისა, სახელშეკრულებო ურთიერთობა არ წარმოშობილა.
4.2. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ გ------ი გ------–--ეს ამხანაგობის მხრიდან მიადგა მატერიალური ზიანი, მიუღებელი შემოსავლის სახით 30000 აშშ დოლარის ოდენობით, რამდენადაც მას უნდა გადასცემოდა 100 კვ.მ. ფართობის მქონე ბინა და ერთი მიწისქვეშა ავტოსადგომი, მდებარე: თბილისი, ჟ----–--–-------------------, მოცემული მდგომარეობით კი იმავე უბანში, მსგავსი მახასიათებლების ბინისა და ავტოფარეხის შეძენის შემთხვევაში, აპელანტს დაახლოებით 85000 აშშ დოლარი ესაჭიროება, ვინაიდან საბაზრო ღირებულება გაზრდილია, ფასებს შორის სხვაობას კი სწორედ 30000 აშშ დოლარი შეადგენს.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი თავის მოთხოვნას პირველი ინსტანციის სასამართლოში ამყარებდა იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, იგი 55000 აშშ დოლარს განათავსებდა საბანკო დეპოზიტზე და ყოველწლიურად მიიღებდა სარგებელს დაახლოებით 6000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ინფლაციის პირობებში, მოცემული მდგომარეობით ჯამში 30000 აშშ დოლარს შეადგენს. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის გამოყენების მიზნებისათვის, აუცილებელია დასტურდებოდეს აღნიშნული შემოსავლის მიღების ობიექტური შესაძლებლობა. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დეპოზიტზე თანხის განთავსებით წარმოშობილი საპროცენტო სარგებელი არ წარმოდგენს იმ შემოსავალს, რომელსაც გ------ი გ------–--ე ობიექტურად ცალსახად მიიღებდა. აღნიშნული დასკვნა ემყარება, როგორც სამართლებრივ საფუძვლებს, ასევე იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც საქმეშია წარმოდგენილი და რომელზეც მხარე აპელირებს, როდესაც განმარტავს, რომ გ------ი გ------–--ის ინტერესი სწორედ რომ ბინის შეძენა იყო. ამავდროულად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელი შემოსავალი განისაზღვრებოდა ფართის გადაუცემლობის გამო მიუღებელი სარგებლით და არა თანხის გადახდის შედეგად მიუღებელი შემოსავლით, ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის - 30000 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლო იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ იგი მართებულად არ დააკმაყოფილა.
4.3. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლ---ობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------ი გ------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლ--–ად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლ--–ად იქნა დატოვებული, შესაბამისად, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით გ------ი გ------–--ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ----- კ----–---–ს აეკრძალა ქ. თბილისში, გ-–-----------------------------------------–-------------- კვ.მ N-- ბინის, ს/კ N0----------------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; გ------ი კ-----ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, დ----–-----–------–-------–--------ში მდებარე 454 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობის, ს/კ N0---------------, ასევე, ქ.თ---–--–------------------------------ში, მე-3 სართულზე მდებარე 81.55კვ.მ ფართის, ს/კ 0----------------------; გარდა ამისა, ქ.თბილისში, ყა--------------------------ში მდებარე 10.18კვ.მ N-- ავტოსადგომის, ს/კ 0---------------------1 და ქ.თ---–--–------------------------------ში მდებარე 18კვ.მ N-- ავტოფარეხის, ს/კ 0------------------3; აგრეთვე, ქ.თ---–--–------------------------------ში მდებარე 18კვ.მ N-- ავტოფარეხის, ს/კ N0------------------2; და ქ.თბილისში, ყა--------------------------ში მდებარე 18 კვ.მ N13 ავტოფარეხის, ს/კ N0-------------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; შპს ,,დ------–ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქონების -ქ.თბილისში, ყ------------------------ში მდებარე 3 103კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N1, N2, N3 შენობა-ნაგებობის, ს/კ N0---------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის განჩინებით დ----- კ----–---–ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი; გ------ი გ------–--ის განცხადება მოპასუხე დ----- კ----–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ დარჩა განუხილველად; გ------ი კ-----ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც გ------ი კ-----ეს აეკრძალა შემდეგი უძრავი ქონების: 1. ქ.თბილისი, დაბა წ----------–-------–-------, ს.კ. N0--------------- , 454 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობა N1; 2. ქ.თბილისი, ყ-------------------------, ს.კ. N0----------------------, სართული 3, 81.55 კვ.მ ფართისა და - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; არ დაკმაყოფილდა გ------ი გ------–--ის განცხადება ქ.თბილისში, ყ------------------------- -ში, ს.კ.N0---------------------- , სართული 3, 81.55 კვ.მ ფართის და ქ.თბილისში, დაბა წ-----–-----–-------–-------, ს.კ. N0--------------- , 454 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობა N1; 2. ყადაღის დადების შესახებ; დანარჩენ ნაწილში უცვლ--–ად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი; შპს „დ------–ის“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შპს ,,დ------–ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინება, რომლითაც შპს ,,დ------–ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ყ-------------------------ში მდებარე ს.კ.0---------------, 3103 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებულ N1, N2, N3 შენობა-ნაგებობის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინება ძალაში დარჩა მოპასუხე გ------ი კ-----ისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების, მდებარე - ქ. თბილისში, ყა--------------------------ში მდებარე 10.18კვ.მ N-- ავტოსადგომის, ს/კ N0---------------------1; ქ. თბილისში, ყა--------------------------ში მდებარე 18კვ.მ N-- ავტოფარეხის, ს/კ N0------------------3; ქ. თბილისში, ყა--------------------------ში მდებარე 18კვ.მ N-- ავტოფარეხის, ს/კ N0------------------2; ქ. თბილისში, ყა--------------------------ში მდებარე 18 კვ.მ N13 ავტოფარეხის, ს/კ N0-------------------, გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვისა.
პალატა შენიშნავს, რომ ვინაიდან წარმოდგენილ შემთხვევაში გ------ი გ------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცრსო კოდექსის 1991 მუხლის დანაწესისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული ზემოთ მითითბული ყველა უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.ლ
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------ი გ------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლ--–ად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
4. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე გ------ი კ-----ე აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების, მდებარე - ქ. თბილისში, ყა--------------------------ში მდებარე 10.18კვ.მ N-- ავტოსადგომის, ს/კ N0---------------------1; ქ. თბილისში, ყა--------------------------ში მდებარე 18კვ.მ N-- ავტოფარეხის, ს/კ N0------------------3; ქ. თბილისში, ყ---------------------------ში მდებარე 18კვ.მ N-- ავტოფარეხის, ს/კ N0------------------2; ქ. თბილისში, ყ---------------------------ში მდებარე 18 კვ.მ N13 ავტოფარეხის, ს/კ N0-------------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა,5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები ნატალია ნაზღაიძე
ირაკლი ბონდარენკო