განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115001086732
საქმე №1ბ/76-18 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე
მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი
გერონტი კახეთელიძე
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - ირ---–----------ას
ადვოკატ - ლი---–--------ის
მსჯავრდებულ - ზუ--------------–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზუ--------------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გე-–------–--–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზუ--------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 16 ივნისს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №4----------), რეგისტრირებულის ყ-----–--------------------–-–--–---ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თ---–--–-------------–--------------------------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 05 დეკემბრის განაჩენით ზუ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ზუ--------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2015 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, თბილისში, ვ---------–--------------------------------------ში ზუ--------------–---–მა შურისძიების მოტივით დანის გამოყენებით თე----------------–---–ს მოკვლის მიზნით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება გულმკერდის არეში, შემავალი პლევრის და მუცლის ღრუში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზუ--------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გე-–------–--–-–---–მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ზუ--------------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტების განმარტებით, მართალია, თე----------------–---–ს დაზიანებები მიღებული აქვს, თუმცა ზუ--------------–---–ის ქმედებაში არ იკვეთება დანაშაულის ჩადენის განზრახვა. ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, იცავდა საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა თე----------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული, რასაც ყურადღება არ მიექცა გამოძიების მხრიდან. გამოძიება შემოიფარგლა უფრო მარტივი გამოსავლით და რადგან დაზიანება მიყენებული აქვს თე----------------–---–ს ზუ--------------–---–ის მიერ, რასაც არ უარყოფს თავად მსჯავრდებულიც, აქცენტები უსამართლოდ გაკეთდა ზუ--------------–---–ის მისამართით. სასამართლოზე დაკითხულ მოწმეთაგან არც ერთი ადასტურებს ზუ--------------–---–ის მხრიდან თე----------------–---–ის მოკვლის სურვილს, არამედ ადასტურებენ, რომ თე----------------–---–ი სცემდა ზუ--------------–---–ს, მიაყენა მას დაზიანება და დაასისხლიანა. ამასთან, მოცემულ საქმეზე არ იქნა შესწავლილი დაზარალებულის პიროვნება, რომელიც არის გაუწონასწორებელი პროვოკატორი, რომელიც ეწეოდა და ეწევა ამორალურ ცხოვრებას, იგი ნასამართლევია საკუთარი ძმის მკვლელობისათვის. აპელანტის მითითებით, ზუ--------------–---–ის მხრიდან თე----------------–---–ის მოკვლის განზრახვის შემთხვევაში ის განმეორებით დაარტყამდა დანას, რის გაკეთებაც შეეძლო სურვილის შემთხვევაში.
სააპელაციო პალატის სხდომაზე საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ზუ--------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლი---–--------მა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზუ--------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების პოზიციას მსჯავრდებულ ზუ--------------–---–ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებისა და შესაბამისად, უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ ზუ--------------–---–მა განზრახ მოკვლის მიზნით მიაყენა დაზარალებულ თე----------------–---–ს სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება. თე----------------–---–ისთვის დანით მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენების ფაქტს არც დაცვის მხარე უარყოფს და რაც ასევე დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობით:
დაზარალებულ თე----------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2015 წელს ზუ--------------–---–თან ერთად გეგმავდა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას, შესაბამისი დოკუმენტების მომზადებამდე კი ცხოვრობდა ამ უკანასკნელის სახლში. ზუ--------------–---–ს მეუღლესთან ჰქონდა უთანხმოება, ხშირად კამათობდნენ. 2015 წლის 29 ივლისს, ზუ--------------–---–მა მეუღლეს - შო------------–-–---–ს ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, დაზარალებულმა სცადა სიტუაციის განმუხტვა და გამოესარჩლა შო------------–-–---–ს, რასაც შედეგად მოჰყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა მასსა და ზუ--------------–---–ს შორის. კონფლიქტის განმუხტვის შემდეგ ზუ--------------–---–ი წავიდა სახლიდან, დაახლოებით ნახევარ საათში უკან დაბრუნდა. იყო ძალიან გაღიზიანებული და აგრესიული, შევიდა სამზარეულოში, სადაც იმყოფებოდა თე----------------–---–ი სტუმრებთან - არ---–----------–---–თან და ბა------–----–---–თან ერთად. მცირედი სიტყვიერი შეკამათების დროს, სამზარეულოში ზუ--------------–---–მა თე----------------–---–ს, მოულოდნელად დანით ჭრილობა მიაყენა მუცლის არეში. დაზარალებულის განმარტებით, არ---–----------–---–მა და ბა------–----–---–მა შებოჭეს ზუ--------------–---–ი და არ მისცეს დანის განმეორებით დარტყმის საშუალება. დაზარალებულის განმარტებით, გაშველების დროს გაიგო ზუ--------------–---–ის სიტყვები ,,კი არ უნდა დამეჭერი, უნდა მომეკალიო’’.
მოწმე თი-----------–-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს ეჭვიანობის ნიადაგზე ოჯახური კონფლიქტი მოხდა ზუ--------------–---–სა და მის მეუღლეს შო------------–-–---–ს შორის. ზუ--------------–---–ი მეუღლეს და მის მცირეწლოვან შვილს მოკვლით ემუქრებოდა. თე----------------–---–ი ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებას, რამაც ზუ--------------–---–ი გააღიზიანა და რასაც მათ შორის მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა ამ ორ პირს შორის კონფლიქტი მალევე ამოიწურა. ზუ--------------–---–ი სახლიდან წავიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნდა და შევიდა სამზარეულში, სადაც თე----------------–---–ი იმყოფებოდა, დოკუმენტების აღება მოიმიზეზა, რეალურად კი ხორცის საჭრელი დანა აიღო და მოულოდნელად დაარტყა თე----------------–---–ს მუცლის არეში. თ----------მა ჰკითხა, თუ რატომ დაჭრა, ,,დაგჭერი კი არა უნდა მოგკლაო და ესენიც უნდა მოგაყოლოო’’, - უპასუხა ზ. ბ--------–---–მა. მოწმემ განმარტა, რომ არ---–----------–---–მა და ბა------–----–---–მა შებოჭეს ზუ--------------–---–ი, დაუჭირეს ხელები და არ მისცეს დანის კიდევ დარტყმის შესაძლებლობა. რომ არა არ---–----------–---–ის და ბა------–----–---–ის მყისიერი ჩარევა, მოწმის ჩვენებით, ზუ--------------–---–ი აუცილებლად მოკლავდა დაზარალებულს.
მოწმე ბა------–----–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის 29 ივლისს, თე----------------–---–ი ჩაერია ზუ--------------–---–ის და მისი მეუღლის ოჯახურ კოფლიქტში, რასაც მათ შორის მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. გაბრაზებული ზუ--------------–---–ი წავიდა სახლიდან, ცოტა ხანში უკან დაბრუნდა და დაუწყო კამათი თე----------------–---–ს, თუ რატომ ერეოდა მისი ოჯახის საქმეში. თე----------------–---–ი პასუხობდა, ჩაერია იმიტომ, რომ ბრალდებული ძალადობდა მეუღლეზე და მცირეწლოვან ბავშვზე. მოწმის განმარტებით, სრულიად მოულოდნელად ზუ--------------–---–მა ხისტარიანი, დაახლოებით 25 სანტიმეტრის დანა ფერდის არეში დაარტყა თე----------------–---–ს, თან იმუქრებოდა რომ ყველას მოკლავდა. მოწმის ჩვენებით, დარტყმიდან დაახლოებით 1 წამში იგი არ---–----------–---–თან ერთად ხელებში ეცა ზუ--------------–---–ს, ორივე ხელი გაუკავეს, თუმცა ეს უკანასკნელი მაინც იწევდა დაზარალებულისკენ. დაჭრილი თე----------------–---–ი სვამდა კითხვას, თუ რატომ დაჭრა ზუ--------------–---–მა, ეს უკანასკნელი პასუხობდა, რომ დანა ცოლ-ქმრულ კონფლიქტში ჩარევის გამო დაარტყა.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა არ---–----------–---–მაც.
საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით კი დადასტურებულია ზუ--------------–---–ის მიერ თე----------------–---–ის დაჭრის ფაქტი, კერძოდ, მოწმეების: ნა----–-------–---–ის და ან------–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მოწმის სახით დაკითხული ქირურგის - სე---------------ის ჩვენებით, თე----------------–---–ის ტანსაცმლის დათვალიერებით და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ კონფლიქტის განმუხტვის შემდეგ, სახლში დაბრუნებულმა ზუ--------------–---–მა განიზრახა თე----------------–---–ის მკვლელობა და მისი ქმედება უშუალოდ მიმართული იყო ამ დანაშაულის ჩასადენად. პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზუ--------------–---–ს არ სურდა თე----------------–---–ის მოკვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰქონდა შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა თავისი განზრახვა და მოეკლა იგი დანის განმეორებითი დარტყმით. სააპელაციო პალატის აზრით, დაცვის მხარის ასეთი პოზიცია არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, ვინაიდან, მსჯავრდებულ ზუ--------------–---–ის განმარტება, რომ მან თე----------------–---–ს დანა მოუქნია მაშინ, როცა ეს უკანასკნელი სცემდა და მას მხოლოდ თავის დაცვა უნდოდა, არ დაადასტურეს სასამართლოში დაკითხულმა დაზარალებულმა და მოწმეებმა, პირიქით მათ განმარტეს, რომ ზუ--------------–---–სა და თე----------------–---–ს ერთმანეთში მოუხდათ ფიზიკური დაპირისპირება, რის შემდეგაც ზ------ი სახლიდან წავიდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა კი სამზარეულოს მაგიდაზე დადებული დანა მოულოდნელად დაარტყა თე----------------–---–ს. ზუ--------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანების არამარტო სიმძიმე, არამედ მისი ლოკალიზაცია სიცოცხლისათვის სახიფათო მიდამოში, ადასტურებს, რომ ზუ--------------–---–ი უცილობლად ითვალისწინებდა მისი ქმედების შესაძლო შედეგს (დაზარალებულის სიკვდილს) და სურდა ამ შედეგის დადგომა.
პალატა განმარტავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მკვლელობის მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზუ--------------–---–ი სახლში დაბრუნების შემდეგ შევიდა სამზარეულოში, აიღო ხორცის საჭრელი დანა და დაზიანებები მიაყენა გულმკერდის არეში, შემავალი პლევრისა და მუცლის ღრუში დიაფრაგმის და მეზიკოლონის დაზიანებით, რაც ადასტურებს მის განზრახვას - მოეკლა თე----------------–---–ი, თუმცა ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას ხელი შეუშალა მისგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა, კერძოდ, მას განმეორებითი დარტყმის საშუალება არ მისცეს შემთხვევის დროს იქვე მყოფმა პირებმა, რის გამოც დანაშაული შეწყდა მცდელობის სტადიაზე.
პალატა მოიხმობს უზენაესი სასამართლოს განმარტებას და მიუთითებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი, იძლევა ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, N 527აპ-17).
პალატა აღნიშნავს, რომ მკვლელობის განზრახვა შესაძლებელია წარმოიშვას დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული იმწუთიერი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უშუალოდ კონფლიქტის დროს და დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი არ არის, რომ განზრახვა დროის ხანგრძლივი ინტერვალით უსწრებდეს წინ ქმედებას. მოცემულ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მკვლელობის განზრახვა ზუ--------------–---–ს წარმოეშვა ოჯახურ კონფლიქტში თე----------------–---–ის ჩარევის გამო ურთიერთშელაპარაკების დროს და მის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ზუ--------------–---–ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედების თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.
აუცილებელი მოგერიების დროს თავდასხმა უნდა იყოს ობიექტურად, რეალურად საშიში და მომგერიებელს სუბიექტურად უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი. აღნიშნული სტრუქტურულად გამოიხატება უკიდურეს მდგომარეობაში, უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებასა და თავდაცვის სურვილში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელყოფა, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს რეალური, ამავე დროს უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, იმწუთიერი, რელევანტური ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი და სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული.
მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დასტურდება თე----------------–---–ის მხრიდან ზუ--------------–---–ზე /ჭრილობის მიყენების მომენტში/ თავდასხმის ფაქტი, შესაბამისად, აუცილებელი მოგერიების საჭიროება. ყველა მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მყოფ თე----------------–---–ს არც დანა, ან სხვა იარაღი, რომლითაც შესაძლოა, ზუ--------------–---–ის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე დამუქრებოდა, არ ჰქონდა და მას მის მიმართ არ ჩაუდენია ისეთი ფიზიკური ძალადობა, რომელიც მას ჩააყენებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც ირკვევა, რომ ოჯახურ კონფლიქტში ჩარევის ნიადაგზე წარმოშობილი ორმხრივ ჩხუბში /პირველ ეტაპზე/ თე----------------–---–მა ხელით დაზიანება მიაყენა ზუ--------------–---–ს თვალბუდის და გულმკერდის არეში.
დაცვის მხარე აპელირებას აკეთებს დაზარალებულის პიროვნებაზე, მის ნასამართლობაზე და აღნიშნავს, რომ სასამართლომ მისი ჩვენება არ უნდა გაიზიაროს.
დაცვის მხარის პოზიციას პალატა არ ეთანხმება და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. ასევე, მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებისას, არ შეიძლება მოხდეს აპელირება მის წარსულზე, მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ მოწმე უეჭველად ცრუობს, ვინაიდან იგი ნასამართლევია. მოწმის ნასამართლობას ჩვენების სანდოობის კონტექსტში სასამართლო იმ შემთხვევაში იღებს მხედველობაში, თუკი იგი წარსულში ნასამართლევია მართლმსაჯულების განხორციელების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის, როგორიცაა: დანაშაულის დაფარვა, შეუტყობინებლობა, ცრუ ჩვენების მიცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე ზუ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზუ--------------–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზუ--------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, იმავდროულად სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის განაჩენი ზუ--------------–---–ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო მსჯავრდებულ ზუ--------------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზუ--------------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გე-–------–--–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 05 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ზუ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ზუ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 5 დეკემბრიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2015 წლის 30 ივლისიდან 2015 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
ზუ--------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 აგვისტოს განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ლი-------------–---–ის უძრავი ქონების შესაბამის პროპორციულ წილზე (მდებარე ყვარლის რაიონი, სოფელი შილდა, დაზუსტებული ფართობი: 10600.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი 5-.0-.6-.2--) დადებული ყადაღა.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- თე----------------–---–ის ტანსაცმელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
- ზუ--------------–---–ის ტანსაცმელი, პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები და მობილური ტელეფონი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს;
- DVD დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე
მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი
გ. კახეთელიძე