განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002679258
საქმე #1ბ/-----18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის: ზ---- ქ------ის
მსჯავრდებულის: ე-–----- ი-----–---ის
ადვოკატის: პ----- მ-----–---–ის
თარჯიმანის: ა---- ს---–--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ე-–----- ი-----–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-–----- შ----–-- ძე ი-----–---ის - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონეს (ქმედების ჩადენის მომენტისათვის), პირადი #----------- რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------–----------–--------–----–-------------. დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ პუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (ოთხი ეპიზოდი).
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე-–----- ი-----–---მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 0,289 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ასევე მან გაასაღა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 9 აგვისტოს, ქ. მ--------–-ს ცენტრში, შ-------------–-------------ში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ს-------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ე-–----- ი-----–---მა 0,0749 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 2 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება 200 ლარად, უკანონოდ გაასაღა შ--–-- წ--–-----აზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–----------------------------–------–--ის მიერ.
2018 წლის 14 აგვისტოს, ქ. მ--------–ში, შ------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ე-–----- ი-----–---მა 0,05 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 2 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება 200 ლარად, უკანონოდ გაასაღა შ--–-- წ--–-----აზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–----------------------------------–------–---ს მიერ.
2018 წლის 16 აგვისტოს, ქ.მ--------–ში, შ-----------–-ს ქუ-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ე-–----- ი-----–---მა 0,0746 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 2 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება 200 ლარად, უკანონოდ გაასაღა შ--–-- წ--–-----აზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–----------------------------–------–--ის მიერ.
2018 წლის 27 აგვისტოს, ქ.მ--------–ში, შ-----------–-ს ქუ-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ე-–----- ი-----–---მა 0,0895 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 2 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება 200 ლარად, უკანონოდ გაასაღა შ--–-- წ--–-----აზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–----------------------------–------–--ის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენით:
ე-–----- ი-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (4 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, ე-–----- ი-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ე-–----- ი-----–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 13 ნოემბრიდან.
ე-–----- ი-----–---ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვა:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ე-–----- ი-----–---ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ე-–----- ი-----–---მა; სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა; საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლოს მიერ ობიექტურად არ იქნა დადგენილი საქმის გარემოებები და მიღებული იქნა უსამართლო გადაწყვეტილება;
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ე-–----- ი-----–---მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ----- მ-----–---–მა შეცვალეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, მათ მოითხოვეს ე-–----- ი-----–---ის მიმართ სასჯელის შემსუბუქება, ასევე უდაოდ გახადეს ბრალდების მხარის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები;
ბრალდების მხარემ, პროკურორმა ზ---- ქ------ემ მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან მან კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი ე-–----- ი-----–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები ე-–----- ი-----–---ის წარდგენილი ბრალდების ნაწილში დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ - ე-–----- ი-----–---ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე-–----- ი-----–---ის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება დადგენილია საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა და ბრალდებულის ჩვენებები; ამოღების ოქმები; ქიმიური ექსპერტიზის №19----------/ქრ დასკვნა; ქიმიური ექსპერტიზის №1-----------/ქრ დასკვნა; ქიმიური ექსპერტიზის №2-------------რ დასკვნა; ქიმიური ექსპერტიზის №2-----------/ქრ დასკვნა; ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ოპერატიულ-სამძებრო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად მიღებული მასალები;) ერთობლიობა ე-–----- ი-----–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ ასევე მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ე-–----- ი-----–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ე-–----- ი-----–---ის დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულს პალატა სამართლიანად მიიჩნევს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ე-–----- ი-----–---ის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას, პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი; კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მოქმედი რედაქციით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტითა და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმალურ სასჯელთან მიახლოებული სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი ე-–----- ი-----–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე-–----- ი-----–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი ე-–----- ი-----–---ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ე-–----- ი-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (4 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, ე-–----- ი-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ე-–----- ი-----–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 13 ნოემბრიდან.
ე-–----- ი-----–---ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს,”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ე-–----- ი-----–---ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ნარკოტიკული საშუალებები (ინახება შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვიდეოჩანაწერები 3 (სამი) ცალ DVD დისკზე შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე