განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2019
საქმის ნომერი
330100107027277
ინსტანცია
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3--------------

საქმე №1ბ/347-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

1 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ლევან თევზაძე

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ლ--------------ს,ადვოკატ - ს---–-----------ის,მსჯავრდებულ - ე-–-------------–-–---–ის,დაზარალებულ - ნ--------–-------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ე-–-------------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ს---–-----------ის და ს-----------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ე-–--------------------------–-–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------რს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ------–-----–--------------------ში; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ე-–-------------–-–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ე-–-------------–-–---–ი მუშაობდა რა საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს რკინიგზის ობიექტის დაცვის პოლკში, ოცმეთაურის თანამდებობაზე, 1995 წლის 12 მაისს საქართველოს სახელმწიფო კონცერნ „საქნავთობპროდუქტების“ სახელზე აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოსული „ა-76“ მარკის ბენზინის დიდი ოდენობით ფარულად დაუფლებისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაულებრივად დაუკავშირდა რკინიგზის სადგურ თბილისის საკვანძო პოლიციის განყოფილების სადგურ დამხარისხებლის პოლიციის ქვეგანყოფილების რკინიგზის ობიექტებიდან ტვირთების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლ ინსპექტორს, პოლიციის კაპიტან მ--–--------------–-ძეს, რკინიგზის ობიექტების დაცვის პოლკის პოლიციელებს ო-----------–--–--ეს და ო-------------–---–ს, სადგურ დამხარისხებლის პოლიციის ქვეგანყოფილების პოლიციელს კ--------------რს და შეთანხმდნენ სადგურში შემოსული ვაგონ-ცისტერნებიდან ფარულად დაუფლებოდნენ ბენზინს. ქურდობის გაადვილების მიზნით, ვაგონები უნდა ჩაეყენებინათ მოხერხებულ ადგილზე, რისთვისაც შეარჩიეს სადგურ დამხარისხებელი-ველის გადასარბენის მე-5 კმ-ზე არსებული მშენებარე საკონტეინერო მოედანი. მატარებლის შემადგენლობიდან ვაგონების ჩახსნა, მათი გადაადგილება და სადგურიდან გაყვანა საჭიროებდა რა ელმავალს, ე------–-–--ლი და მისი თანამზრახველები დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ სადგურ თბილისის დამხარისხებლის სალოკომოტივო დეპოს მორიგეს ი-----------–---–ს, რომელსაც შეთანხმების თანახმად სამანევრო ელმავალი უნდა გამოეყო, ამავე დეპოს მემანქანეებს მ----------------------------------–-------ს, რომლებსაც უშუალოდ უნდა გადაეადგილებინათ ვაგონები სადგურის ტერიტორიიდან, სადგურ დამხარისხებლის მორიგეს გიზო საგინაშვილს, რომელსაც ნება უნდა დაერთო ვაგონების გადაადგილებაზე, ელექტრომექანიკოს დავით სააკოვს, თბილისის ავტოკოლონა 2652-ის ბენზინგადამქაჩი სატვირთო ავტომანქანის მძღოლს თ-------–--ლს, რომელსაც უნდა უზრუნველყო ბენზინის გადმოტუმბვა გატაცებული ვაგონებიდან ავტომანქანებში. ასევე, ე-–-------------–-–---–ი და მისი თანამზრახველები დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ქ.თბილისის მკვიდრებს, ძმებ თ----- და ვ-–------–-–---–ებს, თავის მხრივ ძმები კ---–-–---–-ბი დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ მ-------–-–--ლს, რომელიც დანაშაულებრივად დაუკავშირდა ზ--------–--------------–---–-----------–---–-----------–---–-----------–---–-----–-----–---–------------–-–---–- და ძმებ მ. და გ----------–---–-ბს. შეთანხმების თანახმად, დატაცებული ბენზინის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ჯგუფის წევრებს უნდა გაენაწილებინათ ურთიერთშორის. წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, 1995 წლის 13 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, მ-------–-–--ლის დავალებით მძღოლებმა ზ--------–--------------–---–------------–---–--------------–---–მა სოფელ მარტყოფში მდებარე „საცხენჰესის“ წყლის გამტარი არხიდან გადამტუბავი ავტომანქანა მაზ-5334-ით ავტომანქანებში, კამაზ-5321-ში, კრაზ-250-ში და კამაზ 4310-ში გადატუმბეს წყალი, ასევე წყლით გაავსეს წყლის გადამტუბავი ავტომანქანა, რათა ვაგონცისტერნებიდან ბენზინის ფარულად დაუფლების შემდეგ, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ვაგონცისტერნები გაევსოთ წყლით. იმავე დღეს, დაახლოებით 23:00 საათზე, ზემოაღნიშნული ავტომანქანები, ასევე ორი ავტომანქანა კამაზ 5511-ი, ზილ 130-ი, მაზ-ი და კამაზი, გადაიყვანეს ქ.თბილისში, რკინიგზის სადგურ დამხარისხებელი ველის გადასარბენის მე-5 კმ/ზე, მშენებარე საკონტეინერო მოედანთან, სადაც უნდა ჩამომდგარიყო ბენზინით დატვირთული ვაგონ-ცისტერნები. 1995 წლის 14 მაისს დაახლოებით 01:00 საათზე, დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, სადგურ დამხარისხებლის მორიგე გ-------–---–ის დახმარებით შუქჩამქვრალი ელმავალი გაიყვანეს ტყე-პარკისკენ, მიაყენეს ბენზინით დატვირთული ვაგონების შემადგენლობას, რომელიც ჩაბმული იყო №2202 მატარებელში, შემდეგ ჩახსნეს 4 ვაგონი, რომლებიც ჩაუბეს ელმავალს და 01:30 საათზე გაიყვანეს სადგურ ველის მიმართულებით. დამნაშავეთა მიერ ქურდობით, ფარულად დაუფლებული 460559 კგ ბენზინით დატვირთული 4 ვაგონი ცისტერნა გაჩერებულ იქნა რკინიგზის დამხარისხებელი ველის გადასარბენის მე-5 კმ/ზე არსებულ მშენებარე საკონტეინერო მოედანთან, სადაც ერთ ვაგონ ცისტერნას ახსნეს გამომგზავნის დამღა, ახადეს ზედა სახურავი და ჩაუშვეს თ-------–--ლის მართვის ქვეშ მყოფი ბენზინ-გადამქაჩი ავტომანქანა ზილ-130-ის შლანგი, ხოლო შლანგის მეორე ბოლო ჩაუშვეს მაზის მარკის ბენზიმზიდში, რომელიც გავსების შემდეგ გვერდით გადააყენეს, შემდეგ მიაყენეს კამაზის მარკის ბენზინმზიდი ავტომანქანა, რომელშიც გაგრძელდა ბენზინის გადაქაჩვა. გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, დამნაშავე პირთა ნაწილის დაკავება მოხდა შემთხვევის ადგილზე, ხოლო ე-–-------------–-–---–მა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 აპრილის განაჩენით:

 

ე-–-------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე-–-------------–-–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე, ე-–-------------–-–---–ს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებული ე-–-------------–-–---–ი დაკავებული იქნა 2019 წლის 14 იანვარს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა მსჯავრდებულ ე-–-------------–-–---–ის და მისი ადვოკატის ს---–-----------ის მიერ. აპელანტებმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ე-–-------------–-–---–მა და მისმა ადვოკატმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა; განმარტეს, რომ მსჯავრდებული ე-–-------------–-–---–ი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარებს და ინანიებს დანაშაულს და სრულად ეთანხმება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. აპელანტებმა ასევე განმარტეს, რომ ე-–-------------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით, წარმოადგენდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს; ხოლო დღეს მოქმედი კოდექსით, იგი განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს. შესაბამისად, ე-–-------------–-–---–ის ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოქმედ კანონმდებლობასთან. დაცვის მხარემ ასევე განმარტა, რომ ვინაიდან ე-–-------------–-–---–ის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაულის მცდელობა, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, იგი უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისაგან.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ლ--------------მ მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუალდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის და განჩინების უცვლელად დატოვების თაობაზე.

 

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. ე-–-------------–-–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის: დაზარალებულ ი------–--ს, მოწმეების - კ---------------------------------–--–------------------–-–---–------–-------–--ას ჩვენებებით; ავტომანქანების დათვალიერების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; დადგენილებით ნივთიერ მტკიცებულებად ცნობის შესახებ; 1996 წლის 11 მარტის, 1996 წლის 19 ივლისის, 1998 წლის 20 მარტის, 1998 წლის 22 ივლისის განაჩენებით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის (ძველი რედაქცია) პირველი ნაწილის მოთხოვნაა, რომ თითოეული მტკიცებულება შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება, მათი ერთობლიობით, საკმარისი უნდა იყოს პირის დამნაშავედ ცნობისათვის. მეხუთე ნაწილის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (ძველი რედაქცია), გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ე-–-------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ინკრიმინირებული დანაშულის ჩადენაში.

 

ამასთან, პალატა იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ ე-–-------------–-–---–ის ქმედება შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი დღეს მოქმედ კანონმდებლობასთან, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ქურდობა ჩადენილი დიდი ოდენობით) 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას სამიდან თორმეტ წლამდე და წარმოადგენდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ე-–-------------–-–---–ის ქმედება შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებთან და წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულს. შესაბამისად, ვინაიდან მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეიცვალა დანაშაულის კატეგორია, ე-–-------------–-–---–ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ახალი რედაქციით).

 

ამასთან, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან/და მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა. ვინაიდან ე-–-------------–-–---–ის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაულის მცდელობა და იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, მასზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნა და იგი უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისაგან.

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 495-498-ე, 500-ე, 502-509-ე, 512-ე, 517-535-ე, 550-ე, 602-606-ე მუხლებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ე-–-------------–-–---–ის და მისი ადვოკატის ს---–-----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 აპრილის განაჩენში და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაში:

 

ე-–-------------–-–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებზე (მოქმედი რედაქცია);

 

ე-–-------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

 

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ე-–-------------–-–---–ის გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისაგან.

 

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ე-–-------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 14 იანვრიდან.

 

ე-–-------------–-–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზშივე;

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ამოღებული ბენზინის ნიმუშები და წყლისმაგვარი სითხის ნიმუშები განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. კაპანაძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ლ. თევზაძე