განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002517567, №1/ბ-454-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული - ჯუ----- გ--- ძე ჯა---–--ე, დაბადებული 19---–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: თბილისი, გლ------------------------------------------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილი - ადევნება, ესე იგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.
სასჯელი:
1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულ ჯუ----- ჯა---–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნა------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ჯუ----- ჯა---–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ადგილი არ ჰქონია არანაირ ადევნებას, სო----- თა---–---–ს თავისი სურვილით ჰქონდა კომუნიკაცია ჯუ----- ჯა---–--ესთან, თუმცა თავის გადარჩენის მიზნით მოიგონა, თითქოს მსჯავრდებული მას წერდა და აწუხებდა (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი).
ბრალდების მხარეს შესაგებელი წარმოდგენილი არ აქვს.
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენით ჯუ----- ჯა---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა ადევნება, ესე იგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:
2018 წლის მაისის თვის პირველ ნახევარში, დაახლოებით 1 მაისიდან 20 მაისამდე პერიოდში, ჯუ----- ჯა---–--ე სო----- თა---–---–ის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ადევნებას, კერძოდ: დაჰყვებოდა სო----- თა---–---–ს ფეხით მოძრაობისას და უკანონოდ უთვალთვალებდა, მობილური ტელეფონის, „viber”-ისა და „messenger”-ის მეშვეობით, მის მიერვე დარეგისტრირებული შეცვლილი სახელების გამოყენებით ამყარებდა დაზარალებულთან არასასურველ კომუნიკაციას და ემუქრებოდა მისი ოჯახის წევრის - მამის, ასევე იმ მამაკაცების მიმართ ძალადობის გამოყენებით, რომელსაც დაზარალებული მათი ურთიერთობის შესახებ ეტყოდა. აღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია სო----- თა---–---–ის ფსიქიკური ტანჯვა და მისი ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენით ჯუ----- ჯა---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ჯუ----- ჯა---–--ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გამამტყუნებელი განაჩენი მის მიმართ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულმა სო----- თა---–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის მაისის დასაწყისში Facebook გვერდზე უცნობი პირისგან მიიღო შეტყობინება, რომ უყვარდა და არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ აპირებდა გათხოვებას. მან უპასუხა რომ არ თხოვდებოდა, რის შემდეგაც უცნობმა პირმა დაიწყო ხშირი მოწერა. მან აღნიშნული ე.წ. „იუზერი“ სახელწოდებით: „გეგა გეგა“ დაბლოკა, თუმცა, უცნობმა სხვა „იუზერის“ მეშვეობით კვლავ მიწერა, რომ მოწონდა და უხაროდა მისი დანახვა. ასეთი მიწერ-მოწერა გრძელდებოდა დაახლოებით 10 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც დაიმატა „ჯანელა ჯანელას“ სახელწოდებით დარეგისტრირებულმა მომხმარებელმა, რომელმაც მიწერა გაურკვეველი ასოები. შეტყობინების ავტორი მან ამოიცნო ბავშვის ფოტოებით და მიხვდა, რომ ის იყო მეზობლად მცხოვრები თე---- ბა-------–---–ის მეუღლე, რომელსაც პირადად არ იცნობდა. სო----- თა---–---–მა გადაწყვიტა მისი ნახვა, რათა აეხსნა, რომ არ სურდა მასთან არანაირი ურთიერთობა. შეხვედრისას მამაკაცმა აგდებულად დაუწყო საუბარი, რაზეც მიხვდა, რომ საუბარს აზრი არ ჰქონდა და გააგრძელა გზა. ამის შემდეგ ჯუ----- ჯა---–--ე ხშირად ცდილობდა მასთან კონტაქტის დამყარებას სხვადასხვა გზით, მათ შორის, ტელეფონითაც, პერიოდულად უკან მიჰყვებოდა ხან მანქანით, ხან ფეხით. 2018 წლის მაისის ბოლოს იგი ესაუბრა ჯუ----- ჯა---–--ის მეუღლეს - თე----ს და გადაწყვიტა თავის მობილურში არსებული და შენახული მიმოწერებიც ეჩვენებინა მისთვის. თე---- ბა-------–---–ი ტირილით მივიდა მასთან სახლში, შემდეგ თე----მ დარეკა პატრულში, რომელიც დაუყოვნებლივ მოვიდა, თუმცა, აღნიშნულ დროს ბრალდებულის სახლში არყოფნის გამო ვერ განხორციელდა შესაბამისი რეაგირება. ჯუ----- ჯა---–--ემ სო-----ს კვლავ რამდენჯერმე მიწერა, რომ დაანებებდა თავს, თუ საჩივარს არ დაწერდა და გამოიტანდა უკან, ხოლო მამამისისა და ბიძაშვილების მიმართ იმუქრებოდა მოკვლით, თუ რამეს ეტყოდა მათ, რაც აღიქვა რეალურად. დაზარალებულის განმარტებით, მის ცხოვრებაში ჯუ----- ჯა---–--ის გამოჩენის შემდეგ თავისუფლად ვეღარ გადიოდა გარეთ და ცდილობდა 9 საათის შემდეგ ყოფილიყო სახლში, რამაც შეცვალა მისი ცხოვრების წესი და განიცადა ფსიქიკური ტანჯვა. აღნიშნული გრძელდებოდა დაახლოებით მაისის პირველი რიცხვებიდან 20 მაისის ჩათვლით.
ამოღების ოქმის თანახმად, შსს გლდანი-ნაძალადევის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში სო----- თა---–---–ისგან მოხდა ჯუ----- ჯა---–--ის მიერ განხორციელებული სატელეფონო მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაციის ამოღება, რომელიც დაფორმატებულია და გადატანილია 24 ფურცელზე.
მოწმე ეთ----------ის ჩვენების თანახმად, მისმა მეგობარმა სო----- თა---–---–მა მას მოუყვა, რომ ვიღაც მამაკაცი სასიყვარულო შინაარსის შეტყობინებებს წერდა სხვადასხვა Facebook გვერდიდან, რამდენიმე დღის შემდეგ კი უთხრა, რომ გაარკვია მისი ვინაობა, რომ იგი იყო მისი კარის მეზობლის მეუღლე. ეს მამაკაცი სო----- თა---–---–ს მანქანით ხვდებოდა ხოლმე გარეთ, რის გამოც იგი ხშირად დაჰყვებოდა სო-----ს, რათა მარტო არ დარჩენილიყო. ერთ დღეს, ის სო----- თა---–---–თან ერთად წავიდა მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე „გლდანი მოლში“, რა დროსაც სო-----მ უკან მიხედვისას უთხრა, რომ ჯუ----- ჯა---–--ე იყო იქ, რის გამოც შეეშინდა და სწრაფად დატოვეს ტერიტორია. სო-----სვე თხოვნით მეგობარი მიაცილა სახლამდე. კორპუსთან მისვლისას იქ დახვდათ ლურჯი ფერის BMW. იქ მყოფ მამაკაცზე სო-----მ მიუთითა, რომ ის ჯუ----- ჯა---–--ე იყო, რომელიც იქიდან სხვადასხვა რეპლიკებს ესროდა. სო-----მ თხოვა, სადარბაზოში შესულიყვნენ, ვითომ ადიოდნენ მეგობართან და შემდეგ გააგრძელებდა სახლის გზას. ასეც მოიქცნენ და ცოტა ხანში ის სახლისკენ წავიდა. ჯუ----- ჯა---–--ე სო-----ს სწერდა, რომ თავს მოიკლავდა მის გამო, ასევე თხოვდა შეხვედრასა და დალაპარაკებას, რაზეც სო----- კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
მოწმე თე---ა-------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ არის ჯუ----- ჯა---–--ის ყოფილი მეუღლე. 2018 წლის 21 მაისს, მან ჯუ----- ჯა---–--ის ტელეფონში „ვაიბერში“ ნახა სო----- თა---–---–თან მინაწერები, რაზეც ჯუ----- ჯა---–--ემ უპასუხა, რომ მანქანის ნაწილთან დაკავშირებით ჰქონდათ მიმოწერა. სო-----ს იგი ჰყავდა დაბლოკილი, ხოლო მას ჰქონდა სხვადასხვა Facebook account-ები შექმნილი, საიდანაც უგზავნიდა სო-----ს მანქანის ფოტოებს და ეუბნებოდა, რომ უნდოდა მისი ცოლად მოყვანა, რომ თავად თე---ა-------–---–თან ჰყავდა საერთო ბავშვი და იყო მხოლოდ მისი საყვარელი. აღნიშნული კონფლიქტის დროს ისინი 7 თვის დაშორებულები იყვნენ, თუმცა, აპირებდნენ შერიგებას. მან სთხოვა სო-----ს მასთან სახლში მისვლა, რათა აეხსნა რა ხდებოდა მას და ჯუ----- ჯა---–--ეს შორის. სო-----მ უთხრა, რომ ტელეფონს შემოიტანდა და აჩვენებდა ყველაფერს. იგი სო-----ს თან გაჰყვა ცალკე დასალაპარაკებლად, რა დროსაც მან უთხრა, რომ რცხვენოდა და ვერაფერს ვერ მოუყვებოდა, თუმცა, აჩვენა ესემესები, სადაც სო-----ს ჯუ----- ჯა---–--ე დაბლოკილი ჰყავდა. მოვიდა პოლიციაც, რომელიც გამოიძახა ჯუ----- ჯა---–--ის აგრესიულობისა და იმის გამო, რომ სურდა ბრალდებულს დაეტოვებინა მისი სახლი.
მოწმე შო----- კო----ის ჩვენების თანახმად, როდესაც მისი შვილი, სო----- თა---–---–ი ტელეფონზე ესაუბრებოდა ლა–--–-------ეს, მაშინ გაიგო, რომ უბნიდან ვიღაც აწუხებდა მას. რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც ჰკითხა - თუ გაარკვია რამე, შვილმა უპასუხა, რომ აღარაფერი ხდებოდა. ამ პერიოდში სო-----ს დაეტყო უხასიათობა, ყველაფერზე ნერვიულობდა და გაღიზიანებული იყო. 2018 წლის 21 მაისს, საღამოს, მათთან სახლში მივიდა თე---- და მის მეუღლეს სთხოვა მობილური პატრულში დასარეკად. სო----- მასთან და მეუღლესთან ერთად წავიდა თე----ს სახლში ვითარების გასარკვევად, სადაც ჯუ----- ჯა---–--ე ყველაფერს უარყოფდა. თუმცა ამის შემდეგ, ჯუ----- ჯა---–--ემ კვლავ შექმნა Facebook გვერდი, დადო სოფოს ფოტო და დააწერა „ჩემი სიცოცხლე“. სო----- თა---–---–ი მანქანას სხვა ეზოში აყენებდა, ვითომ ნათესავთან მიდიოდა, ამ დროს კი ფეხით მიდიოდა მოსწავლესთან. ჯუ----- ჯა---–--ე ემუქრებოდა, რომ მამამისს ხელებს მოამტვრევდა, თავს მოიკლავდა ან მას მოკლავდა. ყოველივე აღნიშნულით, მისმა შვილმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა და შეიცვალა ცხოვრების წესი.
მოწმე მუ----- თა---–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 21 მაისს, მისი მეზობელი თე---- ბა-------–---–ი შევიდა მის სახლში და სთხოვა მობილური პატრულში დასარეკად. როდესაც იგი შევიდა თე----ს სახლში, ლა–---–-------ე უკვე ელაპარაკებოდა ჯუ----- ჯა---–--ეს, რომელმაც უარყო ის ფაქტი, რომ სო-----ს აწუხებდა და თქვა, რომ მეუღლე უწყობდა ინტრიგებს. თვითონ არაფერი იცოდა ბრალდებულის ქცევების შესახებ, რადგან სო----- მას არ ეუბნებოდა არაფერს. შემდეგ გაიგო, რომ სწერდა Facebook-ზე, უგზავნიდა იარაღის ფოტოებს, მოკვლითა და მანქანის დამტვრევით ემუქრებოდა, მანქანით უკან დაჰყვებოდა, რის გამოც სო-----ს ხან ლა–--–-------ე და ხანაც მეგობარი ე---- აცილებდნენ, ხანდახან მშობლებთან ერთადაც გადაადგილდებოდა, რადგან იგი შეშინებული იყო. ამ პერიოდის განმავლობაში მისი შვილი უმეტეს დროს სახლში ატარებდა და მოსწავლეებსაც ძირითადად სახლში იბარებდა.
მოწმე ლა–--–-------ის ჩვენების თანახმად, არის დაზარალებულ სო----- თა---–---–ის ნათესავი. 2018 წლის 21 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, მას დაურეკა სო-----მ და სთხოვა მის მეზობელ თე----სთან ასვლა. იგი მიხვდა, რომ საკითხი ჯუ----- ჯა---–--ეს უკავშირდებოდა. თე----ს სახლში მას დახვდა თე---- და ჯ---, შემდეგ კი შევიდა სო-----. ჯუ-----მა მას უთხრა, რომ მას სო-----სთვის არ მიუწერია და რომ მესიჯები მის ცოლს ეკუთვნოდა. მას კონკრეტული მესიჯები არ წაუკითხავს, უბრალოდ იცოდა, რომ სო-----ს წერდა ჯ---, რითაც სო----- წუხდებოდა.
მოწმე და------------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის მაისის თვეში ჯუ----- ჯა---–--ის მეუღლის შეტყობინების საფუძველზე გავიდა ადგილზე, რა დროსაც თე---ა-------–---–ი სახლიდან აგდებდა მეუღლეს. გამოძიების დაწყებამდე გაესაუბრა ჯუ----- ჯა---–--ეს, რა დროსაც შეადგინა გასაუბრების ოქმი, რასაც ესწრებოდა მისი ადვოკატიც.
დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 27 მაისს, ქ.თბილისში გლ----------------------------------------------ში ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ჯუ----- ჯა---–--ე, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. დაკავების დროს ჯუ----- ჯა---–--ეს სხეულზე ვიზუალური დათვალიერებით ორივე მუხლზე აღენიშნებოდა ძველი ნაიარევი.
მოწმე ირ---–- კა----–---ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 27 მაისს, ხელმძღვანელის მითითებითა და სასამართლოს განჩინებით თავის თანამშრომელ გი------ ქა------თან ერთად დააკავა ჯუ----- ჯა---–--ე, რომელსაც გააცნო განჩინების შინაარსი და განუმარტა უფლებები. ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გი------ ქ------მ.
მოწმე ნი------------ის ჩვენების თანახმად, ჯუ----- ჯა---–--ე არის მისი შვილი, რომელსაც ჰყავდა მეგობარი ქალი თე---ა-------–---–ი. მან იცის, რომ ჯუ-----ი ტელეფონზე ესაუბრებოდა სო-----ს, წერდა სხვადასხვა მესიჯებს, შეესწრო კიდეც მათ სატელეფონო საუბარს. მოწმის ჩვენებით, ჯუ-----ს და სო-----ს ჰქონდათ თბილი საუბარი და კითხვის შემდეგ შვილმა უთხრა, რომ ეს გოგო მოწონდა და აჩვენა მისი ფოტოსურათიც. მოწმის ჩვენებით, მათ დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ჰქონდათ ამგვარი ტიპის ურთიერთობა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც სო-----ს ჯუ----- ჯა---–--ისთვის უთქვამს, რომ იყო გლ--------------------------ში, ასევე, მის შვილს სო----- გაუცილებია სხვადასხვა ადგილზე.
ჯუ----- ჯა---–--ის დამ, სა-–---- ჯა---–--ემ, სხდომაზე დაკითხვისას ასევე ისაუბრა მის ძმას და სო----- თა---–---–ს შორის არსებულ ნებაყოფლობით ურთიერთობაზე. მოწმის ჩვენებით, არის შემსწრე, როდესაც აპრილის თვეში, მისი ძმა და სო----- ერთმანეთს უგზავნიდნენ ხმოვან შეტყობინებებს. როდესაც მან ჰკითხა ჯუ-----ს, თუ ვინ იყო ეს გოგო, ძმამ უპასუხა, რომ უყვარდა და აპირებდა სერიოზულ ურთიერთობას. იყო შემთხვევები, როდესაც ჯ--- სო-----ს სახლში აცილებდა, ასევე საუბრობდნენ და ერთმანეთს უყვებოდნენ დღის ამბების შესახებ.
მოწმე ლა–----------ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ჯუ----- ჯა---–--ე არის მისი მეგობარი. დაახლოებით მაისის დასაწყისში შეხვდა ჯუ----- ჯა---–--ეს, რომელიც იყო ლურჯი ფერის B---ს ფირმის ავტომობილით, ხოლო მარცხენა მხარეს იჯდა გოგო, რომელზეც უთხრა, რომ იყო მისი შეყვარებული და გაიცნო როგორც სო----- თა---–---–ი. არის შემსწრე, როდესაც ჯუ-----ი ტელეფონით ესაუბრებოდა სო-----ს და ეუბნებოდა, რომ უყვარდა და შერიგდებოდნენ.
ჯუ----- ჯა---–--ემ არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სო----- თა---–---–თან აკავშირებდა ახლო ურთიერთობა და მისი მხრიდან დაძალებას ან იძულებას ადგილი არ ჰქონია. სო----- არასდროს შეუწუხებია და ზედმეტი სიტყვაც კი არასდროს უკადრებია. მას სურდა მხოლოდ ახლო მეგობრობა და მასთან სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობის ჩამოყალიბება.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში; კონვენციის 34-ე მუხლის თანახმად, დადგენილია ადევნებისგან დაცვის ვალდებულებაც. კერძოდ, კონვენცია მოუწოდებს სახელმწიფოებს, სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნიონ მეორე პირის მიმართ მრავალჯერადი მუქარის შემცველი ქცევით გამოხატული წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც მასში საფრთხის შიშს იწვევს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ადევნებას, ანუ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალს, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერ სხვა განზრახ ქმედებას, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის შემადგენლობა მატერიალურია და დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ ქმედებათაგან ერთ-ერთის განხორციელება და მის მიერ ამავე მუხლში ჩამოთვლილ შედეგთაგან ერთ-ერთის გამოწვევა. მოცემულ შემთხვევაში, ჯუ----- ჯა---–--ეს მსჯავრი დაედო პირადად პირის უკანონო თვალთვალისთვის, არასასურველი კომუნიკაციის დამყარებისთვის ტელეფონის და ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.
თვალთვალი ნიშნავს პირის საქმიანობის, გადაადგილებისათვის თვალ-ყურის დევნას, მისი ქმედებების ან სხვა ინფორმაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. თვალთვალი უკანონოა, როდესაც პირი აღნიშნულს ახორციელებს კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით, შესაბამისი ნებართვის გარეშე და პირის სურვილის საწინააღმდეგოდ. კომუნიკაცია გადაიქცევა არასასურველად მაშინ, როდესაც პირს არ სურს, რომ გარეშე პირმა მასთან დაამყაროს ურთიერთობა. რაც შეეხება სისტემატურობას, აღნიშნულში იგულისხმება დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქმედებების განხორციელება ინტენსიურად, განმეორებითობის გარკვეული ხარისხით.
მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ჯუ----- ჯა---–--ე უთვალთვალებდა სო----- თა---–---–ს, ასევე შეტყობინებების გაგზავნით და ზარების მეშვეობით, ახდენდა არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას მასთან.
დაცვის მხარე არ უარყოფს სო----- თა---–---–თან კომუნიკაციის არსებობას, თუმცა უთითებს, რომ კომუნიკაცია იყო ორმხრივი, ნებაყოფლობითი და არა იძულებითი, როგორც ამას ბრალდების მხარის მოწმეები განმარტავენ. დაცვის მხარე უთითებს მსჯავრდებულის, მისი ოჯახის წევრების და მეგობრის ჩვენებებზე და ითხოვს ჯუ----- ჯა---–--ის უდანაშაულოდ ცნობას.
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდეგ პალატას დადასტურებულად მიაჩნია ჯუ----- ჯა---–--ის მიერ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის ფაქტი. სო----- თა---–---–მა ჩვენების მიცემისას ისაუბრა როგორც თვალთვალზე, ისე არასასურველი კომუნიკაციის არსებობაზე. დაზარალებულის ჩვენებით, სოციალურ ქსელში, 2018 წლის მაისის დასაწყისიდან იღებდა შეტყობინებებს, ხოლო მომხმარებლის დაბლოკვის შემდეგ, იმ ეტაპზე მისთვის უცნობი პირი სხვა მომხმარებლის სახელით განაგრძობდა მასთან ურთიერთობას. სო----- თა---–---–ის განმარტებით, ჯუ----- ჯა---–--ე უთვალთვალებდა, დაჰყვებოდა, ამყარებდა მასთან არასასურველ კომუნიკაციას, ემუქრებოდა, რასაც აღიქვამდა რეალურად, განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას, ეშინოდა მარტო გადაადგილების და ცდილობდა ღამის საათებში არ გასულიყო გარეთ. დაზარალებულის ჩვენებას ადასტურებს მოწმე ეთ----------ე, რომელიც პირადად შეესწრო ჯუ----- ჯა---–--ის თვალთვალს და გადმოსცა დაზარალებულის შიში და ტანჯვა ამ ადევნების გამო. სო----- თა---–---–ის ცხოვრების წესის შეცვლასა და განცდილ ფსიქოლოგიურ ტანჯვაზე მიუთითებენ დაზარალებულის მშობლები შო----- კო----ე და მუ----- თა---–---–ი. მათი ჩვენების თანახმად, ამ პერიოდში სო-----ს დაეტყო უხასიათობა, ყველაფერზე ნერვიულობდა და გაღიზიანებული იყო, უმეტეს დროს ატარებდა სახლში და მოსწავლეებსაც ძირითადად სახლში იბარებდა. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დასტურდება, რომ ჯუ----- ჯა---–--ე თავდაპირველად ყველაფერს უარყოფდა და აბრალებდა თე---ა-------–---–ს, რომელსაც როგორც თვითონ, ასევე მისი ოჯახის წევრები მოიხსენიებენ მეგობარ ქალად.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს და ვერც ჯუ----- ჯა---–--ის, მისი ოჯახის წევრების და მეგობრის ჩვენებას მიიჩნევს სარწმუნოდ, ვინაიდან, აღნიშნული მტკიცებულებები ეწინააღმდეგება არამხოლოდ დაზარალებულის და ბრალდების სხვა მოწმეთა ჩვენებებს, არამედ ამოღების ოქმზე თანდართული მიმოწერის ამსახველი საუბრების შინაარსს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, 2018 წლის 23 მაისს, სო----- თა---–---–ისგან ამოღებული იქნა ჯუ----- ჯა---–--ის მიერ განხორციელებული მიმოწერის ამსახველი ტექსტები, რაც გადატანილი იყო 24 თაბახის ფურცელზე. შეტობინებებში ნათლად ჩანს, რომ პირი, რომელიც ამყარებს კომუნიკაციას სო----- თა---–---–თან, გამოხატავს თავის გრძნობებს მის მიმართ და გარდა ამისა, სისტემატურად და დაჟინებით თხოვს არ დაბლოკოს იგი, უპასუხოს მის ზარებს, შეხვდეს და დაელაპარაკოს მას, ასევე ემუქრება მამის ჯანმრთელობის და ასევე მანქანის დაზიანებით. სხდომაზე არ წარმოდგენილა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ეჭვი შეეტანა დაზარალებულის ჩვენებაში და მიეჩნია ის დაინტერესებულ პირად, რომელიც ცრუდ ამხელს ჯუ----- ჯა---–--ეს დანაშაულის ჩადენაში. დაცვის მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებული თავის გადარჩენის მიზნით იგონებს ამ ისტორიებს, ვერ იქნება დასაბუთებულად მიჩნეული, რადგან წინააღმდეგობაშია წარმოდგენილ მტკიცებულებებთან.
ფსიქიკური ტანჯვა გულისხმობს უსიამოვნო გრძნობით გამოწვეულ წვალებას, ხანგრძლივ, აუტანელ წუხილს. რაც შეეხება ცხოვრების წესს, ის კომპლექსური გარემოებების ერთობლიობას გულისხმობს, რაც მოიცავს სოციალურ ურთიერთობებს, სამსახურს, ოჯახურ, პირად ურთიერთობებს, თავისუფალი დროის გამოყენებას ნება-სურვილის მიხედვით და ა.შ.. პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის და ბრალდების სხვა მოწმეთა ჩვენებებში, რომლებიც შესაბამისობაშია როგორც ერთმანეთთან, ისე ამოღების ოქმზე თანდართულ დოკუმენტებთან. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ ჯუ----- ჯა---–--ის ქმედებების გამო დაზარალებულს გაუჩნდა შიშები, უმწეობის, დაუცველობის განცდა, ეშინოდა გარეთ მარტო გასვლის, მით უფრო ღამის საათებში. შესაბამისად, ჯუ----- ჯა---–--ის მიერ განხორციელებული ქმედებები შესაბამისობაშია ადევნების შემადგენლობასთან და სწორია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით მის მიმართ წარდგენილი ბრალდება.
პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლეოდა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი ყოფილიყო ზეპირი მოსმენის გარეშე. მტკიცებულებების შეფასების და მხარის პოზიციის გაცნობის შემდეგ კი სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი, როგორც დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ჯუ----- ჯა---–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნა------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი.
ჯუ----- ჯა---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ჯუ----- ჯა---–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 მაისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე