განაჩენი

სისხლის სამართლის 11.04.2019
საქმის ნომერი
330100118002450113
ინსტანცია
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002450113- 1ბ-342-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

3 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის მდივანი: გ------- სვანიძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: თ------------------–--

 

დაცვის მხარე:

გამართლებული: ვ-–--------–---–---------------–-------–-–-----------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.--------–--------------–---–----------------------------------------------–-------------------–--–-----–-------------------------------------------------–--

 

ადვოკატი: ირ---–---------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლება.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------------–--მ და ითხოვა ცვლილების შეტანა განაჩენში. კერძოდ: ვ-–--------–---–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მოითხოვა, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ვ-–--------–---–- ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

2018 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის 16 აპრილამდე დროის მონაკვეთში, თბილისში, გლ-------------------------------------------------–ი თანაცხოვრების მანძილზე, ვ-–--------–---–- გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მუდმივი კონტროლისა და დამორჩილების სურვილით, აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის მიზეზით, სისტემატურად სცემდა და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას თავის მეუღლეს მა----–-----ს, რასაც ძირითადად ესწრებოდა მათი საერთო არასრულწლოვანი შვილი ე---------–---–-- შეურაცხყოფის მიყენების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, მა----–----- განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას.

 

2018 წლის 29 იანვარს საღამოს საათებში, თბილისში, გლ-------------------------------------------------–ი, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის მიზეზით, ვ-–--------–---–-- ცემა მა----–-----, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა შეკრული ხელის მტე--ნი მას სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც მა----–-----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ესწრებოდა მ--ა ლ----ის არასრულწლოვანი შვილი - ე---------–---–--

 

2018 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, მათსავე სახლში, ვ-–--------–---–-- გენდერული დისკრიმინაციის მოტივითა და აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის მიზეზით, მა----–-----ს, მათ შორის, არასრულწლოვანი შვილის - ე---------–---–-- თანდასწრებით რამდენჯერმე ხელი და ფეხი დაარტყა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რის შემდეგაც სამზარეულოს დანის პირი ჩაარტყა მას თავში, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ სადარბაზოში გაქცევის გზით თავის გათავისუფლების მცდელობისას, ვ-–--------–---–- თმაში სწვდა მა----–-----ს, ძალის გამოყენებით კვლავ შეათრია სახლში, რის შემდგომაც ხელი და ფეხი კვლავ დაარტყა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2) 2018 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის 16 აპრილამდე დროის მონაკვეთში, ვ-–--------–---–- გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მუდმივი კონტროლისა და დამორჩილების სურვილით, აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის მიზეზით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თავის მეუღლეს მა----–-----ს, ლანძღავდა უწმაწური სიტყვებით, მუდმივად უმეორებდა, რომ მის გარეშე არაფერს წარმოადგენდა, არაფერი შეეძლო, არაფრის უფლება არ ჰქონდა და მ--ა ლ----ის დამცირების გზით ცდილობდა მის დათრგუნვას, რასაც ძირითადად ესწრებოდა მათი საერთო არასრულწლოვანი შვილი - ე---------–---–-- შეურაცხყოფის მიყენებისა და დამცირების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, მა----–----- განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას.

 

3) 2018 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის 16 აპრილამდე დროის მონაკვეთში, ვ-–--------–---–- გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მუდმივი კონტროლისა და დამორჩილების სურვილით, აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის მიზეზით, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით მეუღლეს - მა----–-----ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, 2018 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. თ---–--–-----–-------------------------------------------------–-, ვ-–--------–---–- კვლავ დაემუქრა მეუღლეს - მა----–-----ს, სიცოცხლის მოსპობით, რაც რეალურად აღიქვა ამ უკანასკნელმა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4) 2018 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის 16 აპრილამდე დროის მონაკვეთში, ვ-–--------–---–- გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მუდმივი კონტროლის სურვილითა და აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის მიზეზით თავის მეუღლეს - მა----–-----ს აიძულებდა მორჩილებას, დაუბლოკა მის მფლობელობაში არსებული მობილური ტელეფონის მენიუში შესასვლელი ველი, ოჯახის წევრებისა და ახლობლების შემომავალი ზარები და თუმცა პერიოდულად ხსნიდა ტელეფონს ბლოკს, ვ-–--------–---–-, მეუღლის ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და მის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გზით, ფსიქოლოგიურად აიძულებდა მა----–-----ს მისი ნებართვის გარეშე არ დაერეკა არავისთან. ვ-–--------–---–-- მა----–-----ს ჩამოართვა პასპორტი, რასაც იმით ხსნიდა, რომ მისი ნებართვის გარეშე არსად წასვლის უფლებას არ აძლევდა მა----–-----ს. ვ-–--------–---–- მა----–-----ს ფსიქიკურად და ფიზიკურად აიძულებდა არ შეესრულებინა მოქმედება, რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი ნება იყო, კერძოდ, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ აიძულებდა, რომ არ დაემყარებინა სხვა პირებთან კომუნიკაცია საკუთარი შეხედულებისამებრ.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, მათსავე სახლში, ვ-–--------–---–-- აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის მიზეზით, მა----–-----ს რამდენჯერმე ხელი და ფეხი დაარტყა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რის შემდეგაც სამზარეულოს დანის პირი ჩაარტყა მას თავში, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ სადარბაზოში გაქცევის გზით თავის გათავისუფლების მცდელობისას, ვ-–--------–---–- თმაში სწვდა მა----–-----ს, ძალის გამოყენებით კვლავ შეათრია სახლში, რის შემდგომაც ხელი და ფეხი კვლავ დაარტყა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2018 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის 16 აპრილამდე დროის მონაკვეთში, ვ-–--------–---–- გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მუდმივი კონტროლის სურვილითა და აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის მიზეზით თავის მეუღლეს - მა----–-----ს აიძულებდა მორჩილებას, დაუბლოკა მის მფლობელობაში არსებული მობილური ტელეფონის მენიუში შესასვლელი ველი, ოჯახის წევრებისა და ახლობლების შემომავალი ზარები და თუმცა პერიოდულად ხსნიდა ტელეფონს ბლოკს, ვ-–--------–---–-, მეუღლის ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და მის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გზით, ფსიქოლოგიურად აიძულებდა მა----–-----ს მისი ნებართვის გარეშე არ დაერეკა არავისთან. ვ-–--------–---–-- მა----–-----ს ჩამოართვა პასპორტი, რასაც იმით ხსნიდა, რომ მისი ნებართვის გარეშე არსად წასვლის უფლებას არ აძლევდა მა----–-----ს. ვ-–--------–---–- მა----–-----ს ფსიქიკურად და ფიზიკურად აიძულებდა არ შეესრულებინა მოქმედება, რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი ნება იყო, კერძოდ, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ აიძულებდა, რომ არ დაემყარებინა სხვა პირებთან კომუნიკაცია საკუთარი შეხედულებისამებრ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულმა მა----–-----მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ 2014 წლიდან იმყოფებოდა ქორწინებაში ვ-–--------–---–---ნ. ქორწინების პირველ ეტაპზე ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა. ხოლო, ეჭვიანობის ნიადაგზე დაშორდნენ და შვილთან- ე-- ჩ-----–---–თან ერთად წავიდა ქ---------–-. ვ-–-ს თხოვნით იანვრის თვეში ჩამოვიდა შვილთან ერთდ. ვინაიდან, ბავშვმა იუცხოვა მამა, ვ-–-მ ინერვიულა და იმ დღიდან დაიწყო ვ-–-ს მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მეორე, მესამე დღიდან კი ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ცემის დროს თან ეკითხებოდა, ბათუმში თუ ვისთან ჰქონდა ურთიერთობა. ასევე, ვ-–--------–---–-- დაუბლოკა მობილური ტელეფონი და მშობლებს ვერ ურეკავდა. მართალია, მეგობრებთან ურთიერთობას არ უშლიდა, მაგრამ ტელეფონის დაბლოკვის დროს ვერც მეგობარს უკავშირდებოდა. ვ-–- ემუქრებოდა, რომ მოკლავდა და თავსაც მოიკლავდა, ასევე მშობლებს მოუკლავდა. აღნიშნულის შესახებ დაზარალებული მშობლებს არ ეუბნებოდა, ვინაიდან ვ-–-სი ეშნოდა. დაზარალებულის განმარტებით, მუქარა რეალურად აღიქვა, ვინაიდან ცემის დროს არაადეკვატურად იქცეოდა და ყველაფერს ურტყამდა. დამაგრძელებლით ახრჩობდა. დაზარალებულის განმარტებით, ბათუმში სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობდა და ვ-–- ეჭვიანობდა მის თანამშრომლებზე - ნ------ და გ-------ზე, რომელთანაც ჰქონდა თანამშრომლური ურთიერთობა და მოკლეტექსტური შეტყობინებებიც ჰქონია მათთან მოკითხვის დონეზე. 2018 წლის 28 იანვარს კვლავ ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო კონფლიქტი, ხელით შეეხო და მთლიან სხეულზე ჰქონდა ჩალურჯებები. ცემიდან მეორე დღეს მეგობართან მივიდა და უჩვენა დაზიანებები. აღნიშნულის შესახებ სხვაგან განუცხადებია, ვინაიდან ვ-–--------–---–-ს ეშინოდა. 2018 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე ბავშვი დააძინა, ვ-–-მ კი კვლავ ჰკითხა, თუ ვისთან ჰქონდა ურთიერთობა ბათუმში და სცემა. ხმაურზე ბავშვს გამოეღვიძა და იტირა. ვ-–- ზემოდან დააწვა და თავში ურტყამდა, გადაათრია ლოგინიდან და გონება დაკარგა. ბავშვს წყალი მოუნდა და ვ-–- როდესაც გავიდა წყლის მოსატანად დაზარალებული გარეთ გავარდა, ვ-–- მას დაეწია და თმით შემოათრია სახლში, მეორეჯერაც გაიქცა და უნდოდა მეზობელთან შესულიყო, მაგრამ ვ-–-მ კვლავ მიუსწრო და სახლში შემოათრია. უთხრა, რომ მოკლავდა და დანის ტარი ჩაარტყა თავში, სახესა და თავში ურტყამდა, სისხლი სხდიოდა. მეზობლები კარებთან იდგნენ, რომლებმაც დაურეკეს პატრულს და დააკავეს ვ-–--------–---–-. სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შემდეგ უთხრეს, რომ ტვინის შერყევის ნიშნები ჰქონდა, მაგრამ არ გაყვა მათ, ხოლო მეორე დღეს კვლავ გამოიძახა და გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ--–--------–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ ვ-–--------–---–- არის მისი კარის მეზობელი. 2018 წლის 15 აპრილს ღამის საათებში შემოესმა ყვირილის ხმა. სადარბაზოში გასულს მ--ა დახვდა ფეხშიშველი, იყო ნაცემი, ტიროდა და კანკალებდა. დაზარალებულის განმარტებით მას მეუღლემ სცემა და შველას ითხოვდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ც-–---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 15 აპრილს, ღამის საათებში სახლში მყოფს შემოესმა წივილ-კივილის ხმა. როცა ჩავიდა მეზობლის სახლში ნახა, ვ-–--------–---–- მა----–-----ს სახლიდან აგდებდა. დაზარალებული ითხოვდა დახმარებას და პატრულის გამოძახებას. ეს უკანასკნელი ტიროდა, სულ ერთიანად ჰქონდა გაწითლებული სახე, თმები გაწეწილი და იყო საცვლების ამარა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გუ--------–--–----–---–მა განმარტა, რომ არის მ--ა ლ----ის ახლო მეგობარი. გათხოვების შემდეგ ხშირად დადიოდა მასთან სახლში და იცის, რომ მეუღლეებს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. 2017 წლის ზაფხულში მ--ასაგან გაიგო, რომ ვ-–- ეჭვიანობის ნიადაგაზე დაშორდა და მიუხედავად ამისა მათ ჰქონდათ ცივილური ურთიერთობა რაც გამოიხატებოდა ერთმანეთის მოკითხვასა და ბავშვზე მზრუნველობაში. მისთვის ცნობილია, რომ ვ-–-ს თხოვნით, შვილის დაბადების დღის ერთად აღსანიშნავად მ--ამ ე-- 2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში თბილისში ჩამოიყვანა. 2018 წლის იანვარში მ--ა ისევ ჩამოვიდა თბილისში შვილთან ერთად და ძველით ახალი წლის პერიოდში მეგობარს ეწვია ოჯახში სტუმრად. მის შეკითხვაზე თუ რატომ არ პასუხობდა მესიჯებზე მ--ამ უთხრა, რომ მისი ტელეფონი ვ-–-ს ჰქონდა, კოდი დაადო და თვითონ ვერსად რეკავდა. იანვრის ბოლოს, როცა მ--ამ უპასუხოდ დატოვა მისი შეტყობინება გაუფრთხილებლად მივიდა მასთან სახლში. დაზარალებულს ჰკითხა, თუ რა ჰქონდა ტუჩზე, რაზეც ამ უკანასკნელმა უპსაუხა, რომ ვ-–-მ მასზე იძალადა და დაზიანება ჰქონდა ხელ-ფეხზეც. 2018 წლის 16 აპრილს, დილით ნახა მ--ას ზარები, როცა დაურეკა შეიტყო, რომ ვ-–- დააკავეს. სანახავად მივიდა მ--ასთან და ნახა, რომ იყო ნაცემი. სახე დასიებული ჰქონდა და საუბარი უჭირდა. მეგობრის განმარტებით კონფლიქტის მიზეზი ისევ ეჭვიანობა იყო.

 

მოწმე გ------–--–----–-–---–-მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მა----–----- არის მისი შვილი, რომელიც 2014 წლიდან იმყოფებოდა ქორწინებაში ვ-–--------–---–---ნ. ქორწინების პირველ ეტაპზე ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა. მოგვიანებით შვილისაგან შეიტყო, რომ ვ-–- მასზე ეჭვიანობდა. 2017 წლის ივნისის თვეში მ--ამ დაურეკა და უთხრა, რომ ჩხუბობდნენ, ვეღარ უძლებდა და წაეყვანათ სახლში. იმავე წელს ვ-–-ს თხოვნით ოქტომბრის თვეში მ--ა შვილთან ერთად ჩავიდა თბილისში და იქ რამდენიმე დღე დარჩა. ახალ წელსაც ჩავიდა მ--ა ბავშვთან ერთად ვ-–-სთან თბილისში. თავად ვერ ეკონტაქტებოდა, რადგან ვ-–-ს მ--ას ტელეფონი ჰქონდა გათიშული და როცა შვილს ჰკითხა მიზეზი უპასუხა, რომ უკრძალავდა ოჯახის წევრებთან კონტაქტსა და ურთიერთობას. 2018 წლის 16 აპრილს, დილით მ--ამ დაურეკა დას და უთხრა, რომ მის მიმართ ძალადობის ფაქტზე ვ-–- იყო დაკავებული. როცა თბილისში ჩამოვიდნენ ნახეს, რომ მ--ა იყო ნაცემი დაზიანებული ჰქონდა თვალის, ზურგის, ყელისა და თავის არე. ცუდად გრძნობდა თავს და ჰქონდა თავბრუსხვე--.

 

მოწმე ი-----–----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ვ-–--------–---–- არის მისი შვილი, ხოლო დაზარალებული მისი ყოფილი რძალი. მა----–-----სთნ ფაქტობრივი მდგომარეობითაც ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას. მისი თანდასწრებით ცოლ-ქმარს არ უკამათიათ და მისთვის უცნობი იყო არსებული უთანხმოების შესახებ, რადგან იყო ავად და მის ჯანმრთელობას უფრთხილდებოდნენ. მოგვიანებით გაიგო, რომ კონფლიქტი უკავშირდებოდა ღალატს, რომლის შესახებ ვ-–-მ მისი რძლის მშობლებასც აცნობა.

 

გიგივე ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ეკ--------–---–-- გამოკითხვის ოქმითაც.

 

ვ-–--------–---–-- წარდგენილი ბრალდებიდან არ უარყო მხოლოდ 2018 წლის 16 აპრილის ძალადობის ფაქტი. განმარტა, რომ იყო კარგი მეუღლე, რასაც ადასტურებენ როგორც მეზობლები ასევე მისი ყოფილი მეუღლის მეგობარიც. არასოდეს აუკრძალავს მ--ასთვი სამხანაგებთან ერთად ყოფნა და არც მათთან სახლში სტუმრად მისვლა. ცდილობდა ყოველთვის წაეხალისებინა დაზარალებული, რომ სახლში არ მჯდარიყო და ურჩევდა დაეწყო მუშაობა. ერთხელ ანონიმური ზარით აცნობეს მიეხედა მეუღლისათვის და როცა ამოიღო მის სახელზე გაფორმებული მობილური ტელეფონის ამონაწერი, რომლითაც მ--ა სარგებლობდა აღმოაჩინა სისტემატური კონტაქტი სხვა პიროვნებასთან. იმავე პირთან ყოფილ მეუღლეს სოციალური ქსელით ჰქონდა ასევე ინტიმური ხასაიათის მიმოწერა. მ--ასთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მას ცივილურად დაშორდა. ჩავიდა ბათუმში, ჩამოიყვანა თბილისში სიმამრი, რომ უკან წაეყვანა მისი შვილი. მიუხედავად იმისა, რომ ერთად აღარ ცხოვრობდნენ, ის ყოველთვის აქცევდა ყურადღებას მ--ასა და მის შვილს, ჩამოჰყავდა თბილისში და ფინანსურად ეხმარებოდა. მ--ა შვილთან ერთად ბოლოს მასთან 2018 წლის იანვრის დასაწყისში ახალი წლის წინა დღეებში ჩამოვიდა. ცხოვრობდნენ უკონფლიქტოდ, რაც ჩვენებაშიც დაასტურდებდა მ--ას მეგობარმა გუ--------–--–----–---–მა. 2018 წლის 16 აპრილს კონფლიქტის მიზეზი გახდა ისევ განახლებული მიმოწერა, რომელიც მ--ას ჰქონდა. ვერ მოითმინა და აღელვების ნიადაგზე მას ხელი დაარტყა, თუ რამდენჯერ არ დაუთვლია. ყვირილზე გაიღვიძა ბავშვმა, რომელსაც გვერდით მდებარე საძინებელში ეძინა და ტირილი დაიწყო. მ--ამ სთხოვა ბავშვისთვის წყლის მიეტანა, როცა გავიდა სამზარეულოში, მისმა ყოფილმა მეუღლემ დრო იხელთა და მეზობელთან გავიდა. მომხდარ ფაქტზე გამოძახებული იქნა პოლიცია, რომელმაც ის ადგილზე დააკავა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 16 აპრილის, 05:20 საათიდან 06:40-მდე შუალედში, მ--ა ლ----ის ნებართვით, ღამით ხელოვნური განათების პირობებში, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე თ---–--–-----–-------------------------------------------------------–------------ში. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომელთა მიერაც საცხოვრებელი ბინის სამზარეულო ოთახში კარადის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი შავტარიანი დანის მაგვარი საგანი, ასევე, ექსპერტების მიერ, აღებული იქნა საცხოვრებელ ბინის შემოსასვლელი ოთახის იატაკის ზედაპირზე არსებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა. შესასვლელ (მისაღებ) ოთახში, ხელმარცხნივ სამგზავრო ჩანთის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა მუქი ფერის შეფერილობის მ--სური, მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით.

 

მოწმე ი-–-------------- დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტიკურობა.

 

ელ-სმენის შეტყობინების ოქმის თანახმად, 2018 წლის 16 აპრილს 02:30 საათზე, ც-–---- ნ--------ემ დარეკა 112-ზე და გააკეთა შეტყობინება მეზობლად მცხოვრებ ცოლქმარს შორის სავარაუდოდ განხორციელებული ოჯახური კონფლიქტის/ძალადობის ფაქტზე.

 

ელ-სმენის საშუალებით გააკეთა შეტყობინება, ქირურგიის ეროვნული ცენტრის მიმღებმა ექიმმა ნ----- მ–---------ემაც, რომლის თანახმად, 27 წლის მოქალაქე მა----–-----, გ-–-------------------------------------------------დან კატასტროფის ბრიგადამ 2018 წლის 16 აპრილს გადაიყვანა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. მ--ა ლ----ის განცხადებით, სახლში სცემა მეუღლემ.

 

2018 წლის 16 აპრილს შედგენილი N------ პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, დაზარალებულს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები თვალბუდის მიდამოში, ზედა ქუთუთოზე მარცხენა თვალის სკლერაში, მხედველობა დაბინდული ჰქონდა, აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები ყელის, შუბლის, საფეთქლის, ლოყის მიდამოში, ასევე, სხეულის სხვა ნაწილებში. ტრავმები მიაყენა მეუღლემ ოჯახური კონფლიქტის დროს, პაციენტმა აღნიშნა, რომ ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი; ცემის დროს მეუღლემ გამოიყენა მუშტი და სხვა საშუალებები.

 

კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგის ცენტრის ,,ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ კონსულტაციის, თავის ტვინის კ/ტ კვლევის და გულმკერდის რენტგენოგრაფიის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქ. მა----–----- მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით კლინიკაში მიყვანილია 16.04.18წ. 19.30 სთ, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დიაგნოზით: თავის ტვინის შერყე--, გულმკერდის ზედაპირული ტრავმა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, მარცხენა საფეთქელ-შუბლის არეში, მარცხენა ზემო კიდურის მხრის არეში, ლატერალურ ზედაპირზე და გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ ბეჭის ქვედა კუთხესთან აღინიშნება ჰემატომები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

2018 წლის 16 აპრილს ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, მ--ა ლ----ისაგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში.

 

2018 წლის 07 მ--სის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ვ-–--------–---–-სგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში. ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: პაკეტში, წარწერით: ,,...მოწითალო ფერის ლაქა აწმენდილი... მისაღებ ოთახში იატაკზე, პარკეტის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ჩხირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მა----–-----ს (ობ. N7; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში აღებული... მოქ - მა----–----- ე---------ის ასულის დაბ: 0--------- პირის ღრუდან...“); პაკეტში, წარწერით: ,,...მუქი ფერის მ--სური... ამოღებული ბინაში მისაღებ ოთახში, შესასვლელიდან ხელმარცხნივ არსებული სამგზავრო ჩანთის ზედაპირიდან..“ მოთავსებულ მ--სურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N2,3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N2-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მა----–-----ს (ობ. N7). ობ. N3-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ვ-–--------–---–- (ობ. N6; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში... აღებული ბრალდებულ ვ-–- ვ--–----------- ჩ-----–---–ის (დაბ. 0---------) პირის ღრუდან...“). ამავე მ--სურზე არსებული ბიომასალის (ობ. N4) გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის ვ-–--------–---–- (ობ. N6), მეორე წილი ეკუთვნის მა----–-----ს (ობ. N7). ამავე მ--სურზე არსებული ადამიანის თმის ღერის (ობ. N5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მა----–-----ს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცე-- მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელე--ნტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32.

 

პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ მუქარის ნაწილში.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.

 

პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის საფუძვლიანობის შეფასებისას პალატა მხედველობაში იღებს დამმუქრებლის პიროვნებას, მის ურთიერთობას დაზარალებულთან, მუქარის გამოხატვის ხერხს. რაც მთავარია, აუცილებლად უნდა გასჩენოდა დაზარალებულს მუქარის საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვე--ში დაზარალებულმა განაცხადა, რომ მას ვ-–--------–---–- ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რაც რეალურად აღიქვა, ვინაიდან როდესაც სცემდა არაადეკვატურად იქცეოდა. გარდა დაზარალებულისა, აღნიშნული ჩვენება არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. კერძოდ, მ--ა ლ----ის მეგობარმა გუ--------–--–----–---–მა დაადასტურა, რომ ცოლ-ქმარი მართალია ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ ინარჩუნებდნენ ცივილურ ურთიერთობას.

 

სისტემატიური ცემა სახეზეა, როდესაც იგი ჩადენილია სამჯერ მ--ნც დროის ხანმოკლე ინტერვალში და პირველი ცემით მიყენებული ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი ჯერაც არაა გამქრალი, როდესაც ცემა ხდება მეორედ, მესამედ... ხოლო, გამოკვლეული მტკიცებულებებით თავად დაზარალებულმა მხოლოდ ცემის ორი ფაქტი დაასახელა 2018 წლის იანვრისა და იმავე წლის აპრილის ეპიზოდებზე, რაც თავისთავად გამორიცხავს სისტემატიური ცემის შემადგენლობას.

 

სხვაგვარ ძალადობაში კი იგულისხმება თმებით თრე--, ჩქმეტა, ანთებული სიგარეტით ან სხვა თერმული საშუალებით ზემოქმედება. ხოლო ქმედება ძალადობად რომ დაკვალიფიცირდეს აუცილებელია მას შედეგად მოჰყვეს ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დაზარალებულმა მა----–-----მ დაადასტურა, რომ ვ-–--------–---–-- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც დაესწრო მისი შვილი ე-- ჩ-----–---–ი, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არც ერთმა მოწმემ არ განაცხადა სასამართლო სხდომაზე, ხოლო მოწმე გუ--------–--–----–---–მა განმარტა, რომ რომ მას იანვრის თვეში მა----–-----მ ანახა სხეულზე არსებული დაზიანება, მაგრამ თავად ძალადობის ფაქტს არ შესწრებია. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მ----------–------- პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------------- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53.).

 

მოცემულ შემთხვე--შიც სახეზე გვაქვს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და გ--------- ჟ--–---–---–ის ირიბი ჩვენება, რომელიც მიუთითებს მხოლოდ 2018 წლის იანვრისა და აპრილის ეპიზოდებზე. ამდენად სახეზე არ გვაქს არა მარტო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდართისათვის საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, ასევე არ იკვეთება სისტემატური ძალადობის კვალიფიკაციისათვის საჭირო ფაქტების ოდენობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. მოცემულ შემთხვე--ში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ, ზემოაღნიშნულ სტანდარტს და შესაბამისად ვ-–--------–---–- უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

პალატა განმარტავს, რომ 2018 წლის 16 აპრილის ეპიზოდს არ უარყოფს თავად ვ-–--------–---–-ც, აღნიშნული ფაქტი დასტურდება ასევე, მეზობლების ლ--–--------–---სა და ც-–---- ნ---------ის ჩვენებებით, რომელბმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ 2018 წლის 15 აპრილს სადარბაზოში გასულებს მ--ა დახვდა ფეხშიშველი, იყო ნაცემი, ტიროდა და ითხოვდა დახმარებას.

 

აღნიშნული ფაქტი დასტურდება ასევე, 2018 წლის 16 აპრილს შედგენილი N------ პაციენტის სამედიცინო ბარათით, რომლის თანახმად, დაზარალებულს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები თვალბუდის მიდამოში, ზედა ქუთუთოზე მარცხენა თვალის სკლერაში, მხედველობა დაბინდული ჰქონდა, აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები ყელის, შუბლის, საფეთქლის, ლოყის მიდამოში, ასევე, სხეულის სხვა ნაწილებში.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ შემთხვე--ში მსჯავრდებული ამირან ვარსიმაშვილი და დაზარალებული არიან მეუღლეები.

 

ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლე-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვე--ს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ხოლო, რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, გამოიხატება იმაში, რომ ვ-–--------–---–- აიძულებდა დაზარალებულს მორჩლებას და მის მფლობელობაში არსებული ტელეფონით ვერ სარგებლობდა, ვინაიდან ადებდა ბლოკს და პერიოდულად უხსნიდა ხოლმე, აღნიშნული ფაქტი გარდა დაზარალებულისა დასტურდება ასევე, მეგობარ გუ--------–--–----–---–ის ჩვენებით, რომ მის შეკითხვაზე თუ რატომ არ პასუხობდა მესიჯებზე მ--ამ უთხრა, რომ მისი ტელეფონი ვ-–-ს ჰქონდა, კოდი დაადო და თვითონ ვერსად რეკავდა. ასევე, მოწმე გ------–--–----–-–---–მაც დაადასტურა, რომ ვერ ეკონტაქტებოდა მის ქალიშვილს, ვინაიდან ვ-–-ს მ--ას ტელეფონი ჰქონდა გათიშული და როცა შვილს ჰკითხა მიზეზი უპასუხა, რომ უკრძალავდა ოჯახის წევრებთან კონტაქტსა და ურთიერთობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მ----------–------- პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, “საქართველოს მოქალაქე ზ------------- საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვე--ში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვ-–--------–---–-ს მიმართ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა სსკ-ის 111 , 126 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ პუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტითა და სსკ-ის 111 , 151 -ე მუხლის 1-ელი ნაწილით მისთვის ბრალად წარდგენილ ეპიზოდებში.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელე--ნტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ-–--------–---–-ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ვ-–--------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან ნაწილობრივ აღიარა დანაშაული, ჰყავს მძიმე ადვადმყოფი დედა და ხასიათდება დადებითად. ვ-–--------–---–-ს დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტვით.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცე-- ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მსჯავრდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს, მიზანს, მსჯავრდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას. ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მსჯავრდებულის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცე--ს ქმედების შემდეგ, მსჯავრდებულის პიროვნებას, მის ასაკს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი და 150-ე მუხლის პირველი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთის სახით საჯელის მაქსიმალურ ზღვარს ითვალისწინებდა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შესაბამისად პრალდების მხარის მითითება უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნასთან დაკავშირებით არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული დანა, ანაწმენდი და ნერწყვის ნიმუში განადგურდეს; მ--სური დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; ხოლო კ.ერისთავის სახელობის ქირურგიის ცენტრიდან მოპოვებული მ--ა ლ----ის სამედიცინო დოკუმენტაცია და შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალის შემცველი ერთი ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენი ვ-–--------–---–-ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ვ-–--------–---–- გამართლდეს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;

 

ვ-–--------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და სასჯელის სახედ დაენიშნოს თვისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

მასვე 2(ორი ) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

 

სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ დაენიშნოს თვისუფლების აღკვეთა - 1(ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვ-–--------–---–- სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით და 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

 

ვ-–--------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 აპრილიდან;

 

გაუქმდეს ვ-–--------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - დანა, ანაწმენდი და ნერწყვის ნიმუში განადგურდეს; მ--სური დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; ხოლო კ.ერისთავის სახელობის ქირურგიის ცენტრიდან მოპოვებული მ--ა ლ----ის სამედიცინო დოკუმენტაცია და შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალის შემცველი ერთი ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მიექცე-- აღსასრულებლად.

 

განაჩენი მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. ჯეირანაშვილი